Transit N 1

რეისი: თბილისი – სტამბოლი

აეროპორტში ასე მიწურულში პირველად მივედი. როდესაც შედიხარ, ჩანთების სკანირება ხდება. იცით ალბათ ყველამ და ვინც არ იცის, გეტყვით, რომ ეს არის ბარგის შემოწმების მეთოდი აეროპორტებში. წარმოიდგინეთ სიტუაცია: მაქვს ორი-სამი ჩანთა ჩემოდნიან-ხელჩანთიან-ლეპტოპიან-ფოტოაპარატიანად, ნუ ჰა ოთხი ჩანთა. დავდე 1 ჩანთა და  ამ დროს ვიღაც სოფლელი, რეგვენი, იდიოტი (არ მერიდება ამ სიტყვების, რადგან გაცოფებული ვიყავი ამ ფაქტის ხილვისას) ქალი თავის პატარა ხელჩანთას ტენის ჩემი ჩანთის შემდეგ. არადა, მე ჯერ არ მქონდა ჩემი მთელი ბარგი დადებული. ანუ შუაში ჩამიხტა. ისე გავცოფდი, ემოციები ვერ მოვთოკე. მე წარმატებით გავიარე დეტექტორი და რას ვხედავ :D ამ ქალის ხელჩანთა ამ დეტექტორმა ჩაიხვია :D ახია! ნუ მე რომ ამ ქალთან ემოციები ვერ შევიკავე, ეგ უკვე აღვნიშნე. რაღაც მივაძახე. პასუხად არც “უკაცრავად, მეჩქარება” და არც არაფერი. ნუ მოკლედ. ეს საქართველოა. ქაჯეთის ქვეყანა.

რეგისტრაცია უკვე დაწყებული იყო. უცებ ჩემი რეისი მოვძებნე და ჩავდექი რიგში. იქ სადღაც, რამდენიმე დეციმეტრში ქართველების ჯგუფი ჰიმნს მღერის მთელ ხმაზე. მღერის არა, გაჰკივის. ო ღმერთო. მალე ავიდე მეორე სართულზე. მერე უცებ მახსენდება, რომ ყველას აქვს უფლება, მისთვის სასურველი რამ აკეთოს, მათ შორისაა სიმღერაც.

რომ შემეძლოს, ზუსტად ავსახავდი ჩემი გულის დარტყმის სიმძლავრეს. იმას არ ვამბობ, რომ ძლიერ მიცემს. ჯერ ზუსტადაც რომ ჩვეულებრივად მიცემს, უბრალოდ ასახვა მინდა, რომ ვიცოდე какое у меня сердцебиение, когда я в самолёте. ვზივარ თვითმფრინავში, ხელში კალმით და ვწერ ბლოკნოტში.
აი თვითმფრინავი დაიძრა. მივდივართ ძალიან ნელა. უფრო სწორად ჯერ ტრიალდება. ძრავის ხმა ნელნელა მატულობს. მე თან ვწერ და თან ვემზადები airgasm-ისთვის. მიწა ისეთი არაერთგვაროვანია, ვჯაყჯაყებთ. თვითმფრინავი გაჩერდა, შუქები ჩააქრეს…
აააააააააა, ვაიმე! ეს ენით აღუწერელია! პირდაპირ ტვინში გრძნობ თვითმფრინავის მდგომარეობის ცვალებადობას. ჯერ კიდევ თბილისის თავზე ვართ, მაგრამ მთავარია მივფრინავ. ყურები დამიგუბდა და ამიტომ ნერწყვს ვყლაპავ ხშირად.
ჩემს თანამგზავრს ჩანთაში შოკოლადი უდევს. რა შუაშია, მაგრამ ისე მშია, ეს უნდა მეთქვა.
ღრუბლები მიწად მაქვს ქცეული და ვარ ყველაზე რომანტიული ადამიანი მთელ მსოფლიოში. აიპოდი შემთხვევით მასმენინებს სიმღერას და ეს სიმღერაა Smashing Pumpkins-ის „To Sheila”. ფიქრები მერევა ერთმანეთში.

