Charlie Countryman

***
ამასწინათ თავში დამარტყა: Why not Bucharest? რატომ მაინცდამაინც ბუქარესტი? ალბათ იმიტომ, რომ არასოდეს მომინდებოდა, რომ არა ჩარლი. ხოდა აი ასე სპონტანურად გავეშურე ვიზის ასაღებად. კონსულმა ჯერ ალმაცერად შემათვალიერა, ალბათ გაიფიქრა, იქ რა ჯანდაბა უნდა, რა დაჰკარგვიაო. მაგრამ ჩემს პასპორტში რომ ჩაიხედა, გამიღიმა და ოთახიდან გასვლისას მომაძახა: 10 დღეში დაგიკავშირდებითო. vlcsnap-2013-11-20-15h33m43s226_zps89428bea

***
რა უნდა ვიცოდეთ ჩარლის შესახებ? ის, რომ მისი ნამდვილი გვარია ქანთრიმენი თუ ის, რომ ის რომელიმე ქვეყანას ეტრფის (country man) ?! That is the question. ჩემი აზრით, ორივე. მისი გვარი არამგონია შემთხვევით იყოს სიტყვა “ქვეყანა”-სთან ასოცირებული. ხოდა, რას ვამბობდი. აა ჰო. ის ერთი ჩიკაგოელი ბიჭია. არა, ასე არა. ჩარლი არის ძალიან კარგი ადამიანი, თბილი და მგრძნობიარე. ზოგჯერ იმდენად მგრძნობიარეა, რომ მეშინია, არ დაიჩაგროს. შეუძლია გარდაცვლილებთან საუბარი. და ზუსტად ის ფაქტი, რომ ჩარლი აშშ-დან რუმინეთში მიემგზავრება, სწორედაც რომ გარდაცვლილი დედის უკანასკნელი სურვილია. წარმოიდგინეთ, ჩარლის მოეჩვენა, რომ გარდაცვლილმა დედამ თხოვა, ბუქარესტში წადიო.

Charlie-Countryman-4

***
შემთხვევით გავიცანით ერთმანეთი. 4 წლის წინ, იტალიაში ყოფნისას, მთელ 20 კაციან ჯგუფში ჩარლისთან გადავწყვიტე დამეგობრება. თავიდან მიზანი მქონდა არც თუ ისე ეთიკური: ინგლისურის გაუმჯობესება მინდოდა. ეს რომ გავუმხილე, უკვე ძალიან დამეგობრებულები ვიყავით, თუმცა მაინც ეწყინა :D Charlie Countryman (2013) BDRip.XViD-EAGLE

***
ზარი საკონსულოდან: “მობრძანდით ხვალ დილის 10 საათიდან და პასპორტი წაიღეთ”.  უცბად თავში არაერთმა უეცარმა აზრმა გამიელვა. იქნებ-და უარია და უბრალოდ პასპორტის წასაღებად მიბარებენ. მაგრამ უარს რატომ მეტყოდნენ, ამდენ ქვეყანაში ვარ ნამყოფი და ამდენი ვიზა მაქვს მიღებული. და მაინც. გულში რეჩხი მაქვს. კიდევ ვერ მომინელებია, ინგლისის საელჩომ რომ არ ჩამირტყა ვიზა. მოკლედ, ბევრი რაღა გავაგრძელო და პასუხი დადებითია, ჩემი განწყობა – ღიმილიანი. tumblr_mwio56H75U1sv12bgo1_500

***
ჩარლიმ გაბი გაიცნო სრულიად შემთხვევით. მამის საჩუქარი უნდა გადაეცა. იდეაში მამამისს თვითონ უნდა გადაეცა, მაგრამ მოულოდნელად გარდაიცვალა. ჩარლის ეღიმება ამ ამაზე. არა, ვიქტორის გარდაცვალებაზე არა, გაბის შემთხვევით გაცნობაზე. მას პერიოდულად ესიზმრება ვიქტორი, რომელიც თვითმფრინავში მის გვერდით ზის და დაძინებისას თავს ადებს. ჩარლი მეუბნება, რომ ის ერთერთი ყველაზე უცნაური ამერიკელია. ცხოვრობს ბოჰემური ცხოვრებით და ფხიზელი არასოდეს არის: ან მთვრალია უგონოდ, ან ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ, ან უძინარი, ესეც უგონოდ. ან უარესი: საშინლად ნაცემი. CharlieCountryman6

***
ბუქარესტამდე რამდენიმე დღე რჩება. მე ისიც არ ვიცი, რა ჰავაზე გათვლილი ტანსაცმელი ჩავალაგო ჩემოდანში. მაისია მაინც, რაც არ უნდა იყოს. მანამდე ვცდილობ მის შესახებ რამე ინფორმაცია მოვიძიო google-ში, თუმცა საიტს მალევე ვხურავ. არ ღირს. ამ ერთხელ მაინც მინდა წავიდე უცხო ქვეყნის ქალაქში, რომლის შესახებ არაფერი ვიცი. პრინციპში რატომ არ ვიცი?! ვიცი ის, რომ რუმინეთის დედაქალაქია. ეს სრულებით საკმარისია. tumblr_mnt9mq11Kn1qbj180o2_1280-539x360

***
ამასწინათ ვფიქრობდი, Moby-ს რატომ არ აქვს ცუდი კომპოზიცია-მეთქი?! ფბ-ზეც დავწერე იგივე. ერთი სიმღერა/კომპოზიცია/ტრეკი მაინც მოეძებნებათ ისეთი, რომელიც ყველაზე პრეტენზიული თუ ყველაზე ბანალური მუსიკალური გემოვნების ადამიანს მოეწონება. ამასაც ნიჭი უნდა. სასწაული ტიპია რიჩარდი <3 და თუ ვინმემ არ იცის Moby, ამას მოუსმინეთ

