Jake, Anne, me, love and other drugs

Posted: 13/09/2010 in Cinematography

გქონიათ შემთხვევა, როდესაც ზუსტად ის ფილმი  ნახეთ, რომელიც თქვენ გინდოდათ???
ან სიუჟეტის მხრივ???
ან მსახიობების მხრივ???
მე კი, და თან არაერთხელ.
მაგრამ აი ახლა მინდა დავწერო ადამიანზე, რომელზეც შემიძლია ვთქვა, რომ ვგიჟდები ჯერ კიდევ იმ დროიდან, როდესაც Brokeback Mountain გამოვიდა ეკრანზე მისი და ჰიტ ლეჯერის მონაწილეობით. ენიც თამაშობს ამ ფილმში, თანაც ჯეიკის პერსონაჟის მეუღლეს, მაგრამ მაშინ მხოლოდ მეორე თუ მესამე ნახვაზე შევამჩნიე გოგონა, რომელიც მანამდე “The Princess Diaries”-ში მყავდა ნანახი.

ჯეიკ ჯილენჰაალი (Jake Gylenhaal) ადამიანი, რომელიც არის უზომოდ სიმპატიური. არც კი ვიცი რა ვთქვა მასზე. დაახლოებით ერთი წლის წინ ვნახე ფილმში “Brothers”, სადაც აგრეთვე არაჩვეულებრივად თამაშობს უმშვენიერეს ნატალი პორტმანთან და ტობი მაგუაიერთან ერთად.

და რათქმაუნდა ენ ჰეთეუეი ( Anne Hathaway), რომელსაც წარმოუდგენელი პოპულარობა რათქმაუნდა მოუტანა ფილმმა “Devil Wears Prada”. არადა რატომღაც ძალიან სულელი გოგონა მეგონა, ვიფიქრე მალევე ჩაიძირებამეთქი, მაგრამ არა. წინ წავიდა და ახლა უკვე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურაა ჰოლივუდის ვარსკვლავებს შორის.

და მე, რომლისთვისაც არაერთხელ უთქვამთ, ვაიმე როგორ გავხარ ენსო. პირველად დაახლოებით 5 წლის წინ მითხრა ვიღაცამ, აი იმ გოგოს როგორ გავხარ, პრინცესას რომ თამაშობსო. მე აზრზე ვერ მოვედი, ვის გულისხმობდნენ. მერე ჩემმა დამაც იგივე აიტეხა. ყველაზე სასაცილო ჩემი თანამშრომლის ფრაზა იყო:
-  ეე იცი რა მაგრად გავხარ აი იმას.
 - ვის, ბექა???
 - აი იმას მოდაზე რომ არის ფილმი და ეს სიკრიტარშას პონტში რომ არის.
 - “ეშმაკი ატარებს პრადას”???
 - ხო, მერილ სტრიპი რომ თამაშობს. რა ჰქვია მაგ გოგოს???
 - ენ ჰეთევეი.
 - ხო აი მაგას. ძალიან მაგრად. და აი მაგისნაირი ტიპი ხარ ზუსტად.
 - და ეგ როგორია, რა იცი შენ???
 - აი მანდ როგორიც არის, პირადი ცხოვრება რომ არ აღელვებს, მთავარია კარგი სამსახური იშოვოს და წარმატებული იყოს. შენც ეგეთი ხარ ზუსტად. მისნაირად იცი ხოლმე ჩქარ-ჩქარა გეგმების დაწყობა და საუბარი.

არადა მართლა ვამბობ, მე ვერანაირად ვერ ვხედავდი მსგავსებას. მეტიც, ყოველთვის ჩვეულერივად ვიყავი ენის მიმართ განწყობილი. არაფერი განსაკუთრებული. ყოველთვის ნატალი პორტმანი მირჩევნოდა. ყოველთვის. მაგიტომაც იყო, რომ ძალიან გამიხარდა მისი და ჯეიკის ტანდემი (“Brothers”). ფილმი არაერთხელ ვნახე და მესიამოვნა, რომ 2 ჩემთვის საყვარელი მსახიობი ერთად თამაშობს.

მაგრამ წარმოიდგინეთ რა დამემართა, როდესაც გავიგე, რომ ჯეიკისა და ენის მონაწილეობით გამოდის ფილმი. მთელი 2 დღეა ტრეილერს ვუყურებ არვიცი რამდენჯერ. უკვე “Hey Lisa”-ს გავიძახი სახლში. გავგიჟდი მგონი.

სულმოუთქმელად ველოდები “Love and Other Drugs”-ის გამოსვლას. მანამდე კი ძალიან სასაცილო ტრეილერი. (განსაკუთრებით ბოლოში :D )
იუთუბის კომენტარებში დაწერეს:
It’s Prince of Persia making out with the White Queen.

