Club27

The most of all I miss Amy Winehouse!

ყველა იმ ცნობილი მუსიკოსის გახსენებისას, ვინც 27 წლის ასაკში გარდაიცვალა, მე ყველაზე მეტად ეს ადამიანი მენატრება. ეს 10-20 წლის მერეც ასე იქნება, რადგან ემი იყო მომღერალი, რომელიც შემოიჭრა ჩემს მუსიკალურ განზომილებაში და მიუხედავად ახალგაზრდა ასაკისა, ყველა სხვა დანარჩენის გვერდით დაიკავა დამსახურებული ადგილი. მისი არცერთი ალბომი არ მაქვს, როგორც ასეთი. არც მინდა. არ მინდა მომბეზრდეს და ყველა სიმღერა ვიცოდე. პირიქით, მსიამოვნებს იმის შეგრძნება, როდესაც რამე ახალი (ახალი რა, ჩემთვის ახალი) სიმღერა მეჩეხება youtube-ში. აი ახლაც მისი ერთ-ერთი youtube list ჩავრთე და ვუსმენ ძალიან, ძალიან, ძალიან, ძალიან კარგ და ჩემთვის ახალ სიმღერას.

თავის დროზე Brit Awards-ის ყურებისას ვნახე ეს სვირინგებიანი და ექსცენტრიული გოგონა და ერთი ნახვით შემიყვარდა. ყველაზე მეტად მის მიერ დაწერილი ტექსტები მიყვარს, რომლებიც რა თქმა უნდა ზუსტად გამოხატავენ მის იმჟამინდელ რეალურ მდგომარეობას. დღეს 23 ივლისია, მისი გარდაცვალებიდან ზუსტად 3 წელი გავიდა. ნეტავ არსებობდნენ იმპულსები, რომელთა საშუალებით ის შეძლებდა ახალი სიმღერებისა და მუსიკის აქეთ გადმოგზავნას. ჩემზე ბედნიერი არ ვიცი, ვინ იქნებოდა.

ყველაზე მეტად მისი ეს სიმღერა მიყვარს: ტექსტი აქვს არაბუნებრივად ბუნებრივი და თუ მე სადმე შემიძლია საკუთარ თავზე რამე ვთქვა, ეს სიმღერა უნდა ვისმინო.

 

ამავე ასაკში გარდაცვლილი მეორე და ჩემთვის საყვარელი ადამიანი არის კურტ კობეინი (Kurt Cobain). მისი სმენა ძალიან ღრმა ბავშვობიდან დავიწყე. მაშინ თავი უკვე მოწიფული მეგონა მსგავსი ჟანრის სასმენად. არადა, ღმერთო ჩემო :D, წლების შემდეგ მივხვდი, რომ თურმე იმ ასაკისთვის საკმაოდ მძიმე ჟანრს ვუსმენდი. ხალხი დღესაც ვერ უსმენს Nirvana-ს, რადგან ემძიმებათ. გუშინდელი დღესავით მახსოვს 1993 წელს როგორ ვიჯექი 6 წლის ღლაპი და ვუყურებდი Nirvana-ს ამ live-ს MTV-ზე.

იმის მერე სულ მიყვარს და მიყვარს. ყოველდღე ვუსმენ-მეთქი, ვერ ვიტყვი, არ მოგატყუებთ, მაგრამ ემისი არ იყოს, კურტსაც საპატიო ადგილი უჭირავს ჩემს მუსიკალურ განზომილებაში. ნაცნობი სიმღერებისა და ნაცნობის ჩახრინწული ხმის გაგონებისას სხეულში ჟრუანტელი მივლის. ბედნიერი ვარ, რომ მომეცა თავის დროზე საშუალება, რომ კურტის შემოქმედებას კარგად გავცნობოდი. მაშინ სად იყო youtube, ლინკები, საიტები და ანუ ინტერნეტი. მაშინ იყო ტელევიზორი და 24სთ-იანი MTV, რომელიც დღეს ძალიან მაკლია. მაგრამ ნუ რამის ნაკლებობაა, მაშინ იმ MTV-ის და არა დღევანდელის. პრინციპში, დღევანდელი MTV არც ვიცი როგორია. მისი ყველა სიმღერა ძალიან მიყვარს, აი მაგალითად, ერთ-ერთია ეს


