Mother’s Day

3 დღის წინ 11 მაისი იყო. 11 მაისს, ყველა თუ არა, მსოფლიოს ძალიან ბევრი ქვეყანა დედის დღეს აღნიშნავს. ჩვენ ამას მხოლოდ 3 მარტს ვაკეთებთ. ახლა შევედი instagram-ზე და არაერთ სურათს მოვკარი თვალი, სადაც ცნობილი ადამიანები დედებთან ერთად გადაღებული სურათებით უხსნიან სიყვარულს მათ. ყველაზე შთამბეჭდავი და ემოციური ტექსტი დეინ კუკს ჰქონდა. Dane Cook – ამერიკელი კომედიანტი და მსახიობია. უნდა აღინიშნოს, რომ მისი stand up-ები მე არ მომეწონა და ფილმებს ვამჯობინებ, თუმცა მის სახეს რომ ვხედავ, მსიამოვნებს. პოზიტიური ადამიანის გამომეტყველება აქვს. მაგრამ ამაზე არ მინდოდა ამ პოსტში საუბარი. სხვაგან წავედი.

რატომ გამოვყავი დეინი? იმიტომ, რომ მისი ინსტაგრამი და ტვიტერი ყოველთვის მხოლოდ ღლიცინისგან შედგება. შეიძლება სურათი იყოს სერიოზული, მაგრამ დეინი ისეთ კომენტარებს უკეთებს, რომ მინიმუმ 10 ადამიანს მაინც გაეცინება. 11 მაისს კი დეინი ემოციური, სევდიანი და სენტიმენტალური იყო. გამოვყოფდი ჩემს საყვარელ ემინასაც. აგერ Emina Cunmulaj-ის ემოციური კომენტარი. აგერ ლენი კრავიციც (Lenny Kravitz), ჩემი საყვარელი ბრაზილიელი მსახიობი ჯოვანა ანტონელი (Giovanna Antonelli), რეინალდო ჯიანეკინი (Reynaldo Gianecchini) და სხვები. მოკლედ, კარგი რამეა ინსტაგრამი, ბევრი რომ არ გავაგრძელო. იმაზე ბევრად მეტ ინფორმაციას ვიღებ მე სურათებიდან და კომენტარებიდან, ვიდრე ფილმებიდან ან საიტებზე განთავსებული ინფორმაციებიდან.

მე რა ვქენი? გვიან გავიგე ამ დღის შესახებ და დედაჩემისთვის არ მიმილოცია. მაგრამ მილოცვებზე მთავარი, რაც მასთან მაკავშირებს არის ის თავისუფალი ურთიერთობა, რაც ერთმანეთთან გაგვაჩნია. ნუ ზოგჯერ ხდება, რომ ძალიან “დედობს” :D და მეც ძალიან “ვშვილობ” ხოლმე ამ დროს. მაგრამ რომ ვაკვირდები ირგვლივ ადამიანებს, რომლებსაც დედაჩემის ტოლი (ზუსტად ან პლუს/მინუს რამდენიმე წელი) დედები ჰყავთ, აბსოლუტურად ბედნიერი ვარ ამ ურთიერთობით. ვჩხუბობთ კიდევაც, ვიბუტებით კიდევაც, ხმას არ ვცემთ ერთმანეთს, აგრესიულადაც ვეპასუხებით ზოგჯერ, მაგრამ გულის სიღრმეში მაინც ვიცით, რომ ერთმანეთი ძალიან გვიყვარს. არ მიმილოცია, მაგრამ სამაგიეროდ, ამ პოსტის დაწყებამდე 5 წუთით ადრე დიდეს დავურეკე და ვუთხარი, რომ 1 კვირის ინტერვალში კიდევ ჩავალ. ისე მიყვარს ზუგდიდში ჩასვლა, რომ ერთი სული მაქვს. ჩემი ბავშვობის ლამაზი ზაფხულები და ნუ მოკლედ. თან დიდე განსაკუთრებით მიყვარს. ჩემი ცხოვრების N 1 თუ არა, N 2 highlight არის არც კი მინდა წარმოვიდგინო რამე ცუდი მასზე. ნუ მოკლედ, ჩემს მეგრულ ცხოვრებაზეც მერე დავწერ.

