Archive for the ‘ყველა ეს პატარა შპუნწიკი’ Category

სანამ მეგობარი და მეზობელი ბლოგები მომინახულებია და წამიკითხავს, თუ სად იყვნენ, რას აკეთებდნენ, რამდენი ჭიქა ჩაი ჰქონდათ დალეული, რამდენის დალევას აპირებდნენ, რა მოიმოქმედეს და ა. შ. მიწისძვრის მომენტში, მანამდე ჩემთან ვიქნები…სიმყუდროვეში და ჩუმად მარწყვის ჩაის დავლევ დიდი ყვითელი ჭიქითა და 2,5 კოვზი შაქრით.
ხომ არსებობს მომენტი და დრო, როდესაც საძულველი ადამიანი გიყვარდება???
და ხომ არსებობს მომენტი და დრო, როდესაც საყვარელი ადამიანი გძულდება???
და მე ერთ–ერთ იმ ადამიანთაგანი ვარ, ვისაც ეს ემართება…
და თან, არა ერთჯერადად, არამედ მრავალჯერადად…
ვიწყებ ამ საძულველი ადამიანის გაქილიკებას. და ა. შ. და ა. შ. და ა. შ.
მერე კი “უიიიი, თურმე” ვხდები ხოლმე…
ან ვიწყებ ამ საყვარელი ადამიანის “ცაში აყვანას”…
მერე კი “აუ აზრზე ხარ?!” ვხდები ხოლმე…
ბევრი ადამიანი არსებობს, რომელიც ან პირველ კატეგორიაში შედის, ან მეორეში.
ძალიან ბევრი.
და ამ სიმრავლის მიუხედავად, მე რა???
არც არაფერი…
ტვინის მოლეკულები ისევ აგრეგატულ მდგომარეობაშია…
მაინც ვერ ვსწავლობ იმას, რომ ადამიანზე არ უნდა გადაირიო…
“გადაირიო”–ს ორივე მნიშვნელობით…
როგორც დადებითი, ისე უარყოფითი…
უნდა იყო ზომიერი და დამკვირვებელი, უნდა შეიცნო ადამიანი და მერე მოგაწვეს ემოცია სიძულვილისა თუ სიყვარულის…
მე არა.
მე მუდამ ემოციები მმართავდა. მუდამ.
დღესაც კი 22 წლის ასაკში ყველგან სასწაულად ემოციური ადამიანის სახელი მაქვს გატეხილი.
ერთი ასეთი ადამიანია ნათია.
რომელიც ჩემი ჯგუფელია და საშინლად არ მეპიტნავებოდა. მთელი 4 წელი ისე გავატარეთ სტუდენტობა ერთ აუდიტორიებში, რომ ალბათ არ შეგვიხედავს ერთმანეთისთვის…
კარგი, შეგვიხედავს, მაგრამ “პრივეტ, როგორ ხარ? ამ საგნის ქსეროქსები არ გაქვს???” იდეით და მეტი არაფერი. თავიდან, პირველ ლექციაზე რომ დავინახე, ეგრევე არ მეპიტნავა.
პატარა, დაბალი, გამხდარი–გაწრიპული, უღიმღამო სახე, არა მაკიაჟი, არა ღიმილი…
ვიფიქრე აი ესეც მორიგი “სწერვა” და “ზანუდა” ჯგუფელი. ისედაც არაერთი მყავდა.
ნუ თვითონაც შემამკო თურმე სასწაული სიტყვებით :D
ახლა მგონი მასზე ახლობელი არავინაა.
როდის შევუყვარდი???
როცა ჩემი ბლოგის კითხვა დაიწყო. მივხვდი, რომ ჩემნაირი ხარო.
ასე ამბობს და რავიცი. მეც მეტი არ ვეკითხები.
მე როდის შემიყვარდა???
ეგეც არვიცი. უბრალოდ ასე ვართ რა.
ახლა ორივე მაგისტრატურაში ვაბარებთ და მიხარია, რომ ახლა მაინც გვექნება ახლო ურთიერთობა.
გუშინ ღამე მასთან დავრჩი. ყველაფერი იყო ზე–იდეალური. ხინკლიდან დაწყებული დღეს დილით ხელ–პირის დაბანით დასრულებული.
ჩემი ბოთე
ჯერ უცნობი უბნის მზერით დავტკბი, ისეთი მშვიდი უბანია რაღაცნაირად…
და მერე უკვე ხან მეცადინეობა, ხან ჭორაობა…
აი ასე ვმეცადინეობდით აუდიტს…
კიარადა მე რა…
ნათია…
ცოტაოდენი შეჩიჩხინების შედეგად მიტრიალდებოდა კიდევაც.
ხო, მერე პეპელა და “ნესტის ჭია” დაძმობილდნენ და გვესტუმრნენ. ნათიამ კონსპექტები არ დაინანა მათთან საბრძოლველად.
მეთოდი არაერთი იყო…
და ამ დროს მე…
რათქმაუნდა კომპიუტერში შემძვრალი…
“აუ ნუ მიღებ რა, ვმეცადინეობ”
არ მოვცილებივარ…
საერთოდ სხვის ლოგინში არაჩვეულებრივად მძინავს ხოლმე…
ალბათ ჩემსას სჭირს ჯადო და ჯანდაბა, არვიცი.
უტკბილესად მეძინა.
უტკბილესად….
თან ისეთი საყვარელი თეთრეული, ძალიან ლამაზი.
დედაა, რა მერკანტილური არსება ვარ, მაგრამ მიყვარს ეგეთი რაღაცეები.
ეს ქალბატონი ნათელა…
Wake Up And Smell The Coffee…
გამთენიისას წვიმა ყოფილა, მე საბანი გადამძვრა თურმე… მკვდარივით მეძინა…
საბანი დამახურა, მაკოცა და ძილი გააგძელა…
აი ისე მესიამოვნა მისი კოცნა, რომ სასწაულად…
გზად მაგისტრატურის გამოცდის რეგისტრაციაზე…
ძალიან მიყვარს…
უსაზღვროდ…
ჩემი ბოთე…
ეს კი ჩვენი სიმღერაა….
თბილი…

ვინც დიდეზე დაწერილი პოსტი წაიკითხა თავის დროზე, იცის უკვე, რომ ბებიაჩემი პედიატრია, უფრო სწორად კი ნეონატოლოგი. ყველაზე საყვარელი პაციენტები მე მყავსო და მართალიცაა. მოკლედ, გავიხსენეთ ის ძველი და საამური დრო, როდესაც სამშობიაროში დავყავდი და ბავშვებს ხელში ვიჭერდი. და მეც გავყევი. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ თურმე შენობა გამოუცვლიათ და ძალიან გარემონტებულ და კომფორტულ პირობებში შეეძლო ქალს ბავშვის გაჩენა. მიშამ ეს მაინც გაუკეთა ხალხს.

 
მაშ ასე:
ამბავი სახელად : ბლოკი და ბლოგი
დილით, ადრე 8–ის ნახევარზე გამაღვიძა დიდემ, უკვე ადექი, რომ მოვასწროთო. მე, კოღოებისგან გამწარებულს ისედაც არ მეძინა, ასე რომ ეგრევე ავდექი. დეიდაჩემი წინა ღამით იყო მორიგე, ბებიაჩემი – დღეს. დეიდაჩემი მეან–გინეკოლოგია და ანუ ერთად მუშაობენ, თუმცა ცდილობენ ორივემ ერთი და იგივე დღეს არ იმორიგეოს. ავდექით, ვისაუზმეთ, მოვემზადეთ და გზას გავუყევით. ბებიაჩემს უკვე უჭირს სიარული, მაგრამ მაინც მხნედ გამოიყურება. ამიტომაც ადრე გავედით სახლიდან, უფრო მეტი დრო სჭირდება რა ავტობუსის გაჩერებამდე მისასვლელად. თუმცა ამ დროს მანქანა გაგვიჩერა ვიღაცამ, მე ინსტინქტურად დიდეს ხელი ჩავავლე და გამოვწიე. თურმე ლიანა დეიდა იყო მეუღლესთან ერთად. ლიანა დეიდა მთავარი ექთანია. მის მიერ გაკეთებული ნემსის კვალი აგერ უკვე 1987 წლიდან დღემდე ამაყად იმზირება ჩემი მარცხენა მკლავიდან აცრის სახით. ზუსტად ისეთია, როგორიც წინა წლებში. პუტკუნა, მწვანე თვალები. ბევრს რომ საუბრობენ ისეთი. მივედით, გადმოვედით. შევედით. ხო, აშკარად სხვა შენობაა. ერთ შენობაში განათავსეს მედიცინის ყველა დარგი. რომელი სადაა კონკრეტულად არვიცი, მაგრამ პირველ სართულზე რომ ქირურგია მოკალათდა, ეგ მახსოვს ნამდვილად. ავედით და გინეკოლოგიურს მივადექით. ყველა სათითაოდ გადამეხვია და გადამკოცნა. ზოგი არ ვიცოდი სახეზე, მაგრამ ვიცოდი ისე, მილიონჯერ რომ გაქვს სახელი და გვარი ყურში მოხვედრილი. ყველამ “ვაიმე, რამხელა გაიზარდა, რა ლამაზია” და ნუ ა.შ.–ები არ დამაკლო. მე ნეონატოლოგთა საორდინატოროში დავჯექი დიდესთან და დანარჩენ დიდესიანებთან ერთად. თავისი ხალათი გამომიღო და თვითონ ტანისამოსი გამოიცვალა. ჩაიცვა ექიმისთვის პრაქტიკული და უბრალო, მაგრამ მოსახერხებელი ტანსაცმელი. ამ ოთახის წინ კი მეან–გინელოკოგთა საორდინატოროა. დეიდაჩემი შემოვიდა, ოხ, ერთი ამას შეხედეო, სიცილით თქვა და მერე გავიდა. მაგარი სანახავი ვარ ექიმის ხალათით.
 
მე რათქმაუნდა ჩემი პატარა ნიკონი არ დავივიწყე და საქმეს შევუდექი.
აქედანაც კი მოსჩანს მეანების საორდინატოროს კარები. ძალიან კეთილმოწყობილი სიტუაციაა. დიდემ დრო იხელთა და პატარა ექსკურსია ჩამიტარა.
 
ეს იმის საჩვენებლად, თუ რას უშვრება ალკოჰოლი ნაყოფს.
 
 
ეს კი დედისა და ბავშვისთვის ყველაზე საჭირო და მოსახერხებელი პოზები.
 
 
ამასობაში გახდა დილის 12 საათი. მელოგინე უკვე იწყებდა მშობიარობას. ვთხოვე დამასწარიმეთქი. ბებიაჩემმა ქუდი დამახურა. მოვემზადეთ და გავემართეთ ბლოკისკენ. გზად უკვე “რაღაცნაირმა” შეგრძნებამ ამიარ–ჩამიარა სხეულში. დიდემ ხელთათმანები გაიკეთა, აბსოლუტურად მოემზადა და შევედით. მალე დეიდაჩემიც შემოვიდა. ნუ ეს სხვა დეიდაა, უფრო შორეული. ორივე დეიდა სამშობიაროში მუშაობს. ხოდა შევედით. მელოგინე საშინელ დღეში იყო. ისე კვნესოდა, ისე ტიროდა, სხეულზე შევხედე, ერთიანად ცახცახებდა. მე ბლოკში შესასვლელი კარებისგან მარცხნივ ვიყავი ატუზული. პატარა ნიშა იყო,სადაც მაღალი საკიდი იყო მოთავსებული და წინ – კარადა. ვცდილობდი, ეს საკიდი როგორმე დამეძრა და ღრმად შემედგა, რომ მე დავმდგარიყავი ამ ნიშაშიამ საკიდის ადგილას და კარადას ამოვფარებოდი. მაგრამ საკიდი ვერაფრით დავძარი, რკინის იყო და სავარაუდოდ, იატაკზე გამაგრებული. და ეს იმიტომ, რომ არ მეყურებინა იმ ტანჯვისთვის, რასაც ეს გოგო განიცდიდა. ეს არის სასწაულად რთული საყურებელი. მსუბუქი ნერვებისა და ჩემნაირი ემოციური და მგრძნობიარე ადამიანებისთვის არაა ადვილი. გოგო რა, უკვე ქალი, 30-35 წლის, რომელსაც ბევრად მეტი ეტყობოდა. დაბალი და გამხდარი. ექიმები ფიქრობდნენ, რომ მათ ჩაჭრა მოუწევდათ.
 
რამდენიმე მეან–გინეკოლოგი, ერთი ბებიაქალი, ერთი ნეონატოლოგი, სანიტარიც ერთი და მე. საუბარი იმაზე, თუ რა უნდა ჭამონ ცოტა ხანში, მჭადი სჯობს თუ ხაჭო და პური, მე თვალებს ვაცეცებ. ბებიაჩემმა სკამი მელოგინეს სიახლოვეს დადგა, დაჯდა, ფეხი ფეხზე გადადო და დაიწყო ერთის ქანაობა. სახეს შევხედე და ვაიმეეეე, სრულიად აუღელვებელი სახე. და ეს მაშინ, როდესაც ოთახში საშინელი კივილი ისმის. უცბად ვიღაცის ტელეფონი რეკავს. დეიდაჩემი: “უი ვიღაცის ტელეფონი რეკავს”. მერე დეიდაჩემი მიტრიალდება და მეკითხება როგორ არის დედაჩემი, ჩემი და რას შვრება, რას ვშვრები მე, რას ვსაქმიანობ. მეც “კი, არა, არვიცი, არაუშავს”–ის რეჟიმში ვუპასუხე. გულში ვფიქრობ, რა დროს საჭმელზე საუბარია, რა დროს ფეხის ფეხზე გადადებაა, რა დროს ტელეფონია, რა დროს ჩემი მოკითხვაა,ქალი კვდება, ისე იტანჯება. მერე ჩემი სახის დანახვაზე დეიდაჩემის სიცილს ვხედავ და მესმის.
“ასე როგორ ძლებ???” – ვეკითხები.
“უჰჰ, მიჩვეული ვარ, რეაქცია აღარ მაქვს” – სიცილში მპასუხობს.
ქალი საშინელ ტკივილებს განიცდის და ესენი ჭორაობენ და არ ღელავენ. უკვე მივხვდი, რომ ორგანიზმში “რაღაცამ ჩამიარა”. პირველი რაზეც დავფიქრდი ის იყო, ნასაუზმები თუ ვიყავი. ვიყავი, დილის 8 საათზე. მერე უცბად გავიფიქრე, ოდნავ მაინც თუ მეძინა ღამითმეთქი. კი, ოდნავზე ოდნავ მეტად მეძინა. აბა რატომ მაქვს ისეთი შეგრძნება, რომ წამი–წამზე დავეცემი??? აიიიი… უკვე დამიბინდა თვალებში… უკვე ვეღარ ვიხედები, უკვე ბინდი სუფევს ჩემს თვალებწინ. შემოვტრიალდი, კარები გამოვხსენი და გამოვედი. ვერ ვხედავდი ვერაფერს და მოვდიოდი გუმანით. გამოვიარე დერეფანი, მეორე დერეფანში შემოვედი და ზევით რომ სურათი დევს, იმ ოთახის კარი შევაღე. რათქმაუნდა ექიმებით სავსე.
“ვაიმე, ცუდად ვარ” – ერთადერთი ფრაზა, რისი ამოლუღლუღებაც შევძელი. ეგრევე დამაწვინეს, წყალი მომიტანეს. “ააა, ვერ გაუძელი ხო???” და სიცილები. უცბად ტანში გამაჟრიალა და ვიფიქრე, რომ ხომ არ ვკვდებიმეთქი, მალევე წამოვჯექი. და დავიწყე მოყოლა. მეც კარგი ტიპი ვარ რა, ვუყვები ხალხს მშობიარეს ამბავს. ეს ისეთია რომ, ლოთს ალკოჰოლის რაობაზე ვესაუბრო. მთელი ცხოვრება მაგას უყურებენ და მე რატომ გადავწყვიტე, რომ ეს მათთვის რამე სიახლე იქნებოდა მათთვის. არვიცი. მაგრამ მაინც იმდენად დაძაბული ვიყავი, რომ ვერ გავჩუმდი. მერე ვიფიქრე მეანების საორდინატოროში შევალ და დეიდაჩემს ვნახავმეთქი. იქ იყო. მოვუყევი ასე და ასე დამემართამეთქი. მერე რას შედიოდიო. მართალი იყო, რას შევდიოდი, ვის რას ვუმტკიცებდი??? რომ მაგარი ვარ??? რომ შემიძლია ნერვებისა და გულის ატოკების გარეშე მშობიარობას ვუყურო???კი, როგორ არა.
ის მეორე დეიდა შემოვიდა.
“დაბადა???” – რომელიღაც მეანი.
“არა კაცო, ჯერ ჭინთვებიც არ დაწყებია წესიერად. ჩაი დამისხით ცოტა.”
მერე ჩემს შეცბუნებულ სახეს შეხედა.
“არაუშავს ქეთუნა, შენ თავის გამოჭრაზე შეგიყვან” – მეც გავიღიმე. დაიწყეს იმაზე საუბარი, რომ გაუთხოვარი და ჯერ უშვილო გოგოსთვის მშობიარობის ყურება არის ძალიან რთული. ამ დროს შემოვიდა განყოფილების უფროსი, რომელიც რუსია.
Она уже родила.”
შვებით ამოვისუნთქე. პირველი იმიტომ, რომ მშობიარეს ტკივილს ბოლო მოეღო და მეორე იმიტომ, რომ ჩემს ნერვიულობასა და შფოთვას წერტილი დაესვა. გავედით, გავუხვიეთ ბლოკისკენ. დიდე იქ იყო. ბავშვი დედის გულზე, ზემოდან “ადიალები”, რომ ბავშმა იგივე ტემპერატურა შეინარჩუნოს, რაც მუცლადყოფნის დროს ჰქონდა.
“ესეც შენი B ჰეპატიტი” – დიდემ ხელთათმანები გაიძრო. ეს ისეთი ტონით თქვა, რომ მის მაგივრად მე მომერიდა ახლა უკვე ნამშობიარევის. წესით დედის ძუძუ უნდა მიეცათ, მაგრამ რადგან დედას B ჰეპატიტი სჭირდა, ამიტომაც ეს პროცედურა გადაიდო ცოტა ხნით. მალევე ქალსაც და ჩვილსაც 200 ევროიანი ნემსები გაუკეთეს და 3 საათში ბავშვს პირში დედის ძუძუ ჩაუდეს. 200 ევროიანი ნემსები იმისთვის, რომ დაავადება დედისგან არ გადასდებოდა.
დავჯექი და დავიწყეთ საუბარი. მე,მელოგინე და ბებიაქალი.
“რა არის ახლა ეს, საიდან გადაგედო???” – ბებიაქალი მკაცრი ტონით.
“არვიცი”. გასაწყლებული ხმით.
“ქმარს სჭირს???”
“რავიცი, არ ჰქონდა თითქოს”. უარესად გასაწყლებული.
ამ “რავიცი, არ ჰქონდა თითქოს”–მა საშინლად გამაბრაზა. რას ჰქვია “არვიცი” და “თითქოს”.
“სტომატოლოგთან იყავი???”
“კი, ვიყავი მგონი ბოლოს.”
მორჩა, რაც არ უნდა იყოს, გინდ ასე და გინდ ისე, დაავადებულია უკვე.
მალევე გავიდა ბებიაქალი, მე საუბარი დავუწყე იმაზე, რომ რა კარგი ქნა, რომ წალენჯიხიდან ზუგდიდში ჩამოვიდა. თურმე იქ ტარაკნები დადიოდნენ პალატაში. მერე ბავშვის რეფლექსებზე დავუწყე საუბარი.
“თქვენ ალბათ ბებიისგან იცით ხო ასეთი რაღაცეები???”
“ა, უი არა, მე თვითონ ვიცი, ჩემით.”
მალე გამოვედი და ახლა უკვე ექთანმა შემოვლაზე წამიყვანა.
 