და მესამე ადამიანი, რომელიც აგრეთვე ამ ასაკში შემიყვარდა და 100%-ით ჩემი გახდა, არის ლანა დელ რეი (Lana Del Rey). ოღონდ ორი წინამორბედისგან განსხვავებით ის, კიდევ კარგი, ცოცხალია და სანამ მე ამ პოსტის წერას მოვაბი თავი (ამ პოსტს ვწერ 4 თვეა, ასჯერ ყველაფრის წაშლითა და თავიდან დაწყებით), 28 წლისაც შესრულდა უკვე. ლანაც თავად წერს სიმღერების ტექსტებს ორი წინამორბედის მსგავსად და მუდმივად ეს ტექსტები არის ჩემთვის საინტერესო
27

ლანას სიგიჟემდე უყვარს ნირვანა; ხშირად აღნიშნავს, როგორც მასზე გავლენის მომხდენ ჯგუფს და თუ სადმე, მის სიმღერაში ან სიტყვა “Nirvana” გაიგონეთ და ან “Kurt Cobain” ან კლიპში დაინახეთ, არ შეიცხადოთ. ლანას ნამდვილად ძალიან უყვარს ეს ჯგუფი. ემიც უყვარს და მის გავლენასაც აღნიშნავს ხოლმე. ივნისში (28-ე დაბადების დღემდე რამდენიმე დღით ადრე) თქვა ერთ ინტერვიუში განაცხადა, ნეტავ მკვდარი ვიყოო, რაზეც კობეინის შვილისგან მიიღო პასუხი ტვიტერის მეშვეობით: 234

და ამ დროს სად ვარ მე?
გამარჯობა, ჩემი სახელი ყველამ იცით და ზ/ა ადამიანებივით ნიჭიერი და გამორჩეული რომ არ ვარ, მაგას მე გეტყვით. ზარმაცი რომ ვარ და თავმოუბმელი – ბარემ მაგასაც. სხვანაირად ვერ ვხსნი იმ ფაქტს, რომ ამ პოსტის დაწერა მინდა 6 მარტიდან მოყოლებული. ჰო, 6 მარტს 27 წლის გავხდი. ამ დღეს კიდევ დაიბადნენ მიქელანჯელო და დევიდ გილმორი. მიქელანჯელოს შესახებ დავწერ არცთუ ისე შორეულ მომავალში, David Gilmour-ს რაც შეეხება, ძალიან შემიყვარდა ბოლო 6 წელია და აგერ ჩემი საყვარელი სიმღერაც.
27…
ბავშვობაში მეგონა, რომ: ეს ის ასაკი იყო, როდესაც ძალიან, ძალიან დიდი იქნებოდა ადამიანი. უკვე სწავლაც დამთავრებული გაქვს, მუშაობს კარგი შემოსავლით, ოჯახი აქვს შექმნილი, შვილებიც ჭყიპინებენ და მისი აზრი საზოგადოებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია. მოკლედ, კაცი (ქალი) არის და ქუდი ხურავს. რეალურად კი: ეს ის ასაკი არის, როდესაც შეიძლება ისევ სტუდენტი იყო; მე უკვე მაგისტრის დიპლომიანი ვარ, ტაქსისტობაც შემიძლია, მაგრამ მაინც სულ რაღაცის კურსებზე დავდივარ და რომ შემეძლოს კიდევ ვივლიდი რაღაცებზე. კარგი შემოსავალი შორეული ოცნებაა (აქ მახსენდება, რომ ღმერთს მადლობა უნდა ვუთხრა, რომ ჩემი სამსახური სტაბილურია ჩვენს წილხვედრ ქვეყანაში და ამიტომაც ჩუმად ვარ, ხმას არ ვიღებ). საზოგადოება კი ინდივიდუალური ცნებაა: ვიღაცისთვის პეტრეა საზოგადოება და ვიღაცისთვის პავლე. შესაბამისად, ვიღაცისთვის ჩემი აზრი მნიშვნელოვანია, ვიღაცისთვის – არა.
ჩემთვის კი ეს არის ასაკი, როდესაც ძველებურად ისევ

