Archive for the ‘Cinematography’ Category

Pene e Sergio

Posted: 30/04/2013 in Cinematography
Tags:

რამდენი იცნობს ნეტავ სერჯიოს??? ვგულისხმობ სერჯიო კასტელიტოს (Sergio Castellito). იგი იტალიელი მსახიობი და რეჟისორია. მისი მეუღლეც მინდა გაგაცნოთ – მარგარეტ მაცანტინი (Margaret Mazzantini). ის წიგნებს წერს და შემდეგ სერჯიო მათ მიხედვით ფილმებს იღებს. ბარემ მათ უფროს ვაჟიშვილსაც გაგაცნობთ, ესაა პიეტრო კასტელიტო (Pietro Castellito), რომელიც დედის მიერ დაწერილ  და მამის მიერ გადაღებულ ფილმებში თამაშობს. თქვენც იგივე გაიფიქრეთ, რაც მე??? დიახ, ესაა una famiglia Italiana :D პრინციპში, რა პრობლემაა??? არც არაფერი.

is-kaires-rezisierius-sergio-castellitto-aktore-penelope-cruz-ir-scenarijaus-autore-margaret-mazzant-5062a6e7e641f

ახლა ამას დაუმატეთ ესპანური ცეცხლოვანი ქალი. დიახ, პენელოპე კრუსი (Penelope Cruz) და მიიღებთ ორ ძალიან კარგ ფილმს. ერთია “არ გაინძრე/Don’t move/Non ti muovere”, ხოლო მეორე “ორჯერ (ან თუ გინდათ, ხელმეორედ) დაბადებული/Twice Born/Venuto al mondo”. დღეს მინდა ამ უკანასკნელ ფილმზე მოგითხროთ. წინასწარვე გაფრთხილებთ, რომ პოსტი შეიცავს სპოილერს. ასე რომ, თუ აპირებთ მის ნახვას, ბლოგი დახურეთ და ფილმის ნახვის შემდეგ გახსენით. (more…)

5 years since Dearth

Posted: 22/01/2013 in Celebs, Cinematography
Tags: ,

სულ რამდენიმე ცნობილი ადამიანი არსებობს, რომელიც მაკლია ეკრანზე. ერთ-ერთი არის ეს ბიჭი,  რომელიც სულ მენატრება თავისი ღიმილით, მიმიკებით, მხიარული ვიდეოებით, სასწაულად მიმზიდველი ხმით ანუ Deep husky voice.

ერთადერთი რასაც ვაკეთებ ხოლმე… მის ძველ ფილმებს ვუყურებ.

ჰით ლეჯერი (Heath Ledger), რომელიც 28 წლის ასაკში 22 იანვარს წამლის ზედმეტი მიღების გამო გარდაიცვალა.

არ ვიცი, რამდენი ვიდეო შეიძლება ვნახო. თუ ჯეიკ ჯილენჰაალთან (Jake Gyllenhaal) ერთად არის, ისინი ხომ საერთოდ.

მე აქ იმ ვიდეოს დავდებ, რომელიც დღეს ვნახე.

ეს კი სასიყვარულო ამონარიდი Brokeback Mountain-იდან. რა სიმბოლურია. Michelle Williams მისი პერსონაჟისა და მისი რეალური მეუღლე და შვილის დედა. ჯეიკი კი – შვილის ნათლია.

I miss you Dude :(

394884_2978980629132_1751007991_n

ალბათ საქართველოში ძნელად მოიძებნება ადამიანი, ვისაც ნანახი არ აქვს გენიალური ფილმი “ცისფერი მთელი ანუ ტიანშანი (დაუჯერებელი ამბავი). ელდარ შენგელაიას სხვა რომ არაფერი გადაეღო, ამ ფილმით შევიდოდა ისტორიაში და ასეც მოხდა. ძნელია, ასე ზუსტად ასახო ის, რაც შენს ირგვლივ ხდება. ასახო ისე, რომ არ გეშინოდეს საბჭოთა კავშირის დროს გამეფებული ტირანული დამოკიდებულებებისა. ასახო ისე, რომ არ გამოტოვო არცერთი მნიშვნელოვანი დეტალი.

 

ეს ელდარ შენგელაიაა. თავისი ცხოვრებით. თავისი დამოკიდებულებებით. თავისი ისტორიებით. უყურეთ და ისიამოვნეთ.

 

 

 

 

 

კომენტარი გზაში დამაწიეთ :) ))

ახლა ვზივარ და ვფიქრობ ამ ფილმზე წერა როგორ დავიწყო. საკვირველი ის იქნებოდა, ადვილად რომ ვიწყებდე და შესაბამისად, ადვილად ვამთავრებდე.

გამარჯობა, მე ისევ ის ვარ, ფილმებს რომ მიკროსკოპით უყურებს. სულ რომ მეშინია, რამე მომენტი არ გამომეპაროს. და მუდმივად და ფარულად ვოცნებობ ყველა ერთხელ ნანახი ფილმის მეორეჯერ ან მესამეჯერაც ნახვას.

დავწერე რამდენიმე ფილმზე და კიდევ სხვებზეც დავწერ, მაგრამ ბარემ ახლა ვიტყვი, რომ ყველაზე მეტად Chicken with plums მომეწონა.

ამ ეტაპისთვის თქვენ ალბათ იფიქრებთ, რომ კომედიური ჟანრის წიგნებზე გადაღებული აბსოლუტურად ყველა ფილმი ნახეთ და ყველანაირი მარაგი ამოწურეთ, მაგრამ “ქათამი ქლიავით” განსხვავებულია. ეს არის გრაფიკული ნოველა, რომელიც მოგვითხრობს ამბავს, რომელიც 50-იანი წლების თეირანში ვითარდება. მთავარი მოქმედი გმირი ვირტუოზი მევიოლინე ნასერ ალი არის, რომელსაც უთანხმობა აქვს ცოლთან, მოთმინება არ აქვს შვილებთან და კარგავს ცხოვრების სურვილს. ეს არის მოგონებებისა და საიდუმლოებების უცნაური და საოცნებო შერწყმა. მაგრამ ეს ყოველივე ერთიანდება, რათა გვიამბოს უნივერსალური ისტორია სასიცოცხლო ვნებების, ოჯახური პასუხისმგებლობებისა და გულისტკივილის შესახებ.

ფილმი გადაიღო მისმა ავტორმა, მარჯანე სატრაფიმ, ირანიდან პარისში გადასულმა გრაფიკოსმა, ნოველისტმა და ბავშვთა წიგნების ავტორმა. სხვათაშორის, მარჯანე 2007 წელს ოსკარზე იყო ნომინირებული მის მიერ დაწერილი საბავშვო წიგნის “Persepolis”-ის ანიმაციური ეკრანიზაციისთვის.

ფილმი ვიზუალურად ძალიან ლამაზი და შთამბეჭდავია. თუნდაც მისი კოსტუმები. “მე ილუსტრაციების სამყაროდან ვარ და მიყვარს, როდესაც ხელით ვმუშაობ” – ამბობს სატრაფი. “როდესაც მე ვქმნი ფილმს, მე ყურადღებას ვაქცევ თითოეულ დეტალს. აგურის ფერიდან დაწყებული ქალის კაბით დამთავრებული.  ფეხსაცმლის ზონარიც კი ჩემთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი.

ფილმი რა თქმა უნდა, ირანში არ უჩვენებიათ სახელმწიფოებრივი ცენზურის გამო, თუმცა ამ ფაქტს არ უმოქმედია რეჟისორზე. ”ირანელები ყველანაირ ფილმებს ნახულობენ” ამბობს მარჯანე. “როდესაც ფილმი გამოდის ამერიკაში, 2 დღის შემდეგ ის გამოდის ირანში, ასე რომ, რა თქმა უნდა, ისინი ნახავენ ამ ფილმს. “

გიორგი პალფისთან მქონდა დისკუსია ამ ფილმის შესახებ და დიდად არ მოიხიბლა. “ამელი”-ს ჰგავსო. კი, მართალია ვეთანხმები, მაგრამ მე ის მაინც ძალიან მომეწონა. ალბათ ბერნეტიც წააგავს ტირსენს. არ ვიცი, არ ვიცი.

 

 

 

 

 

 

 

 

ერთი…

შეიგრძენი!

ორი…

გაახილე თვალები!

სამი…

მოემზადე!

ოთხი…

დაიწყე!

ხუთი…

და იმოძრავე!

ყველაფერი ხომ ასე მარტივია! უსმინე მუსიკას. უკონტროლო მუსიკას. იმ მუსიკას, რომელიც შენში შემოდის და ძნელად გადის. ძნელად კი არა და, საერთოდ არ გადის. უსასრულოა.

რა შემიძლია ვთქვა?! ეს არის ნინო ქათამაძე და ჯგუფი “insight”… არ ვიცი, როდის შემიყვარდა. არ ვიცი კი არა და, ალბათ მაშინ, როდესაც პირველად მათი ერთობლივი პროექტი “ახ, ტურფავ, ტურფავ” მოვისმინე. მას შემდეგ მრავალი წელი გავიდა და ნინოს მიმართ სიყვარული არ გამნელებია.

ეს არის თავისუფალი და შეუზღუდავი მუსიკის ასევე თავისუფალი გამოძახილი, რომელიც თავის ფილმში “ვიოცნებოთ ბუნებრიობაზე” დაგვანახა ჟენია გორინმა.

ყოველთვის, როდესაც საბჭოთა კავშირს ვიხსენებ, გაუთავებელი პურის რიგები მახსენდება ხოლმე. ეს ისე, თორემ ძირითადი ასოციაციებია ომი, ჯარისკაცები, სიკვდილი, ქვემეხები, იარაღები და სევდა. გაჭირვება კი მუდმივადაა. ომითაც და მის გარეშეც. განსაკუთრებით კი ჩვეულებრივი ხალხი იჭყლიტება. უიმედობითა და დიდი სევდით აღსავსენი რომ ცდილობენ რაღაცას მიაღწიონ, ტალახში არ ჩაიძირონ და როგორმე ბოლომდე ზიდონ ცხოვრების მძიმე ჭაპანი.

