ახალი Minha Mala და მგზავრობა კინოს ელემენტებით

გახსოვთ ფილმი „A Family Man” ნიკოლას კეიჯისა და თეა ლეონის მონაწილეობით? ჰო, აი ის, რომლის გამოც დევიდ დუხოვნიმ კეიჯზე იეჭვიანა (რეალურ ცხოვრებაში დუხოვნი 2000 წელს თეა ლეონის მეუღლე იყო). და კიდევ ის, სადაც ნიკოლას კეიჯის ცხოვრება 180 გრადუსით იცვლება, როდესაც ის მაღაზიაში შეიარაღებულ დონ ჩიდლს ხვდება. ფილმი ხომ ფილმად მიყვარს და პლუს, ციტატების დამახსოვრება ცალკე ჰობია. არ ვიცი ამას როდის შევწყვეტ, ალბათ არასოდეს. ჰოდა იმას ვამბობდი, რომ ამ ფილმის რამდენიმე ციტატა ისე ძლიერ მაქვს გონებაში ჩარჩენილი, რომ ბარემ რეალურ ცხოვრებაშიც ვიყენებ. თუმცა, არსებობს მილიონობით თუ არა, ათასობით ფილმი მაინც, რომელთა არათუ ციტირება არ შემიძლია, არამედ ნანახიც არ მაქვს. მაგალითად: “მაკულატურა“, „მატრიცა“ და ა.შ. ო ღმერთო, საიდან სად წავედი :D

ჰოდა, გახსოვთ „A Family Man”? იქ დონ ჩიდლი ეძახის ნიკოლას კეიჯს „Jack”-ო, რაზეც კეიჯი გაკვირვებული პასუხობს, საიდან იცი ჩემი სახელიო. ჩიდლი კი მიუგებს, ყველა თეთრკანიანს “Jack”-ს ვეძახიო.  ფილმი ათ წელზე მეტია ხანია, რაც გამოსულია და ეს ფრაზა რაღაცნაირად გონებაში მაქვს ჩარჩენილი. ქართულ რეალობასაც ადვილად მოვარგე და დაჟინებით ვამტკიცებ, რომ ადამიანთა ტიპის, ეროვნებისა თუ გარეგნობის მიხედვით მათ სხვადასხვა სახელები ჰქვიათ. აი მაგ. ყველა გვანცა არის ცვანგა და ა.შ. ფჰჰჰჰ, ჩემი სულელური აკვიატებები. ახლა ის ავიკვიატე, რომ ყველა გერმანელი მამაკაცი ლუდოა, უფრო სწორად ლ’უდო. კიდევ ყველა ფრანგი მამაკაცი ფრანსუაა, ყველა ინგლისელი სტივენი, ყველა ამერიკელი ჯეკი ან ჯონი, ყველა რუსი ალექსანდრე ან სერგეი და მოკლედ, პრინციპი საკმაოდ მარტივია. არ ვიცი ლუდოები რა ტიპები არიან და მე ყველა ტილ შვაიგერი მგონია. ვნახოთ მოკლედ :D  Continue reading

Junip Inertial Tunes

jose როდესაც გონსალესების ოჯახი არგენტინიდან 1976 წელს შვედეთში გაემგზავრა საცხოვრებლად, მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ორი წლის შემდეგ დაბადებული José González მუსიკის წერას გადაწყვეტდა. შვედეთის ერთ პატარა ქალაქ – Gothenburg-ს მუსიკოსი ასე იხსენებს: “ეს ძალიან პატარა ქალაქია სულ რაღაც ნახევარი მილიონი მაცხოვრებლით. სამაგიეროდ, ის არის არაჩვეულებრივი მუსიკის ქალაქი ოკეანის პირას. მართალია, ხშირად წვიმს, მაგრამ ზაფხულში იგი ძალიან ლამაზია.”

1998 წელს ხოსე დაეკონტაქტა ბავშვობის ორ მეგობარს – ელიას არაიასა და ტობიას ვინტერკორნს. თავიდან ისინი ჯგუფს ჰობიდ აღიქვამდნენ, თანაც სამივეს ჰქონდა თავისი საქმე: ტობიასი მასწავლებელი იყო, ელიასი ხელოვნებათმცოდნეობის სტუდენტი და თავად გონსალესი კი ბიოქიმიას სწავლობდა. Continue reading

12 years a Blur

პირველი რა გახსენდებათ ამ ორი სიმღერის მოსმენისას?


