კარგი ხო, არაფერი :S
ა ნუ სახლში რომ ვცეკვავ, ეგ საერთოდ ბოლო წერტილია. რა მოხდა, ვა. რამე ცუდს ხომ არ ვაკეთებ?!
ხო აბა, აბა, როგორ დაბერდი. რა დაბერდი, ცხოვრებას ახლა იწყებ. სულელი ხომ არ ხარ?! მე რაღა უნდა ვთქვა?!
ყველა ჩემზე უმცროსის speech:
ვაიმეეე, რამხელა ხარ ( და ჩუმი აზრები იმის შესახებ, რომ “მე ამისხელა არასოდეს გავხდები”)
ეს კი ალბათ იმიტომ, რომ მეც მსგავსი რეაქცია მქონდა, როდესაც ერთი ჩემი ამხანაგი 25 წლის შესრულდა და როდესაც ყველაფერი ვუთხარი, რაც კი მინდოდა მესურვებინა, დანანებით მობრიცა ცხვირი და “ეჰ, 25 უკვე სერიოზული ასაკია”-ო მითხრა. მაშინ მე გამეცინა, კმაყოფილი ვიყავი იმით, რომ სულ რაღაც 21 წლის ვიყავი და ვფიქრობდი, რომ 4 წელი ძალიან დიდი დრო იყო.
ალბათ ყოველ 5 წელიწადში ადამიანი რაღაც განსხვავებული მდგომარეობის წინაშე დგება. ფიქრობს, აანალიზებს, რაღაც განსაკუთრებულსა და განსხვავებულ გეგმებს აწყობს. გონებაში აზრებს ალაგებს იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს მისი მომავალი ცხოვრება.
აი მე კი ტოტალურად მოუმზადებელი, ველოდები 25-ე დაბადების დღეს. ქაოსია ჩემს ცხოვრებაში, გონებაში და რა გეგმებზე შეიძლება იყოს საუბარი. ჯერ ეს სუსხიანი ზამთარი გახდა აბეზარი და ცხოვრების დემოტივატორი. ახლა კი მარტი იქცა ქართა დედოფლად. ყველა აგინებს ამ თვეს და მე მინდება იმ ხალხს ვაგინო ძალიან არასაგინებელი ფრაზით: “ყველამ თქვენს თვეს მიხედეთ!”. მერე ვატყობ, რომ ამ ადამიანებმა არ იციან, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი და ძვირფასია ეს თვე ჩემთვის. ხოდა ამიტომ არაფერსაც არ ვეუბნები.
ლოლ, 25-ე იუბილეს შესახებ მინდოდა დამეწერა და მაინც მარტზე შემომეწერა. სულ ასე ხდება ხოლმე. არადა ეს პოსტი რას ემსახურება საერთოდ არ ვიცი.
წითელქუდას რას ვუსურვებ??? რთულია პასუხის გაცემა… ალბათ იმას, რომ ბევრს ვუყვარდე წრფელი და დიდი სიყვარულით და მეც ანალოგიურად ბევრი მიყვარდეს.
მანამდე კი ჩემი ოჯახის ორ ადამიანთან ერთად, რომელთაც ძალიან ვუყვარვარ, წავალ ხვალ რომელიმე ბარში, ბევრს ვიცინებ, ბევრსაც დავლევ და დავტკბები 6 მარტის აღნიშვნით.
ისე რამხელა მნიშვნელობა აქვს თურმე, ვისთან ერთად აკეთებ რაიმე საქმეს. არ აქვს მნიშვნელობა საქმე სასიამოვნოა თუ არა. მთავარია განწყობა. ნაძვის ხე ჩემს დეპარტამენტში, ზუსტად ჩემი სამუშაო მაგიდის გვერდით დგას. წინასწარ ვიცი, რომ ჩემს დეპარტამენტში ეს ნაძვის ხე და მისი მომრთველები დიდ არმოწონებას დავიმსახურებთ და მთავარი მიზეზი ალბათ ისაა, რომ ზიკეს დეპარტამენტი ჩემს დეპარტამენტს არ უყვარს და პლუს, ჩემი უშუალო უფროსი იშვიათად რომ რამე მოეწონოს. თუმცა მე და მარიკას უკვე გვაქვს პასუხი გამზადებული, რომლის შინაარსიც ასეთი იქნება: После боя кулаками не машут ( ანუ ბრძოლის შემდეგ არ იქნევენ მუშტებს). თუ ვინმეს რამის გაკეთება უნდოდა, მოსულიყო გაკეთების პროცესში და გაკეთებულზე უკვე ნუ იქნევენ მუშტებს და თუ მაინც ვერ შეეგუებიან ჩვენს მიერ მორთულ ნაძვის ხეს, მაშინ კი ბატონო, აგერ კიბე, აგერ სათამაშო, აგერ მაკრატელი და აგერ კრეატივი.
ნაძვის ხე კი ასე გამოიყურება:
ჩვენც (ანუ 4 გოგო, ვინც მოვრთეთ) აღფრთოვანებულები ვართ-მეთქი, ვერ ვიტყვით, მაგრამ რისი საშუალებაც მოგვეცა ( იმის გათვალისწინებით, რომ მხოლოდ კორპორატიულ ფერებშია ნაძვის ხე გადაწყვეტილი), მგონი ნორმალურია. ნუ ერთი რაც გადავწყვიტეთ ისაა, რომ ეს ლენტები, რომლებისგანაც ბანტები გავაკეთეთ იქვე, მოვაშოროთ. ამის გამო ორშაბათს უნდა მივიდეთ ადრე, თორემ მთელი მომდევნო წელი რისხვა არ აგვცდება ![]()
ახლა იმაზე ვფიქრობ, რომ ყველაფერი არც ისე ცუდად არის. მთავარია მართო საკუთარი თავი და მხრებზე გედოს თავი იმისათვის, რომ მართვა შეგეძლოს. და თუ იპოვნე შენიანი, არ გაუშვა მარტივად და ერთი ხელის მოსმით. სხვა ყველაფერს ეშველება ალბათ.
არც კი ვიცი, როგორ დავიწყო და საერთოდ რა ჯანდაბა დავიწყო. უბრალოდ ეს არის მემილიონე სიტუაცია ერთი და იგივე სიუჟეტით. არაფერი შოკისმომგვრელი და გულდასაწყვეტი არ მომხდარა. მე ხომ ეს სიუჟეტი ისედაც ვიცოდი. სცენარი კარგა ხნით ადრე დაიწერა და მე უბრალოდ მრავალჯერადი მსახიობი ვარ.
И я тебе друг, а ты мне не то что бы.(c) Земфира
ხოდა სისულელეა! ამაოა!