ესეც მე ექიმის ამპლუაში.
 
 
 
მერე ფოტოაპარატი შემოვდე, ავტო–გადაღებაზე დავაყენე და ჩვენ ორს გადავუღე სურათები.
 
 
 
რახან დიდე მორიგე იყო, დეიდაჩემს გამოვყევი სახლში.
აგერ ეს “მომლოდინე რეჟიმში” მყოფი ნათესავები.
 
 
მეორე დღეს დიდე ანერვიულებული და უძინარი მოვიდა. ის ბავშვი თურმე გაყვითლებულა. სისხლი ვერ იგუა დედის, დედა ტიროდა საშინლად ბავშვი გადამირჩინეთო. სასწრაფოდ ქუთაისში გადააგზავნესო. B ჰეპატიტიანი რომ იყო დედა, მაგანაც იქონია უარყოფითი გავლენაო.
ბოლოს ბავშვი მაინც გადარჩა და ახლა ნორმალურად ვითარდება.
 
 
 
პოსტის ბოლოს კი ეს ვიდეო.
 
 

მე არვიცი, რა მეშველებოდა, მარიამისნაირი ადამიანი რომ არ არსებობდეს ინტერნეტსივრცეში.

შემარჩევინა, ტვინი ვუღრძე.
“ეს ასე არ იქნება???”
” ეს რომ გავაქროთ, არ გამოვა???”
და ა. შ.
ერთადერთი “გააგრძელეთ კითხვა” აღარ არის, მაგრამ მაგას ადვილად შევეგუე.
მოკლედ, მოვრჩი რა.
გავიარე ის პერიოდი.
დეპრესიული ბლოგის პერიოდი.
ჩაჟამებული ფერები.
ყვითელსა და ყავისფერს შორის გაყინული პესიმისტური ფერი.
და ცხოვრების რაღაც ეტაპიც გავატანე.
აღარ მინდა, რომ ცუდად ვიყო.
თავი საოცრად ოსტატურად ამყავს ხელში.
ზოგჯერ ისე ოსტატურადაც, რომ საკუთარ თავს ვუსვამ კითხვას: “მოიცა შენა და მართლა კარგად ხარ???”
ერთმა ჩემი, ლილიანისა და სვითის საერთო ნაცნობმა თქვა. ზოგჯერ ისე ვიტყუები, რომ მე თვითონ მჯერაო.
კიარადა…
ხო რა… ეგ არის.
მაგრამ ეგ არაფერი.
ყველა ტყუილი არ არის მავნებელი.
საყვარელია ყველაფერი ამ ბლოგში.
რაც არის, ყველაფერი მიყვარს.
იმდენი ფუნქცია არის, რომ იმ წინა დიზაინს არც დაესიზმრებოდა.
მაგალითად: პოსტის ადგილზევე რედაქტირება.
არადა, ადრე “სეთინგებში” უნდა შევსულიყავი, რომ ერთი პატარა გრამატიკული შეცდომა გამესწორებინა.
ამას პლუს ის, რაც სასწაულად მომწონდა და მინდოდა.
ანუ კომენტარები პოსტის ზევით არის მოთავსებული.
აი ამის გამო ორმაგად შემიყვარდა ეს დიზაინი.
ჭრელი ფერები, რომლებზეც ვგიჟდები.
გვერდით ჩემი მეილი ჩავამატე.
მართალია, აქ ის არ ჩანს სწორი სახით, მაგრამ რომ დააჭერთ , სწორი ვერსია ირთვება.
კერძოდ კი ჩემი მეილია imk84u@yahoo.com
I am kate for you ანუ.
მარტო k84u მინდოდა, მაგრამ დაკავებული აღმოჩნდა.
მაგრამ ეგ არაფერი.
ხოდა აქ წერია iamk84u@yahoo.com.
a საიდან ჩაეკვეხა, არვიცი.
სავარაუდოდ, მე ავკრიფე სიჩქარეში. ახლა ვერ სწორდება.
მაგრამ ეგ არაფერი.
ლინკის დაჭერით მაინც სწორ მისამართზე გადის, ასე რომ np.
მოკლედ სულ ეს იყო.
ახალი დიზაინი=ახალი განწყობები.

ხვალ მივდივარ დაახლოებით 10 დღით.
აქ თითქოს არაფერი მაკავებს და ერთი სული მაქვს, როდის ჩავალ ჩემებთან.
მომენატრა ბებიაჩემი.
მასაც მოვენატრე. ბოლოს 3–4 წლის წინ ვიყავი და ისიც ძალიან ცოტა ხნით.
ახლა კი უფრო მეტ ხანს გავჩერდები.
რაღაც უცნაური განწყობა მაქვს.

ზოჯერ ვერ ვხვდები, რომელია მშობლიური ქალაქი.
თბილისი თუ ზუგდიდი.
იქ დავიბადე.
აქ გავიზარდე, ბაღი/სკოლა/უნივერსიტეტი/სამსახურები. ყველაფერი აქ.
მაგრამ მაინც როცა გაქცევა მინდა ხოლმე, ზუგდიდისკენ მიმიწევს გული.
ხანდახან ბათუმისკენაც.
მაგრამ ბათუმისკენ ისედაც მიმიწევს გული, რადგან ამ ორის შემდეგ მესამე მშობლიური ქალაქია.
მიუხედავად იმისა, რომ ბათუმთან არანაირი კავშირი არ მაქვს გარდა იმისა, რომ ზაფხულობით ვისვენებ ხოლმე.
ყველას უკვირს ჩემი მეგრელობა, არადა მართლა იქ ვარ დაბადებული.
და ჯიუტად ვუმტკიცებ ამ ფაქტს ხალხს.
მიუხედავად იმისა, რომ არ ვარ მეგრელი.
თუმცა ჩემი მეტრიკა და პირადობის მოწმობა ჩემზე ჯიუტები არიან.
ორივეგან თბილისი მიწერია.
რა საჭირო იყო ეს ტყუილი არვიცი.
თითქოს მე გამიტყდებოდა, რომ ჩემი და თბილისშია დაბადებული და მე ზუგდიდში???
არადა არანაირად.
გუშინ საშინელი ქაოტური დღე მქონდა, რადგან იდეაში დღეს უნდა წავსულიყავი.
ჯერ მეზობელთან გადავედი რაღაცაზე.
მერე Mr.M–თან მივედი სამსახურში. მის წინ მჯდომმა კოლეგამ ისეთი შემცბარი სახით შემომხედა და მომესალმა, რომ მის სახეზე იკითხებოდა: ესენი დაშორდნენ და ამას აქ რა უნდა?!
მაგრამ მე რათქმაუნდა ეს სრულებით არ შევიმჩნიე. და ჩვეულებრივად გავაგრძელე საუბარი, თუ რა საშინლად და უსაშინლესად ცხელა გარეთ. მერე გარეთ გამოვედით და ვილაპარაკეთ. არა. ვილაპარაკე. ის მისმენდა. ყველაფერი ვუთხარი, ვისი თქმაც მინდოდა. მაგრამ ყველაფერი არ მითქვამს, რასაც ვფიქრობდი. ისეთი უშფოთველი სახით მიყურებდა, თითქოს არც არაფერი დაეშავებინოს. არ მეგონა ასეთი უცოდველი სახით თუ დამიდგებოდა წინ . ისეთი სახით იდგა, თითქოს სულ არ არის იმ ყველაფერში დამნაშავე, რაც მოხდა. მაგრამ მე მართლა სასწაულად ვიდექი. ცრემლისმაგვარი რომ არ წამომსვლოდა, ვიცინოდი. ვიცინოდი და ვსაუბრობდი. ზრდილობიანად მივახალე პასუხისმგებლობის შეგეშინდამეთქი. ფსალმუნი დავუბრუნე და ერთი “უიი, მიბრუნებ??? მე ხომ გაჩუქე???” არ დასცდენია. ან “რატომ მიბრუნებ???” ან რამე მსგავსი. ისეთი სახე მიიღო, თითქოს უნდა დამებრუნებინა და შემთხვევით გამყვა სახლში. და პასუხად: “რახან ახლა იცინი, თურმე ხო მართალი ვიყავი, რომ გითხარი, რომ არ გიყვარვარ”–ო. დღემდე არ სჯერა. მისი ნებაა, მისი სინდისია.

ვხვდები, რომ ….
კიარადა…
რაღა აზრი აქვს ახლა რას ვხვდები…
მობილური ტელეფონი შედარებაც არაა, ისეთი დადუმებული. მეც იქით არავის ვეხმიანები, არავის შეწუხება არ მინდა… ზოგჯერ ვფიქრობ, რომ მეგობრებსაც აღარ ვუყვარვარ. ან შეიძლება მეჩვენება.
გუშინ ღამე მობილურის საშუალებით გამოკითხვა ჩავატარე.
კითხვა იყო ასეთი: რამდენ დეგენერატ ადამიანთან უნდა იყოს ადამიანი, რომ ბოლოს ბედნიერი იყოს???
პასუხები:
1)”ეჰ, ადამიანებს გააჩნია 1 თვისება: თითოუელი მათგანი ნიღაბს ატარებს, ამიტომაც გვიჭირს მათი თავიდანვე ამოცნობა.”
2)”ზოგჯერ ერთიც საკმარისია…”
3)”ერთადერთთან, საკუთარ თავთან
4)”სანამ იმ დეგენერატს არ იპოვნის, რომელიც ბედნიერად გადააქცევს ან ილუზიას მაინც შეუქმნის.”
5)”არვიცი, ზოგი საერთოდ ვერ პოულობს.”
6)”ადამიანმა თავისი ბედნიერება არ უნდა დაუკავშიროს დეგენერატ ადამიანებთან ყოფნას. ბედნიერება შენშივეა და უნდა აღმოაჩინო და უბრალოდ მისცე თავს მაგის უფლება.”
7)”მმმ…ჩემი აზრით, ჯობია მარტო იყო, ვიდრე ვიღაცასთან. ტყუილად დაიხარჯები, შენს თავს მიხედე და მოუარე. და გააკეთე,ის, რაც გინდა.
8)”აუცილებელი არაა, დეგენერატთან იყოს, ჯერ უნდა შეარჩიო ასე თუ ისე ნორმალური, მერე დატესტო. ისე მანამ ეძებო, სანამ არ იპოვნი. თუმცა რთული კითხვაა. შეიძლება არც ღირს ამდენი ძებნა იმ “ერთისთვის”, რომელიც არ იცი, ბოლომე იქნება თუ არა შენთან.”
9)”ოოო, გააჩნია რამდენად მალე განსაზღვრავ მის დეგენერატობას… ასე 2–3 შეცდომა ყველას მოსდის ალბათ.”
10)”ბოლოს ბედნიერება არ არსებობს ალბათ ქეთ, ყველა დეგენერატთან რაღაც დრო ბედნიერები ვართ. უბრალოდ ზოგთან მეტხანს ვძლებთ, ზოგთან ნაკლებს. ხოდა ვისთანაც დიდხანს გავძლებთ ის იქნება. ყველა ურთიერთობისგან მაქსიმალური უნდა მიიღო და როცა რესურსი ამოიწურება, შენც გული აღარ დაგწყდება. just keep smiling
11)”ზოგისთვის ერთიც საკმარისია, დეგენერატები ჩვენ ვართ, დეგენერატებს თავს რომ ვაუბედურებინებთ. აი მე თითქოს ჭკუა ვისწავლე, ჯერ არ ვაპირებ გათხოვებას, ამიტომ საქმე არ მიმყავს იქამდე, რომ შემიყვარდეს. რომ არ დავიტანჯო მერე, ამიტომ ძალიან სერიოზულად არ ვუყურებ მსგავს ურთიერთობებს. თუ შემიყვარდა, მერე ნამდვილად აღარ ვიცი რა უნდა ვქნა. არადა ისეთი “ემოცია” ვარ, რომ რავი…პროსტა რომ ამოვიდა ყელში, ჩემს თავს ვუთხარი, თუ უყვარხარ, არ დაგტანჯავს, თუ გტანჯავს, იდი ნახუი. ვიღაცას არ მივცემ იმის უფლებას რომ მტანჯოსთქო და ეგაა რა. მე მიშველა მაგრად.

11 ადამიანის პასუხიდან ერთიანად გამოვიტან დასკვნებს. ოღონდ უკვე არა თბილისში და ბლოგში.

ხვალ მივდივარ და იმედია მასზე ფიქრს ჩაანაცვლებს იმ ადამიანებთან ურთიერთობა, ვისაც მართლა ძალიან ვუყვარვარ. გიჟდებიან ჩემზე და ზედ გადამყვებიან, რომ კარგად ვიყო. თითქოს ეგოისტური ფრაზებია, მაგრამ ბოლო დროს მომხდარმა ამბებმა თითქოს ერთი–ორად დამაეჭვა და დამაფიქრა საკითხზე: ვუყვარვარ კი ვინმეს საერთოდ????????





ღომი
ელარჯი
და სხვა მეგრული საჭმელები…
ვიცი, რომ არ მომაკლდება…
არც თბილისში მაკლდება ხოლმე, მაგრამ იქ სურნელიც კი მეგრული ტრიალებს…
ჩვენს დიდ ეზოში არსებული ჭის ცივი წყალი…
ქათმები…
ბაღი…
ბოსტანი…
ჩვენი ეზოს ხილი და მწვანილი…
უამრავი მეზობელი…
აქ ვინც გავიცანი, ახლა გავიცანი…
იქ კი დაბადებიდან ვიცნობ ყველას…
მთელი ქუჩა ერთად რომ შეიყრება ხოლმე ბირჟაზე ქალიან–კაციანად…
ბავშვები…
კოღოები ვიცი გამაუბედურებენ, მაგრამ ძმარს წავისვამ, რომ ისინი იქით შევაწუხო…
“კაჩელკა”–ზე წამოვწვები…
წიგნებს წავიკითხავ…
ბისერებს ავაწყობ…
მზეს მივეფიცხები…
კარგად ვიქნები

შაბათ–კვირა რომ მართლაც 2 უიდეალურესი დღეა დალაგებისთვის, ამაში დღეს, ანუ კვირას დავრწმუნდი.
მოკლედ, მე და დედაჩემმა გადავწყვიტეთ, რომ ის სეკრეტერი დაგველაგებინა თავიდან ბოლომდე, სადაც ეს ჩემი კომპიუტერი არის შედებული.
მართლა შედებულია, ანუ მაგიდაზე არ მიდევს, როგორც ალბათ უმეტესობას.
გვიდგას ბებიაჩემისა და ბაბუაჩემის ნაქონი ძველი სეკრეტერი, რომელიც ამ უკანასკნელებს ლაგოდეხში ედგათ 40 (!!!) წლის განმავლობაში. მერე ისინი თბილისში დაბრუნდნენ ისევ და ყველა ავეჯი ჩამოიტანეს აქ. მათ შორის ეს სეკრეტერიც. მერე დედაჩემმა და მამაჩემმა გადაწყვიტეს, ბარემ იმათ ბინაში ადგილი აღარ არის და მოდი აქ დავდგათ, ჩვენთანო. ასე აღმოჩნდა აღნიშნული ავეჯი ჩვენთან. სადღაც დაახლოებით 10 წლის წინ, თუ არ მეშლება. მერე კომპიუტერიც შევიძინეთ 2005–ში მგონი. ხოდა კომპიუტერის ადგილი რომ აღარ გვქონდა, გადავწყვიტეთ ამ სეკრეტერში შეგვესახლებინა.
ასეც მოვიქეცით.

