როგორც პერიოდულად ვაქვეყნებ ხოლმე ახალი ფილმების ტრეილერებს, ახლაც არ ვუღალატებ ტრადიციას.
1) The Social Network. ფილმი, რომელიც უნდა ნახოს ყველა პირწიგნაკელმა!!!
2) Fair Game. ნაომი უოტსისა და შონ პენის მეორე ტანდემი, თუმცა ამჯერად საქმე გვაქვს სახელმწიფოებრივ და ჯაშუშურ საქმიანობასთან. საკმაოდ საინტერესო ფილმი სჩანს.
3)I’m Still Here. კეისი ეფლეკის (ბენ ეფლექის ძმა) რეჟისორობით ავტობიოგრაფიული ფილმი ხოაკინ ფენიქსის შესახებ. ერთი სული მაქვს, როდის გამოვა.
4) The Next 3 Days. რასელ ქროუს, ელიზაბეტ ბენქსისა და ლაიამ ნისონის მონაწილეობით. მკვლელობისთვის დაჭერილი ცოლისთვის ჩადენილი საშიში ქმედებები.
5) How Do Yo Know. რიზ უიზერსპუნი ვერ გარკვეულა თავის გრძნობებში ოუენ ვილსონისა და პოლ რადის მიმართ. ჯეკ ნიკოლსონი მომენატრა აშკარად.
ესეც ასე. ვისაც არ გინახავთ წინა პოსტები, აგერ N 1 და N 2 . happy watching



შენ მოგზავნილი ხომ არ ხარ???
ვაა კემისთვისაც ვიდავებთ ჩვენ ეჭვი მაქვს
მიყვარს
მეც ძალიან მაინტერესებს. კი მაგარი იდეაა. გამიკვირდი ჩემს ბლოგში
პირველი ფილმი ძალიან ძალიან მაინტერესებსდა საქართველოში რომ ჩამოვა მთელი ფბ წავიდეთ ერთად
სოფი – რომ იცოდე, როგორ მესმის შენი. ხოდა გულს რომ ვეღარ ვუდებ, მაგიტომაცაა, რომ ძირითადად კომედიებს მივაწექი, რომ დიდად გონება არ დავიტვირთო და სასიამოვნო იყოს. თუმცა ნელ-ნელა უნდა გამოვფხიზლდე. კი, მეც რაღაც ყველა ფილმში მომწონს კეტრინი. გ-ს ამბობენ ხოლმე ტრეილერებში და რავიცი აბა. ხოაკინზე მეც ძალიან დამაინტერესა. კიწ – კი, მეც ძალიან.
რაღაც საინტერესო ფილმები ჩანს :> მმმ , ვუყურებ ნელ-ნელაა ;;)
ამ ბოლო დროს ფილმებს საერთოდ ვეღარ ვუდებ გულს და არ მაინტერესებს :/ ქეთრინ ჰეილის თუ ჰეიგლის, მგონი გ–საც ამბობენ, ფილმმა დამაინტერესა, ისეთი საყვარელი სახე აქვს ამ ქალს, ყველა ფილმში მომწონს. კეისი ეფლეკის ფილმმაც დამაინტერესა, ადრე ხოაკინ ფენიქსი მიყვარდა.
არადა სოლთის ნახვა მინდოდა, მაგრამ მერე მივხვდი, რომ არ ღირდა. ანჯელინას ვერ აღვიქვამ კარგ მსახიობად.
ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ცოტა ადრე გექნა ეს სიკეთე. ახლა სწავლა იწყება, დაო
Fair Game-ს აუცილებლად ვნახავ, მიყვარს ჯაშუშური ფილმები. იმედია სოლტზე უკეთესი იქნება
კი, მეც. კარგი მსახიობია.
შონ პენის მონაწილეობით ვნახავდი, მომწონს ეს მსახიობი.
ხო მაქსიმალურად ისეთები შევარჩიე, რომლებიც უმეტესობას მოეწონება. ზოგი სულ რაღაც 1-2 კვირაში გამოდის.
დიდი სიამოვნებით ვნახავდი ყველა აქ ჩამოთვლილ ფილმს.