უკრაინელი რეჟისორის – ევა ნეიმანის “სახლი კოშკურით” ზუსტად ამ თემას ეხმაურება. ფილმში აღწერილია 8 წლის ბიჭის მძიმე ცხოვრების შესახებ, როდესაც ის დედასთან ერთად ბაბუასთან მიდის მატარებლით. თუმცა ტიფის საშინელი გამწვავების გამო აუცილებელი ხდება დედის ერთ-ერთი მიყრუებული სოფლის საავადმყოფოში განთავსება. ფილმი თავიდან ბოლომდე აწყობილია ბიჭის თვისებებზე, ქცევებზე, ემოციებზე და გადაწყვეტილებების მიღების სისწორეზე. პირადად ვერ წარმომიდგენია 8 წლის ბავშვი ასეთი საზრიანი როგორ უნდა იყოს. პლუს, ვერ წარმომიდგენია 8 წლის ბავშვი,რომელიც ასე კარგად თამაშობს.

ფილმში გაჭირვების ხაზის გარდა კარგად არის გამოკვეთილი დაუნდობელი ხალხის სახე. თუნდაც ის, რომ ვიღაც მფარველობს ბავშვს მხოლოდ იმიტომ, რომ თავად ნახოს სარგებელი. ვიღაც ბავშვს ფულს სძალავს. ბავშვი კი იმას განიცდის, რომ ის ჩანთა დაეკარგა, რომელშიც გარგრის მურაბა ედო.

აღარ მოვყვები შინაარსს. ვცდილობ არ ვისპოილერო და უბრალოდ იმას ვიტყვი, რომ ბავშვის დედის როლის შემსრულებელი რუსი მსახიობი ეკატერინე გოლუბევა გარდაიცვალა, გარდაცვალების მიზეზში კი დეპრესია უწერია. არ ვიცი, ეს ფილმთან რა კავშირშია, მაგრამ ჩემთვის ეს დამატებითი სენტიმენტალიზმის მომტანია. She had a long term battle with depression-ო, imdb.com-ი გვამცობს. სამი შვილი დარჩა და სამივე სხვადასხვა მამაკაცისგან. აღსანიშნავია, ის ფაქტი, რომ ნაბოლარა ნასტიას ეკატერინეს ყოფილი შეყვარებული ფრანგი რეჟისორი ლეო კარაქსი ზრდის. (ლეო კარაქსზე მომდევნო პოსტებში შემოგთავაზებთ პოსტს მის საფესტივალო ფილმ “Holy Motors”-თან დაკავშირებით.)

ფილმი ძალიან მომეწონა. თუ მოვახერხე, იქნებ მოერეჯერაც ვიხილო. ნანახი ფილმებიდან ჯერ-ჯერობით ეს ერთადერთია, რომელიც ძალიან მომეწონა. ამ ეტაპზე მხოლოდ მასვგულშემატკივრობ, თუმცა სანახავი ფილმები კიდევაა, ასე რომამ ეტაპზე მოვერიდები დასკვნითი აზრის გამოტანას.

15 სექტემბერს, შეიძლება ითქვას, რომ სტარტი აიღო ბათუმის საავტორო კინოს მე-7 საერთაშორისო კინოფესტივალმა. საღამოს შევიკრიბეთ ბლოგერთა დაახლოებით 20 კაციანი შემადგენლობა ფესტივალის ორგანიზატორებთან ერთად და გავმართეთ დებატები. საკითხი ეხებოდა სოციალური მედიის როლს ქართულ რეალობაში. ფაქტია, რომ დღევანდელ დღეს უკვე არც ტელევიზიას, არც რადიოს, არც ქუჩაში გამოფენილ ბილბორდებს – ანუ სამივეს ერთად აღებულს წონა არ აქვს და მარკეტინგის მხრივ არაფერი ხეირი არ მოაქვს, თუ რეკლამა არ განთავსდება ვირტუალურ სივრცეში. ხოლო სოციალური მენეჯერთან მიახლოებული “პროფესია” მოგეხსენებათ, რომ არის ბლოგერობა. შეხვედრა დაიწყო იმით, რომ დავიწყეთ სოციალურ სივრცეში ინფორმაციის გავრცელების მეთოდებით. რა თქმა უნდა, ყველაზე აქტუალური არის facebook, შემდეგ საკუთარი ბლოგები (რადგან ამ ბლოგპოსტების გავრცელება ისევ და ისევ facebook-ზე ხორციელდება) და შემდეგ twitter. ამასთანავე ძველი ამბავია ის, რომ შეგვიძლია სამივე ადგილას მარტივი მეთოდით დავდოთ ერთი და იგივე ინფორმაცია. განვიხილეთ, თუ რა სარგებლობას მოუტანს ბლოგერი ბათუმის კინოფესტივალს და ზოგადად მის პოპულარიზაციას ვირტუალურ სივრცეში. აბსოლუტურად ყველა ბლოგერს მიეცა საშუალება თავისი აზრი გამოეთქვა, აგრეთვე დაესვა კითხვები, მიეღო პასუხები, გარკვეულიყო მისთვის საინტერესო საკითხში. პერიოდულად გვქონდა lunch-break-ები და დასვენება-გართობისთვის განკუთვნილი დრო. 16 სექტემბერს დრო დაეთმო ბლოგერთა პრეზენტაციებს. მათგან ყველაზე გამორჩეული იყო ლიტერატორის ქეისი, რომელიც უშუალოდ ვირტუალურ სივრცეში ფილმების pr-ს ეხებოდა.

16-შივე საღამოს 7 საათზე კინოფესტივალის ოფიციალური გახსნა გაიმართა. რა თქმა უნდა 1 საათი მოხმარდა სტუმართა შეგროვებას, სურათების გადაღებასა და ერთმანეთის მოკითხვას. აქ თქვენ ნახავდით რეჟისორებს, მსახიობებს, სცენარისტებს.

ტრადიციულად წელსაც გაიმართება კონკურსები შემდეგი კატეგორიების მიხედვით:
საუკეთესო მხატვრული ფილმი.
ჟიურის თავმჯდომარე: ელდარ შენგელაია
წევრები: რიჩარდ ბრილსკი, გიორგი პალფი, სერგეი ლავრენტიევი, ნიკ ჰოლდსოურთი.
საუკეთესო დოკუმენტური ფილმი.
ჟიურის თავმჯდომარე: რადოსლავ პივოვარსკი
წევრები: სერგეი ბულოვსკი, გულენ გუნერი, ნინო ორჯონიკიძე, ფარდინ ზამანი.
საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი.
ჟიურის თავმჯდომარე: სიტორა ალიევა
წევრები: დათო ჯანელიძე, მიხაილ კლიმკიევიჩი, ქშიშტოფ კოპჩინსკი.

გულითადი მისალმების შემდეგ BIAFF-ის სპეციალური პრიზი კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისთვის გადაეცა ცნობილ ქართველ რეჟისორ – ელდარ შენგელაიას და ნური ბილგე ჩეილანs.

8 საათზე გაიმართა “Battle of Warsaw 1920″-ს ჩვენება. ფილმი არ არის იყო ბიაფფ-ის პროგრამით გათვალისწინებული, მან უბრალოდ ფესტივალი გახსნა და ამით ფაქტიურად პატივი მიაგეს პოლონელ რეჟისორ იერჟი ჰოფმანს. გთავაზობთ ფილმის ტრეილერს.

ფილმის სიუჟეტი 1920 წლის პოლონეთში ვითარდება, როდესაც რუსეთი ცდილობდა მის დაპყრობას. ამის გამო პოლონეთი საშინელ მდგომარეობაში იყო. ფილმს ლეიტმოტივად გასდევს ცოლ-ქმრის არცთუ ისე სიხარულით აღსავსე ქორწინება, თუმცა საბოლოო ჯამში მაინც ბანალური დასასრულით.

მე პირადად ფილმი არ მომეწონა. თავი დავანებოთ იმას, რომ საშინლად არ მიყვარს საომარ-ისტორიული ფილმები და არ ძალმიძს ჩავწვდე იმ შინაარსს, რასაც ომი ეწოდება. ამის გამო ბევრი საომარი ფილმი უბრალოდ დავაიგნორე. თუმცა ჩემს მიერ ნანახ ფილმებს რომ გადავხედო, მაინც შედის რამდენიმე მსგავსი ფილმი და ახლა შედარება რომ გავაკეთო, მათთან შედარებით “Battle of Warsaw 1920″-მა საერთოდ არ გამოიწვია ჩემგან მოწონება.

საღამო სასიამოვნოდ გაგრძელდა სასტუმრო “World Palace”-ში. უგემრიელესი ალა-ფურშეტითა და Susanna Berivan-ის სასიამოვნო სიმღერებით.  განვიხილეთ გახსნის ცერემონიალი და ყველანი ნასიამოვნები დავრჩით.

ალბათ გაგიკვირდებათ და ამასთანავე გაგიხარდებათ, თუ ვიტყვი, რომ წელს ბათუმში ჩემი ვიზიტი განსაკუთრებული იქნება. აგერ უკვე მე-7 წელია იმართება ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი (Batumi International Art-house Film Festival  - BIAFF), რომელსაც მე პირველად დავესწრები ბლოგერის ამპლუაში.

