Archive for the ‘ყველა ეს პატარა შპუნწიკი’ Category

     ამდენი დაძაბული კვირის შემდეგ უკვე ოფიციალურად მომახსენეს, რომ მაქვეითებენ. აქამდე უბრალოდ ჭორები იყო რა თქმა უნდა ჩემ ზურგს უკან. დაქვეითებაზე მეტად ამაზე მომეშალა ნერვები. ერთმანეთში რომ ჭორაობენ და შენამდე მხოლოდ ქირქილი მოდის. მინდოდა მეღრიალა, ისე საშინლად ვგრძნობდი თავს. შენ რომ უკანასკნელი ადამიანი ხარ, ვინც იგებს ახალ ინფორმაციას, რომელიც შენ გეხება. ამასთანავე რამდენიმე ადამიანი ან ჩეთში მოგწერს, ან ტელეფონზე დაგირეკავს, კითხვით “რა ხდება, როგორ ხარ???” მაშინ, როდესაც შენ უკანასკნელი ადამიანი ხარ, ვისაც თავიანთ ამბებს უყვებიან. Guys, that 2 cases don’t rule at all :)   მერე იყო არჩევანის გაკეთების რამდენიმე საათი. რამდენიმე რა, დაახლოებით 2-2,5. ამის შემდეგ იყო არჩევანი წასვლასა და დაქვეითებას შორის, მე დაქვეითების ორი შესაძლო ვარიანტიდან შედარებით მოსახერხებელი ავირჩიე და პასუხს დაველოდე. არ მესმის, რატომ აძლევ ადამიანს არჩევანის საშუალებას, როდესაც საბოლოო ჯამში მაინც ისე აკეთებ, როგორც შენ გინდა?! მოვიფიქრებთ და გადავწყვიტავთ, ეგრე თუ გამოვაო. ანუ ეს ერთგვარი ილუზიის მიცემის უნიჭო მცდელობაა ხო??? ნუ მოკლედ, ასე იყო თუ ისე, გადაწყდა, რომ სხვა განყოფილებაში გადავდივარ. ორშაბათიდან მეწყება ტრეინინგები და ჯერჯერობით ვიქნები ჩვეულებრივ რეჟიმში.

- ები
  • დილის 10 საათიდან მეორე დღის 10 საათამდე ვიქნები. ანუ 24 საათი ძილის გარეშე. ვთვლი, რომ ეს საკმაოდ უსიამოვნო ამბავია ჩემი ა) ნერვული სისტემისთვის, ბ) თვალებისთვის, გ) ორგანიზმისთვის ( რაღაცნაირი უსიამოვნო შეგრძნება მაქვს ხოლმე, როდესაც უძინარი ვარ, კისრიდან მუცლამდე სიცარიელის შეგრძნება დამივლის ხოლმე)
  • წარმოიდგინეთ ამხელა შენობაში მარტო მე და სადღაც, რომელიღაც ოთახში რამდენიმე მამაკაცი, სახელად “დაცვა”. ნამდვილად არ არის სასიამოვნო შეგრძნება.
თუმცა აქ გავიხსენებ ციტატას ჩემი დიშვილისა და ახლა უკვე ჩემი საყვარელი მულტფილმიდან “Маша и Медведь”: Главное красиво поклониться! (ვინც ვერ მიხვდით, რაზეა საუბარი, ინებეთ ლინკი, სამწუხაროდ არა youtube-ის ანუ მაშამ არ იცის დაკვრა, მაგრამ ერთი პოზიტიური ფრაზით ამხნევებს საკუთარ თავს. ხოდა აი მაშასი არ იყოს…
+ ები
  • მერე რა, სამაგიეროდ მომდევნო 3 დღე თავისუფალი ვარ და ძილის საშუალება მექნება. 
  • 3 თავისუფალი დღე ნიშნავს, რომ სხვა წინადადებზე შემიძლია თანხმობა განვაცხადო და ეს ისე მიხარია, რომ ჯერ ამაზე არ ვფიქრობ. მინდა ჯერ ჩავჯდე კალაპოტში და მერე მოვიძიო რაღაც-რაღაცეები. პლუს, ყველაფერ დანარჩენ საქმეებსაც მოვასწრებ. 
  • არ ვნახავ ხოლმე იმ ადამიანებს, რომლებიც ხშირად ნერვებს მიშლიან და მაღიზიანებენ. ვიქნები ერთ პატარა, მყუდრო ოთახში სიმშვიდესა და სიწყნარეში ( ნუ დღისით სულ რაღაც 3-4 ადამიანი მაქსიმუმ და არა 20 და + უცხო ხალხის შემოსევები. 
  • ულიმიტო ინტერნეტი ( ნუ ეს ისედაც მქონდა, მაგრამ ახლა უკვე ფბ-ის ექსტრაქტით) + ტელევიზორი ( ამ ყუთს სახლში აღარ ვეკარები, არათუ სამსახურში, მაგრამ ალბათ მაინც ჩავრთავ ხოლმე მრავალფეროვნებისთვის) + დივანი ( აბა მთელი 24 საათი ჩემი მტერი იჯდეს სკამზე!)
  • დავიდგამ მაგიდაზე საჭმელს/სასმელს. როცა მინდა, მაშინ შევჭამ/დავლევ, ვერავინ დამინახავს. წავიღებ წიგნს, წავიკითხავ. დაბალ ხმაზე მუსიკასაც ჩავრთავ. 
  • ჩავიცვამ, რასაც მინდა. არანაირი დრეს-კოდი!!!!!! (ეს ჯერ კიდევ არ იცით რამხელა პლუსია!!!!)
  • და ალბათ ყველაზე დიდი პლუსი: ხელფასის მატება!!!
ამ ყველაფრის შემდეგ ცოტა არ იყოს და სკეპტიკურად ვუყურებ სიტყვას “დამაქვეითეს”. ჩემს ფიქრებსა და აზრებს მოვათავსებდი ქვაბში, რომელსაც დავარქვამდი “ინკოჰერენტულად ვარ”.
zzzzzzzzzzzzzzzzzzzzzzzzz გადავახვიეთ.
ამ ამბის პარალელური ფაქტები….
ფაქტი N 1
ამ ამბით შეწუხებულმა და ერთ ადამიანთან არც თუ ისე სასიამოვნო საუბრის შედეგად  დავწერე მეილი და გავუგზავნე. მეილის შინაარსს არ დავდებ, მაგრამ საკმაოდ ემოციურ განწყობაზე მყოფი რომ სასიამოვნოს არაფერს დავწერდი, ფაქტია. საღამოს, სახლში მისვლისას კი მომივიდა: 
ადამიანი N 2
 :love: :love:

ადამიანი N 3
ჩემი და. (გადიდებისთვის დააწკაპუნეთ)

და მე მართლა ძალიან მიხარია, რომ ამ ეტაპზე სამი ყველაზე ახლობელი ადამიანი ჩემ გვერდითაა. 

შა მაგარია! 

დგება ხოლმე დღეები, როდესაც ვხვდები, რომ ბედნიერი ვარ. და ეს დღე რომ მოდის, უაზროდ მეღიმება და ძალიან ბევრი ადამიანი მიყვარს. ასეთ დღეებში მინდება ყველა ამ ადამიანს სათითაოდ ჩამოვუარო, სათითაოდ გულში ჩავიკრა და ვუთხრა: მე შენ ძალიან, ძალიან მიყვარხარ!
მერე ვფიქრდები იმაზე, თუ რამდენად ბანალურ და პრიმიტიულ სიტყვად იქცა “მიყვარხარ” და არაფერსაც არ ვაკეთებ. ყველაფერს ისე ვტოვებ, როგორც არის. არადა ადამიანი მართლა ბევრი მიყვარს. 

ჭამაზე უფრო და უფრო მეტად ვამბობ უარს. და საერთოდაც, ჭამა არის სისულელე. ტყუილად დახარჯული ფული, დრო, ენერგია, ელ.ენერგია და რავიცი, რა აღარ. მაგრამ გვინდა თუ არა, ვერ ვამბობთ მასზე უარს. 
ხალხი სახის ისევ ერთი და იგივე გამომეტყველებით დადის ქუჩაში. ისევ უკვირთ ადამიანი, რომელიც ყურთსასმენებით უსმენს მუსიკას ან ადამიანი, რომელიც ფოტოაპარატით ცდილობს კადრების დაფიქსირებას. არადა ერთი ჩვეულებრივი ადამიანი ვიყავი გუშინ აიპოდითა და ფოტოაპარატით. 
მინდოდა თბილისი გადამეღო. აი ისეთი თბილისი, როგორიც მელამაზება ხოლმე პერიოდულად. მაგრამ არც არაფერი გამომივიდა. ჯერ ის იყო, რომ ხალხმა დამაკომპლექსა. მერე ის, რომ თუ გაქვს ფოტოაპარატი, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ სურათების გადაღება გეხერხება. ხოდა ფოტოაპარატი უკანვე შევინახე. :(

მინდა უკეთესი გავხდე. და პლუს, უკეთესად გავხდე. მინდა ხშირად ვიყო ასეთ განწყობაზე, როდესაც ძალიან ბევრი ადამიანი მიყვარს და მეც სულ მეცინება.
აი მაგალითად, გიორგიმ ჩემი კოცნა ისწავლა და რამდენიმეჯერ მაკოცა. მიხვდა ალბათ, რომ სათამაშოების კოცნას ჩემი სჯობს.

მაგრამ მანამდე მინდა ჩემ მიერ დაშვებული შეცდომები აღარ გავიმეორო. დაშვებული დაშვებულია და დროს უკან ვეღარ დავაბრუნებ, მაგრამ აწი მინდა წინ ვიარო და არ ვფიქრობდე მათზე. მე ისინი ისედაც მახსოვს.

ისიც მინდა, რომ უფრო კეთილი გავხდე, უფრო მოსიყვარულე. ბევრი რამ მინდა ვისწავლო და მიხარია, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებთანაც ურთიერთობისას რაღაც-რაღაცეებს ვიძენ. და მსიამოვნებს, როდესაც ადამიანებისგან კარგ რამეებს ვსწავლობ. ალბათ ეს რომ არა, უბრალოდ მივაღწევდით 18 თუ 30 წელს და მორჩა. ამოვწურავდით ჩვენი განვითარების ლიმიტს.

ისევ ძველებურად ვფიქრობ, რომ “პოხუიზმი” არის გამოსავალი. ზიკესთან მაგიტომ ვმეგობრობ, რომ ზუსტად აქვს ეს ფრაზა გააზრებული. იმ დღეს მითხრა სამსახურში: სულ ფეხებზე მკიდია, ესა და ეს ადამიანი ჩემზე რას ფიქრობს და რას იძახის”-ო და გამეცინა. მეგონა ჩემი აზრები წაიკითხა. და მართლაც, რა დროს მაგაზე ფიქრია, როდესაც სხვა ადამიანები გველოდებიან იმისათვის, რომ გვიყვარდეს და ვუყვარდეთ.

და ყველაზე მაგარი კი ისაა, რომ  ახლა ვწერ ამ პოსტს. ანუ მაშინ, როდესაც არ მყავს შეყვარებული და ანუ ის ერთადერთი და განუმეორებელი ადამიანი გვერდით, რომელიც ჩემთვის ძალიან ძვირფასი უნდა იყოს. ეგ რომ მოხდება, ალბათ დებილურ პოსტებს დავწერ და სანამ ეგ მომხდარა, ეს დავწერე. ასეთი მინდა ვუყვარდე ხალხს. რადგან მე სულაც არ ვთვლი, რომ იმისათვის რომ ადამიანები გიყვარდეს და მათაც აქეთ უყვარდე, აუცილებელია ვიღაცას “ჩემი შეყვარებული” ერქვას. სიყვარული ხომ ბევრად მეტია, ვიდრე სტატუსი “შეყვარებული” და “მეუღლე”.

ასეთი დამიმახსოვრეთ, როგორიც ამ სურათებში ვარ. ღიმილიანი და ხალისიანი. და მიუხედავად იმისა, რომ ამ სურათთაგან ერთ-ერთი ჩემთვის რთულ პერიოდშია გადაღებული, მე მაინც ვიცინოდი.

     ახლა როგორ ვარ??? ჩემს დიდ სკამზე ვარ წამოწოლილივით.მადლობა ვიღაცას, რომ ეს სკამი დამიდგა. გემრიელად მოკალათებულს სულაც არ მაღელვებსის ფაქტი, რომ სამსახურში ვარ და განწყობა სხვანაირი უნდა მქონდეს. ყურში მშვიდი დაამინდის შესაბამისი ჰანგები და მშვიდად ვარ. მიყვარს ზაზა მარჯანიშვილი და თბილისიდანვუსურვებ მას პროფესიულ წინსვლასა და წარმატებებს. ერთი პერიოდი ჩემი გზის მელოდიაიყო ის, რასაც ახლა ვუსმენ. სახლიდან სამსახურამდე მხოლოდ „So…“, სამსახურიდან სახლამდეცმხოლოდ „So“. საერთოდ ხშირად ვფიქრობ იმაზე, რომ მუსიკასა და სიმღერას გაცილებით დიდიძალა აქვთ, ვიდრე ნათქვამ სიტყვებს.


გუშინ მია ჩემთან დარჩა. მორიგი „ელვისობა“ გვქონდა,როგორც პერწკლმა უწოდა. შემდეგ სახლში წამოსვლისას აი ასე სპონტანურად ვუთხარი წამოდიჩემთან–მეთქი. არის ხოლმე მომენტები, როდესაც ჩემი უბანი, ქუჩა, ეზო სასწაულად მიყვარსდა გუშინაც ეგ მომენტი იყო ჩემს გონებასა შიგან. ჩემთან მისვლისას მალევე მიას გემოვნებით გემრიელი ფუნთუშები ვიყიდეთ. აი ისეთიგემრიელი, მია როგორის სურათებსაც დებს ხოლმე.
მისივე თხოვნით გავაკეთე ფბ–ის ანგარიშის რეაქტივაცია.შევედით ჯერ იქ, მერე იქ. სასიამოვნო ფილმი გვინდოდა, რომელიც არც ერთს არ გვექნებოდანანახი. ასეთი რომ ვერ გავიხსენეთ, ისევ ძველი „What happens in Vegas” ჩავრთეთდა სიცილ–ხარხარშიც დრო გავიდა.
     მე მაინც ის მერკანტილური სულელი ვარ, რომელიც გამუდმებითუდიდეს ყურადღებას აქცევს მერკანტილურ სისულელეებს. აი მაგალითად, როგორ ახრამუნებსმია ჩიფსებს ან როგორ მოუხდა ჩემი შინდისფერი ქვედაკაბა. ან აი ის, თუ როგორი თვალებითვუყურებდით რაფაელისა და როჯერის (მე მას ხან როჟეს ვეძახი, ხან როჟერს, ხან როჯესდა ხანაც აი ასე, ანუ როჯერს) ერთ–ერთ ყველაზე ლამაზ და ძლიერ თამაშს. ვინმემ იცოდა,რომ ბავშვობაში ჩოგბურთის ყურებას ძალიან დიდ დროს ვუთმობდი??? არც არავინ. რადგანახლა აღარ არის ის ადამიანი, ვისთან ერთადაც შემიძლია დავჯდე და დავტკბე ერთობ ნაცნობისპორტსმენების თამაშებით.
     იცით რა ტკბილად და თბილად გვეძინა?! იდეაში ესეც ერთ–ერთიმერკანტილური სისულელეა. რომ შეგიძლია ბალიშებზე თავების დადებისას ისაუბრო რომანისგმირებზე, გაარჩიო მათი პირადი ცხოვრება, დაახასიათო ისინი და რაც უფრო მეტად აკვირდებიმათ, მით მეტად გიყვარდება ისინი. 