რა ცინიზმია?! გუშინ ვაპირებდი ბლოგში დამეწერა, რომ ძალიან ბედნიერი ვარ. კიარადა რაღა გუშინ?! დღესაც. ჩემ გვერდით მჯდომ ადამიანს საერთოდ არ ვეკონტაქტები, გარდა იმ მცირე აუცილებელი (საქმესთან დაკავშირებული) შემთხვევებისა, როდესაც საჭიროა წინადადებების შეკოწიწება და ამოღერღვა. და აი ერთადერთი ისაა, რომ ბოლო 2-3 დღეა აქტიურად ვაწვდი ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მე ბედნიერი და კარგ ხასიათზე ვარ. და რატომ ვაკეთებ ამას, ვერ ამიხსნია. აი ესაა ცინიზმი საკუთარ თავზე. პარალელურად საკუთარ თავსაც ვატყობინებ, რომ უბედნიერესი ვარ და ვერავინ და ვერაფერი გამიფუჭებს განწყობას. კარგი რა.
სისულელეა ყველა მცდელობა. ყველანაირი სახით გამოხატული. მთავარი ისაა, რომ თუ ოდნავ მაინც გაქვს უნარი მომავლის განჭვრეტისა, უნდა შეჩერდე და საკუთარ თავს შესძახო: “არ ღირს, აზრი არ აქვს!” – და ცხოვრება გააგრძელო ისევ ისე, როგორც მანამდე ცხოვრობდი. წაიკითხავ ვიღაცის ნაწერებს და მიხვდები, რომ შენ იქ არ უნდა იყო. არ უნდა დატოვო ვერბალური კვალი. შეცდომით ხარ მოხვედრილი. უბრალოდ ყოველთვის უნდა შეგეძლოს ადგომა და წასვლა.
И я тебе друг, а ты мне не то что бы.(c) Земфира
რამდენიმე წუთის წინ ვფიქრობდი ჩემს ბლოგზე. არის ერთი, რიგითი, პირადი ბლოგი და ამით იმის ხაზგასმა მინდა, რომ ყველანაირი ვიზიტორები და რანგები მემილიონე ხარისხოვანია. არ ვწერ სენსაციებს და არ მაქვს ფბ-ზე მისთვის შექმნილი გვერდი. არ ვაშეარებ ყველგან, სადაც კი მაქვს ამის შესაძლებლობა. არ ვცდილობ, რომ დავსპამო ნაცნობ-მეგობრებ-ბლოგერების თვალები. მხოლოდ ერთი ჯგუფი – Blog Readers და ეგაა. ხოდა ის მომენტია, რომ ეს სიტუაცია უფრო მშვიდად მამყოფებს. ანუ ის ხალხი, ვინც კითხულობს მუდმივად და იციან რას როგორ ვგულისხმობ. და კარგია, რომ არ ვაკითხებ იმ ხალხს, ვისაც ყოველდღე თუ არა, ყოველთვე მაინც ვხედავ. თორემ ასეთი ადამიანი, რამდენჯერაც შესაძლებლობა მიეცემოდა, იმდენჯერ მეტყოდა: შენ ის არ ხარ, ჩემზე გაბრაზებული რომ ხარ და ამაზე ბლოგში დაწერეო???? დიახ, მე ვარ ეგ ადამიანი და დიახ, მე შენზე გაბრაზებული ვარ. ხოდა ჩათვალე, რომ პირში გეუბნები. ბლოგია ჩემი ენა. თუარადა უნდა შევიზღუდო და ვწერო ის, რის შესახებაც დაწერა დიდად არ მინდა. სამაგიეროდ ის ვიღაც იქნება კმაყოფილი.
უბრალოდ ხალხს, ვინც თვლის, რომ შენ ზედმეტი ხარ, იმათ შეგიძლია მისწერო:
ამასწინათ კიდევ იმაზე ვფიქრობდი, რომ ხალხი იყოფა სამ ნაწილად:
И я тебе друг, а ты мне ну кто мне ты… (с) Земфира
ამ სიტყვებს კი საკუთარ თავს ვეტყვი. ისევე როგორც ზემა ეუბნება საკუთარ თავს…
Не бери себе в голову, Земфира не бери,
Прогоняй ностальгию мимо, дымом в потолок
И не трогай телефон и заусенца,
Ты же можешь, я то знаю.
Кроме счастья,
Есть зима, простуды, просто невезенье.
В воскресенье ты же будешь улыбаться
И казаться, между прочим, лучше всех.
Объясни себе важное, пусть долго – объясни,
Разозлись, если хочешь, можешь ввысь и разозлись.
Выбирай себе же сны и настроенья,
Впечатленья, я-то знаю:
Кроме счастья,
Есть зима, простуды, просто невезенье.
В воскресенье ты же будешь улыбаться
И казаться, между прочим, лучше всех.
so I’ll just walk away.
იცი, რას დავაკვირდი? ადამიანებს ყველაზე მეტად მშვიდი მიდგომა განაიარაღებს. აი ხომ დგას, ჩხუბობს, ჩხუბობს. შენგანაც ელოდება, რომ შეეწინაღამდეგები და წინასწარ ემზადება, რომ უფრო მეტად გაბრაზდეს. ამის მაგივრად რომ მოუსმენ, დაეთანხმები და თანაუგრძნობ, ჩხუბის მიზეზი აღარ რჩება და ჩერდება.ხომ მარტივი ჭეშმარიტებაა და ყველამ ვიცით, მაგრამ რა მაგარია, როცა პრაქტიკაში ახორციელებ და შენთვის გეღიმება ყოველ შედეგზე.
ხოდა ამის შესახებ მომინდა ახლა, მოულოდნელად პოსტის დაწერა. აი მართლა რა ბედნიერი ვარ მე, როდესაც შემიძლია ვიჩხუბო, ვიკივლო, ვიტირო, აგრესიული და უხეში ვიყო, ვიწიწინო (ხანდახან უაზროდაც), და ა.შ. და ა.შ. შემდეგ მოვემზადო, რომ ის უარესს მეტყვის, დამიწყებს ჩხუბს, გაგიჟდება როგორ თუ ეგრე მესაუბრებიო და ამ დროს კი უბრალოდ მეტყვის ერთადერთ და განუმეორებელ სიტყვას:
კარგი.
მერე მე ვმშვიდდები და მინდება ვუთხრა ერთი, ახლა უკვე ბანალური სიტყვა საერთოდ არაბანალური მნიშვნელობით. არა, მართლა სასწაულად მიყვარს და სერიოზულად განვიცდი იმას, რომ ადრე არ ვიცნობდი. მაშინ, როდესაც მეგობარი წამალივით მჭირდებოდა.
A moment of madness
It’s happened before
It could turn into sadness or a civil war
You’ve got me changing all I ever thought
გააგრძელე სეხნიავ
ხოდა აი ჩემი ბონობოც აგერაა. ტოტალური ინდი და უნისექსი.