  • მიყვარს ფილმების ყურება და ამ ბლოგის ერთგულმა მკითხველმა ეს ძალიან კარგად იცის მთელი Must see ფილმებით.
  • მიყვარს მუსიკის, სიმღერის, ტექსტებისა და შემსრულებლების ქექვა-ძიება. ასევე მიყვარს ჩემი ძველი ფავორიტები.
  • ზუსტად ვიცი, რომ ადამიანი, რომელსაც ყველაზე მეტად ვუყვარვარ არის ბებიაჩემი. ხშირად ვფიქრობ, რომ დედაჩემზე მეტადაც კი. ნერვები მეშლება, რომ მას კმ-ები მაშორებს და როცა ძალმიძს, აუცილებლად ჩავდივარ ზუგდიდში მასთან.
  • ისევ ძალიან მიყვარს ფეხბურთის ყურება. მთელი მსოფლიო ჩემპიონატის დროს რაც კი რამე იყო, ყველაფერს ვუყურებდი. ჩემპიონატის გარეთ, თითქმის ყოველდღე რაღაც ახალ ვიდეოებს ვნახულობ მათი მონაწილეობით, სტატიებს ვკითხულობ, თვალს ვადევნებ facebook-ზე, ინსტაგრამსა და ტვიტერზე.
  • მიყვარს უცხო ენები. ბავშვობა-თინეიჯერობაში ნასწავლ რუსულს, ინგლისურს, გერმანულსა და მეგრულს (თუ ეს არ ითვლება?! :D) დავამატე პორტუგალიური და თუ დამჭირდა, გაქცეულ იტალიელსაც მოვაბრუნებ.
  • მიყვარს ბრაზილიური სერიალები და საერთოდ არ მერიდება ამ ფაქტის. ვუყურებ რუსული სუბტიტრებით (დიახ, დიახ სუბტიტრებით და არა თარგმანით!!!). აბა პორტუგალიური ენა საიდან მესწავლა?! მიყვარს ბრაზილიელი მსახიობები, მომღერლები, ფეხბურთელები და საერთოდ ბრაზილია არის ერთ-ერთი უსაყვარლესი ქვეყანა.
  • ვარ ზოდიაქოთი თევზები და მთელი ჩემი უცნაური ხასიათი, ემოციურობა და არაპროგნოზირებულობა ისევ ძველებურად ფუნქციონირებს. როგორც ძმაკაცი მეუბნება, “you and your issues” :D
  • ძველებურად მიყვარს David Beckham, პლუს, ყველაზე სიმპატიურ მამაკაცად მიმაჩნია და ზეპირად ვიცი მისი თითქმის ყველაფერი. ნუ სხვა ფეხბურთელებიც მიყვარს პარალელურად.
  • მინდა ველოსიპედი. მინდა, მინდა და მინდა. თუმცა, მათი ფასები და თბილისის არასათანადო ტროტუარი ყიდვის მოტივაციას ერთი-ორად მიქვეითებს.
  • ისევ ძალიან ემოციური ვარ. აი ძალიან. და ეს ზოგჯერ კარგია, მაგრამ ცუდი. ეს იწვევს ჩემს უმიზეზო აფეთქებებს, რომლებსაც ვიღაც უძლებს, ვიღაც – ვერ. ვინც ვერ უძლებს – ის მიდის, ვინც უძლებს – იმას უფრო მეტად ვუყვარდები და მეუბნება, რომ “ასეთიც საყვარელი ხარ”.  თუმცა, მე მაინც მინდა უფრო მშვიდი და დაბალანსებული ვიყო, მაგრამ არ ვიცი როგორ დავიწყო ასეთად ყოფნა. პირველად მესამე კლასში მითხრა კლასელმა – ვერიკომ, რა ემოციური ხარო. მაშინ ამ სიტყვის მნიშვნელობა არ ვიცოდი.
  • შემიძლია ნებისმიერი ასაკის ადამიანთან გამოვნახო საერთო ენა და არანაირ დისკომფორტს არ მიქმნის ასაკობრივი თუ ენობრივი ბარიერი. ასაკობრივს თან ახლავს მენტალური ბარიერიც, კულტურული და ა.შ. მაინც შემიძლია საერთო ენის გამონახვა.