     ან რა სასიამოვნოა პუტკუნა მეფუნუშესთან საუბარი, როდესაც იცი, რომ ის გემრიელი და თბილი ფუნთუშებით გამოგიშვებს.

   
  დღეს უკვე 31 აგვისტოა და ველოდები შაბათ-კვირას, როდესაც მია კვლავ ჩემთან. აუ ეს იქნება ძალიან მაგარი დღე. 

თქვენ არ იცნობთ ჩემს კაცს.
ის არის ყველაზე გიჟი.
უპირველესი ის არის, რომ მე ვუყვარვარ.
ან შეიძლება მე მგონია ასე.
ერთხელ, როდესაც ახალი გაცნობილი მყავდა, ვკითხე:
If I fell in love with you, what would you do about it?
მან კი ყოველგვარი ზედმეტი ფიქრის გარეშე მიპასუხა:
Everything.

ის ციხიდან ახალი გამოსულია, 
როგორც თვითონ ამბობს ქუჩის გარჩევების გამო იჯდა.
მაგრამ მე ეს არ მაღელვებს. 
ის დავიქირავე, რომ მე დამიცვას. 
მე რაღაცნაირად დაუცველი ვარ., უმწეო. 
მთელ ქალაქში ჩემი სურათებია მიმოფენილი. 

გაზეთები–ჟურნალები–ბილბორდები–ტელევიზორი – ყველგან მე ვარ. 

ქუჩაში ვერ გავსულვარ, მაღაზიაში შევედი და ყველა მე მიყურებდა. 
როგორც ყველა ციხიდან გამოსული, ისიც ქუჩის ბიჭია.
ჰყავს ბოსი, რომელსაც არ უნდა, რომ ემორჩილებოდეს. 
მე შარლოტა მქვია, ცნობილი მსახიობი ვარ და ცოტა ხნით კინოსგან ვისვენებ. 
დავიღალე.
ძირითადად სულ ქუდსა და სათვალეებში ვარ.
პაპარაცები არ მასვენებენ, ჩემი სახლის ირგვლივ არიან მუდმივად ჩასაფრებულები. 
და დაცვის დაქირავებაც მაგიტომ გადავწყვიტე. 
ვიცი, დამიცავს. 
ვუყვარვარ და იმიტომ. 
ამას წინათ უბრალოდ წინ დავუდექი, მივუახლოვდი, მივეფერე.
მერე დანარჩენი ბუნებრივად მოხდა. 
უნაზესი ღამეები მასთან გატარებული. 

მერე მანქანით სადღაცისკენ. 
მიყვარს მის მანქანაში ჯდომა. როგორც მინდა, ისე ვზივარ.
თავს კომფორტულად და დაცულად ვგრძნობ მასთან. 

ერთხელ ვკითხე,  ჩემს ადგილას სად წახვიდოდი–მეთქი და ლოს–ანჟელესშიო. 
თან შემპირდა, მეც წამოვალ. უბრალოდ რაღაც საქმე მაქვს დასამთავრებელიო. 
მეც წამოვედი,  ის კი ჯერ არ გამოჩენილა. 
ნეტავ რატომ???
ამდენი ხანია ინტერნეტი არ მქონია.
ნუ აი თითქმის 2 თვე. გადარევასა და გაგიჟებას მივეცი, მაგრამ გუშინწინ ისევ ჩემი მეზობლის დახმარების ხელი. ხოდა აი ისევ მაქვს კომპიუტერი წესრიგში. მართალია ყოველდღე მინიმუმ 3 დისკიდან ვიწერ სიმღერებსა და სურათებს. პლუს, ჩორვენსა და ჰერმიონეს აქვთ ჩემი რამდენიმე ფოლდერი, რომელსაც ამ დღეებში უკან გამოვითხოვ, მაგრამ მაინც დავბრუნდი ინტერნეტ–სივრცეში.

ხოდა კიარადა ანუ პოსტი ჩემს დაბრუნებაზე არ არის იდეაში. ხოდა აი პოსტის მეორე გადასახვევი, რის შესახებაც მინდა დაწერა. 
ამდენი ხანია ინტერნეტთან არ ვყოფილვარ (თუ არ ჩავთვლით ჩემს allmighty ტელეფონს, რომლის საშუალებით ფბ–სა და მეილზე შევდიოდი) და როდესაც გუშინ უკვე სრულად შევედი, პირველი რაც ვქენი ფბ–ზე შევედი ისე, რომ ყველაფერი კარგად დავათვალიერე, წავშალე წასაშლელი და ასე შემდეგები. 
მათ შორის შევაჭერი facebook>>messages>>other, ყველანაირი ინფორმაციას რომ გადაეყრები ადამიანი, ეგ ადგილია ზუსტადაც რომ. ხოოოოდა, აი ამ პოსტის მთავარი ინსპირაცია.

ვაჟა ვიღაცაშვილის მესიჯი:

ვაა, შენ რა მაგარი ვიღაც ჩანხარ, პირდაპირ ჩასაკბეჩი ხარ. არ გინდა facebook–ები გავცვალოთ? მაინტერესებ. 

ჰმმ… ამ პოსტის იდეაც მაშინ გამიჩნდა. (თან რეალურად რომ ვაღიარო, რამენაირად ხომ უნდა დავბრუნებულიყავი ბლოგსა შინა).

შემდეგ შევედი ფორუმზე, სადაც დამხვდა სრულიად უცხო ადამიანის პმ:

ამის მერე შენც ზიხარ და შენთვის ფიქრობ, რა მომენტში გახდი საინტერესო სრულიად უცნობი ადამიანისთვის.
და იმასაც ხვდები, რომ ეს სრულებით არ გხიბლავს.
კიარადა, უფრო სწორად, არ იცი როგორი იყო.
ყოვლად ინდიფერენტული დამოკიდებულებითა და ამასთანავე თვალების აქეთ–იქით ტრიალით შესცქერი ამას და ელოდები ვარსკვლავებს ცაზა შინა და დედამიწასა ზედა.
ოო ღმერთო, ვარსკვლავი გაიმეტე ჩემთვის და ცოტა მეტი ძალა, რომ ერთხელ და სამუდამოდ ვიყო ბიჭი.
კიარადა…
რა საინტერესო?!
საერთოდ არ იცნობ.
იცნობ ისე, შორიდან.
უბრალოდ რომ რაღაც აქეთ-იქით და მორჩა, იმის იქით არაფერი.
და მერე მაინც გეტყვის საინტერესო ხარო.
და შენ მერე შედიხარ შენს ერთადერთ და განუმეორებელ ბუნაგში და წერ ყველაფერ ამაზე.
მერე ვინმე პოულობს ამ ნაწერს და კითხულობს.
და საერთოდაც არ ენაღვლება, რომ შენ მხოლოდ შენი კოკაინის დოზა გინდა და მეტი არაფერი.

კიარადა, ეს იქით იყოს და ყოველთვის მეფიქრება ხოლმე ადამიანებზე, უფრო კონკრეტულად კი – მამაკაცსა და ქალზე. (ამაზე ის ანეგდოტი მახსენდება: ძალიან მიყვარს ჩემი მშობლები, განსაკუთრებით დედა და მამა :D ) ნუ მოკლედ.
ასეთი ტიპის პმ–ები არაერთი მომდის დღესაც კი და რაღაც უცნაური განწყობა მეუფლება.

რატომ ინტერესდებიან ჩემით??? რა უნდათ??? შემეშვან რა. არასოდეს მიფიქრია იმაზე, რომ “მოდი ვიღაც შევაბა/მოვხიბლო/მოვეწონო/შევუყვარდე”. ყოველთვის სკეპტიკურად ვუყურებდი ამ ტიპის გოგოებს. რაღაც გაურკვეველი არის ხოლმე ეს საკითხი. შევეჩვევი ხოლმე, რომ ყურადღებას არავინ იჩენს ჩემ მიმართ და მშვიდად ვარ. არ ვფორიაქობ. ვცხოვრობ კარგად, ბიჭივით მარტივად. ოღონდ მართლა კარგად და მართლა მარტივად.

ამ სკაიპის შემთხვევითი ადამიანებისგან ერთ დიიიიიიიდ ფოლდერს გავაკეთებდი, სახელწოდებით “დეგრადირებული თაობა”. მე გულწრფელად მიყვარს block ღილაკი.

ჩემი “კიარადა” ვერსიები ერთმანეთში ირევა (ზმნა: არევა) და ირევა (ზმნა: აღრევა). არ ვარ მე ეს ჩასაკბეჩი, საინტერესო,მიმზიდველი, ლამაზი, მომხიბვლელი, და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ადამიანი. ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი ვარ და მარტივზე რთული ვარ. არ მხიბლავს ეს “მოდი ახლა ეს ბიჭი შევაბა” სიტუაციები. ურო მაჩუქოს ვინმემ. ოღონდ ზემოდან ეწეროს: “ჯერ ადრესატს ჩაარტყი და მერე შენს თავს”.

არადა ახლა რომ მე ზუსტადაც შემთხვევითი ურთიერთობის მუზეუმის ექსპონატმა გამხვია ანალოგიურ ისტორიაში, იმას რა ვუწუდო, აღარ ვიცი უკვე. მეუბნება საინტერესო ხარ, შენთან არ ვიძაბები, მსიამოვნებს შენთან ურთიერთობაო. და მე თავს ზემოთ ძალის მაგივრად, ჩალა მაყრია. ო, გოშ. o, gosh, ო, გაშ. o, gosh, ო, გაშ. o, gosh, ო, გაშ. o, gosh.

და უკანასკნელი ადამიანი, რომელიც მახეში არგაბმის პერსპექტივით მეგონა, სოფოკლეა. თხოვდება ივნისში და მე თავზარი შემომეცა. ხან მიას მივწერე, ხან სოფოს ვუღრინე. არადა მართლა შოკში ვიყავი რამდენიმე დღე. ხან რომელი უცხოელი მეგობარი ტაგავდა სურათში და ხან – რომელი. მია მამშვიდებდა, მეც ეგრე ვიყავიო.

და ახლა რა ხდება???
და მაინც, მე ბუზი ვარ, რომელიც ბზუის. სულ ბზუის.
და ის ექსპონატი მაინც ობობაა, თავისი გრანდიოზული ქსელით.
და მე მაინც ვბზუი, როდესაც ქვეცნობიერად მისი ვარ. მინდა თუ არ მინდა.
და ბუზი ორმაგად ბზუის, როდესაც ობობის ქსელში ხვდება.
და აი ჩემს თავს ვერ ვიტან ხოლმე.
როგორც ბუზს ვერ ვიტან. მაგრამ სასწაულად მეცოდება ხოლმე, როდესაც მას ამ ქსელში გაბმულს ვხედავ. ძალიან მებრალება ხოლმე.
თავად ქსელის მომენტია საშინელი. თორემ ობობასთან თავს სასწაულად კარგად ვგრძნობ.
ამ დღეებში ასჯერ ვკითხე, რატომ მოგეწონე–მეთქი და სიტყვას ბანზე მიგდებს სასწაულად. მივხვდი, რომ შენთან კარგად ვარო. მე რომ ვფიქრდები, არ ვიცი პასუხი. იმიტომ, რომ მე ვერაფერს ვხედავ ჩემს თავში მოსაწონს. და აი ზუსტად ამაზე მეშლება ნერვები. რომ მაინც მოვწონვარ. უხილავი ძაფია ჩვენს შორის. მაგრამ იმდენი, რომ ვერ გაგლიჯავ. ის რითი მომწონს??? არ ვიცი. ხელის მტევანით და ყბით. დიახ, მე ხომ გარეგნობის ჩემეული აღქმა მაქვს. ისე კი სასწაული მიხვედრილობით, სასწაული მიხვედრილობით და დაკვირვებულობით. აი ყველაფერს აკვირდება და მე ეს აღმარფრთოვანებს. სასწაულად თან. არ არსებობს რამე გამოეპაროს. სასწაულად მიზიდავს.

ვიცი, რომ ეს ყველაფერი არასერიოზულ–არარეალურია და მაინც მე დინებას მივყვები, მისი არ იყოს. ასე მინდა და იმიტომ.

პ.ს. ეს კი იმ პმ–ის ბოლო აკორდი. რავი ისე იდოს მაინც.