დღეს ვფიქრობდი, რით განისაზღვრება ბედნიერება–მეთქი. ნეტავ როდის დგება ის მომენტი, როდესაც შენ შეგიძლია საკუთარ თავს შესძახო: გამარჯობა, მე ბედნიერი ვარ და ცხოვრება მიხარია!!!
რა მარტივია ხოლმე ზოგჯერ ამ ყველაფერზე მოკლედ საუბარი და რა ძნელია ამის გააზრება, გაცნობიერება და გარდა ამისა, ალბათ არ არსებობს ორი ერთნაირი ადამიანი, რომელიც ერთნაირად ახსნის სიტყვა “ბედნიერება”–ს.
დღეს ისევ მარტია, ისევ ჩემი თვეა. კიდევ 2 დღე და 3 საღამო არის დარჩენილი მორიგი მარტის დასრულებამდე და მე ისევ ხმამაღლა ვამბობ, რომ ჩემი თვეა. თავმდაბლობები მარტში არ ვიცი რას ნიშნავს.
ხოდა იმას ვყვებოდი, რომ ამინდები ზუსტადაც რომ “მარტულია”. (არ ვიცი არსებობს ეს სიტყვა თუ არა, ამიტომაც თავის დაზღვევის მიზნით ბრყალებში ჩავსვამ.) ისევ “მარტული” ამინდები. ანუ დღეს გუშინწინ – სეტყვა, გუშინ – მზე, დღეს – წვიმა, ხვალ – თოვლი და ზეგინდელი ქარბუქი თუ ფრიად არანორმალური შემთხვევაა დანარჩენი 11 და–ძმისთვის, მარტი ყურებს არ იბერტყავს ვინმეს სმენით და ყველას ეუბნება, რომ მე ვარ და როგორც მინდა ისე ვჭრი და ვკერავო.
გუშინ მზიანი ამინდი იყო, თუმცა რაღაცნაირი მზიანი ამინდები რომ არის ხოლმე, აი ისეთი. არც იქით, არც აქეთ. მე ხომ ბედი არ მაქვს. თუ მაქვს??? მშვიდად შევხვდი იმას, რომ თანამშრომელმა მანქანა გამიჩერა, ვიფიქრე მიცნო, ხომ სახლში მიდიხარ–მეთქი და დასტურის შემდეგ ჩავუჯექი. ამდენი დღე ჩუმად იყო, ამ ფრაზის შემდეგ კი ვეღარ მოითმინა და… აუ შენ საიდანღაც სასწაულად მეცნობიო. შევახსენე ყველაფერი. არა, დიდი არაფერი, უბრალოდ ერთხელ ერთად ვიქეიფეთ. არა, დიდი არაფერი. უბრალოდ ეს ის ძვირფასი და უკიდურესად შემეცნებით პერიოდის ჟამს იყო. შემეცნებითი იმ მხრივ, რომ შეყვარებული ვიყავი და ნუ მოკლედ, დანარჩენი კი წერია ამ ბლოგში მილიონი კუთხით აღწერილი და 7–ვე ბრუნვაში ნაბრუნები. თავში ხელები შემოირტყა, ვაიმეეე, რა დებილი ვარ, როგორ ვერ გიცანიო. მე მაგაზე მეტად იმაზე მქონდა რეაქცია საჭეს რომ აუშვა ორივე ხელი. ნუ მოკლედ.
დღეს წვიმამ გამაბედნიერა. არადა არც წვეთი დამსხმია და არც თვით პროცესი მინახავს. ერთი ის იყო, ვიღაცამ მითხრა და მე სიმბოლურად ფანჯარაში გავიხედე. უცბად საოცარი გრძნობა დამეუფლა იმისა, რომ სასწაულად ძლიერი ვარ და პარალელურად სასწაულად სუსტი. მათემატიკა ოდნავ მაინც ხომ იცით??? თორემ ოდნავზე ბევრად კარგად მე ვიცი მხოლოდ და მხოლოდ!!!! (ვხუმრობ და არ ავარდეთ. და საერთოდაც მარტია, ნუ მიბურღავთ ერთ უფერულ ორგანოს, რომელიც თმის ღერიდან კისრამდე მაქვს ალვის ხესავით აწოწილ ორგანოში გაუნძრევლად არის მოთავსებული). ხოდა ანუ ჩემი სისუსტე და სიძლიერე ორ ერთმანეთის პარალელურ, არამკვეთ ( თუ “არა მკვეთ” ან “არა–მკვეთ”) სიბრტყეშია მოთავსებული. მე და წვიმა ისე ვართ, როგორც თევზი და წყალი და რა არის თურმე იცით??? მე ძალები მაქვს რაღაცეებისთვის, არადა შემიძლია წამებში ვიტირო იმაზე, რომ ოთახში მარტო დავრჩი ან რაიმე სხვა სახის უაზრობა.
ახალი ეტაპი მაქვს ცხოვრებაში. ოღონდ არ ვიცი ამ ეტაპს რა ჰქვია. და საერთოდაც მგონია, ეს პოსტი არის რაღაცის დასასრული. თითქოს ამ პოსტით უნდა დავასრულო მე ბლოგერობა, რადგან ეს პოსტი იქნება შემაჯამაბელივით და ამაშივე ყველაფერზე დავწერ. ამიტომაცაა ალბათ ასეთი დიდი.
საკუთარ თავს მინდა მივუძღვნა ეს სიმღერა. კიარადა ეს მუსიკა. კი, მუსიკაა. მელოდია. უბრალოდ მისი ავტორი ძირითადად ტექსტებსა და ნოტებს უხამებს ხმაში ერთმანეთს და მაგიტომ. თორემ ეს მართლა მუსიკაა, კომპოზიცია, მელოდია და კიდევ ბევრი სიტყვა, რაც უბრალოდ ინსტრუმენტები და ნიჭია. ყოველგვარი ადამიანური ხმიანობის გარეშე.
და მე ისევ იმას ვიტყვი, რომ საკუთარ თავს მინდა მივუძღვნა ეს სიმღერა. დღეს აღმოვაჩინე. და მე დღეს კარგი დღე მქონდა, რადგან ახალი სიმღერა აღმოვაჩინე. თვალები დავხუჭე ამ წამს.
და იმდენი რაღაც მინდა დავწერო. ამბები მაქვს მოსაყოლი. თქვენთვის არა მკითხველნო. შენთვის, ჩემო ერთადერთო და განუმეორებელო ბლოგო. და მე მაინც იქით ვიხრები, რომ მკითხველი (ნებისმიერი წასაკითხი მასალისა) ცდილობს იყოს ობიექტური და კრიტიკული. და აი ამიტომაც მე ბლოგს მივმართავ, რადგან მე ახლა სუბიექტური რამე მჭირდება.
