After All

ძალიან ახლო მეგობარი მყავდა, სახელად ანი. რაღა ახლო, დაქალი იყო. ვმეგობრობდით არც კი ვიცი როგორი დოზით. ერთმანეთი რომ გავიცანით, 13 წლისები ვიყავით. ფაქტიურად სულ მასთან სახლში ვიყავი. ვიცნობდი დედამისს, მამამისს, დას, შეყვარებულს, წინა შეყვარებულის შესახებაც ვიცოდი გადმოცემით. სურათიც მაქვს ანისთან გადაღებული, რომლის მიხედვით მის ლოგინზე ვგორაობთ. დაბადების დღეებზე მისვლები და ა.შ. მერე ნელნელა გავიზარდეთ კიდევაც. გავხდით 16-17 წლისები. ანი გათხოვდა და ამ გათხოვების შემდეგაც ვმეგობრობდი მასთან. რომელიღაც მომენტში (არ ვიცი ოღონდ, რომელში) ჩვენ შორის რაღაც მოხდა. არა, არც გვიჩხუბია, არც გვიკამათია, არც გული გვიტკენია ერთმანეთისთვის. მან უბრალოდ მეგობრობის თოკი გადაჭრა.

მთელი ეს წლები (10 წელზე მეტი გავიდა) სულ მღრღნიდა ეჭვი. არ ვიცოდი რა უნდა მეფიქრა ამ ყველაფერზე. მთელი ეს წლები გაურკვევლობაში ვიყავი მასთან მიმართებაში. ვერ გავიგე, ასე რატომ მოიქცა. პასუხებს საკუთარ თავში ვეძებდი. მახსოვს შვილის შეძენის შემდეგ დავურეკე კიდევაც და მის დას ვესაუბრე, როგორ ხართ, ბავშვი როგორ არის-მეთქი. ანისგან არანაირი გამოხმაურება.

ხოდა რაზე გამახსენდა ახლა ეს სა-”ნაფტალინ”-ო ამბავი.
გუშინ ვნახე დედამისთან ერთად ბანკში, რიგში მივედი, გამოვეცნაურე, მოვიკითხე, ტრადიციული “სად ხარ, რას შვრები”-ებით. შემდეგ მისი რიგიც მოვიდა, გაარკვია თავისი საქმე და “აბა შენ იცი, მამა და და მომიკითხე”-თი დავემშვიდობე. ქმარი გადამავიწყდა ამასობაში, თუმცა მოკითხვისას ვკითხე, როგორ არის-მეთქი.

ამ შეხვედრის შემდეგ მივხვდი, რომ არანაირი გრძნობა არ მაქვს ამ ადამიანის მიმართ. საერთოდ არანაირი. და ნეტავ, უფრო ადრე მენახა იმისათვის, რომ უფრო ადრე მომსვლოდა მის მიმართ ეს არაფრობის გრძნობა. indifference სხვანაირად რომ ვთქვა. ახლა ვარ ბევრად თავისუფალი იმ რაღაც შებოჭილობისგან, რომელიც მთელი ეს 11-12 წელი მღრღნიდა.

პოსტი დიდი არაფერი, მაგრამ ემოცია – კი. ასე მგონია, ლოდი მომშორდა კისრიდან.

და ყველაზე კარგი ის არის, რომ მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა. მე ინტერნეტ სივრცეში გავითქვიფე, სადაც ძალიან ბევრი კარგი ადამიანი ვიპოვე და შესაბამისად, ბევრი კარგი მეგობარი შევიძინე. და მართალია, ვირტუალურ სივრცეში გაცნობილი ადამიანებიდან მე ჯერ არავისთან დავრჩენილვარ, ერთ ლოგინზე წამოგორებულებს არ გვიჭორავია დილის რომელიღაც საათამდე და არც მათი ოჯახების წევრებს ვიცნობ, მაგრამ სამაგიეროდ ვიცი, რომ ისინი ბევრად უფრო რეალური მეგობრები არიან, ვიდრე რეალურ სამყაროში გაცნობილი ანი.

