რა კარგია, რომ შემიძლია აზროვნება…
კიარადა…
ანუ, აზროვნება კი მეტ–ნაკლებად ყველა ადამიანს შეუძლია და არც იმას ვამბობ, რომ მე განსაკუთრებული ნიჭით ვარ დაჯილდოებული და რამე…
არ ვარ მარიაჟი, მადლობა ღმერთსა და ოჯახს…
მაგრამ ეს პოსტი вовсе не об этом…
კიარადა…
ანუ რაღაც საზიზღრობა მომინდა გამეკეთებინა და ამ ამბავში ჩემთვის ძალიან ახლო მეგობარი მინდოდა გამერია…
არადა…
ადრე ეს თავში საერთოდ არ მომივიდოდა და სხვას გავკიცხავდი ასეთი საქციელის გამო…
რაც არ დამითვლია, მაგრამ ნამდვილად გამიკეთებია…
და ახლა მომინდა მე გამეკეთებინა ასეთი ცუდი რამ…
მეორე დღეს ისევ სამარშრუტო ტაქსით მიმავალი ამ სიმღერას ვუსმენდი. რა უცნაურია არა? ეს სიმღერა არასოდეს მომწონდა და ახლა მელოდიიდან გამომდინარე, მომეწონა და რატომღაც მიესადაგა იმას, რასაც ვგრძნობდი… არადა, ადრე სულ ვამბობდი, რა ბანძი სიმღერაამეთქი. მამეტ არის კიდევაც, მაგრამ დღეს არა, და არც გუშინ…You’re free to do what you want to do……..
რადიოში ვუსმენდი და თითქოს მიხაროდა, ამას ვიზამმეთქი… სიმღერის ფონზე უფრო დაბეჯითებით ვფიქრობ ხოლმე იმაზე, რასაც ვაკეთებ და ვაპირებ.
საღამოს, როცა დავჯექი კომპიუტერთან და ამ ადამიანს დავუწყე საუბარი ამ თემაზე, თან ადრე მხოლოდ ხუმრობით გვისაუბრია ამ თემაზე, ხოდა რომ დავუწყე, მე სერიოზულად დავიწყე, ის კი ისეთივე ხუმრობით აგრძელებდა საუბარს. მე კი მეგონა, რომ მიხვდა ჩემს არასახუმარო ტონს, თურმე ვერ მიმხვდარა. ამ საუბარში კი ყველაფერი ვუთხარი ჩემი საზიზღარი ჩანაფიქრის შესახებ. რათქმაუნდა, არ ელოდა, რომ ამას სერიოზულად ვეტყოდი…ვიჩხუბეთ… პირველად ასე მაგრად…
და მისი ბოლო ფრაზა…….
“კარგად იყავი”…
არასოდეს მიყვარდა ეს ფრაზა…
ამ ფრაზას ვერ ვიტან…
შეიძლება ვთქვა – “აბა შენ იცი”, “ჭკუით”, “პაკა”, “კარგად”, “კარგად ბრძანდებოდე”, მაგრამ ეს “იყავი”–ზე ძალიან სამუდამო განშორებასთან ასოცირდება ჩემთვის…
“კარგად იყავი”–ს სამსახურში ვეუბნებო ხოლმე ხალხს, რომელთა მეორეჯერ ნახვის იმედი იშვიათად მაქვს ხოლმე. მაგრამ მეგობარს არასოდეს ვეუბნები ხოლმე.
ამ საუბრის შემდეგ დაწოლას ვაპირებდი, უკვე საკმაოდ გვიანი იყო.
