ჯეიკ ჯილენჰაალი – მსახიობი, რომლითაც მოვიხიბლე ფილმში “კუზიანი მთა” . ჰიტ ლეჯერთან ერთად შესრულებული არაჩვეულებრივი ნამუშევარი.
ტობი მაგუაიერი – მსახიობი, რომელიც მიტოვებს შთაბეჭდლებას, რომ არის უზომოდ მოწესრიგებული, მორიდებული და პედანტი. გავიხსენოთ თუნდაც “ადამიანი–ობობა“.
ნატალი პორტმანი – მსახიობი, რომელიც მახსოვს ჯერ კიდევ ბავშვობიდან, ფილმში “ლეონი“. ბოლო ნამუშევრებიდან კი გავიხსენებდი ჩემს ერთ–ერთ ფავორიტ ფილმს “ახლოს“.
ფილმი “ძმები“
ცოლი, რომელიც სასოწარკვეთას არის მიცემული ქმრის სიკვდილი გამო.
ქმარი, რომელსაც საშინელ პირობებში უწევს ყოფნა ავღანეთთან ბრძოლის გამო. ტყვედ ჩავარდნის გამო უწევს იმასთან შეგუება, რომ ვერასოდეს დაბრუნდება მშობლიურ ქვეყანაში, თვითგადარჩენის მიზნით იძულებულია მოკლას თანამებრძოლი, რა ფაქტიც მას ფაქტიც მას სერიოზულ ფსიქოლოგიურ პრობლემას უყალიბებს.
და ძმა, რომელიც ახალი გამოსულია ციხიდან და ცდილობს გამოსწორდეს. ცდილობს დაეხმაროს რძალს დარდის გადატანაში. თუმცაღა ამას იმაზე ზედმეტად ცდილობს, ვიდრე რეალურად არის საჭირო. უფრო სწორად, მეთოდი თითქოს კარგია, მაგრამ ბოლოში – ფრიად ტრივიალური ხდება.
რომ ვთქვა, აღფრთოვანებული ვარმეთქი, ტყულია. ფილმის სახელია “მინდა ვიყო “პერლ ჰარბორი” “. რატომღაც უფრო მეტს ველოდი. არადა მსგავსი ფილმი უკვე არსებობს.
ნუ მოკლედ.
5/10
იხილეთ ტრეილერი!


ხო, მე ძირითადად სპოილერი გამომდის ხოლმე
((
გადმოწერილი მაქვს ეს ფილმი, და რატომღაც იმედი მაქვს რომ კარგი უნდა იყოს. არ მინდოდა შენი პოსტი წამეკითხა წინასწარ, თუმცა შემომეკითხა
მაგრამ ისეთი სპოილერი არაფერია, ასე რომ თამამად ვუყურებ
)