Set your fingers free. :) )

ჯერ ბლოგებს არ ვკითხულობ. ვიცი უმეტესობა საახალწლო განწყობის მატარებელი იქნება და მე რა განწყობა მაქვს, არ ვიცი. რომ გავიგებ ან ვინმე მეტყვის, მადლობელი ვიქნები. ახალი წელი არაფერია, გარდა კიდევ ერთი წლის წასვლისა და ახლის მოსვლისა. ერთადერთი პოზიტივი ჩემი წლის მოსვლაა.
კატისა და კურდღლის წლის მოსვლას ველოდები 1999 წლიდან. 1999 კარგი წელი იყო და მაშინ რომ გავიგე, რომ ჩემია, 12 წლის გავლას ველოდებოდი. ხოდა აი ისევ მოვიდა. თუმცა მაშინ სულ რაღაც 12 წლის ღლაპი ვიყავი და დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრ რამეს 1) ვერ ვაცნობიერებდი, 2) სხვანაირად აღვიქვამდი. ძალიან მიხარია, რომ ზუსტად იმ 3 ცხოველის ნიშნის მატარებელი ვარ, რომლებიც პირდაპირ კავშირში არიან ჩემს ინდივიდთან. ჩემის მოკლე ჭკუით ეს შემთხვევითი არ ყოფილა და მიხარია, რომ ზუსტად ჩემი საყვარელი ცხოველები არიან ამ ამბავში “გარეულნი”. ზოდიაქოსი რამდენად მჯერა არ ვიცი. მხოლოდ დილით ვუსმენ ხოლმე, ისიც ხანდახან. აი ეს მაშინ ხდება, როდესაც ტაქსის მძღოლი რომელიმე რადიოს მასმენინებს და რადიოს წამყვანი ფურცლიდან სხაპა-სხუპით კითხულობს ვერძი…. კურო… ტყუპები…. მაშინ ერთი სული მაქვს ხოლმე, რომ სპიდომეტრმა იმდენი რიცხვი არ დაწეროს, რომ რადიოს წამყვანმა ბოლო ზოდიაქომდე ჩასვლა ვერ მოასწროს. ისე, რატომაა თევზები მე-12 ნიშანი, ვერა და ვერ ვხვდები. არადა მე-2 და მე-3 თვის შემაერთებელი ნიშანია. კარგი, გავიარეთ. ხოდა, იმას ვამბობდი, რომ ვერასოდეს ვიქნებოდი ზოდიაქოთი მაგალითად გველი, დრაკონი, ტყუპები, ხარი, სასწორი (მირჩევნია ისევ სულიერი საგანი ვიყო, ვიდრე უსულო ნივთი), ღორი, მამალი. ბუნებამ ზუსტად იმ ცხოველების პროტოტიპად მომავლინა, რაც ვარ მთელი 23 წელი.

კურდღელივით

  1. ფიზიკური:  
  • მიყვარს სტაფილო. შემიძლია განუზომელი რაოდენობით მივირთვა. ბავშვობაშიც ძალიან ბევრს ვჭამდი. ღრმა ბავშვობაში კი “პლაპლიპლო”-ს ვეძახდი და დედაჩემი მიმალავდა ან იმ რაოდენობით არ მაძლევდა, რადგან ალერგიული ვიყავი. ახლაც ზედმეტს რომ ვჭამ, დედაჩემი მეუბნება გეყოფაო. 
  • მაქვს ძლიერი კბილები. ყოველთვის უდიდეს ყურადღებას ვაქცევდი მათ და მე ვამაყობ, რომ მაქვს ლამაზი, ბუნებრივი, იდეალური კბილები. და მინდა, ისინი უფრო იდეალურებად ვაქციო ბრეკეტების საშუალებით, მაგრამ საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა და თან ჩემი სტომატოლოგი მიმტკიცებს, არ გჭირდებაო, მაგრამ მაინც მინდა :(   შეიძლება გარეგნობის სხვა შტრიხები დიდი ვერაფერი მქონდეს, მაგრამ კბილები ნამდვილად მეამაყება. და მაშინ, როდესაც ღვიძლი შეიძლება მეშლებოდეს, მას მიჰყვებოდეს ყელი თავისი საყვარელი გლანდებით, უგრძნობი ნეკა თითი და რავიცი კიდევ რა, კბილები მუდამ წესრიგშია.  

     2. თვისობრივი:

  • ვარ კურდღლისნაირი მშიშარა. ტადააამ!!! და აი აქ ფარდა ეხდება სიმართლეს. ბოლო ეღება ჩემს სიმამაცეს, უშიშრობას და ასე შემდეგ ყველაფერს. სიმამაცის ნიღაბი თავისით მძვრება და მეც იძულებული ვარ, ვიყო ისეთი, როგორიც ვარ. რაც არ უნდა ვითამაშო, კბილები ამიკანკალდება, თუ რაღაც ისე არ მოხდა, როგორ უსაფრთხოდაც მინდა, რომ ხდებოდეს. თუნდაც უკანასკნელი პური იყიდებოდეს მაღაზიაში, მოვკვდები და ვერ გავალ ღამის 8-9 საათის შემდეგ მის საყიდლად. აი შანსი არაა. ეგ კი არა და ბავშვობაში დღისითაც მეშინოდა ეზოში გასვლის. მაინც ნარკომანებით იყო სავსე ჩემი უბანი. ამიტომაც არასოდეს ვთამაშობდი ეზოში. არასოდეს. არ ვიცი რა არის ეზოში თამაშის გემო. სახლში ვიჯექი ჩემს სათამაშოებთან ერთად. 
  • მახასიათებს კურდღელივით კანკალი. კანკალი გამოწვეულია ხოლმე არა მხოლოდ შიშით, რაც ზევით აღვნიშნე, არამედ ზოგადად სხვა საკითხებითაც, როგორიცაა სიცივე, ნერვიულობა და სხვ. უპირველეს ყოვლისა მიკანკალებს ხოლმე ტუჩები, მერე უკვე თითები. 
  • მახასიათებს თვალების “ფახული” ამაზე მე თვითონ მეცინება, მაგრამ სანამ არ მითხრეს, არ ვიჯერებდი. აი იცით როგორ??? აი ეს ვიდეო ნახეთ. ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მულტფილმიდან და მიხვდებით რას ვეძახი მე თვალების “ფახულს”. მისით გამოვხატავ ყველაფერს. სიყვარულს, ფლირტს, მოწონებას, აგრესიას, ირონიას. ნუ მოკლედ ბევრ რამეს.

     

თევზებივით

  • ჩემი დინებით მივედინები. მივყვები ცხოვრებას. ბევრი რამე არ მომწონს. ძალიან ბევრი რამე არ მომწონს, მაგრამ მაინც მივედინები. არ მიყვარს ქაოსი, ალიაქოთი, მიყვარს სიმშვიდე. 
  • ჩუმი ვარ. ძალიან ჩუმი. დედაჩემს სასწაულად უკვირს ყველა შენ როგორ გეძახის კომუნიკაბელურს, სახლში ყუმივით ზიხარო. მართლა ეგრეა. სახლში ჩემი ყოფნა არ იგრძნობა. ღამით გამათბობელთან სიბნელეში ვზივარ უჩინრად. მიყვარს სმენა, ვლაპარაკობ იშვიათად, და ძალიან ბევრი ინფორმაცია მოდის ჩემთან. ხოდა მოდის და მოდის. მე მაინც ჩუმად ვარ და პირშჳ წყალი მაქვს ჩაგუბებული თევზივით. არ მიყვარს, ვერ ვიტან და მეზიზღება, როდესაც ადამიანს არ აცდიან საუბარს. როდესაც ამას ვხედავ, საერთოდ ხმას არ ვიღებ და ხალისი მეკარგება საერთოდ ამ სიტუაციაში ხმის ამოღების. მიუხედავად სიჩუმისა, აუტისტი ნამდვილად არ ვარ. შემიძლია ვიხმაურო. ძალაუნებურად ვექცევი ხოლმე ყურადღების ცენტრში და მე ვცდილობ, რომ ეს ყურადღება სადმე გაქრეს და ამ მიზნის მისაღწევად შემიძლია ვისაუბრო თუნდაც ნიავზე. ოღონდ კი ნიავი გახდეს ჩემზე აქტუალური. 
  • ჩემთანაა მუდამ. “გავიმუდამე” სხეულზე და ყოველ დილით აბაზანაში შესვლა მიხარია. როდესაც შემიძლია საკუთარ მოშიშვლებულ ბეჭს შევხედო. 

კატასავით

  1.  ფიზიკური
  •  მიყვარს რძე, ყველი და საერთოდ, რძის ნებისმიერი პროდუქტი. შემიძლია ძალიან დიდი რაოდენობით მივიღო. ყველი თუ არის ოჯახში, ე. ი. საჭმელი არის. 

     2. თვისობრივი

  •  მიყვარს გაზმორება. თუ დილა გაზმორების გარეშე დავიწყე. მორჩა, დღე არ იქნება სასიამოვნო. ვიზმორები დიდხანს. დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში. ხანდახან საბანსაც ვიხდი, ვიზმორები, მერე ისევ ვიხურავ და ძილის შებრუნება მინდა. უმეტეს შემთხვევაში, ძილის შებრუნება არ შეიძლება, ამიტომაც ისევ ვიზმორები და სამწუხაროდ, ვდგები ლოგინიდან. 
  • ვკრუტუნებ. განუზომელი რაოდენობით. მძინავს, მღვიძავს. შეიძლება სიფხიზლეში ნაკლებად ვაკეთო ზრდილობიდან გამომდინარე, მაგრამ ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ არ მინდა ამის კეთება. აი იხილეთ ეს ორი ვიდეო.

     

  • კნავილის პროტოტიპი ანუ ტვინის ბურღვა ფემინისტურ მოტივებზე შემიძლია ერთი საკითხი  ამოვიჩემო ნებისმიერი შინაარსისა. მაგალითად, რატომ არ არის კარგი ამინდი?! და ამაზე მართლა ტვინი წავიღო. ვიწუწუნო დაუსრულებლად. არ გავჩერდე, არ გავჩერდე, არ გავჩერდე და გული დამწყდეს, თუ ვიღაცამ მითხრა გეყოფა, გაჩერდიო. ამაზე შეიძლება ტირილი დავიწყო. ამ დროს პატარა ბავშვივით ჭირვეული ვხდები. ვიდეოც შესაბამისი:
  • მიყვარს მოფერება. ვგიჟდები, როდესაც ვინმე თავზე მეფერება, თმებზე რომ მეხება. ააააა, ამაზე ვითიშები. მეც მიყვარს იქით თავზე ფერება, თუმცა ამას იშვიათად ვაკეთებ, რადგან ხალხს არაადეკვატური რეაქცია აქვს აღნიშნულთან დაკავშირებით და მე სასტიკად მეზარება ახსნა-განმარტებები. (ამას წინათ ჰერმიონემ მომაკითხა სახლში და შუა ჭორაობისას მთხოვა, გეხვეწები ის გამიკეთე, ორივეს რომ გვიყვარსო. მაგარია თავზე და თმებში ფერება) კიდევ მიყვარს კისერსა და თითებზე. მაგარია. მაშინ მართლა კატასავით გათიშული ვარ ხოლმე. 
  • მიყვარს კომფორტი და სიმყუდროვე. არე-მარე, სადაც თბილად ვარ და არ მცივა. ყოველთვის შემიძლია სიმაღლის-და მიუხედავად სავარძელში ოთხად მოკეცილი ჩავჯდე მხოლოდ და მხოლოდ იმ მოტივით, რომ თბილად ვიყო. მიყვარს ბუხარი და ყოველთვის დიდი სიამოვნებით შემიძლია მას მივუჯდე. 
  • გამუდმებით მჭირდება ვინმე, ვინც მეყოლება დასაყრდენ ობიექტად. ბებიაჩემია ჩამოსული და მასზე მეტად ახლა არავინ მინდა. ძალიან ბევრჯერ ვეხუტები და ვეფერები.

    გარდა ამისა

  • სახელიც ისეთი მაქვს. cat = ქეთ  
  •  Cat Power. არის ასეთი მომღერალი, რომელიც ძალიან მიყვარს. აგერ ერთ-ერთი კატური სიმღერა.
  • აა ხო, ნარციზი რომ ვარ, ეგ ვთქვი ხომ უკვე წინა პოსტში?!
    უბრალოდ ძალიან მიხარია, მე ამას მთელი 12 წელი ველოდი. 

p.s. და ფბ-ზე კურდღელი მიყენია ავატარად. მაგრად ჰგავს.

      იმდენად მიყვარს, რომ არ არსებობს შემთხვევა, რომ არ ვჭამო.
      აი უბრალოდ არ არსებობს.
      ძალიან მიყვარს.

      ტორტი
      ნამცხვარი
      პეროგი
      “პეჩენია”
      “პონჩიკი”
      ქადა
      ნებისმიერი სახის ფუნთუშეული.

      გარდა ამისა
      შოკოლადი
      იოგურტი
      მარწყვი
      ნესვი
      მარმელადი
      ლიქიორი
      ხაჭოს “სიროკი”
      და კიდევ მილიონი რამ, რაც არის ტკბილი.

      გამორჩეულად საყვარელი შოკოლადი არის რათქმაუნდა ბაუნტი. ეს არის შოკოლადი, რომელსაც პოსტიც კი მივუძღვენი თავის დროზე.აი აგერ პოსტიც. ახლა რომ გადავიკითხე, ზუსტად იგივეს დაწერის სურვილი გამიჩნდა. ეს არის შოკოლადი, რომელიც ყოველთვის მინდა. ერთხელ სიფოს (ერთი ფორუმელი) სკაიპის ნარდში 7:0 მოვუგე, ხოდა მეორე დღეს 7 ცალი ბაუნტი მომიტანა. თან აი ისეთი, ერთში 3 ცალი რომ დევს. ანა (ჰერმიონე) მეხვეწებოდა ერთი ცალი (1 შეკვრა) მომეციო, მე კი ერთი ცალი მივეცი, გაგიჟდა, რა ღორი ხარო. ღორი იდეაში არ ვარ, მაგრამ ბაუნტიზე მეკეტება ყველანაირი აზროვნების უნარი. ყველას, არ აქვს მნიშვნელობა ახლოს ვარ ადამიანთან თუ არა, ვთხოვ ხოლმე, რომ ბაუნტი მიყიდოს. იმიტომ კი არა, რომ ფული არ მაქვს, ზედმეტი ლარიანი ყოველთვის მოიძიება ჩემს საფულეში. უბრალოდ აი ეგეთი აკვიატება მაქვს, რომ აუცილებლად ვიღაცას უნდა ვთხოვო ბაუნტის ყიდვა.

      მაგარ, შავი შოკოლადი სასტიკად არ მიყვარს. ანუ აი რომ ამბობენ ნამდვილი შოკოლადი არისო, ვერ ვიტან, არ ვიკარებ. ძალიან მიყვარს “Alpen Gold”-ი. არა მარტო მწვანე, ყვითელიც.

      კიდევ ძალიან მიყვარს ბურთულებიანი (რუსულად пористый) შოკოლადი “Millennium”, რომელსაც სულ ვყიდულობდი “პოპულში” თან თეთრი იყო, თან თხილიანი, მაგრამ რამდენიმე თვის წინ გააქრეს და დღემდე არ არის. ყავისფერი დევს მხოლოდ. კი, ესეც კარგია, მაგრამ ამას თხილი არ აქვს.

      “Nestle”-ს შოკოლადი ყოველთვის უგემრიელესია. ძალიან მიყვარს. “ბამბანერკა”-ც ძალიან კარგია.