აი, ის მომენტი რომ აქვთ ხომ იცით, მწეველებს, “რაღაც”–ის მერე მოსაწევად რომ გადიან ხოლმე. ანუ, მაგალითად, ვინმესთან საუბრის შემდეგ რომ ეწევიან, ან თუნდაც ფეხბურთის ყურების შემდეგ, სადილის შემდეგ, მუშაობის შემდეგ… და მეც მაქვს ეგეთი მომენტი. მაგრამ ვინაიდან და რადგანაც მე არამწეველი გახლავართ, სიგარეტის მოწევის მაგივრად, საჭმელად გავდივარ ხოლმე. რა პრიკოლია არა, ყოველღამე, კომპიუტერიდან ადგომის შემდეგ საჭმელად გასვლა. თან თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ეს დაახლოებით ღამის 2 ან 3 საათია ხოლმე, ცოტა “ნიტო” პონტია, მაგრამ მაინც შევდივარ სამზარეულოში, მაცივრიდან ვიღებ ხოლმე რამეს “ჩემს”, მაგალითად მურაბა, ყველი, კარაქი, წყალი, ბევრი წყალი, ძალიან ბევრი, ძალიან ბევრი ცივი წყალი, ცივი ხორციანი მაკარონი და ეგაა რა. საჭმელიც და სასმელიც… სადილს ღამე ვჭამ ხოლმე და ბარემ ეგაა. მაგრამ წყალს ვსვამ ბევრს, ძალიან. წყალი მამშვიდებს თუ რაღაც. ძალას მმატებს. ტყუილად კი არ ვარ წყლის ნიშნის ზოდიაქო – თევზები!
გამოვედი და დავიწყე ჭამა.
პანიკური სიმშვიდე გაუგია ნეტავ ვინმეს???
აი ეგ დამეუფლა ზუსტად.
ბოლოს ეგ მაშინ დამეუფლა, ჭორები რომ დაირხა, რუსეთის ჯარი თბილისის მისადგომებთან არის უკვეო…
რაღაც საოცარი პანიკური სიმშვიდე…
ანუ, ეს არის სიმშვიდე, რომელიც ჩვეულებრივ სიმშვიდეს არ გავს..
ეს არ არის ნორმალური სიწყნარე…
დამეუფლა.
მაგ დროს იცით როგორ ხდება?
ლავიწის ძვლიდან მოყოლებული მუცლამდე რაღაცას გრძნობს ხოლმე ადამიანი.
ფაქტიურად მთელი გულ–მკერდის ძვალზე ეხება და სადღაც დიაფრაგმამდე ჩადის ეს გრძნობა. ნუ მე ვგრძნობ ხოლმე, ყოველ შემთხვევაში.
სახლში რომ მოვედი, ამ ადამიანს ვუთხარი კიარადა პატიებას ვთხოვდი და ვთხოვე, ცოტა ხნით დამბლოკემეთქი, რაზეც სასტიკი უარი მივიღე. ბოლოს კი მე დავბლოკე. მთელი ერთი დღე იყო ასე დაბლოკილ მდგომარეობაში. იმ დილით, კიდევ უფრო პანიკური სიმშვიდე ვიგრძენი. გამიხარდა, რადგან ამ პანიკურ სიმშვიდეს და იმას შორის ძალიან დიდი სხვაობა იყო. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ შემიძლია ბოდიშისა და პატიების თხოვნა იმის გამო, რაც ჩემი ბრალია. მიუხედავად იმისა, რომ ის თვლის, რომ არაფერში ვარ დამნაშავე. დავბლოკე, რომ გავრკვეულიყავი საკუთარ თავში. ვერ ვიტყვი, რომ ერთი დღე მეყო, მაგრამ ის მივხვდი, რომ ერთი დღე ვერ გავძელი მის გარეშე მსნ–ში. მოვხსენი და …
მე:
ის: ?
მე: ვერ გავძელი ერთ დღეზე მეტი
ის: ოკ
მე: ოკ
ის: მეწყინა
მე: რა?
მე: დაბლოკვა?
ის: ხო
მე:
მე: აი
მე: უბრალოდ
მე: ჩემგან დაგიცავი
ის: ეხლა მე რო ეგ სისულელე გითხრა და დაგბლოკო
ის: როგორ ხასიათზე დადგები?
მე:
ის: მიპასუხე ერთი
მე: საზიზღარი ვარ
მე: მაპატიე
ის: პასუხი გამეცი რა
ის: პლზ
მე: დროს მოგცემდი ალბათ
მე: არვიცი
ის: რა დროს მომცემდი
ის: როგორ ხასიათზე დადგებოდი მეთქი
მე: ცუდზე
მე:
ის: ხოდა ახლა იმედია მიხვდი რა მეწყინა
მე:
მე: ახლა მიმიღებ?
ის: სად?
მე: მსნ-ში
ის; მიღებული ხარ
ის: კაი ხანია
მე: არა
მე: ის ძველი არა
მე: ახალს მიმიღებ?
