ლაგოდეხის ნაკრძალი ანუ ჩემი პირველი ლაშქრობა

“კი, წამოვალ” იყო ჩემი პასუხი, როდესაც ნიკამ სრულიად მოულოდნელად შემომთავაზა ლაგოდეხის ნაკრძალში სალაშქროდ წასვლა. პირველი მიზეზი, რის გამოც დავთანხმდი – ბებია-ბაბუის დიდი ხნის წინ გასხვისებული სახლის მონახულება. რამდენიმე დღის შემდეგ ნიკამ მითხრა, რომ შიგ ლაგოდეხში ვერ შევიდოდით, ასე რომ მე ცოტა არ იყოს იმედგაცრუებული დავრჩი. თუმცა-ღა, ბარემ აქვე მივაწერ, რომ იმედგაცრუებამ ძალიან მალე გადამიარა და კიდევ ერთხელ გავიხარე იმ ფაქტით, რომ ლაგოდეხში ჩაუსვლელობის გამო არ გადავიფიქრე ლაშქრობაში წასვლა. ანუ აღმოცენდა მეორე მიზეზი – “მოდი, მოვსინჯავ და პირველად ცხოვრებაში წავალ სალაშქროდ”. ბარემ იმასაც დავწერ, რომ ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი ვარ, მაგრამ ამაზე უფრო დეტალურად ქვევით.

წარმოიდგინეთ ადამიანი,

  • უჭირს რთულ ადგილებში სიარული და ზოგ შემთხვევაში საჭიროებს დახმარებას;
  • არ აქვს კარავი;
  • არ აქვს საძილე ტომარა;
  • მიუხედავად სპორტულობისა, იღლება და ხშირ შემთხვევაში სიარულისას რიგში არის ბოლო (თუმცა, აქ ჩემი სიმაღლეც თავისას შვრება);
  • არ ფლობს ცეცხლის დანთების განსაკუთრებულ უნარ-ჩვევებს;
  • არც კარვის გაშლა იცის და არც დაკეცვა (პრინციპში, როდესაც კარავი არ გაქვს, როგორ გეცოდინება);
  • და ა.შ. მრავალი სხვა შეგიძლიათ დაამატოთ სურვილისამებრ :D

მაშ ასე, ლაშქრობა დაიგეგმა შაბათი დღისთვის, მე სრულიად მოუმზადებელი. მე მახასიათებს არაპუნქტუალურობა. ბოლო მომენტამდე შემიძლია მივიტანო გასაკეთებელი საქმე. მთელი კვირის მანძილზე ვყოყმანობდი – იქნებ, არ წავიდე. პარასკევ საღამოს უკვე ზუსტად მქონდა გადაწყვეტილი, რომ მივდივარ. თენდება შაბათი და მე რუგზაკიც არ მაქვს მოძებნილ-გამოღებულ-ჩალაგებული. არადა უკვე დილი 4 საათია. ვისინდისე და ყველანაირად მოვწესრიგდი, ჩავალაგე და ისევ გავეშურე ლოგინისკენ. ამ დროს ნიკამ გადაწყვიტა, არ მოეცა ჩემთვის დაძინების საშუალება და Выходила на берег Катюша მიმღერა რაოდენიმეჯერ :D რომ გენახათ, როგორ მივარდებოდა თავი, მაგრამ ვინ მაცადა ძილი და სიზმარი. მხოლოდ 1,5 სთ მეძინა :D

აი ფაქტი :D

8989
დილის 9 სთ-ზე ისნის მეტროსთან ვიყავი მილასლასებული და სრულ მზადყოფნაში. 7 ადგილიანი ტაქსი მალევე ვიპოვეთ. უფრო სწორად, თვითონ გვიპოვა :D და გავეშურეთ კახეთისკენ. მძღოლსა და მანქანაზე არაფერს ვიტყვი – ჯერ ის, რომ მძღოლი პერანგ-შეხსნილი იჯდა ძირითადად და ღიპი ჰქონდა გადმოგდებული და მანქანას რაც შეეხება – ფანჯრები და საკეტი არ მუშაობდა, შესაბამისად, მუდმივად მქონდა კარის გაღებისა და გადავარდნის შიში :D

ცოტაოდენი ძებნის შემდეგ მივადექით ნინიგორის გადასახვევს და გავჩერდით იქ, სადაც სამანქანო გზა დამთავრდა. გადმოვედით და გავემართეთ. აქვე ცნობისთვის – ლაგოდეხის ნაკრძალში შესასვლელი არის ლაგოდეხის მხრიდანაც, ჩვენ სხვა მხრიდან მივადექით. დანიშნულების ადგილი – ჩანჩქერი. მაშ ასე, ლაშქრობა დაიწყო!

ფეხით სასიარულო გზა

ძალიან, ძალიან, ძალიან, ძალიან გრძელი. არ დამთავრდა, არ დამთავრდა. მდინარეზე გადადი, გადმოდი, გადადი, გადმოდი, გადადი, გადმოდი, ფეხები დაისველე, მიაყოლე ბოტასიც და შარვალიც, მერე როკები, აცოცდი, გადაცოცდი, გადახტი, გაძვერი, გადახტი, დაიღალე, მოკვდი და მერე ყველაფერი თავიდან. ფეხით ვიარეთ საკმაოდ დიდხანს. გზაში არაერთხელ მოგვშივდა და მოგვწყურდა. გზა ძალიან დამღლელია. მე არ ველოდი ასეთ დამღლელს.