როდესაც აღარ

  • მჯერა მომავლის. აი ასე, მარტივად. ყოველ შემთხვევაში, იმის მაინც არ მჯერა, რომ საქართველოს ეშველება. და საქმე მხოლოდ მთავრობის ცვლილებებში არ არის. ხალხს არ უნდა ცვლილება და თუგინდ აღმაშენებელი/თამარი/ილია ააყენე საფლავიდან და დასვი ქვეყნის მეთაურად.
  • არის არც AC Milan და არც Manchester UTD მოწინავე გუნდები.
  • თამაშობს David Beckham. არ მეგონა, ასე მტკივნეულად თუ გადავიტანდი ამ დღეს. ფაქტიურად, ჩემი ერთი ძალიან დიდი ნაწილის კარი დაიხურა.

ახლა კი

  • მეგობრობის მხრივ: აღარ ვცდილობ ვიღაცასთან ურთიერთობის ასაწყობად “საქმენი საგმირონი” ჩავიდინო და ამ ურთიერთობებზე ბევრი ვიფიქრო. წლების წინ, მაგალითად, ჩემს დაბადების დღეზე დაპატიჟებული ადამიანი თუ არ დამპატიჟებდა თავისაზე – გული მწყდებოდა და ვცდილობდი ამაო პასუხები მეძებნა ამ ფაქტის ასახსნელად. დღეს კი მსგავსი ფაქტი ჩემთვის ახალი გაკვეთილივითაა, რომელიც მახვედრებს, რომ ვიღაც რომ გიყვარს, არ ნიშნავს, რომ მასაც უყვარხარ. უკანასკნელი მსგავსი გაკვეთილი რამდენიმე თვის წინ ჩამიტარდა. ეს არ არის არც ბოღმა და არც არაფერი, იმ ადამიანთან დღემდე არაჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს და ამასწინათ ვნახე კიდევაც. უბრალოდ ეს ის ადამიანი არ არის, ვისთვისაც რამე ღირებული საქციელი უნდა ჩავიდინო. არ მჯერა, რომ მეგობრობა მაშინაც მყარია, როდესაც ერთ ქალაქში ხართ და წლობით არ ნახულობთ ერთმანეთს. თუ ნამდვილად გიყვართ ერთმანეთი, კვირაში 2 საათის გამონახვა არ უნდა იყოს პრობლემა იმის პირობებში, როდესაც სხვა ადამიანებს ყოველდღე ხედავ. სამაგიეროდ მყავს ძმაკაცი, რომელიც უცხოეთში ცხოვრობს და მე ზუსტად ვიცი, რომ ჩვენი 7 წლიანი მეგობრობა ერთ-ერთი მყარი ურთიერთობაა, რომელიც მე მაბედნიერებს და ძალას მმატებს. ვჩხუბობთ, ვკამათობთ, მაგრამ აუცილებლად ვრიგდებით და არ ვბეზრდებით ერთმანეთს.
  • სიყვარულის მხრივ: დღევანდელ დღეს ვფიქრობ, რომ საკმაოდ შემეცვალა შეხედულება ამ გრძნობის მიმართ. ადრე იყო ის, რომ სიყვარული გამირბოდა მე, ახლა კი – მე გავურბივარ მას. ან შეიძლება ქართული სიყვარული მებანალურება და ვერაფერ რომანტიკულს მე მასში ვეღარ ვხედავ. ჩემს თითქმის ყველა ახალდაწყებულ ურთიერთობაში ვამბობ ფრაზას: “აუ მოდი დავშორდეთ, აზრი არ აქვს ამ ყველაფერს. არაფერი გამოგვივა” და ვცდილობ ურთიერთობის დასრულებას. ან განგებ ისეთ რაღაცებს ვაკეთებ, რომ მამაკაცს იძულებულს ვხდი, ურთიერთობის დასრულება მოვანდომო. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი მუდმივად ჩემი “issue”-ებია და ის მამაკაცები დიმიტრი გელოვანის კლონები არიან. უჰჰჰჰ :D იმდენი მე მილიონი დოლარი, რამდენიც wrong guy-სთანაც მიცდია ურთიერთობა. ზოგს იმხელა კომპლექსები ჰქონია, რომ არც ველოდი. ზოგს ჩემში არ მოსწონს გენდერული თანასწორობის სურვილი და ა.