      რაფაელო. მმმმ. ვგიჯდები. ამასწინათ აღმოვაჩინე სახლში. ხოდა მთელი ყუთი ისე შევჭამე, რომ ყუთი საერთოდ არ გამიხსნია.. და თან ყველაზე ღადაობა ის იყო, რომ ის ცარიელი ყუთი უკანვე შევინახე. დედაჩემმა მითხრა, თუ გამოცალე, ყუთი რა ჯანდაბად შეინახეო. რავიცი, რომ გგონებოდა, რომ რაფაელო გვქონდა სახლშიმეთქი. ჩემი ლოგიკა rules  :))))))))))))))))

      საყვარელი რამ, რაც აგრეთვე არასოდეს მბეზრდება, არის რათქმაუნდა პეპსი. ხშირად არის შემთხვევები, როდესაც 5-6 მაღაზიას თუ სუპერმარკეტს ჩამოვივლი, რომ ვიყიდო. ერთი პერიოდი ძალიან დეფიციტი იყო და იმ დროს საშინელი “ლომკა” მქონდა. ნერვებ-აშლილი დავიარებოდი. ამას წინათ ნათიას ვუთხარი ლექციაზე მოსვლამდე, პეპსი მიყიდემეთქი. ესეც აკვიატებული ჩვევა.

      და თუ არაფერი მსგავსი არ მეგულება სახლში, მაშინ შაქარი….
      შაქარი უპირველეს ყოვლისა.
      დღეში 1-4 კოვზამდე.
      ყოველთვის ჩუმად ვიპარები სამზარეულოში.
      და ჩუმადვე ვჭამ.
      ერთხელ დედაჩემი შემოვიდა და გადაირია, ისევ დაიწყეო???
      “ისევ” იმიტომ, რომ ბავშვობაში სერიოზულად “შემჯდარი” ვიყავი.
      წარმოიდგინეთ მამაჩემი ხშირად მთხოვდა წყლის მიტანას, როდესაც ის წამოწოლილი იყო. რამდენჯერაც სამზარეულოდან წყალი გამომქონდა, იმდენჯერ ერთ კოვზ შაქარს ვჭამდი. მაგრამ მერე გადავეჩვიე, რადგან ჭიანი კბილები ამოვიღე და აღარ ვჭამდი, რადგან ჯანმრთელი კბილების ხელახლა დაჭიანება არ მინდოდა. მაგრამ ბოლო რამდენიმე თვეა, ისევ შევეჩვიე, თუმცა შემცირებული დოზებით.

      რამდენიმე თვის წინ კი, როდესაც არ შაქარს ვეტანებოდი და ამ დროს სახლში ვერაფერ სასუსნავს ვერ ვნახულობდი, “ლომკა” მეწყებოდა. დავდიოდი სამზარეულოში უაზროდ, ვიქექებოდი უჯრებში. ტკბილის გარეშე უბრალოდ არ შემიძლია. მაგრამ ახლა უკვე შაქრით ვახერხებ “ლომკის მოხსნას”. სამაგიეროდ საუკუნეა შაქრიანი ჩაი არ დამილევია. ნუ ანუ ჩაი არ დამილევია ძალიან დიდი ხანია.
       და ყველაზე კარგი და სასიამოვნო ისაა, რომ არ ვსუქდები ტკბილეულობაზე.
      საერთოდ ისედაც ცოტას ვჭამ, მაგრამ ტკბილეულზე რეაქცია არ აქვს ორგანიზმს.

      მაინც ვცდილობ, რომ შაქარი არ ვჭამო, მაგრამ “ლომკა” მაქვს, მიჭირს ტკბილი სასუსნავის გარეშე. ამ დროს ძირითადად წყლის დალევას ვცდილობ, თუმცა ეს ყოველთვის არ მეხმარება.

      ხოოოოდა… ჩემმა დამ რძიანი შოკოლადი მომიტანა გუშინ და ახლა მას მივირთვამ.

      რაღაც ისეთია რა ეს ყველაფერი…
      ყველაფერი რა…
      რა და აი ყველაფერი.
      მაგალითად ჰაერიც კი.
      აი ასეთი დაუგეგმავი.
      ჰაერი კი არა… ამინდი.
      მეზიზღება მაისი.
      ვერ ვიტან.
      ამინდები კი მარტისაა.
      დედაჩემი მეუბნება, საშინელი წვიმიანი ამინდებია, მაისი მარტს დაესესხაო.
      ნუ ეს ხომ დედაჩემის მეთოდია, თუ ამინდი არ მოსწონს, მარტის ამინდი უწოდოს. კბენის ერთ-ერთი მეთოდთაგანი.
      არადა მაისი როგორ მეზიზღება.
      და ძირითადად სულ ოჯახური რაღაცეების გამო.
      5 მაისს იმ გარდაცვლილი ბებიის დაბადების დღეა, რომელმაც პრინციპში შეიძლება ითქვას, რომ დედაჩემი გააწამა. ამას მე რომ ვხედავდი, ჩემთვის ვიგრუზებოდი.
      6 მაისს გიორგობა. სამწუხაროდ ეს მხოლოდ აჭარის რევოლუციის დროს შევიტყვე. კიდევ ერთხელ გავიხსენე მამაჩემი.
      14 მაისს თამარობა. ანუ დღეს. გილოცავთ ყველას განურჩევლად სახელისა. და ვულოცავ ჩემს დას – თამუნას, რომელსაც ყვავილები ამოვუტანე დღეს. მიუხედავად ყველაფრისა და არის. ნეტავ მას თუ ახსოვს ეს… მეეჭვება. 26 სექტემბერს რომ ქეთევანობაა მაგაზე უკვე აღარ ვამბობ არაფერს, მაგრამ 2 ცალი 6 მარტი უ-”გილოცავ დაბადების დღე”-ოდ გაატარა.
      17 მაისს მამაჩემის გარდაცვალების დღეა. და ყოველი წლის 17 მაისს ვცდილობ ცრემლები შევიკავო. თუმცა დღესაც კი 3 დღით ადრე უბრალო რიგითი ჩანაწერის კეთებისას ეს არ გამომდის.
      31 მაისს მამაჩემის დაბადების დღე. ხო, დაბადების დღემდე ზუსტად 2 კვირით ადრე გარდაიცვალა. ზუსტად 2*7, ზუსტად 14.
      ვარდობისთვის ყვავილი – ანუ ვარდი. არ მიყვარს, ვერ ვიტან, მეზიზღება.

      ერთადერთი რაზეც ვაფრენ, ესაა მარწყვი…
      მარწყვი არის ჩემთვის N 1 ხილი.
      ძალიან მიყვარს მართლა.
      ფორუმზე ერთი ბიჭი სულ მარწყვის სურათებს მიდებს ხოლმე და მეცინება.

      ა და კიდევ.
      დღეს 14-ია და ჩემს სახლში 13 დღის არსება ასლოკინებს.
      ოღონდ მის მიმართ ჯერ არანაირი გრძნობა არ მაქვს.
      საძინებელში რომ შევდიოდი, თითებით ცხვირის ნესტოები შევიკარი. სურნელი ტრიალებს რაღაცნაირი. არ მსიამოვნებს. რაღაც.
      ხოდა ასლოკინებს.
      რა ოთახშიც არ უნდა შევიდე, ყველგან მისი სლოკინი მესმის.
      ა ნუ, ვე-ცე-ში არა, მაგრამ მანდ ხომ მხოლოდ ბუნებრივ მოთხოვნილებებზე შევდივარ.
      მთელს სახლში ასლოკინებს.
      “მაღაზიაში ჩადი და 2.5 კგ ხორცი იყიდე”-ს ამბავია. სულ 2.5კგ არის წონით.
      დაიწყეს ახლა ვაიმე თვალები ვისი აქვს??? ვაიმე ცხვირი??? ვაიმე ნახე ხელი როგორ უდევს. ვაიმე ნახე…
      ან ბიჭი რომ ვიყო, ვიტყოდი, ტვინი მომი***ეს ამ “ვაიმე ნახე”-ებითმეთქი.
      მაგრამ სამწუხაროდ გოგო ვარ.
      კიარადა მე მაინც გოგო ვარ. ყველა უბედურებასთან ერთად.
      ვიქნებოდი ბიჭი.
      გავიპარსავდი კვირაში ერთხელ წვერს.
      ან სამსახურის პირობებში 2 დღეში ერთხელ.
      და ეგ იქნებოდა მთელი მოწესრიგებულობა.
      სველ ხელს გადავისვამდი თმებზე და Hugo Boss-ს გავისხამდი.
      და ეგ ვიქნებოდი.
      მერე გავიდოდი გარეთ, არ ვიქნებოდი სენტიმენტალური.
      “პოხუისტი” ვიქნებოდი, ცხოვრებისეული.
      მეკიდებოდა ყველაფერი.
      არავინ მიაქცევდა იმას, რომ მე ვიღაცის შეყვარებული ვიყავი 11 თვის წინ.
      არც იმას, რომ გუშინწინ ღამე ვიღაც გოგოსთან, სახელიც რომ აღარ მახსოვს, სექსი მქონდა.
      ცვრიან ბალახზე თუ ფეხშიშველი არ გაიარე, რაა მამ….
      კიარადა სექსი თუ არ ჰქონია, რაა მამაკაცი.
      ასე რომ არავინ მეტყოდა რამეს.
      ჩემი შვილიც ჩემს გვარის პატრონი იქნებოდა. თან ყოველგვარი ზედმეტი თავის ატკიების გარეშე.
      გადავიპარსავდი თავს.
      უფრო თამამად ვიქნებოდი მაღალი.
      უფრო თამამად ვიქნებოდი გრძელი გვარის პატრონი.
      უფრო თამამად მოვხიბლავდი საწინააღმდეგო სქესს.
      ან უფრო მარტივად დავიკიდებდი.

      რატომ უნდა მჭირდებოდეს იმის მტკიცება, რომ მეც მინდა ყურადღება?
      რატომ უნდა ვამბობდე იმას, რომ ახლობლების მიმართ საშინელი ეჭვიანი ვარ, ხოლო – საყვარელი მამაკაცის მიმართ – არასოდეს….
      რატომ უნდა ვამბობდე ამას???
      ნუთუ ასე ძნელია ამის მიხვედრა???
      და ყოველთვის პირიქით რატომ ჰგონიათ???
      არ მინდა… პასუხებიც კი არ მინდა ამ ყველაფერზე.
      ჯერ სახლში შემოსული არ ვიყავი, ქეთუნამ დაიჭიროსო და მერე თითი მივადე წერტილოვან ცხვირზე და დაიწყო განგაში, მე-3 მსოფლიო ომი.
      ხოდა ავდექი და გამოვედი.
      არ შემიძლია რა.
      ქე-მაინც მარტო ვცხოვრობდე, რომ არ ვუყურებდე ამ ყველაფერს.
      და ქე-მაინც მეცოდინებოდა ვინ როგორ არის ჩემს მიმართ.
      არა, ცოდნით ახლაც ვიცი, მაგრამ აქსიომა იქნებოდა.
      მაგრამ ცალკე ყოფნას ფული უნდა, მე კი დღეს უკვე აღარ ვიცი მერამდენედ, სამსახურიდან გამომიშვეს.
      ზედმეტი ფული დავხარჯე დის ყვავილებში.
      ზედმეტი რა, ვიყიდე და სულელმა არ დავყნოსე.
      რომ დავყნოსე, მადლობა ვუთხარი გიგი უგულავას ქუჩებში სანაგვე ურნების დადგმისთვის. მერე იგივე გამყიდველს 1.5სთ-ის მერე ვეწუწუნე, მაგრამ შედეგი – 0. ვერ დავუმტკიცე ვერაფერი. თურმე გვირილებს ყველის სუნი უნდა სდიოდეს. უკეთესები ვიყიდე.
      საძინებლიდანაც გამომაძევეს. ახლა დიდ ოთახში მომიწევს უზარმაზარ ტახტზე ძილს მიცემა. ეგ კარგია, მომწონს. უბრალოდ გამოძევების ფაქტი არ მომწონს.

      თუ გინდათ, ამ სიმღერას მოუსმინეთ.
      თუ არ გინდათ, რა აზრი აქვს ამ პოსტის წაკითხვას, ერთი ვიცოდე.

      მეტი არაფერი.
      სულ ეს იყო.
      უბრალოდ
      ჩემს სახლში 13 დღის არსება ასლოკინებს.

      არაფერი განსაკუთრებული…

      ძალიან ჩუმად, ძალიან მშვიდად და ძალიან წყნარად…


      ეს მაისური დღეს მე :)




       

      შოკოლადის ტორტი.

      ან შეიძლება უბრალოდ ნამცხვარი.
      მმმმმმ…. ცუდად გავხდი.
      მერილის ალბათ ყველაზე ქარაფშუტული როლი, რაც კი ოდესმე მინახავს.
      და ის მართლა წარმოუდგენელი მსახიობია.
      თავიდან ვიფიქრე, ჩემი ყიყლიყო უფრო ლამაზი იყო, ვიდრე მისი, რომელიც ტაფაზე საზიზღრად იხრუკებოდა, მაგრამ მერე ზემოდან ისეთი რაღაცეები დაადო, რომ ნერწყვების ყლაპვას მივეძალე.
      მეც ხომ ვწერ?! და მიუხედავად იმისა, რომ “ჩემი შეყვარებული” და “ჩემი მეზობლის საყვარელი” დიდი არაფერია, მაინც ვახარებ ჩემს ჭიას და საერთოდ არ მჭირდება გამომცემლობა. “publish”–ზე დაჭერით უფრო მეტი ადამიანი კითხულობს ჩემს ნააზრევს, ვიდრე რომელიმე მაღაზიის ვიტრინაში დებით.
      რაზე??? სამსახურზე აშკარად არა, რომელიმე რომელიმე ჩემი კოლეგა შემოვა (კუდას არ ვგულისხმობ) და მერე ამიტეხავენ ერთ ამბებს.
      და საერთოდაც, ბლოგის ქონის არსი იმაშია, რომ ყოველდღიურ დაძაბულობაზე არ იშალო ნერვები.
      და რა საოცარი დამთხვევაა, ღმერთო ჩემო… კარაქი!!!! კარაქში შემწვარი საჭმელი ხომ ერთი ორად გემრიელია. ნუ მე ასე ვთვლი და ისიც. საყვარელი. ზეთში შემწვარი სასტიკად არ მიყვარს.
      დედა, რომელიც ვერასოდეს გაიგებს რა არის ბლოგი. ამიტომაც არც იცის.
      მაღალი ქალი დაბალ მამაკაცს რომ მიყვება, ძალიან არ მომწონს. (აქ ვეცდები ვინმე დავარწმუნო, რომ სულაც არ ვარ 1,77 სმ სიმაღლეში და საერთოდაც არ მხიბლავენ მაღალი მამაკაცები)
      არ ვუშვებ ალამს ქვევით, თუ საყვარელი მამაკაცი ვერ ხვდება, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ბლოგი ჩემთვის. რადგან “ბლოგი ეს ხომ ვარ მე მე მე მე დღითიდღე”. ამისთვის საკმარისია ეს და ეს პოსტები.
      ქვედაბოლო, რომელიც ზუსტად ჩემს სტილს შეესაბამება. ფერითაც და ფასონითაც.
      საყვარელი ადამიანი, რომელმაც ჩემი ბლოგი წაიკითხა.
      ისევ დედა, რომელიც მამხნევებს.
      ყავისფერ–თეთრი ფეხსაცმელი, რომელიც ძალიან ლამაზია.
      და არ მკითხოთ, ვისზე ვწერე ეს ყველაფერი…
      ჯულიზე, ჯულიაზე
      თუ
      უბრალოდ საკუთარ თავზე.
      პასუხია: “არვიცი, დავიბენი უბრალოდ”
      უბრალოდ არ შეიძლება იყო ბლოგერი და არ გქონდეს ნანახი Julie and Julia
      უბრალოდ არ შეიძლება…
      მერილ სტრიპი და სტენლი ტუჩი… მმმმ… არაჩვეულებრივი ტანდემი ფილმის “The Devil Wears Prada” შემდეგ.
      ერიკი… არამგონია, რომ გავთხოვდე, მაგრამ თუ ოდესმე გავთხოვდი, მისურვეთ მისნაირი ქმარი.
      და სიმღერა ფილმის ბოლოს, ტიტრებამდე…
      ის სიმღერა, რომელსაც სცენაზე ასული კიანუ რივზი უმღერის შარლიზ ტერონს ფილმში “Sweet November”.
      არვიცი ჯერ მომზადება მომინდა და მერე მირთმევა…
      თუ პირიქით…
      მაგრამ მაინც…
      Bon Appetit!!!

