რა საოცრად რადიკალური ვარ… ან საერთოდ არ ვიცი პოსტს რა დავარქვა და უცოდინარივით “…”-ს მივაწერ ხოლმე, ან კი ასეთი გრძელი სათაური “მივაჭედე”.
ახლა ამას რომ ვინმე კითხულობს, სათაურის შესაბამის პოსტს ელოდება, არადა მეც ისეთი ვარ, ამინდზე ვერ დავწერ, როდესაც პოსტის სათაური სულ სხვა საკითხებთან არის დაკავშირებული. მაგალითისთვის ეს 10 პოსტიც გამოდგება სამასრაღაც პოსტიდან. დანარჩენი წერტილებიან-სათაურიანი პოსტების ჩამოწერა ძალიან დამეზარა.
1) ქუჩაში…
2) I Do It All Again…
3) მმმ… ჩუპსსმაილურად
4) აუ მალე რა, მალე რა…
5) ისევ…
6) ასტრალში გავედით…
7) fish…
8) როგორ მოვიშოროთ მამაკაცი 10 წუთში ან ნაკლებში………
9) კიიი, როგორ არა…
10) რა ხდება მაშინ, როცა მარტო ვარ სახლში…
პოსტი ბლოგზე:
გუშინ და დღეს, ანუ შაბათ-კვირას, ანუ 5-6 ივნისს წავიკითხე ყველა GR (google reader)-ში არსებული ახალი პოსტი. აღარ მახსოვს სულ რამდენი იყო, მაგრამ 48 კომენტარი დავტოვე ზუსტად. ეს მხოლოდ 2 დღის მონაცემებია, თორემ პარასკევს, ხუთშაბათს და ზოგადად ამ კვირის მონაცემები რომ დავუმატოთ, სადღაც 200 კომენტარამდე თავისუფლად ავალ.
ზოგადად GR იმისთვის მაქვს, რომ სხვისი პოსტები ვიკითხო და აქედან გამომდინარე, ვერ ვხვდები სხვა GR-ის “მფლობელ” ბლოგერებს რატომ აქვთ იგი, მაშინ როდესაც არ კითხულობენ სხვათა ბლოგებს.
ისიც არ მესმის, რომ წაიკითხავ, რატომ უნდა დაგეზაროს კომენტარის დატოვება.
ისიც არ მესმის არაერთი ბლოგის description-ი რატომ გვაუწყებს შიგნით სექსზე, კაცებზე, ნარკოტიკებზე, ძუძუებზე, ნაშებსა და სხვა ყურში მახვილივით დაშენილი სიტყვების მქონე შინაარსების მატარებელი პოსტების არსებობას მაშინ, როდესაც ყველა ეს ბლოგი ჩვეულებრივი შინაარსის მატარებელი პოსტებითაა მოცული.
მეცინება, როდესაც რომელიმე ბლოგერი თავისი ბლოგის საშუალებით ასწავლის სხვა ბლოგერს “როგორი უნდა იყოს კარგი პოსტი”. მერე შემოვა ვინმე “ცუდი ბლოგის მქონე” ბლოგერი და ეკითხება კომენტარში, რას მერჩიო. პოსტის ავტორიც პასუხობს: ” არა, ეგ ისე დავწერე, შენ კი არ გეხებოდა, ზოგადად დავწერე”-ო.
კიდევ იმაზე მეცინება რომ დაწერს ვინმე პირადი ბლოგი ბანძიაო და ამ დროს შემოსწრებული, პირადი ბლოგის ავტორი საწყალი სმაილების აღსავსე კომენტარს უწერს, რას მერჩიო და პასუხი იგივე, რაც წეღან დავწერე ანუ “უი არა, შენზე კი არ ვამბობ”-ო.
ზოგი განსხვავებას ვერ ხედავს საკუთარი აზრის მშვიდობიანად გამოხატვასა და მეორე ადამიანზე მორალურ შეურაცხყოფას შორის. (მაგ: დავუშვათ მე ვერ ვიტან ქერა ქალებს და ამას ვწერ ბლოგში. შემოდის რომელიმე ბლოგერი და “ვაიმე რას ამბობ, როგორ შეიძლება ქერა ქალები არ მოგწონდეს, შეხედე მერილინს, ის ხომ ამერიკის ულამაზესი ქალი იყო, ან თუნდაც კლაუდია შიფერი არ არის ძალიან ლამაზი???? ამას შენ იმიტომ ამბობ, რომ შენ არ ხარ ქერა და ეგ შენში არსებული კომპლექსების ბრალია) ხო აი ეს არის მორალური შეურაცხყოფა. ამას პლუს არაერთი სწერვული ფრაზა და გამოხტომა და ნუ მოკლედ.