შესაბამისი და (არა)ლირიული გადახვევა: გუშინ კიარადა ამ დღეებში Kate ფიქრობდა ქეთუნაზე. მერე ქეთიზეც დაიწყო ცოტ-ცოტა და მიხვდა, რომ ბლოგში ძალიან ბევრი რაღაც ჰქონია თურმე დასაწერი. იცი რა ხდება, უნივერსო??? რაღაც მომენტში Kate შეშინდა. რა წესია ან კი რა საჭიროა ყველაფრის აქ წერა და გამოფენა??? ან კი რა სარგებლობა მოაქვს??? ჩემს თუ სხვათა ბლოგებში ადამიანები მესიყვარულებიან. “პირწიგნაკში” მწერენ, ვგიჟდები შენს ბლოგზეო. გააგრძელე “ჩემი შეყვარებული”-ს წერაო. არაერთხელ გამიხსნია, გადამიკითხია. გამიფიქრებია “აუ რა დეტალები დამიწერია
( ” და დამიხურია. ახლა გაზრდილი ვარ როგორც ბლოგერი თუ არა, არვიცი. თუმცა მაინც ვერ ვუბრუნდები. მაგასაც ხომ უნდა რაღაც ნიჭი. თუ არც კი ვიცი რა. ფაქტია, რომ რაღაც უნდა. მორიდებულობების მთელი ვულკანი ამიფეთქდა აქ და მაგიტომაცაა, რომ სრულიად სხვა თემებსა და საკითხებს მივეცი ადგილი. და რამდენიმე ასეთი პოსტი რომ მივაყოლე, ზოგმა გამიპროტესტა, ნუ წერ ასეთ თემებზე, პირადი ჩანაწერები გიხდება და ეგ არის შენიო. მერე მეც დავფიქრდი. რაზე შეიძლება ვწერო???
ხოდა ისევ პირადი ხასიათის პოსტებზე მაქვს სამიზნე მიმართული. და მერე ვიღაც იტყვის, რომ პირად პოსტებს არ ვკითხულობ და მეც უბრალოდ ვიღიმები და მეტი არც არაფერი.
ადრე მიამ თქვა ბლოგზე ჩემი პრობლემების შესახებ რომ დავწერო, ეს პრობლემები მაინც არ მოგვარდებაო. მეც მაგ აზრზე ვარ. მაგრამ აი მაშინ რა ვქნა, თუ ჩემს ბლოგს არ ვუყურებ მხოლოდ ისე, როგორც ბლოგს. მინდა რომ ამოვთქვა. იგავ-არაკი არის ასეთი: მეფეს რომ ვირის ყურები ჰქონდა ერთმა კაცმა შეიმცნო. ხოდა ურჩიეს, თუ ვერავის ეუბნები, წადი მიწაში ჩაყავი თავი, იმას უთხარიო. ხოდა ეს კაციც ასე მოიქცევა. ამის შემდეგ ცოტა მშვიდად გრძნობს თავს. ხომ იცით ეს იგავი??? სულხან-საბასია. მე მაპატიეთ შინაარსის ეგზომ დამახინჯება, მაგრამ ხომ იცით ეს იგავი?! ხოდა აი მეც ასე ვარ. აქაურობა ჩემთვის მიწასავით არის, რომელსაც შემიძლია ჩავსძახო. ხოდა მაცადოს ყველა “ძერსკი” ბლოგის ავტორმა არსებობა.
და მე ოდესმე დავდებ პირობას, რომ დიდ, გრძელსა და უშველებელ პოსტებს არ დავწერ, რომ მკითხველი არ შეწუხდეს და ამ პირობის შემდეგ დავდებ პირობას, რომ მე ფეხებზე მკიდია ეს მკითხველი. თუ ჩემი გრძელი პოსტები გეზარებათ, იკითხეთ მხოლოდ ფბ-ის სტატუსები
)))
აი რა ხდება იცი ჩემო ბლოგო??? სათქმელი სრულიად სხვა რამეზე იყო და მე ისევ სხვა რაღაცისგენ გავუხვიე. რაც არ უნდა იყოს 1 ამოსუნთქვაზე არ დამიწერია და შედეგიც – 0. Fail.
P.S.მინდოდა. არადა მართლა მინდოდა ბევრ რამეზე დამეწერა. ამბები მინდოდა მომეყოლა, რაც არ ვიცი აინტერესებს ვინმეს თუ არა, მაგრამ მე პანიკურ სიმშვიდეს მგვრის ბოლო რამდენიმე ხანია. მოხდა რაღაცეები, რამაც თვალებწინ ტაში შემოჰკრა ჩემი გამოფხიზლების მიზნით. მაგრამ ამაზე მერე. ეს პოსტი გაბანძდა და იმას მაინც შევეცდები “არაუშავს” ისე დავწერო.
P.P.S.უბრალოდ ერთს ვიტყვი: მე მიყვარს ჩემი თავი. ოღონდ ზუსტი დროები არ ვიცი, თუ როდის მიყვარს. და როდესაც ეგ ზუსტი დროები დგება, მე საკუთარ თავს ვეუბნები, რომ ჩემზე მაგარი ადამიანი ქვეყანაზე არ არსებობს.
P.P.P.S. აი ხომ ხედავ?! დღეს ნარციზი და ეგოისტი ვარ. მინდა და ვარ.
(პოსტი არ არის გამიზნული კომეტარებისთვის მსგავსი შინაარსით: “ქეთ, შენ მართლა ძალიან საყვარელი და მაგარი ხარ” და ძმანი მისნი. უბრალოდ მე სხვა რაღაცის თქმა მინდოდა და არ ვიცი რამდენად გამომივიდა )
ველოდები ამ დღეს ხოლმე.
ყოველი წლის სექტემბერში.
იდეაში არც არაფერი. ყველაფერი ისევ ერთფეროვნად, როგორც სხვა დროს და ა. შ.
უბრალოდ დაბადების დღეზე არანაკლებ მიყვარს.
ეს კი ისევ Jay Kay-ს ხმა.
უფრო სწორად Jamiroquai-ს ახალი (ამჯერად უკვე მეორე) კლიპი.
ქეთევანობა ამ სიმღერის იწყება.
წავედი, ლიქიორს მოვწრუპავ, თუ დავიტოვე ცოტა მაინც.
შემიძლია მინიმუმ 10 პოსტი დავწერო იტალიაზე, იტალიელებზე, აეროპორტებზე, ხალხებზე (სიტყვა “ხალხი” მრავლობით რიცხვში მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენება, როდესაც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებზეა საუბარი, სხვა შემთხვევაში უნდა ვთქვათ “ადამიანები”.), იტალიურ საჭმლებზე, ხმელთაშუა ზღვაზე, მამაკაცებზე, ფლირტებზე, უცხოეთში წარდგენილ და საქვეყნოდ გატანილ ქართულ სულსა და ქცევებზე, საინტერესო და განსაცვიფრებელ სანახაობებზე, ფულით შეძენილ ნივთებზე შემიძლია დავწერო, მე შესვენებას ვიღებ საკუთარი თავისგან.