ვინც არ იცის როგორ გამოიყურება სეკრეტერი – ეს არის ნახევარკარადა ანუ ორსართულიანი კარადა. რომელთაგან ზედა ნაწილი იღება და იხურება ზევიდან ქვევით კარის ჩამოწევით, სადაც ამჟამად მონიტორი, დინამიკები და ბასი დევს. ხოლო ქვედა ნაწილი იღება როგორც ჩვეულებრივი კარადა – ანუ მარცხნიდან მარჯვნივ და პირიქით.
მთელი ამდენი წლის განმავლობაში რაც კი რამე შესაჩურთი მოგვეპოვებოდა მე და ჩემს დას, ყველაფერს ამ ორ სართულზე ვდებდით. ამ საქმეში განსაკუთრებით ჩემი და აქტიურობდა.
დედაჩემმა არაერთხელ გვთხოვა ამ ნახევარკარადის დალაგება, მაგრამ მაგას სიკვდილი გვერჩივნა ორივეს და დედას ფრაზით: ხო, დავალაგებ”–ით ვიშორებდით.
არვიცი რა მოხდა დღეს ჩემს ტვინში ისეთი, რომ სასწაულად მომინდა დალაგება.
გამოვალაგე მთელი 2 სართული.
ვიღაცისთვის ეს ალბათ მართლა არაფერია, იმდენად შრომისმოყვარეა, მაგრამ ეს ჩემთვის მართლაც დიდი ამბავი იყო.
ისტორიის სახელმძღვანელო მე–10 კლასი…
ფიზიკის სახელმძღვანელო მე-10 კლასი…
ქართული ლიტერატურა მე-10 კლასი…
რუსული ლიტერატურა მე-9 კლასი…
ჩემი დღის პირადი დღიური, რომელშიც წერდა 1995-2000 წლებში…
გერმანულისა და მათემატიკის წიგნები და რვეულები…
“გოეთე”–ს წიგნები…
ჩემი ნახატები, რომლის ჩარჩოში ჩასმა და ოთახში დაკიდება ისევ ოცნებაა ჩემი…
გუაშები, ფუნჯები, სახატავი ფურცლები…
ქართული გრამატიკა მე-6 კლასი…
ჩემი სურათი 10 წლის ასაკში…

ჩემი დის უამრავი Cosmopolitan–ი…
2003…
1998…
1996…
2004 წლისები…
ჩემი დის უამრავი სამკაული, რომელიც დარწმუნებული ვარ, საერთოდ აღარც ახსოვს…
მისივე კოსმეტიკის არაერთი ნაწარმი…
მისივე სამედიცინო ლიტერატურა…
მისივე იურიდიული ლიტერატურა…
სერტიფიკატები…
იმდენი ძველი ნივთი…
იმდენი…
ყველაფერი გამოვალაგე, ერთად ვისხედით მე და დედაჩემი, უზარმაზარი ტომრის მაგვარი პარკი ავავსეთ ნაგვით. თურმე რამდენი ხარახურა იდო ამ სეკრეტერში. არადა ერთ დროს როგორ საჭირო იყო ეს ნივთები.
ძალიან ბევრი ნაგავი გავიტანეთ.
დაახლოებით 2–3 საათი მოვუნდით ამას.
ამ დროს საზამთრო გამოიღო მაცივრიდან და დამიძახა, შემომიერთდი, ცივიაო.
დავსხედით და დავიწყეთ საუბარი.
ისეთი სასწაული ნოსტალგია შემომაწვა.
უსასწაულესი.
ისე მალე გადის დრო, ისე.
რომ მართლა გული მწყდება ძალიან ბევრ რამეზე.
ახლა რომ ვუფიქრდები, საერთოდ რა გვინდა, რისთვის ვჩნდებით?!
ილია ვეკუას, რომელიც 60 წლის ასაკში ფილტვების სიმსივნით გარდაცვლილა, აღსასრულამდე რამდენიმე ხნით ადრე უთქვამს, პოტიკია ეს ცხოვრებაო.
პოტიკი – მეგრული სიტყვაა და არც ვიცი როგორ ავხსნა. ანუ შრომა, ჯაფა, გარჯა, წვალება, სულ რომ რაღაცას “ჩალიჩობ”, რომ რაღაც მცირედს მიაღწიო. ცხოვრება, როგორც ციყვი გალიაში, გამუდმებულ რუტინაში.
გული ჩამწყდა კიდევ ერთხელ. ვცდილობ ხოლმე, რომ სიკვდილსა და სიბერეზე არ ვიფიქრო ხოლმე, მაგრამ არ გამომდის. ტირილი მომინდა. დედაჩემს ვუთხარი, რომ იცოდე როგორ მიჭირს ამ სეკრეტერის ლაგება, მაგრამ იმიტომ კი არა, რომ ლაგება მეზარება, არამედ იმიტომ,რომ უამრავ რამეს მახსენებს ბავშვობიდანმეთქი. შემომიბრუნდა და მითხრა, აბა ახლა მე მკითხე რამდენს მახსენებს, თან შენ მაინც წინ გაქვს მთელი ცხოვრებაო. ცრემლი ძლივს შევიკავე.
წინა დღეს ბუსუნას ბლოგში შევედი, იმასაც სიკვდილზე დაუწერია. არ წამიკითხავს, ვიცოდი, ცუდად გავხდებოდი. მიჭირს ხოლმე ამ თემაზე საუბარი და ფიქრი უფრო.
რა თემაზეც არ უნდა ვფიქრობდე, ბოლოს მაინც სიკვდილამდე მივდივარ. თითქოს ესაა ნებისმიერი სასაუბრო თემის ბოლო აკორდი. ძნელია.
მერე კომპიუტერის აბსოლუტურად ყველა კაბელი, რაც კი რამე აბია, გავწმინდა. ხარისხიანად. მთელი 4 წლის მტვერი ზედ ედო. ახლა UPS-დან დაწყებული მაუსით დამთავრებული, ყველაფერი ბზინავს. ნუ შეიძლება არ ბზინავს, მაგრამ მე ყველაფერი ძალიან ხარისხიანად გავწმინდე. “შენ მართლა საღოლ”–იც კი დავიმსახურე ადამიანისგან, რომელიც სულ იმაზე მაძლევს შენიშვნას, როგორ არ გიყვარს სახლში რამის კეთებაო.

მერე ისევ Mr.M–ი ამომიტივტივდა. საერთოდ აღარ ვარ მასზე გაბრაზებული ან ნაწყენი. ცხოვრება ისეთი მოკლეა, რომ არ ღირს ვინმეზე გაბრაზებული იყო. მერე ისევ მე დამწყდება გული. მიუხედავად იმისა, რომ საბოლოო ჯამში არ ვიცი ის რას ფიქრობს, ის მაინც ვიცი, რომ დამნაშავედ მე არ მიმიჩნევს და ჩემთან გატარებულ დროს ძალიან კარგად იხსენებს. ანუ ადამიანი ერთი თვის მანძილზე მაინც გავაბედნიერე ჩემი დიდი სითბოთი. ანუ ისიც ვიცი, რომ მე საკუთარ სინდისთან მართალი ვარ. ძალიან დიდი სიყვარული გავეცი და გუშინდელისგან – წინა პოსტის დაწერის დღისგან და 11-18 ივლისისგან განსხვავებით დღეს საკუთარი თავით ვარ წარმოუდგენლად კმაყოფილი. შეიძლება ცოტა არ იყოს და თავხედური და ამბიციური განცხადებაა, მაგრამ საკუთარი თავი უფრო შემიყვარდა, რადგან შემიძლია სიყვარული. მიუხედავად იმისა, მაწყენინეს თუ არა. და ეს მე სასწაულად მაბედნიერებს. სიყვარული ყოველთვის შემეძლო მაგრამ ახლა უფრო დავინახე ეს, რადგან ასე გული ჯერ არ მტკენია და ასე ძლიერ არ განმიცდია.
“მე მიყვარხარ და სულ მკიდია შენ რას გრძნობ”–ის პრინციპი 100%–ით მუშაობს. არადა თავის დროზე Mr.M–მა მითხრა რა ცუდი ფრაზაა, როგორ უნდა გეკიდოს, მე ან თუნდაც ნებისმიერი სხვა ადამიანი რას ვგრძნობს შენს მიმართო, მაგრამ ასეა და რა ვუყო?! დედა ტერეზას უთქვამს თურმე, მაშინ ხარ კარგი ადამიანი, როდესაც ვიღაცას სიკეთეს უკეთებ და საპასუხოდ არაფერს ელოდებიო. მართლა არ მაღელვებს იმას რა გრძნობა ამოძრავებს ჩემს მიმართ, მე მას მაინც უდიდეს პატივს ვცემ ყველაფრის გამო. თუნდაც იმის გამო, რომ ტკივილი მომაყენა. ამით მე გამოცდილება შემმატა და ბევრი რამ მასწავლა. რაღაც მომენტში ვიფიქრე უფრო მკაცრი გავხდებიმეთქი ადამიანების მიმართ, მირჩია კიდევაც რამდენიმემ, აწი ასე ერთ კვირაში არ შეიყვარო ადამიანიო, მაგრამ ხომ ვიცი, არ გამომივა. უბრალოდ არ გამომივა.თუ რამე შევამჩნიე საკუთარ თავში, რატომ შევიკავო?! იმან იკითხოს, ვინც არ დამიფასებს და არ დაინახავს, თორემ მე რა. დიდი–დიდი 1–კვირიანი ცრემლები. თუ რამე აღმოვაჩინე ადამიანში პლუსი, უკვე გული სხვანაირად მიცემს ხოლმე. არ ვარ ბოღმა. და ეს ერთი კვირა რომ ვიყავი,ზუსტად ეგ იყო მიზეზი ჩემი ტირილებისა და შუშანიკობისა.
ახლა როგორ ვაფასებ მის საქციელს??? ისევ ისე, როგორც წინა პოსტში. მაგრამ ახლა უკვე აღარ ვნსჯი და აღარ ვბრაზდები. ასე იყო საჭირო, რადგან მოხდა. სასწაულად ვიღიმი მთელი დღეა და თვალწინ წარმოდგენას ვდგამ, თითქოს მთელი მისი სამეგობრო და მე ერთად ვართ და რაღაცაზე ძალიან ბევრს ვიცინით. და მართლა უზომოდ ბედნიერი ვარ. ბედნიერად მახსენდება მასთან გატარებული ესა თუ ის მომენტი. მიხარია, რომ ამდენი ახალი ადამიანი გავიცანი და იმედს ვიტოვებ მათთან მექნება ძალიან თბილი ურთიერთობა. ისიც მინდა, რომ Mr.M–თანაც კარგ დამოკიდებულებაში ვიყო, მინდა ამ დღეებში შევხვდე და ვუთხრა, რომ არ ვარ მასზე ნაწყენი, ჩემი ხელით დავუბრუნო ფსალმუნი და არა ნათიას საშუალებით. ვუთხრა, რომ მე მისი კეთილისმსურველი ვარ და ყველგან კარგად მოვიხსენიებ. და ყველაფერს კარგად გავიხსენებ. ვიცი,საშინლად მოერიდება ჩემი და თავს დახრის ისევ ისე, როგორც შაბათს დახარა, მაგრამ არაუშავს,უშეცდომო არავინაა.
დილის 7–ის ნახევარია, წავედი “გავთხარე ლოგინი” როგორც ერთი ფორუმელი იტყოდა, 2 საათში უნდა ავდგე.

პოსტი წაშლილი სასაფლაოს თემიდან აქ გადმოვაკოპირე. არვიცი რატომ…ისე…

რა საოცარია არა…
ზუსტად ახლა რომ შემოვეჩეხე ამ თემას…
და ადრე როდის იყო???
ადრე მაშინ იყო, როცა 2007 წელი იდგა…
და მაშინაც ამ თემაში შემოვედი და რაღაცეები ვწერე,
უფრო სწორად მაშინ გზააბნეული ვიყავი…
არ მეგონა, თუ რამე დალაგდებოდა ზოგადად ჩემს ცხოვრებაში…
ზოგადად ცუდად არ ვიყავი…
უბრალოდ ზოგადად არ მაღელვებდა…
ძალიან არ მაღელვებდა…
მერე კი დაიწყო სერიოზული და ხანგრძლივი ცუდად ყოფნის პერიოდი…
მერე დეპრესიები..
ნერვების მუდმივი აშლები…
ამისგან კარგა ხანი რომ ვეღარ გამოვდიოდი, მაგაზე ცალკე ვღიზიანდებოდი…
მაგრამ 2009 წელს, ზუსტადაც რომ იანვრიდან…
ზუსტადაც რომ ახალი წლიდან…
საკუთარ თავში ახალი ძალები აღმოვაჩინე.
ახლებური ინტონაციით ვუთხარი საკუთარ თავს: ქეთ, ეს უკვე შენი წელია და კარგად უნდა იყო. ან ყოველ შემთხვევაში ის ყველაფერი ცუდი რაც ხდება შენს ირგვლივ, არ შეიმჩნიო.”

მერე კიდევ თებერვალი…
ხელმეორე მცდელობა, რომ ისევ ცუდად ვყოფილიყავი.
დიდი ხანი დამჭირდა, რომ “თებერვალი” გადამელახა…
პრინციპში დღესაც მის გადალახვაში ვარ.
მაგრამ მაინც: ქეთ, ეს უკვე შენი წელია და კარგად უნდა იყო. ან ყოველ შემთხვევაში ის ყველაფერი ცუდი რაც ხდება შენს ირგვლივ, არ შეიმჩნიო.”
ძალის დატანებით ეს ყველაფერი.
სიძლიერითა და კბილებით გატანილი სული…
რომ რამე არ მომსვლოდა…
რომ საბოლოოდ არ ჩამექნია ცხოვრებაზე ხელი.
და არა მარტო ცხოვრებაზე…
ხალხზე…
სიტუაციებზე…

და ახლა უკვე როცა შენ ხარ ჩემს გვერდით, კიდევ ერთხელ დავწერ ამ პოსტს…

დასვენება მინდა…
დავიღალე…
მემთქნარება…
მეძინება…
მესიზმრიანება…
მეაგრესიულება…
მეწუწუნება…
მებუზღუნება…
გატრაკება მინდა…
მინდა, რომ გაგიტრაკო…
და შენ არაფერი მიპასუხო…
უბრალოდ შემოხვიდე ჩემს სულში …
კიარადა ჩემს მდგომარეობაში…
და უბრალოდ მომითმინო…
უბრალოდ მოითმინო, რომ მე ეს ყველაფერი მინდა…

თავდავიწყება მინდა…
სხვა სამყარო მინდა…
პონტი მინდა…
გართობა მინდა…
ბუნებაში მინდა…
დალევა მინდა…
ხინკალი და ქაბაბი მინდა…
დედაჩემის გამომცხვარი ხაჭაპური მინდა…
მამაჩემის ღიმილი მინდა…
ჩემი დის ნდობა მინდა…
ჩემი ძმის არსებობა მინდა…
ზღვაზე მინდა…
მთაზეც მინდა…
ან სულაც სახლში მინდა…
მუშაობა მინდა…
კარგი ხალხი მინდა…
მეღიმილები…
მელამაზითვალებიანები…
მეეშმაკითვალებიანები…
მესევდიანითვალებიანები…
მელამაზყბებიანები…
მენატრები…
მეჯანსაღიიუმორები…
მეცინები…
მეტირები…
მეცემინები (უნდა გცემო)…
მეტირები (უნდა დაგაცემინო)…
მეიდიოტები…
მეკრეტინები…
მედეგენერატები…
მესიყვარულები…

და არაერთხელ გაგიმეორებ იმ ყველაფერს, რაც ამ პოსტში წერია.
რატომ???
იმიტომ, რომ მიყვარხარ.
და შენ რა რეაქცია უნდა გქონდეს???
არაფერი, უბრალოდ გაიღიმე და მე ამითაც გავბედნიერდები.
მე მიყვარხარ და სულ მკიდია შენ რას გრძნობ © ჩემი ფორუმული ხელმოწერა

დაახლოებით 2 თვე შერსულდა მას შემდეგ, რაც…
კიარადა მართლა შესრულდა უკვე…
ხოდა 2 თვის შემდეგ როცა შაკომაც მოიცალა და მეც…
გადმომცა ის კლავიატურა, რომელიც აქამდე მხოლოდ ვერბალურად იყო ჩემი.
დღეიდან მაქვს ახალი კლავიატურა, რომელსაც მთელი გზა ვიხუტებდი და სახლში მოტანიდან პროცესორში შეერთებამდე ვკოცნიდი (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით).