თვით ფესტივალი დაარსდა 2006 წელს და მას შემდეგ არაერთი საავტორო კინოს მასპინძელი ყოფილა.
2006 წელს – 35 ფილმი 22 ქვეყნიდან.
2007 წელს – 40 ფილმი 18 ქვეყნიდან.
2008 წელს – 50 ფილმი 20 ქვეყნიდან.
2009 წელს - 52 სრულმეტრაჟიანი ფილმით მთავარ სექციაში და 35 მოკლემეტრაჟიანი ფილმით ახალგაზრდა კინემატოგრაფთა კონკურსის სექციაში 21 ქვეყნიდან.
2010 წელს - 45 სრულმეტრაჟიანი ფილმით მთავარ სექციაში და 30 მოკლემეტრაჟიანი ფილმით ახალგაზრდა კინემატოგრაფთა კონკურსის სექციაში 22 ქვეყნიდან.
2012 წელს კი წარმოდგენილი იქნება 35 სრულმეტრაჟიანი მხატვრული და დოკუმენტური ფილმი და 40 მოკლემეტრაჟიანი ფილმი მოკლემეტრაჟიანი ფილმების სექციაში 20-22 ქვეყნიდან.

კინოფესტივალის დამფუძნებელი და ორგანიზატორია – ბათუმის ხელოვნების სახლი „არგანი“, ოფიციალური პარტნიორი – ქალაქ ბათუმის მერია. იგი ყოველწლიური ღონისძიებაა და ტარდება სექტემბრის მეორე ნახევარში. ფესტივალის ძირითადი ინტერესის სფეროს საავტორო ფილმი წარმოადგენს.

გაგაცნობთ წლევანდელი ჟიურის წევრებს. მაშ ასე:

თავჯდომარე  - ელდარ შენგელაია (Eldar Shengelaia), საქართველო.
წევრი – სერგეი ლავრენტიევი (Sergey Lavrentiev), რუსეთი.
წევრი – ნიკ ჰოლდსვორთი (Nick Holdsworth), დიდი ბრიტანეთი
წევრი – ჯიორჯი პალფი (Gyorgy Palfi) უნგრეთი
წევრი – რაცარდ ბრილსკი (Ryszard Brylski), პოლონეთი

სიმართლე რომ გითხრათ, დამოუკიდებელ ფილმებთან ცოტათი ფრთხილად ვარ ხოლმე. განსხვავებულნი, სპეციფიურნი და უფრო მეტად საინტერესონი არიან. ახლა, როდესაც მეძლევა შანსი, რომ ვნახო ახალი და საინტერესო ფილმები, თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ.

გთავაზობთ იმ რამდენიმე ფილმთა ტრეილერს, რომლებიც იქნება ფესტივალზე წარმოდგენილი:

1) House on Bashenky – უკრაინა

2) In Darkness – პოლონეთი

3) The Last Step – ირანი

4) Chicken with Plums – საფრანგეთი/ბელგია/გერმანია

5) Almost Man – ნორვეგია

6) Broken – UK (მაპატიეთ მიკერძოება, ყველაზე მეტად ამას ველოდები)

მოკლედ, მალე დარბაზი გაივსება, ფესტივალი დაიწყება!

ტრადიციულად გთავაზობთ ახალი 20 ფილმის ჩამონათვალს. ცოტა კი დამიგვიანდა ეს პოსტი, მაგრამ იმედი მაქვს, მაინც ისიამოვნებთ ახალი ფილმების ტრეილერებით. მაშ ასე:

1) Cosmopolis. რობერთ პეტინსონი და ჯულიეტ ბინოშის მონაწილეობით. როგორია ახალგაზრდა ბილიონერი მამაკაცის ცხოვრება?! რას ნიშნავს ის გარემოება, როდესაც ფული და ძალაუფლება შენს ხელთაა?!

 

2) Bel Ami. ამბავი იმისა, თუ როგორ ცდილობს ახალგაზრდა მამაკაცი, ცხოვრება გაიუმჯებესოს. როგორ ხიბლავს მდიდარ ქალებს და როგორ ცვლის თავის ბედისწერას. მთავარ როლებში: რობერტ პეტინსონი, უმა ტურმანი, კრისტინ სკოტ ტომასი და კრისტინა რიჩი.

 

3) Shame. დაღვინებული მამაკაცის ბოჰემური ცხოვრება. სექსუალური ლტოლვა ქალებისადმი და უბედური ცხოვრება. დღეს მაიკლ ფასბინდერი მოდაშია. მოდაშია რა, დღეს ყველა მოდაშია, ვინც ტარანტინომ “გაანაბიჭვრა”. ეს ფილმი კი ისეთია, ხელს რომ ლავიწის ძვლებზე დაგადებინებს და თვალებს დაგახუჭინებს. კრიტიკოსებმა დადებითად შეაფასეს მაიკლის თამაში: “a brilliant performance by Michael Fassbender”.

 

4) Looper. გეძლევა დავალება, რომ მოკლა ადამიანები მომავალში. შენ ამას მშვენივრად ახერხებ, მაგრამ ერთი პრობლემაა. რას იზამ, თუ მოგეცა დავალება, რომ მოკლა საკუთარი თავი მომავალში??? მთავარ როლებში: ჯოზეფ გორდონ-ლევიტი და ბრიუს უილისი.

 

5) Words. რა რთულია იყო მწერალი, წერდე წიგნს და არავინ გთანხმდებოდეს წიგნის გამოქვეყნებაზე. არადა, შენ შენს თავს არ ზოგავ და ბევრ პრობლემასაც აწყდები. როლებში: ბრედლი კუპერი, ზოე სალდანა, ოლივია უაილდი, ჯერემი აირონსი.

 

6) People Like Us. მამაკაცი, რომელმაც არც კი იცის, რომ მას ჰყავს და. ამ ამბის გაგების შემდეგ ის მას გაიცნობს, დაუახლოვდება, მაგრამ საიდუმლოს ფარდას მაინც ვერ ხდის. როლებში: კრის პაინი, ელიზაბეტ ბენკსი და მიშელ ფაიფერი.

 

7) The Master. ფილმი ადამიანის ცხოვრების შესახებ თავისი არასტანდარტული და ავადმყოფური საქციელებით. გამიხარდა ხოაკინის დაბრუნება. როლებში: ხოაკინ ფენიქსი, ფილიპ სეიმურ-ჰოფმანი და ემი ადამსი.

 

8) Silver Linings Playbook. შეიძლება ითქვას, რომ ჟანრობრივად ეს წააგავს ზედა ფილმს. მთავარი გმირის უნდობლობა ხალხის მიმართ იმდენად თვალსაჩინოა, რომ ყველა ეჭვის თვალით უყურებს მას. როლებში: ბრედლი კუპერი, რობერტ დე ნირო, ჯულია სტაილსი, კრის ტაკერი და ჯენიფერ ლოურენსი.

 

9) Contraband. ცოლის ძმა პრობლემებში ეხვევა ნარკოტიკების მწარმოებელთან, ამიტომაც ყოფილი კონტრაბანდისტი მიემგზავრება პანამაში. არადა ცოლ-შვილსაც საფრთხე ემუქრება. მოკლედ, მე, როგორც ამ ჟანრის მოყვარული, ველოდები ამ ფილმს. როლებში: მარკ უოლბერგი, ჯოვანი რიბიზი და კეიტ ბეკინსეილი.

 

10) What To Expect when you’re expecting. კომედია ახალგაზრდა მეგობრების შესახებ. მათი უმეტესობა დაოჯახებულია და მცირეწლოვანი შვილი ჰყავს, ხოლო ვისაც ჯერ არ გადაუდგამს ეს საპასუხისმგებლო ნაბიჯი, არაერთ კომიკურ სიტუაციაში აგდებენ. როლებში: ჯენიფერ ლოპესი, კამერონ დიასი, როდრიგო სანტორო, ელიზაბეტ ბენქსი, ჩეის კროუფორდი, ანა კენდრიკი, დენის ქვეიდი, კრის როკი. მოკლედ, კარგი კომედია გველოდება.

 

11) Gangster Squad. ოოო, რა სჯობს განგსტერულ ფილმს, თუ მასში მონაწილეობენ: რაიან გოსლინგი, ჯოშ ბროლინი, ემა სტოუნი, ნიკ ნოლტი და შონ პენი.

 

12) All Good Things. როდესაც შეყვარებული ხარ, მამაკაცში მხოლოდ კარგს ხედავ. ცოლადაც მიყვები, თუმცა შეიძლება შენი მეუღლე დიდ და არცთუ სასიამოვნო საიდუმლოებებში იყოს ჩაფლული. როლებში: რაიან გოსლინგი და კირსტენ დანსტი.

 

13) 360. ერთმანეთისგან განსხვავებული ადამიანები, რომელთაც ერთმანეთთან საინტერესო ტიპის ურთიერთობები აკავშირებთ. ვიღაც ციხეში ზის, ვიღაც ცოლს ღალატობს, ვიღაც მოგზაურობს და მაინც. როლებში: ენტონი ჰოპკინსი, ჯუდ ლოუ, რეიჩალ ვაიზი, ბენ ფოსტერი.

 

14) Take This Waltz. მამაკაცი გაიცნობს ქალს თვითმფრინავში, რომელიც ძალიან შეუყვარდება. აღმოჩნდება, რომ იგი გათხოვილია. ამის გამო კი ორივე გაურკვევლობაშია. როლებში: სეტ როგენი და მიშელ უილიამსი.

 

15) 2 Days In New York. როგორ შეიძლება, რომ არ ვნახოთ ფილმი, რომელშიც ჯული დელფი მონაწილეობს??? როგორც ny times-ის წარმომადგენელმა დაწერა: Almost as good as vintage Woody Allen. მართალია არა ეთან ჰოუკთან ერთად, მაგრამ კრის როკიც ხომ კარგი მსახიობია??? პლუს, კარგი კომიკოსი. მოკლედ, ზედმეტი შესავლების გარეშე. თუმცა მანამდე აუცილებლად ნახეთ შემდეგი 3 ფილმი: Before Sunrise, Before Sunset და 2 Days In Paris.