მაშინ სხვა დრო იყო…

  • უდარდელი ბავშვობა,
  • ფანჯრებში მზის მუდმივად შემომავალი სხივები,
  • ნაყინი N რაოდენობით,
  • აბეზარი, უმისამართოდ მფრინავი ბუზები ყველა ოთახის ჭაღის ქვეშ,
  • მამაჩემი სპორტულ შორტებში და ფარფატა დედაჩემი ყვავილებიან სარაფანში

Continue reading

სილამაზე Viaderm-ისგან

ამასწინათ ვიდექი სარკესთან და საკუთარ სახეს გავყურებდი. ფაქტიურად, არ არსებობს მომენტი, რომ სარკესთან დგომის დროს ამას არ ვაკეთებდე. ერთ წუნს მეორე ემატება და მეც ვღიზიანდები. არადა, კაცმა რომ თქვას, არაფერი ჩემს კანს არაფერი ისეთი განსაკუთრებული წუნი არ აქვს და თუ გავითვალისწინებ ჩემს ასაკს, ფრიად მშვენიერ მდგომარეობაშია.
მიუხედავად ამისა, მაინც ხომ არსებობს რაიმე დანამატი, რაც გინდა რომ მიიღო ასაკის მატებასთან ერთად რადგან, გინდა – არ გინდა, წლებს თავისი მიაქვს. ამასწინათ ერთი კომპანიის პრეზენტაციაზე მოვხვდი, რომელზეც დამაბალანსებელ საკვებ დანამატზე იყო საუბარი. რომ მოვისმინე რა ინგრედიენტებს შეიცავს ეს პროდუქტი, გულში მეღიმებოდა და ჩანიშვნასავით ვაკეთებდი: ეს ხომ საჩემოა, ეს ხომ დამჭირდება, ეს ხომ აუცილებელია. ჰოდა, ბევრი რომ არ გავაგრძელო, წარმოგიდგენთ კომპანია “Viaderm”-ის პროდუქტს.

Continue reading

DB40

მე არ ვიცი როგორ წყვეტენ ხოლმე ადამიანები ბავშვობაში მოწონებული თუ შეყვარებული ცნობილი ადამიანების მოწონებასა თუ სიყვარულს, მაგრამ ეს ამბავი მე არ მეხება. და თუ მე ის ვარ, ვინც 1999 წლის 26 მაისს 12 წლის ასაკში საკუთარ ბინაში ვკიოდი ბედნიერებისგან, თუ მე ის ვარ, ვისაც მან ფეხბურთი არანორმალურად შეაყვარა და თუ მე ის ვარ, ვინც ერთი ინგლისელ გოგონათა ჯგუფის სიმღერებზე ვცეკვავდი, კასეტებს ვუსმენდი და სურათებს ვაგროვებდი, მაშინ დაე ისიც ვიქნები, ვისთვისაც მისი იუბილე განსაკუთრებულია.

დღეს ანუ 2015 წლის 2 მაისს David Beckham-ს 40 წელი შეუსრულდა. ამასთანავე, დევიდმა დღეს ინსტაგრამის ოფიციალური ანგარიში გახსნა, რითიც მინიმუმ მე გამახარა. შესაბამისად, მისი თვალყურის დევნება შესაძლებელი იქნება არა მხოლოდ facebook-სა და google plus-ზე, არამედ instagram-ზეც. Continue reading

Sex and The City

ზუსტად არ მახსოვს, რა ასაკში დავიწყე ამ სერიალის ყურება. დაახლოებით 12-13 წლის ვიქნებოდი, რადგან 2000 წელს ვიყავი ამდენის. სამაგიეროდ, ზუსტად მახსოვს, რომ ჩემი დის მიმბაძველობით დავიწყე ამის კეთება. წარმოიდგინეთ, 12 და 17 წლის ორი თინეიჯერი და ზის და უყურებს სერიალს სექსის შესახებ :D თანაც, სექსი ყოველ სერიაში :D