ვკიოდი, ვწიოდი.
ახლაც არ ვარ ჯერ დამშვიდებული. ჯერ კიდევ რაღაც მჭირს.
ძალიან მაგარი კლავიატურაა.
სურვილი მაქვს, რომ სულ რაღაც ვწერო.
ისეთია რა..
კიარადა ანუ ხმაურიანი.
საშინელი ხმაურიანი.
დიიიიიდი კლავიშები აქვს და ისეთი ხმაურიანი აქვს, რომ ყურს საოცრად სიამოვნებს.
ძალიან მაგარია.
ჩემი ძველიც მაქვს, არ ვაგდებ, მაგრამ ვინახავ.
მაუსიც მინდა ხმაურიანი, მაგრამ მერე Scroll–ი აღარ ექნება, ასე რომ
შაკრევან, მადლობა!!!! (აქ ბევრად დიდი და ბევრი მადლობა იგულისხმება, ვიდრე ჩანს)

აი ასეთია, ოღონდ მთლიანად შავი.

ე. ი. დიდხანს ვფიქრობდი რა დამერქვა ამ პოსტისთვის…
ნუ იდეები კი იყო ჯერ ეს, მერე – ის, მაგრამ მას შემდეგ რაც პრანკსას მოვუყევი და “კლეპტომანია? ” <<<< ეს მითხრა, გადავწყვიტე ასე დამესათაურებინა ეს პოსტი.
დიახაც მეტაკა კლეპტმანია…
კიარადა რა კლეპტომანია კაცო უf
არ ვარ მე ეგეთი

როცა სამსახურში საქმე არ მაქვს ხოლმე, ძირითადად კოლეგებთან ჩეთაობით თუ არის დროის მოკვლის საშუალება. ხშირ შემთხვევაში ეგეც “ისეთი” პონტია ხოლმე, მაგრამ როცა ამდენი საათი კომპიუტერს ესხივები და თან უმუსიკოსა და უინტერნეტოს, დამემოწმებით, რომ ჩეთაობა დიდი ბედენაა ხოლმე. თან მხოლოდ კოლეგებთან არის შესაძლებელი და მეტი არავისთან.
ხოდა, ე. ი. თქვენი მონა–მორჩილი მე, ვიჯექი გუშინ უსაქმოდ და ბაასი გავაბი ერთ თანამშრომელთან. კარგი ადამიანია და ზოგადად კარგი ადამიანი იმდენად იშვიათობა არის უკვე, რომ როცა პოულობ, ცდილობ არ გაუშვა მიუხედავად ასაკისა/სქესისა/სოციალური მდგომარეობისა/რელიგიური მრწამსისა/ეროვნებისა/სქესობრივი ორიენტაციისა და ა. შ. და ა. შ. თუ რამე გამომრჩა, დაამატეთ ხო ნუ რავი, მე ასე ვარ და სხვა როგორ არის, ფეხებზე მკიდია პრინციპში.
ნუ ბლა–ბლა–ბლა ვუსაუბრეთ და რამდენჯერმე საქმის გამო რომ მომიწია მის სართულზე ასვლა, შევუარე. “რას შვრები?/რავი, შენ როგორ ხარ?”–ის ჩვეული სიტუაციები. უკვე ჩემს წასვლის დრო მოვიდა და კიდევ შევუარე, თან რაღაც აინტერესებდა მაგისტრატურასთან დაკავშირებით. მე დამარეკინა გამოცდების ეროვნულ ცენტრში და ამბები გამაგებინა, თვითონ “უტყდებოდა” მაგიდაზე ედო 2 დიდი გასაღები, ერთმანეთის იდენტური. ნუ რაღაც განსხვავება კი იქნებოდა. რომ ვკითხე რისიამეთქი, მანქანისო. ნუ კარგი. ხელში ვათამაშებდი ამ გასაღებებს. ამ დროს სამსახურის ტელეფონზე ვიღაცამ დაურეკა, მე ამასობაში ეს ერთი გასაღები მოვხსენი და უკვე კარებთან რომ ვიდექი, დავანახე გასაღები. მან მანიშნა, დამიბრუნეო, მაგრამე მე გიჟივით დავეშვი კიბეებზე და გარეთ გამოვვარდი. ლიფტთან რომ მივედი, მოვტრიალდი დავინახე რომ მანაც ჩამოირბინა, მაგრამ ჩემი სამუშაო ადგილისკენ გაიქცა, ამასობაში მე ლიფტში შევვარდი და ზევით დავიძარი. ზევით ავედი, I.T.-ს ოთახში შევვარდი, მარის შევუარე, ეს ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი, მოვკდით სიცილისგან და ზარი:
– სად ხარ?
– გამოვედი უკვე, გაჩერებაზე ვარ.
– აუ შენ რა ხარ, ვინც არ გიცნობს.

– აუ შენ რა ხარ
– კარგი, წავედი, არ მცალია.
მანაც ხელი ჩაიქნია გუშინ ჩემს დაჭერაზე და შემეშვა. მარიამთან ერთად კიდევ ერთხელ ვიცინე და გულდამშვიდებული დავეშვი პირველ სართულზე. ლიფტში კი ვფიქრობდი, ვაიმე ახლა აქ არ დამხდესმეთქი, მაგრამ ლიფტის კარები გაიღო და მეც მშვიდად წამოვედი სახლისკენ. მთელი გზა ხელში მეჭირა გასაღები, თვალისჩინივით ვუფრთხილდებოდი, სადმე არ გაქრესმეთქი. საგულდაგულოდ შევინახე და არის თავისთვის. არ აწუხებს პატრონი.
საღამოს 2 ძალიან კარგი ადამიანისგან გავიგე მისი მობილური და ახლა ჩვენი მესიჯები:
მე – როგორ ხარ??? ნუ რა ძნელია უმანქანოდ ყოფნა
ის – კარგად ვარ, რომელი ხარ?
მე – უმანქანოდ დვიჟენიობდი დღეს ხო?
ის – არა რა უმანქანოდ. აუუუუუ, შენ იცი რაზ გიზამ. ბაუნტის ყიდვას ვაპირებდი და გადამაფიქრებინე.
მე – მოიცა ბაუნტი რა შუაშია??? მე იმედი მქონდა, რომ უმანქანოდ იქნებოდი და გამიხარდა.
ის – ხო აბა სახლში მეტროთი წავედი ნასესხები ჟეტონით. და რატომ გაგიხარდა ჩემი უმანქანობა? რამ გაგაბოროტა?
მე – პროსტა, რა იყო? გაგეხუმრე, გეწყინა? მართლა უმანქანოდ იყავი სამსახურის შემდეგ?
ის – ხო, ფეხით წავედი. კიდევ კარგი ახლოს ვცხოვრობ და არ დავღლილვარ. არ მწყენია არაფერი, საიდან მოიტანე? მე ნაწყენი არ ვრჩები ხოლმე არავიზე .
მე – ვაიმე…საყვარელი. რახან არ გეწყინა, მაშინ იმედია ისიც არ გეწყინება, თუ გასაღებს რამდენიმე დღე არ მოგიტან.
ის – :) ))))) რას ამბობ??? :) და ძალიან მაინტერესებს რად გინდა შენ ეგ გასაღები?
მე – მართლა არ ვაპირებ ცოტახანი მოტანას. რად უნდა მინდოდეს? ისიც კი არვიცი შენი მანქანა რომელი. პროსტა ჩემთან იქნება რა.
ის – ხო კაი. ოღონდ ერთი პირობით… პეხით სიარულისთვის და მორალური ზიანისთვის ფულის გადახდა მოგიწევს :)
მე– და თუ ახლოს ცხოვრობ, რა პრობლემაა ფეხით სიარული??? (ნუ აქ მთელი ტექსტები, თუ როგორი გაჭირვებული ვარ ფინანსურად და ვკვდები უფულობისგან და მსგავსი ამბები )ხოდა რამდენს ითხოვ? (ოღონდ არვიცი რაში ითხოვ)
ის – ჯერ ეს ერთი მიუჩვეველი ვარ ფეხით სიარულს :) არც მე ვარ კარგ დღეში (ნუ აქ მთელი ტექსტები, თუ როგორი გაჭირვებული არის ფინანსურად და კვდება უფულობისგან და მსგავსი ამბები )ამიტომაც ერთი კვირის მანძილზე 50 ლარს გამოხვალ :)
მე – რაა??? რა ამბავია 50 ლარი…
ის – ხო კაი კაი. 20 ლარი გამოდი.
მე – ok
ის – ok-ი? :) ) კიდევ 20 ლარი მომეცი და მეორე გასაღებიც წაიღე არ გინდა?
მე – ამას უყურე რა :) )))))))) მეორე გასაღები+საფულე+საკრედიტო ბარათი.
ის – მოიცა და ჩემი საფულე რად გინდა? ბარათი წაიღე თუ გინდა, ოღონდ ჯერ შემივსე და მერე :) 50 ლარი მომეცი და გასაღებს მოგცემ +ჩემს პადძელნიკ ნოდარს გაგატან.
მე – აუ შეგივსო და მილიონს ჩაგირიცხავ კიდე ჩემი მაქვს შესავსები, რაღა შენი ვავსო. აუ ეგ ნოდარა რა ჯანდაბად მინდა. კაროჩე არ იცი შენ კლიენტთან საუბარი. არც ამ გასაღებს მოგიტან და არც ამის 20 ლარს მოგცემ. იყავი ისე. ფეხით სიარული კი ჯანმრთელობაა ;)
ის – კლიენტი შენ ხარ?
მე – ნუ ეს ზოგადად ვთქვი, მაგრამ პრინციპში კი.
ის – ანუ მე არვიცი კლიენტებთან საუბარი? ოოო, აი აქ მაგრად შეგეშალა :) ნოდარს კი რაც შეეხება, მაგას უკომენტაროდ დავტოვებ.
მე – კაი ხო, ნოდარზე ჩემი სიტყვები უკან მიმაქვს.
ის – :) ) აბა რაა :) მაგარი კაცია ნოდარა, ძმაა.. ხვალ შენ გეტყობა გვიან მოდიხარ სამსახურში, ჩემგან განსხვავებით. იქ დაგელაპარაკები.
მე – რაზე დამელაპარაკები ნეტავ? გასაღების მოტანას მაინც არ ვაპირებ.
ის – დაგელაპარაკები სხვა რა გზა მაქვს.
მე – ისე მართლა მითხარი ხომ არ გაგიტყდა, გასაღები რომ ავიღე?
ის – :) არამეთქი ხომ გითხარი, ოღონდ მართლა.
მე – აუ გაიხარე. კარგია, რომ იუმორის გრძნობა გაქვს ზოგ–ზოგიერთებისგან განსხვავებით :)
ის – ზოგ–ზოგიერთებში ვის გულისხმობ? რა ცნობისმოყვარე ვარ ხედავ? :) )
მე – დედაა, ძალიან. ვის და რავი. შენს სართულზე 2 ადამიანი კი არის ეგეთი და შეიძლება მეტიც.
ის – ვაიმე დაიძაბა სიტუაცია, შენ ახლა გაქვს ორი ვარიანტი – ან ითანამშრომლო გამოძიებასთან და გვარები დაასახელო, ან დუმილის უფლება გამოიყენო. :)
მე – :) )))))))))))))))))) და გამომძიებელი რამდენ ხანში მიაწვდის დასახელებულ პირებს იმას, რომ მე ისინი დავასახელე?
ის – ეგ ყველაფერი კონფიდენციალურია და საიდუმლოდ ინახება.
მე – არა იყოს.
დღეს დილის 10 საათსა და რაღაც წუთებზე:
მე – სამსახურში ხარ ხო??? მე ამწამს გავახილე თვალი :მთქნარებისსმაილიკი:
ის – ხო, გუშინ ჩამეძინა.

ნუ დღეს სრულიად შემთხვევით შევეფეთე ისევ მის სართულზე. დაჟე არც კი შემეფეთა, ძალიან შორიდან დავინახეთ ერთმანეთი და ისე გაუფართოვდა თვალები, რომ გამეცინა.
ისევ ჩეთში საუბრები, დამიბრუნე გასაღები/არ დაგიბრუნებ”–ისეული. მერე ისევ ავედი და დავაფიქსირე, რომ ის მეორე ცალი საგულდაგულოდ შეუნახავს. სამაგიეროდ უდევს მობილური
ხოოდა…. დავტაცე ხელი და გამოვვარდი
ნუ ესე იგი…..ჯერ ხო ჩეთში ამწია რასაც ქვია, მერე ჩამოვიდა და ტვინი წამიღო, რასაც ჰქვია “მომეცი მობილური”–ს ძახილით.
მე – არა
ის – ტელეფონი რატომ გამორთე? ჩართე.
მე –არა
ის – მნიშვნელოვან ზარებს ველოდები. ჩართე.
მე – სამსახურის ნომრიდან დარეკე
ის – რა სამსახურის ნომრიდან? ჩართე ტელეფონი და რომ დარეკავს ვინმე, ამომიტანე. კეთილს ინებებ და ამომიტან.
მე – არა
ის – რა არა?? ნუ ამაწევინე აქ პანიკა
მე – კარგი რა იყო? ასე გაბრაზდი?
ის – არა,მე არ ვარ ეგეთი, არ მწყინს ხოლმე ეგეთი რაღაცეები.
ამ დროს ჩემმა უფროსმა გამოიარა და ამან ჯინაზე ხმამაღლა გააგრძელა: ხოოოოოდა, ისაააააა….
მე – ეე, კარგი რა, რა პონტია? არ გვინდა უფროსობის ჩარევა.
ის – ტელეფონი
მე – არა
ის – ამომიტან!!!
მე – ხო, კარგი.
ის – რომელზე ამთავრებ შენ?
მე – 6–ის ნახევრამდე ვარ დღეს.
ის – ძალიან კარგი! 6–ის ნახევარზე ნახავ შენ შენს სეირს.
მე – კარგი, ამოგიტან ხო.

ძლივს მოვიშორე, ავიდა და ისევ ჩეთაობა დამიწყო. “ამომიტანე/ამომიტანე”–ს წერით.
მე – ხო, ამოგიტან .
ის – რას ელოდები?
მე – რა იყო? იუმორის გრძნობა არ გაქვს?
ის – მაქვს
მე – არა
ის – მაქვს
მე – არა
ის – მაქვს
მე – არა
ის – მაქვს
მე – არა
ის – მაქვს
მე – არა
ის – მაქვს
მე – არა
ის – ამომიტანე!
მე – დამაცადე, რაღაცას მოვრჩები საქმეს და ამოგიტან. ნუ შემაღონე.
საათს არ ვაცილებდი თვალს. ბოლო–ბოლო ძლივს შესრულდა 4 საათი, ქურთუკი ჩავიცვი, ნივთები მივალაგე და ბოლოს რაც გავაკეთე კომპიუტერის გამორთვა იყო. რომ ბოლო წუთებამდე ეფიქრა, რომ 6–ის ნახევრამდე ვრჩები.

წამოვედი და წამოვიღე.
უკვე კარგა ხნის გამოსული ვიყავი, რომ ისევ ზარი:
აუუუუუუუ, შენ რა უსინდისო ხარ!!!!!!!!!!!

მერე საიდანღაც დავურეკე – უსინდისო რომ მიწოდე, ცუდად მომხვდა და კიდევ ერთხელ გეკითხები ხომ არ გეწყინამეთქი.
არა, უბრალოდ offline რომ გაიჩითე, მაგან დამაეჭვა და გიჟივით ჩამოვედი. და უკვე გაპარული იყავიო.

ხოოო…
მესიჯებში არ შევსულვარ, მართლა არა.
თუმცა ჩემს მესიჯებში ვინმე რომ შევიდეს, ჩემი რეაქცია – 0!!!
უბრალოდ მხოლოდ ის ერთი –ორი ვნახე, რაც მას შემდეგ მოუვიდა, რაც მე მაქვს ტელეფონი.
ნუ შინაარსი ასეთი:
1) ეეეე, სად ხარ შეჩემა, კანცელარიასთან გელოდები რამდენი ხანია.
2) შეჩემა, ტელეფონს რატომ არ იღებ?
3) ბიჭო, წამო რა დროზე, მერე ამ კაცს ვეღარ შევაწუხებ მეორეჯერ.
4) ერთის ზარსაც ვუპასუხე და საყვარელი ხმით მივუგე, რომ ამა და ამ პიროვნებას ტელეფონი ჩემთან, ანუ ბიძაშვილთან დარჩა და ხვალ დავუბრუნებდი პატრონს.
– “აუ, მაშინ გადაეცით, რომ ამან და ამან დავრეკე.
– დიახ, აუცილებლად გადავცემ. სახლში დაურეკოთ იქნებ.
– არა, სახლში არ არის. აუ იქნებ გადასცეთ, რომ მე დავურეკე.
– დიახ, აუცილებლად.
– ძალიან დიდი მადლობა.