მიხარია ის, რომ არამარტო პოსტებს, არამედ კომენტარებსაც ვადევნებ თვალს. მერე ნიკებს ვაჭერ (თუ ეჭირება) და ახალი ბლოგერიც “იჩითება”, რაც მსიამოვნებს. საერთოდ ძალიან მსიამოვნებს ახალი ბლოგერის აღმოჩენა. მომწონს, რომ ამდენი ადამიანი წერს და მიყვარს სხვის “სულსაყუდელებში” შესვლა. დღეს მაგალითად 2-3 ბლოგერი დავამატე GR-ში.
მიყვარს აგრეთვე კომენტარების გამოწერა. ამაზე ადრე დავწერე კიდევაც ეს პოსტი და ყოველთვის, როდესაც ვტოვებ, მეილზე ვიწერ.
პოსტი facebook-ზე ანუ როგორც გიგამ უწოდა მას, პიწიგნაკზე:
საერთოდ არ ვთამაშობ თამაშებს. ჩემს ბეკის ალბათ დედა ეტირა, მაგრამ საერთოდ აღარ მაქვს სურვილი მისი მოვლისა. ერთადერთი, რაც ათასში ერთხელ მენატრება, ესაა music challenge და ვთამაშობ კიდევაც იშვიათად. შესაბამისად თუ ვინმე მიგზავნის რაიმე invitation-ს ამა თუ იმ თამაშისა, ეგრევე block this application-ს ვაჭერ.
friend-ი პირწიგნაკული სიტყვაა და ქართულად პირწიგნაკში დამატებულ წევრს ნიშნავს და არა მეგობარს, როგორც ამას ინგლისური ენა გვამცნობს. ხოდა ბევრი friend-ი წავშალე. რატომ??? იმიტომ, რომ ჩემი ვასალის ვასალი ჩემი ვასალი არ არისკიარადა ჩემი მეგობრის მეგობარი ჩემი მეგობარი არ არის. არ ვიმატებ ვიღაც რიგით ფორუმელებს. ისიც არ მსიამოვნებს როდესაც ჩემი friend-ი, რომელიც ამასთანავე ფორუმელია, ვიღაც არა-friend ფორუმელს ეუბნება ჩემზე ეს გოგო ამა და ამ ნიკით პოსტავს ფორუმზეო. ფორუმზე გახსნილია პირწიგნაკის თემა და მიდიიიიი… იმატებს ყველა ყველას არიქა ფერმაში აგურებისა თუ კაფეში ბრინჯისთვის. სულაც არ მინდა, რომ ვიღაცამ ნახოს ჩემი სურათები, პირადი ინფორმაცია, სტატუსებით გამოხატული განწყობა და ა. შ. 5000 მეგობრის შეგროვების მანიით არ ვარ შეპყრობილი thanks God. ხოდა ბევრი friend-ი წავშალე, ვითომ რომ მემეგობრებოდნენ. რად მინდა ისეთი ადამიანები, რომლებიც არც სტატუსზე მიწერენ კომენტარებს, არც like-ებს მიკეტებენ, არც dislike-ებს და არც hate-ებს. და საერთოდ ეს რა შუაშია. უბრალოდ აი საერთოდ არ შემოდიან ჩემს პროფილში და რატომ უნდა მყავდეს??? ან თუარადა ჭორაობენ და ნუ მოკლედ. removed from friends. ნუცამ გააკეთა ანალოგიური და მანამდე ალამ. თავიდან ეს რომ მითხრეს ორივემ ერთად, შევიცხადე, მაგრამ მერე ნელ-ნელა მეც იგივე ვქენი. საქმე like-სა და “აუ რა კარგად გამოიყურები ამ სურათში”-ში არ არის, საქმე არის ურთიერთობაში. ამჟამად 379 friends “ირიცხება” ჩემს პირწიგნაკზე, თუმცა აქ იგულისხმება ძალიან ბევრი page, საყვარელი ცნობილი ადამიანი თუ ჯგუფი, ანუ 379 მეგობარი არ მყავს. ხოდა თავს უკეთესად ვგრძნობ. request-ები რომ მომდის, ვფიქრობ ხოლმე “who’s the fuck?” და არ ვამატებ. თუმცა ყოველთვის ეგრე არ არის. შეიძლება უბრალოდ ვერ ვიცნო სახელითა და გვარით.