carrie-bradshaw Continue reading

თაიგული ბიანკასთვის or Bianca for Italy

589საუბრები იმის შესახებ, რომ ბიანკა ბალტი დღევანდელი იტალიის სახეა, სულაც არ არის გადაჭარბებული. მის გარეგნობაში შერწყმულია სოფია ლორენი და მონიკა ბელუჩი. მთელი 10 წელი კი ღირსეულად წარმოადგენს ისეთ ლამაზ იტალიურ ბრენდს, როგორიცაა Dolce & Gabbana. თამამად შეიძლება ითქვას, რომ Bianca Balti არის ამ კომპანიის მუზა. იშვიათად შეხვდებით მათ სარეკლამო კამპანიას ბიანკას გარეშე.
bianca-balti-coco-ro-213455967 Continue reading

ლავიწები

– მე ლავიწს მივირთმევ, მომიტანეთ თუ შეიძლება!
– აღარ არის, გათავდა.

 

არც არაფერი, მთელი ეს პერიოდი მე მის ლავიწს ვღრღნიდი, ის ჩემს სისხლს სვამდა და გარნირად ჩემსავე ენერგიას აყოლებდა. პერიოდი? პერიოდი არც ისე პატარა და არც ისე დიდი. ახლა ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ I was definitely wasting my young years. ახლა დადგა სიმშვიდის პერიოდი.

12

უბრალოდ ცოტა ტკივილის შეგრძნება მაწუხებს მუცელში. ასე მგონია, რომ რაც კი რამე ნაწლავი მაქვს, ყველა ერთმანეთში არის გადახლართული. კიდევ ისიც ვიცი, რომ ლავიწები მაწვება და მტკივა. თითქოს ცარიელი ძვლები მადევს და იმის შიგნით სიცარიელეა, ამიტომაც მძიმეა ეს ჩემი ლავიწები. ახლა ყელიც მტკივა და მგონი ვცივდები.


ცნობა მოვიდა, თურმე საკუთარი ლავიწები მიღრღნია ყველაზე მეტად. მერე რა. მაინც მიყვარს მარტი. დედაჩემი მეუბნება ხოლმე, როგორი არანორმალური თვეც არის, ისეთი ადამიანი იბადება მარტშიო. ალუზია ჩემზე. ხვალ სამსახურში მივდივარ და ყველაზე მეტად არ მინდა გაციება ახლა.

 

12345

 

 

The Ads of 2014

ცნობილმა სარეკლამო online ჟურნალმა “Adweek”-მა 2015 წლის დასაწყისში გამოაქვეყნა წინა 2014 წლის 10 საუკეთესო სარეკლამო ვიდეო-რგოლი. ათეულში შედის როგორც სპორტული ან კომედიური, ისე სოციალური სიუჟეტის მქონე ვიდეოები.

10) მსოფლიოს ყველაზე რთული სამუშაო
სიუჟეტის მიხედვით კომპანიამ გამოაცხადა ვაკანსია, რითიც დაინტერესდნენ სამსახურით დაინტერესებული ადამიანები. ერთის მხრივ, კომპანიას ჰქონდა ისეთი აუტანელი მოთხოვნები, რომ შეუძლებელი იყო, ვინმე დათანხმებულიყო, თუმცა…
პირადად ვიტირე ამ ვიდეოს ნახვისას.


Continue reading

some likes it old

აი ზუსტად მაშინ, როდესაც თავზე მილიონი საქმე მაყრია და ზუსტად მაშინ, როდესაც რაც არ მაყრია, ისიც უნდა დამეყაროს, მე ასაკი მემატება. აი ასე მარტივად და კანონზომიერად დგება 6 მარტი და მე ვხდები 28 წლის. დაბადების დღის მარტში ქონას აქვს  ერთი სულელური პლუსი: ეგრევე გემატება ასაკი და შემდეგ მთელი წელი არ გაიძახი: “აუ ამდენის ვარ და ამდენის უნდა გავხდე.” მარტი ხომ მესამე თვეა, მე კი დღეების ათვლას იანვრიდან ვიწყებ ხოლმე.