მე საყვარლად გავუგზავნე მესიჯები რომელიღაცას, რომ პატრონს ბიძაშვილთან დარჩა მობილური და იქნებ სახლის ნომერზე დაუკავშირდეთ.

Gallery–ში შევისეირნე. სურათები, ვიდეოები და სიმღერები.
სიმღერებიდან ეს გადმოვიწერე : http://www.link.ge/file/248264/Miles-Davis—Mystery.mp3.html ძალიან მომეწონა.
ვიდეოებიდან კი ეს: მაგრად ვიცინე. აი რასაც ჰქვია, მოვკვდი რა…
აგერ ინებეთ

ტელეფონი დავტენე ჩემი ძველი ტელეფონის დამტენით და ხვალ პატრონს ვუბრუნებ…
გასაღები კი –

ხოდა ე. ი. ეს მოხდა 1987 წლის 6 მარტს.
როდესაც იდგა დღე იგი პარასკევი და ქვეყანას მოვევლინე მე…
აუ არა, ასე ბანძად არ მინდა რა…

უბრალოდ გავიდა 22 წელი უკვე 2009-1987=22 თურმე…
და მაშინაც პარასკევი იყო და დღესაც.
კიარადა უკვე გუშინ, რადგან დღეს უკვე 7 მარტია.

ჩემი დაბადების დღე…
ეს რაღაც “ისეთი” დღეა ჩემთვის.
კიარადა ალბათ ყველასთვის საკუთარი დაბადების დღე “ისეთი” არის.

ეს ის დღე იყო, როდესაც მამაჩემს საერთოდაც არ გაუგია, რომ დავიბადე.
რადგან დედაჩემმა, აქაოდა პირველი ბიჭი უნდოდა და გოგო გაჩნდა და ესეც ახლა გოგოაო, კარგა ხანი არ უთქვამს მისთვის.
კიარადა ნუ უთხრა, მაგრამ ეგრევე არა…
პირველი რომ გაჩნდა ჩემი და, მამაჩემი თურმე ირწმუნებოდა, ხომ არ გეშლებათო…

ხოდა მგონი პირველად დაემთხვა, რომ დღესაც პარასკევი და მაშინაც…
თუ ეს უკვე დავწერე…
არვიცი…
არც ვაედიტებ, არც ვკითხულობ ზევით რა დავწერე, პირდაპირ მივერეკები.

მერე არვიცი როგორ და რანაირად, მაგრამ ათეული წლის მერე შემზიზღდა 6 მარტი.
იმიტომ, რომ ისეთი არ იყო, როგორიც მინდოდა.
ისეთი არასდროს არ იყო, როგორიც მინდოდა…
და რამდენ 6 მარტს ვატარებდი ტირილში ამის გამო…
მერე 16 წლის რომ გავხდი იმ 6 მარტს ბაბუაჩემის დასაფლავება იყო.
ხო, ასეთიც დაბადების დღეც მქონდა.

მერე მამაჩემის გარდაცვალების მერე ყველა ერთი მეორეზე ცუდი 6 მარტები დგებოდა.
ძირითადად ასაკის მომატების დღე ერქვა და მეტი არაფერი.
და ასე მოდიოდა 6 მარტი და მიდიოდა.
და არც არაფერი….

წელს კი აი ისე…
ბედნიერი…
რომელიღაც სიმღერაში რომ არის,
აი იმ სიმღერაში, ახლა ძალიან პოპულარული რომ არის, ვიღაც გოგო რომ მღერის.
birthday, my super birthday.
ეგ სიმღერა მხოლოდ მაგ ფრაზას რომ დავაკვირდი, მაგიტომ მომწონს, თორემ სიმღერა მორიგი “მინდა ვიყო ბრიტნი სპირსი” არის და ანუ ბანძობაა.
მაგრამ კი ატრიალებენ რადიოში სულ მაგას და…

ხოდა გავხდი გუშინ 22 წლის.
პირველად ასეთი ბედნიერი დიდი ხანია არ ვყოფილვარ.
მართლაც super birthday იყო.
და ამის იმედი არ მქონდა საერთოდ თებერვალში, მაგრამ დედაჩემმა სადღაც 26–28 თებერვლისთვის დამამშვიდა, მითხრა როგორც გინდა, ისე გავაკეთოთ შენი დაბადების დღეო.

ნუ “როგორც შენ გინდა”–ში მეგობრების სახლში დაპატიჟება ან სულაც სადმე გარეთ გასვლაც იგულისხმებოდა. ნუ იმას აღარ ვამბობ, რომ მინდოდა თუ არ მინდოდა სამსახურში მივიტანე ტორტი და ძმანი მისნი. მაგრამ იმდენად მშვიდ ხასიათზე ვიყავი, რომ არ შემეძლო ზედმეტი მხიარულება. შესაბამისი განწყობა არ მქონდა. უბრალოდ მშვიდად შევხვდი. ძალიან ბედნიერი ვიყავი წელს 6 მარტს.

გახსოვს ქეთუნა, 3 წლის წინ საკუთარი ფულით, სტიპენდიებით, შეგროვებულით, მობილური რომ ვიყიდე???
მაისში 3 წელი ხდება…
ახალი მინდა, სესხს როგორც კი დამისვამენ, ეგრევე ახალს ვყიდულობ…
საკუთარ თავს ვჩუქნი…
შეიძლება ძალიან ეგოისტური და ნარცისული არგუმენტია, მაგრამ მაინც ვიტყვი:
“ვიმსახურებ და იმიტომ.”

(ნუ იმ ფაქტს არ მივეცი დაგრუზვის საშუალება, რაც დაფიქსირდა დღეს. ანუ ის, რომ ჩემი სესხის განაცხადი ელექტრონულ სივრცეში დაიკარგა. ანუ გავუგზავნე ვიღაცას, იმანაც ვიღაცას, იმანაც ვიღაცას თუ რაღაც ამდაგვარი მოხდა რა. ხოდა ასე დაიკარგა ელექტრონულ სივრცეში. ამიტომაც დღეს ვერ მოვახერხე ყიდვა. დღეს ახალი განაცხადი შევავსე და ისევ გავუშვი

ჩემი
ჩემი
ჩემი
ჩემი
ჩემი
ჩემი
ჩემი
ჩემი
მხოლოდ ჩემი თვე მოვიდა.

ვგიჟდები ჩემს თვეზე…. Kate

არ მესმის ადამიანების, რომლებიც თვლიან რომ თუ ადამიანი მოხუცებულია და ანუ ე. ი. რომ გარდაიცვალოს, ამით დიდი არაფერი დანაკლისია. ხშირად გამიგია საკუთარ ბებია–ბაბუებზე ფრიად დამცინავი ტონითა და განწყობით ნათქვამი: “ნეტავ მალე მოკვდეს” ან თუნდაც “ხო, მოკვდა, რამდენი წლის იყო, აღარ იყო სიკვდილის დრო?!” და დასცინიან სხვების თანდასწრებითაც და თითქოს, ეთაკილებათ რომ ახალგაზრდა ბებია არ ჰყავთ. ასეთი ადამიანების მიმართ შეცოდებისა და შებრალების გრძნობა მეუფლება. თითქოს კომპლექსებს მალავენ, სინამდვილეში კი პირიქით ხდება. ზოგადად იმდენად მიყვარს მოხუცები, რომ არასოდეს არცერთ მათგანზე არ მითქვამს, ამ ქვეყნიდან წასვლის დრო იყო უკვე, არათუ საკუთარ ბებიებსა და ბაბუებზე. საბოლოოდ ახლა მხოლოდ ერთადერთიღა შემომრჩა. ის, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარდა და მიყვარს მთელი ჩემი შეგნებული თუ შეუგნებელი ცხოვრების განმავლობაში.

და ეს არის ჩემი დიდედა…
ანუ დიდი დედა
ანუ დედის დედა. მთელი ცხოვრება ასე ვეძახი..
ეს არის ადამიანი, რომელმაც სპეციალურად იმორიგევა სამშობიაროში, რომ ჩემს დაბადებას დასწრებოდა.
ადამიანი, რომელიც არის ჩემი პირველი ექიმი, ჩემი მიკროპედიატრი. რამდენიმე დღის წინ მითხრა ყველა ექიმს შორის მე ყველაზე საყვარელი პაციენტები მყავსო და მართლაც ასეა. რამდენჯერ სამშობიაროში მივდიოდი ბავშვობაში, ექიმები და ექთნები შემიყვანდნენ ბავშვთა პალატაში და ხელში მაჭერინებდნენ დღეების, საათების წინ მოვლენილ პირმშოებს. პირველად თოთო ბავშვი რომ დავიჭირე, 6–7 წლის ვიქნებოდი. ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ იყო იმ წუთებში. მეჭირა სრულიად უცხო ადამიანების შვილი და სულ ფეხებზე მეკიდა ეს ფაქტორი. წელზე ლენტი აქვთ ხოლმე შემოხვეული და აწერიათ ჩემდეგი რეკვიზიტები: წონა, დაბადების თარიღი და საათი, დედისა და მამის გვარი და სქესი. ამას მე ვინ გამაბედინებდა, რომ არა დიდე. თუმცა თვითონ სულ ფრთხილად იყო, არ დაგივარდესო. ამიტომაც ჩემი ბავშვზე მოხვეული ხელების ირგვლივ ყოველთვის იყო ჰაერში გამაგრებული ხელები, იმ შემთხვევაში, თუ მართლა ბავშვი ხელიდან გამივარდებოდა. მის სამსახურში საოცრად მიყვარდა მისვლა. ვიცოდი, რომ რომელიმეს დავიჭერდი და ასე გაგრძელდება მანამ, სანამ ბებიაჩემი იქ მუშაობს.

დიახ, დიდე ისევ სამშობიაროში მუშაობს და ისევ მიკროპედიატრი არის. დღეს რა ხდება? დღეს უბრალოდ მორიგი 28 თებერვალია. დიდე 80 წლის გახდა. ეს ისე, ხალხში გავრცელებული რაც არის, ის თარიღია, თორემ რეალურად არავინ იცის ბებიაჩემის დაბადების დღე როდისაა. რატომ? იმიტომ, რომ მისი დედა მეორე შვილის მშობიარობას გადაჰყვა. ბებიაჩემი მაშინ 3 წლის იყო. ხოდა ბიძასთან გაიზარდნენ დიდე და მისი უმცროსი ძმა. დღეს მისი პირადობის მოწმობით დავინტერესდი აღნიშნული მიზეზის გამო, 30/12/1928 უწერია.
– არ დაიჯერო დიდე, არ ვარ მე 28 წლის 30 დეკემბერს დაბადებული. ეს იმიტომ დაწერეს, რომ პირადობა ამეღო. არავინ არ იცის როდის დავიბადე. უდედოდ გავიზარდე და არვიცი…

ახსოვს ყოველი ჩემი მასთან გატარებული წუთი, ყოველი სიხარული, ყოველი ტირილი, ყველაფერი….
რომ ვიცი, რომ ჩემგან კილომეტრების დაშორებით ცხოვრობს, მენატრება. დღეს დილით მატარებლით გაემართა მშობლიური ქალაქისკენ.

კიდევ ძალიან ბევრი რამე მინდა დავწერო, მაგრამ ვიცი ემოციურად გამიჭირდება და იყოს, ასე დავტოვებ.
ალბათ იმას ვიტყვი, რომ მის წასვლას ვერასოდეს გადავიტან… მოვკვდები, მას რამე რომ დაემართოს. დედასავით მიყვარს.

რაოდენ აბსურდულიც არ უნდა იყოს, ინგლისურ ენაში ძალიან მიყვარს სიტყვა “cemetery”. ეს რომ დაახლოებით 7–8 წლის წინ ინგლისურის კერძო მასწავლებელს ვუთხარი, კაცმა გაოცებისგან თვალები გადმოკარკლა და ენა ჩაუვარდა. ნუ იმან, რა თქმა უნდა, მნიშვნელობას მიაქცია ყურადღება და არა თავად სიტყვას.
დაკვირვებული ვარ ანუ იმას, რომ ინგლისურში ძირითადად მიყვარს ისეთი, სიტყვები, რომლებიც შეიცავენ “T” და “R” ასოებს.. თუ “S”–იც იქვეა, მთლად უკეთესი.
cemetery
tutor (tutorial)
translation
inspiration
strangulation
და ა. შ.

გერმანულ ენაში მიყვარს იმ სიტყვების უმეტესობა, სადაც არის “შ”. ნუ გერმანულში ეს ასო სამნაირად მიიღება.
1) და ყველაზე ხშირი არის “S”–ს, “C”-სა “H”–ის შეჯვარებით მიღებული “sch”.
2)”S”სა და “P”–ის კომბინაციით მიღებული “sp”, რომელიც გამოითქმის, როგორც “შპ”.
3)”S”სა და “T”–ის კომბინაციით მიღებული “st”, რომელიც გამოითქმის, როგორც “შტ”.
და ეს რატომ ავხსენი…
იმიტომ, რომ მიყვარს ის სიტყვები, სადაც არის “შ”.
Spass (ჩემი უსაყვარლესი სიტყვა ყველაზე მრავალი და უნივერსალური მნიშვნელობით)
spazieren
stehen
stellen
sprechen
schmerzen
schlagen
schlaffen
და ა. შ.
რუსულში ასე უცებ ვერ გავიხსენე საყვარელი სიტყვები.
ქართულში – “აღსანიშნავი”, “გასაოცარი”, “შთამბეჭდავი” და ა. შ.
სიტყვა, რომლებიც მიყვარს არაერთ ენაში:
ღირსშესანიშნაობა – достопримечательность – Sehenswürdigkeit…
შთაგონება – вдохновение – inspiration…

ფრაზები:
ღმერთო ჩემო (ყველა დანარჩენ ენაზეც)
გამოიყენება წარბის აწევით, ძირითადად ირონიის თანხლებით. და ანუ სმაილის თანხლებით, რაც სახეზე გამოიხატება წარბის აწევით.
это меня забавляет.
it’s driving me insane.
Das macht mir Spass (ან წარსულ დროში Das hat mir viel Spass gemacht)

p.s. რა თქმა უნდა ამათ გარდა კიდევ ბევრი სიტყვა თუ ფრაზა შეიძლება მომწონდეს, უბრალოდ ახლა არ მახსენდება მეტი და რომ მახსენდებოდეს, ჯერ არ მაქვს გააზრებული,რომ ისინი მომწონს.

ნუ აი რომ ვამბობ, msn–ი არის ზე–გამოგონებამეთქი, ყველა skype–შია შემძვრალი…
და რამდენჯერაც მე სასიამოვნო დიალოგი მაქვს სასიამოვნო ადამიანთან, იმდენჯერ msn–ს ვეთაყვანები, როგორც კომუნიკაციის ყველაზე კარგი საშუალება.
იმ დღეს, უკვე 15 თებერვალს, ღამის 4 საათის შესრულებას რომ 15–იოდე წუთი ეპოტინებოდა, მომინდა აქ იმ დიალოგის დადება, რაც მე და ზურამ ერთმანეთში გავმართეთ. თან არ მინდა რომ დაიკარგოს და იდოს რა აქ. თან თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მე სმაილსაც კი დიდ ყურადღებას ვაქცევ წერით კომუნიკაციაში, რა გასაკვირია რომ თვითონ დიალოგსაც არ ვაძლევ გონებაში დალექვის საშუალებას.

თავად ზურაზე ვიტყოდი ორიოდე სიტყვას, მაგრამ ისიც არ ვიცი რა ვთქვა. უბრალოდ კარგი ადამიანი. აუ არადა დაახლოებით ერთი წლის წინ რომ გეკითხათ, აუუ… სასწაულებს ვიტყოდი, მაგრამ ახლა ეს არის ადამიანი, რომელიც ძალიან მიყვარს. არადა ადრე იმიტომ მეზიზღებოდა, რომ პირველად რომ შემომხედა, საშინელი გამოხედვა დავაფიქსირე…. აუუუ, ვერ ავიტანე. ისე დაკვირვებული ვარ: ვინც ჯერ მეზიზღებოდა და მერე შემიყვარდა, უფრო მეტად მიყვარს, ვიდრე ისინი, ვინც თავიდანვე მიყვარდა. ამ უკანასკნელებთან მერე დამეძაბა ურთიერთობა. ეს დოდიმ მითხრა ჩემი და მისი ურთიერთობის დასაწყისში და მეც რომ დავაკვირდი, ეგრეა. თუმცა გამონაკლისებიც , რათქმაუნდა არსებობს.

მაშ ასე: არაფერი არ არის შეცვლილი, არც წერის სტილი, არც ორთოგრაფია და არც ცენზურა. ერთადერთი შრიფტი გადმოვაქართულე.