რაღაც ისეთია რა ეს ყველაფერი…
ყველაფერი რა…
რა და აი ყველაფერი.
მაგალითად ჰაერიც კი.
აი ასეთი დაუგეგმავი.
ჰაერი კი არა… ამინდი.
მეზიზღება მაისი.
ვერ ვიტან.
ამინდები კი მარტისაა.
დედაჩემი მეუბნება, საშინელი წვიმიანი ამინდებია, მაისი მარტს დაესესხაო.
ნუ ეს ხომ დედაჩემის მეთოდია, თუ ამინდი არ მოსწონს, მარტის ამინდი უწოდოს. კბენის ერთ-ერთი მეთოდთაგანი.
არადა მაისი როგორ მეზიზღება.
და ძირითადად სულ ოჯახური რაღაცეების გამო.
5 მაისს იმ გარდაცვლილი ბებიის დაბადების დღეა, რომელმაც პრინციპში შეიძლება ითქვას, რომ დედაჩემი გააწამა. ამას მე რომ ვხედავდი, ჩემთვის ვიგრუზებოდი.
6 მაისს გიორგობა. სამწუხაროდ ეს მხოლოდ აჭარის რევოლუციის დროს შევიტყვე. კიდევ ერთხელ გავიხსენე მამაჩემი.
14 მაისს თამარობა. ანუ დღეს. გილოცავთ ყველას განურჩევლად სახელისა. და ვულოცავ ჩემს დას – თამუნას, რომელსაც ყვავილები ამოვუტანე დღეს. მიუხედავად ყველაფრისა და არის. ნეტავ მას თუ ახსოვს ეს… მეეჭვება. 26 სექტემბერს რომ ქეთევანობაა მაგაზე უკვე აღარ ვამბობ არაფერს, მაგრამ 2 ცალი 6 მარტი უ-”გილოცავ დაბადების დღე”-ოდ გაატარა.
17 მაისს მამაჩემის გარდაცვალების დღეა. და ყოველი წლის 17 მაისს ვცდილობ ცრემლები შევიკავო. თუმცა დღესაც კი 3 დღით ადრე უბრალო რიგითი ჩანაწერის კეთებისას ეს არ გამომდის.
31 მაისს მამაჩემის დაბადების დღე. ხო, დაბადების დღემდე ზუსტად 2 კვირით ადრე გარდაიცვალა. ზუსტად 2*7, ზუსტად 14.
ვარდობისთვის ყვავილი – ანუ ვარდი. არ მიყვარს, ვერ ვიტან, მეზიზღება.
ერთადერთი რაზეც ვაფრენ, ესაა მარწყვი…
მარწყვი არის ჩემთვის N 1 ხილი.
ძალიან მიყვარს მართლა.
ფორუმზე ერთი ბიჭი სულ მარწყვის სურათებს მიდებს ხოლმე და მეცინება.
ა და კიდევ.
დღეს 14-ია და ჩემს სახლში 13 დღის არსება ასლოკინებს.
ოღონდ მის მიმართ ჯერ არანაირი გრძნობა არ მაქვს.
საძინებელში რომ შევდიოდი, თითებით ცხვირის ნესტოები შევიკარი. სურნელი ტრიალებს რაღაცნაირი. არ მსიამოვნებს. რაღაც.
ხოდა ასლოკინებს.
რა ოთახშიც არ უნდა შევიდე, ყველგან მისი სლოკინი მესმის.
ა ნუ, ვე-ცე-ში არა, მაგრამ მანდ ხომ მხოლოდ ბუნებრივ მოთხოვნილებებზე შევდივარ.
მთელს სახლში ასლოკინებს.
“მაღაზიაში ჩადი და 2.5 კგ ხორცი იყიდე”-ს ამბავია. სულ 2.5კგ არის წონით.
დაიწყეს ახლა ვაიმე თვალები ვისი აქვს??? ვაიმე ცხვირი??? ვაიმე ნახე ხელი როგორ უდევს. ვაიმე ნახე…
ან ბიჭი რომ ვიყო, ვიტყოდი, ტვინი მომი***ეს ამ “ვაიმე ნახე”-ებითმეთქი.
მაგრამ სამწუხაროდ გოგო ვარ.
კიარადა მე მაინც გოგო ვარ. ყველა უბედურებასთან ერთად.
ვიქნებოდი ბიჭი.
გავიპარსავდი კვირაში ერთხელ წვერს.
ან სამსახურის პირობებში 2 დღეში ერთხელ.
და ეგ იქნებოდა მთელი მოწესრიგებულობა.
სველ ხელს გადავისვამდი თმებზე და Hugo Boss-ს გავისხამდი.
და ეგ ვიქნებოდი.
მერე გავიდოდი გარეთ, არ ვიქნებოდი სენტიმენტალური.
“პოხუისტი” ვიქნებოდი, ცხოვრებისეული.
მეკიდებოდა ყველაფერი.
არავინ მიაქცევდა იმას, რომ მე ვიღაცის შეყვარებული ვიყავი 11 თვის წინ.
არც იმას, რომ გუშინწინ ღამე ვიღაც გოგოსთან, სახელიც რომ აღარ მახსოვს, სექსი მქონდა.
ცვრიან ბალახზე თუ ფეხშიშველი არ გაიარე, რაა მამ….
კიარადა სექსი თუ არ ჰქონია, რაა მამაკაცი.
ასე რომ არავინ მეტყოდა რამეს.
ჩემი შვილიც ჩემს გვარის პატრონი იქნებოდა. თან ყოველგვარი ზედმეტი თავის ატკიების გარეშე.
გადავიპარსავდი თავს.
უფრო თამამად ვიქნებოდი მაღალი.
უფრო თამამად ვიქნებოდი გრძელი გვარის პატრონი.
უფრო თამამად მოვხიბლავდი საწინააღმდეგო სქესს.
ან უფრო მარტივად დავიკიდებდი.
რატომ უნდა მჭირდებოდეს იმის მტკიცება, რომ მეც მინდა ყურადღება?
რატომ უნდა ვამბობდე იმას, რომ ახლობლების მიმართ საშინელი ეჭვიანი ვარ, ხოლო – საყვარელი მამაკაცის მიმართ – არასოდეს….
რატომ უნდა ვამბობდე ამას???
ნუთუ ასე ძნელია ამის მიხვედრა???
და ყოველთვის პირიქით რატომ ჰგონიათ???
არ მინდა… პასუხებიც კი არ მინდა ამ ყველაფერზე.
ჯერ სახლში შემოსული არ ვიყავი, ქეთუნამ დაიჭიროსო და მერე თითი მივადე წერტილოვან ცხვირზე და დაიწყო განგაში, მე-3 მსოფლიო ომი.