Twilight fades
Through blistered avalon
The sky’s cruel torch
On aching autobahn
Into the uncertain divine

არადა აიპოდის წამოღება მეზარებოდა. ახლა კი ვხვდები და ვაცნობიერებ, რომ მისი, საწერკალმის, ბლოკნოტის და ფრედერიკ ბეგბედერის (Frederic Beigbeder) წიგნის („არდადეგები კომაში“) წამოღება კარგი იდეა იყო.
უი, რომ არ დამავიწყდეს – ფრედის უნდა შევხვდე. ეს არ იქნება ინტერვიუ, ეს იქნება საუბარი მისი წიგნების შესახებ. ვფიქრობ ოქტავ პარანგოთი (Octave Parango) დავიწყო თუ მარკ მარონიეთი (Marc Marronnier). ააა, ჯო დუმულენით. დუმულენში საკუთარ თავს არამგონია ხედავდეს. ჯო დიჯეია, რომელიც პარიზში იმისთვის დაბრუნდა, რომ ერთერთ ღამის კლუბში ხალხი გაართოს მის მიერ გარემიქსებულ უკვე ცნობილ ძველ კომპოზიციებზე. ჰოდა, ახლა გეკითხებით, ფრედი არის ასეთი? :D რა თქმა უნდა, არა. აი მარკ მარონიე კიბატონო. მას მეც ვადარებ ხოლმე, თუმცა ფრედის იხტიბარის არ-გატეხვის მომენტი უდგება ხოლმე, ხმამაღლა გადაიხარხარებს და მპასუხობს: „რა სისულელეა“-ო.
მეღიმება. 4 ივლისი აშშ-ის დამოუკიდებლობის დღეა და მე ეს ფაქტი საერთოდ არ მაინტერესებს. რა დროს ამერიკაა, მე პარიზში მივდივარ ააააა, თვითმფრინავის ერთი ფრთა ქვევით დაეშვა, მეორე – ზევით აიწია. ეს airgasm-ის ერთერთი ნაირსახეობაა, იმჰო.
ვიფიქრე წავუძინებ-მეთქი, მაგრამ აზრი არ აქვს, აქ ეს ვერ ხერხდება, მთქნარება კი იცოცხლე.
ახლა გამოაცხადეს სტამბულის აეროპორტ „გოქჩენში“ ვეშვებითო. ღრუბლები თვითმფრინავის საწინააღმდეგოდ მიდიან. ანა კალანდაძის ჩემი საყვარელი ლექსი მახსენდება:

მათ გადაიარეს ცა პირამიდების,
ხეთა და მიდია…
ზღაპრული ურარტუ, ქართული მინდვრები,
კვლავ საით მიდიან?

პრინციპში მგონი მხოლოდ ანა კალანდაძის ლექსები მიყვარს.
არც უსაფრთხოების ნორმები და არც სხვა რამე არ გამოუცხადებიათ ინგლისურად. პატარ-პატარა ტბებსა და მდინარეებს ვლახავთ და ვემზადებით დასაშვებად. აუ რომ დავეშვებით, ტაში არ დავუკრათ რა. მსგავს გოიმობას ალბათ მარტო ქართველები აკეთებენ.
თურქული მზე რა ლამაზია: წითელ-სტაფილოსფერი, ნახევარად ღრუბელში. სანამ აპარატი ამოვიღე, გავცდით :/