 

16) Carnage. 2 სკოლის მოსწავლეს ერთმანეთში მოუვათ ჩხუბი, რის შემდეგაც მათი მშობლები გადაწყვეტენ, რომ გაიცნონ ერთმანეთი. როგორც შეაფასეს, ეს ფილმი არის ინტელიგენტური კომედია. როლებში: ჯოდი ფოსტერი, კეიტ უინსლეტი, კრისტოფ ვალცი და ჯონ რაილი.

 

17) To Rome With Love. ესე იგი, მე დავასკვენი, რომ ვუდი ქალაქებზეა შეყვარებული. ჯერ იყო და ვიკი და კრისტინა ბარსელონაში ჩაიყვანა, შემდეგ ოუენ უილსონი პარიზულ ბოჰემაში “აცხოვრა”. ახლა რომის ჯერია. ფილმი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ. როლებში: ორნელა მუტი, რობერტო ბენინი, ვუდი ალენი, ჯეს აიზენბერგი, პენელოპა კრუსი, ალეკ ბოლდუინი, ელენ ფეიჯი.

 

18) Perfect Sense. ქალისა და მამაკაცის საინტერესო სიყვარულის ისტორიის ამსახველი ფილმია დაძაბულობის ელემენტებით, ჩემი აზრით. მიუხედავად იმისა, რომ ევა გრინი კატეგორიულად არ მომწონს, ამ ფილმის სიუჯეტის გამო ვნახავ. როლებში: ევან მაკგრეგორი და ევა გრინი.

 

19) The Good Doctor. ექიმი, რომელიც ცდილობს წარმატებას მიაღწიოს, მოულოდნელად გადაწყვეტს, რომ პაციენტის მდგომარეობა არა გააუმჯობესოს, არამედ პირიქით, გააუარესოს. როლებში: ორლანდო ბლუმი და რაილი კოფი (დაიმახსოვრეთ ეს გოგო. იგი ელვის პრესლის შვილიშვილია და აგრეთვე Magic Mike-შიც თამაშობს.)

 

20) Margin Call. უკომენტაროდ. უბრალოდ სანახავია :D როლებში: დემი მური, პოლ ბეტანი, კევინ სპეისი, სტენლი ტუჩი, ჯერემი აირონსი და საიმონ ბეიკერი.

 

რა თქმა უნდა, კიდევ ბევრი ფილმის ტრეილერი მინდოდა დამედო, მაგრამ მაშინ 20-ეული კი არა, 100-ეული იქნებოდა.
იმედია Magic Mike მალე დაიდება ინტერნეტში კარგი ხარისხით.

In Time

Posted: 13/12/2011 in Cinematography
არვიცი ნახეთ თუ არა ფილმი “In Time”, რომელზეც მიწერია ამ პოსტში. მაგრამ თუ ჯერ არ გინახავთ, აუცილებლად ნახეთ. მე პირადად მომეწონა. ამ სურათებს რაც შეეხება, ისინი ფილმიდან არ არის. უბრალოდ W Magazine-მა გადაიღო ჯასტინ ტიმბერლეიკი და ამანდა სეიფრიდი პოლიტიკურ პროექტში.

ამანდა “In Time”-ის შესახებ: “ეს ფილმი არის მომავალზე, სადაც ფული იცვლება დროზე. ჩემს გმირს უყვარდება ჯასტინის გმირი. ჩემს გმირს სურს, რომ მას მისცეს მთელი დრო იმისათვის, რომ მან გადაარჩინოს სამყარო. ეს ძალიან რომანტიულია. რაც არ უნდა ხდებოდეს ჩემს ცხოვრებაში, მე ყოველთვის ძალიან მიყვარს ჩემი რომანტიული პენსონაჟები”

მე მეტ არაფერს დავწერ, ესეც საკმარისია იმისათვის, რომ ფილმს უყუროთ. 

The Skin I Live In

Posted: 09/10/2011 in Cinematography
off: ვისაც არ გინახავთ პოსტის სახელწოდების მქონე ფილმი და აპირებთ ნახვას, არ წაიკითხოთ ეს პოსტი, ვინაიდან განხილვას ვწერ მისი შინაარსიდან გამომდინარე. 



ოხ, პედრო, პედრო, რას გვერჩოდი ამ სუსტი გულის ხალხს?! არადა ეს ხომ ზუსტად ის ფილმი იყო, რომელსაც ასნაირად ავარიდე თავი ინტერნეტში, მაგრამ მოხდა ისე, რომ ოჯახური კინო-სეანსი მოვაწყვეთ და კინოში წავედით.

სცენა N 1: რობერტი (ბანდერასი) შედის თავის ოთახში, სადაც უზარმაზარი მონიტორის საშუალებით თვალს ადევნებს შიშველ ვერას (ანაია). არადა გვერდი-გვერდ ოთახებში არიან. შიშველი ვერა წალოწოლილია და თითქოს სძინავს, მაგრამ აღმოჩნდება, რომ მას სხეული აქვს დასერილი და სისხლი სდის.

დაიძაბეთ არა???

გჯერათ წინა ცხოვრების??? მართლა მაინტერესებს ეს ამბავი თუ არა, არ ვიცი. შეიძლება არც კი. ჩემთვის არაერთხელ უთქვამთ, ბიჭი ხარო. და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ბიჭივით:

  •  ჩაცმა მიყვარს. სპორტული და მოსახერხებელი ტანსაცმელი. 
  • სპორტი მიყვარს. ადრე უფრო მეტად მიყვარდა, ახლა დრო აღარ მაქვს. 
  • ვიქცევი ხშირ შემთხვევებში. ან შეიძლება ვერ ვიქცევი იმის გამო, რომ გოგო ვარ.
  • ზარმაცი ვარ. 
  • მინდა მქონდეს მოკლე თმები და უმაკიაჟო სახე.
  • ბოხი ხმა მქონდა ბავშვობაში და დღესაც კი ახალგაღვიძებულს ბოხი ხმა მაქვს. 
  • მინდა არაფერი მენაღვლებოდეს და არ ვიყო მგრძნობიარე. 
  • ბიჭებთან მეგობრობა უფრო მიადვილდება, ვიდრე გოგოებთან. 
  • ვერ ვიტან დიასახლისურ საქმეებს.

არამედ ამ ყველაფრის და კიდევ რაც არ გამახსენდა, იმათ გამოც.

     სცენა N 2: ვისენტე კარგი ბიჭია. ან შეიძლება ითქვას, ერთი ჩვეულებრივი ბიჭია და არის სიმპატიური. დედამისს აქვს ტანსაცმლის მაღაზია და თვითონ კი მოტოციკლეტით დაქრის გასართობად. აი ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც მან ქორწილში ნორმა გაიცნო და მასთან გართობა გადაწყვიტა. ოღონდ ვერ გაურკვევია იგი ნორმას აუპატიურებს თუ არა, რადგან ნორმა ფსიქიკურად დაავადებული პატარა გოგონაა, რომელმაც საკუთარი თვალით ნახა დედამისის ფანჯრიდან გადმოხტომა და სიკვდილი. 
     და მაინც, რას გვერჩის პედრო?
     პედრო იმას გვერჩის, რომ გამუდმებით პროტესტს გამოხატავს სამყაროს წინაშე. ის ებრძვის ყველას თავისი ფილმებით. უპირველესად კი ჰოლივუდს და კანს. ან უბრალოდ ხალხს ჰგონი ასე. ჰყავს რამდენიმე გამორჩეულად საყვარელი მსახიობი: ანტონიო ბანდერასი, პენელოპა კრუსი, მეტი არავინ მახსენდება, რადგან მხოლოდ Los Abrazos Rotos მაქვს ნანახი და მეტი არაფერი.

     ამ ფილმის ნახვის შემდეგ ორივე სქესის ადამიანი შემებრალა. ვისენტე შემებრალა, რადგან მასზე იძალადეს და გახადეს ქალი. ქალი, რომელსაც უნდა ჰქონდეს აქტიური სექსუალური ცხოვრება მამაკაცთან. იგულისხმება ძალადობაც და უბრალო რიგითი სქესობრივი კავშირიც. და თუმცა ყოველი ასეთი კავშირი ტკივილთან ასოცირდება, იგი მაინც აკეთებს ამას. ნორმა კი იმიტომ მებრალება, რომ ის ძალადობის მსხვერპლია. განა იმსახურება ის დამწვარი დედის სიკვდილის ხილვას ან ვისენტეს მიერ მის გაუპატიურებას თუ მის მცდელობას?!
     წარმოიდგინეთ როგორ გადაიქცა სიმპატიური ვისენტე ლამაზ ვერად??? როგორ და აი ასე:

     ბოლოს ქალი იმარჯვებს. და საერთოდაც, ეს ქალების ფილმია. ქალის სიძლიერეზეა და მამაკაცის დამცირებაზე. პედროსაც ხომ ზუსტად ეს უნდოდა ეჩვენებინა. ყველგან ქალებს ამცირებენ, მან კი გადაწყვიტა გაენადგურებინა მამაკაცთა მოდგმა და მოახერხა კიდევაც.

     საერთოდ ალმადოვარი ქალების რეჟისორია. და მაშინ, როდესაც მსახიობ მამაკაცებს უფრო მეტი როლი ხვდებათ წილად, პედრო ცდილობს ეს დისბალანსი გამოასწოროს. ხოდა აი ამიტომაც იგი ქალების რეჟისორია. ის თავის ფილმებს ქაალებით ამდიდრებს. და თუ ადრე მისი მუზები კარმენ მაურადან მოყოლებული პენეთი დამთავრებული, ახლა უმშვენიერესი ელენა ანაიას დრო დადგა. ოღონდ ისეთი მცირედი როლით არა, როგორიც მას “ესაუბრე მას”-ში ჰქონდა. პედრომ იგი ანტონიოს გვერდით დააყენა და არც ინანა.