***
ჩარლიმ დამირეკა ისევ. Skype videocall-ს რომ ვუხსენებ, ეცინება don’t worry-ის ძახილით. მეორეჯერ რომ ვეუბნები იგივეს, მძიმე ამოსუნთქვა მესმის ყურმილში და ბონუსად იწყებს იმის დასაბუთებას, რომ სახლში თითქმის არასოდესაა. გარეთ ბოდიალობს და სახლში დასაძინებლადაც იშვიათად მიდის. ზოგჯერ იძინებს აბაზანაში წყალქვეშ. ამ დროს მამინაცვალი, ბილი თავზე ადგება და აფხიზლებს. charlie-wood-nude

***
ჩავფრინდი. ტაქსი ძლივს დავიჭირე. ვუყურებ ქუჩებში და ვცდილობ ჩემს სასტუმროს მივაგნო. უფრო სწორად, ტაქსისტს მივაგნებინო. ეს უკანასკნელი კი განგებ მატარებს გრძელი გზებით, რომ ფული დამცინცლოს მაქსიმალურად. ეს მგონი ტაქსისტების ინტერნაციონალური დაავადებაა. თბილისშიც ამას მიკეთებენ კიარადა, ვერ ახერხებენ. ვუკივი ხოლმე ბოლო ხმაზე. არა, არ ვუკივი, მაგრამ გიჟს ვგავარ და “უი რა კარგი გოგო ხარ” აზრის დესტრუქციას ვაკეთებინებ ტაქსის მძღოლს. აქაც ანალოგიურად ვიქცევი. შემომაკვდება, მაგრამ ინგლისურად. ისე, მგონი ინგლისური ზედმეტად ლამაზი ენაა საჩხუბრად. აი ქართული ან გერმანული სხვა საქმეა :))

charlie-wood-nude

***
“გაბი ეგრევე შემიყვარდა” – მეუბნება ჩარლი და მიწყებს მის აღწერას. “მაღალი, წითელი თმებით, მოკლე თმითა და მკვეთრი მაკიაჟით, შენც შეგიყვარდება”. შემდეგ ინტონაცია ეცვლება: “მამამისმა იარაღი აჩუქა და ეს არ მომწონს, მაგრამ ბუქარესტში ალბათ ეს ჩვეულებრივი მომენტია, არ ვიცი., მაგრამ გაბი ძალიან ლამაზია. ნაიჯელმა ერთხელ მასზე თქვა: Brains of a man, ass of an angel, aim like Annie Oakley.”  nigelgabi

***
ჩარლიც ჩამოვიდა. აეროპორტში პრობლემები შექმნება და რატომღაც აეროპორტის უსაფრთხოების წარმომადგენელი დაკითხვას უწყობს. რას გაიგებ, ჩემო ჩარლი. სადაც ხარ, იქაური ქუდი უნდა დაიხურო. ოღონდ ის ქუდი არა, რომელიც გაბის უნდა გადასცე. charlie-countryman-04_CHARLIE-COUNTRYMAN_PhotoCourtesyofMillenniumEntertainment_rgb

***
ეს ბუქარესტი რა ყოფილა. თავგადასავლების ქალაქი. სულ იმაზე მეფიქრება, ჩარლი იქნებ არც უნდა მომხვდარიყო აქ-მეთქი. გაგიჟდები რა. charlie-countryman-review-3

მოკლედ, ბევრი რაღა გავაგრძელო და ნახეთ.
მსახიობებს ჩამოვთვლი მაინც :D
Shia LaBeouf, Evan Rachel Wood, Mads Mikkelsen, Til Schweiger, Melissa Leo, Rupert Grint და ახლა შემეშვით :D

AdRL6c4BoMJgk7ZFUB2oUVzav2p

აა და ძალიან კარგი საუნდტრეკი:

დანარჩენები აგერ ინებეთ.

About these ads

8 thoughts on “Charlie Countryman

    • ხო, Shia ძალიან გაიზარდა. კი ედრიენს ჰგავს საკმაოდ. :D

  1. მმ… თავიდან მეგონა მართლა ჩამოდიოდი :P
    მე ძალიან მომწონს ბუქარესტი,
    და ჩარლიც ))

    • ფბზე ჩექინი გავაკეთე drinking beer with Charlie in Bucharest. უნდა გენახა ლაიქების რაოდენობა :D

      არ ვიცოდი, შენ თუ მანდ იყავი.

      • კი, რუმინეთში ვცხოვრობ უკვე ნახევარი წელია.

        ისე, ჰო გახსოვს, ჩარლის დედამ ბუქარესტი კი არა ბუდაპეშტიო, უთხრა ))

        • არა, ბუქარესტიო. და მერე ბოლოს უთხრა, ხომ იცი, რომ ეგ ორი ქალაქის სახელი სულ ერთმანეთში მერევაო.

          აუ კარგია, მანდ რომ ხარ. სწავლობ ალბათ ხო?

          • არა, “ვხალისობ” ))))
            მოხალისე ვარ.. არის ასეთი პროექტი EVS და იმის ფარგლებში. მე ბუქარესტში არ ვცხოვრობ ოღონდ, მაგრამ ხშირად ჩავდივარ.
            და ფილმს რომ ვუყურებდი, მაგრად მიხაროდა ნაცნობი ადგილების ნახვა :D

            • აააა გასაგებია.
              მშვენიერია ეგ ამბავი.
              მოხარული ვარ, რომ ფილმით ისიამოვნე :)

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s