Archive for the ‘gosh’ Category

     ყველაფერი მაშინ იწყება მაშინ, როდესაც ლურჯ ფონზე ეს ორი სიტყვა წერია. ყოველთვის მიჩნდება სურვილი, რომ დავაჭირო. არადა, თითქმის არასოდეს ვიცი, რა უნდა მოხდეს დაჭერის შემდეგ. დაიჯერებს კი ვინმე, თუ ვიტყვი, რომ ახლაც ანალოგიური სიტუაციაა. უბრალოდ მივხვდი, რომ წერის სურვილი იმდენად დიდია, რომ who cares რას დავწერ.

     დაწერას იმაზე ვაპირებდი, თუ როგორ მაბამს ერთი ცნობილი ადამიანის ამერიკელი ქორეოგრაფი ფბ-ის ჩეთში. ნუ მართალია აქ შებმა არ არის, მაგრამ ამის შემდეგ იყო, უბრალოდ დასკრინვა დამეზარა.

   
     მერე მე მიჩნდება მის მიმართ შეკითხვა და მე თვითონვე მეღიმება დებილურად. (ჩემი დებილური ღიმილი – როდესაც მამაკაცს ვუსვამ რაიმე შეკითხვას, რომლის პასუხი 100-ით თუ არა, 80%-ით მაინც ვიცი. თუმცა-ღა მაინც ვსვამ, რადგან თანამოსაუბრის პასუხი მაინტერესებს). რაღა როგორ მიცნო, ეს არ იყო Ketevan-ის ამოკითხვას რომ ეპოტინებოდა??? Well yes, but in english I am Kate. ან ეს არ იყო, ჩემი ქართული სავიზიტო ბარათი ხელში რომ აიღო და “hmm, probably I will need to have this translated” რომ შემომძახა?! მე კი ჩემი კორპორატიული ღიმილის თანხლებით უჯრიდან ინგლისური სავიზიტო ბარათი ამოვაძვრინე და 28-32 კბილის (ჯერ არ ვიცი რამდენი კბილი მაქვს, სიბრძნის კბილები ამომდის მგონი მემილიონედ და სათვალავიც ამერია) გამოჩენით მივუგე: Oh, I can give you an English version of that. კარგია, რომ სავიზიტო ბარათზე Ketevan კი არა, Kate დავაწერინე, თორემ რა ეშველებოდა უიზის. ხოდა ახლა უიზი ბედნიერია, რადგან  არ დაიღლება ისეთი სიტყვის წარმოთქმით, რაც მისთვის რთული და უცხოა.

     დაწერას იმაზე ვაპირებდი, თუ როგორ მწარედ მომწონს ეს ფეხსაცმელი. ოღონდ ვერ გავიგე უფრო “შუზი”-ა თუ სპორტული კეტი. რაც არ უნდა იყოს საზიზღრად მომწონს და საზიზღრად მენანება 95 დოლარი +საკომისიო+შიფინგი. თან რათქმაუნდა არაკორპორატიული ფეხსაცმელია და რაღათქმაუნდა ნერვები ამეთხრება, რადგან 24/5-ზე ვერ მივიკარებ. ხოდა სანამ ეს 95$ ჩემი დემოტივატორია, მე საყვარლად და ღიმილით აღსავსე ველოდები ფასდაკლებას. მგონი ამაოდ.

     დაწერას იმაზე ვაპირებდი, თუ როგორ მიხარია ხვალ ჩემი გოგოების ნახვა. თითოეული მათგანი რაღაცნაირად ახლობელია ჩემთვის და ვეცდები, რომ ხვალინდელი დღე სასიამოვნო იყოს მათთვის. ისიც მინდოდა მეთქვა, რომ ალკა ჩამოვიდა და იმედია, ისიც მოვა ხვალ.

     დაწერას იმაზე ვაპირებდი, თუ როგორ უნამუსოდ ვკითხულობ ორჰან ფამუქს ნახევარ წელიწადზე მეტი ხანი და რა უნამუსოდ ვალოდინებ ნატალიას. არადა მიამ რომ იცოდეს, როგორ არ მიყვარს წაუკითხავი წიგნის გათხოვება, მაპატიებდა. :D

     დაწერას იმაზე ვაპირებდი, რომ ისეთ ადამიანთან დავმეგობრდი, რომელთან მეგობრობას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რადგან ვფიქრობდი, რომ ჩემგან სასწაულად შორსმდგომია. სასწაულად მიკვირს ეს ამბავი და ალბათ ეს გაკვირვებაც ნორმალური მომენტია. დღესაც კი ვერ ვგებულობ მეგობრები ვართ თუ არა.

    მაგრამ არაფერსაც არ დავწერ. არაა საჭირო და იმიტომ. 