     ზოგი ამბობს, პედრო დაბერდაო, რა ცუდი ფილმი გადაიღოო. მე არ ვიცი ამაზე პასუხი, რადგან კიდევ ვიმეორებ, მისი ფილმები არ ვიცი. მაგრამ ვინც იცის, იმის პასუხს დავდებ:”ალმოდოვარი დაბერდა!” – ამას რომ მეუბნებიან, სულ მინდა ხოლმე ვუპასუხო, “თქვენც დაბერდებით”. (c) გოგი გვახარია და მისი არაჩვეულებრივი სტატია ფილმის შესახებ.
     

ესეც თქვენ :)

2 რამ, რაც მოხდა ფილმის ნახვის შედეგ:
1)რამდენიმე დღე თავი ბიჭი მეგონა და ზოგჯერ ახლაც წამომივლის-მეთქი.
2) ჩემი ძმაკაცის შეტყობინება: “ალმადოვარი გინდა ახლა ზუსტად! თანაც ის კანი, რომელშიც შენ ცხოვრობ საერთოდაც არ მოგწონს.”

ვიცი, რომ ძალიან გამეწელა ეს პოსტი. არაერთხელ დავიწყე, მაგრამ იმდენად ვერ ვიპოვე კარგი ან ნორმალური ფილმები, რომ ამ პოსტის წერას მალევე შევეშვი. ახლა კი, ასეა თუ ისე გამოჩნდნენ ფილმები, რომლებიც ასეა თუ ისე საინტერესონი არიან. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ გთავაზობთ არა მხოლოდ უახლეს, არამედ გასული წლების ფილმებსაც, რომლებიც მე პირადად არ მინახავს. მაშ ასე:

1) The Other Woman
 ფილმი, რომელშიც მონაწილეობენ ნატალი პორტმანი, ლიზა კუდროუ და სკოტ კოენი. ფილმში არის მოთხრობილი იმის შესახებ, თუ როგორ შორდებიან ცოლ-ქმარი და როგორ ქორწინდება ეს მამაკაცი სხვა ქალზე.

2) Sympathy For Delicious
მოთხრობილია ინვალიდი მამაკაცის შესახებ, რომელსაც აქვს უნიკალური ძალა, რომ მოარჩინოს და განკურნოს ადამიანები. ყველა, საკუთარი თავის გარდა. მთავარი როლის შემსულებლები არიან: მარკ რუფალო, ორლანდო ბლუმი, ჯულიეტ ლიუისი

3) Blindness
რა ხდება მაშინ, როდესაც დილით გაიღვიძებ და უეცრად აღმოაჩენ, რომ ვერ ხედავ, ბრმავდები. მერე იგებ, რომ მარტო შენ არ ხარ ასე. ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ეს უნარი გააჩნია, შენი ცოლია. მთავარ როლებში: მარკ რუფალო, ჯულიანა მური.

4) The Vow
ფილმი რეიჩელ მაკადამისა და ჩემი საყვარელი ჩენინგ ტატუმის მონაწილეობით. ახალდაქორწინებული წყვილი, რომელიც უეცრად მოყვება ავარიაში. ავარიის შემდეგ კი გოგოს არაფერი და არავინ ახსოვს, მათ შორის არც მისი მეუღლე.

5) Stop Loss
მიუხედავად საომარს ყველაფერი მეზიზღება, მაინც გამოიჩხრიკა ფილმი, რომელმაც დამაინტერესა. ალბათ მასში მონაწილე მსახიობების გამო. როლებში: რაიან ფილიპი, ჩენინგ ტატუმი, ჯოსეფ გორდონ-ლევიტი, ები კორნიში.

6) I Don’t Know How She Does It
სარა ჯესიკა-პარკერი ისევ იმ ჩვეულ სტილშია, ვგულისხმობ ფილმის განმავლობაში ავტორის ფუნქციის კარგად შეთავსების უნარს. ამჯერად ის დაქორწინებული ქალია, რომელიც ყველაფერს სასწაულად ახერხებ, შვილები, ქმარი, კარიერა. როლებში: სარა ჯესიკა-პარკერი, პირს ბროსნანი, გრეგ კინერი.

7) 50/50
მთავარი გმირი უცბად იგებს, რომ სიმსივნე აქვს. ყველა არის საოცრად შეწუხებული. ექიმი კი მხოლოდ იმას ეუბნება, რომ გადარჩენის შანსი არის 50/50-ზე. როლებში: ჯოსეფ გორდონ-ლევიტი (რომელიც გადაპარსულ თავში სასწაულად ჰგავს რათქმაუნდა ისევ და ისევ ჰიტ ლეჯერს), სეტ როგენი და ანა კენდრიკი.

8) The Descendants
ვისაც მოგენატრათ ჯორ კლუნი, ეს ფილმი თქვენთვისაა. და თუ გინდათ იხილოთ ის მამის როლში – მითუმეტეს.

9) Moneyball
ბრედ პიტი და ბეისბოლი – ჰმმ, საინტერესოა. სულ უფრო და უფრო ემსგავსება რობერტ რედფორდს. (პ.ს. ბრედის ფრაზა, რომელსაც შვილს ეუბნება: don’t google in internet, watch tv, talk to people :D )

10) The Ides Of March
პოლიტიკური დრამა ჯორჯ კლუნის, რაიან გოსლინგის, პოლ ჯიამატისა, ფილიპ სეიმუ-ჰოფმანისა და მარისა ტომეის მონაწილეობით.

ვინაიდან ზოგი მათგანი ძველია, გავითვალისწინე ეს ამბავი და ამ პოსტში ცოტა მეტ ფილმს შემოგთავაზებთ.

11) Contragion
ფილმი ეპიდემიური დაავადების შესახებ, რომელიც როგორც ტრეილერი იუწყება, საკმაოდ დრამატულად და საინტერესოდ ვითარდება. როლებში: მეტ დეიმონი, გვინეტ პელტროუ, ლორენს ფიშბორნი, ჯუდ ლოუ, მარიონ კოტილიარდი.

12) The Dark Knight Rises
არ მიყვარს ახალი ბეტმენის სერიები. ჩემთვის ბეტმენი ეპოქა არის ის, რომელშიც ჯორჯ კლუნი, კრისტიან სლეიტერი, უმა თურმანი, არნოლდ შვარცენეგერი, ნიკოლ კიდმანი, ჯეკ ნიკოლსონი მონაწილეობდნენ. ახლა კი ულტრა-თანამედროვე ტექნოლოგიები “ყლაპავს” ამ ფილმს და ის ძველი ბეტმენი სადღაც ქრება. შუმახერი კი ნოლანმა შეცვალა.  ჩემის აზრით, ამ ფილმის ყურებამდე პირველი ბეტმენიდან დაწყებული ყველა სერია უნდა ჰქონდეს ნანახი და ეს ერთობ ბუნებრივიცაა. ვინმეს წარმოუდგენია წიგნის შუაში მისვლა პირველი თავების წაკითხვის გარეშე??? მიუხედავად ამ ახალი სერიების დაწუნვისა, მაინც ვნახავ. როლებში: ენ ჰეთევეი, ჯოსეფ გორდონ-ლევიტი, კრისტიან ბეილი, გარი ოლდმანი, მარიონ კოტილიარდი, მორგან ფრიმანი, მაიკლ კეინი.

13) Margaret
გოგონა, რომელიც ხდება მოწმე ავტობუსის მძღოლის მიერ ქალის მოკვლისა. მთავარ როლებში: მარკ რუფალო, მეტ დეიმონი და ანა პეკუინი (გახსოვთ ალბათ “The Romantics”-დან)

14) Drive
აი ბოევიკიც. რაიან გოსლინგისა და კერი მულიგანის მონაწილეობით. ერთი სული მაქვს, როდის გამოვა.

15) The Rum Diary
ოხ ჯონი, ჯონი, შენ არასოდეს გეშლება სიუჯეტების არჩევა. :) ))

16) Abduction
რატომღაც მომინდა ტეილორ ლოტნერის ხილვა. ხოდა აი ფილმიც მის სტილშია :D

17) Fireflies In The Garden
ოჯახური დრამა ჯულია რობერტსის, უილიამ დეფოსა და რაიან რეინოლდსის მონაწილეობით.

18) In Time
კვლავ ბოევიკი, თან სავსებით ჩამთრევი. როლებში: ჯასტინ ტიმბერლეიკი, ამანა სეიფრიდი, ოლივია ვაილდი და სილიან მერფი ( “Inception” ალბათ ყველამ ნახეთ და იცით ეს ადამიანი)

19) Straw Dogs
ჯეიმს მერსდენის მონატრებით ავხსნიდი ამ ყველაფერს.

20) Weekend
ფილმი ჰომოსექსუალისტების მიერ გატარებულ უქმე დღეების შესახებ.

21) Cafe
რომანტიული კომედია ჯენიფერ ლავ-ჰიუიტის მონაწილეობით.

22) Trespass
ვისაც მოგენატრათ ნკ და ნკ ან თქვენს ენაზე რომ ვთქვა, ნიკოლას კეიჯი და ნიკოლ კიდმანი, ეს ბოევიკი თქვენთვისაა. ნუ კემ ჯიგანდეტს მგონი არასოდეს ეღირსება დადებითი პერსონაჟის კინოროლები. :D

The Romantics

Posted: 17/08/2011 in Cinematography
       

       O gosh, რა სასწაულად ძნელია, როდესაც შენი მეგობრის მეჯვარე უნდა იყო და ამისთვის ამ გოგოს მშობლების სახლში ჩადიხარ დანარჩენ საერთო მეგობრებთან ერთად. მმმ… არა, ეგ საერთოდაც არ არის ძნელი. ძნელი ისაა, როდესაც ეს მეგობარი იმ ადამიანს მიჰყვება ცოლად, რომელიც შენ დღემდე გიყვარს. ერთად იყავი მრავალი წელი, მერე ის უეცრად გაქრა და მერე უცებ მისი საცოლე გეპატიჟება ქორწილში და გთხოვს მეჯვარეობას.

