დღეს ვფიქრობდი, რატომ ვერ ვწერ ისე ხშირად, როგორც ადრე ვწერდი?! მაგრამ მერე მახსენდება, რომ ადრე ბევრ უაზრობას ვწერდი და ოდნავი შვება მეუფლება. დღესაც კი, როდესაც ძველ პოსტებს ვკითხულობ, უხერხულობისგან, მორიდებულოსგან ვიკრუნჩხვები, ვიშმუშნები და სურვილი მეუფლება, რომ სახე ხელებში ჩავრგო და დავიმალო.

1) დასაწერი არაფერია. ნუ კი, რა თქმა უნდა, პასკული დაიჯერებდა ამ ვერსიას. მაგრამ აქ ერთი დეტალია. დასაწერი ზუსტადაც რომ არის. თუნდაც იმის შესახებ, რომ მალტაში (თუ მალტაზე. იქნებ დაზუსტებით იცოდეს ვინმემ. ხან იმას ვამბობ და ხან იმას.) ვიყავი. დიახ, თებერვალში მალტას ვესტუმრე და მთელი არსებით შევიგრძენი ბედნიერება. აუ ოღონდ ამაზე მერე დავწერ. ახლა ძალიან მეზარება და რომც არ მეზარებოდეს, მაინც მეზარება. ეს ერთი მალტური სურათი იდოს მაინც. ვინიცობაა და ვინმე შემოვა ბლოგზე.

PicMonkey Collage

თუ რატომ ვიყავი, როგორ გავერთე, რა ვნახე, რა მომეწონა და ა.შ.-ები იქნება მომდევნო პოსტებიდან რომელიმეში. ასე რომ, ამედევნეთ (be my follower თუ როგორცაა).

2) გავიზარდე და მივხვდი, რომ დებილობები არ უნდა ვწერო.

  • არ უნდა ვწერო კრიტიკულ დღეებზე, რადგან სირცხვილია ასეთ დელიკატურ თემაზე საუბარი.
  • არ უნდა ვწერო ცუდად ყოფნებზე… ნეტავ მართლა თვეში 4-5 დღე მქონდეს კრიტიკული და დანარჩენი 25-26 დღე არაკრიტიკული ხალისისა და კარგი გუნებგანწყობის განსახიერება ვიყო… საკუთარი თავის შემშურდებოდა :D ეს არ ვიცი რამდენად გამომივა.
  • არ უნდა ვწერო ცხელ გულზე. თუნდაც იყოს ეს სიხარულისას დაწერილი პოსტები.
  • არ უნდა აღვწერო ხოლმე ბუნება ყოვლად უნიჭო მეთოდებით… “ქარმა ხიდან მოწყვეტილი უკანასკნელი ფოთოლით გააფრინა შარაგზისკენ.” ნუ აი :D .
  • არ უნდა ვწერო სამსახურსა და თანამშრომლებზე. უბრალოდ უნდა გავიაზრო, რომ ხალხი ისეთი არასოდეს იქნება, როგორიც მე მინდა, რომ იყოს.
  • არ უნდა ვწერო ყოველდღიურ უინტერესო ამბებზე. მაგ: დღეს მე წავედი სამსახურში, მერე წავედი მაღაზიაში, მერე გადავედი ვაკის პარკში, იქ ვნახე ჩემი მეგობარი პეტრე, მან დაურეკა თავის მეგობარ პავლეს” და ა.შ. ნუ ასეთი სულელური პოსტები არც მახსენდება, მაგრამ სხვებთან მინახავს და ზოგადად, არ არის მოსაწონი.
  • არ უნდა ვწერო ცუდისმსურველ  (რაც იგულისხმება ფრაზაში “შენ კიდევ არსებობ?” ) და ცუდისმთქმელ (რაც იგულისხმება ფრაზაში “სხვებიც გიცნობენ და მათი აზრიც ემთხვევა ჩემსას დამიჯერე”) ადამიანებზე!!!! ისინი უბრალოდ არ იმსახურებენ, რომ მათზე რამე დავწერო. 

ალბათ ასაკის მატებასთან ერთად ჭკუაც ემატება ადამიანს. ალბათ-მეთქი, რადგან მე ამაში ეჭვი მეპარება საკუთარი თავიდან გამომდინარე. უი ხო. 6 მარტს 26 წლისა შევსრულდი. ანუ 6-იანის შეგრძნებებში ვარ.

რეალურად კი ვიტყოდი იმას, რომ რაზეც მინდა, იმაზე დავწერ. გარდა მე-2 მუხლის ბოლო პუნქტისა.

დილის 8 სააათიც მოსულა.

ძილინების.

F. Scott Tips

Posted: 12/05/2013 in მუზები
Tags: ,

Tips not only for sons and daughters. For people rather would do.