შ. ვიმეორებ: თანასწორობის და არა ემანსიპაციის. აი მაგალითად, ჩემს ერთ ექსს ახლა საცოლე ჰყავს და თვალით რომ არ მინახავს ის გოგო, ზუსტად ვიცი რა ტიპაჟია :D ხმის ამოუღებელი, მორჩილი, ადვილად მართვადი, “კუხნაში” შესული, “ქმარს საჭმელი უნდა გავუკეთო, მერე რა, რომ მე უფრო დაღლილი ვარ”, მოფუსფუსე და ანუ ის ტიპაჟი, რაც ძირითადად მოსწონთ ხოლმე სტანდარტულ ქართველ მამაკაცებს. ალბათ პერიოდულად ჩემი ექსი რაღაცას ჩაყვირებს ხოლმე (ჩემი ექსი ხომ სუპერ-ფეთქებადი და სუპერ-ისტერიკული პერსონაა), გოგო გაიბუტება და შემდეგ 1 თაიგული ვარდებისა და 1 სუნამოს დანახვისას არათუ შეურიგდება, არამედ იქით გადაყვება. ანუ ქარხნული ჩამოსხმის, შაბლონური გოგო :D Nee, მე ასეთი არ ვარ, მადლობა ღმერთს. ჩემთვის სიყვარულში სხვა ფასეულობებია და ერთ-ერთი მათგანი არის ურთიერთგაგება, ურთიერთნდობა და ურთიერთპატივისცემა. სიყვარული ჩემთვის ამ პუნქტებით იწყება და არა საჩუქრებით, ხელიხელჩაკიდებითა და “შენ ჩემი მზე ხარ ამომავალი” ფრაზებით. მესამე შემთხვევა ისაა, როდესაც ორივე კარგი ტიპები ვართ :D მაგრამ უბრალოდ სხვადასხვა პლანეტებზე ვცხოვრობთ. We’re just not that into each other. სხვა ინტერესები, სხვა მისწრაფებები, სხვა ფასეულობები, ა.შ.
  • ოჯახის მხრივ: ოჯახი იმ ადამიანთა კოლექტივია, ვისაც არც ირჩევ და ვერც არჩევ. ის გყავს და მის წევრებს ვერ შეცვლი. ერთი მხრივ, კარგია, ალბათ. არ ვიცი. მეორეს მხრივ, კი გული გწყდება, რომ ვერ ცვლი. ერთმანეთში გამართული მთელი იმ წვრილწვრილი კამათების შემდგომ მე ვიღლები. ეს კამათები ისეთი უაზროა, რომ არც ღირს ხსენებად. მაგრამ მე მაინც ვიღლები. ალბათ იმიტომ, რომ მე ზოგადად ვიღლები ნებისმიერი შეუთანხმებლობით. 27 წლის ვარ უკვე, 17-ის კი არა, დავბერდი :D
  • ნათესაობის მხრივ: ნათესაობა იმ ადამიანთა კოლექტივია, რომელსაც ნახულობ მხოლოდ მაშინ, როდესაც ვინმე თქვენიანის ოჯახში რაოდენობრივი ცვლილებაა. ნათესავი ისაა, რომელსაც ყველაზე მეტად ეპირწონება შენთან ყოფნა მაშინ, როდესაც შენ გილხინს. თუმცა მე ისეთ ნათესავთან მაქვს ურთიერთობა, რომელთან ურთიერთობაც თქვენ შეიძლება გაგიკვირდეთ. ორივეს – მეც და ქეთისაც სახელი “ქეთევანი” მისი ბებიის – ქეთოს გამო გვქვია. ქეთო და ბებიაჩემს ბიძაშვილ-მამიდაშვილობა აკავშირებდათ. ესე იგი, ქეთის ბებიის ბაბუა და ჩემი ბებიის ბაბუა იყო ერთი და იგივე ადამიანი. აი ასე :) მე კიდევ იმაზე ვფიქრობ, ჩემს შვილს რა ურთიერთობა ექნება ჩემს დიშვილ – გიორგისთან.
  • მუსიკის მხრივ: მუსიკა ისაა, რაც მე ძალიან ბევრ რამეს მაძლევს წლებია. ვერ წარმომიდგენია მის გარეშე ერთი დღეც კი. გარდა ზემოთ ნახსენები ადამიანებისა, ვუსმენ სხვადასხვა ჯგუფებს,მაგალითად The National, Air, Bonobo, Daft Punk, Gramatik, Röyksopp, Radiohead, , Disclosure, Rudimental, Pink Floyd, Kings Of Leon და სხვები. რომელთა შორის ძალიან დიდი ადგილი უჭირავს Bonobo-სა და The National-ს. ბავშვობაში ძალიან დიდი დოზით ვუსმენდი Spice Girls, Backstreet Boys, Take That, Sting, All Saints, Bryan Adams, Prodigy, Beastie Boys. არასოდეს მეზარება The Beatles -ების სმენა. ძალიან მიყვარს. დიდი ბრიტანეთი ის ქვეყანაა, რომელიც არის მუსიკის ქვეყანა.
