ნერვიულობა

ყოველთვის, როდესაც ვნერვიულობ,

  1. მუცელში დრაკონები დადიან და ნაწლავებს ერთმანეთში მიხლართავენ;
  2. ბოლთას ვცემ ულიმიტოდ, დაუსრულებლად, შეუსვენებლად, უმისამართოდ – საბოლოო დანიშნულების (ანუ destination) გარეშე;
  3. მუცელში პირღია დრაკონები დადიან და ნაწლავებს მიწყვეტენ;
  4. ისტერიული სიცილი მივარდება. ტირილნარევი.
  5. მეწყება კბილების კანკალი;
  6. მიჩქარდება გული. თუ მაჯა. თუ ორივე. თუ ეს ერთი და იგივეა. ნუ მოკლედ;
  7. მინდება ტირილი.

ამ ეტაპზე ეს 7 პუნქტი გამახსენდა. და ნაცვლად იმისა, რომ მე ვიჯდე და ხვალინდელი მნიშვნელოვანი დღისთვის ვემზადებოდე (და ხვალ ნამდვილად ერთერთი მნიშვნელოვანი დღეა ჩემს ცხოვრებაში), მე ვზივარ და ბლოგზე პოსტს ვწერ და იმაზე ვფიქრობ, კიდევ რამდენი კარგი (ან ჩემთვის კარგი) პოსტის დაწერა შემიძლია.

არადა ( “არადა”-ს გარეშე რა აზრი ექნებოდა ამ ნერვიულობას), ვიცი, რომ ხვალ ჩავფლავდები. ვერაფერს მოვახერხებ და კიდევ დიდ პესიმიზმში გადავეშვები. მაგრამ, დღეს მე მაინც პანიკაში ვარ და რაციონალურად აზროვნების დონე შვებულებაშია დიდი ხნით. ან უფრო სწორად, იმ მომენტამდე, სანა ხვალინდელი დღე არ ჩაივლის. სულ ასე ვიყავი. გამოცდები რომ მქონდა სტუდენტობისას, მაინცდამაინც გამოცდის წინა დღეს ვჯდებოდი, ღამეს ვათენებდი და მერე გამოცდაზე ჯგუფელებთან ვზუზუნებდი, არაფერი მე არ ვიცი-მეთქი. თუმცა, ნიშნები – ყოველთვის საუკეთესო. პარადოქსი.

მაგრამ ხვალინდელი დღე სხვა რამეა. ხვალინდელ დღეზე ბევრი რამეა დამოკიდებული და მე მაინც აგერ პოსტს ვწერ.

სკოლაშიც და სტუდენტობის დროსაც, არ შემეძლო დაფასთან გამოსვლა და კლასის თუ კურსის წინაშე წარდგომა. ალბათ ამან მიმახვედრა, რომ ორატორობა და აუდიტორიები საჩემო ხილი არ იყო. ალბათ ამიტომაც შემიყვარდა მათემატიკა ყველაზე მეტად. ბოლო წინადადების დაწერისას პასკულის ეღიმება და აქვე დასძენს, რომ მათემატიკა მხოლოდ ამის გამო არ შეყვარებია. მათემატიკა გაცილებით და ბევრად მეტია ჩემთვის, ვიდრე რაღაცის ზიზღის გამო შეყვარებული საგანი, მაგრამ ამაზე მერე. ნიშნებიც შესაბამისი. მათემატიკებსა და ენებში ფრიადები, დანარჩენებში – ხან რა, ხან რა.

მაგრამ ხვალინდელი დღე სხვა რამეა. ხვალინდელ დღეზე ბევრი რამეა დამოკიდებული და მე მაინც აგერ პოსტს ვწერ. თუ ეს სტრიქონი უკვე დავწერე?!

გიგას პოსტი ვნახე და სურათში ამოვიკითხე შეგონება.

 

About these ads

14 thoughts on “ნერვიულობა

  1. იმდენი ხანია, ვერაფერს ვეღარ ვწერ, რომ მხოლოდ სურათები დამრჩა

    • ნუ ხარ ეგრე. ბოლობოლო შეგიძლია დაუჰაიდო იმას, ვინც არ გინდა, რომ ნახოს.

      და კარგი ბლოგი რომ გაქვს, იმედია იცი. ნუ ჩაძირავ.
      თორემ აბა მე, გგონია ყოველთვის კარგი კონტენტი მაქვს? :)) მაგრამ I don’t give in.

  2. ამანერვიულე. დაწერე რა, მერე როგორ ჩაივლის დღევანდელი დღე.
    ისე, მეც კაი სანერვიულო დღეები მაქვს გუშინდელიდან მოყოლებული და კიდევ კაი ხანს გაგრძელდება, ასე რომ არ იდარდო, ყველანი შარში ვართ, მაგრამ აუცილებლად გამოვძვრებით :))

    • :*
      მივედი, გავიარე გასაუბრება. კითხვებიც დამისვეს, ვისაუბრე ბევრი, ბევრი, ბევრი. და ახლა არ ვიცი რა იქნება.

      მაგრამ მანამდე ანუ დღეს დილით, ვაიმე!!! გულზე ხელს ვიჭერდი. ძალიან ვინერვიულე. ვნახოთ, რა იქნება.

      ხო, აი ეგ არის რა. ასეთი გამოთქმა არსებობს: “ნუ გეშინია, მეც მეშინია” :D რამეს შვრებოდეს მაინც ეს ნერვიულობა.

  3. Ann Hathaway rom tamashobs is filmi gaikhsene :) princesa roa :))) dzveli filmia :))) tavidan rogori “oratoria” da mere martla rogori gakhdeba. GOOD LUCK TOMORROW, whatever that is.

    • აუ აუ ეგ ხო. ახლა იცი რა მახსენდება, ენი რომ მერილთან შევა და ის რომ გაასწორებს მიწასთან და ამას გული რომ უსკდება. აი ეგრე ვარ მე.

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s