აი ასე გამოიყურება 28 წლის ნასვამი გოგო ღამის 10-11 საათზე პაბში :D

აი ასე გამოიყურება 28 წლის მთვრალი გოგო ღამის 3-4 საათზე კლუბში :D

1234 Continue reading

Imitation Game

სულ რაღაც ხუთიოდე წლის წინ ლონდონელმა მსახიობმა ბენედიქტ კუმბერბაჩმა (Benedict Cumberbatch) მასზე ბევრად ცნობილი ინგლისელი დეტექტივის – შერლოკ ჰოლმსის როლი მოირგო და მთელ მსოფლიოს თუ არა, მესამედს მაინც შეაყვარა თავი. მიუხედავად იმისა, რომ ბენედიქტის მიერ განსახიერებული შერლოკი ფრიად თანამედროვეა, მოკლე ტექსტური შეტყობინებებითაც სარგებლობს, კომპიუტერსაც იყენებს და ბლოგსაც არ იუკადრისობს, ბრიტანული სული ალბათ მაინც კონსერვატორ, დახვეწილ, არისტოკრატ და ინტელიგენტ ადამიანად აჩენს მას.

The-Imitation-Game-Final-Poster

ისე, დაკვირვებული ვარ და ბრიტანელი მსახიობები უფრო რთულად ხდებიან პოპულარულები ჰოლივუდში, ვიდრე ამერიკელები. აგერ ბენიც (როგორც მას შემოკლებით ეძახიან) არ არის გამონაკლისი და ვინ იცის, რომ არა კონან დოილის პერსონაჟი, კიდევ რამდენ ხანს იქნებოდა ამერიკული კინემატოგრაფიის ჩრდილქვეშ. Continue reading

Jupiter Ascending

6

ამდენი საოსკარე ფილმის გადამკიდე სრულებით გადამავიწყდა ფილმი, რომელსაც შეიძლება ამერიკის კინოაკადემია დიდად არ სწყალობს, თუმცა მაყურებელი ეკრანებზე მის გამოსვლას არანაკლები ინტერესით ელის. ეს არის ფილმი, რომელიც განკუთვნილია ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც უყვარს სამეცნიერო Continue reading

Kate’s Lucky Number: 7even

მართალია, 27 ოქტომბერი არ არის დღეს და ამ თარიღიდან 3 თვეა უკვე გასული, მაგრამ მე ამ ფაქტს არ ვიმჩნევ და წერას ისე გავნაგრძობ, თითქოს არაფერი დამიშავებია. 27 ოქტომბერს ჩემი ბლოგი არც მეტი, არც ნაკლები – 7 წლის შესრულდა. რომ მახსენდება რამდენი რამე დაემთხვა შვიდიანს, მეცინება :D

7 წელი არ არის ცოტა. ამ 7 წელში 27 წლის გავხდი :D ვაიმე! ამდენი 7-იანი ბექჰემსაც კი შეშურდება :D
1) 7 წლის ბლოგი
2) მისი პატრონი 27 წლის “გიჟი ქალაქს მიდიოდა, რა მიჰქონდა, რა მოჰქონდა” ადამიანი,
3) რომელიც დაიბადა 1987 წელს
4) რომლის საყვარელ ფეხბურთელს მაისურზე ეწერა ციფრი 7,
5) რომელიც შეუყვარდა 1997 წელს.

გავედი მოკლედ :D
Continue reading

From Batman to Birdman

მაიკლ დუგლასი ვერც კი იფიქრებდა, რომ გვარის შეცვლა მოუწევდა იმის გამო, რომ სხვა მასზე ბევრად პოპულარულ მსახიობში არ შეშლოდა ხალხს. ასეც მოიქცა, დუგლასი კიტონად გადააკეტა და კარიერულ წინსვლას მიჰყო ხელი. ჩემთვის მაიკლ კიტონი (Michael Keaton) ერთ-ერთი იმ იდეალურ ბეტმენთაგანია, რომელმაც მაყურებელი მონუსხა და აღაფრთოვანა 90-იანების პირველ ნახევარში და დღესაც კი, იმ ძველი დროის პატივისცემით ამ მსახიობის მიმართ განსაკუთრებულად ნოსტალგიური დამოკიდებულება აქვთ.