Comments
  1. Kate says:

    ხო აი ზუსტად. მეც ძალიან გამიკვირდა ამდენი სექს–სცენა. მაგრამ ამასთანავე ძალიან ვიხალისე. :დდდ

  2. qameleoni says:

    ჯეიკი პირველად დონი დარკოში ვნახე, ძალიან მომწონს ეგ ფილმი თან მანდ პატარაა, თინეიჯერის პონტში, მერე გვინეტ პელტროუსთან the proof-ში, იქაც კარგი სცენებია, და საერთოდ მომწონს ეგ ბიჭი და რიზისთვის არ მემეტებოდა.აი ამ ფილმს რაც შეეხებოდა, ძალიან გამიკვირდა ამდენ სექს-სცენას არ ველოდებოდი არაფრით და ამდენ სიშიშვლეს ამ მსახიობებისგან. მაგრამ არაუშავს, ავიტანთ როგორმე (ბოროტიდაგახარებულისმაილი)

  3. Kate says:

    ნიტა – დიდი მადლობა. მაგრამ სამწუხაროდ "გადმოწერა"-ს რომ ვაჭერ, სხვა ლინკზე გადავყავარ და არ იწერს ფილმს.

  4. Kate says:

    მეცმიყვარხარ – კი, აუცილებლად ნახე, მგონი კარგი ფილმია. :) ქეთევან – ხო აი მეც მაგი მითხრეს, ეგეთი ხარო. აგატა – უი ხო, ორივეს ჰგავს მართლა. თან გარი მარშალმა გაქაჩა. ანუ იმან, ვინც თავის დროზე "ლამაზმანი" გადაიღო. ვნახოთ, ვნახოთ რა იქნება. ქეთი – რავიცი რავიცი. ბედი მომცა მაგისი და გარეგნობა არ მინდა :D sophie – გოგო, აი მართლა ვერ ვამჩნევ, ნუ აი ძალიან იშვიათად ალბათ. ვაიმეეეე – მოგკლავ!!! რატომ ხარ სპოილერი:(((( არა ანუ იმ კომენტატორმა ის იგულისხმა, რომ სპარსეთის პრინცი და თეთრი დედოფალი ერთად გაიჩითნენო. რაღაც მაგ შინაარსის იყო მგონი კომენტარი.

  5. მეც გითხარი, მგონი, გავხარ–მეთქი. კაი, როგორ ვერ ამჩნევ მსგავსებას????????სპარსეთის პრინცი და თეთრი დედოფალი კი არა, ეს ფილმი "ტკბილი ნოემბრის" და "იღბლიანი ჩაკი" თუ რაღაცის ნარევს ჰგავს – ცოტა ბანალური და აბსურდული. თუ ენის გმირი ბოლოში კვდება, კიდევ არაუშავს. რა ვქნა, ასეთი ფილმები საერთოდ ვერ მიჩუყებს გულს :/აუ, ენს თავიდანვე ეტყობოდა ნიჭი, როცა პრონცესას როლი შეასრულა და მერე კიდევ რაღაც ძალიან ცუდი გოგოს როლი, ფილმის სახელწოდება არ მახსოვს. "ეშმაკს პრადა აცვია"–ში მერილ სტრიპი იმდენად ლიდერობს, ენი ცოტა იჩრდილება :/

  6. Keti says:

    კი გავხარ, ახლა აღმოვაჩინე :)

  7. agaTa says:

    anne dzalian miyvars odrisa da julias magoneb ragacit, chems or usayvarles msaxiobs! "The devil wears prada-shic" arachveulebrivia, mitumetes meriltan ertad! esec vgoneb saintereso filmi unda iyos! warmatebebi! :)

  8. ket_eva_n says:

    devil wears prada- chemi yvelaze sayvareli filmi.. mtavari gmiris xasiati dzalian momwons :P gulaxdili da aqtiuri da emociuri..

  9. მიყვარს ენი ძალიან, ფიზიკურადაც მომწონს და როგორც მსახიობიც. ნატალი პორტმანიც თავისთავად, ორივენი ძალიან კარგები არიან.ფილმი მართლა კარგი ჩანს, სიამოვნებით ვნახავ :)

  10. Kate says:

    აუ ბოლოში იმდენი ვიცინე. :D :D :D ხო "შავი გედი" მეც მაინტერესებს.

  11. unaamarga says:

    ძალიან ბევრი ვიცინე ტრეილერზე! კარგი ფილმი ჩანს, აუცილებლად ვნახავ!

  12. undone says:

    ორივე მსახიობი მესიმპატიურება ;) )აუუ ბოლოში მაგარი პრიკოოლ! ;) )მე ნატალის ”შავ გედზე” მჭირს ისტერიკა ისე მაინტერესებს.

  13. Kate says:

    აუ აბა. თან ამ შემოდგომას გამოდის და ერთი სული მაქვს.

  14. kikito says:

    au mec gitxari ertxel, ufro swored komentari dagiwere dzalian gavxartko ^_^da mec minda am filmis naxva dzaliaaan <3auuu imedia chven kinoteatreebshi gava da ertad wavidet <3<3<3

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s