ხოდა ავდექი და გამოვედი.
არ შემიძლია რა.
ქე-მაინც მარტო ვცხოვრობდე, რომ არ ვუყურებდე ამ ყველაფერს.
და ქე-მაინც მეცოდინებოდა ვინ როგორ არის ჩემს მიმართ.
არა, ცოდნით ახლაც ვიცი, მაგრამ აქსიომა იქნებოდა.
მაგრამ ცალკე ყოფნას ფული უნდა, მე კი დღეს უკვე აღარ ვიცი მერამდენედ, სამსახურიდან გამომიშვეს.
ზედმეტი ფული დავხარჯე დის ყვავილებში.
ზედმეტი რა, ვიყიდე და სულელმა არ დავყნოსე.
რომ დავყნოსე, მადლობა ვუთხარი გიგი უგულავას ქუჩებში სანაგვე ურნების დადგმისთვის. მერე იგივე გამყიდველს 1.5სთ-ის მერე ვეწუწუნე, მაგრამ შედეგი – 0. ვერ დავუმტკიცე ვერაფერი. თურმე გვირილებს ყველის სუნი უნდა სდიოდეს. უკეთესები ვიყიდე.
საძინებლიდანაც გამომაძევეს. ახლა დიდ ოთახში მომიწევს უზარმაზარ ტახტზე ძილს მიცემა. ეგ კარგია, მომწონს. უბრალოდ გამოძევების ფაქტი არ მომწონს.
თუ გინდათ, ამ სიმღერას მოუსმინეთ.
თუ არ გინდათ, რა აზრი აქვს ამ პოსტის წაკითხვას, ერთი ვიცოდე.
მეტი არაფერი.
სულ ეს იყო.
უბრალოდ
ჩემს სახლში 13 დღის არსება ასლოკინებს.
არვიცი საიდან დავიწყო, ან რა დავიწყო ან რა უნდა ვთქვა.
ახლა ვცდილობ გავიხსენო როგორი ვარ ქუჩაში.
აქვე უნდა განვიხილოთ 2 შემთხვევა.
თუ სამსახურში მივდივარ:
აუცილებლად მაცვია პერანგი, მისი მეგობარი ჯაკეტი, ფეხსაცმელი და შარვალი. თუ დილით დედაჩემმა შარვალი დამიმალა მოტივით “რა სულ შარვალი გაცვია ბიჭივით?!”, მაშინ იძულების ფორმით მაცვია ქვედაბოლო. მაგრამ მადლობა ღმერთს ეს იშვიათად ხდება.
თუ სამსახურში არ მივდივარ:
აუცილებლად მაცვია რომელიმე ჩემ სპორტული მაისური, მისი მეგობარი ჯინსის შარვალი, მათი მეგობარი amazon.com-დან გამოწერილი ლურჯი კეტები და ჯინსის ქურთუკი. ზაფხულშიც მსგავსად, თუმცა უფრო მოშიშვლებული მაქვს მხრები, რის შედეგადაც მიჩანს სვირინგი და მავანნი და მავანნი მაკვირდებიან სხვადასხვანაირი თვალები. “როგორ შეიძლება ქართველ გოგოს ჰქონდეს თან ამხელა, თან ფერადი და თან ასეთ გამოსაჩენ ადგილას სვირინგი?” ამ დროს უნდა ნახოთ როგორ მეცინება ხოლმე
))))))))
ერთხელ სახლის ფორმით ვიყავი სახლიდან გამოსული. ანუ მეცვა სვიტრი და ადიდასის სპორტული შარვალი. შუა პეკინზე პოლსკი უნდა მენახა. ჯერ ავტობუსის გაჩერებაზე ვიღაც ქალმა მითხრა, ადრე გოგოები უფრო ქალობდნენ და ახლა კი რა კარგია, რომ ასე სპორტულად გაცვიაო და გამიღიმა. მართალი რომ ვთქვა, გამიკვირდა. მერე ბუკიას ბაღში მალოდინა სალომ. რაც უფრო დიდი ხანი აკვირდები ვიღაცას ან რაღაცას, მით უფრო ბევრს ფიქრობ რაღაც-რაღაცეებზე. მე არ დამითვლია რამდენმა ადამიანმა ამათვალიერ-ჩამათვალიერა, მაგრამ გარწმუნებთ ნახევარი საათის პირობაზე საკმაოდ ბევრი იყო. ნუთუ არ შეიძლება 23 წლის გოგო ქუჩაში გამოსული იყოს ადიდასის სპორტული შარვლით???
ავტობუსის გაჩერებაზე:
თუ დილაა ვდგავარ ფეთიანივით. სულ მეჩქარება. ვარ საშინელი არაპუნქტუალური. ყველა ჩემმა მეგობარმა იცის ეს და დროის მხრივ არ მზღუდავენ. ხშირად მე თვითონ ვთხოვ ხოლმე, რომ მითხრან 4 საათი, თვითონ კი 5-ის ნახევარზე მოვიდნენ, რადგან მეც 5-ის ნახევარზე მივალ შეხვედრის ადგილას. ამ ულამაზო ჩვევის ძალიან მერიდება, მაგრამ რა ვქნა, ვერ ვამარცხებ. თუ ვინმე ახალ-გაცნობილი ადამიანია, ვატყუებ ხოლმე. “აი ისეთ საშინელ საცობში მოვყევი”, ან თუნდაც “აი მოვდივარ 5 წუთში მანდ ვარ” არადა მინიმუმ 15 წუთი მჭირდება მისაღწევად. არაპუნქტუალურობის გამო ხშირად მიწევს ტაქსით სარგებლობა, რაშიც მიდის პრინციპში ჩემი ისედაც პატარა ხელფასის დიდი ნაწილი. ყოველდღე საკუთარ თავს ვეუბნები, რომ ხვალ დროზე გავალ სახლიდან, მაგრამ მეტი არ არის ჩემი მტერი მაგას ვასრულებდე.
თუ საღამოა ვდგავარ გამოფიტული, დაღლილი. არაფრის თავი არ მაქვს. ვდგავარ ერთ ადგილას და ვერც ვინძრევი. საშინლად მაღიზიანებს, როდესაც ვინმე მეჯახება. ეს კი ძალიან, ძალიან ხშირად ხდება. ერთი ქალი დამეჯახა და აქეთ დამიწყო ყვირილი. მინდოდა ორმაგად მეყვირა, მაგრამ მივხვდი,რომ აზრი არ ჰქონდა. თანაც 3-4 წლის ბავშვი მოჰყავდა და ის შემებრალა, რომ ასეთი არანორმალური პატრონი ჰყავდა. ხოოო, ასეთებიც ხდება.