la_ca_1006_birdman

სხვისი არ ვიცი და მე პირადად განსაკუთრებულად მახარებს ხოლმე მივიწყებული მსახიობების დაბრუნება. აქ მე მახსენდება გაი პირსის დაბრუნებები “Memento”-ს შემდეგ ან თუნდაც პირს ბროსნანის დაბრუნებები “James Bond”-ების სერიების შემდეგ. თითქოს სხვა ენერგიით არიან სავსე და სხვა მუხტი მოაქვთ ხოლმე ეკრანებიდან. მაიკლ კიტონიც არაა ამ მხრივ გამონაკლისი.
Continue reading

Victoria’s Secret 2014

ang

თუ თქვენ 2 დეკემბერს არ იმყოფებოდით ლონდონში და ვერ დაესწარით Victoria’s Secret Fashion Show-ს, არ იდარდოთ – 9 დეკემბრიდან ეს აღმაფრთოვანებელი სანახაობა მთელი მსოფლიოსთვის თვალმისაწვდომი გახდა. მანამდე კი მოდით თვალი გადავავლოთ Victoria’s Secret-ის 8 ანგელოზს, რომლებმაც სხვა დანარჩენ მოდელებთან ერთად წარმოადგინეს ამ ბრენდის პროდუქცია.

ang

ადრიანა ლიმა (Adriana Lima)
ეროვნება: ბრაზილიელი
დაბადების თარიღი: 12.11.1981 (ამჟამად 33 წლის)
ყოფილი მეუღლე: სერბი კალათბურთელი – მარკო იარიჩი
შვილი: 2
VS: 14 გამოსვლა პოდიუმზე (ყველაზე მეტი).

ads

 

Alessandra

ალესანდრა ამბროზიო (Alessandra Ambrosio)
ეროვნება: ბრაზილიელი
დაბადების თარიღი: 11.04.1981 (ამჟამად 33 წლის)
პარტნიორი: ბიზნესმენი – ჯეიმი მაზური
შვილი: 2
VS: 14 გამოსვლა პოდიუმზე (ყველაზე მეტი).

ale

Continue reading

Magic in the Moonlight და კინოთეატრის სეზონის გახსნა

სულ იმას ვიძახი, ვუდი ალენს გვიან, არაქრონოლოგიურად და ანუ არასწორად ავედევნე-მეთქი. მისი ძველი ფილმები ჯერ ნანახი არ მაქვს და ეგრევე Match Point-სა და Scoop-ს მივადექი. მაშინ იმ ასაკში ვიყავი, როდესაც მეგონა, რომ ჰოლოვუდი სკარლეტ იოჰანსონის ირგვლივ ტრიალებდა. შემდეგ წლებმა განვლო და მე ფილმების ცოტა სხვანაირი შეფასებაც დავიწყე. სხვანაირი რა – ექსპერტობას არ ვიბრალებ, თავმდაბალი ვარ ეგზომ, მაგრამ ის, რომ ფილმები მხოლოდ ლამაზი, ვნებიანი თუ სექსუალური მსახიობით არ უნდა აირჩიო, ამაზე ნამდვილად ჩამოვყალიბდი.

Blue Jasmine-ის წარმატებების შესახებ საუბრით თავს აღარ შეგაწყენთ. ყველამ იცის კეიტ ბლანშეტის და ვუდის ძალიან იღბლიანი ტანდემის შესახებ. Allan Stewart Konigsberg-მა – იგივე ვუდი ალენმა არც აცია, არც აცხელა -მორიგი ფილმის “Magic in the Moonlight”-ის სცენარი დაწერა, მსახიობები Emma Stone და Colin Firth დაამტკიცა მთავარ როლებზე და ფილმის გადაღებას მიჰყო ხელი. Continue reading

