A Minha Mala

იცით როგორ ვარ? მთელი დღე ლუარსაბივით მხოლოდ წოლა და ძილი რომ მინდა, აი ეგრე. მაგრამ ლუარსაბს ჭამაც უყვარდა, ცხონებულს :D მე ეგეც მეზარება და შესაბამისად, ბოზბაშისა და ჩიხირთმის ერთმანეთისთვის შედარებისთვისაც არ ვიწუხებ თავს. ჭამითაც მთელი დღეები მხოლოდ ორცხობილა (იგივე сухарь), ყველი და ბორჯომი (რომელსაც მთელი ცხოვრებაა, ვერ ვიტან). ჰო, ლუდისა და ჩიფსების ზედმეტმა მიღებამ (“передозировка”-მ ანუ) თავისი ქნა, კუჭი ამატკია. ანუ ძილისთვის მეტი დრო მრჩება :D
დღეს 04 ივლისი თენდება და ლოგინთან ახლოს (დიახ, ლოგინზე ვარ წამოწოლილი ლუარსაბივით), აქვე ჩემს პატარა მაგიდასთან ჩემოდანი მიდევს. რამდენიმე დღეა აკვიატებული მაქვს სიტყვა “mala”, რაც პორტუგალიურად “ჩემოდანს” ნიშნავს. A minha mala – ჩემი ჩემოდანი კი ასე გამოიყურებოდა გუშინ.

mala

რამდენიმე კითხვა რომ დავუსვა საკუთარ თავს, პასუხი ერთია
- როდის ვცოცხლობ და არა ვარსებობ?
- როდის ვარ ბედნიერი და გახარებული?
- როდის ვარ აღფრთოვანებული და გასხივოსნებული?
- როდის ვარ შეყვარებული?
- როდის ვარ ცოცხალი?
- როდის ვიცინი ყველაზე მეტს?
- როდის ვარ ყველაზე დასვენებული?

როცა ვმოგზაურობ.
ვიღაცამ მითხრა, შენ მხოლოდ ის ადამიანი გაგიგებს, ვისაც შენნაირად ან შენზე მეტად უყვარს მოგზაურობაო. თავიდან შევიცხადე, მაგას რა მნიშვნელობა აქვს-მეთქი, მაგრამ ფიქრისა და გაანალიზების შემდეგ იმ აზრამდე მივედი, რომ მართლა ასეა.
ხშირად იმასაც ვფიქრობ, რომ 12 თვიანი პერიოდი იმისთვის არსებობს, რომ 11 თვე მოგზაურობაზე ვიფიქრო და 1 თვე ვიმოგზაურო. ხშირად ვითიშები და გადავდივარ სხვა ქვეყანასა და ქალაქში. მოგზაურობა – ეს არის ჩემი ამოუწურავი ინტერესი. არასოდეს მბეზრდება და არასოდეს დავიღლები მისით.

აი ახლა გასპარზე მეფიქრება. გასპარი ხომ იცით? ჰმ, ყველამ იცის Gaspard Ulliel. ყველაზე მეტად იციან ამ ორი ვიდეოთი:
1) “ფილმ “პარიზო, მიყვარხარ”-ის ერთი სეგმენტით
2) მარტინ სკორსეზეს მიერ შანელის სუნამოს შესახებ გადაღებული სარეკლამო რგოლით.
თუმცა, მე გაცილებით ბევრი რამე ვიცი მის შესახებ და თუ მომეცა საშუალება, მოვყვები კიდეც. ფილმებიც არაერთი მინახავს, ახლა კი უბრალოდ მეფიქრება მასზე.