      უმუშევრობიდან გამომდინარე ვიღვიძებ 1–ზე ან 2–ზე, რითიც ერთი–ორად კმაყოფილი ვარ. სარკეში რომ ვიხედები, დასვენებული სახე მაქვს და რაღაც მშვიდი ვარ. არანაირი მაკიაჟი, არანაირი ოფიციალური ტანსაცმელი, არანაირი რავიცი კიდევ რა. დიასახლისობას რომ ვერ ვიტან, ეგ ახალი ამბავი არამგონია იყოს. მათ შორის საჭმლის მომზადებასაც. მაგრამ გუშინ არვიცი კუჭმა, არვიცი ნამუსმა, მაგრამ რომელიღაცამ ნამდვილად შემაწუხა. ავდექი, გავიხედე, სახლში მარტო ვარ. ვგიჟდები იმ პერიოდზე, როდესაც მარტო ვარ. ზუსტად მაგ მომენტში ვესაუბრები ხოლმე ირაკლის, დუკას, ირინას, ნინოს, ლეკოს (ლევანი)… რავიცი ვინც არის იმ მომენტში სახლში. აი ასე დავდგებით ხოლმე ფანჯარასთან და ვსაუბრობთ. ფანჯარასთან, რადგან ზუსტად მანდ არის გამათბობელი. და მე, როგორც არა მხოლოდ “მსოფლიო სევდა”, არამედ “მსოფლიო მცივანა”, გათბობას კიარადა, ყოველი უჯრედის გაცხელებას მივეცი.


      ნუ მაგრამ, როგორც აღვნიშნე, არვიცი რომელმა, მაგრამ რომელიღაცამ ნამდვილად შემაწუხა. ხოდა გამოვხსენი მაცივარი. სიცარიელე. თან დედაჩემი მარხვაზეა, მარხვა ორშაბათიდან დაიწყო. გამოგვიცხადა, მე ისეთი დაღლილი მოვდივარ სამსახურიდან, რომ ცალკე სამარხვოს და ცალკე არასამარხვოს გამკეთებელი არ ვარ, რაც გინდათ, ის გიქნიათ აღდგომამდეო. ხოდა მაცივარსაც ფრიად დაეტყო ეს არც თუ ისე სასიხარულო ამბავი.
      ვიფიქრე, ამის დედა ვატირე, რაღაცას მაინც გავაკეთებმეთქი. თავიდანვე რათქმაუნდა ღომი მომაფიქრდა, თან არაერთხელ გამიკეთებია და ძალიან მიყვარს, მაგრამ სანამ ეგ მოიხარშებოდა, ვირი 5 ხეზე გაისერნ–გამოისეირნებდა. ხოდა რა შეიძლება იყოს სწრაფად და თან გემრიელი…
      რათქმაუნდა ყიყლიყო…
      გამოვხსენი მაცივარი უკვე მე–7–ედ მგონი. გამოვიღე 2 უკანასკნელი კვერცხი. და თურმე რძეც გათავებულა. ეგრევე ცხვირი ჩამოვუშვი, თან მაღაზიაში წასვლა და მოტანა ძალიან მეზარებოდა.
      ნუ ანუ ურძეოდ გავაკეთე სამწუხაროდ, მაგრამ სამაგიეროდ პიტნიანი ყველით.
      მანამდე ჩემს დიდ, ბუთქუნა ჭიქაში ჩაი დავისხი…
      მიყვარს ეს ჭიქა, ბარაშკამ მაჩუქა.
      23 ნომრით მე ვარ, დევიდ ბექჰემის გამო და მეორე – თეონაა.
      ჩაი დავისხი, რათქმაუნდა ყინულიც ჩავაგდე..
      წიწიბურაც შევაცხელე, ყიყლიყოც მომზადდა და მშვენივრად მივირთვი.
      ამ პოსტს რომ ვწერ, მეცინება…
      მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამ საქმეში სრულიად ახალბედა ვარ, არაუშავს. :)
      აბა ეს 40 დღე ხომ არ მოვკვდები?!
      ისე კარგია, რომ დღეში ერთხელ ვჭამ, ან მააააააქსიმუმ 2–ჯერ.
      არ მშივდება, ან მავიწყდება ხოლმე. და სანამ კუჭი არ მაგინებს, მანამდე არაფერს ვეკარები. ნუ ბაუნტი, პეპსი და ზოგადად სასუსნავი სხვა რაღაცაა.
      ხოდა ეგრე…
      :)

      გარდა იმისა, რომ ბლოგერები ვწერთ პოსტებს საკუთარ ბლოგებზე და guest–პოსტების სახით სხვებთანაც. ჩვენ ასევე ვწერთ კომენტარებს. როგორც საკუთარ, ასევე სხვის ბლოგებში.

      რა არის კომენტარი???
      სხვა არვიცი როგორ აღიქვამს, მაგრამ ჩემთვის კომენტარი არის პოსტის გაგრძელება. ხდება ხოლმე, რომ პოსტზე არანაკლებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია არის ზუსტადაც რომ კომენტარში, და არა პოსტში. აქედან გამომდინარე ჩემთვის ის კომენტარებიც მნიშვნელოვანია.
      ზ/ა–ს გამო, დაახლოებით 10 დღეა, რაც კომენტარებს ვიწერ.
      როგორ???
      ძალიან მარტივად.
      შევდივარ სხვის ბლოგში, ვწერ კომენტარს და სანამ დავა–publish–ებ, ვრთავ თოლიას.
      შემდეგ რა კომენტარებიც კი გაკეთდება ჩემი კომენტარის შემდეგ ამ პოსტზე, ყველა მომივა gmail–ის მეილზე.
      აი ასე.
      ისეთი მოსახერხებელია, რომ ცას ვეწიე.
      ვიღაც კითხვას დამისვამს და ხომ უნდა ვუპასუხო.
      თანაც ვერ ვიტან უყურადღებობას, ხოდა…

      … თავს არაჩვეულებრივად ვგრძნობ.

      იმაზე უფრო კარგად, ვიდრე ველოდი.
      არვიცი მიზეზი.
      უფრო სწორად ვიცი, მაგრამ რავიცი, ვიცი???
      კიარადა…
      label-იდან mr.M საერთოდ ამოვშალე და ახლა ერთი ორად კარგად ვგრძნობ თავს.
      ხვალ ისევ ჩემს სამსახურში რიგით მე–11 გასაუბრებაზე მივდივარ. მე–10–ზე გუშინწინ ვიყავი. და იმედი მაქვს, რომ ეს ზუსტად “ის” ერთადერთი და განუმეორებელი გასაუბრება იქნება. თუ არ იქნება, მე მაინც ბედნიერი ვიქნები. ვინც გამესაუბრა იმან ვიღაცას უთხრა, მინდოდა ძალიან მკაცრი ვყოფილიყავიო, მაგრამ ისეთი კარგი გოგოა, რომ ვერ შევძელიო. კარგი ვარ??? რავიცი, ვიცი???
      განსაკუთრებით დავახლოვდი ერთ ადამიანთან. ჯერ–ჯერობით მასში ცუდ თვისებას ვერ ვხედავ. ძალიან ჩემიანია. თავს რაღაც არანორმალურად კარგად ვგრძნობ. ისეთ რაღაცეებზე ვსაუბრობთ, რომ მე თვითონ აზრზე ვერ მოვდივარ.
      ძირითად ორ პირობას აკმაყოფილებს.
      1) ჩვენს შორის ასაკში სხვაობა 4–ის ჯერადი რიცხვია. (ვინც მათემატიკა ჩინურია, გეტყვით, რომ 4–ის ჯერადი რიცხვებია 0,4,8,12,16 და ა. შ. )
      2) ჩემი გვარი მის გვარზე გრძელი არ არის. ანუ მისი გვარი ჩემს გვარზე მოკლე არ არის.
      და ეს 2 ფაქტორი წინაპირობაა იმისა, რომ მასთან თავს კარგად ვგრძნობ. არა, კარგად არა. არაჩვეულებრივად. არ ჩამოვთვლი იმ დადებით მხარეებს, რაც მას ახასიათებს. უბრალოდ he’s my kind of person. ძალიან ბევრს ვსაუბრობთ, ვეცნობით ერთმანეთს და აი არვიცი რა… რაღაც სასწაულად კარგად ვარ.
      (ახლა არის 12:28 a.m. და წერა რამდენიმე წუთით შევწყვიტე იმის გამო, რომ დამირეკა…)
      ხოდა ეგრე. არვიცი რა უნდა ვთქვა. ჩემი რაღაც დებილური ოცნებათაგან რამდენიმე ვუთხარი. მოდი ერთად ავასრულოთო.
      ხშირად ისე მესაუბრება, თითქოს ძალიან დიდი ხანია ერთად ვართ.
      ხშირად ისე მესაუბრება, თითქოს რაღაც ადგილიდან (საძმაკაცო, სამსახური თუ რამე სხვა) დაბრუნებული სახლში (ანუ ამ შემთხვევაში ჩემთან) უნდა მოვიდეს და მეუბნება ხოლმე ტელეფონში: “მოვდივარ და ცხელი ჩაი დამახვედრე და კეთილი გული”–ო.
      ხშირად ისე მესაუბრება, თითქოს ნოემბერში ტყუპები შეგვეძინება… ტყუპები იმიტომ, რომ მისი ბაბუა ტყიპისცალია და ანუ გენეტიკაში ეგ მაქვსო. პირველი გიორგი და მეორე ალექსანდრე. სახელები ჩემი სურვილით. ნოემბერიც ჩემი სურვილით. გიორგობისთვეა და იმიტომ. არადა გვერდიდან რომ შეხედოს ვინმემ, რა სისულელეებია არა??? მაგრამ ვსულელობთ ერთად და რა მოხდა, რამე შავდება??? რეალობას ხომ მაინც არ ვწყდებით… უბრალოდ ჩვენთვის ვსულელობთ. და ვინც მეტყვის, რომ sweet person–თან სისულელეები ტეხავს, იმას ვეტყვი, რომ თუ თქვენ არ იცით რა არის სისულელე, თქვენ ისიც არ იცით, რა არის ჭკვიანური საუბარი. ასე რომ თქვენი ჭკუის დარიგებები თქვენთან, თქვენს თავებში დაიტოვეთ. და ამას მე არათუ მხოლოდ აქ დავწერ, ყველას ვეტყვი, ვინც კი რამე იდიოტობას მეტყვის.
      მარიამის ეს პოსტი წავიკითხე ემოციის მიერ გამოწვეულ ახალ ემოციაზე და უცებ ის გამახსენდა… რომ ვაკოცე და რომ გაინაბა… ისეთი სახე მიიღო, რომ კინაღამ თვალსა და ხელს შუა დამიდნა. და იმ მომენტში მე ვიყავი უბედნიერესი. საერთოდ აი მაგ მომენტებში უბედნიერესი ვარ ხოლმე. როდესაც ვხედავ ის როგორი გაცისკროვნებულია.
      ვინაიდან რამდენიმე დღე ამ ოთახში ციმბირული პირობების გამო არ შემოვსულვარ არსად, ხალხს მოვენატრე.
      ნასტასია…
      ბაბისა…
      ალკა…
      ანუშკა…
      და ყველამ მომწერა…
      ზოგმა facebook–ზე…
      ზოგმა skype–ში.
      და ხვალაც რამდენიმე მათგანთან ერთად ჩემს საყვარელ ადგილას მივდივარ. ადგილი, რომელზეც ვგიჟდები, ისე მიყვარს.
      შაბათს კი ალკას ვნახავ.
      აი არვიცი…
      რა ვიქნებოდი სიყვარული რომ არ მცოდნოდა…
      მართლა ბედნიერი ვარ, რომ მყავს ასეთი მეგობრები.
      და თუ ის არ არის ის, ვისთან ერთადაც უნდა ვიყო და თუ ისინი არ არიან ისინი, ვინებთან ერთადაც უნდა ვიყო, არ მაღელვებს. დღეს მსიამოვნებს ეს ადამიანები და შემიძლია დიდი სიყვარული გავცე იმისთვის, რომ კარგად იყვნენ. დღევანდელი დღით ვცხოვრობ და მიხარია მათი ყოველი ღიმილი.
      თავს გიჟად ვგრძნობ საგიჟეთში…
      თუმცა გიჟი ვარ ისედაც და…
      მაგრამ ეს კარგი საგიჟეთია.