რეისი: სტამბოლი – პარიზი

DSC_0660
ჩამოსვლისას boarding pass-ით ხელში საინფორმაციო დაფას დავუწყე ძებნა და შემდეგ რეისებში დავიკარგე. არის ჩემი რეისი, 10:30 სთ-ზეა, მანამდე კი 4 მოსაწყენი 60 წუთი. რა ვაკეთო 4 საათი ქვეყანაში, რომელსაც ვერ ვიტან?!
გოქჩენი, პეგასუსი, სტამბოლი, თურქეთი – ეს ის საკუთარი სახელებია, რომლებიც არ მიყვარს. ორი ქვეყანა, რომელიც სულ მეზიზღებოდა: საფრანგეთი და თურქეთი. მახსოვს ამის შესახებ ფრედის ვუთხარი ადრე და სნობურად გადაიხარხარა. ოღონდ ვერ გავიგე: დამცინა, დამეთანხმა თუ იწყინა. რაც არ უნდა იყოს, მარტო ფრედის გავუმხილე ეს. იმედია, სადმე თავის წიგნში არ ჩაწერა ეს ამბავი ჩემი სახელისა და გვარის მითითებით. ეხერხება მსგავსი დამპლური საქციელი და არც დამინდობს დიდად. მაგრამ შარშანდელი ანუ პირველი ვიზიტის შემდეგ საფრანგეთი ძალიან, ძალიან შემიყვარდა. ისე მიყვარს, რომ სულ მახსენდება, ძალიან ბევრ ფილმს ვუყურებ, ბევრ მუსიკას ვუსმენ და ა.შ. ნუ მოკლედ.

Radiohead-ის Subterranean Homesick Alien-ს მასმენინებს აიპოდი და კიდევ კარგი, თორემ ვინმე მუსულმანი მამაკაცები ძალიან ხმამაღლა საუბრობენ სადღაც აქვე და შევწუხდი. Starbacks-ის ყავის სმისას მივხვდი, რომ Burgerking-ის დიდი ბუტერბროტი მინდა. სანამ ბუტერბროტი მომცეს, გამყიდველმა კიარადა დაცვამ ჯერ განსხვავებულად გამიღიმა, შემდეგ საუბარი გამიბა. საყვარელი და სასაცილო თურქი :D ფრიად გაკვირვებული დავრჩი, როდესაც გურჯისტანის ხსენებისას დიდი ვერაფერი მივახვედრე. დავიკიდე. თვალები კარგად მიბულბულა. ცოტა არ იყოს და ეწყინა, როდესაც გაიგო რომ თურქეთში არ ვაპირებდი მოგზაურობას.

20140705_093651

კინაღამ გასასვლელი (ანუ gate) შემეშალა: სხვა მიმართულებით წავედი. სხვის მითითებას გავუყევი და მაგიტომ. მალევე მოვედი აზრზე და 180 გრადუსით მოვტრიალდი. ახლა ისევ თვითმფრინავში ვარ და ვემზადები მეორე airgasm-ისთვის. თვითმფრინავი ისევ ჯაყჯაყით მიიწევს წინ. თურქეთში დილის 11 სთ-ია ამასობაში. ტრანსპორტი ჩერდება. გავიხედე, ყველას საძილედ გადაუდია თავი. აზრზე არ ხართ რა. ახლა იქნება ყველაზე მაგარი მომენტი!

Marion Cotillard-actrice-compagne-Guillaume Canet-grossesse-enceinte-bébé
მგონი ისევ გიომთან (Guillaume Canet) მომიწევს დარეკვა, რომ დამხვდეს. ეგ და მარიონი (Marion Cotillard) იმდენს დაფრინავენ, მგონი აეროპორტში ცხოვრობენ. სამი დღის წინ ვესაუბრე მთელ ოჯახს. რა საყვარლები არიან გიომს ადრე ვკითხე, გასპარს (Gaspard Ulliel) თუ იცნობ-მეთქი, კი, მაგრამ დიდად არ ვმეგობრობ, ოდრიმ (Audrey Tautou) გაგვაცნო ერთმანეთი და თანაც მე და გასპარი ერთი ქალაქის შვილები ვართო.

