პეპლები მყავს მუცელში.
აქამდე ვინმე რომ ამბობდა ამას, ვფიქრობდი ეჩვენებამეთქი.
მაგრამ არა…
მართლა ახლა დავიჯერე.
კიარადა ანუ დღეს.
კიარადა ვაიმეეე…
თურმე ეს რა ყოფილა…
ან რა უნდა…
ან რას მერჩის..
ან მე რა შუაში ვარ.
ან დღევანდელი დღე საერთოდ რა შუაში იყო.
ან რავიცი…
ვაიმეეეე…
რა სიგიჟეა.
რა ხდებოდა დღეს საერთოდ…
პეპლები მყავს მუცელში…
თუ ეს უკვე დავწერე სადღაც…
კიარადა ვაიმე კიდევ ერთხელ..
რა ხდებოდა დღეს???
ან მე რა შუაში ვიყავი???
ან წარბების აწევა და დაწევა და სასაცილო სახეების მიღება…
ან გიჟივით სირბილი…
გიჟივით სირბილი კუს ტბის ტრასიდან ქვევით…მანქანების მისადგომებამდე…
გიჟივით სირბილი და კივილი…
ვაიმე ეს რა იყო..
მე რა შუაში ვიყავი…
მთელი სამყარო მე მომქონდა ამ სირბილში…
ზევიდან ვეშვებოდი და იმიტომ.
თავი ქეით უინსლეტის პერსონაჟი როუზი მეგონა, რომელსაც ლეონაროდ დიკაპრიოს გმირი ჯეკი “ტიტანიკი”-ს ამაღლებულ ადგილზე აყენებს და ქეითსაც ჰგონია, რომ მთელი სამყარო მოჰქონდა იქ დგომისას…
უი, ერთი და იგივე სახელიც დაგვემთხვა მე და ქალბატონ უინსლეტს.
ან ამდენი საღეჭი რეზინა რატომ???
ვაიმე რა საგიჟეთი იყო…
ან ეს ხელები საერთოდ რა შუაში იყო???
ასე ბუნებრივად რომ გრძნობდნენ თავს…
კუს ტბაზე ჯამში რამდენი წუთი ვიყავი???
5?
10?
15?
და რატომ???
ან ეს ელექტრონული ტრეკები???
კიარადა… სიმღერები უფრო სწორად…
იმიტომ, რომ ლირიკაც იყო სიმღერებში…
და ბეჭდები???
ხო, ბეჭდებზე დაკვირვება ნამდვილად ღირდა…
ისე იმ ბეჭდებთან შედარებით ჩემები ძალიან საწყლები იყვნენ…
ჩემი გახეხილი, 10-წლიანი ვადით რომ მიკეთია უკვე რომელიმე არათითზე, ვერცხლის ბეჭედი…
და ხელები???
ვინმე უყურებდა ხელებს???
ვაიმე, ეს რა იყო…
მუცელში პეპლები მყავს…
ოღონდ მართლა!!!
ნეტავ მარიამისა და ბაკოს გარდა ვინმეს თუ სჯერა…
ბაკომ ფბ-ზე დამიკომენტა: ” super! qali varo shen unda tqva :* “
მხოლოდ ამ ორმა მითხრა მიყევიო…
ვაიმე რა საგიჟეთი იყო დღეს…
ან საყურე როდისღა დამეკარგა…
ალბათ სირბილისას მომძვრა, ისედაც ციცქნა იყო…
ან ის შავი ძაღლი რატომ მიღრენდა მე???
ან ასეთი შავი რატომ იყო???
ან რატომ იღრინებოდა???
ან მისი პატრონი რატომ დამცინოდა, როცა მისი ძაღლის მეშინოდა…
მე რა შუაში ვიყავი…
რამე ძალიან სასაცილო და გიჟური სახე რომ ჰქონდეს, ისეთი სმაილი მინდა, მაგრამ ვერ ვპოულობ.
მუცელში პეპლები მყავს…
არა, უკვე მთელს სხეულში…
და თუ ორგაზმზე ლეგენდები დადის, მოვითხოვ რომ პეპლებზეც დადიოდნენ მითები და ლეგენდები!!!
მთელს ტანშია უკვე…
ახლა არ შემეშვებიან ნეტავ..
და ხელები რა დღეში იყვნენ???