      მისამართი დაზეპირებული უკვე…

      კუდა ჩეთში…
      “მოდიხარ დღეს?”
      “კიიიიი…
      მაგრამ ჩათვლა მაქვს და დამაგვიანდება”
      ასეც არის…
      სამსახურის შემდეგ ლექცია…
      კიარადა ჩათვლა…
      კიდევ კარგი წერითი…
      და კარგად ვახერხებთ გადაწერას…
      დამთავრდა…
      რატომღაც ჩემი ჯგუფელი გიორგი მეტენება…
      “შენ გეტყობა კარგ პონტში მიდიხარ და წამიყვანე რა”…
      “ჩემი მეგობრის დაბადების დღეა და შენ როგორ წაგიყვანო?!”
      მივედი…
      ჯერ სამარშრუტო ტაქსში ავეტორღიალე ერთ ლამაზ გოგოს…
      “უკაცრავად ესა და ეს კორპუსი როგორ ვიპოვო???”
      ის დაახლოებით მიხსნის…
      რატომღაც მინდოდა, რომ ლამაზი გოგო უფრო მეტად გათვითცნობიერებული ყოფილიყო თავის საცხოვრებელ ადგილში.. მაგრამ არა…
      არადა ძალიან მოვიხიბლე მისი თმებით…
      ერთ დეციმეტრში რომ რამდენიმე ბრუნს აკეთებენ…
      Candy–ისთან დარეკვის შემდეგ კორპუსი ვიპოვე…
      შევედი სადარბაზოში…
      elevator…
      როგორ არ მიყვარს ფასიანი ლიფტები…
      “გეპეი”–ს ჟუჟუნა ბებოს ლიფტი გამახსენდა ხოლმე.
      მაგრამ ბინების ფასიანი ლიფტები უფრო ნაგლები არიან…
      ჟუჟუნა ბებოსთან ჩხუბის შემდეგ მაინც ხერხდება მე–7 სართულზე უფასოდ ასვლა…
      ავედი…
      დავაკაკუნე…
      “ვინ არის???”
      ჯანდაბა რა უნდა ვუთხრა…როგორ უნდა მიცნოს…
      “აამმმ, Kate ვარ…”
      კარიც იღება.
      ახალგაზრდა ქალი…
      თავზე თავშალ–წაკრული…
      “დიახ” გაკრეჭილი სახე…
      ისეთი გაკრეჭილი, რომ ძალაუნებურად მეც გამეცინა…
      ვაკვირდები რამდენიმე წამის განმავლობაში…
      და ფიქრები ამ წამებში “ანაა თუ არა…
      ალბათ თმები რომ არ უჩანს, ვერ ვცნობ…
      მაგრამ რაღაც საერთოდ ვერ ვცნობ…
      იქნებ უბრალოდ ოჯახის წევრია…”
      და ფრაზა…
      “გამარჯობა… ეს პლატო, ეს კვარტალი, ეს კორპუსი, ეს სადარბაზო, ეს სართული…” – ზედმიწევნით ვკითხულობ მობილურში ჩაწერილ ტექსტს…
      გოგონა უფრო იკრიჭება და მეუბნება…
      “არა, ეს სადარბაზო არ არის, გვერდითა”
      fuck…ასე დებილურად დაიწყო უკვე ეს საღამო…რატომ ვერ მივედი ზუსტად…არადა თავიდან ხომ სწორად შევედი სადარბაზოში… მერე რატომ გამოვედი და სხვაში რატომ შევედი. სულ 2 სადარბაზოა და რაღა მაინცდამაინც იქ შევდგი ფეხი, სადაც არ უნდა შემედგა…
      ამჯერად სწორად ავედი…
      ნეტავ ვინ დამხვდება… კუდას გარდა ვინ იქნება ნაცნობი…
      მე ყოვლად სასწაულად გამოვიყურები…
      გაწეწილი…
      დაღლილი…
      მაკიაჟ–ჩამორეცხილი…
      სახე–ნაკაწრი…
      არაკომფორტული კიარადა ანუ სამსახურის ტანისამოსი…
      ცხვირამდე ჩამოფხატული ქუდი…
      და ცხვირამდე “აფხატული” კაშნე…
      გრიპი ახალი მოხდილი მაქვს და ვცდილობ თბილად მეცვეს…და გარეგნობაზე არ ვფიქრობ…
      შეხვედრა ძალიან თბილი….
      ვიცოდი, რომ ასეთი იქნებოდა…
      აი ისეთია რა…
      “ისეთი”…
      რომ გინდება ბევრი ეფერო…
      სულ ეფერო…
      ფუმფულა ლოყებზე…
      “ძალიან დიდი ბოდიში, თუ შეიძლება საჭირო ოთახში შევალ…თუ შეიძლება”…
      ღმერთო, რა მარაზმია, სტუმრად მისული არ ხარ და უკვე ვეცე–ში შესვლა გინდა…
      მაგრამ მხოლოდ მე ვიცი, რამდენი ხანია მინდა შესვლა…
      სარკე…
      მაგრამ რა აზრი აქვს, მაინც სასწაულად გამოვიყურები…
      გამოსვლამდე მეშინია…
      დღემდე სოციოფობია მჭირს…
      თან ყველა გოგო…
      რეალურად ბიჭებთან ურთიერთობა უფრო ადვილია…
      მაგრამ საჭიროა დაძაბულობის მოხსნა…
      ძველები:
      კუდა…
      მარი…
      ნინი…
      ახლები:
      თაა…
      ანი…
      ნასტასია…
      ნატალია…
      და დუდი…
      არ დავფიქრებულვარ, ისე ჩამოვუარე ყველა გოგოს…
      ჩაბნელებულ ოთახში…
      სადაც სენტიმენტალური სიტუაციაა გადამეტებით…
      ყოველგვარი გნიასისა და ხმაურის გარეშე…
      სიმყუდროვე…
      არავინ ცდილობს იმის დემონსტრირება მოახდინოს, რომ ის ძალიან მაგარია…
      იმიტომ, რომ რეალურად არავინაა მაგარი…
      ყველანი რაღაცნაირები ვართ…
      ჩვენი კარგით და ცუდით…
      საერთოდ…
      დავაფიქსირე, რომ ზიზღის გრძნობა მეუფლება იმ ადამიანის მიმართ, ვინც გამუდმებით “მარიაჟობს” და ცდილობს ყურადღება მიიქციოს ყოვლად უაზრო საქციელებით…
      და თუ ვინმემ რაღაცის გამო შეაქო, მერე ეწყება განდიდების მანია…
      და ბუზღუნს იწყებს მაშინვე, როგორც კი აფიქსირებს, რომ ყურადღება მოაკლდა…
      ცდილობს ყოვლად უაზრო ვითომ ორიგინალური ფრაზებითა თუ იდეებით ყურადღება მიიქციოს…
      ასეთ ადამიანს დაკომპლექსებულ ადამიანად აღვიქვამ და მერე მზიზღდება ხოლმე…
      თუ საყურადღებო ხარ, ისედაც მიიქცევ ყურადღებას…
      ეს რა შუაშია ასტრალთან, არ მკითხოთ…
      უბრალოდ ლირიული გადახვევა…
      კიარადა…
      ეს იმიტომ, რომ იმის თქმა მინდოდა…
      რომ ასეთი სიტუაცია არ იყო…
      რაღაც საოცრად მყუდრო…
      ზიხარ 8 ადამიანთან და არ ფიქრობ საკუთარ თავზე…
      ინტერესდები მისი ცხოვრებით…
      ისიც გიყვება…
      არ მალავს…
      არც დამალავს…
      ეს ხომ ბლოგერების შეხვედრაა…
      ბლოგი – დღემდე აუხსნელი ცნება ჩემთვის…
      ზოგჯერ ვზივარ სადმე…
      სამსახურში თუ ტრანსპორტში და ვფიქრობ რა არის ბლოგი ჩემი აზრით…
      საუბარი არ მაქვს სოციალურ ბლოგებზე…
      პირადს ვგულისხმობ…
      მე არ შემიძლია ვწერო პოლიტიკაზე, ეკონომიკაზე, მედიცინაზე, კომპიუტერულ ამბებზე და კიდევ ბევრს რამეზე…
      არის მომენტები, როდესაც გაკვრით რაღაცას ვახსენებ. თუმცა იშვიათად.
      არ შემიძლია 24 საათი ვწერო დეპრესიული პოსტები.
      და ეს დეპრესია გამოწვეული იყოს იმით, რომ ვიღაც მამაკაცზე ვფიქრობ…
      ეგეთ ბლოგებს აღარ ვეკარები…
      თუმცა ალბათ მაინც რაღაცნაირია აქაურობა…
      ალბათ ეს იყო მიზეზი, რომ ჩემი პოსტები ძნელად გაიხსენეს.
      დუდი…
      ჩამოგვიჯდა, თამაში ჩართო…
      შემებრალა თითქოს…
      ადამიანი სამსახურიდან დაღლილი მოდის სახლში…
      უნდა თავის გემოზე ჭამოს…
      ფეხი ფეხი შემოდოს…
      დაისვენოს…
      თან რამდენიმე საათში აეროპორტში უნდა წავიდეს…
      ხშირად მებრალებიან ხოლმე მამაკაცები, რომლებსაც უწევთ ქალების სმენა…
      ამიტომაცაა ალბათ, რომ მამაკაცების კომპანია უფრო მიყვარს…
      მაგრამ ესენი ისეთ გარემოს ქმნიან, რომ შეგიყვარდება ყველა…
      საინტერესო ადამიანები…
      ბევრი ღიმილი…
      არავინ არავის არ აწყვეტინებს…
      როცა ვიღაც არ გაცლის საუბარს, მერე უკვე სურვილი გეკარგება იმ ხალხში ყოფნის…
      ბევრი სიცილი…
      სასიამოვნო დეტალის გახსენება…
      ყველა თავის სასიამოვნო დეტალს ყვება…
      და უსმენ…
      “თბები” ამბითა და ისტორიით.
      ნაირ–ნაირი ამბები…
      სურათები…
      ოღონდ მე არ მაქვს, მარიამს აქვს დღემდე ჩემი აპარატი..
      სამაგიეროდ ნასტასიას დრუნჩა…რომელსაც ხელში ვიგდებ…
      ყველა სურათი ჩემი გადაღებული…
      კადრს მიღმა დარჩენილი მე…
      “ახალ წელს რას აპირებთ??? მოდი, რამე ვქნათ ახალ წელს”–ები…
      “პიჟამო–party მოვაწყოთ”–ები…
      იდეები…
      გემრიელი რაღაცეები…
      ნატალიას გამომცხვარი ნამცხვარი…
      ღვინო უგემრიელესი…
      არამარტო…
      თითქოს ადრეც ვარ აქ ნამყოფი…
      თითქოს ახალგაცნობილი არავინაა…
      ისეთი sweet სიტუაცია…
      ძალიან მიყვარხართ…
      უკვე იმაზე მეტნი, ვიდრე აქამდე…
      ეს ტექსტი წაიკითხეთ რა…
      მიხვდებით ყველაფერს…
      რასაც ვგრძნობ…
      Join our group and you will find
      Harmony and peace of mind
      Make you better
      We’re here to welcome you

      We’re all on a journey to
      Finding the real inner you
      Make you better (make you better)
      (We’re here to welcome you)

      Time stops still when
      You’ve lost love

      Happiness
      How’d you get to be
      Happiness
      How’d you get to find
      Love, real love
      Love, love, love

      Floating in the magic world
      Donate all your money we’ll
      Make it better (make it better)
      (We’re here to welcome you)

      We can see you troubled soul
      Give us all your money we’ll
      Make it better (make it better)
      (We’re here to welcome you)

      Time stops still when
      You’ve lost love

      Happiness
      How’d you get to be
      Happiness
      How’d you get to find
      Love, real love
      Love, love, love

      We’ll be swimming in the sea
      Of wisdom and serenity
      Make you better

      Happiness
      How’d you get to be
      Happiness
      How’d you get to find
      Love, real love
      Love, love, love


      ეს ის სიმღერაა, რომელსაც ვიდეოსაც უყურებთ ამ პოსტში…
      :*
      ანუ ამას…

      ნახეთ ვიდეო და პოსტი თავიდან წაიკითხეთ.

      Kate’s Zodiac Sign is Pisces – yep. I know that
      Pisces (February 20 to March 20). – yep. 6th of the craziest month ever.
      Your symbol is The Fishes.- yep. the most silent creature ever.
      Your element is Water.-yep. I drink it as much as possible. I adore rain, sea, snow, ice. I drink hot tea with ice in it.
      Your ruling planet is Neptune.-yep. But I thought Pluto was mine.

      Qualities of Pisces are:
      Compassionate, – შემბრალებელი… კი ნამდვილად ვარ.
      Selfless, – ხო ესეც. თუმცა ვცდილობ ნაკლებად ვიყო.
      Sympathetic, – ნუ ეს არვიცი. არ ვფიქრობ ხოლმე ამ საკითხზე.
      Artistic, – აუ კი, ვცდილობ ამ თვისებით გავალამაზო ცხოვრება. ჩემიც და სხვისიც.
      Intuitive, – კიიიიი, ინტუიცია მაქვს საოცრად განვითარებული.
      Carefree, – არა, უზრუნველი ნამდვილად არ ვარ.
      Imaginative, – კი, ძალიან. ზუსტად ჩემი წარმოსახვის დამსახურებაა, ჩემს მიერ გამოგონილი ადამიანები რომ არსებობენ ჩემს ცხოვრებაში. მერე მათ შესახებ ბლოგში ვწერ ხოლმე.
      Joyful, – კი მხიარულიც ვარ.
      Free-Spirited,– ესეც.
      Sensitive, – ოოოოოოოო… ჩემი დახასიათება ამით იწყება!!!!!!!!!!!!!!!!
      Interpretative, – ამაზე არ მიფიქრია. არვიცი. ისე რაღაცის ახსნა ძალიან მიყვარს.
      Understanding,– კი, გამგებიც ვარ.
      Easygoing – კი, ჩემთან ურთიერთობა მარტივია. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთული ვარ.
      & Charitable – ეს იგივეა, რაც პირველი იყო. კი ვარ.

      About your love life:
      You are a passionate kisser. –
      You have a lot of sex appeal and are a wonderful lover. – ოხ, ოხ, ოხ, ოხ, ოხ.