დღესდღეობით ვერ წარმომიდგენია ჩემი საღამო პირწიგნაკზე შესვლის გარეშე. ყველანაირი სიახლე, შეკრება, კონცერტი, საღამო, ამბავი, ინფორმაცია… აქ ყველაფერია.
პოსტი სკაიპზე:
სულ იმას ვამბობდი, რომ ვერ ვიტან, მეზიზღებამეთქი. ახლაც ეგრეა, უბრალოდ იმდენად გლობალური პროგრამაა, რომ უბრალოდ არ გამოდის მისი ქონის გარეშე. არადა როგორ ვერ ვიტან მის ინტეგრირებულ სმაილებს, არც შრიფტის შეცვლის შესაძლებლობა და არც nudge-ია და ნუ მოკლედ. მაგრამ შევეგუე უკვე. სულ ჩართულია. თანდახან ჩემი და ჯდება, საიტებზე შედის, მე სკაიპში მწერენ. კიდევ კარგი იმდენს ხვდება, რომ არ უნდა უპასუხოს. ახლახანს ვებკამერა შევიძინე და დავისვენე. ზუსტად იმ დღეს ბაკოს მთელი დღე ვესაუბრე. შაბათი იყო მგონი და გვიან ღამემდე ვესაუბრეთ ერთმანეთს.
პოსტი მესენზე:
ანუ MSN ანუ Windows Live Messenger , ნუ მე “მესენს” ვეძახი. ადრე თუ ყოველ წუთში ვიძახდი “შემო მესენში”, ახლა იგივეს ვეღარ ვამბობ, რადგან ჩემმა მესენმა საშვილიშვილოდ გაჭედა. არვიცი რა დაემართა, მაგრამ ფაქტია, რომ აღარ ირთვება. ახალიც გადმოვწერე, მაგრამ მანაც იგივე ჰქნა. ბოლოს წავშალე. არადა ძალიან მენატრება. ყველაზე მეტად ნატოშასთან საუბარი მენატრება. ვიცი, რომ online არის, მაგრამ რა ჯანდაბა ვქნა. არ ირთვება და… არადა როგორ მენატრება
(((((( თან მე ახალი ვერსია მქონდა
((((((((( თუ ვინმე კარგ საინსტალაციოს მომცემთ, ძალიან დიდ მადლობას გამოგიცხადებთ.
პოსტი ტვიტერზე:
რაღაც ძალიან მეუცხოება. თითქოს მხოლოდ კომენტარები და მეტი არაფერი. ყველაზე ძალიან არ მომწონს retwitted რაღაცეები რომ მეჩითება. დიდი არაფერია, თუმცა შიგადაშიგ მაინც შევდივარ ხოლმე.
პოსტი ფორუმზე:
ე. ი. 2006 წელს ვარ დარეგისტრირებული და არაფერი შეცვლილა. ახალი ბაჭყატებითაა სავსე, რომლებიც რათქმაუნდა თავის დამკვიდრებას ცდილობენ. ფორუმი ისევ ისეთივეა, კიარადა მამენტ უარესი. აგვისტოს ომის მერე რატომღაც იშვიათად შევდივარ, მიჭირს. თითქოს რაღაც რეინკარნაცია განვიცადეთ ორივემო. არვიცი, უბრალოდ იშვიათად შევდივარ. ისევ ისე დასცინიან რელიგიასა და ქალიშვილობას, ისევ ისე ცხარედ ჩხუბობენ პოლიტიკაზე. ისევ ისეთი სიტუაციაა.
ვინც გასაცნობი იყო, გავიცანი. არც კი ვიცი რომელი ერთი ჩამოვთვალო… ნუსა, ნატოშა, ალა, პოლსკი, პრანკა, ღუღასპერი,რავიცი ბევრი კარგი ადამიანი. თან პირწიგნაკმა და ბლოგებმა უფრო დაგვაახლოვა ერთმანეთს.
პოსტი ვირტუალობაზე:
Curiosity killed the cat … -ო გვეუბნება translate.ge, როდესაც შეხვალთ და გადათარგმნისთვის სასურველ სიტყვას ეგრევე არ ჩაწერთ. ჩემი პასუხი translate.ge-ს: Well.. as long I am a cat (by zodiac) curiosity doesn’t kill me at all, I just forget the word I wanted you to translate for me. That’s it.