Biaff: შემთხვევითი პაემნები

ლევან კოღუაშვილი ის ქართველი რეჟისორია, რომელიც მეტნაკლებად ცნობილია ქართველი მაყურებლისთვის. “ცნობილი”-ს ხსენებაზე ცოტა არ იყოს და მეღიმება. თბილისი პატარაა და პოპულარობის მოპოვება ადვილია, რაც არ უნდა იყოს. პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმის – “ქუჩის დღეები”-ს შემდეგ რეჟისორმა მცირეოდენი პაუზა გააკეთა და ამ პაუზის შემდეგ ერთიანი ძალებით შეუდგა ახალი ფილმის – “შემთხვევითი პაემნები”-ს გადაღებას.
ფილმის მსოფლიო პრემიერა ტორონტოს კინოფესტივალზე შედგა, რაც ქართველი მაყურებლისთვის და თუნდაც ჩემთვის ძალიან სასიხარულოა.  შემდეგ ფილმი წარმატებით უჩვენეს ტოკიოს საერთაშორისო კინოფესტივალზე, ხოლო 2013 წლის ნოემბერში აბუ-დაბის საერთაშორისო კინოფესტივალზე რეჟისორს სპეციალური პრიზი (სექცია “ახალი ჰორიზონტები”) და ფულადი ჯილდო გადაეცა. 2014 წლის ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე კი “ფორუმის” პროგრამაში უჩვენეს. მიხარია, რომ ბათუმის საერთაშორისო საავტორო კინოფესტივალის ფარგლებში მოვახერხე მისი ნახვა, რადგან ფილმი არის საინტერესო და სასიამოვნო საყურებელი. ესეც რომ არ იყოს, ყოველთვის მინდა ფეხი ავუწყო იმ სიახლეებს, რაც მშობლიურ კინოინდუსტრიაში ხდება. მეტნაკლებად მაინც.

ფილმი არის ტრაგიკომედია, რომელშიც ძალიან ბევრი ქართული სატირული მომენტია დაჭერილი. სიუჟეტის მიხედვით, სანდრო არის 40 წელს მიტანებული მარტოხელა მასწავლებელი, რომელიც ჯერ კიდევ მშობლებთან ცხოვრობს. სანდრო, როგორც იტყვიან ხოლმე, საკუთარი თავის უბედური ადამიანია. წარუმატებელი შემთხვევითი პაემნის შემდეგ ის ქობულეთში მიემგზავრება ძმაკაც ივასთან ერთად, სადაც იგი გაიცნობს და შეუყვარდება მანანა, რომლის მეუღლეც ციხეში ზის. მთელი აბსურდისტანი კი ციხიდან თენგოს გამოსვლის შემდეგ იწყება. Continue reading

Biaff: პატარძლები/Brides

ყოველთვის, როდესაც ქართული კინოს ყურებას ვაპირებ, წინასწარ მეშინია, რომ ფილმი არ იქნება კარგი. ეს ერთგვარი სტერეოტიპი მაქვს ასეთი… შიში იმისა, რომ ქართული კინო არ გაამართლებს. ისევ.

თინათინ ყაჯრიშვილის ფილმი “პატარძლები” არის რეჟისორის სადებიუტო ნამუშევარი. თინათინი შეეცადა ფილმში გადმოეცა ის რეალობა, რაც სუფევს ქართულ ციხეებში. მთავარი პერსონაჟი არის ახალგაზრდა დედა, რომლის მეუღლე იმყოფება ციხეში და პერიოდულად დადის ქმართან მოსანახულებლად.

ფილმში არაერთი საკითხია ნაჩვენები. მაგ. როგორი რეაქცია აქვთ ქალებს, როდესაც გებულობენ, რომ ქალი სამჯერ არის გათხოვილი ან როდესაც ქალი არ იმყოფება სამოქალაქო ქორწინებაში.

რაღაც მომენტში მთავარი პერსონაჟი – ნუცა ირყევა თავის გრძნობებში, მინი-ფლირტს აბამს მეორე მამაკაცთან და სახლშიც კი მოჰყავს. აზრები გაიყო ამ საკითხის ირგვლივ. ზოგმა ნუცა გააკრიტიკა,ზოგმა კი შეიბრალა და თქვა, ძნელია ახალგაზრდა ქალისთვის მამაკაცური სითბოს გარეშე ცხოვრებაო. ამ მხრივ შეგვიძლია გავიხსენოთ “ჩემი ცოლის დაქალები”-დან ნატაშკას პერსონაჟის ისტორია. ანალოგიური მეორდება აქაც. თუმცა-ღა, ნუცას და ნატაშკას მეუღლეებს შორის რადიკალური განსხვავებაა. თუმცა, მიუხედავად იმისა, თუ როგორი ადამიანია ციხეში მჯდარი ქმარი, ცოლის საქციელის განხივლა მაინც ხდება სხვადასხვა ასპექტში.