მე: ზზზზზზზზზზზზზზზზზზზზზზზზზზზზურაბ!
ზურა: ქეთევან
ზურა:
მე: როგორ ბრძანდებით?
ზურა: ნორმალურად
ზურა: თავად?
მე: არა ნორმალურად არა
მე: ძალიან კარგად
მე: და ასევე უნდა ბრძანდებოდეთ თქვენ!
ზურა: ხო!
ზურა: რა ხდება აბა
მე: დიახთ
მე: აი იცით რა ბედნიერი ვარ
მე: უბედნიერესი
მე: ოღონდ ახლა ვალენტინობა და ეგეთი ყლეობების გამო არა
მე: უბრალოდ ძალიან კარგად ვარ
ზურა: მაგარია
ზურა: და რა მოხდა ასეთი?
ზურა:
მე: აი არაფერი
მე: კიარადა
მე: აი იცი რა არის
მე: როდესაც პოხუიზმს აწვები, მერე
მე: უკეთესად გრძნობ თავს
მე: ხოდა მეც მივაწექი
მე: და მაგარია ძალიან
მე: დიახთ ბატონო ზურაბ
ზურა: პოხუიზმი რას ნიშნავს თუ ვოციდე
ზურა:
ზურა: ანუ დალევას?
მე:
მე: კარგით რა ბატონო ზურაბ
მე: პოხუისტების საძმაკაცოს წევრი მაინც არ ბრძანდებოდეთ რა
მე: რა კითხვას მისვამთ?!
ზურა: მაგას რომ მეუბნები, ნერვები მეშლება იმიტომ, რომ ვერ ვიგებ მაგ სიტყვის მნიშვნელობას… და ამიხსენი რა…
ზურა: მართლა გთხოვ ამიხსენი რა
მე: რა დალევა, საუკუნეა სასმელი თვალით არ მინახავს, ნუ დღეს რომ სახლში ლიქიორი დავლიე, არ ითვლება
მე: აუ კარგი ახლა. მე კარგად ვარ და შენს ნერვების მოშლას ნამდვილად ვერ ავიტან
მე: ცუდ პონტში არ მიგულისხმია
მე: პირიქით
ზურა: ვიღაცა რომ მეძახის, პოხუისტი ხარო უნდა ამიხსნას
ზურა: თორე რა პონტია ისე
მე: ჩემთვის არ ხარ პოხუისტი
მე: ჩემთვის მეგობარი ხარ და ძალიან ახლო მეგობარი მანამ, სანამ რამე ცუდი არ მოხდება ჩვენს შორის
ზურა: შენზე არ ვამბობ : )
ზურა: thnx
მე: ძლივს მოვრჩი მარკესის კითხვას
მე: არ მომეწონა
ზურა: LOL
მე: უფრო მეტს ველოდი მისგან
ზურა:
ზურა: მოვწევ და მოვალ ახლავე
მე: როგორც ლიზარდამ თქვა: ეგ უეჭველი მაგარი ყლეობა იყო ხო???
ზურა: ვაიმე
მე: და როგორც მე, თქვენი მონა–მორჩილი, დავეთანხმე: დიახ ლევან, მაგარი სირობა იყო”
მე: ხოდა მოვრჩი მარკესი და რა დავიწყე თუ იცი???
მე: რათქმაუნდა იცით, ბატონო ზურაბ
მე:
ზურა: მოვედი, მოვწიე უკვე
ზურა:
ზურა: არ ვიცი
მე: კარგით რა ბატონო ზურაბ!
მე: თქვენ ხომ პროფესორის შვილიშვილი და სეხნია ბრძანდებით
მე: დაძაბეთ გონება
ზურა:
ზურა: არ ვიცი
მე: კარგით ბატონო ზურაბ
მე: ალბათ ცოტა არ იყოს და არ მიცნობთ
მე: არადა აშკარად მიცნობთ
ზურა: მორჩილაძე
მე: დიახთ ბატონო ზურაბ
მე: Kate
ზურა: კაია
მე: დიახთ
მე: Maid in Tiflis დავიწყე გუშინ Kate
ზურა: მაგარია
მე: მიყვარს მაგ კაცია ნაწერი და აგინეთ თქვენ და თქვენმა პოხუისტმა ძმაკაცებმა Kate
მე: მე ამას დავიკიდებ, როგორც ბატონმა აკამ მირჩია თავის წერილში ჩემი მისამართით გამოგზავნილში
ზურა:
ზურა:
ზურა: haha
ზურა:
მე: დიახთ
მე: აი ინებეთ ნაკვესი იმ ხელწერილისა, რომელიც საგულდაგულოდ არის შენახული ჩემს ელექტრონულ წერილთა შორის
მე: “shenc nu idardeb, tu odesme sayavrel avtorebs gagilanzgaven. magrad, iyavi”
ზურა:
ზურა: მე არავის არ ვლანძღავ მამაჩემია როგორ უნდა გავლანძღო
მე: “amaze tu ifiqra kacma, verapers dawers. amitom,eg sul ar madardebs.Kate Kate
ზურა: და პროვოკაციებზე ნუ მიდიხარ
მე: კარგით რა ბატონო ზურაბ, არ გვინდა ახლა თავის მართლება თქვენს პოხუისტ ძმაკაცებს შორის
ზურა:
ზურა: ის როგორ გყავს?
მე: კარგით რა ბატონო ზურაბ, ნუთუ შეიძლება ან კიარადა ნუთუ გეპატიებათ ახლა ამ უმეცარ თემაზე საუბარი?
მე: ღმერთო ჩემო
ზურა:
მე: რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, არ ვისურვებდი ამ ესოდენ ბედნიერი დღის ამ პერსონაზე საუბრით ჩამწარებას.
ზურა: ვაიმე
ზურა:
ზურა: OK
მე: ისე კი, არის ალბათ თავისთვის, მე არ მაღელვებს, მე არ მისაუბრია იმის მერე
მე: და არ ც მას გაუგიჟებია თავი
მე: ხოდა ბრძანდებოდეს Kate
ზურა:
მე: მე უიმისოდაც კარგად გახლავართ Kate
ზურა: კაია
ზურა: კაია
ზურა: აი გეტყობა პროგრესი
მე:
მე: დიახთ ბატონო ზურაბ აკას ძე მორჩილაძევ!
მე: როდესაც მიხვდა ჩემი დაბინდული გონება
მე: რომ ასე სასოწარკვეთილად ყოფნა არ შეიძლებოდა, გამოვკეთდი.
ზურა: სწორია
ზურა: კაია
ზურა: ჭკვიანი ბავშვი ხარ შენ
ზურა:
მე: დიახთ, ფრიად
მე: არა, ჭკვიანი არა, უბრალოდ მომბეზრდა გამუდმებით ცუდად ყოფნა
ზურა: ხო
ზურა: ახლა
ზურა: უნდა იფიქრო
ზურა: რაოდენ სამართლიანია
ზურა: გენური ინჟინერიის როლი საბჭოთა ატაპლენიებში
მე: დიახთ, ბატონო ზურაბ, მართალი ბრძანდებით
ზურა: როკერი მეგობრები როგორ გყავს?
მე: ვისთან?
მე: ვინ როკერი???
ზურა: ხო რას ამბობ, სულ როკერი მეგობრები გყავს რა
მე: შენ არ იგულისხმები მათ რიცხვში???
ზურა: მე რა როკერი ვარ???
ზურა: ეგ იმენა xadziashi ovoshia იმენა
მე:
მე: მოსიარულე ბოსტნეული რა არის გაფიცებ?
ზურა: არ ვიცი, ახლა მოვიგონე
ზურა: xadziashi ovosh
ზურა:
მე: ზე–პერსონა ხარ რა
მე: იმენა ვგიჟდები, ისე მიყვარხარ
ზურა: მადლობთ, მადლობთ გენაცვალე
ზურა:
მე: და აი იცით რა არის ბატონო ზურაბ?
მე: დავინახე რა თქვენი აზროვნება ზოგადად ხალხთან დაკავშირებული
მე: მივხვდი, რომ
მე: მეც უნდა შემეცვალა აზროვნება და არ დავმსგავსებოდი ზემოთ ხსენებულ პერსონას
ზურა: აბა რა დაინახე ჩაკაკლე იმიტომ, რომ ზოგჯერ მე ვერ ვხვდები ჩემს აზროვნებას მოყევი pls
მე: რა და რომ მეუბნებოდი ნუ აწვები ამ ძალით დეპრესიულობას და ასე შემდეგ
ზურა: ხო ეგრეა, დებილების სბროდია
მე: დიახთ
ზურა: რეალურად კი არაფერს წარმოადგენენ. ეგრეა ეგრე.
მე: აუ კაკრაზ ეს სიმღერა ხომ იცი The Beatles – Nowhere Man
ზურა: არა
მე: აი ცვეტში მაგ ხალხზეა რა
მე: იმენა “არაფერი ხალხი” რომ არის
ზურა: ხო ხო, ზუსტად ეგ ნაროდია
მე: მოიცა მოგცე ზე-სიმღერა
Aggressive Lovely sends D:\My Music\ROCK\BEATLES\Rubber Soul\Nowhere Man.mp3
მე: ტექსტი აქვს, იმენა მაგათზეა რა
მე: და სხვათაშორის აკას უწერია ეს სიმღერა Maid In Tiflis-ში
მე: ქართულად
მე: მაგარი პრიკოლია
მე: “ის ნამდვილი არსაიდან კაცია”
ზურა: ვაიმე
მე: beatles-ების ციტატები რომ დავინახე წიგნში, უფრო მაგრად შემიყვარდა ეგ ადამიანი.
მე: ზე–კაცია რა Kate
ზურა: არ მევასება
ზურა: ეგ ჯგუფი
მე: ვიცი
მე: მაგრამ მე და მამაშენს გვევასება, ასე რომ შენ ჩუ!
ზურა:
მე: doesn’t have a point of view
მე: იმენა მაგარი ტექსტი აქვს რა
ზურა: ხო
ზურა: მე ვისოცკი მევასება ძმაო
ზურა: გინდა მაგარი ვეში მოგცე?
ზურა:
Transfer of “Nowhere Man.mp3″ is complete.
მე: ვოვა ?
მე: მომე
Zukk sends Vladimir Visotskiy – 01 POGOVORI HOT TI SO MNOY.mp3
You have successfully received C:\Documents and Settings\KETUNA\My Documents\My Received Files\Vladimir Visotskiy – 01 POGOVORI HOT TI SO MNOY.mp3 from Zukk.
მე:
ზურა: არ დაგევასა?
მე:
ზურა: ძაან მაგარია : )
მე: ნუ იღიმები ხოლმე ხუთოსანი ბავშვივით
ზურა: ვარ და
ზურა: ხუთოსანი ვარ
ზურა: სკოლა ფრიადებზე დავამთავრე
მე: ყოჩაღ
Aggressive Lovely sends D:\My Music\ROCK\BEATLES\Others\The Inner Light.mp3
ზურა: ეგეთი
ზურა: სიმღერები არ მინდა
მე: როგორი?
ზურა: აი inner რაღაცეები
მე: ?
მე: inner რას ნიშნავს?
მე: ვნუტრენი ხო?
ზურა: არა
ზურა: ხო
ზურა: ახლო
ზურა: INNER SELF ანუ მეობა
მე: ბატონო ზურაბ, დაგეტყოთ ნისლიან ალბიონში ცხოვრება ?
ზურა: ვაიმე
მე: აუ არადა
მე: იმდენ რაღაცას ვნახავდი ნისლიან ალბიონში
მე: Kate
ზურა: რას მაინც???
მე: Big ben-ს
მე: Abbey road-ს
მე: Kate
ზურა: ორივე ვნახე
მე: Baker Street-ს
ზურა: ეგეც
მე: ბოროტო
მე: კიდევ ბუკინგემის სასახლეს
ზურა: ეგეც
ზურა: ვნახე
ზურა:
მე:
მე: old trafford-ს
ზურა: ეგ არ მინახავს იმიტომ,
ზურა: რომ
ზურა: მანჩესტერში არ ვყოფილვარ
მე: ვიცი რატომაც
ზურა:
მე: მივხვდი დებილო
მე: შენ ლონდონში ხარ ხო?
ზურა: ხო
ზურა: ძმაკაც
ზურა:
მე: თუ ბრაიტონის ჰაერს სუნთქავ???
ზურა: ლონდონში
მე: OK
მე: კიდევ რას?
მე: რას და
მე: მადამ ტიუსოს მუზეუმს
ზურა: ეგეც ვნახე
მე:
მე: კიდევ shakespear-ის სახლ-მუზეუმს
ზურა:
მე: კიდევ pub-ებში დავეგდებოდი და
მე: ლუდს დავლევდი
ზურა: პაბები გენაცვალე
მე: ხო pub
მე: -ები
მე: წავედი პატარა
მე: ძილინებისა
ზურა: მოიცა შენ მართლა ძილს აწვები დილის 5 საათზე?
მე: კი, გათენდა, მაგრამ მაინც.

უბრალოდ გუშინ 13 რიცხვი იყო და თან პარასკევი….
კვირის დღე, როდესაც მე მოვევლინე ამ ქვეყანას…
რიცხვი სხვა არის, მაგრამ დღე იგი იყო პარასკევი…
მიყვარს პარასკევი…
“ჩემი” დღეა..

მეტი არაფერი…
გარდა იმისა, რომ სამსახურში კაგი დღე მქონდა. მერე გოეთეში წავედი და იქიდან ბიძაშვილთან. მის შვილს პატალა ძინსის სარვალუკა მივუტანე. მამიდა ვარ რა ფაქტიურად. გვარს მიგრძელებს ნიკუშა თან ყველაზე “პრიკოლი” ისაა, რომ ჩემი ბიძაშვილი მამაჩემს ჰგავს ძალიან, და ნიკუშა კი ბიძაჩემს (ანუ ბაბუამისს) ანუ მამას არცერთი ჰგავს. გოეთედან თითქმის ყოველთვის მათთან ჩავდივარ ხოლმე. მერე მეგუნამ დამირეკა, ჩვენთან მოდიო და მეც წამოვედი. უკვე იშლებოდნენ. თუმცა მეგუნამ მაინც დაგელოდები, შენთან საუბარი მინდაო…

მეგუნა – ადამიანი პოზიტივი. მის ბლოგსაც ასე ეწოდება ჩემთან. ალბათ მე სიტყვები არასოდეს მეყოფა იმის გადმოსაცემად, თუ როგორი სათნო და თბილი ადამიანია ის. საკმარისია ერთხელ შევხედო და ეგრევე გული მითბება. რაოდენ ცუდადაც არ უნდა ვიყო, შეხედვით ვმშვიდდები.
ბუზღუნისა და წუწუნის მიუხედავად, მაინც წავყევი “Теремок”-ში. ვისაუბრეთ, ვისაუბრეთ, მერე ჩემი კლიენტიც გავჩითეთ, რომელმაც ყველაფერზე დაგვპატიჟა. მერე (და მანამდეც) პეკინის ქუჩაზე არსებული მსუბუქი ყოფაქცევის ქალებიც ვათვალიერეთ (რამდენი ყოფილან, გავგიჟდი Kate )მერე ვიღაც ტიპები. ასეთ ისტორიას უყვებოდა ერთი მეორეს: კაროჩე, სიმონ გლდანში რომ არის ახალი ზავეძენია, იქ ერთი ქალი ვნახე და ასე ვუთხარი, ქუჩაში რომ მენახე, უეჭველი გაგიცნობდი და შემიყვარდებოდიო… იმდენი ვიცინეთ მე და მეგუნამ, იმდენი, მოვკვდით…
მერე ვიდექით და ბარემ ავტობუსი არ მოდიოდა, ვისაუბრეთ, ვისაუბრეთ…
დედაააააააა…
მერე კი ფრიად ნასიამოვნები სიცილისგან
კიარადა…
ძალიან ბევრი სიცილისგან, მე და ერთი პატრული ბიძია ტაქსით ამოვედით 50-50 თეთრად.
ღამის 12 საათზე ტაქსით 50 თეთრად!!!!
არა რა… ხომ ვამბობდი გენიალური ამბები ხდება პარასკევის 13 რიცხვშიმეთქი…
ვგიჟდები მეგუნაზე…Kate
და რა თქმა უნდა PRIMA EMPORIO PRIMA EMPORIOPRIMA EMPORIO KateKate


ხომ ვიცოდი და ვამბობდი, რომ პარასკევი და თან 13 რიცხვი უმაგრესი იქნებოდა….