       უუუუჰ!

        შენ შეგიძლია ახვიდე ოთახში და საქორწინო ვახშამზე სათქმელი ტექსტი გადაიმეორო. მმმ.. კი იმეორებ კიდევაც, მაგრამ თვალზე ცრემლი გადგება. ან შეიძლება არც. მაგრამ გულზე გადგება, რადგან გული გწყდება, რომ შენი საყვარელი ადამიანი ასე მარტივად გეცლება ხელიდან. და რა??? აი სულ რამდენიმე ხანში ის სხვისი ქმარი ისე გახდება, რომ შენ არავის გაახსენდები და ცხოვრებაც გაგრძელდება, შენც არავინ გაგიხსენებს. გარდა სასიძოსი.

        და მერე რა, თუ საქორწინო სუფრაზე შენ ყველაზე ნორმალური (სხვებთან შედარებით) სიტყვით გამოდიხარ?! არა, არც არაფერი. მაგრამ შენ უკვე იმდენად ნერვიულობ, რომ ვერც კი ამჩნევ, რომ დასალოც სიტყვაში ნეფისა და პატარძლის მაგივრად, ნეფისა და შენს სახელს ამბობ…

        “My friends got the nickname “The Romantics”, რადგანაც ჩვენ მუდამ დაწყვილებულები ვიყავით. ჩვენ სულ გვიყვარდა ერთმანეთი.”
დიახ, სიმართლეა, უბრალოდ ემოციები აკონტროლე, კარგი???
არ გადაეშვა ცრემლების მორევში და ნელნელა შეეგუე იმ სიმწარეს, რომ შენი საყვარელი ადამიანი სხვას ირთავს ცოლად. ძნელია, კი ვიცი. ძალიან ძნელია, კი ეგეც ვიცი.

და წარმოიდგინე ამ ყველაფრის მერე მდინარეში დაიკარგება სასიძო. არადა არც არსად, მას უბრალოდ ფიქრი უნდა. ფიქრი ყველაფრის შესახებ და შენ, ზუსტად შენ ხარ ერთადერთი 6 ადამიანიდან, ვინც მას პოულობს. მაგრამ ეს პოვნა ისაა, რაც ახსნა-განმარტებებს ითხოვს. და ღამე??? რომელიც ერთად გაატარეს… ვინმემ იცის ამის შესახებ??? არა, რათქმაუნდა! მეორე დღეს ხომ ქორწილია.

        “Lila, when I look at you, I’m speechless…”

       მე მაპატიეთ სპოილერობა, უბრალოდ დიდი ხანია ასეთი ფილმი არ მინახავს. ვიჯექი და ვფიქრობდი, რომ უკვე სადღაც მქონდა ნანახი, ნაგრძნობი… რა ძნელია, როდესაც ხედავ, რომ საყვარელი ადამიანი შენი აღარ არის და შენ უბრალოდ გვერდით დგახარ. მეტი არაფერი. და ტირილის გარდა არაფერი შეგიძლია.

საუნდტრეკები სასწაული აქვს.!!!

თქვენ არ იცნობთ ჩემს კაცს.
ის არის ყველაზე გიჟი.
უპირველესი ის არის, რომ მე ვუყვარვარ.
ან შეიძლება მე მგონია ასე.
ერთხელ, როდესაც ახალი გაცნობილი მყავდა, ვკითხე:
If I fell in love with you, what would you do about it?
მან კი ყოველგვარი ზედმეტი ფიქრის გარეშე მიპასუხა:
Everything.

ის ციხიდან ახალი გამოსულია, 
როგორც თვითონ ამბობს ქუჩის გარჩევების გამო იჯდა.
მაგრამ მე ეს არ მაღელვებს. 
ის დავიქირავე, რომ მე დამიცვას. 
მე რაღაცნაირად დაუცველი ვარ., უმწეო. 
მთელ ქალაქში ჩემი სურათებია მიმოფენილი. 

გაზეთები–ჟურნალები–ბილბორდები–ტელევიზორი – ყველგან მე ვარ. 

ქუჩაში ვერ გავსულვარ, მაღაზიაში შევედი და ყველა მე მიყურებდა. 
როგორც ყველა ციხიდან გამოსული, ისიც ქუჩის ბიჭია.
ჰყავს ბოსი, რომელსაც არ უნდა, რომ ემორჩილებოდეს. 
მე შარლოტა მქვია, ცნობილი მსახიობი ვარ და ცოტა ხნით კინოსგან ვისვენებ. 
დავიღალე.
ძირითადად სულ ქუდსა და სათვალეებში ვარ.
პაპარაცები არ მასვენებენ, ჩემი სახლის ირგვლივ არიან მუდმივად ჩასაფრებულები. 
და დაცვის დაქირავებაც მაგიტომ გადავწყვიტე. 
ვიცი, დამიცავს. 
ვუყვარვარ და იმიტომ. 
ამას წინათ უბრალოდ წინ დავუდექი, მივუახლოვდი, მივეფერე.
მერე დანარჩენი ბუნებრივად მოხდა. 
უნაზესი ღამეები მასთან გატარებული. 

მერე მანქანით სადღაცისკენ. 
მიყვარს მის მანქანაში ჯდომა. როგორც მინდა, ისე ვზივარ.
თავს კომფორტულად და დაცულად ვგრძნობ მასთან. 

ერთხელ ვკითხე,  ჩემს ადგილას სად წახვიდოდი–მეთქი და ლოს–ანჟელესშიო. 
თან შემპირდა, მეც წამოვალ. უბრალოდ რაღაც საქმე მაქვს დასამთავრებელიო. 
მეც წამოვედი,  ის კი ჯერ არ გამოჩენილა. 
ნეტავ რატომ???
სირცხვილი, სირცხვილი და კიდევ ერთხელ სირცხვილი მე, რომ 7 სექტემბრის შემდეგ ამ სათაურის ქვეშ პოსტი არ დამიწერია. არადა კინოსამყარო არ ჩერდება და “კაცუნები”–ც უკვე დარიგებულია. “ოსკარი”–ს ცერემონიალზე აღარ შევჩერდები, ყველამ ასეა თუ ისე, იცით შედეგები. მაშ ასე, შევუდგეთ.

1) The Tree Of Life
ფილმი, რომლითაც იწყება ათეული. ყველაზე მეტად ამის გამოსვლას ველოდები და ძალიან მაინტერესებს ბრედ პიტის პერსონაჟი. ფილმში აღწერილია ოჯახური ცხოვრება, თუმცა საკმაოდ დაძაბულად. რატომღაც დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად მომეწონება. (ბრედის ხელის გულში ბავშვის ფეხის დანახვაზე კინაღამ ავტირდი!)

2) The Hangover II
ჯერ პირველი რომ მირჩია ჩემმა ძმამ, ყურება დამეზარა. მაააააგრამ, რომ ვნახე, მოვკვდი სიცილისგან. მართლა მაგარი კომედიაა, თან ბრედლი კუპერი ძალიან მომწონს და ჯასტინ ბარტასაც არაუშავს. ხოდა ანუ მეორე ნაწილი.

3) Midnight In Paris
ძლივს, მეღირსა ვუდი ალენის ახალი ფილმი!!! ტრეილერი ვნახე თუ არა, ეგრევე მივხვდი, რომ ეს ის ფილმია, რომელიც აუცილებლად უნდა ვნახო. ჩამოგითვალოთ მსახიობები??? ქეთი ბეითსი, მარიონ კოტილიარდი, ოუენ უილსონი, ედრიენ ბროდი, კარლა ბრუნი, რეიჩელ მაკადამსი. უილსონი ისეთი სიმპატიური, რომ მე მომეწონა კიდევაც. არა რა, ვუდი გენიოსია!!! მუსიკის ჰანგებით მიყვარდება ხოლმე მისი ფილმები.

4) Limitless
რა ხდება მაშინ, როდესაც ერთი რიგითი წარუმატებელი მწერალი ხარ??? არც არაფერი. მაგრამ მაშინ, როდესაც შენს ცხოვრებაში ჩნდება ნარკოტიკი, შენ საოცარი ხდება, თუმცა ეს ნარკოტიკია. ბრედლი კუპერი, ები კორნიში და რობერტ დე ნირო.

5) Unknown
ერთი ავტო–ავარია და უკვე დაკარგული ხარ, უცნობი ხარ და ერთადერთი ადამიანი, ვისაც შეუძლია შენი დახმარება, ვერ გცნობს. ლაიამ ნისონი მთავარ როლში.

6) Just Go With It
რას არ აკეთებს მამაკაცი ქალის მოსახიბლად?? ალბათ ყველაფერს და მათ შორის, ტყუილზეც არ ამბობს უარს. განსაკუთრებით, თუ იტყუება, რომ ყოფილი ცოლი და შვილები ჰყავს. ადამ სანდლერი და ჯენიფერ ანისტონი.

7) Friends With Benefits
ერთი მარტივი რომანტიკული კომედიის გარეშე როგორ შეიძლება ყოფნა?! ხოდა ინებეთ. youtube-ზე დაწერა ვიღაცამ, რა უბედურებაა, რომ “შავი გედი”–ს ორმა ვარსკვლავმა ერთნაირ ფილმებში ითამაშესო. (შეგახსენებთ, რომ ნატალი პორტმანი ეშტონთან ერთად თამაშობს No Strings Attached-ში, რომლის შინაარსი ამ ფილმის შინაარსის იდენტურია). მოკლედ, მილა კუნისი და ჯასტინ ტიმბერლეიკი, რომლებიც რეალურ ცხოვრებაშიც ერთად არიან.

8) Lary Crowne
უბრალოდ ორი ძალიან საყვარელი და მონატრებული ადამიანი!

9) Daydream Nation
ამბავი იმისა, თუ რა ხდება, როდესაც მოსწავლე გოგონას საკმაოდ ახლო ურთიერთობა აქვს მის მასწავლებელთან. როლებში ენდი მაქდაუელი, ჯოშ ლუკასი.