კუს ტბიდან სახლამდე…
oh, gosh… რა მეშველება რა…
დღეს თუ არ მეხება შენი ხელები…
თავს არ მოგაბეზრებ, არ შეგეხები…
თუ ვინმე გაგიგებს, ეს მე ვიქნები…
ხვდები…
ახლა ეს სიმღერა გამახსენდა…
ძალიან მიყვარს…
http://s3.amazonaws.com/stlth/static/production/swf/audio_controller.swf



ხო, მეც მიყვარს არანორმალურები, მაგრამ საკუთარი თავი – არა. ცოა მეტი დაფიქრება მმართებს ხოლმე.
აბა, რას ამბობ
) ისე გააჩნია, ნორმად რა ითვლება, მე მიყვარს არანორმალურები :****
კი, მართალი ხარ. მაგრამ ჩემნაირი ზე-მგრძნობიარე ადამიანისთვის ერთდღიან სიყვარულსაც. არ ვარ მე ნორმალური და ჭკუა მაკლია თავში. დიდი მადლობა ქეთ. შენც იგივე :******
პეპლები მუცელში სიყვარულს მოჰყავს ხოლმე (თუ პირიქით)…
ჰოდა, აქ უბრალოდ ეს – :*
კარგი დიდხანს ხომ იცი რომ არ გრძელდება ხოლმე..აი მეორე დღის პოსტიც http://www.k84u.com/2010/05/yesterday-was-lie.html
ძალიან ძალიან მაგარია!!! სულ სულ ეგრე იყავი..სულ სულ ყველა ეგრე ვიყოოთ..სულ სულ მთელი საქართველო..
ვაიმეეეეეე…ძალიან დიდი მადლობა :********
და თუ ორგაზმზე ლეგენდები დადის, მოვითხოვ რომ პეპლებზეც დადიოდნენ მითები და ლეგენდები!!!მთელს ტანშია უკვე…amaze vikaife dzaan
aha smailihttp://www.youknowit.com/img/products/smiley-crazy-lens-contacts.jpg
ძალიან დიდი მადლობა თეო :**
არ ვიცი რა მიზეზეით, მაგრამ ფაქტია-პეპლები ეტო ხოროშო:))) მიხარია კარგ ხასიათზე რომ მხვდები:))
@ნუცა – ოოოოოოოო, უეჭველი უნდა მოგიყვე. მაგრამ არვიცი როდის. ამას რომ მოგიყვები, უნდა მიყურო და გაგაჟრიალოს ჩემთან ერთად. @გიო და როდე – ახლა უკვე მეც მიყვარს. უჰ… @ლალენა – წაიღე და გადაიდე ჩემი ამაღლებული განწყობა. მინდა, რომ შენც ასე იყო. კიწი – გოგო, ხო ეტყობა მომაგნეს, რადგან ასეთი შეგრძება მართლა არ მახსენდება რომ მქონოდეს. უნაამარგა – ხო, ახლა უკვე დავიჯერე. ჩორვენ – შენს რჩევას მივყვები და გლობალურად პოხუისტი ვარ.
sophie – დიდი მადლობა ჩემგან და ალბათ ქეითისგანაც. ვაიმე ახლაც გავაჟრიალა.
I just loved loved this post – butterflies in the stomach… ნაცნობი შეგრძნებებია და ქეით უინსლეთს ხომ დღემდე არავინ მირჩევნია
)))
პეპლები რეალურია! მე გამომიცდია!
რამდენი კითხვა იყო ამ საყვარელ პოსტში, ვგიჟდები მეც "საყვარელი" კითხვების სასმაზე <3 პეპლები მშვენიერია, მეც მყავს და აქტიურობენ ძალიან…უუუმაგრესი შეგრძნებაა, მიხარია შენმა პეპლებმა თუ მოგაგნეს ;;) <3
ჰაჰა.. დავიბენი ^_^ხოდა პეპლემი მიყვარან <3
oh wow! პეპლებს რაც შეეხება, ეგენი მართლა ძალიან იშვიათად ჩნდებიან და თუ გამოჩნდნენ არ უნდა დააფრთხო )))) მაგრამ რაა ხდებოდა გუშინ ასეთი??? გკითხულობ და კადრები იცვლება თვალებდაუხამხამებლად ))) მიხარია მოულოდნელი სიახლეები :*