დავდივარ ძალიან, ძალიან, ძალიან, ძალიან ჩქარა. აი მართლა ძალიან, ძალიან ჩქარა. და არა მხოლოდ იმიტომ, რომ არაპუნქტუალური ვარ, ისედაც. რომც არსად მეჩქარებოდეს. არ ვსეირნობ არასოდეს. მარტო ხომ არ ვისეირნებ. თუ დედაჩემთან ერთად მივდივარ სადმე, ყოველთვის ვასწრებ, რის გამოც სულ მეჩხუბება, რა წესია, რა გიჟივით გავარდები ხოლმე წინო. რამდენიმეჯერ Mr. M-აც მითხრა, სადმე გეჩქარება??? ერთად არ მივდივართო?! ამაზე გამეცინა, თან მომერიდა, “ფორა მივეცი” და რამდენიმე ნაბიჯით უკან დავიხიე. ვიფიქრე წინ იქნება ბარემ და გამასწრებსმეთქი, მაგრამ რამდენიმე წუთში ისევ წინ მივდიოდი. მგონია, რომ ნელა რომ ვიარო, რამე მომივა. არვიცი რა, მაგრამ აი არ შემიძლია. მიუხედავად იმისა, რომ სამოდელო სააგენტო “ნატალი”-ში დავდიოდი მთელი 4 წელი, ნელა სიარულისას 8-ებს ვურტყამ. იგივეს ვაკეთებ სახლში. მაგრამ ეს დაღლილობისგან არის, თორემ ისე ერთხელ, 1-ლ კურსზე მივდიოდით დაახლოებით 5-6 ადამიანი. მე რათქმაუნდა წინ გავვარდი მერამდენედ. ამათმაც იფიქრეს რამე გავუჩალჩოთო და უცბად ჩუმად შეუხვიეს სადღაც. მე მივდივარ, მივდივარ. მერე უცბად მოვტრიალდი და არავინ რომ არ დამხვდა, ჯერ გავოგნდი. ერთხანს არც არავის დავუძახე. მერე ძახილი დავიწყე, თუმცა არავინ მომიგო. მეც ვიდექი ასე, ვიფიქრე მაღაზიაში ხომ არ შევიდნენ ჯგუფურადმეთქი. ხოდა ვიდექი, ვიდექი. საკმაოდ არასასიამოვნო შეგრძნება იყო. მერე გავტრიალდი, წავალმეთქი და ზუსტად ამ დროს გამოჩნდნენ ყველანი ერთად.
)))))))
ხო კიდევ რა…
მაკიაჟს ვერ ვიტან, მაგრამ სამსახურიდან გამომდინარე შევეჩვიე. თუმცა კარგად გაკეთება ვერა და ვერ ვისწავლე.
არ მიყვარს ქუსლიანი ფეხსაცმელი, რადგან არაკომფორტულია, თუმცა სიარული ვიცი, “ნატალი”-ში მასწავლეს. ვერ ვიტან, როდესაც ქუსლებზე სიარულისას თბილისელი გოგჩოები ცუდად დადიან. “ცუდად სიარულში” მუხლების არ-გაშლა იგულისხმება. ჯერ ისწავლე და მერე იარე.
ხოო… კიდევ რა დავამატო.
კიდევ ავტობუსს ხშირად მივსდევ რამდენიმე მეტრით დაშორებული მანძილიდან. რომ ავდივარ, ყველა გაკვირვებული მიყურებს. ალბათ ვერ წარმოუდგენიათ როგორ შეიძლება გოგო ასე დარბოდეს. ასე სპორტულად. მაგრამ რავიცი აბა… მამაჩემი სპორტსმენი იყო და ალბათ ეს გენეტიკურია.
უბნელ ტაქსის მძღოლებს უკვე აღარ ვუჯდები. ისიც იკმარონ რაც ამდენი თვის (თუ უკვე წლის) განმავლობაში ჩავუჯექი. სულმთლა განაგლდნენ და იმიტომ.
ეს დღეები მეტროთი დავდიოდი სამსახურში. მიყვარს მეტრო. არ ვარ ”ვაიმეეე, მეტროში როგორ უნდა ჩავჯდე” ტიპი. რაც არ უნდა ბევრი ფული მქონდეს, არანაირი კომპლექსი არ შემაწუხებს მაგისი. უფრო მეტად სისუფთავე რომ იყოს, უფრო მეყვარებოდა. მიწის ზევით, მიუხედავად მატარებლების გუგუნისა და ანუ ხმაურისა, უფრო სიმშვიდეა, ვიდრე მიწის ზევით.
თვალები რომ ფრიად სათუთი მაქვს, კი იცით ალბათ. მინუს 5 მაქვს და ძალიან მგრძნობიარე. აქედან გამომდინარე, მზეში აუცილებლად სათვალეებით მიხილავთ ქუჩაში. ზამთარში ჩემი საყვარელი ქუდი მახურავს, რომელიც იანვრიდან დღემდე მოყოლებული ანუშკასთან მდებარეობს. იმის მერე ვერ დავაყენე საშველი მისი მოტანისა. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ ძალიან ცუდად ძალმიძს დროის განაწილება.
კიდევ რა…
ვერ ვიტან, როდესაც ტრანსპორტში ჩაჯდომისას “არაფანჯარასთანმჯდომი” მე მტენის ფანჯარასთან იმის მაგივრად, რომ თვითონ ჩაიწიოს. ან როდესაც გამოსვლის დროს მხოლოდ ფეხებს ატრიალებს (ადგომის და გამოტარების მაგიერ). ასეთ ადამიანებს რეგვენებსა და უკულტუროებს ვუწოდებ.
მინდა, რომ ყველა სამარშუტო ტაქსსა თუ ავტობუსში იყოს ასეთი დასაჯდომები. იქნებ ამ მხრივ მაინც აღიგავოს მძიმეწონიანების მიერ მსუბუქწონიანების ჩაგვრა. :დაჩაგრული:
მინდა, რომ ყველა სამარშუტო ტაქსის სიმაღლე იყოს მინიმუმ 2 მეტრი, რომ არ მიწევდეს 15 ნაკეცად მოკეცვა. :მაღალიდადაჩაგრული:
მინდა, რომ ტაქსით ყველგან მისვლა ღირდეს არაუმეტეს 3 ლარისა და მძღოლი არ მიყვებოდეს რა მაგარი იყო ძველი დრო… რა მაგარი ტიპი იყო თვითონ… რატომ არ უნდა ვიყო გათხოვილი, მასმენინოს, თუ რაოდენ ცნობილი და პოპულარული ხალხი უტარებია…
კიდევ მინდა, რომ City park-ის სამსახურმა დააჯარიმოს ყველა იმ მანქანის პატრონი, რომელიც ვიწრო ქუჩაზე არის დაყენებული.
დააჯარიმონ ყველა მძღოლი, რომელიც შუა ქუჩაში აჩერებს მანქანას.
