ახალი დიზაინი

Posted: 21/08/2009 in ყველა ეს პატარა შპუნწიკი

მე არვიცი, რა მეშველებოდა, მარიამისნაირი ადამიანი რომ არ არსებობდეს ინტერნეტსივრცეში.

შემარჩევინა, ტვინი ვუღრძე.
“ეს ასე არ იქნება???”
” ეს რომ გავაქროთ, არ გამოვა???”
და ა. შ.
ერთადერთი “გააგრძელეთ კითხვა” აღარ არის, მაგრამ მაგას ადვილად შევეგუე.
მოკლედ, მოვრჩი რა.
გავიარე ის პერიოდი.
დეპრესიული ბლოგის პერიოდი.
ჩაჟამებული ფერები.
ყვითელსა და ყავისფერს შორის გაყინული პესიმისტური ფერი.
და ცხოვრების რაღაც ეტაპიც გავატანე.
აღარ მინდა, რომ ცუდად ვიყო.
თავი საოცრად ოსტატურად ამყავს ხელში.
ზოგჯერ ისე ოსტატურადაც, რომ საკუთარ თავს ვუსვამ კითხვას: “მოიცა შენა და მართლა კარგად ხარ???”
ერთმა ჩემი, ლილიანისა და სვითის საერთო ნაცნობმა თქვა. ზოგჯერ ისე ვიტყუები, რომ მე თვითონ მჯერაო.
კიარადა…
ხო რა… ეგ არის.
მაგრამ ეგ არაფერი.
ყველა ტყუილი არ არის მავნებელი.
საყვარელია ყველაფერი ამ ბლოგში.
რაც არის, ყველაფერი მიყვარს.
იმდენი ფუნქცია არის, რომ იმ წინა დიზაინს არც დაესიზმრებოდა.
მაგალითად: პოსტის ადგილზევე რედაქტირება.
არადა, ადრე “სეთინგებში” უნდა შევსულიყავი, რომ ერთი პატარა გრამატიკული შეცდომა გამესწორებინა.
ამას პლუს ის, რაც სასწაულად მომწონდა და მინდოდა.
ანუ კომენტარები პოსტის ზევით არის მოთავსებული.
აი ამის გამო ორმაგად შემიყვარდა ეს დიზაინი.
ჭრელი ფერები, რომლებზეც ვგიჟდები.
გვერდით ჩემი მეილი ჩავამატე.
მართალია, აქ ის არ ჩანს სწორი სახით, მაგრამ რომ დააჭერთ , სწორი ვერსია ირთვება.
კერძოდ კი ჩემი მეილია imk84u@yahoo.com
I am kate for you ანუ.
მარტო k84u მინდოდა, მაგრამ დაკავებული აღმოჩნდა.
მაგრამ ეგ არაფერი.
ხოდა აქ წერია iamk84u@yahoo.com.
a საიდან ჩაეკვეხა, არვიცი.
სავარაუდოდ, მე ავკრიფე სიჩქარეში. ახლა ვერ სწორდება.
მაგრამ ეგ არაფერი.
ლინკის დაჭერით მაინც სწორ მისამართზე გადის, ასე რომ np.
მოკლედ სულ ეს იყო.
ახალი დიზაინი=ახალი განწყობები.
About these ads
Comments
  1. Kate says:

    მადლობა :)

  2. Natalia says:

    ვაუ,ახალი დიზაინი! მომწონს, მომწონს.. :) )

  3. Kate says:

    ხო,მეც მაგ ფერადმა ფანქრებმა მიმიზიდა. თან ფანქრები ძალიან მიყვარს.

  4. Keti says:

    ქეთ, ძალიან მომწონს ახალი დიზაინი, გაცილებით პოზიტიურია და ეს ფერადი ფანქრები მომწონს კიდევ :)

  5. Kate says:

    მადლობა კუძიკ. :*ნათიიიიი, ხო გოგო ვცდილობ კარგად ყოფნის გზას დავადგე და ვნახოთ. იმედია რამე გამომივა.

  6. Anonymous says:

    keeeeeeeeet xom gitxari yvelaferi gamosworebadia tko, xo da mixaria rom kargad xar… jer mochvenebitad kargad xar da male martla kargad iknebi … miyvarxar dzalian…gnatia

  7. nati kuda says:

    მშვიდობაში, მზით გაცვითე :*

  8. Kate says:

    @mr.picasso – ძალიან ბევრი ძებნა უნდა რა. აი მართლა უნდა გადაატრიალო ინეტნეტი, რომ კარგი იპოვო. @Chaotic – :D მადლობა. @Sal – ხო, ის მეც მძაბავდა. @OTO – wow, thanX :) @♥ Mary ♥ – მოიცა, შენ ჩამოხვედი??? მეც მომენატრე. @ clown – დიდი მადლობა. :) @ ბაბისა – :D :D :D არვიცი, ვერ გეტყვი. დიდი მადლობა. შენც სულ ნათელი დღეები.

  9. davijerot?! :D warmatebebi axal ganwyobebshi da axla designs axali da lamazi ragaceebi moetanos :) )

  10. clown says:

    ძაან საყვარელი დიზაინია ^^

  11. ♥ Mary ♥ says:

    მომენატრე სხვათაშორის.. : )

  12. OTO says:

    BEST TEMPLATE EVER !!!

  13. Sal says:

    me momcons,es ufro sayvarelia da sakitxavadac saxalisoa, tvali ar igleba, is martali gitxra mzabavda cota :)

  14. Chaotic says:

    ვახ, რამდენი რამე გაქვს დამატებული, შემშურდა :D

  15. mr.picasso says:

    ქეთ ძალიან მომწონს ეს დიზაინი მე მანია მჭირს ისე მინდა რამე კარგი დიზაინი ვნახო მაგრამ არაფერი არ მომწონს ყველაფერი ერთმანეთს გავს ხოლმე ესეც რაც მაქვს ორი დღის უძილო ღამეების მერე ავარჩიე და მაღიზიანებს ზედა ფონის პეპელა და ყვავილის მაგვარი რაღაც თან ჩაჟამებული ყავისფერია ნუ რა ვქნა არ ვიცი ამ საიტებზე ხომ ყველგან ერთნაირი ნაგავი დევს

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s