mixed up

Posted: 03/08/2009 in My Artificial Culture, Novels

ჩაყლაპე? ჩაყლაპე? ჩაყლაპეჩაყლაპეჩაყლაპე? ვინ ხართ? რატომ მომიახლოვეთ სახე ზედ ცხვირთან? რას მებლატავებით?მაძლევთ გარანტიას, რომ არ მესიზმრებით? მართლა ასეთი ლამაზი წითელი პირი გაქვთ?მაძლევთ იმის გარანტიას, რომ ეს მართლა თქვენი მაისურია ასეთი ჭრელი თუ მე ამერია თვალები ამდენ სიჭრელეში???მართლა ასე ძლიერ უნდათ თქვენს ტუჩებს ჩემებთან შეხება??? გონივრულია ასეთი საყვარელი იყო, თან 21 წლის და XXXS ზომის მაისური გეცვას? გესმის რაზე მიდიხართ, ასეთი ლურჯი თვალებით ქათინაურებს რომ მეუბნებით?თქვენ მართლა ფიქრობთ, რომ მე არ ვარ ნორმალური??? ხომ არ დაიღალეთ ამდენი სმით??? ხომ არ გინდა არაყი მოვწრუპოთ???

რატომ ვიოფლიანებ ჩემს ხელს თქვენსაში? რატომ მანდომებს თქვენი მუხლები გარდამავალი ზმნების გამოგონებას? ჯერ ის მითხარი, რომელი საათია? იქნებ უკვე ის დროა, როცა მთვარეა ზენიტში და არა მზე??? თუ ეგრეა, იქნებ ჩემთან წავიდეთ??? ცხელ შოკოლადის კეთება იცით??? თუ არ იცით, მე გასწავლით, რომ მერე მე მომიმზადოთ. რა გქვიათ შენ? გინდათ ცოლად გამომყვეთ?როდის იწყებს ადამიანი სინანულს, რომ ამ ქვეყანას მოევლინა? იცი, რომ მშვენიერი თვალები გაქვს, იცი? რატომ ტირით?როდის მაკოცებ? გნებავთ კიდევ არაყი? კიდევ როდის ვიზასაოთ? რატომ აღარ ცეკვავთ? იცით კი ცეკვა საერთოდ??? იცი როგორ უნდა იცეკვოთ ამ მელოდიაზე? და თანაც მაშინ, როდესაც თქვენში ალკოჰოლი თქვენს ორგანიზმში არსებულ წითელ სითხეს შეერია??? ამ გიჯურ მელოდიას ელექტრონული მუსიკა ეწოდება. აა, მე მომიტევეთ, ისედაც იცოდით??? ვინ არის ეს ხალხი? შენი მეგობრები თუ ჩემი მტრები? როდის მოვრჩებით ჩუმად ჯდომას და განთიადის ყურებას ამ ცარიელ კაფეში? არ გაგვაგდებენ ოფიციანტები აქედან??? თუ ჩვენ უნდა გავაგდოთ??? თუ მათი თანდასწრებით ვიჟიმაოთ??? შენ იქნები ზემოდან თუ მე??? ამ სკამზე??? მოუხერხებელი არ იქნება??? თუ შენ სულ ასეთ სკამებზე ჟიმაობ??? ჯერ იქნებ სამზარეულოში შევიპაროთ და რამე ტკბილი ვჭამოთ??? ან იქნებ გარეთ გავიდეთ და იქ შევერწყათ ერთმანეთს??? რატომაა დაკეტილი პრესის ჯიხურები და გამორთული ყველა ვიდეოთამაში? ხომ შეიძლება, უბრალოდ დავშორდეთ ერთმანეთს, თუნდაც გუჩის „ენვის“ რეკლამის წინ? მართლა ვერ ვხვდები, შენ რეალური ხარ თუ უბრალოდ მე „მეარეალურები“. აზრი არ აქვს ამ ყველაფერს, წავედი. მე თვითონ გავიკეთებ ცხელ შოკოლადს.

(c) Frederic Beigbeder and me

Comments
  1. Kate says:

    ჰაჰა, ძალიან დიდი მადლობა. მართლაც საინტერესო ადამიანია.

  2. annie_annie says:

    araCveulebrivia …dzalian sainteresoa :) gadavedi shemdgeg tavze diidi interesit :)

  3. Kate says:

    @Sophie Golden – უი, რატომ გადაგიყვარდა???რავიცი, მე რატომღაც მომეწონა მისი არაორდინალურობის გამო.

  4. Kate says:

    @Dreamer Kikito – ეს ჩვენი ფანტაზია იყო. :D ფრედის ბოლდით და ჩემი – ბოლდის გარეშე. მადლობა :) @ანუკ – მეც ძალიან შემიყვარდა. მაგარი კაცია მართლა. @Morrissey – ჰაჰაჰაააა, ძალიან მაგარი კომენტარი იყო. ბევრი ვიცინე. :D :D :D @Natalia – ძალიან მაგარი. @Roisin – ჩემს თავს??? მოიცა გავიხსენო… ააა, ხო, ვიჯექი ჩაბნელებულ ოთახში, დეიდაშვილის უინტერნეტო ლეპტოპი მედო მუხლებზე, არ მახსოვს, მაგრამ რომელიღაც მუსიკას ვუსმენდი და ვწერდი ამას. @her/mein – :D :D კი ჩემი ფავორიტიც არის. რასაც ფიქრობს იმ მომენტში, იმას წერს. ხო, ნამდვილად გავიკეთებდა ერთ ჭიქას.

  5. her/mein says:

    lolრა გინდა, გაგიგია :D რაც შეეხება ფრედრიკს და სევდას, რუასი-შარლ-დე-გოლის აეროპორტში, ერთერთი ფავორიტია ჩემი.ისე ეს რომ წაეკითხა ცხელ შოკოლადს ნამდვილად არ დაგზარდებოდა :D

  6. Roisin says:

    ?? ნეტა შენს თავს რა ხდებოდა მ აურზაურს, რომ წერდი?)))Good!!I like it!!

  7. მე უკვე გადამიყვარდა ბეგბედერი ;) ჟან დუჟარდან – დრუგოე დელო ;)

  8. Natalia says:

    ვაიმე, ფოტოს რომ შევხედე, მეგონა თვითონ მელაპარაკებოდა, რა თვალები აქვს!

  9. Morrissey says:

    maicaa mec mominda zugdidshi :) ))) rogorc chans kai pontia :D da ise skamsac gaachnia :) p.s. es kaia, areulia magram mainc merealureba :) da wavedi mec gaviketeb cxel shokolads da chems skamze movkalatdebi :)

  10. ანუკ says:

    vaime rogor miyvars es kaci :) cinascar vtkbebi tvitmfrinavshi misi cakitxvis netarebit. tan gafrenamde aucileblad unda movcio.

  11. es ra ikooo? :D :D:Drac ar unda yofilikoo kai iyooo :D :D:D

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s