Woodkid – I Love you

ლანა დელ რეის (Lana Del Rey) კლიპი Born To Die იცით ვისი გადაღებულია? იოან ლემუანის. ალბათ ყველას გაეცინება ამ ამ შემთხვევაში უინტერესო ამბით. ვინ არის Yoann Lemoine და რითი არის ის გამორჩეული გარდა იმისა, რომ ჩემსავით მარტის თევზებია?

ჰმ :)

მე გეტყვით იმას, რომ იოანს ასე ვერ იცნობთ; აუცილებელია მისი სასცენო ფსევდონიმიც იცოდეთ და თუ არ იცით, მე გეტყვით: Woodkid. ის ლიონელია, თუმცა სურათი რომ ნახოთ, ეგრევე მიხვდებით, რომ ებრაული სისხლი აქვს. სასწავლებლად ლონდონში გაემართა წლების წინ. ახლა კი ისევ საფრანგეთს დაუბრუნდა, ოღონდ ამჯერად პარიზს.
ეს კლიპი თავიდან რომ ჩავრთე, შემეშინდა და გამოვრთე. არა-თავიდან რომ ჩავრთე, არ მომეწონა და გამოვრთე. და არა-არა-თავიდან რომ ჩავრთე, შემიყვარდა. ეს მოდელი მამაკაცი რუსი მოდელი მატვეი ლიკოვია და რომ არა მისი მოდელობა და საზღვარგარეთ ცხოვრება (ალბათ საფრანგეთში), მეეჭვება Yoann Lemoine-ს ის რუსეთში ეძებნა. კლიპის რეჟისორი რა თქმა უნდა, თვითონაა და ფრიად სანახაობრივი.

თვითონ Woodkid იქით იყოს და Yoann Lemoine-მა Pharrell-ის Happy-ს ვიდეოს კრეატიული დირექტორი გახლავთ. სულ ნომინაციებზეა წარდგენილი. ხან იმარჯვებს, ხან ვერა.
გიტოვებთ ამ ვიდეოს:

About these ads

10 thoughts on “Woodkid – I Love you

  1. მე შენი ბლოგიდან გავიგე პირველად, რომ ლანა დელ რეი 27 წლის ყოფილა, აშკარად ბევრი ბოტოქსი და პლასტიკური ოპერაცია აქვს გაკეთებული. არ ვნსჯი, არა და არა, მაგრამ არ მევასება :პ ჰაჰა! ემი ვაინჰაუსს ვერავინ შეედრება, სულ რომ ათასი ლანა დელ რეი შეიკრიბოს ერთად :დ

    აშკარად “წინისწინა” პოსტზე პასუხი გამომივიდა.

    ვუდკიდზე კიდევ ნატალიას ბოლო პოსტიდან გავიგე.
    მოკლედ, როგორი განმანათლებლები ხართ ეს ქართველი გოგო-ბლოგერები რა. ლოვ ია ლოვ ია!!! :-)

    • ეგ არაფერი. ლანა ბევრს არ უყვარს. :D მე ერთ ის ვიცი, რომ ტუჩები აქვს გაკეთებული და თან საშინლად :D
      ემი ნამდვილად შეუდარებელია <3

      ვუდკიდი კი შედარებით ახალბედაა და ფაფხურობს თავისთვის. თუმცა, კარგია, რომ ფაფხურობს. რაც უფრო მეტი ახალი შემსრულებელი იქნება, მით მსიამოვნებს მე ეს მომენტი.
      me loves u more <3

      • ოფტოპიკ: აუ, შენი ბლოგის ახალი დიზაინი რა ლამაზია და რა თბილი და რა კარგი!!! უბრალოდ, ჩემი გადაღლილი თავი ამ შუაღამისას მეტ ჭკვიანურ ზედსართავებს ვეღარ იგონებს :დ

        • აუ აუ მოგწონს??? გუშინ ღამით გვიან შევცვალე და რაღაც წვრილ-წვრილი რაღაცეებია შესაცვლელ-გასასწორებელი. მაგრამ ისე, მოგწონს ხომ???

            • იუჰუუუუ, რა კარგია. პარიზის გვერდზე პოსტები დევს უკვე <3

              აუ შენ რომ კომენტარები დაგიტოვე და პლუს, ტვიტერშიც რომ მოგწერე, ნახე???

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s