შთაბეჭდილება მექმნება, რომ ადამიანები თვითონ, ძალით ეძებენ პრობლემებს.
და ამის ნათელი მაგალითი ვარ მე Kate
ხოდა დავიღალე რა სულ ცუდად ყოფნით და თან,გარდა ამისა არის ის ფაქტორი, რომ ცხოვრება მიხარია.
რაღაც პოზიტივები დავინახე, ცხოვრებისეული.
თუნდაც ის, რომ სამსახურში შტატში ჩამსვეს, მართალია ხელფასის მატება ივლისამდე არ იქნება, მაგრამ ამასაც მწარე, თუმცა მაინც ღიმილით შევხვდი. მიუხედავად იმისა, რომ მანქანის შეძენა აღნიშნული ფაქტორის გამო გადაიდო, მაგრამ ვცდილობ გავიღიმო. სამაგიეროდ, უკვე თანამშრომელი ვარ და უკვე თავაწეული დავდივარ. ადრეც არ ვიყავი დაჩაგრული, მაგრამ ახლა უფრო სხა სიტუაციაა. დღითიდღე მიყვარდება ყველა, ვისაც ჩემს ცხოვრებაში სტატუსი “თანამშრომელი” აწერია იარლიყად. თან აი მიყვარდება ისე, პირდაპირ. იმიტომ, კი არა, რომ “უი ეს თანამშრომელია და ასე და ასე”, არამედ მხოლოდ იმიტომ, რომ თანამშრომელია. ვესალმები ყველას, ვიცნობ/არვიცნობ. დღეს ისეთი ადამიანის მიმართ ვიგრძენი საკუთარი თავისგან სიმპათია, რომ მე თვითონვე გამიკვირდა. ადრე სხვანაირი რეაქცია მეუფლებოდა მის დანახვაზე, დღეს კი, ეს ცუდი გრძნობა სადღაც გამიქრა. არვიცი, ალბათ თვითონაც სხვანაირად მიყურებს იმის გამო, რომ შტატში ვარ. ან შეიძლება მე მქონდა რაღაც ფუჭი და ყოვლად უსაფუძვლო შიშები. ყველა უკვე ისე მიყურებს, როგორც ტოლს და სწორს. “ზევიდან ყურების” მომენტი არავისგან მიგრძვნია. და ვისგანაც მიგრძვნია, დღეიდან უკვე აღარ ვგრძნობ.

კარგად ვარ.

“პროსტა” ის არის, რომ ფული არ მყოფნის. Kate დედაჩემის ვალებიდან ვერ ამოვდივარ. ტანსაცმელსა ფეხსაცმელს მყიდულობს და მეც ნუ типа ბედნიერი აზრით, რომ “უი, ესეც მიყიდე??? ” და მაღაზიიდან სახლში მოსვლის შემდეგ მეუბნება: “ხელფასს რომ აიღებ, ამის, ამის, ამის და ამის ფული მომეცი Kate ” და მეც ვრჩები ხახამშრალი Kate Kate მაგრამ მართლა კარგი რაღაცეები ვიყიდე და მიხარია რა…

მაგრამ მთავარი ისაა, რომ კარგად ვარ. საერთოდ აღარ ვარ მოწყენილი… Kate Kate Kate Kate

გახსენი რა…
გეხვეწები, ირაკლი, გახსენი…
ფანჯრები გახსენი სასწრაფოდ…
ჰაერი მინდა…
გააღე რა…
დროზე, დროზე…
ნუთუ ასე ძნელია ჰაერის ჩუქება???

არა, ეგ რა შუაშია?
უბრალოდ შენ ის არ ხარ, მცივაო, სულ რომ გაიძახი???

ეგ ხო, მაგრამ ახლა მინდა…
ახლა ეგ არ ვარ..
ახლა ფანჯრის გახსნა მინდა…
მე თვითონ ვერ ვხსნი…
მაგრად არის ჩაკეტილი.

ისეთი მომენტია, რომ ისევ ნინოს ვეჩხუბე… მამენტ შენს ცოლსაც ვეკამათე, მამენტ შენს ძმაკაცსაც…

ვის, გიორგის???

ხო, გიორგის…

ამჯერად რაზე???

რავი. იმაზე, რომ ცუდად შემომხედა….

?

აუუუუუ, ირაკლი, ნუ შემჭამე. უბრალოდ ისე შემომხედა. რაღაც ისე, რომ არ მომეწონა. კიარადა… რაღაც ისეთი თვალებით. არა, ბოროტი კი არა, უბრალოდ უცნაური.

შენ სხვას რომ გაუტრაკებ უცნაურად შეხედვაზე…

და აი ისიც, ყოვლისმომცველი სიჩუმე. რაღა ყოვლის, მე და ის მაინც ვხმაურობთ. ჩუმად ვართ და მაინც ვხმაურობთ. გონებაში ვხმაურობთ. თან ეს ქარი არ გვაცდის არაფერს. საშინელი ქარია. არადა უკვე იანვარია…კიარადა… უკვე ახალი წელია და რაღა დროს ქარებია…

აუუუ, რამე თქვი რა…

რამე

არ მეზიზღები რავიცი, რამე რა. რა უნდა ვთქვა, არვიცი. ქარია, ინგრევა ქალაქი.

ხო რა, არადა რაღა დროს ეგ იყო. იანვარია უკვე.

ეგ რა შუაშია???
რავიცი, ახალი წელია და რამე ხომ უნდა შეიცვალოს. ბოლო–ბოლო 2009 გახდა.

ისე, რა მაგარია, ერთად რომ ვცხოვრობთ… Kate

აჰა…

მე, შენ, შენი უღელი ირინა, შენი სამი შვილი: დუკა,ზიზუნები, გიორგი. ნინო და ჩვენი ძვირფასი და საყვარელი დამლაგებელი ირა.

აუ, მართლა რამდენი ვართ რა… პრინციპში შენ, ნინო და ირა თუ წახვალთ, ჩვენ ჯიგრულად დავრჩებით, რას იტყვი??

არა იყოს . შეგიძლია შენ გადახვიდე მთელი შენი 4–წევრიანი ამალით. მართალია, ჯერ თქვენს ბინაში რემონტია, მაგრამ მაინც. ეგ რემონტი მას მერე მიმდინარეობს, რაც დაქორწინდი. დუკას ცოლს მოესწრება რა…

სიჩუმე…მერე ისევ ხმაური…მე ვითომ სიჩუმე და მერე მბორგავი ხმაური…

უი…
რომ გეუბნებოდი, თითები მაქვს გაშეშებულიმეთქი…გუშინ დედაჩემმა იკითხა და მგონი იდაყვის ნერვის ანთება მაქვს…Kate აბა რამდენიმე კვირაა, ეგრე მაქვს… ხოდა Kate

რა “ბის” ??? სად მოახერხე???

აზრზე არ ვარ, მგრძნობელობაც წართმეული მაქვს და მარცხენა ხელით რაიმე საგნის დაჭერა უკიდურებად მეძნელება… Kate

ეეე, რა პონტში ტო??? და ზუსტად იცი, რომ ანთებაა???

არა, ეს მხოლოდ ნევროპათოლოგის ვარაუდია. მაგრამ ისე ვარ, თითქოს, უკვე მჭირდეს.Kate
მოიცა რა…

გუშინ სალომე იყო მოსული… იყვირა, იწივლა, ჩემი ტყავის “კურტკა” სად არისო?! ერთი ამბები ჩაატარა აქ, ირინას ეჩხუბა და მერე წაეთრა. თავის რომელიღაცა დაქალთან დარჩენია.

რომელ ირინას ეჩხუბა? ჩემსას???
არა, დიდს, დამლაგებელს…

ეგ საწყალი რა შუაში იყო???

რავი, ხომ იცი რამე რომ იკარგება ან არ იკარგება, მაგრამ მომავალში უნდა დაიკარგოს, ყველა ირას უტრაკებს… კიარადა მე და შენმა ირინამ ლამის ვიფრინეთ ეგ გოგო აქედან… ნუ უფრო მე, ირინა მაინც ხომ იცი, როგორი უკონფლიქტოა…

რა დღეში გაქვს ნერვები?!

რაღა რა დღეში? ანთებულები არიან..Kate

ბატონო???

ნერვის ანთება მაქვს და…Kate ნათურებად არიან ქცეულები. Kate და როცა შუქი არ იქნება, ჩემი ნერვები გაანათებენ. Kate წარმოიდგინე, ბავშვობაში რომ მჭირდა წითურა, იმის მერე არაფერი გადამიტანია და ახლა ნერვის ანთება. შოკირებული ვარ, თორემ კარგი, ამასაც გადავიტან და ბაზარი არაა, ჩვეულებრივად ვიქნები. ან არც გადავიტან და მოვკვდები. Kate

აუ, რა მწარედ გაკლია…

ბიჭო, პიზძეც… უბრალოდ არვიცი, როგორი რეაქცია უნდა მქონდეს ამაზე.

მზერა, საცემრად მომზადებული… და მერე ისევ მე, გამათბობელს ლურსმნით მიმაგრებული. და მერე ისევ ის, სიგარეტით თითებს შორის.

მე წავალ…

სად მიდიხარ???

ნათლულს დავხედავ…ჩემს პატალა სიხალულს დავხედავ, სუნთქვას მოვუსმენ და მერე მეც დავიძინებ, თუ რამეა.

რას ვერჩოდი ბავშვს, ვის ვანათლინებდი???

ვინ გაძალებდა მერე?!

აუ, თან წყალსაც დავლევ… ძალიან მწყურია.

similar post: საუბარი ჩემს პატარა სიხარულთან, ოდეს გულზე მეწვა…

მომბეზრდით…Kate
უკლებლივ ყველა მომბეზრდით…
ვინც კი ბლოგროლში მყავდით….
ზოგჯერ შემოხედვისას ვფიქრობდი,
რა ერთფეროვნებაა ერთი და იგივე სახელები…Kate

ხოდა…
ე. ი. ჩემო ძვირფასო სტუმრებო!
უმეტესობას გადაგარქვით სახელები…
დაგარქვით სახელები თუ ფრაზები ასოციაციების მიხედვით…
ნუ ყველასთვის არ შემიცვლია, რადგან ყველა არ ვიცი რა ტიპია…
იქიდან გამომდინარე, რომ ან ცოტას წერენ ან მე ვერ მოვახერხე რაიმეს მოფიქრება…
მაგრამ მაინც არ მივეცი ნაცრისფერ ნივთიერებას დალექვის საშუალება…

აქვე ვიტყვი, რომ თითქოს არაფერი ხო???
რა მნიშვნელობა აქვს, ვინ რას დაარქვამს ამა თუ იმ ბლოგს…
მაგრამ თითქოს მაინც რაღაც “იზიუმინკა” არის ამაში….Kate
ან შეიძლება არც არის და მე მეჩვენება…
მე ხომ დიდ ყურადღებას ვაქცევ ხოლმე ასეთ წვრილმანებს…

თავიდან ვიფიქრე, სახელებს რომ შევცლი, დამავიწყდება რომელი ვისი ბლოგიამეთქი..
მაგრამ არა, რადგან ძირითადად ყველას url დასახელება ზეპირად ვიცი…
აი ზოგს ხომ გიცნობთ პირადად, შევხვედრივართ..
ზოგთან მხოლოდ ერთხელ, ზოგთან არაერთხელ, ზოგთან ლამისაა ყოველდღე ავდივარ სახლში, ზოგთან ერთად დავდივარ აქა–იქ, ზოგს კი მხოლოდ ბლოგიდან და ანუ ნაწერებიდან ვიცნობ…
ხოდა, ამ ყველაფრის გათვალისწინებით კარგად თუ არა, დაახლოებით მაინც ვიცი, რა ტიპები ხართ…
ხოდა ჩემი აზრით სახასიათო სახელები დაგარქვით…

As far as I am concerned, ვიტყვი, რომ მე ძირითადად Kate’s Universe-ით ვყავარ ყველას ჩაწერილი, თუმცა არსებობენ ბლოგერები, რომლებმაც სხვანაირად შემამკეს…Kate
1)კოწია, თინათინი და ჯონჯოლი – Kate789 (ნუ, გასაგები მიზეზის–და გამო)
2)გვანცი – ქეთუნას ბლოგი (სახელი, რომელსაც მეძახის ოჯახი, ნათესაობა, ახლობლები, ოჯახის ახლო მეგობრებიც დაჟე, რამდენიმე თანამშრომელიც კი. ეს არის სახელი, რომელიც მქვია დაბადებიდან. “ქეთი” მეხამუშება ხოლმე, მაგრამ სკოლიდან მივეჩვიე სამწუხაროდ. არადა, ხალხს სამსახურში თუ რავიცი სად აღარ, “ნანუკა”, “ტუსია”, “ლენუკა” და ა. შ. მიმართავენ ხოლმე, მე კი ლამისაა “ქეთევანი” დამიძახონ ვინც ასე მეძახის, მართლა ძალიან ახლობელია ხოლმე. კი არაფერი, უბრალოდ ძალიან ოფიციალურად ვგრძნობ ხოლმე თავს.გვანცასგან ძალიან მესიამოვნა)
3)მარი და დეა – KATE (ხო, ესეც ჩემი სახელის ერთ–ერთი ფორმა)
4)არტურჩიკა – ქეთუუუუშ (მე მეწერა “ძეკუუუუშ”, მაგრამ ახლა შევცვალე)
5)ორი ბოღმა – ქეთინო (ააააააააა, ვერ ვიტან, მეზიზღება, როცა ასე მეძახიან… და ეს ორი იდიოტი სპეციალურად აკეთებს ამას, რომ ნერვები ამიშალონ.)
6)jennie – ქეითი შენთვის (ნუ ეს k84u რომ არის, იმ პონტში. ორიგინალური მიდგომაა.)
7)მარი – მსოფლიო სევდა (ასეთი ზუსტი სახელი არავის დაურქმევია ჩემთვის)
8)თაკა – ჩვენ მაინც გვეზიზღები (C) m & m (ცხვირში ძმრად ამომადინა Kate )
9)ნინო – ქეთი (ხო,ნუ ეს იასნად.)
10)ჯადოქარი ჰექსუსა – კაწია (რომ აღმოვაჩინე, მოვკვდი სიცილით)
11) სიქრეთს – ქეთინოს უნივერსი (აააა, ისევ ეს “ქეთინო”:( )

მოკლედ, აზრზე არ ვარ ეს რატომ დავწერე, მაგრამ მინდოდა და იმიტომ…

მიყვარხართ, ბავშვებო…Kate

(პ.ს. თაკა რა თქმა უნდა ამ პოსტს ვერ გაიგებს… იფიქრებს, რომ მართლა მომბეზრდაბლოგერი საზოგადოება და რამე სწერვულ კომენტარს დამიტოვებს Kate)

(პ.პ.ს. “Oh no! Your invite to this blog has expired
http://dineba.blogspot.com/

Your best bet is to contact jaco , an admin of this blog, and request a new invite.” რა არის ეს, მირო???
შემომიშვი…
კიარადა, მომე invite…

დღეს სამსახურში გამომიგზავნეს მეილი და კინაღამ ტირილი ამიტყდა…
რა საოცრად უდარდელი დრო იყო…
ვუყურებდი ამ სურათებს და არ მჯეროდა, რომ ეს პერიოდი მქონდა…
ხო, მქონდა, სადღაც წარსულში მიტოვებული…
ახლა რომ ვფიქრობ, მიგდებულიც კი…
ხოდა ახლაც ეგრეა თითქოს…
გამოვიქეცი ნაადრევად ბავშვობიდან და კარები ღია დავიტოვე მაინც…
შებრუნებით???
არა…
არა მგონია შევბრუნდე, მაგრამ მაინც ღიაა ეს კარები…

თოვლი…
ნუ, რა თქმა უნდა თოვლი…
ჯერ არავის ბლოგში არ შევსულვარ, რადგან ჯერ ჩემი ემოციები უნდა დავწერო ამ ბუნებრივ მოვლენასთან დაკავშირებით…
მერე სხვა ბლოგებისკენ გავეშურები, რადგან ვიცი ბევრი აღწერს თავის სიყვარულს თეთრი, ატმოსფერული ნალექის მიმართ.
არ არსებობს ჩემთვის საგანი (თოვლი საგანია???), რომელიც არის მსგავსი
საყვარელი…
ვნებიანი…
მიმზიდველი…
ლამაზი…
სექსუალური…
იდუმალი…
ჯადოსნური…
იმედის მომცემი…
ოცნებებით აღსავსე…

დიახ…
ეს თოვლია…
ეს ჩემი დესკტოპია, სადაც Coldplay–ის ბიჭებს “ათოვთ”…

გუშინ ჩემი მობილურის მეხსიერებაში ვინც კი წერია, იმათ 75%–ს მესიჯის სახით…
წარმოიდგინეთ, გამოვედი კომპიუტერის ოთახიდან…
გავედი დიდ ოთახში, გამათბობელს დავუდექი წინ…
გავიკეთე სათვალე და რას ვხედააააააააააააააავ…
“აააა, გარეთ გაიხედე, რა მაგარიააააა…რა დროს ცუდად ყოფნაა, თოვლიიიიიი… თოვლის მოსვლას გილოცავ…”

ეს იყო ჩემს მიერ სადღაც 60–70 კაცთან გაგზავნილი სმს…
ნუ, იასნია როგორ გოგოები კაიფობენ ხოლმე ჩემზე… ქეითმა All Message გამოუშვა…
და ეს იყო ყველაზე All Message რაც კი ოდესმე გამიშვია…