ესეთ თემატური სიმღერა

a long time ago we used to be friends
But I haven’t thought of you lately at all :)

About these ads

23 thoughts on “After All

  1. მეც მქონდა მსგავსი ისტორია. ოღონდ ჩვენ უსიამოვნება მოგვივიდა, მე – ჩემს ორ ძალიან ახლო მეგობარ კლასელთან, რომელთაგან ერთი ჩემი განსაკუთრებულად უახლოესი მეგობარი იყო. მიზეზი მახსოვს, სულელური, მაგრამ მაშინ ძაან აღვშფოთდი. გავიგე, რომ ვიღაცეებს ჩემზე უსიამოვნო რაღაცეები ულაპარაკიათ, ესენიც შეესწრნენ და ჩუმად უსმენდნენ. მე ვუთარი, როცა გაიგებთ მეგობრობა რას გულისხმობს, მერე დამიკავშირდით მეთქი. მერე სკოლა და საცხოვრებელი შევიცვალე, ისინი არ ჩანდნენ. მე მაწუხებდა ძალიან ეს თემა. 2 წლის მერე იქეთ მოვხვდი შემთხვევით, უცბათ ავუხვიე ერთ-ერთის სახლთან და ავადექი. ძალიან გაუხარდა. მერე შევხვდით სამივე, დავილაპარაკეთ, მაგრამ მივხვდით რომ ძალიან გაუცხოებულები ვიყავით, იმათაც აღარ მიმიღეს, თუ ვეღარ. მოკლედ აღარც მაქვს იმის მერე ნახვის სურვილი.
    ერთხელ ქუჩაში შემხვდა და გვერდზე ისე გავუარე თითქოს ვიღაც უხო ყოფილიყოს, იყო კიდეც.
    მოკლედ, ვპატიობ, მაგრამ არ ვივიწყებ :) ასეთი ვარ. შენიც ძაან კარგად მესმის. საერთოდ ახლო ურთიერთობას ვცნობ მხოლოდ მუდმივ რეჟიმში, პერმანენტულ, უწყვეტ მდგომარეობაში. მეგობრულს, ცოლ-ქმრულს, გერლ-ბოი ფრენდულს და ა.შ. თუ დაშორდები, დაშორდები და ვსო. არ მჯერა მე შორი კონტაქტების. დისტანცია ყველაფერს კლავს.

    • თაკო <3
      აი ზუსტად. გეთანხმები. დაშორების შემდეგ უკვე ეს ის აღარ არის ხოლმე.

  2. კომენტარებს ჩავყევი, გადავიკითხე და რას ვფიქრობ იციი. რა თქმა უნდა ჯობია რომ მხივიდე და გაარკვიო და დაელაპარაკო და საკუთარ ,,სიამაყეს ”გადააბიჯო,მაგრამ ადამიანი გრძნობ რა იმ მომენტში ღირს თუ არა. პირველი ემოცია დანახვის დროს რა არის. ხანდახან აღარაა საჭირო გარკვევა და ერთი დანახვით გასაგებია და გარკვეულია შენში ის გაუგებრობა და კითხვები. მეც მქონია ესეთი შემთხვევა და სურივლი გარკვევის,მაგრამ რო დაინახავ ხვდები რომ აზრი არ აქვს და ჩავლილი ამბავია და უბრალოდ სიმშვიდე გეუფლება და თავისუფლდები. ესეთი უბრალო პოსტებით, როგორც შენ უწოდებ ძალიან ნაცნობ სიტუაციებზე საუბრობ და რაღაც საკითხებზე აფიქრებ ადამიანს. :)

    • ხო აი ზუსტად ეგ მომენტი მქონდა. გავესაუბრე და მივხვდი, რომ არაფრის გარკვევას აზრი არ ჰქონდა.

      დიდი მადლობა <3

    • ვფიქრობდი მაგაზე :D
      მაგრამ რითი მიხვდება, რომ ზუსტად მასზეა? :D

  3. ძალიან მსგავსი ისტორიები მქონდა მეც და რა კარგია, რომ დაწერე! ალბათ, ყოფილ მეგობრებს ბოლომდე მაინც ვერ ამოვშლით მეხსიერებიდან და უნდა მივიღოთ ფაქტი ფაქტად, რომ ესეც ცხოვრების კანონზომიერებაა: ვიღაც მოდის, ვიღაც მიდის… მიზეზის ძიებას და თავის დატანჯვას აზრი არ აქვს ალბათ . ..

    • ზუსტად!!

      აუ იცი როგორ ამოვისუნთქე?!
      აი დავისვენე რასაც ჰქვია.

    • ისე მარტივად ლაპარაკობ, რაღაცნაირად…რომ თითქოს შენ არაფერ შუაში ხარ. არადა, ასე მარტივად მართლაც არ ხდება არაფერი. ალბათ.
      უამარვი მიზეზია ალბათ , რასაც არ ჩამოვთლი. სხვა თუ არაფერი, მხოლოდ იმითაც შეიძლება დაწყება, რომ მისულიყავი და ყველაფრის ახსნა მოგეთხოვა.
      თავმოყვარეობისთვის ერთხელ “გადახტომა” არ გერჩივნა ამდენწლიან ეჭვებს? ეგე რთი და სხვა მრავალი.
      იმის გამო, რომ არც ერთ მეგობარს ასე არ დავშორებივარ ჯერ, შეიძლება ამიტომაც არ მესმის საერთოდ ეს სიტუაცია.