რაც შეეხება ჩემს დედობას, ამის სურვილი ჯერ არ მაქვს. ამ ეტაპზე ჩემს თავისუფლებასა და ხუშტურებს ვერ დავთმობ. ეგ კიარადა, შეყვარებულის ხსენებაზეც ხშირად სპაზმები მეწყება ხოლმე :D არ მიყვარს, როდესაც ვინმესთვის რაღაც უნდა შევცვალო. როგორც ვარ, ისე ვარ კომფორტულად და ჩემი კომფორტის ზონა ჩემთვის უმნიშვნელოვანესია. ეგ კიარა, ბავშვებზე რომ წერენ პოსტებს, იმ პოსტებს გულს ვერ ვუდებ (დედა-ბლოგერებო, მაპატიეთ :( ) ზოგჯერ ჩემი დისშვილის მიმართაც მაქვს პროტესტი და ჩემები ხუმრობენ ჩემზე :D :D მაგრამ ეს ყოველივე არ ნიშნავს იმას, რომ ბავშვები არ მიყვარს. ძალიან მიყვარს და 6 წლის ვიყავი, პირველად სამშობიაროში აბსოლუტურად უცნობი ბავშვი რომ დავიჭირე დამოუკიდებლად (იმის მერე ხშირად მეჭირა და ზუგდიდში მუდმივად ვიბარებდი მეზობლის ბავშვებს. ვასეირებდი და ა.შ.) და 22-ის ვიყავი, პირველად მშობიარობას რომ დავესწარი. ჯანდაბა, ისევ სხვაგან წავედი. არ მინდა ახლა ამ თემაზე.

მინდა ყველა დედა-ბლოგერს მოგილოცოთ ეს დღე.
ბიას
სოფის
ნასტასიას
ბაბისას
ანუშკას
და კიდევ ყველა იმ ბლოგერს, ვისაც შვილი ჰყავს, მაგრამ მე არ ვიცი ამის შესახებ.
და განსაკუთრებული მილოცვა მამა-ბლოგერ – გიგას. მერე რა, რომ მამაა. ჩემი გადმოსახედიდან, ერთერთი ყველაზე კარგი მამაა, ვისაც კი ვიცნობ.
და საერთოდაც, მე გულით მინდა, რომ საქართველოში მამობაც ისეთივე მნიშვნელოვანი იყოს, როგორიც დედობაა. მერე რა, რომ მამა ვერ უზრუნველყოფს ახალშობილის ბუნებრივ კვებას. ბუნებრივი კვება ხომ მხოლოდ მაქსიმუმ ბავშვის დაბადებიდან 1 წლის მანძილზე გრძელდება და პლუს, ბუნებრივი კვების გარდა, ხომ არაერთი სხვა საზრუნავია, რომელშიც მამას შეუძლია დედას დაეხმაროს.

აი მაგალითად, მე ვიცი ინგლისელი ახალბედა მამა – კრისტიანი. რაღა ახალი, უკვე 2 შვილი ჰყავთ მას და მის მეუღლეს – ემილის. და უკვე დიდებიც იქნებიან. კრისტიანი მამა გახდა და გადაწყვიტა, youtube-ზე დაედო თავისი მამობის ამსახველი ვიდეოები. აქვე ჩავაკვეხებ იმას, რომ ალბათ ქართველი მამა არათუ მსგავს ვიდეოებს არ გადაიღებს არასოდეს, არამედ კრისტიანის მეასედი დონის მამაც არ იქნება ოდესმე. თუმცა, მინდა მჯეროდეს, რომ ვცდები. სულ არის 8 ეპიზოდი და მაქსიმუმ 5 წუთიანებია. იწყება ემილის პირველი ფეხმძიმობით და მთავრდება მეორე შვილის გაჩენით.
მაშ ასე:













About these ads

11 thoughts on “Mother’s Day

  1. დაგვიანებული მადლობა,
    მაგრამ მე მაინც და მაინც არ ვწყალობ ამ დედების და ქალთა დღეებს. თუ ვულოცავ დედას, ალბათ უფრო აქ დამკვიდრებულ 3 მარტს, როცა თავადაც შეიძლება მოელოდეს ამას. :))

    • არაფრის <3

      კი, გეთანხმები აბსოლუტურად.
      როცა ელოდება და რაღაცას მოელის.