As far as I am totally “Fitzgerald”-ed, იქნება ეს წიგნი, ფილმი თუ მომავალი ფილმის უდიდესი მოლოდინი (რომლის გამოც სახელი, სურათი და cover სურათიც კი შევიცვალე facebook-ზე), ალბათ ლოგიკურია რომ ამ რჩევებს ვდებ აქ და ახლა.

 

fitz

 

 

Pene e Sergio

Posted: 30/04/2013 in Cinematography
Tags:

რამდენი იცნობს ნეტავ სერჯიოს??? ვგულისხმობ სერჯიო კასტელიტოს (Sergio Castellito). იგი იტალიელი მსახიობი და რეჟისორია. მისი მეუღლეც მინდა გაგაცნოთ – მარგარეტ მაცანტინი (Margaret Mazzantini). ის წიგნებს წერს და შემდეგ სერჯიო მათ მიხედვით ფილმებს იღებს. ბარემ მათ უფროს ვაჟიშვილსაც გაგაცნობთ, ესაა პიეტრო კასტელიტო (Pietro Castellito), რომელიც დედის მიერ დაწერილ  და მამის მიერ გადაღებულ ფილმებში თამაშობს. თქვენც იგივე გაიფიქრეთ, რაც მე??? დიახ, ესაა una famiglia Italiana :D პრინციპში, რა პრობლემაა??? არც არაფერი.

is-kaires-rezisierius-sergio-castellitto-aktore-penelope-cruz-ir-scenarijaus-autore-margaret-mazzant-5062a6e7e641f

ახლა ამას დაუმატეთ ესპანური ცეცხლოვანი ქალი. დიახ, პენელოპე კრუსი (Penelope Cruz) და მიიღებთ ორ ძალიან კარგ ფილმს. ერთია “არ გაინძრე/Don’t move/Non ti muovere”, ხოლო მეორე “ორჯერ (ან თუ გინდათ, ხელმეორედ) დაბადებული/Twice Born/Venuto al mondo”. დღეს მინდა ამ უკანასკნელ ფილმზე მოგითხროთ. წინასწარვე გაფრთხილებთ, რომ პოსტი შეიცავს სპოილერს. ასე რომ, თუ აპირებთ მის ნახვას, ბლოგი დახურეთ და ფილმის ნახვის შემდეგ გახსენით. Read the rest of this entry »

      დაიმახსოვრეთ ეს დღე. ეს არის დღე, როდესაც საქართველო უკვე ოფიციალურად გახდა Paypal სისტემის წევრი ქვეყანა. რა არის Paypal? ეს არის ანგარიშსწორების გამარტივებული და დაცული ფორმა. მისი გამოყენება ნიშნავს, რომ ფინანსური ტრანზაქცია იქნება უსაფრთხო და სანდო. გაადვილდება ურთიერთობა განყიდველსა და მყიდველს შორის.ყველას, ვინც ძალიან ელოდა ამ დღეს, მინდა მოგილოცოთ. ეს დღე დადგა. თქვენი არ ვიცი, მაგრამ ეს დღე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია Online shopping-ის მოდერატორისთვის და პლუს საბანკო საქმის სპეციალისტისთვის. 10-ში დილით ჯერ სებ-ში (საქართველოს ეროვნული ბანკი) დავრეკე და არანაირი ინფო არ ჰქონდათ, იქით ვამცნე. მერე კი შევედი ფორუმზე და ფაქტიურად სულ იქ ვარ. პარალელურად ვცდილობდი ინფორმაციები მომეპოვებინა იმისათვის, რომ ეს ინსტრუქცია დამეწერა. მაშ ასე, ვიწყებ.