10) Lincoln Lawyer
ადვოკატმა უნდა დაიცვას ბიჭი, რომელიც გოგოს მკვლელობაშიში არის ეჭვმიტანილი. თუმცა კლიენტისგან ის სრული სიმართლის თქმას ითხოვს. როლებში: მეტიუ მაკკონაჰი, რაიან ფილიპი, მარისა ტომეი და აქავ ჯოშ ლუკასი.

11) Water For Elephants
ბარემ ესეც იდოს რობერტიკას და რიზის ხათრით. ისე ეს კრისტოფერ ვალცი ერთი–ორად პოპულარული გახდა “ნაბიჭვრები”–ს შემდეგ.

ჩემი ბონუსი: ინტერვიუ ჯეიკთან “Source Code”-ის შესახებ. ინტერვიუს გარდა ყველაფერია, არადა. საყვარელი :ლავ:

32

Posted: 04/04/2011 in Celebs, Cinematography

missing him quite often :(

Happy 32-th birthday wherever you are. 

ეს ის დროა, როდესაც ჩემს გასაყვარლებას აკლია დღეები. ან წუთები, ან კიდევ წლები, ან სულაც რამდენიმე წამი. არ ვიცი, ჯერ უფრო კონკრეტულად არ მიფიქრია ამ საკითხზე.
გამარჯობა, მე საყვარელი ვხდები.
ვისი??? არის ერთი ასეთი.
ის ერთი არის ასეთი, ისეთი, მერე ისევ ასეთი და ისეთი.
მე ისედაც მინდოდა ეს ყველაფერი და ისედაც არ მეზარებოდა.
რატომღაც მომინდა ეს ყველაფერი და თამაში სახელად “გავსაყვარელდი”–ც დაიწყო.
მერე რა, რომ სიტყვა “დაოჯახებული” ჩემი პრობლემა უნდა ყოფილიყო. არ იყო და…
უბრალოდ მომინდა ინსტინქტების ჭკუაზე მევლო. არ მიმექცია ყურადღება მორალისა და ზნეობისთვის.
მერე რა, თუ ორიდან ერთ–ერთი დაკავებული იყო თანაც სერიოზულად. მომინდი და მორჩა.
შენ მოგინდი, როდესაც გეგონე ასეთი.

მერე აღმოჩნდა, რომ ვიყავი ასეთი.

ხო, ახლაც ასეთი ვარ. თმა რამდენიმე დღის წინ შევიჭერი ბიჭურად და ხალხი უკვე აქტიურად მაიგივებს ბიჭთან.
მაგრამ მაინც შენ მე გიზიდავ!!!
გეუბნებოდი, არ ვარ ლამაზი–მეთქი.
არ ვარ განსაკუთრებული–მეთქი.
და სხვა დანარჩენი.
შენ არ დაიჯერე.

ხოდა შედეგიც ის იყო, რომ რაც უფრო ძლიერად ცდილობდი საკუთარ დამკავებელთან ყოფილიყავი, მით უფრო ძლიერად მე გინდოდი.
მეც დავიწყე თამაში.
დავივიწყე ეგ დამკავებელი, თამაში ხომ უნდა დაიწყოს?!
თუმცა ალაგ–ალაგ მშვიდობაში მე უფრო მახსენდება ეგ დამკავებელი, ვიდრე შენ.
შენ ჩემთან გინდა. და ახლა უფრო მეტად, ვიდრე ადრე.
დღეს ნატალი პორტმანის მასტურბაციის დღე იყო და ქალი მომანდომა. o, gosh, რა ვნებიანად კოცნიდა მილა კუნისს?! ან თუნდაც ვენსან კასელს?!
თუმცა მე მაინც სკარლეტის ვარ, რომელიც ერთგან სხვის ქმარს უკმაყოფილებს სექსუალურ სურვილებს. მეორე ფილმში სხვის ქმარს უკმაყოფილებს სექსუალურ სურვილებს და მერე მის ცოლზეც არ ამბობს უარს. მესამე ფილმში კი ეტიც, საკუთარი ქმარი ჰყავს და მაინც სხვის ქმართან ერთობა.
მერე კირა ნაიტლი, რომელიც ვერ ჯერდება იმას, რომ გათხოვილია. მაინც ძველი სიყვარული ახსენდება, შანსს ხელიდან არ უშვებს და მე იცი რას ვფიქრობ?!
იმას, რომ ვნება და სურვილი გაცილებით მეტია, ვიდრე ოფიციალური სტატუსი იმისა, ვინც შენს გვერდითადაა.

არადა მაქვს ჩვეულებრივი ცხოვრება, ჩვეულებრივი არა–მიმზიდველი ტანსაცმლით ვმოძრაობ, სრულიად არა–მიმზიდველი გამომეტყველებით.

არადა ამასთანავე, როგორ ზუსტად უნდა იყო დარწმუნებული იმაში, რომ არაფერს აშავებ. უბრალოდ რაღაც გინდა და აკეთებ. მაგრამ მერე იწყება სინდისის ქენჯნა. გამუდმებული. საკუთარ თავს ვერ პატიობ იმას, რომ ვიღაცას ვნებ. იმის დამკავებელს თუ შენსას. მერე რა, თუ იმის თუ შენი დამკავებელი უარესად გღალატობს. და შენ მაინც ისევე გინდა ძლიერი პიროვნება იყო და პრინციპებს არ ღალატობდე. ბოლო მომენტამდე შენც და მეც დარწმუნებულები ვართ, რომ ყველაფრის აღიარება სიმშვიდეს მოგვიტანს, მაგრამ ჩვენ არაფერსაც არ ვამბობთ, არავისაც არ ვუყვებით.
ჩვენ უბრალოდ ერთმანეთი გვიზიდავს.
და მე როგორ სასწაულად მეშინია, რომ ამას ვერ გადავაბიჯო.

ამ ყველაფერზე მე არ მინდა ფიქრი. უბრალოდ ახლა ასე ვარ, როგორც სურათზე. არ ვიცი რა აზრები მომდის თავში და არ ვიცი, რა აზრები მიმდის თავიდან.

კირა კი – ასე.

p.s. გადამრიეს ამ ფილმებმა. 

ამასწინათ ვფიქრობდი, ფილმებს რის მიხედვით ვარჩევ ნეტავ-მეთქი. მერე საკუთარ პოსტებს გადავხედე ფორუმზე, ფილმების მოთხოვნის თემაში. ჩემს მიერ დაწერილ პოსტებს გადავხედე,  ერთი და იგივე შინაარსის პოსტი მაქვს დაწერილი.არაერთი.