ის: ახალი როგორია?
მე: ისეთი, ძველს რომ არ გავს…
ის: ეგ როგორია?
მე: ისეთი, რომელიც ჯერ ფიქრობს და მერე აკეთებს
ის: ძველი ჯობდა
ის: ახალი უფრო დაკომპლექსებული იქნება
ის: და ყველა სიტყვას დაუწყებს კონტროლს სანამ დაწერს
მე:
ის: ეგეთ ადამიანთან ურთიერთობას ჯობია საერთოდ არ ვიურთიერთო
მე: არ ჯობდა
ის: ადამიანის მთელი მუღამი პიროვნებაშია და არა დაყენებულ და გაკონტროლებულ საუბარში
ის: მარა… ნუ შენ უკეთ იცი
მე:
მე: მაპატიე?
ის: რა?
მე: იცი რაც
ის: ის რო დამბლოკე – კი
ის: მეტი არაფერი მაქვს საპატიებელი
მე: კიდევ არის ის
მე: ადრინდელი
ის: ვერ გავიგე რა
ის: გინდა რო ისევ დამბლოკო თუ… სადამდე მივდივართ?
მე: არა
მე: უბრალოდ მინდა ჩემი მეგობარი იყო
ის: მერე ?
მე: რა მერე?
ის: და პატიება რა შუაშია?
მე:
ის: ბლინ
ის: რამ დაგაკომპლექსა ასე
მე: სიკვდილი მინდა
ის: რატომ?
ის: აი ნორმალურად და ადამიანურად მითხარი რატომ?
მე: იმის გამო, რაც გითხარი
მე:
მე: მიმიღებ ახალს?
ის: არა
ის: შევეცი სიტყვების კონტროლს
მე:
ის:
მე:
მე: შევეცდები რამეს
მე: გახსნას ან რავი
ის: ხო რავი
რაღაც არ მაქ იმედი
ის: რაღაც ყლეობის გამო 2 დღეა ბოდიშს მიხდი და ხან მბლოკავ და ხან რავი
მე: ოკ
ის: მოვალ აზრზე
მე: ალბათ
ის: და თან აბსოლუტურად მესმის ის რის გამოც თავს იკლავ და ჭმუნავ
მე: რის გამო?
ის: რა რის გამო?
მე: რის გამო ვჭმუნავ ?
ის: რო “რაღაც ცუდი” ჩაიდინე
მე:
ის: კაი დაივიწყე
ის: რაღაც დამნაშავედ ვგრძნობ თავს რო ჩემ რაღაც ხუმრობებზე შენ ავარდი ასე
ის: არადა მე სულ მასე ვხუმრობ და ნამეტანი არ მინდა მართლა მომიწიოს შენთან “სიტყვების კონტროლი”
ის: მაშინ მირჩევნია საერთოდ არ ვილაპარაკო
მე:
მე: მაგრამ კარგი
მე: ვსო
მე: დაიკიდე
მე: ვიყოთ
მე: ისეთები
მე: როგორებიც უნდა ვიყოთ
მე: და ვინებიც უნდა ვიყოთ
მე: ანუ მეგობრები
მე:
ის: მე ეგ პრობლემა არ მაწუხებს
ის: შენ დაფიქრდი კარგად ვინ ხარ და ვინ გინდა იყო
ის: აი მაგაზე
მე: მე მინდა ვიყო შენი მეგობარი
მე: ი ვსო
არამგონია, ოდესმე ეს ნაწერი წაიკითხოს და ალბათ არც არის საჭირო..
უბრალოდ მიხარია, ასეთი ადამიანი რომ მყავს…
That’s ir…
და უბრალოდ მიხარია, რომ საკუთარი დანაშაულის დანახვა და მერე მისთვის პატიების თხოვნა შემიძლია..
That’s really it…
არა რა, მაინც ვერ ვღალატობ ჩემს მუსიკალურ გემოვნებას. მაინც იმას ვუსმენ, რასაც სულ ვუსმენ
ახლა გაცილებით მშვიდად ვარ. ყოველგვარი პანიკური და შფოთვით აღსავსე ძვლებში გავლილი გრძნობების გარეშე.
Like this:
Like Loading...