Pepsi

ამასწინათ, დილით სახლისკენ მომავალმა გადავწყვიტე ჩემი საყვარელი სასმლის შეძენა სახლთან ახლოს მდებარე სუპერმარკეტში. თან იყო დღე და საშინელი, მცხუნვარე მზე. სიცხისგან უკვე აზროვნება მიჭირდა მგონი. ჰოი საოცრებაც, ამ დროს მოხდა Foodmart-ში აპოკალიფსი: სალაროს კომპიუტერს დაემართა რაღაც ხარვეზი და მთელი 20-30 წთ ორი ქილა Pepsi-ით ვიდექი 10 კაციან რიგში. ისე მცხელოდა, ერთი ქილა იქვე დავცალე, კომპიუტერს არა და არ ეშველა. ბოლოს, IT სპეციალისტი გამოვიდა და მოხერხდა პრობლემის აღმოფხვრა. ამ დროის განმავლობაში კი არაერთმა კლიენტმა დააბრუნა საყიდლად გამზადებული პროდუქტი და დატოვა ადგილი. მე კი მედგრად ვიდექი და ბოლომე დაველოდე მომენტს, სანამ ვიყიდდი ჩემს საყვარელ სასმელს.

ეს დიდი არაფერია. უბრალოდ ამ პატარა ეპიზოდით იმის თქმა მინდა, თუ როგორ ძლიერ მიყვარს ეს სასმელი და როგორ უნახავივით ვსვამ ყოველ ჯერზე, როდესაც ვყიდულობ.

პირველი საგაზეთო რეკლამა: 

"Pepsi"-ს პირველი საგაზეთო რეკლამა, 1919 წელი

“Pepsi”-ს პირველი საგაზეთო რეკლამა, 1919 წელი

პირველი სატელევიზიო რეკლამა:

მას შემდეგ ბევრი რამე შეიცვალა. გაფართოვდნენ, აშშ-ის მასშტაბებს გასცდნენ და დღესდღეობით N 1 თუ არა, N 2 სასმელი უეჭველად არის. თუმცა, ჩემთვის ის ყოველთვის N 1 იყო, არის და იქნება.

ადამიანმა, რომელიც სარეკლამო ბიზნესში ჩემზე ბევრად მეტად არის გათვითცნობიერებული, ლექციაზე თქვა: Coca-Cola-სა და Pepsi-ს შორის მუდმივად მიმდინარებს კონკურენცია (ინგლისურად რომ ვთქვა Rivalry), მაგრამ ეს უკვე ჩვეულებრივი ამბავიაო. მეც ვეთანხმები ჩემს ლექტორს, რადგან ჩემი აზრით, მთავარია არა მათი კონკურენცია, არამედ ხალხის არჩევანი. ერთმა რაც არ უნდა ანტი-რეკლამა გაუკეთოს მეორეს, თუ პირველი გიყვარს, ამ ანტი-რეკლამას არც მიაქცევ ყურადღებას. ჩემს შემთხვევაშიც ასეა. რაც არ უნდა შავი პიარი ააგოროს Coca-Cola-მ Pepsi-ს შესახებ, მე მაინც Team Pepsi ვარ.

არ არსებობს ადგილი, სადაც არ მინდება მისი დალევა. სტუდენტობის დროს, ჯგუფელები ხუმრობდნენ, ეს სულ Pepsi-ით დადისო :D ხშირად ყოფილა, რომ მაღაზიიდან გამოვსულვარ მხოლოდ იმიტომ, რომ პეპსი არ ჰქონდათ და მის საძებრად მომდევნო მეორე, მესამე, მეშვიდე მაღაზიაში შევსულვარ. სულ იმაზე ვწუწუნებ, რომ დეფიციტშია და ვერ ვშოულობ. არ ვიცი, ეს ვისი ან რისი ბრალია. ერთი ვერსია ის მაქვს, რომ ჩემნაირად ბევრს უყვარს და დახლზე არ აჩერებენ. მეორე ვერსიის თანახმად კი – დახლების სათანადო რაოდენობით მომარაგება არ ხდება. ეკონომიკის ენით რომ ვთქვა, მოთხოვნა არის მიწოდების შესაბამისი. ანუ რამდენსაც ითხოვენ, იმდენის მიწოდება ხდება. მაგრამ, როდესაც ადამიანი იმედგაცრუებული რჩება მისი ვერ-შეძენით, ის (ანუ ადამიანი-მომხმარებელი-კლიენტი) იძულების წესით თანხმდება ნებისმიერ სხვა მსგავს პროდუქტზე. ძირითად შემთხვევაში ასეა, რაც ქმნის იმის ილუზიას, თითქოს Pepsi არ უნდა კლიენტს.

1277271396110873762_00d34b0d77

Football-Pepsi-pepsi-2251348-1024-768
90 წლების ბოლო პერიოდში Pepsi დაინტერესდა ფეხბურთელებით, რამაც გამოიწვია მათთან დიდხნიანი კონტრაქტები. ერთერთი პიონერი გახლავთ ვინ თუ არა ჩემთვის ძალიან საყვარელი ადამიანი David Beckham. გახსოვთ ალბათ ეს რეკლამა, როდესაც სტადიონიდან გამოგდებულ ფეხბურთელს პატარა ბიჭიც იმედგაცრუებულს ტოვებს :D

გახსოვთ ალბათ შემდეგი რეკლამებიც:

დევიდს 10 წლიანი კონტრაქტი ჰქონდა მასთან 1999-2009, ვადაც ამოიწურა და დღევანდელ დღეს Pepsi-ის სახე ლეო მესია. ახალი რეკლამაც ასე გამოიყურება.

რაღა დავმალო და გული კი მწყდება, მაგრამ დევიდი აღარ თამაშობს და შესაბამისად, იძულებული ვარ, მესის ვუყურო :(
ადრე იყო Ask for more, ახლა არის Live for now.

გარდა ამისა, არის საიტი, სადაც განთავსებულია Pepsi-ს სხვა უფრო გრანდიოზული კამპანიები.
http://www.pepsi.com/
http://www.pepsicapsulecollection.com/

ხოდა მადლობა ვადერს, რომელმაც ამ პოსტით მიბიძგა ჩემი პოსტის დასაწერად.

 

About these ads

15 thoughts on “Pepsi

  1. აუ ახლა კიდე შენ გამახსენდი დ გამეცინა. 5 წელია უკვე გიცნობ ვააააჰ რა ბევრია. აუუ აგიჭრელე პოსტი. :D :D :D :D :D :D :D :D ვსო ამის თქმა მინდოდა, წავედი , ჩემი ძველი პოსტები უნდა წავიკითხო, რანაირი ვიყავი გადავხედო ჩემს ძველ გრძნობებს: შეიძლება 6-იც იყოს . ჰმ..

  2. სამაგიეროდ მე ქუჩაში დაგაიგნორებ ოდესმე რო ჩამოვალ თბილისში და შემეფეთები :D :D :D :D :D :D :D

  3. ეგ უკვე აღარაა არ შემჩნევა რო ალაპარაკდი მაგაზე :D შეუმჩნევლები ვართ ;)

    • ჰაჰაჰჰაა, გადასარევია.

      აუ ჩვენზე მეცინება, მაგრამ არ ვიმჩნევ.
      და იმასაც ვხედავ, რომ შენც არ იმჩნევ :D

  4. მეც პეპსი მირჩევნია კოკა-კოლას, მაგრამ შენ რაღაც განსაკუთრებულად გყვარებია ეს სასმელი :D და ბავშვობაში ძალიან მიყვარდა პეპსის რეკლამებიც :D

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s