მდინარის წყალი

არის კამკამა და უგემრიელესი. არც მიფიქრია ბევრი, ისეთი მოწყურებული ვიყავი და ჩემი მშობლიური წყალი ისეთი ადუღებული იყო. გზად ვავსებდით ჩვენ-ჩვენს ბოთლებს და ბუნების ამ დაუფასებელ საჩუქარს უნახავებივით ვეწაფებოდით. ოდნავ მლაშეა, სულ უდნავ. და მაინც, უგემრიელესი.

ჩანჩქერი

აგია იგი და იგია აგი :D ულამაზესი, თვალუწვდენელი და სუნთქვის ამაჩქარებელი. გული მწყდება, რომ ისე ახლოს ვერ მივედი, როგორც ჩვენი დანარჩენი ბავშვები. მაგრამ იქ ასვლას ნამდვილად ვერ შევძლებდი. ძალიან რთული ასასვლელია და არ გავრისკე.

ღამე ტყეში

ავაგიზგიზეთ ცეცხლი, შევწვით უგემრიელესი მწვადი, დავლიეთ ბევრი ლუდი. მაშინ როდესაც შეყვარებული წყვილები თავიანთვის განმარტოვდნენ და ნიკამაც თავი ძილს მისცა, მე და თათულიმ გადავჭორეთ ნახევარი ჰოლივუდი :D ერთი ის იყო, რომ ყველა იმდენად დაღლილი იყო, რომ ჭამის შემდეგ ძილქუშმა შეუტია ყველას. ვინაიდან მე უკარვო ერთადერთი ადამიანი ვიყავი, იძულებული ვიყავი ნიკას და თათულის შევხიზნებოდი მურმანის ეკალივით :D თუმცა ღამის უმეტესი ნაწილი არ გვეძინა, რადგან გვერდითა კარაველს ესმოდა ყმუილი და ამის გამო ბიჭები ფხიზლობდნენ. მიუხედავად ჩემი მახვილი სმენისა, მე არაფერი მომესმა და მშვიდად ვცდილობდი დაძინებას. თათულიც ჩემს პოზიციას იცავდა და ასე უშფოთველად ვცდილობდით ტყის ძილს მივცემოდით. თუმცა, ეს არანაირად არ გამორიცხავს რომელიმე ცხოველის რეალურად იქ ყოფნას. ბიჭებმა ცეცხლს შეუჩიჩხინეს და ისევ ააგიზგიზეს. ჩემს განსაზღვრულ ძილს რა ვუთხარი?! ღამით ისედაც მეღვიძება ხოლმე და ეს ღამეც არ იყო გამონაკლისი. მეღვიძებოდა, “ააა ხო კარავში ვარ ლაგოდეხში” და ვიძინებდი ისევ. 8 საათზე უნდა ავმდგარიყავით, მაგრამ მაღვიძარა რატომღაც მხოლოდ მე დავაყენე. დაიჯერებთ, რომ ვთქვა,ზუსტად 8:05 წუთზე გავიგვიძე-მეთქი? სამსახურმა მიმაჩვია ამას და დიდად მომწონს ეს ამბავი-მეთქი, ვერ ვიტყვი. ძილი არ მერგება და იმიტომ. თუმცა, ამასაც აქვს თავისი პლუსები.

ულამაზესი ადგილია. ამ ზედსართავ სახელს ალბათ ხშირად დავწერ, რადგან არ ვიცი როგორ აღვწერო ის საოცარი ადგილი. მოკლედ, მოვიწამლე და ზუსტად ვიცი, რომ კიდევ წავალ. მერე ალბათ დავფიქრდები კარვისა და საძილე ტომრის შეძენაზე.

და მთავარი: განსაკუთრებული მადლობა ნიკას და თათულის. თუ კარგ ადამიანებში ხარ, არც საჭმლის გემოს უკვირდები და არც დაღლილობას. უკვე მეორეჯერ გავედი ქალაქგარეთ ნიკასთან და თათულისთან ერთად, თუმცა ის პირველი ნიკას დაბადების დღე იყო ექსკურსიის სახით. და ახლა უფრო სხვა ემოციები დამეუფლა. ისიამოვნეთ სურათებით.

About these ads

12 thoughts on “ლაგოდეხის ნაკრძალი ანუ ჩემი პირველი ლაშქრობა

    • თუ შანსი გექნება, აუცილებლად წადი. ძალიან ისიამოვნებ.

  1. გასაგიჟებელი ადგილია, სამი დღე ვიყავით კარავით და რა ვიცი, ამაზე დიდი სიამოივნება რა უნდა იყოს არც ვიცი. თან პლუს სიარულზე და ბოდიალზე თუ გიჟდები ადამიანი ))))

    • კი ნამდვილად ძალიან ლამაზია. ისეთი მოხიბლული ვარ. კარგი რამეა ლაშქრობა.

        • ჰაჰააა :D აუცილებლად უნდა წახვიდე.
          თუნდაც იმისათვის, რომ იცოდე რა არის და როგორ არის.

          • უი ეხა გამახსენდა, კარავში ვყოფილვარ ლიპას ტბაზე! მამა და მისი მეგობრები იყვნენ და მეც წამიყვანეს :დ კი მოკლედ, თუ ვინმე დამპატიჟებს, წავალ მეც, ოღონდ ფეხით სიარული ბევრი არ მინდა.

            • ხო, ფეხით სიარული ჩვენც ძალიან გვეზარება :D ძალიან მოვკვდით.

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s