      You are more compatible with:
      Pisces, – აი ეს არის ყველაზე რთული,რომ თევზებს გაუგო. თუ თევზებისნაირ ცვალებად ადამიანს გაუგე, ჩათვალე, რომ მაგარი ხარ. მეე??? მგონი ჯერ არ შემიძლია მეორე ჩემნაირის გაგება. ჯერჯერობით მაინც. მაგალითად ჩემი დეიდაშვილი.თუმცა დიდესი და ალასი მესმის ძალიან კარგად. არაჩვეულებრივადაც კი.
      Virgo, – არანაირად. მეც მეგონა, რომ კი. მაგრამ რამდენიმე თვის წინ მომხდარმა ჩემთვის მძიმედ გადასატანმა ფაქტმა მაჩვენა, რომ არა. მითხრეს კიდევაც, ქალწულთან როგორ იყავიო. თევზები და ქალწული ერთმანეთისგან შორს არიან ცა და დედამიწასავითო.
      Cancer, – ერთი ადამიანი, რომელთანაც ახლახანს დავიწყე ურთიერთობა. ჯერჯერობით კარგად ვარ. თუმცა ჯერ ისე ახლოს არ ვარ, რომ შეწყობაზე ვთქვა რამე.
      Scorpio, – კიიი, მორიელი კი. მარიამი (ლილიანი). არის რაღაცეები, რაც არ მომწონს მასში, ისევე როგორც მას ჩემში. მაგრამ მგონი მაინც კი. აგრეთვე ბაკო. ძალიან საყვარელი ადამიანი. ზოგადად მიყვარს მორიელი ადამიანი. “ისეთია” რა. ჩემებური.
      Capricorn. – 22 დეკემბერი. პრანკსა. თუმცა იგი ფრიად კიდეში არის მშვილდოსანსა და თხის რქა შორის, მაგრამ google–მა 22 დეკემბერი თხის რქაში ჩასვა, ასე რომ… ხოდა, ადამიანია, რომელსაც ბრწყინვალედ ვუგებ და ვეწყობი. my person. უზომოდ მიყვარს და გვერდით მყავს. ნუცა (ვამპირია, indie girl) ჩემი საყვარელი ადამიანი. ვიცი, მუდამ ჩემთან არის. თითეული მისი ჩახუტება სიცოცხლის მომატებაა.

      You are less compatible with:
      Leo, – ხო, ლომთან არ შემიძლია ახლო ურთიერთობა. ლომი ძალაუფლების მოყვარულია და მე არ შემიძლია ასეთი ადამიანის გაძლება. სულ ცდილობს ლიდერი იყოს. თევზებს კი ეს საშინლად არ სიამოვნებთ.
      Gemini, – ჩემი და. აშკარად სრულიად სხვადასხვა ადამიანები ვართ. ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულები, როგორც გარეგნობით, ასევე ხასიათით, ქცევით. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ მეორე ზოდიაქოთი მე კატა ვარ, ის კი – ძაღლი. დასკვნები თქვენზეა. და მიხარია ის მცირე საერთო შტრიხები, რაც მასთან მაქვს. თუმცა მაინც ვიცი, რომ ერთმანეთთან მაინც მუდამ, მთელი 22 წელი წინააღმდეგობაში მოვდივარ. მამაჩემი. კოპიო ჩემი და. თუ პირიქით. მამაჩემის იმაში ვგავარ მხოლოდ, რომ ორივეს სქესი – მამრობითია.
      Aries, – დედაჩემი. ჩვენი ხშირი კამათები ასახულია იმაში, რომ ხშირად საერთოდ არ გვესმის ერთმანეთის. მაგრამ “ხშირად” არ ნიშნავს “ყოველთვის”–ს.
      Taurus. – დეიდაჩემის გარდა ვერავინ გავიხსენე. ვერ ვეწყობი.

      Your lucky color is Sea Green or Turquoise. – მართალია.
      Your lucky stone is Aquamarine. –კი, ძალიან მიყვარს ეს ქვა.
      Your lucky day is Friday. – ნამდვილად. ძალიან მიყვარს დღე იგი პარასკევი. თუნდაც იმიტომ, რომ პარასკევს დავიბადე.
      Your lucky number is Three or Six. 3–იანი არვიცი, მაგრამ 6–ში ვარ დაბადებული, ასე რომ…
      Your lucky metal is Tin. – კალა??? არვიცი, პირველად მესმის.

      მრავალჯერადი ჩართვა ნებადართულია :P :P :P

      იმდღეს იყო ძალიან არეული და ამავდროულად სასიამოვნო დღე. 7 ნოემბერი. 

      ოთხშაბათს ჩათვლა მქონდა, რომელიც რაღაც მიზეზის გამო გავაცდინე და ამის გამო ლექტორმა დაგვრთო ნება დღეს მივსულიყავით. ნუ, რატომღაც მე …
      კიარადა ჩემი არაპუნქტუალურობიდან გამომდინარე მივედი არა 2–ის ნახევარზე, არამედ 1:45–ზე მგონი. ავედი მე–7 სართულზე, სადაც მიტარდება სრულიად ყველა გამოცდა. მაგრამ ლექტორი არსადაა. ჩამოვედი ჩემს კურატორთან. რუსიკომ არ იცოდა მისი ნომერი, ადი და იქნებ ვინმემ იცოდესო. ავედი ისევ მე–7–ზე, ვიღაც ლექტორს შევუვარდი კათედრაზე ასე და ასემეთქი. იმან ჯერ იფიქრა აგრესიულად მოვიშორებ ამ მაგისტრანტსო, მაგრამ ისეთი საწყალი ვიყავი,რომ აშკარად გადაიფიქრა. ბედად სადღაც აღმოაჩინა ამ ჩემი ლექტორის მობილურის ნომერი, მომცა და მეც გამოვედი. ბედად ტელეფონი დამიჯდა. ჩამოვედი ისევ რუსიკოსთან, დამარეკინა, თურმე მე–8 სართულზე ასულან. მესამედ ავედი ამჯერად უკვე მე–8–ზე და დავიწყე 808-ე აუდიტორიის ძებნა. მოვნახე და ცარიელია. აუუუ!!! გამოვედი აქეთ ბლოკში და ვიპოვე ძლივს. რამდენიმე ჩემნაირი გაჭირვებულიც წერდა. ბილეთი ავიღე, რვეული ამოვიღე და წერას შევუდექი. დაახლოებით 4–ის ნახევარზე მოვრჩი. ჩემი თავის გამიკვირდა, ბევრი წერისას კალიგრაფია მიფუჭდება და ხელი მეღლება და მტკივდება ხოლმე, მაგრამ ეს ორი დღეა კარგად ვწერ ჩათვლებს. თორემ 3 დღის წინ რომ მქონდა, მაშინ ძალიან დამეღალა. დავწერე, ნაშრომი ჩავაბარე და წამოვედი. 4 ხდებოდა, როდესაც გამოვედი შენობიდან. წავედი რუსთაველზე. რუსთაველზე ვერც, რუსთაველის ძეგლამდე, რადგან მის შემდეგ საცობებია და ხალხი.ჩამოვედი ავტობუსიდან და რას ვხედავ, ხალხი მიიჩქარის პარლამენტისკენ, კიარადა მირბის. უცბად გამახსენდა, რომ დღეს 7 ნოემბერია. მივედი ტელეფონის გასაკეთებელ პუნქტში, 10 წუთში გამიკეთეს, დამირეკეს, დავურეკე, ყველაფერი კარგადაა. შიბზიკას დავურეკე, თამუნასთან ავდივარ, ლეპტოპი უნდა წამოვიღოო, ბარემ მეც რუსთაველზე ვიყავი და დავაწექი შიბზიკასთან შესახვედრად. მაგრამ მომიწია ფეხით. სხვა რა გზა იყო. ფოსტიდან თავისუფლებამდე ფეხით ვიარე. ამ დროს კი თურმე პარლამენტთან რა ხდება. მე მაინცდამაინც იმ ადგილას დავიწყე გზის გაკვალვა, სადაც…
      კიარადა ანუ მე ხომ განსაკუთრებით უნარშეზღუდული ვარ რამის მოფიქრებაში…
      ხოდა მაინცდამაინც იმ ადგილას დავიწყე გზის გაკვალვა, სადაც ძალიან ბევრი ხალხი იყო… მგონი 5 წუთის განმავლობაში 20-25–ჯერ ვთქვი “უკაცრავად” იმისთვის, რომ ხალხს გზა დაეთმო. აქეთ კოკა გუნცაძე, იქით ჯანრი კაშია მეუღლესთან, სალომე ზურაბიშვილთან ერთად… ძლივს გავედი… ხალხს ტანსაცმელზე მიკრული ფურცლები… “მიშა წადი” თუ რაღაც მსგავსი შინაარსი… და ამ დროს ჩემი ფიქრები… კიარადა ერთადერთი…
      “მე მინდა პეპსი…”
      “მე მხოლოდ პეპსი მინდა!!!”
      “მე პეპსის გარდა არაფერი მინდა.”
      მაგრამ როგორც კი წყალი დავინახე, ეგრევე მივვარდი. თურმე შემიძლია პეპსის გარეშე. იშვიათად, მაგრამ მაინც. მაგრამ ამ დროს ტელეფონითა და უზარმაზარი ზურგჩანთით შიბზიკა დავინახე. ვერ ვიტან. საოცრად ვერ ვიტან რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანს. უზნეო ხალხის პოლიგონად არის ქცეული და იმიტომ. აქეთ მათხოვართა ბრბო, იქით – თავში ავარდნილთა. რატომღაც ფიქრობენ, რომ თუ რუსთაველზე გაივლიან, სხვის თვალში უკეთესები გამოჩნდებიან. ნეტავ რატომ ჰგონიათ ასე??? არვიცი, ჩემი მოკლე ჭკუით, ეს კომპლექსების ბრალია. და საერთოდაც ბევრი რამე სწორედაც რომ კომპლექსების დამსახურებაა. დავადექით გზას, რომელიც სოლოლაკისკენ მიუყვება. ლეონიძეს ავუყევით, უკვე იმ გრძნობამ შეგვაწუხა, რომელსაც ჩემდა სამწუხაროდ ფოტოსინთეზით ვერ ვახშობ ხოლმე. აი ლერმონტოვის ქუჩაც. მიყვარს ეს უბანი. ოღონდ ლეონიძისა და ლერმონტოვის ქუჩებზე მეტად ის ქუჩები მიყვარს, რომლებიც უფრო ღრმაა. ღრმა მხოლოდ იმ გაგებით არა, რომ ღრმად მდებარეობენ, არამედ იმითაც, რომ უფრო დამაფიქრებელია. რა საინტერესოა არა, დამაფიქრებელი ქუჩა. ანუ ეს ისეთი ქუჩაა, რომელზეც გაივლი და ქვეცნობიერად ფიქრს იწყებ… ხან რაზე, ხან რაზე. ოღონდ შენც აუცილებლად “ღრმა” საკითხზე უნდა ფიქრობდე. თორემ “აუ როგორი დაღლილი ვარ”-ისთვის პეკინიც და რუსთაველიც ფრიად მოსახერხებელი ადგილებია. “ეს ქუჩა ორგანულად მეზიზღება”-სთვის კი – მარჯანიშვილ-აღმაშენებელი იდეალური ადგილებია. 
       - მოდი რამე ვიყიდოთ და ვჭამოთ. მშია.
      ვლუღლუღებ სუნთქვაარეული.
       - მოიცა, მივედით უკვე.
      მივედით. მე რატომღაც კარებს მივეფარე რატომღაც ავტომატურად.
       - ვაა, მიშო, რას შვრები, როგორ ხარ???
      მე ნაბიჯს წინ ვდგამ და უკვე მხედავს მასპინძელი.
       - ვაააა, ქეთო, როგორ ხარ??
      ღმერთო, როგორ მეზიზღება “ქეთო”-ს რომ მეძახიან. სურვილი მიჩნდება, რომ ყველა იმ ადამიანს, ვინც “ქეთო”-ს მეძახის, თმებში ვწვდე და ღერა-ღერა…
      თუმცა მე მშვიდად ვარ, როგორც არვიცი ბოლოს როდის ვიყავი ისე… არ ვიმჩნევ. ეს “არ-შემჩნევა” ჩემი ბოლო პერიოდის მისწრაფებაა. 
      შევედით, ისეთი სიცხეა, რომ შეგვიძლია თამამად გავიხადოთ ჩვენი თბილი ქურთუკები, თუმცა რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, ამ აზრამდე ჩვენით მივდივართ, და არა მასპინძლის. ვდგავართ შუა ოთახში, იდეაში დაჯდომაც მან უნდა შემოგვთავაზოს, მაგრამ ის გვაუწყებს, რომ დამლაგებელი ჰყავს და სამზარეულოსკენ უჩინარდება.
      მე და შიბზიკა ვჯდებით, თუმცა ქურთუკებს რატომღაც არ ვიხდით. თუმცა მალევე ვგრძნობთ, რომ საშინელი სიცხეა. ეს ის მომენტია, როდესაც ჩემნაირ მცივანასაც კი ცხელა. ტელევიზორში “House M.D.” გადის და მე და შიბზიკა ვიწყებთ მის ყურებას. რამდენიმე ეპიზოდის შემდეგ, როცა ეს სიტუაცია მბეზრდება, შიბზიკას ვუტრიალდები და ვეკითხები:
       - ჩვენ აქ “ჰაუს”-ის საყურებლად მოვედით???
      მას გულიანად ეღიმება. რადგან მას ყველა სეზონი აქვს ნანახი. და ახლა უახლესს უყურებს იმ ლეპტოპის საშუალებით, რომლის წამოსაღებადაც ვართ აქ მოსულები. მე კი საერთოდ არ მადარდებს ეს სერიალი. მხოლოდ მაშინ, თუ რომელიმე არხზე შემთხვევით გადავაწყდი. მაგრამ მაინც ვსხედვართ. არც არაფერი. თამუნა სამზარეულოდან გამოდის, სადაც დამლაგებელთან ერთად საუბრობს მთელი ამდენი ხანი. ზევით ადის და ლეპტოპით ბრუნდება.  შიბზიკა გიგანტურ ზურგჩანთაში დებს საყვარელ ნივთს და ფეხზეც ვდგებით. 
       - ამ ღიპში ვინ ალისო, ვინო???
      შიბზიკა თამუნას მუცელზე ეფერება. მე ამრეზით ვუყურებ, საკუთარ დას ვერ აღვიქვამ ფეხმძიმეს, საერთოდ არ ეტყობა. და მე, გამომდინარე იქიდან, რომ მხედველობითი აღქმა მაქვს უფრო ძლიერი, რეაქცია არ მეხატება სახეზე. ალბათ შევიცვლები დროთა განმავლობაში. არვიცი. უბრალოდ ჩემი და სრულიად სხვანაირია ჩემს ცნობიერებაში. ის ის ადამიანია, რომელიც მუდამ ამბობდა, ვერ ვიტან ბავშვებს და არც მინდა მყავდესო. ხოოო…იცვლება ხალხი. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ. ღალატობს ხალხი საკუთარ პრინციპებს. და ახლა რომ უთხრა რომელიმე მათგანს, აი გახსოვს, შენ ამას ასე და ასე რომ ამბობდი და აკეთებდიო, აქეთ მოგდებენ შარს, ეგ როდის, 10 წლის რომ ვიყავიო. არადა აშკარად არა 10 წლის ასაკში, მაგრამ კაი. ჩემი პასუხია კაი. და სმაილი :)
      გამოვდივართ და ისევ გვშია. მოვდივართ ისევ რუსთაველზე.
       - დედააა, რა კარგად გაგვიმასპინძლდა.
      სარკაზმის დრო მიდგება ხოლმე ასეთ მომენტებში.
      შიბზიკა ისევ გულიანად იცინის. კიდევ კარგი, ვიღაცას ზოგჯერ მაინც აქვს ხოლმე ჩემს სარკაზმზე დადებითი კიარადა, ჯანსაღი რეაქცია.
      - მოდი შევაჭრათ სადმე.
      უკვე მოუთმენლობის ვულკანი ამოფრქვევას იწყებს ჩემში. იქვე ისევ პარლამენტი. ხალხი ისევ განცხრომაშია. ნეტავ აზრი თუ აქვს ამ აქციებს??? “ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის” არის უკვე ჩვენი მდგომარეობა. 
      იქვე ლამაზი კაფე “ანტრე”. გარედან რომ ასე მოვიხიბლეთ იქეთობისას. შევდივართ. Wi-Fi-ც ჰქონიათ და გემრიელი შპუნწიკებიც.
       - მე 20 დოლარი მაქვს და დავახურდავებ. 
      დებილი, როგორ ეტყობა, რომ ახლახანს ჩამოვიდა.
       - არა, დღეს მე გეპატიჯები.
      მონატრებული მყავდა შიბზიკა. უკრაინიდან ჩამოვიდა და წესიერად ვერ დავეკონტაქტე. სადმე გასვლა კი მშვენიერი საშუალებაა იმისთვის, რომ გაიგო რა ხდება კიევში, ოდესაში, სიმფეროპოლში, ლუგანსკში. მიყვება იმასაც, თუ მართლა მძვინვარებს თუ არა ღორის გრიპი იქ, მართლა არიან თუ არა არაჩვეულებრივი გოგოები. მერე დეტალურად მიყვება რა ამბები გადახდა ამ უკრაინტურის განმავლობაში. 
      - აუ, იქაურების მერე ქართველი გოგოები როგორი კონტრასტია. 
      ამის თქმა და ჩემი კივილი ერთი და იგივეა.
       - აი მაგის გამო ღირსი ხარ არათუ უკრაინელმა, არამედ ქართველმაც კი ზედ არ შემოგხედოს.
      მერე ერთად ვიცინით. დებილებივით. იმასაც კი არ უკვირდება, რომ მეც მინდა-არმინდა გოგო ვარ. მაგრამ დებილი, რა ქნას.
      ფეხით მოვედით უკვე კინოთეატრ “ამირანი”-მდე. მერე იქ იმის გამო, რომ მან ფეხის აჩქარება არ იკადრა, 40 წუთი ასე დავეყუდეთ.
      მერე ისევ მე ვაძლევ მუზებს გასაქანს და ვიწყებ კითხვების დასმას. მამაკაცებზე. 
       - ეს იმიტომ, მე რომ დამპატიჟე???
       - აუ მიშიკო, რა დებილი ხარ!!!!!
      ისევ გულიანად იცინის. 
       - არა მართლა, რა ნაგლები არიან დღევანდელი მამაკაცები. 
      ისიც თავის სულელურ რეპლიკებს რთავს. 
       - არა, სერიოზულად გეუბნები. 5-მა სხვადასხვა მამაკაცმა მითხრა სადმე დამპატიჟეო. რა პონტია???
       - ხო, რა მოხდა, მეც ეგრე ვიქცევი ხოლმე…
      თვალები მიფართოვდება და ისევ ვიცინით. 
      ასე დებილ-დებილობაში მოვდივართ სახლში და ორივეს გვიხარია, რომ არავინ გვირეკავს, არავინ გვაწუხებს, არავინ გვიფრთხობს ანგელოზებსა და ერთად ყოფნის მუზებს. 

