Chet Faker-ის ალტერნატიული ამბავი

ზოგადად
სოულისა და დაუნტემპოს ჰიბრიდის აღმოჩენამდე ის უფრო წარმატებით აღმოვაჩინე, რომ მშვიდი მომღერალია. ხმა აქვს ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული, და მაინც, სასიამოვნო. chet-faker-built-on-glass-full-album-stream-1

სახელი
სახელების ცვლილება მისთვის უკვე იმდენად ჩვეულებრივი მომენტია, რომ დარწმუნებული ვარ – ახლა რომ მომღერლობას თავი დაანებოს და მერე დაბრუნება მოუნდეს, სხვა სახელით დაბრუნდება. ჩვევა აქვს ასეთი და გაუკეთებია კიდევაც ეს. აბა მართლა Chet Faker კი არ არის, Nicholas James Murphy გახლავთ, ავსტრალიის (კერძოდ კი, მელბურნის) მოქალაქე. ჯერ იყო ჯგუფი “Sunday Kicks”, შემდეგ ელექტრონული დუეტი “Knicks”, შემდეგ უბრალოდ Atlas Murphy და ბოლოს Chet Baker-ის საპატივსაცემოდ დაირქვა ეს სახელი. Chet-Faker-Built-on-Glass-Album-Review

ბიო
ზოგჯერ დებილობს.
Instagram-ზე მის სურათებს გადავავლე თვალი და კი, ჩემი დასვნა ეგ არის – ზოგჯერ დებილობს. ან ზოგჯერზე უფრო ხშირად.
ოჯახური მდგომარეობა, ასაკი, სექსუალური ორიენტაცია, პოლიტიკური გემოვნება და რელიგიური აღმსარებლობა არ ვიცი, არ დავინტერესებულვარ :D

ალბომი და სიმღერები
ალბომი აქვს ერთი. უფრო სწორად, ჯერჯერობით ერთი. 2014 წლის 11 აპრილს გამოსცა და გავბედნიერდით ყველანი. სიმღერები აქვს მშვიდი, მაგრამ არა მოსაწყენი ან დეპრესიული. ან შეიძლება, მე არ მედეპრესიულება. Chet-faker-itunes-release-date

 

ასევე შეგიძლიათ დატკბეთ Blackstreet-ის ცნობილი სიმღერის ამ cover ვერსიით, რომლითაც გაიცნო ის ხალხმა. ქავერმაც მოწონება დაიმსახურა. საიტიც გაიკეთა მაინც, ყოველი შემთხვევისთვის http://chetfaker.com/

 

გამოგიტყდებით და ჩემი ფავორიტი სიმღერაა ის, რომელზეც უკვე კლიპიც კი გადაიღო.

 

და რა თქმა უნდა ეს კოლაბორაცია Flume-თან.

 

ა, დამავიწყდა მეთქვა, რომ Flume-თან ხშირად თანამშრომლობს.

აი მაგალითად:

About these ads

5 thoughts on “Chet Faker-ის ალტერნატიული ამბავი

  1. auuuuuuuuuu chemi bichia es <3 dilidan gamemde gamidan dilamde isev gamemde da ese dausruleblad,…. magrad moaq imena moaq <3 miyvars ra vqna :))))))))))) araadekvaturi me

  2. აქამდე მხოლოდ no diggity მქონდა მოსმენილი ამ ტიპის და ვერ მომეწონა. მაგის მერე არც მიცდია სხვა სიმღერების მოსმენა, თუმცა შენს ატვირთულებს მაინც მოვუსმინე ახლა.
    ვერ დამლეწა ))))
    აიი როგორია იცი თითქოს? მშვიდი, ზედმეტი ექსცესების გარეშე რომ უნდა ჩაიაროს და რომ გეზარება ისეთი სექსულური აქტივობის წინ მოსასმენი სიმღერებია :D

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s