tumblr_mrw8ttexug1s88ss5o1_1280
ხო, ოდრი ნამდვილად ორივეს იცნობს, რადგან ორივესთან ითამაშა ფილმებში: გიომთან „უბრალოდ, ერთად“-ში, გასპართან კი „ძალიან გრძელი ნიშნობა“-ში.
წინა რიგიდან ვიღაც დამაკვირდა. სავარაუდოდ ჩემი ქართული გაიგონა, რადგან თვითონაც ქართველია. თბილისის აეროპორტში იჯდა მოსაცდელში ჩემ წინ. ხოდა ახლაც ზის აგერ ჩემ წინ თვითმფრინავში და ვინმე ფერადკანიან წუთის წინ გაცნობილ თანამგზავრს ესაუბრება ბენზემას (Karim Benzema) შესახებ. ხო, კარიმ მუსტაფაზე საუბარი დღეს აქტუალურია, გუშინ წააგეს ფრანგებმა გერმანიასთან და შესაბამისად, პარიზის ორლის აეროპორტში თუ ბენზემას, დიდიე დეშამს და ა.შ. საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრებს შევხვდი, არ გამიკვირდება.
მგზავრობამ კარგად ჩაიარა. თვითმფრინავი კარგად აფრინდა, კარგად დაფრინდა და კარგად იფრინა. მე მთელი სტამბოლი-პარიზი რეისი გასპარი მენატრება.
აუ ეს All passports მკლავს. ყველა ჩამოსული ერთ ადგილას გავდივართ საპასპორტო კონტროლს და რიგი არის უზარმაზარი. რამდენიმე ქართველიც აქაა და ნუ მოკლედ. ძლივს, მოვრჩით. ბარგის ჩამოტარება ძირითადად დიდხანს გრძელდება ხოლმე, მაგრამ ამჯერად ჩემოდნები ისე ჩქარა „მოვიდნენ“, გამიკვირდა კიდევაც.
აი ის მომენტი მიყვარს, ჩემოდნებით რომ გამოდიხარ და ხალხი გაფართოებული თვალებით რომ გიყურებს. შენ კი მოაბიჯებ და თავი გგონია Queen of the Universe :D (აქცენტი ჩემი ბლოგის სახელწოდებაზე :D).

About these ads

14 thoughts on “Transit N 1

  1. სტამბოლზეც ვწერდი აქ რაღაცას, მაგრამ დამეზარა და თან დაგინდე :)) თან იმდენი მაქვს დაწერილი ბლოგზე რომ ჯანდაბას, გავატარებ :))

  2. ტაბლეტის გამორთვა არაა აუცილებელი. აიფედზე არ ვიცი და ქინდლზე ეგრეა. რიდერზეც და ფაიაზეც. :)

    ჰოდა ბლოკნოტიც ეგაა და წიგნიც. ცალკე რა ჯანდაბად გინდა კალმისტარი და ბლოკნოტი:) სტილუსი და ტაბლეტი.

  3. მემგონი თვითმფრინავის მშვიდობიანად დაშვების შემდეგ ტაშის დაკვრა მხოლოდ საქართველოში/ქართველი მოქალაქეების მიერ არ ხდება :)
    და კიდევ, როგორ შეიძლება სტამბული არ გიყვარდეს? O.o აი როგორ უბრალოდ :/

    • სხვაგან არ მსმენია, მაგრამ თუ ეგრე თვლი, შეიძლება მართალიც იყო.

      აუ აუ აუ აი სტამბოლზე სულ შენ მახსენდები და მორიდებისგან კრუნჩხვები მეწყება :(

  4. შენა, აფრენ-დაფრენის დროს, ელექტრონული მოწყობილობები რომ უნდა გამორთო, შენმა აიპოდმა ვერ გაიგო? :D

  5. მეერე?

    პ.ს. აეს რა იყო ისე ა? :D
    “Starbacks-ის ყავის სმისას მივხვდი, რომ Burgerking-ის დიდი ბუტერბროტი მინდა”

    • ოოოო მომშივდა და :D

      ოოოო მოიცა პაწა ხანი.
      იმდენი პოსტი მაქვს დასაწერი :D

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s