ხო…
ახლა პასუხები…
ა, უი ხო..
პასუხებბამდე უნდა აღვნიშნო, რომ ბევრმა არ მიპასუხა. ნუ სავარაუდოდ ან ეძინათ, ან ანგარიშზე არ ჰქონდათ…
1)ნუ ვისაც ანგარიშზე ჰქონდა, მაგრამ ეძინა ანუ შაკომ ანუ იგივე MOLA–მ არც დილით იკადრა მესიჯის მოწერა… დაეზარა, როგორც დღეს მითხრა… კიარადა, არასასიამოვნო ტონით მკითხა, რამდენი წლის ხარო?!
2) Mr-President – მადლობა და რომელი ხარ?
მე – კარგი რა დავით…Kate789 ვარ ბიჭო…
Mr-President – რა გიხარია მერე, თოვლი? ვაფშე რატო არ გძინავს და საერთოდ. მეზიზღება ზამთარი Kate
მე – ნუ ხარ დესპოტი :შენისმაილი: (ანუ ეს>>> Kate)ზამთარი ახალი წლისა და თოვლის მოსვლის ბედნიერებაა. გადაბრუნდი, დაიძინე. ხვალ სამუშაო დღეა მაცადე სიხარული.
3)მარიამი/ლილიანი – ცუდად სულაც არ ვარ, ისე მადლობა, მაგრამ ახლა ჩემთან სასწაული სიმშრალეა და შენ ნაღდად ამ პლანეტაზე ხარ???
მე – ჰაჰა, კი ამ პლანეტაზე ვარ ჩემთან სასწაულად თოვს… ააა, რომ იცოდე, როგორ მიხარია თოვლიიიი…
მარიამი რამდენიმე წუთიანი პაუზის შემდეგ – ააა, ახლა აქაც დაიწყო!
მე – ხომ ვთქვიიიიი… მაგარიაააა…სოფოსაც მივწერე, სხვა ვარო, მაგრამ ეგ არაფერი. ვინც არ უნდა იყოთ მობილურებს იქით, ყველას გილოცავთ. მიხარია, მარ. :*
(პრინციპში ერთადერთი ადამიანი მარიამი იყო, ვინც მთელი დატვირთვით ამყვა თოვლის მიერ გამოწვეულ სიხარულში…)
4)ჩემი და მარიამის საერთო მეგობარი, სოფო – მეც გილოცავ, მაგრამ არც ცუდად ვარ და არც კარგად და ეს სმს არ იყო ჩემთვის Kate ნომერი აგერია, მაგრამ თოვლმა ძალიან გამახარა
მე – მე სოფო მგონიხარ და შენ ვინც გინდა, ის იყავი. მაგარია თოვლიიიი, გილოცავ, ვინც არ უნდა იყო…
5) ჩემი ძმა – აბა თოვლი???
მე – თოვლია, აბა რა არის?! დეგენერატო…
6) ჩემი მეგობარი გოჩა – ნეტავ ლამაზი იყოს…
მე – კი, საოცარი სილამაზეა. და ხვალ რა მაგარი სილამაზე იქნება…
გოჩა – ნეტავ ლამაად დადოს…
მე – ხო, მეც მაგის იმედი მაქვს… ძალიან მაგარია… Alles ist mit Schnee bedeckt..
7) ნუცა – მადლობა გოგო, მეც გილოცავ don’t groooze! (არ დაიგრუზოო ანუ.)
8) მეგობარი ირაკლი – ააა, რა მაგარია, თოვლი ჩემს დაბადების დღის სიურპრიზი…
მე – უიიი, რა დებილი ვარ.. გილოცავ, პატარა…
ირაკლი – Danke meine Süssi… du bist sehr liebling…
9) hexe დილით ადრე – სწორად ახლა გავიხედე Kate შენც გილოცავ საყვარელო. ახლა მივდივარ ლექციაზე და იმდენად გამახარა თოვლმა და შენმა მესიჯმა, რომ გადავწყვიტე ახლავე მომეწერა. მაპატიე, თუ გაგაღვიძე. ბედნიერი დღე შენ.

სამსახურში მივედი და იმხელა ნაძვის ხე დგას დარბაზში…
ულამაზესი…
და თაკას მესიჯი…
გოგო იმენა მახარბებს გუნდაობით, რა დროს მუშაობა არის, საგუნდაოდ გავვარდიო…
ბოროტო, გეზიზღები…

ეს სიმღერა თქვენ…
Sarah McLachlan – Song For A Winters Night

ამ პოსტს რატომ დავარქვი ასე, არვიცი… კიარადა, ვიცი. ანუ იმიტომ, რომ გარედან ვინმე თუ მხოლოდ სათაურს შემოხედავს, გული არ გაუსკდეს. ნუ, რეალურად რომ დავფიქრდე, არა მგონია ვინმეს რამეზე გული გაუსკდეს 21–ე საუკუნეში. ხალხი უკვე ძირითადად ყველაფერს მიეჩვია ასეა თუ ისე. ხოლო ვინც ვერ მიეჩვია, ანუ მაგალითად მე, დღემდე გრძნობებით არიან აღსავსენი…
ხო, ასეთი სათაური იმიტომ, რომ როცა არვიცი რა დავარქვა, ძირითადად “…” <<< ასეთ სათაურს ვუკეთებ ხოლმე… ანუ სამი წერტილი… მაგრამ ეს უფრო მეტია, ვიდრე სამი წერტილი და უფრო ნაკლები, ვიდრე ბავშვის გაჩენა…

დავძვრები ბლოგებში…
150 ახალი პოსტი მქონდა წასაკითხი და 81–მდე ჩამოვედი უკვე… ამ 81–საც ჩავუჯდები და მერე დავწერ საკუთარში რამე მორიგ უაზრობას. მაგრამ სხვის ბლოგებს იმდენი დრო მიაქვს ხოლმე, რომ საკუთარისთვის უკვე შუაღამე ვიცლი… ეს შენიშვნა (упрек,замечание)არ არის სხვა ბლოგების მიმართ, უბრალოდ მერე თითქოს ვალად მრჩება. ვალებს კი ვერ ვიტან, თან მიყვარს სხვისი ბლოგები…
ხოდა წეღან გიგასთან და ქეთისთანაც ვიყავი შესული და მათაც დაუწერიათ ბარაკ ობამაზე…

ხოო, დღეს დილით…
კიარადა ანუ გუშინ ღამე საკუთარი თავი მესიზმრა…
სიუჟეტი:
მე, ხან აქ, ხან იქ…
ხან სახლში, ხან სამსახურში, ხან მეგობრებთან ერთად…
ყველგან ნორმალურ განწყობაზე. არც სევდიანი, არც მოწყენილი, მაგრამ არც ზედმეტად გახარებული (სევდიანი და მოწყენილი რომ არ ვიყავი, ის გამიკვირდა გამოფხიზლების შემდეგ, თორემ გახარებას ვინ ჩივის…), ანუ ძალიან ჩვეულებრივსა და ნორმალურ განწყობაზე მყოფი…ეგ კიარადა, ვიღიმოდი კიდეც… ვარ ახალნამშობიარევი… ანუ რამდენიმე დღის გამოწერილი სამშობიაროდან. მაგრამ ყველაზე გასაკვირი ისაა, რომ არსად ჩანს არც ბავშვი, არც ქმარი, არც მშობიარობის მომენტი მახსოვს, მაგრამ ახლა, მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან საუბრისას ვასკვნი, რომ ბავშვი ჯანმრთელია და სადღაც არის, მაგრამ კონკრეტულად სადაა, არვიცი და არც მაინტერესებს… საერთოდ რომ ვიმშობიარე, ვასკვნი ხალხთან საუბრებიდან: “ყველაფერმა კარგად ჩაიარა, პატარა კარგად არის, რაც მთავარია და შენც კარგად ხარ”… მე ამაზე ვიღიმი და მსიამოვნებს. არ მახსოვს მთელი 9 თვე, არ მახსოვს მშობიარობა… მერე კიდევ საუბრებიდან ვასკვნი, რომ თურმე საკეისრო გამიკეთებია… ვარ კარგ ხასიათზე, ყველა მკოცნის და მილოცავს. მესმის ფრაზები: “შენი გოგო როგორ არის?” – “კარგად, მადლობთ”. ღიმილი. “ღმერთმა ჯანმრთელი გოგო გაგიზარდოს”. ღიმილი N2.

დილით რომ გავიღვიძე, ისედაც გეპეიში მივდიოდი და ვერ მოვიცალე სიზმრისთვის. თან ცალკე დედაჩემი და ცალკე Radiohead სასტიკად მაღვიძებდნენ. ვეზიზღები ორთავეს, ვერ მიტანენ. გაგრძელების ნახვის დრო არ მომცეს.
მერე გეპეი, მერე ლექცია. საბანკო საქმის ტექნოლოგიები თუ რაღაც ჯანდაბა. მარაზმი რა… ამის გამო შევწყვიტე “ფეხმძიმობა”? მე მართლა ლექცია მეგონა, თურმე ეს რა ყოფილა… კიარადა ესეც ლექციაა, მაგრამ ეს ყოფილა საბანკო ინფორმატიკა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი B2000. ნუ, ვისაც ბანკში არ უმუშავია და არ მუშაობს, ეს ჩინურის ტოლფასი არა, მაგრამ ესპანურის ტოლფასი მაინც არის როგორც მინიმუმი. მაგრამ ჩემთვის, ადამიანისთვის, რომელიც ახლაც ბანკში მუშაობს და 2 წლის წინაც, 19-20 წლის ასაკშიც, ეს ყველაფერი ანბანის ტოლფასია. მარტო ორი ადამიანი ვიყავით ლექციაზე უსაზიზღრესად, რადგან ისიც თიბისიში მუშაობს და ერთმანეთს ვეკაიფებოდით, აბა ნათია ეს თუ იცი?, აბა, ქეთ, ეს მითხარი…. კაროჩე, არაზმი გაბოლდილი ასო “მ”–თი!!!

ხოო, გარეთ ისე ციოდა, რომ ვინანე საერთოდ მოსვლა. ისე ამ სემესტრში სულ მეორეჯერ ვიყავი გეპეიში და შთაბეჭდილება შემექმნა, რომ ჩემი ჯგუფელებისთვის დრო შეჩერებულია. სტაგნაციის პერიოდი უდგათ. ასეთი გრძნობა ამას წინათ მაშინ დამეუფლა, როდესაც სკოლა დავამთავრე და უბრალოდ მასწავლებლების მონახულების მიზმით ავედი უკვე ყოფილ სკოლაში. ხოდა, ახლაც ასე ვარ… თითქოს ესენი ნიშნების ხამობისა და ექსკურსიებზე გაუთავებლად სიარულის სივრცეში არიან ჩარჩენილები. იმას კი არ ვამბობ, რომ კარგი ნიშნები ცუდია?! ასე რომ ვფიქრობდე, პრეზიდენტის სტიპენდიანტი არ ვიქნებოდი. და არც იმას ვამბობ, რომ გართობაა ცუდი. ასე რომ ვთვლიდე, მაშინ არც გავერთობოდი. მაგრამ, უბრალოდ, მაინც რაღაც სტაგნაციაში სხედან. ან შეიძლება სკამები არ არის და დგანან.

რომ მოვედი, მალევე სალონში გავედი. თმები შევიჭერი. ავიჩეხე სიუზისთან. მაგარი ტიპშაა. უკვე მესამედ მივდივარ და ახლოს არის უკვე ჩემთან. ეგ კიარადა, “შოლკა”–ც შევიჭერი და მანამდე ვფიქრობდი, მომიხდება ნეტავმეთქი?!. – ნუ სულელობ, მე კარგად შეგჭრი… “სულელობ” უკვე მიღებული სიტყვა გახადა, მაგრამ დავიკიდე რა. უცბად ფილმი How To Deal გამახსენდა მენდი მურის პერსონაჟი რომ თხოვს დაქალს მკაცრი ტონით: “Cut it!!!!” დაახლოებით იგივე ტონით ვუთხარი სიუზის შემიჭერიმეთქი, “Mango”–ს ჟურნალში ერთი გოგოს ვარცხნილობა მომეწონა, ხოდა ზუსტად ისე შევაჭრევინე. მერე მანიკური გავიკეთე და სახლში მოვედი. ხოდა ძალიან ლამაზი ვარცხნილობა მაქვს, მომწონს.

ხოდა აი რომ მოვედი, მაშინ დავიწყე სიზმარზე ფიქრი. ბავშვი გავაჩინე და ისიც საკეისროთი!!! სადაა სამართალი??? თან სიზმარში არც ბავშვი, არც ქმარი, პამპერსიც კი არსად მინახავს, უბრალოდ ხალხმა იცოდა და მეც ვიცოდი, რომ ვიმშობიარე და გოგო დავბადე. რა უნდა ვთქვა, ან როგორ უნდა ვთქვა საერთოდ რამე??? –5 მაქვს მხედველობა და არაერთმა ადამიანმა არაერთხელ უდიდესი ოვაციით მახარა:
– უი, იცი შენ ბავშვს ვერ გააჩენ – (სახის ასეთი გამომეტყველებით )
– ვიცი
სინამდვილეში “ბავშვს ვერ გავაჩენ” კი არა, უბრალოდ ბუნებრივად ვერ გავაჩენ. ანუ საკეისროს გაკეთება მომიწევს. და ეს ალბათ არ უნდა იყოს დიდი ტრაგედია, რადგან გაშარჟებული ფრაზა გვაუწყებს: “მთავარია ბავშვი იყოს ჯანმრთელი”, მაგრამ მე ხომ მინდოდა ჩემი შვილის ტირილის გაგონება. თურმე სასტიკად აკრძალულია ამხელა მინუსის პირობებში, რადგან კიდევ გამიუარესდება მხედველობა სიზმარშიც კი საკეისრო!!!! ღმერთო, აღარ მინდა მეტი ასეთი სიზმარი!!! თითქოს დედობას ვგრძნობდი, მაგრამ სადაა ჩემი დედობის მთავარი ობიექტი?! საერთოდ არ ჩანს…

არადა გეპეიში რომ არ წავსულიყავი, ხომ ვნახ;;ავდი შვილს???
საშინელი დილა მქონდა, უსაშინლესი…
Mourning morning ერქვა ამას…
აგერ ტექსტიც…
Morning lights don’t scratch my eyes
Just let me wash up on the shore
I used to have the strangest dreams
But they don’t come here anymore
My duvet’s laid out like an atlas with stains to mark the borderlines
Indentations in my pillow I hope won’t fade with time….
აგერ სიმღერაც…

მერე მოვედი სახლში,
ამოვიღე თვალებიდან ლინზები,
ვიგრძენი ცოტაოდენი თავბრუსხვევა,
გავიკეთე სათვალე,
დავჯექი კომპიუტერთან…

მერე უცებ დაიწყო Coldplay – Green Eyes…
ჩემი მწვანე თვალები…
ნუ, კარგი, თქვენთვის ყავისფერი, რადგან თქვენ მაინც შემომედავებით იბრალებ სიმწვანესო.
ხოდა თქვენთვის ანუ უცხო თვალისთვის ყავისფერი.
არც არასდროს ვამბობ მწვანე მაქვსმეთქი.
მაგრამ მე რომ ვიყურები სარკეში, ხომ ვხედავ, რომ მწვანე ფერისაა?!
უბრალოდ ყავისფერი ფორებით არის დაფარული და ამიტომაც მასას ყავისფერი ჰგონია.
დაე ეგონოს, მკიდია!
არ დავწვრილმანდები მაგაზე.

მერე ჩამესმის Oasis – Little By Little
აგერ ტექსტიც…
We the people fight for our existence….
But my God woke up on the wrong side of His bed…
თითებს ვაქცევ თვალებსა და სათვალეს შორის. იდეში ვიღაც უნდა მიყურებდეს, მაგრამ ოთახში მარტო ვარ…
წამოვიდა, წამოვიდა, წამოვიდა, წამოვიდა, წამოვიდა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, და ასე შემდეგ, და ასე შემდეგ….
არ მესმის რატომ რატომ წვეთი როგორ ხვდება სათვალის მინაზე, მე ხომ ხელები ავიფარე, მე რომ თითები მოვაქციე სათვალესა და თვალებს შორის…
დავიღალე!!!
მართლა დავიღალე…
აგვისტოში 4 წელი შესრულდა, რაც ლინზები მიკეთია…
და მანამდე სკოლაში, სადღაც მე–10 კლასში სათვალით მივედი ერთხელაც გაკვეთილზე, აღმოვაჩინე რა, რომ დაფაზე ქიმიისა სა ალგებრა/გეომეტრიის ფორმულები ცეკვავდნენ…
მახსოვს ჩორვენმა რომ მითხრა, გაიკეთე სათვალე, თორემ უარესი იქნებაო.
ხოდა მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში ვიკეთებდი, რადგან მიტყდებოდა…
ეჰ,მაშინ –2,რაღაც მქონდა… ახლა –5,22 მაქვს ზუსტად.
სათვალეც და ლინზებიც –5ზეა გამოწერილი.
ამას წინათ ახალი ლინზა გამეჩხაპნა.
და სამსახურში მაწუხებდა. “რონიკო”–ში მისვლას ვეღარ ვასწრებდი და მეორე დღეს უეჭველი სათვალე უნდა გამეკეთებინა.
გამიტყდა
სამსახურში როგორ წავიდე სათვალითმეთქი და ისე ის გაფუჭებული ლინზა ჩავისვი…

ვიტირე ისევ დღეს…
ხომ შეიძლებოდა ნორმალური მხედველობა მქონოდა…
ტირილსაც არ მაცლიან ლინზები და სათვალე…
ერთი მოძრაობს…
მეორე სველდება…
ელოლიავე ახლა ორივეს…
დავიღალე რა…
ნორმალური მხედველობა მინდა…
მეტი არაფერი…
არც სათვალე, არც ლინზა…
უბრალოდ ნორმალური მხედველობა…