აღსანიშნავია ბავშვების მომენტიც. მათ ნელნელა ავიწყდებათ მამა და ურთიერთობის აწყობას ცდილობენ სხვა მამაკაცთან. მამასთან გაუცხოებას ამჩნევს არა მხოლოდ ნუცა, არამედ ნუცას მეუღლეც. იგი ნელნელა ხვდება, რომ მისი ოჯახი იტანჯება ამდენწლიანი განშორებით და ნუცას იმისაც კი ეუბნება, სამსახურივით მუდმივად ნუ ივლი ჩემთან, არ ხარ ვალდებულიო.

სამსახიობო შესრულება არ მომეწონა. ხელოვნური და არაბუნებრივი იყო. უსულო სიტყვები და სიუჯეტზე ჩამოკიდებული ფილმი. კოცნაც რომ ერიდებათ თითქოს. ნუ მოკლედ.

კარგად არის გადმოცემული ქალების სახეები. ნოტარიუსიდან დაწყებული 18 წლის პატარძლით დამთავრებული. თითოეული ასახავს საქართველოს.

ფილმის დაბოლოება არის გაურკვეველი. რეჟისორი ღიად ტოვებს საკითხს და უფლებას გვაძლევს ფანტაზიას ვუხმოთ. მე კი იმაზე მეფიქრება ხოლმე, ნეტავ უცხოელი მაყურებელი როგორ გაიგებდა ამ ფილმს. პრინციპში ეს კითხვა ყველა ქართულ ფილმის ნახვისას მაქვს. ზედმეტად ქართული სიტუაციები შეიძლება გაუგებარიც კი იყოს უცხოსთვის.

ვისურვებდი ფანტაზიების გასაქანს… ციხე, ნარკომანები, ძველი ბიჭები, ომი, ციხე, ნარკომანები, ძველი ბიჭები, ომი, ციხე, ნარკომანები, ძველი ბიჭები, ომი… ვფიქრობ, რომ ქართული საზოგადოება დაიღალა ამ გადაღეჭილი თემებით.

Biaff: Maddened By His Absence/J’enrage de son absence

როგორ იციან ხოლმე ფრანგებმა მინიმალისტური კადრებითა და მოკლე-მოკლე დიალოგებით დიდი სათქმელის გამოხატვა. აი ახლაც ასეა – ემოციებით “საუბრობს” სანდრინ ბონერი (Sandrine Bonnaire) და გვიხატავს სიტუაციას აბსოლუტური სისრულით. ვაჟიშვილის არყოფნით გაგიჟებული ჟაკი ამერიკაში ცხოვრობს 8-10 წელია. ეს ის პერიოდია, რაც, წესით საკმარისი უნდა ყოფილიყო მისი ძველი ტრაგედიის – შვილის გარდაცვალების მოსანელებლად. თუმცა, ის მაინც ბრუნდება საფრანგეთში მამის გარდაცვალების გამო. მაგრამ ჟაკი ამ ახალ ტრაგედიას უფრო მარტივად ეგუება, ვიდრე იმას, რაც წლების წინ მოხდა. ის შვილთან ერთად ავტო-ავარიაში მოჰყვა და ამის გამოა ის მუდმივ სინდისის ქენჯნას რომ განიცდის. ისიც და მადოც მიხვდნენ, რომ ერთად ვეღარ იცხოვრებდნენ, ამიტომაც ერთმანეთს დაშორდნენ და ცხოვრება ცალცალკე განაგრძეს. ჟაკი ამერიკაში წავიდა, მადომ კი საფრანგეთში განაგრძო ცხოვრება მეუღლე – სტეფანთან და შვილ – პოლთან ერთად. დაბრუნების შემდეგ ჟაკმა პოლი გაიცნო და მიხვდა, რომ ვაჟიშვილის ჩანაცვლება პოლით შეიძლებოდა. მადო მალევე მიხვდა ჟაკის ჩანაფიქრს და შვილს მასთან ურთიერთობა აუკრძალა. თუმცა, ეს ჟაკისთვის დაბრკოლება არ ყოფილა; ის ფაქტიურად ყოფილ მეუღლეს სახლში ჩაუსახლდა.