იმდენი საიტი მიგდია bookmark-ში, რომ აღარ მეტევა. რომ აღარ მეტევა, ეს არ მომწონს. ოპერაში ყველა თუ არა, ამაზე მეტი კი ეტევა, მაგრამ სამაგიეროდ ქრომში პირწიგნაკი ძალიან ბევრი კარგი და მოსახერხებელი ფუნქციით მაქვს და 2 ბრაუზერის გახსნა არ მევასება. (ისიც არ მევასება, “მევასება”-ს რომ ვწერ, მაგრამ “მომწონს” არ არის ის, რაც გამოხატავს ჩემს სათქმელს.) დახურვის შემდეგ გახსნისას საიტებსაც არ იმახსოვრებს. ესეც არ მომწონს. მოკლედ ვეღარ ჩამოვყალიბდი რა.
bonus:
თაასთან ძალიან კარგი დრო ვატარეთ. ძალიან კმაყოფილი ვარ. ბევრი საინტერესო, სახალისო და ცხოვრებისეული საკითხი განვიხილეთ.ისეთი გემრიელი სასუსნავები იყო, რომ გადავჭამე იქაურობა მგონი. მინუსი ერთადერთი ის იყო, რომ ჯერ კიდევ ვერ ვისწავლეთ ერთმანეთის მოსმენა
აუცილებლად უნდა გავაწყვეტინოთ ერთმანეთს საუბარი. 




ისეთი კარგი დრო ვატარეთ, რომ წამოსვლა არ გვინდოდა. რომ არ გამხდარიყო გვიანი ღამე, ალბათ კიდევ ვიქნებოდით.
პოსტი რეალობაზე:
დიდე არის ჩამოსული და ხვალ უკან მიდის. დაახლოებით 7-9 დღე გაჩერდა, თუმცა დიდხანს ვერ ძლებს. 82 წლისაა და სამსახურში უნდა წასვლა. წავა კიდევაც, ეს არაა ის ტიპი, რომ სახლში იჯდეს. ეს ბოლო დღეებია, რჩევებს მაძლევს, ჭკუას მარიგებს, მეფერება, მეკითხება ვჭამე თუ არა საჭმელი. თუ გაიგო, რომ არ მიჭამია, ასჯერ მახსენებს, რომ ვჭამო. მეუბნება, რომ შვილიშვილებში ყველაზე მეტად შენ მიყვარხარ, რადგან ყველაზე ჭკვიანი, მიზანსწრაფული და საზრიანი ხარო. მე ვეუბნები, რომ შენ საერთოდ ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარხარმეთქი. სიკვდილს ახსენებს ხშირად, მაგ: “მე რომ მოვკვდები, იქიდანაც დაგლოცავ” და ა. შ. ამ დროს სიტყვას ბანზე ვუგდებ, რადგან არ მინდა იმის გააზრება, რომ ერთხელ გავიღვიძებ და არც ზუგდიდში მეყოლება და მითუმეტეს არც თბილისში. ახლა ამ ოთახში სძინავს. დაძინებამდე კი მითხრა შენ ხვალ დილით სამსახურში წახვალ და ვერ გნახავ და ბარემ ახლა დაგემშვიდობებიო. ისევ რჩევები, ისევ “აწი შეიძლება ვეღარ მნახო”-ები. ამ სიტყვებს რომ ვწერ, უცბად თვალებიდან ცრემლები მომდის. მინდა მასზე ადრე მე მოვკვდე, მაინც უაზროდ ვარ.
გიორგი ისე ჯღნავის, რომ ტვინში მირტყამს მისი ხმა. რა უჯიშო ბავშვია. ჩემმა დამ ვიღაცას უთხრა მთელი დეკრეტულის მანძილზე აქ ვიქნებიო, რითიც ერთი-ორად “გამახარა”. ყოველ წუთში “სოსკა”, “პამპერსი”, “დედის რძე”, “ეძინება და გაარწიეთ” ისმის მხოლოდ და მხოლოდ. და ულევი საყვედური ჩემი მისამართით.
სამსახური უკვე ოფიციალურად მეზიზღება.
პოსტი ცხოვრებაზე as it is:
same shit
Like this:
Like Loading...