დგება ხოლმე დღეები, როდესაც ვხვდები, რომ ბედნიერი ვარ. და ეს დღე რომ მოდის, უაზროდ მეღიმება და ძალიან ბევრი ადამიანი მიყვარს. ასეთ დღეებში მინდება ყველა ამ ადამიანს სათითაოდ ჩამოვუარო, სათითაოდ გულში ჩავიკრა და ვუთხრა: მე შენ ძალიან, ძალიან მიყვარხარ!
მერე ვფიქრდები იმაზე, თუ რამდენად ბანალურ და პრიმიტიულ სიტყვად იქცა “მიყვარხარ” და არაფერსაც არ ვაკეთებ. ყველაფერს ისე ვტოვებ, როგორც არის. არადა ადამიანი მართლა ბევრი მიყვარს. 

ჭამაზე უფრო და უფრო მეტად ვამბობ უარს. და საერთოდაც, ჭამა არის სისულელე. ტყუილად დახარჯული ფული, დრო, ენერგია, ელ.ენერგია და რავიცი, რა აღარ. მაგრამ გვინდა თუ არა, ვერ ვამბობთ მასზე უარს. 
ხალხი სახის ისევ ერთი და იგივე გამომეტყველებით დადის ქუჩაში. ისევ უკვირთ ადამიანი, რომელიც ყურთსასმენებით უსმენს მუსიკას ან ადამიანი, რომელიც ფოტოაპარატით ცდილობს კადრების დაფიქსირებას. არადა ერთი ჩვეულებრივი ადამიანი ვიყავი გუშინ აიპოდითა და ფოტოაპარატით. 
მინდოდა თბილისი გადამეღო. აი ისეთი თბილისი, როგორიც მელამაზება ხოლმე პერიოდულად. მაგრამ არც არაფერი გამომივიდა. ჯერ ის იყო, რომ ხალხმა დამაკომპლექსა. მერე ის, რომ თუ გაქვს ფოტოაპარატი, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ სურათების გადაღება გეხერხება. ხოდა ფოტოაპარატი უკანვე შევინახე. :(

მინდა უკეთესი გავხდე. და პლუს, უკეთესად გავხდე. მინდა ხშირად ვიყო ასეთ განწყობაზე, როდესაც ძალიან ბევრი ადამიანი მიყვარს და მეც სულ მეცინება.
აი მაგალითად, გიორგიმ ჩემი კოცნა ისწავლა და რამდენიმეჯერ მაკოცა. მიხვდა ალბათ, რომ სათამაშოების კოცნას ჩემი სჯობს.

მაგრამ მანამდე მინდა ჩემ მიერ დაშვებული შეცდომები აღარ გავიმეორო. დაშვებული დაშვებულია და დროს უკან ვეღარ დავაბრუნებ, მაგრამ აწი მინდა წინ ვიარო და არ ვფიქრობდე მათზე. მე ისინი ისედაც მახსოვს.

ისიც მინდა, რომ უფრო კეთილი გავხდე, უფრო მოსიყვარულე. ბევრი რამ მინდა ვისწავლო და მიხარია, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებთანაც ურთიერთობისას რაღაც-რაღაცეებს ვიძენ. და მსიამოვნებს, როდესაც ადამიანებისგან კარგ რამეებს ვსწავლობ. ალბათ ეს რომ არა, უბრალოდ მივაღწევდით 18 თუ 30 წელს და მორჩა. ამოვწურავდით ჩვენი განვითარების ლიმიტს.

ისევ ძველებურად ვფიქრობ, რომ “პოხუიზმი” არის გამოსავალი. ზიკესთან მაგიტომ ვმეგობრობ, რომ ზუსტად აქვს ეს ფრაზა გააზრებული. იმ დღეს მითხრა სამსახურში: სულ ფეხებზე მკიდია, ესა და ეს ადამიანი ჩემზე რას ფიქრობს და რას იძახის”-ო და გამეცინა. მეგონა ჩემი აზრები წაიკითხა. და მართლაც, რა დროს მაგაზე ფიქრია, როდესაც სხვა ადამიანები გველოდებიან იმისათვის, რომ გვიყვარდეს და ვუყვარდეთ.

და ყველაზე მაგარი კი ისაა, რომ  ახლა ვწერ ამ პოსტს. ანუ მაშინ, როდესაც არ მყავს შეყვარებული და ანუ ის ერთადერთი და განუმეორებელი ადამიანი გვერდით, რომელიც ჩემთვის ძალიან ძვირფასი უნდა იყოს. ეგ რომ მოხდება, ალბათ დებილურ პოსტებს დავწერ და სანამ ეგ მომხდარა, ეს დავწერე. ასეთი მინდა ვუყვარდე ხალხს. რადგან მე სულაც არ ვთვლი, რომ იმისათვის რომ ადამიანები გიყვარდეს და მათაც აქეთ უყვარდე, აუცილებელია ვიღაცას “ჩემი შეყვარებული” ერქვას. სიყვარული ხომ ბევრად მეტია, ვიდრე სტატუსი “შეყვარებული” და “მეუღლე”.