      ძალიან მიყვარს ეს ჯგუფი…

      და მისი თითოეული წევრი…
      შემიძლია ვიჯდე ფანჯარასთან, ვსვა მარწყვის ცხელი ჩაი, ვუყურო გარეთ მზის თამაშს და ვუსმინო მათ…
      არასოდეს მბეზრდებიან…
      ჰაეროვანი, ნატიფი, ნაზი და სასიამოვნო ხმები…
      წელს ახალი ალბომით…
      უსაყვარლესია…
      სტრესიდან გამოჰყავს ადამიანი…
      სამი საყვარელი ადამიანის ხმა….
      ეს კი სიმღერა სრულიად ახალი ალბომიდან…
      ნუ მარტო რა…
      მე და ჩემი შიბზიკა…
      რა ხდება და
      • ვარ გაციებული და ხუთშაბათს სამსახურში არ მივდივარ აღნიშნულის გამო…
      • სამაგიეროდ უფროსი არც თუ ისე ბედნიერ სახეს იღებს აღნიშნულის გამო და ამიტომაც პარასკევს მივდივარ სამსახურში…
      • მთელი პარასკევი ვარ ცუდად, რადგან იდეაში სახლში უნდა ვიყო, რომ ბოლომდე გამოვჯანმრთელდე. სამაგიეროდ კი ხდება ის, რომ მაქვს საშინელი ჰაერის უკმარისობა და საკმარისია ხმა ამოვიღო, რომ ეგრევე მიჩნდება გაგუდვის შეგრძნება. არადა საუბარი მართლაც რომ ბევრი მიწევს სამსახურში. და მაწუხებს ერთადერთი აზრი: ღმერთო, ახლა ეს დამამთავრებინე და ჰაერს ჩავისუნთქავ!!! საშინელებაა, როდესაც პირს ჰაერის ჩასუნთქვისთვის იყენებ მხოლოდ და ამ დროს უნდა ისაუბრო…
      • სამსახურის ლანჩის ბიჭს ჩემთვის არაფერი მოაქვს, თურმე ახლა უკვე წინასწარ უნდა დაურეკო. ამიტომ შეწუხებული სახით გარეთ გავდივარ. გავდივარ და ჩემი დის ქმარს ვეჯახები ეგრევე. 5 წუთით ვესაუბრები და ამ 5 წუთში ვასწრებ ერთდროულად ყველაფერზე წუწუნს. მის ადგილას რომ ვიყო, დავცინებდი ჩემს თავს, მაგრამ იდეაში თავს იკავებს და საქმეზე გარბის.
      • ისევ და ისევ გაციების გამო არ მივდივარ ლექციაზე, რის გამოც ჯგუფელები ჩემზე ცოფებს ყრიან. ეს კი იმიტომ, რომ წიგნი მაქვს წაღებული, რომელიც უნდა გადამექსეროქსებინა. შტობ ვი ვსე სდოხლი, გეგონება მეხალისება მთელი დღეები ლოგინში წოლა, 500 ცხვირსახოცთან ერთად ძილი და სასწაული სიხშირით წამლების სმა. გაგიჟდები რა თუ გინდა…
      • ხუთშაბათს და პარასკევს არ მაქვს ინტერნეტი. ამის გამო და ისედაც მთელი დღეები ვწევარ და Twilight–ს ვკითხულობ.
      • ზუსტად იმ მომენტში, როდესაც წიგნის გმირი ინტერნეტში ვამპირების შესახებ ნახულობს ათასგვარ ინფორმაციას, ვხვდები, რომ ჩაი მინდა აგერ უკვე მეასე ჭიქა. საღამოს 8 საათია, გარეთ ბნელა. გამოვდივარ და ოთახში შუქის ანთებისას მთელ ხმაზე რაღაც ფეთქდება. ფეთქდება და მთელ სახლში ყველა შუქი ქრება. ვამპირი, სიბნელე და გაციება. უმწეობის სამი მომენტი ერთდოულად. ძმას ვაგზავნი PSP–ში და მე ნაცნობ ელექტრიკოსს ვურეკავ. რამდენიმე წუთის განმავლობაში სახლში მარტო ვარ და ზუსტად ეს სამი მომენტი მიტრიალებს თავში. ღმერთო, რა დავაშავე. არადა იდეაში არ მეშინია. არც არასდროს მეშინოდა სიბნელის,მაგრამ რაღაც მაინც არის არასასიამოვნო.
      • კიდევ კარგი ორივე ადამიანი მოდის. და 1 საათის განმავლობაში ვაკეთებთ ელექტროენერგიის მიწოდებას. დამნაშავე – დიდ ოთახში მდებარე ჭაღი, რომლის ანთებაც მომინდა ჩემდა ჭირად.
      • პარასკევს ღამე უკვე მაქვს ინტერნეტი და დროს არ ვკარგავ. შიბზიკამ დამიბარა 10–სთვის მოვალო. გახდა 12,1,2,3,4… მე ჩემთვის ვზივარ, ვფიქრობ, რომ სადმე კარგ სიტუაციაშია და არ ვაწუხებ რეკვებით, არადა ვნერვიულობ. შემთხვევით ხელში ვიღებ მობილურს და სმს–ი მოსული 12–ის ნახევარზე: ქუთა, დღეს ბიჭებთან რომ დავრჩე, ხო არ შეგეშინდება მარტო?” ვაიმე რა დებილი ვარ: “ვაიმე… ეს ახლა ვნახე და გელოდები რამდენი ხანია. კაი დარჩი. “
      • მთელი ეს ხანი საჭმელს ის არვიცი და მე ფაქტიურად არაფერს ვჭამ. თუ არ ჩავთვლით, რომ შაბათს ღამის 11–ის ნახევარზე ჩაი დავლიე “სუხართა” ერთად. ეს საუზმე იყო, სადილი თუ ვახშამი, არვიცი, მიჭირს დეფინაცია, რადგან ამის მეტი არაფერი მიჭამია. ფაქტიურად მშიერი ვარ. იმის ჭამაც ვერ ვნახე, მაგრამ ის სავარაუდოდ გარეთ მიირთმევს სადმე.
      • გადის სახლიდან და რომელზე შემოდის, არვიცი. ანუ ფაქტიურად მარტო ვარ. რა უნდა ვუთხრა, ერთობა და მეც არ ვარ ადამიანი, ვისთანაც უკიდეგანოდ სასიამოვნოა ჯდომა. მითუმეტეს გაციებულობს პირობებში. so he finds some kind of shelter… და არც ვამტყუნებ.
      • შაბათს საღამოს რეკავს დედაჩემი: რას შვრებით, რა ხდება თქვენსკენ, როგორ ხართ??? თავში ათასნაირი წინადადება სათქმელი.
      1. რას ვშვრებით და ვშიმშილობთ, სახლს არ ვალაგებ, ნიჟარაში დაგროვებულ ჭურჭელს არ ვეკარები.
      2. რა ხდება და მოკლე ჩართვა გვქონდა და კინაღამ ავფეთქდით.
      3. როგორ ვართ და გაციებული.

      მაგრამ ეს ყველაფერი გონებაში ტივტივებს და იქვე სადღაც ილექება: ჩვენ კარგად ვართ, შენ როგორ ხარ, რას შვრები???

      და კითხვაზე: რა ცუდი ხმა გაქვს, გაციებული ხარ?, ვპასუხობ, არა, არ ვარ. და ახლა უკვე მას უტრიალებს აზრი, რომ ახალი ამდგარი ვარ ლოგინიდან, არადა ასე არ არის.
      • შაბათსაც და დღესაც დილის არვიცი რომელ საათზე რეკავს ხან ზარი, ხან ტელეფონი. რაც საშინლად გამაღიზიანებლად მოქმედებს ნერვებს. ხან მათხოვარი, ხან მეზობელს რაღაც ჩამოუვარდა, ხან კიდევ ვინმე გზააბნეული. რა დავაშავე.
      • დღეს სინდისმა შემაწუხა და სამზარეულოს დავუარე ცოცხით. ქვაბში გაფუჭებულ ტოლმას ისევ ალმაცერად ვუყურებ, იდეაში უნდა recycle bin–ისკენ უნდა გადავუშვა, მაგრამ მეზარება. ვაღებ მაცივარს და მორიგ ქვაბს ვხდი თავზე. სუპი. ვცდილობ გულისრევას შეგრძნებას მოვერიო, მაგრამ შიგ მოცურავე ქათმის თავის, ფეხებისა და კისრის დანახვაზე ეს ამბავი მიძნელდება. ისევ მაცივარში ვდებ და ისევ კომპიუტერს ვუბრუნდები.
      • შიბზიკა დღესაც არ არის, ექსკურსიაზეა ჩემს საყვარელ ადგილას. გუშინ მითხრა სიღნაღსა და ბოდბეში მივდივარ ფაკულტეტთან ერთადო. შურისგან სახე ვიცვალე, მაგრამ აზრი?! ახლა სიოს დაბერვაც კი შემიბრუნებს გაციებას, ასე რომ სახლში ვარ.
      და ამ ყველაფრის მიუხედავად კარგად ვარ მარტო…
      ვიღიმები…
      რაღაც მიხარია… უაზროდ…
      კიარადა ვიცი რაც, მაგრამ მაინც…
      არვიცი ცხოვრებას ვუბრუნდები თუ რა ხდება…
      ისიც არვიცი, რამდენ ხანს გასტანს ეს, შეიძლება დღეს 2 საათში დასრულდეს ეს კარგად ყოფნა, რაც სავარაუდოდ ასეც მოხდება, მაგრამ ამ ყველაფრის წერისას ტუჩების ორივე კიდეს მაქსიმალურად ზევით ვწევ… ერთს – მარცხნივ, მეორეს კი – მარჯვნივ… ლოყები კი თვალებისკენ ადიან თავისით, თვალები კი, როდესაც ამ სტადიაში არიან, შავ–ფოჩებიანი ფარდა ეფარებათ თითოეულს…

      დღეს ვარ უბედნიერესი…




      4 წიგნი ჩამომივიდა დღეს.
      Twlight…
      New Moon…
      Eclipse…
      Breaking Dawn…


      ვიღაცამ წყალი შემასხით…
      არ მჯერა…
      Is it me, who’s sooooooooooooooooooooooooooooooooooooooooooooooooooooooo happy???

      omg omg omg omg omg omg omg omg omg omg omg omg omg

      ხოდა ისა…
      ახალი ლაბელი The Life in Twlight