ამასობაში A minha mala ასე გამოიყურება.

unnamed

ვწერ პოსტს და თითქოს A minha mala ხვნეშის, მაგრამ მიღიმის. უხარია, რომ დადგა მომენტი, როდესაც ოთახის კუნჭულიდან გამოვათრიე და გავტენე თანსაცმლითა და სხვა საჭირო ნივთებით. საით მივდივარ? იქ, სადაც შარშან ვიყავი – პარიზში! გასპარს ვნახავ და ვეტყვი, რომ ძალიან მიყვარს. რომ ჩამოხვალ, დაგხვდებიო, იმ დღეს მომწერა. არ მჯერა. დაავიწყდება. დავავიწყდები “ორლი”-ს აეროპორტში. აი აგერ ნახავთ, თუ არა.

მე ის ფეხბურთელი ვარ, რომელიც ბოლო დამატებითი წუთების მიმდინარეობისას მაქსიმალურად არის კონცენტრირებული დეტალებზე. ახლა რომ მეფიქრება, A minha mala-ში ბევრი არაფერი ჩამიდია ისეთი, რაც არ მჭირდება. უბრალოდ ის მაინც გაიტენა. უბრალოდ მე ვფორიაქობ და ვზრუნავ იმაზე, რომ ყველაფერი წესრიგში იყოს.
eargasm ისაა, როდესაც სიმღერა არის საუცხოო და ასტრალში გაჰყავხარ. და აი airgasm იცით რა არის ჩემთვის? როდესაც თვითმფინავი ძლივს-ძლივს სეირნობის შემდეგ, ჩერდება და შემდეგ მთელი ძალით და ძალიან დიდი სიჩქარის განვითარებით იწყებს მოძრაობას. შემდეგ ჰაერში ადის და ადამიანი მიჰყავს ცისკენ. ამ დროს მე მაკანკალებს, თავი მგონია ყველაზე მძიმეწონიანი ადამიანი და თანავუგრძნობ თვითმფრინავს, რომელსაც უწევს ასეთი დიდი სიმძიმის (ანუ ჩემი) თრევა. ლიფტშიც ხომ ეგრეა, ზევით რომ ადიხარ, საკუთარ წონას გრძნობ. ნერვიულობა ფეხებში, ტვინის უკრედებსა და გულშია მხოლოდ. სასურველ სიმაღლეზე აფრენის შემდეგ თვითმფრინავი სწორდება და airgasm-იც მთავრდება.

გასპარი მენატრება. თან ძალიან.

A minha mala-ს ეღიმება ისევ. ელოდება იმ მომენტს, როდესაც ერთმანეთს რამდენიმე საათით დავშორდებით. თბილისში დავშორდებით და პარიზში შევხვდებით. მანამდე მე თურქეთში შევივლი; აეროპორტში “საქმე მაქვს”. თუმცა, A minha mala ბედნიერია. ძალიან ბედნიერია, ჩემსავით.

nm,

About these ads

13 thoughts on “A Minha Mala

  1. აჰ, მთელი დაწერილი წაიშალა და არ დაიდო. ხელახლა უნდა დაგიწერო. მაშ ასე, ჩემგან ორი საათის სავალზე მოდიხარ კიდევ ერთხელ. სექტემბერში, ჩემი და რომ მესტუმრება ჩვენც ვაპირებთ პარიზში, მაგრამ იქამდე შენ აღარ იქნები ალბათ მანდ. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებ და მშვიდობით დაბრუნდებას სახლში. პ.ს. 4 ივლისი ჩემი დღეა. 25 წლის გავხდი :p

  2. ქეთოო ესე იგი კიდევ ერთხელ მიახლოვდები. ჰმ .. ჩემგან ორი საათის სავალზე იმოძრავებ. ჩემი დის სტუმრობას ველოდები და ჩვენც ვაპირებთ პარიზში წასვლას. მაგრამ შენ აღარ იქნები ალბათ სექტემბრამდე პარიზში. მოკლედ, ბედნიერ მოგზაურობას გისურვებ და მშვიდობიანად დაბრუნებას სახლსა შინა. პ.ს. 4 ივლისი ჩემი დღეა. 25 წლის გავხდი :p

  3. ყავას გავიკეთებ ახლა და გადავიკითხავ პოსტს. მაიცა.

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s