ესეც თითქოს არაფრის მაუწყებელია, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება. მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, ვერ გავერკვიე მეზარება თუ უბრალოდ სურვილი არ მაქვს სხვა ჟანრის ფილმების ნახვისა. თუმცა აქვე უნდა აღვნიშნო, რომ როდესაც მე ვდებ აქ “movies to be seen” პოსტებს, ყველა აღნიშნულ ფილმს აუცილებლად ვნახულობ, თუ მოვახერხე მისი პოვნა. 
მეზარება – ხშირად ისეთი დაღლილი ვარ, რომ მინდა ტვინი აღარ დავღალო რთული სიუჟეტის მქონე ფილმების შინაარსის გადახარშვით. დაღლილობა მრავალნაირია. ზოგჯერ ფიზიკური, ზოგჯერ მორალური. ნებისმიერ შემთხვევაში დაღლა დაღლაა და ფილმები კი არსად გამექცევიან. ასე რომ ნებისმიერ შემთხვევაში იმედს ვიტოვებ, რომ ერთხელაც არ ვიქნები დაღლილი. ეს “ერთხელ” არაერთხელ დამდგარა, მაგრამ მაშინ 7 ფანჯარა მაქვს ერთ ბრაუზერში გახსნილი და ვიღას ახსოვს კინო. 
სურვილი არ მაქვს – ამაზე უფრო ვრცლად ვისაუბრებდი, მაგრამ ვშიშობ ეს საკითხი ყველასათვის გასაგებია. წარმოიდგინეთ, ამდენი სტრესი, უსიამოვნება, კამათი, განაწყენება და არაერთი “ასე შემდეგ”-ი. იმის-და მიუხედავად, თუ ვინ არის თითოეული ამ სტრესისა თუ განაწყენების უშუალო მონაწილე ( მე თუ ნებისმიერი სხვა ადამიანი, რომლის ისტორია მალევე მოდის ჩემამდე). ინფორმაცია, რომ ვიღაც ვიღაცას ცუდად მოექცა. ვიღაცას რაღაცაში არ გაუმართლა და კიდევ ვინ მოსთვლის. 
ამ ბოლო დროს ისიც კი მაღიზიანებს, როდესაც ვიღაც მსახიობს ვხედავ სახლში თუ გარეთ თხლად-ჩაცმულს. და ამ დროს ჩემს ფანჯრებს ისე საშინლად უქიქინებს ქარი, რომ დაშორება ციმბირამდე რამდენიმე ათეული კილომეტრიღა მგონია და მეტი არა. 
ეს ყველაფერი ინტერნეტში მოძიებულ ფილმებს შეეხება, მაგრამ გარდა ინტერნეტისა არსებობს ტელევიზორი. ტელევიზორი, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში უფუნქციო იყო. თუმცა-ღა ახლა გადავწვიტეთ, რომ ისევ მოგვენატრა და ისევ გადავიხადეთ სააბონენტო. ღამით კი, კომპიუტერიდან ამდგარს ისევ მისკენ მივეშურები და მისი ჩართვისას არც ინტერნეტია და არც იმის არჩევანი, უყურო ამ ფილმს თუ არა. 
ერთ-ერთი მიუზიკლი, რომელიც წლების წინ ვნახე სრულიად შემთხვევით და ახლაც ასე  გადავეყარე რამდენიმე დღის წინ, იყო Hair (თმა). მაშინ არაფერი ვიცოდი მის შესახებ, ტიტრებიდან არ დამიწყია მისი ყურება და ამიტომ. ახლა კი აღმოვაჩინე, რომ თურმე “თმა” ეწოდება და თურმე მილოშ ფორმანის ფილმია. რუსთავი2-ზე გადიოდა, მეც დავჯექი და კიდევ ერთხელ ვისიამოვნე.
მანამდე იმავე დღეს, რამდენიმე საათის შემდეგსხვა არხზე Miss Congeniality (მის კონგენიალურობა) გადიოდა. ალბათ ყველას აქვს ნანახი ერთხელ მაინც. სანდრა ბალოკის, ბენჟამენ ბრეტისა და მაიკლ კეინის მონაწილეობით. ბენჟამენმა ჯულია რობერტსთან თანაცხოვრებით უფრო გაითქვა სახელი, მაგრამ ახლა მასზე არ ვაპირებ წერას. 
პოსტი ამაზეც არ არის. უბრალოდ როდესაც ამ უკანასკნელს ვუყურებდი, ჩემმა დამ მითხრა მაიკლ კეინზე, ეს ხომ იცი “Hair”-ში თანაშობს, წეღან რომ უყურებდიო. მეც დავეთანხმე, უი კი, ეგრეც ვიფიქრემეთქი. 
მთელი დღეები ვფიქრობდი ცხოვრებაზე. მაინც რა არის ეს ცხოვრება-მეთქი. 1979 წელს კაცმა მიუზიკლში ითამაშა და აგერ უკვე 2000-ში, 21 წლის შემდეგ – სანდრა ბალოკის გმირს ალამაზებს-მეთქი. “Hair” მართლა ძალიან მიყვარს და ახლა უკვე მაიკლის გამო – მითუმეტეს. თუმცა მერე ისევ იმაზე მეფიქრებოდა – გინდ მსახიობი იყოს და გინდ – ვინმე, სრულიად არაცნობადი სახე, ყველა ბერდება და საბოლოოდ კვდება-მეთქი. 
იმავე დღეს, გვიან ღამით კი “Riding In Cars With Boys” “დამხვდა” ერთ-ერთ არხზე დაწყებული. დრიუ ბერიმორის, სტივ ზაანის (რომელიც ყოველთვის საყვარელია ფილმებში), ადამ გარსიასა და ბრიტანი მერფის მონაწილეობით. ვგონებ, ესეც ყველას უნახავს. მე ადრე ვნახე და აღარ მახსოვდა. არადა დრიუს ისეთი სახე აქვს, რომ ხშირად ვერ ვგებულობ კომედიური მსახიობია თუ არა. მაგრამ ფილმი მართლა სენტიმენტალური იყო. არადა რეალურ ცხოვრებაში, ჩემს ირგვლივაც რამდენი გოგო გათხოვილა პატარა ასაკში და რამდენს დანგრევია ოჯახი მეუღლის ნარკომანობის გამო. ფილმის ყურებისას სულ იმაზე ვფიქრობდი, როგორი რეალური სცენებია-მეთქი. მართლა რეალური სცენები იყო და პრინციპში რეალურადაც დასრულდა. სოფიმ დაწერა ადრე თავის პოსტში ”დრიუს ფილმებში ყველგან არის სცენა, სადაც გოგოები სავარძლებზე სხედან და საუბრობენ”-ო. ხოდა მეც აღმოვაჩინე ანალოგიური კადრი ამ ფილმში. ამ მომენტში ბევი (დრიუ) ეუბნება ფეის (ბრიტანი) – მართლა კარგი დედა ვარ და მართლა მიყვარს ჩემი შვილი თუ არაო. 
ეს ზემოთ ნახსენები კადრი არ არის, ბუნებრივია. სამწუხაროდ ინტერნეტში ვერ მოვიძიე სავარძლებზე სხდომის კადრი, მაგრამ მართლა არსებობს. ფილმს უყურეთ და ნახავთ. აი “სავარძლის” კადრამდე კი ეს კადრია, სადაც ბევერლიც, ფეიც და სხვებიც ბევერლის შვილის დაბადების დღეს აღნიშნავენ. ბრიტანი მერფი რეალურ ცხოვრებაში, სულაც არ დაბერებულა, ისე გარდაიცვალა. 
ახლა კი, როდესაც ამ პოსტს ვწერდი და Michael Caine-ის ბიოგრაფიას გადავავლე თვალი, აღმოჩნდა, რომ იგი საერთოდ არ მონაწილეობს “Hair”-ში. ჩემს დას შეეშალა, რადგან მთავარი როლის შემსრულებელი მართლა ძალიან წააგავს კეინს. თუმცა კეინიც თავისუფლად შეიძლებოდა ყოფილიყო და მისთვისაც ანალოგიურად გაირბენდა 21 წელიწადი. მის ფილმოგრაფიასთან გაცნობის შედეგად კი ის აღმოვაჩინე, რომ მონაწილეობს ფილმში, რომლის თანამედროვე ვერსიაში ჯუდ ლოუ გვევლინება და ზუსტადაც ჯუდის მონაწილეობით ეს ფილმი მე სულ რამდენიმე კვირის წინ ვნახე. მე ალბათ დიდხანს ჩამესმება ინგლისური ინგლისური ენა. ჯუდი ხომ ინგლისელია და The Beatles-ების ცნობილი სიმღერის “Hey Jude”-ის გამო დაარქვეს მშობლებმა ეს სახელი. ახლა კი გადავწყვიტე, რომ ამ ფილმის მაიკლ კეინისეული ვერსიაც ვიხილო უახლოეს მომავალში. რა დამთხვევაა, მაიკლიც რომ ინგლისელია. და კიდევ ერთი – მე პირადად ვიძლევი პირობას, რომ მაიკლი ჯუდზე არანაკლებ სიმპატიურია. ორივე შემთხვევაში სცენარის სიუჟეტი ბილ ნოუტონს ეკუთვნის და მაგით მივხვდი, რომ ერთი და იგივე სიუჟეტია ორივე შემთხვევაში.

პ.ს. ისე კი რომანტიულ კომედიებზე გამახსენდა, აგერ ახალი ფილმი გამოდის ნატალისა და ეშტონის მონაწილეობით. მე ხომ ჩასაფრებული ვარ ასეთ ფილმებს. ტრეილერი ამ პოსტს ბონუსად.
No Strings Attached. 


წარმოგიდგენთ ამა თუ იმ პოპულარული ადამინის დებსა და ძმებს. ზოგი მათგანი ძალიან ჰგავს თავის სისხლის ნათესავს. ზოგი საერთოდ არა.
ინებეთ და დატკბით.

ანჯელინა ჯოლი და მისი ძმა – ჯეიმს ჰევენ ვოიტი. (მოგეხსენებათ მათი მამა ცნობილი ამერიკელი მსახიობი – ჯონ ვოიტია, რომელთანაც ენჯის გაწყვეტილი აქვს ურთიერთობა)

ავსტრალიელი მსახიობი ნიკოლ კიდმანი დასთან – ანტონიასთან ერთად.

ვიქტორია ადამს-ბექჰემი და მისი და – ლუიზა

შერონ სტოუნი დასთან – კელისთან ერთად.

კიანუ რივზი და მისი დები – კიმი და კარინა

კაილი და დენი მონოუგები (მგონი დენი ყველაზე ცნობილია სხვა ადამიანების დედ-მამიშვილებთან შედარებით)
ბრედ პიტი და მისი ძმა – დაგი
პენელოპე და მონიკა კრუსები ( და არა კრუზი!!!) ჩემი ფავორიტები. ორივე ერთად არის ცნობილი ესპანელი ბრენდის “Mango”-ს სახე. საოცრად გვანან ერთმანეთს. 
ლესლი, ჯენიფერ და ლინდა ლოპესები
ლინდსი ლოჰანი დასთან ალიანასთან და დედასთან დინასთან ერთად
ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი რუსი მსახიობი ძმები – ალექსეი და ანდრეი ჩადოვები. 
ბრიტნი სპირსი და მისი და – ჯეიმი ლი
სკარლეტი და ჰანტერ იოჰანსონები
ბიონსე და სოლანჟ ნოულსები. თმის ფერი რომ არა, ძალიან გვანან ერთმანეთს. 
ორლანდო და სამანტა ბლუმები
კოლინ ფარელი დასთან – კლოდინთან ერთად.
ჟიზელ ბიუნდჰენი დებთან ერთად.
ჯესიკა ალბა და მისი ძმა – ჯოშუა
ოუენ და ლუკ ვილსონები. ხო, ესენიც ერთნაირად ცნობილები არიან. 
ხოო, ეს აუცილებლად უნდა დამედო. ჩემი ერთ-ერთი საყვარელი რუსული ჯგუფის ტყუპი წევრები, ძმები “გრიმები” ბორისი და კონტანტინე. 
ჰილარი და ჰეილი დაფები
ჯეიკ და მეგი ჯილენჰაალები. უკომენტაროდ

მაგრამ ერთ-ერთი უსერიოზულესი კინემატოგრაფიული საიტი თუ ასე “დაიკარგებოდა თარგმანში”, რას ვიფიქრებდი.

ძალიან მაინტერესებს რა რეაქცია ექნება სოფია კოპოლას ამის ხილვისას???
მაგრამ უფრო მეტად სკარლეტის რეაქციები მაინტერესებს სამივე ფილმთან დაკავშირებით.

1)

2)

3)

სკარლეტ, ვიღაცას ნამეტანი უყვარხარ. 
და თან ყველაზე სასაცილო ისაა, რომ არა კამბოჯურ ან პაკისტანურ, არამედ ქართულ ენაზეა თარგმნილი. 
მერე იტყვით, საქართველო ბანძიაო. 
გლობალიზაცია, ცივილიზაცია, რამე, რუმე.