      • მესმის შენი პოზიცია და აბსოლუტურად გასაგებია. მაგრამ არ იმდენად გაურკვევლობაში ვიყავი მაშინ, ეს ამბავიც გვერდით გადავდე. იმ პერიოდში ოჯახის წევრი გარდამეცვალა, მერე მომზადებები, ჩაბარებები და ამ ყველაფრისთვის აღარც მეცალა.

      • Ragac momentshi vetanxmebi Magas. Tu ase axlos iyavit, ase erti xelis mosmit, rogor gawyvitet urtiertoba.
        Me mqonda msgavsi situacia ramdenjerme da xan me davtme, xan sxvam da axla ubralod tbili mokitxvebi gvaqvs da meti araferi.
        Xshirad adamiani roca txovdeba da cxovreba sruliad ecvleba, ukve megobrebic ecvleba da amitom normalurad mimachnia es ambavi.

        Kargia, rom dawere da daisvene :-)

        Virtualur megobrebs rac sheexeba, xshirad asetebtan meti saerto gvaqvs da zogi zalianac gviyvars, magram mainc ar aris es namdvili megobroba.

        • გეთანხმები ყველაფერში.

          უბრალოდ როდესაც თხოვდები და მეგობრებს ივიწყებ – აი ეს მე არ მესმის.

  4. ანალოგიური ისტორია გადამხდა მეც. ისტორია კი არა, ისტორიები. აი, ვკითხულობდი ამ პოსტს და ჩემი ამბები მედგა თვალწინ. ერთერთ მათგანსაც ანი ერქვა, უფრო სწორად – ანა. მიზეზებს მე დღესაც საკუთარ თავში ვეძებ, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ მეგობრობა მათი გაწყვეტილია. უბრალოდ, ისე უცნაურად მოხდა ეს ყველაფერი, რომ ლოგიკურ ახსნას ვერ ვუძებნი… ნეტავ, მე რომ შემხვდნენ ქუჩაში, რა რეაქცია მექნება? მივალ კი? ალბათ, არა… არადა, 10 წელი მაინც იქნება, რაც ეს ლოდი მაწევს გულზე. მიყვარს შენი ასეთი პოსტები, მერე დიდხანს ვფიქრობ ხოლმე იმაზე, რაც დაწერე. მიხარია, რომ შენს შემთხვევაში მაინც დაესვა წერტილი ამ გაუგებრობას :) ოდესმე ალბათ მეც მოვყვები ჩემს ამბებს, შთამაგონე :*

    • კი, ჩემს შემთხვევაშიც ანის დასრულებულია ყველაფერი. შეიძლება ადამიანი მოგბეზრდეს ასე? არ ვიცი, ალბათ. მაგრამ ახლა უკვე ყველაფერი დასრულებულია და რომ მომკლა, ურთიერთობას აღარ აღვადგენ. ნუ, ყოველ შემთხვევაში, ამას.

      “მიყვარს შენი ასეთი პოსტები, მერე დიდხანს ვფიქრობ ხოლმე იმაზე, რაც დაწერე. მიხარია, რომ შენს შემთხვევაში მაინც დაესვა წერტილი ამ გაუგებრობას :) ოდესმე ალბათ მეც მოვყვები ჩემს ამბებს, შთამაგონე :*”
      ძალიან დიდი მადლობა ამ სიტყვებისთვის :* :*
      გისურვებ, რომ შეხვდე. თუნდაც იმიტომ, რომ ეს ლოდი ჩამოგშორდეს. ვერ აგიღწერ, როგორ გათავისუფლდები.

  5. მეც შემემთხვა დაახლოებით ესეთი რაღაც და ვიცი ემოციურად როგორი რთულია იმედგაცრუებასთან გამკლავება, მაგრამ მივხვდი რომ არაფერია მუდმივი, ურთიერთობები იცვლება ადამიანებთან ერთად, გარემოც დიდ როლს თამაშობს, მოკლედ, this is a life.

    • ხო, მართალი ხარ. აი ზუსტად ეგრეა.
      თან რომ ხედავ, რომ უმიზეზოდ უჩინარდება და აღარ გეკონტაქტება.
      ნუ მოკლედ :D

    • :))))
      მაშინ შეგიძლია მშვიდად გახვიდე და არ იფიქრო აქაურობაზე :D

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s