  2. მე კიდევ იმდენად მიხარია ხოლმე თავიანთ შვილებზე რომ წერენ, რაღაცნაირი სევდიანი სიხარული მიპყრობს, როცა წარმოვიდგენ რამდენად მნიშვნელოვანი და ძვირფასია მათი დედობრივი გრძნობები მათთვის <3 ასე რომ მეც ვულოცავ აქვე ყველა დედას…ეს მამა კი მაგარი ვინმეა….:)

    პ.ს. თურმე ერთი ქალაქიდან ვყოფილვართ :)

    • უი მართლა??? რა მაგარია. მე თბილისელი ვარ, მაგრამ ნახევრად მეგრელი :)
      ანუ მაგ ქალაქზე თუ დავწერე რამე, წაიკითხავ :D
      draft-ებში მაქვს პოსტი რამდენი ხანია.

      ხოდა დედობას რაც შეეხება, ზოგჯერ მიყვარს, მაგრამ სულ რომ მაგაზე საუბრობენ, აააა :D
      შეიძლება იმის გამო, რომ მე არ მყავს საკუთარი შვილი ჯერ.

      • ხო, მართლა. მე სრულიად მეგრელი ვარ. შენგან განსხვავებით )) ვნახავ მერე იმ პოსტსაც :)
        მეც არ მყავს ჩემი, მაგრამ მაინც მსიამოვნებს…ილაპარაკონ,მათ ხომ ეს ბედნიერებას ანიჭებთ, ბედნიერება გადამდებიცაა თუ კარგი ადამიანი ხარ, ხოდა დაე გადმოგვედოს მათი განწყობა <3

        • მე მამის მხრიდან ვარ მე-5 თაობის თბილისელი. მაგრამ დედით ეგრევე მეგრელი :D ძალიან მიყვარს იქაურობა <3 მომავალ კვირაში ჩავდივარ და ისე მიხარია <3

          მმმ შევეცდები გაგებით მოვეკიდო :D

          • ვაიმე ქეით, შენ რა გითხარი :P ასეთი დიალოგები მარტო საქართველოში თუ არ ხდებოდეს რა :D მეხუთე თაობის თბილისელო შენ :P :D :D გამახალისე და გამახსენე ქართული პარადოქსები ლოლ

            ახლა პოსტს რაც შეეხება. დიდი მადლობა მოლოცვისთვის, მესიამოვნა.
            ჰოდა, საერთოდ არ გამტყუნებ, რომ არ გაინტერესებს ისეთი პოსტები, სადაც შვილებზე და მსგავს ამბებზე წერდნენ, მე თვითონ სანამ შვილები მეყოლებოდა, დედები ისეთ მოსაწყენებად მეჩვენებოდნენ, მეთქი, დამანებეთ თავი თქვენი პამპერსებით და ძუძუთი კვების დეტალებით.
            ყველაფერს თავისი დრო აქვს, რას იზამ, ახლა მეც მეტი აღარაფერი მაინტერესებს და სხვა ფილოსოფიურ თემებზე მსჯელობების კითხვა საშინლად მეზარება. გამონაკლისები არსებობს, რა თქმა უნდა, მაგრამ დედების ბლოგები მირჩევნია ბევრად ახლა :)

            • უი რა პარადოქსები????

              მაგ ტექსტს სპეციალურად გადავუსვი ხაზი, რომ მაგისთვის არ მიგექციათ ყურადღება. :D

  3. დედა – ყველაზე მნიშვნელოვანი პერსონა ადამიანის ცხოვრებაში

    აი, კრისტიანის მსგავს მამებზე ვგიჟდები. ჩვენთან, ძირითადად, მამები დამატებითი ბავშვების როლს ითავსებენ, თან ცხოვრების ბოლომდე :)

    • გეთანხმები.

      ვაიმე, კრისტიანი უსაყვარლესია. ერთი კვირის წინ აღმოვაჩინე კრისტიანი და ისე მიყვარს <3
      ქართველ მამებს რაც შეეხება – ზუსტად :D :D :D :D :D
      აუ ძალიან მეცინება შენს კომენტარზე :D

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s