  • მოგზაურობის მხრივ: მოგზაურობა ისაა, რაც ბოლო 4 წელია, ძალიან მიყვარს. პირველად 2010 წელს ვიმოგზაურე და მას შემდეგ სულ ვცდილობ, რომ სადმე წავიდე ხოლმე. ეს არის უდიდესი ბედნიერება. ერთხელ თუ მოიწამლე, შემდეგ უკვე ნარკოტიკით არის, სულ გინდება და ვერ ანებებ თავს. ამ ეტაპზე ჩემი ნუსხა ასე გამოიყურება: მალტა (ყველა ქალაქი), იტალია (რომი 2-ჯერ, ფლორენცია), სარდინია (კალიარი), საფრანგეთი (პარიზი 2-ჯერ). საოცნებო ქვეყნები: ბრაზილია, იაპონია, ინგლისი.
  • ვირტუალური სივრცე: Facebook ისაა, სადაც “Friend” მხოლოდ გადატანითი მნიშვნელობის სიტყვაა და არანაირი კავშირი არ აქვს მეგობრობასთან. ბევრს მხოლოდ იმიტომ ჰყავს მეგობარი, რომ მათ ღრმად სწამთ – რაც უფრო მეტი მეგობარი გყავს, მით უფრო cool ტიპი ხარ :D ხო, ასეთი ტიპებიც არიან Fb-ზე. საინტერესო ფაქტი: მე ისეთი Friend-ებიც მყავს, რომლებიც მხოლოდ მაშინ მიტოვებენ კომენტარს, როდესაც ჩემი სტატუსის შინაარსში არ მეთანხმებიან, თუ მეთანხმებიან – მაშინ ჩუმად არიან :D არაფერი პირადული, მე უბრალოდ მეცინება ამ ფენომენზე :D. FB აგრეთვე ისაა, რასაც ვერ ვეკარები მოგზაურობის დროს და საქმე ინტერნეტის არქონაში არ არის. უბრალოდ ვერ ვეკარები. Twitter ისაა, სადაც თავს არაჩვეულებრივად კომფორტულად ვგრძნობ. არ მაქვს ამ ორის (FB & Twitter) ანგარიში ერთმანეთი გადაბმული; ვერ ვიტან მაგას. Instagram ისაა, სადაც ბითუმად ყრია გოგოების და ბიჭების selfie სურათები. note: სელფის არ ვიღებ!!!! გამონაკლისი: მოგზაურობისას გადაღებული სურათები: სურათის გადამღები არავინ მყავდა. ჩემი ბლოგი: ადგილი, სადაც ვბუდობ აგერ უკვე 2007 წლიდან მოყოლებული და ყველაზე გულახდილი ვარ. რიდერი (Reader – ანუ მკითხველი): სივრცე, რომლის მეშვეობითაც ძალიან ბევრ ბლოგს ვადევნებ თვალყურს.
  • ვცდილობ არ ვიურთიერთობო: “სწერვა” გოგოებთან, ბუტია ბიჭებთან და ორივე სქესზე რომ ვთქვა, არასამართლიან ადამიანებთან.
  • მიყვარს: პირდაპირი ადამიანები და საინტერესო ადამიანები. ასევე, კარგი იუმორის მქონე ხალხი და საერთო ინტერესების მქონე ხალხი.
  • ნერვებს მიშლის ჩემი ტელეფონი, რომელსაც სულ ვტენი და ვტენი და ვტენი.
  • ცეკვა ისაა, რომელიც ძალიან მიყვარს.
  • ათამდე თვლა (ქართულად რუსულად, ინგლისურად, გერმანულად), კვირის დღეები (ქართულად რუსულად, ინგლისურად, გერმანულად), თვეები (ქართულად რუსულად, ინგლისურად, გერმანულად) და წელიწადის დროები (ქართულად რუსულად, ინგლისურად, გერმანულად) ის რაღაცეებია, რაც სწორი თანმიმდევრობით 4 წლის გიორგის ვასწავლე. დისციპლინა ისაა, რისკენაც ვცდილობ, რომ სულ მოვუწოდო.
  • და ბოლოს, კარგი მკითხველი ისაა, ვინც ეს პოსტი თავიდან ბოლომდე წაიკითხა და ყველა დადებულ სიმღერას მოუსმინა.
About these ads