ალექსანდრა ლემი ისაა, ვინც, ჩემის აზრით, მეუღლის ჩრდილშია მთელი ეს წლები. მისი მეუღლე ვინ არის? – მმმ, ამაზე ბოლოს. თუმცა, იმას ვიტყვი, რომ მისი მეორე ნახევარი 2012 წლის მონაცემებით ყველაზე კარგი მოცეკვავეა მსახიობებს შორის და ყველაზე კარგი მსახიობია მოცეკვავეებს შორის. თუმცა, ეს მერე. ჯერ ის ვთქვათ, რომ მადოს როლი ალექსანდრას ძალიან მოუხდა. დრამატიზმით გადმოსცემს ემოციას და მაყურებელიც გულგრილი არ რჩება მისი ყვირილისა თუ ტირილის მიმართ.  Continue reading

Biaff: გულახდილი/Frank

10 თუ 11 წლის ვიქნებოდი, როდესაც ექსკურსიაზე მივყვებოდი მეგობარ კლასს. ერთ მოსწავლესთან ჩემი ინიციატივით მივედი და გადავკოცნე, რამდენიმე წუთში კი მამაჩემმა დამიბარა თავის მანქანასთან და მითხრა: “პირველი შენ არასოდეს მიხვიდე ადამიანთან გადასაკოცნელად.” იმ მომენტში საკმაოდ გავბრაზდი და რა თქმა უნდა, შევიცხადე. წლების შემდეგ კი ნელნელა უფრო ძლიერ დავრწმუნდი მამაჩემის სიტყვების სისწორეში. თუმცა ცხოვრება ისეთი უცნაური რამეა და ხალხი – ისეთი მრავალფეროვანი, რომ არც მამაჩემის 100%-იანი დაჯერება ყოფილა და არც 100%-იანი არდაჯერება. მას შემდეგ სიტუაცია სულ თავად მკარნახობს როგორ მოვიქცე. ერთი კი ისაა, რომ არ ვცდილობ ვიმეგობრო იმ ადამიანებთან, ვისაც ეს არ უნდა.

ბათუმის საავტორო კინოს მე-9 საერთაშორისო ფესტივალმა წარმოგვიდგინა ლენი აბრაჰამსონის ფილმი “Frank”, რომელშიც ის საკითხია წამოწეული, რაზეც ზევით ვისაუბრე. ჯონი ერთი ინგლისელი მუსიკოსია, რომელიც თავს კარგ მუსიკოსად მიიჩნევს და ზუსტად ამიტომაც ის ყველაფერს აკეთებს, რომ პატარა ქალაქის ყოველდღიურ ერთფეროვნებას თავი დააღწიოს. ის მოულოდნელად გაიცნობს ექსცენტრიულ როკ-ჯგუფს, რომლის წევრებიც დათანხმდებიან მის ჯგუფში აყვანას. ზუსტად ამის შემდეგ მის ცხოვრებაში თავგადასავლების რაოდენობა მატულობს. თუმცა ჯონი არ მოსწონთ და ნებისმიერი მეთოდით ცდილობენ მისი თავიდან მოშორებას. ჯონი კი მთელი მონდომებით ცდილობს ჯგუფს დაანახოს, თუ როგორი კარგი ადამიანი და მუსიკოსია იგი. ჯგუფის ლიდერია Frank-ი, რომელიც აუტიზმით არის დაავადებული. სწორედ ამის გამო იგი მუდმივად უზარმაზარი პაპიე-მაშის თავით ცხოვრობს. ჯონს ხშირად უჩნდება ფრენკის რეალური სახის ნახვის სურვილი, თუმცა ამაოდ. ჯგუფში გამუდმებით კრიზისული სიტუაციებია, რაც ფრენკს უფრო მეტად აგდებს დეპრესიაში. თუმცა, მთელი ჯგუფი მაინც ღრმად არის დარწმუნებული, რომ ფრენკი გენიალური მუსიკოსია. რეალურად კი ფრენკი ერთი აუტისტი, ემოციური ინტროვერტია, რომელიც საბოლოოდ ისეთ რაღაცებს აკეთებს, რაც მისი აუტისტობიდან გამომდინარე, გასაკვირი არც არის. ჯონის კი უკვე ერთადერთი მიზანი ამოძრავებს – ფრენკი რეალურ ცხოვრებას დააბრუნოს. Continue reading