ასეთი დამიმახსოვრეთ, როგორიც ამ სურათებში ვარ. ღიმილიანი და ხალისიანი. და მიუხედავად იმისა, რომ ამ სურათთაგან ერთ-ერთი ჩემთვის რთულ პერიოდშია გადაღებული, მე მაინც ვიცინოდი.

იღლები ყველაფრისგან.

უპირველესად კი ყველაფრისგან. 
გინდა სიმშვიდე აქაურ ცხოვრებაში და სულის სიმშვიდე იქაურ ცხოვრებაში. 
მე აქაურშიც სულის სიმშვიდე მინდა. ჩემი სიგიჟეებით. 
ნეტავ რატომ არის ძნელი ამ ყველაფრის მოპოვება. 
ნეტავ რა სიამოვნება მიიღო ჩემმა თანამშრომელმა სამსახურის ჩეთში საკუთარი თავის პიარით და ჩემი ანტიპიარით. არ ვიცი. 
ის კი ვიცი, რომ ჩემმა მეორე თანამშრომელმა არანაირი სიამოვნება არ მიიღო ჩემი ცრემლიანი სახის ყურებით დღის ბოლოს. 
რატომ არ ესმის ჩემს ამხანაგს ჩემი აბსოლუტურად უბოროტო ხუმრობა თუ ფრაზა და რატომ მეუხეშება, როდესაც ის ასჯერ უხეშია???
რატომ უნდა გამოვსულიყავი ჩემი ჯგუფელების საერთო ფბ ჯგუფიდან???
და საერთოდაც, რატომ ვიხლართები ხოლმე ასეთ იდიოტურ სიტუაციებში??? 
და საერთოდაც 2 საყვარელი თანამშრომლიდან ორივე რატომ მიდის საზღვარგარეთ მაინცდამაინც დღეს ღამით??? ანუ ერთსა და იმავე დროს. 
და საერთოდაც!
კიარადა…
რა მარტივია, რომ ადამიანს ეს ფრაზა მისწერო. და იგრძნო სიცივე. 
თურმე რა მარტივად იწერება ეს სიტყვები და არადა რა რთულად ითქმის. რადგან წარმოთქმის დროს უყურებ ადამიანს და გიჭირს ემოციების მოთოკვა, თავის ხელში აყვანა ამიტომაცაა ვიღაც რამდენიმე ხნის წინ მეუბნებოდა ფრაზას: თუ ვერ მეუბნები, მომწერეო. არადა გვერდით მეჯდა. 
და საერთოდაც! ხომ არსებობს სიტყვა “აპოლიტიკური”, “ალოგიკური”, “ასექსუალური”, ხოდა იარსებოს სიტყვა “ამოყვარულმა”. მე ვარ ადამიანების “ამოყვარული”. არ მიყვარს ადამიანები. სიმშვიდეს მირღვევენ. იჭრებიან მასში და მე  მეხებიან. აი ისე, თევზი წყალში ცურვისას თავისთვის რომ არის, დაცურავს და არსებობს. როგორც კი ვინმე შეეხება, ეგრევე შეხტება და რადიკალურ მოძრაობებს იწყებს. აფორიაქდება. ხოდა ანუ…
და საერთოდაც! დაიკიდე ეს ყველაფერიო, მირჩევენ. არ დავიკიდებ. დაიკიდეთ თქვენ სადაც გინდათ. და ნუ შემაღონეთ ამ თქვენი იდიოტობამდე მისული პოხუიზმით,  ვახ! მე უბრალოდ იმ კონკრეტულ ტექსტებს ვიკიდებ, რასაც მეუბნებიან. როგორც ადრე ერთმა ფორუმელმა თქვა: უბრალოდ დაიკიდე, როდესაც რაღაც **ეობას გეუბნებიან-ო. ხოდა მეც საყვარლად ვიღიმები, სამაგიეროდ იმ ადამიანებს persona non grata-დ ვაცხადებ და მაგით მთავრდება ყველაფერი. ყველაფერი დანარჩენი უბრალოდ ფორმალობაა. ცივი ფორმალობა. 
და საერთოდაც! რა უბედურებაა, რომ მუსიკას არავინ უსმენს ამ ბლოგში. ტყუილად ხომ არ ვდებ არა??? მე მაინც ერთგულად ვდებ სიმღერებს და მაინც ერთგულად ნერვები მეშლება და გული მწყდება, რომ არ უსმენთ. ოღონდ ეს ვის ეხება, არ ვიცი. ზოგადად ვამბობ. არადა პოსტის კითხვა მუსიკის გარეშე ისეთი რაღაცაა, როგორც ჩაის დალევა ადუღებული წყლის გარეშე. 
და საერთოდაც! დღეს პარასკევია. ჩემი საყვარელი დღე. თან 1987 წლის 6 მარტი პარასკევი იყო, იცოდით??? მე კი. 
ხვალ ძილის დილაა.
დღეს გიოშა 5 წუთით მოიყვანეს და რომ დავუძახე,  ეგრევე მოიწია ჩემსკენ. მაგას მაინც ვუყვარვარ!!