      უპირველეს ყოვლისა, მოიმარჯვეთ პლასტიკური ბარათი. არის საუბრები იმაზე, რომ ყველაზე დაბალი კატეგორიის ბარათიც (ანუ Visa Electron (მათ შორის მეტრომანი ანუ სტუდენტური ბარათი) ებმება. თუმცა მე გირჩევთ, რომ ორიენტაცია აიღოთ Visa Classic-ის ან Mastercard Standart-ის ტიპის ბარათებზე, რადგან Visa Electron-ისგან განსხვავებით ეს ბარათები ყველგან გავა. ამიტომაც არის ის Visa Electron-ზე ერთი საფეხურით მაღალი რანგის ბარათი. იქვე ბანკში ოპერატორს ამ ბარათზე მიაბმევინეთ დოლარისა და ევროს ანგარიშები Paypal-ზე რეგისტრაციისას თქვენ ზუსტადაც რომ დოლარის ანგარიშიდან ჩამოგეჭრებათ 1$ და ევროს ანგარიშიდან 1,5 ევრო. თუ მოხდა ისე, რომ მხოლოდ დოლარი გაქვთ, არაუშავს, უბრალოდ დამატებით დაგეკარგებათ კონვერტაციის კურსის თანხა. გინდათ ეს თქვენ? მგონი არა.ამის შემდეგ ეს ორი თანხა შეიტანეთ ამ თქვენს ანგარიშებზე.ყურადღება! ბარათზე ამ თანხების ქონის გარეშე თქვენ ვერ დარეგისტრირდებით Paypal-ზე. ასევე მიაქციეთ ყურადღება, რომ აიღოთ ისეთი ბარათი, რომელსაც ვირტუალურ ტერმინალებზე თანხის განაღდების საკომისიო აქვს 0%. სასურველია (თუმცა არა აუცილებელი) რომ ჩართოთ სმს ბანკინგი და ინტერნეტბანკინგი. ეს ძირითადად დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული, ამიტომაც თავად გადაწყვიტეთ. შემდეგი ეტაპი არის რომელიმე გადამზიდ კომპანიაში დარეგისტრირება. იგი თქვენ მოგანიჭებთ თქვენს უნიკალურ ამერიკულ მისამართს. ასეთი კომპანია არაერთია და აქ თქვენი გემოვნების ამბავია, რომელს აირჩევთ.

აი ახლა კი იწყება ყველაზე მნიშვნელოვანი ანუ Paypal. Read the rest of this entry »

said

Posted: 26/01/2013 in Literature

There are so many words for “said” :D
I was amazed  :D

some of them I didn’t know. :(

Acknowledged +
Added +
Admitted +
Advised +
Agreed +
Announced
Answered +
Approved +
Argued +
Assumed +
Assured +
Asked +
Babbled 
Bargained 
Began +
Boasted + 
Bragged 
Called +
Claimed
Commanded +
Commented +
Complained +
Cried +
Decided
Demanded
Denied +
Described +
Dictated +
Emphasized 
Estimated +
Exclaimed +
Explained +
Expressed +
Feared +
Giggled +
Grinned 
Grunted 
Indicated +
Insisted +
Instructed +
Laughed +
Lectured +
Lied +
Mentioned +
Moaned +
Mumbled 
Murmured 
Nagged 
Noted +
Notified +
Objected +
Observed +
Reassured +
Related +
Repeated +
Replied +
Responded +
Requested +
Restated 
Revealed 
Roared +
Ruled +
Scolded 
Screamed +
Shouted +
Shrieked 
Snapped 
Sneered 
Sobbed 
Spoke +
Sputtered 
Stammered 
Stated 
Stormed 
Suggested +
Taunted 
Thought +
Told +
Urged +
Uttered +
Vowed +
Wailed 
Warned +
Whispered +

I should read more books.
in English and in Russian.
mm, well yes, in Georgian too.

p.s. the quantity of words reminded me of the quantity of bicycles.
Keti Melua (we both have one and the same name Ketevan, but I am mostly Kate and she’s Katie) … a Georgian girl living and singing in English-word-country – England.

Think

Posted: 23/01/2013 in უსათაურო
Tags:

123 456  789
788

დიდი ბოდიში სურათის დაჭრისთვის. სხვანაირად არ გამოვიდა. :/

5 years since Dearth

Posted: 22/01/2013 in Celebs, Cinematography
Tags: ,

სულ რამდენიმე ცნობილი ადამიანი არსებობს, რომელიც მაკლია ეკრანზე. ერთ-ერთი არის ეს ბიჭი,  რომელიც სულ მენატრება თავისი ღიმილით, მიმიკებით, მხიარული ვიდეოებით, სასწაულად მიმზიდველი ხმით ანუ Deep husky voice.

ერთადერთი რასაც ვაკეთებ ხოლმე… მის ძველ ფილმებს ვუყურებ.

ჰით ლეჯერი (Heath Ledger), რომელიც 28 წლის ასაკში 22 იანვარს წამლის ზედმეტი მიღების გამო გარდაიცვალა.

არ ვიცი, რამდენი ვიდეო შეიძლება ვნახო. თუ ჯეიკ ჯილენჰაალთან (Jake Gyllenhaal) ერთად არის, ისინი ხომ საერთოდ.

მე აქ იმ ვიდეოს დავდებ, რომელიც დღეს ვნახე.

ეს კი სასიყვარულო ამონარიდი Brokeback Mountain-იდან. რა სიმბოლურია. Michelle Williams მისი პერსონაჟისა და მისი რეალური მეუღლე და შვილის დედა. ჯეიკი კი – შვილის ნათლია.

I miss you Dude :(

394884_2978980629132_1751007991_n