12 thoughts on “Club27

  1. ემი უაინჰაუსი არც არასოდეს მომწონდა. ქართველი სვეცკების ფეტიშია ეგ და უიტნი ჰიუსტონი… მაგათ კიდევ ლანა დელ რეი მირჩევნია, ქე მაინც არ ყვირის (ჰიუსტონივით) და შიგადაშიგ ისეთი ვოკალიც არა აქვს, თითქოს გული ერევა (უაინჰაუსივით). :D მაიკლ ჰაჩენსი 27-ის კი არა 37-ის იყო თავი რომ მოიკლა. http://ermonia.blogspot.com/2010/05/blog-post_25.html . კიდევ რა დაგიწერო?.. ჰოო, შენ კაი გოგო ხარ, ბეჩა! :))

    • ხო, მაიკლ ჰაჩენსი 37 წლის იყო. ისე მაგათი მხოლოდ Beautiful Girl მომწონს. ისე მიკვირს, ლანა რომ მოგწონს და ემი არა.
      მადლობა <3 მეც ძალიან მიყვარხარ <3

      • არა, ქეთოია, ლანაც არ მეხატება დიდად გულზე (ქე იცი შენ). უბრალოდ, ამათ მირჩევნია-მეთქი. ქალებზე თუ მიდგა საქმე, ძალიან მომწონს: Deborah Harry (Blondie-დან), Annie Lennox, Patti Smith, PJ Harvey, Elizabeth Fraser (Cocteau Twins-დან), Nina Simone, Billy Holiday და ბევრი სხვა, ყველა არ მახსენდება. თუ რომელიმეს ამათგან არ იცნობ, ნელ-ნელა მოუსმინე. შეიძლება რამდენიმე ძალიან მოგეწონოს. ;)) აი, თუნდაც ეს ჯგუფი და მომღერალი (ზეით მიწერია): https://www.youtube.com/watch?v=h_ICl20EJjY

  2. ზუგდიდში ძალიან მინდა და ერთად წავიდეთ რა :) მართლა.

    ესეც შენი კლუბის წევრია. ისე კი, young david gilmour დაგუგლე და ნახე ვის გავს:)))

    • წავიდეთ. მართლა :)
      დედის მხრივ იქაური ვარ. ზუგდიდზე მაქვს რამდენიმე პოსტიც დაწერილი.
      ეს სიმღერა არ მომეწონა :))

      ვაიმე, რამდენჯერ დამიგუგლავს და ახლა რომ დავგუგლე, კი ნამდვილად გავხარ.

  3. ათი წლის მერე ამოაგდე ეს პოსტი და შედარება გააკეთე რა შეიცვალა და რა არა )))

    მე მეზარება ხოლმე მსგავსი რაღაცეების წერა და მერე ვეღარ ვაცნობიერებ როგორ ვიცვლები :E

    • უი კარგი იდეაა. დიდი მადლობა <3

      აუ რატომ? დაწერე რა. ხომ იცი მე წავიკითხავ. მესაინტერესოება.

  4. ბოლომდე წავიკითხე, მუსიკას ვერ მოვუსმენ, სძინავს ხალხს
    ხოდა რა მმეგობრობის დღკური აგიტყდა? ბოლო ნაწილი არ მომეწონა? პორცელი ნახევარი უფრო ეფექტური იყო :)

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s