ხო… კიდევ ის, რომ ზაფხულში ჩემი ცხვირი სავსეა ჭორფლებით. ის ჭორფლები ზამთარშიც მაქვს, მაგრამ ჩუმად მამჩნევია.
ვმოძრაობ ყურთსასმენებით, მაგრამ ახლა დროებით სანამ ახალი ტელეფონი მიყიდია, 29 ლარიან ბილაინის ტელეფონით ვსარგებლობ, ასე რომ ყურთსასმენები დროებით არ მიკეთია და ამიტომ იძულებული ვარ ქუჩის ხმაური ვისმინო.
თმები ყოველთვის დავარცხნილი, თუმცა აჩეჩილი და გიჟურად.
მობილურს ხშირად ვატრიალებ ხელში იმიტომ, რომ საათს ვუყურებ წამში ასჯერ. დავხედავ და მალევე მავიწყდება, რომ დავხედე. შესაბამისად ისიც მავიწყდება, რა დრო იყო.
პრინციპში სულ ეს იყო…
კიარადა იმაზე უფრო მეტიც იყო, ვიდრე უნდა დამეწერა.
აი ესეც მე…
შეწუხებული სახის გამომეტყველებით…
უბანში.
რომელშიც პირველად შარშან ჩავედი.
ნუ პურის მოტანასა და მეზობელთან გადასვლას არ ვგულისხმობ.
უბანში “ბირჟაობასა” და “ეზოში ჩასვლის” ინსტიტუტზე მაქვს საუბარი.
შარშანდელი ივნისი.
მანამდე და მას შემდეგ არ ჩავსულვარ.
და არც ვაპირებ.
არ მკითხოთ რატომ.
იცით ისედაც ამ ბლოგის ყველა აქტიურმა მკითხველმა. : )
ხო…
დიდი მადლობა როდეს დატაგვისთვის, თორემ მე 100 წელი არ მომაფიქრდებოდა ამ სახის პოსტის დაწერა.
ჩემის მხრივ კი ნამდვილად არვიცი ვინ დავტაგო, რადგან მგონი ყველამ დაწერა ამ შინაარსის პოსტი.
ხოდა მოდი ასე ვიზამ.
ვისაც გაგიხარდებათ, მათ დაწერეთ. თუნდაც კომენტარებში გამოხატეთ სურვილი. როგორც გაგიხარდებათ.
ხოოოდა…
ასე და ამგვარად ბარაშკა გათხოვდა.
ყველაფერი რათქმაუნდა ისე იყო, როგორც იქნებოდა.
ტრადიციული ქართული ქორწილი.
სიტყვა “ტრადიციული” რომ იწერება სადმე, მაჟრიალებს ხოლმე.
მეზარება მოყოლა…
კიარადა არა იმიტომ, რომ მეზარება და მეტი არაფერი.
არამედ იმიტომ, რომ ბევრი ისეთი რაღაც შემომეწერება, რაც არ მომწონს არც ზოგადად და არც კონკრეტულად ამ შემთხვევაში.
მე კი სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ისეთი ტიპაჟი ვარ, რომ აუცილებლად შევყვები და შემომეწერება. ხოდა ჩუმად ვარ.
თამადას მეორე მეჯვარეში ავერიე და ლამის მე დამლოცა ქმართან ერთად.
ნუ კარგი.
მერე ყვავილების სროლაზე დედაჩემი, თეოს დედა, თეოს და, მეჯვარეები და კიდევ მგონი ვიღაცეები მახევდნენ კალთებს (ნუ კალთებს არა, მაგრამ მართლა ჩამჭიდეს ხელები და ისე მიმათრევდნენ), დადექიო. ნუ ვერ ვიტან რა… მეზიზღება ეს თაიგულის სროლის მომენტი. ნუ კარგი, ისევ ზრდილობის გამო დავდექი, მაგრამ ისეთ ადგილას, რომ თითქმის თეოს გვერდით ამოვუდექი და თან შევძახე, ჩემსკენ არ გადმოაგდო, თორემ გაგლახავმეთქი.
მერე ქართული უნდა იცეკვოთ აუცილებლადო. არ ვიცი ეს ქართული ცეკვა და ნუუუუუუუუ…
მერე კიდევ არაერთი არასახარბიელო პატარა დეტალი, მაგრამ ნუ მოკლედ რა.
facebook-ზე დავდე თეოს ქორწილის სურათები. მგონი პირველი შემთხვევაა, როდესაც სურათებში მომეწონა ჩემი თავი. Hair Haus-ში გაკეთებულმა თმებმა, ფრჩხილებმა და მაკიაჟმა თავისი ჰქნა.
ხოდა ამ ქორწილის შემდეგ დასკვნა:
მე არასოდეს შემიყვარდება და არასოდეს გავთხოვდები!!!!
ნახეთ მე ვინ მყავს…
ორშაბათი.
კიარადა უკვე სამშაბათია, მაგრამ მე ორშაბათში ვარ ჯერ.
რატომ გავიხსენე ახლა ეს ყველაფერი. ეს ხომ უკვე თითქოს წარსულია.
უბრალოდ იმის თქმა მინდოდა, რომ ჩემმა მეზობელმა დღეს გამაღვიძა.
კიარადა ახლა რომ ვუკვირდები, მაგის თქმაც არ მდომებია.
უბრალოდ მომენატრა ჩემი ბლოგი.
კლავიშებს რომ მთელი გამეტებით ვურტყამ და ამასთანავე ნაზად.
და მიყვარს ჩემი კლავიატურის მკვეთრი ხმა.
ჩუმი” კლავიატურა დევს ყუთში და ეს სიამოვნებას მანიჭებს.
მაუსიც ხმაურიანი მაქვს, მკვეთრად გამოსცემს ხმას.
ოდესმე თუ კლავიატურა ვიყიდე, ისევ ხმაურიანსა და დიიიიიიიდ კლავიშებიანს ვიყიდი ისევ….
ან ეს რა შუაში იყო.
უბრალოდ სიგიჟემდე მომენატრა ბლოგი.
მისი სიმყუდროვე.
და უბრალოდ რაღაც სისულელეებს ვწერ.
ხო, ღამის გათევები ისევ დაიწყო…
ხო, დღეს კვერცხი ისევ ჩემებურად შევწვი. სულ იმას ვიძახი კვერცხისა და ღომის მეტი არაფრის კეთება არვიციმეთქი. ხოდა აჰა.
არც არაფერი პოსტია, უბრალოდ ბლოგი მომენატრა.
არვიცი რამდენად შესაძლებელია, რომ ქართული ბიზნესისა და ეკონომიკის პირობებში მომხმარებლების მიმართ შეთავაზებული პროდუქცია იყოს უნივერსალური.სიტყვა “უნივერსალური” იდეალურს ნიშნავს, მაგრამ ეკონომიკაში მას ცოტაოდენ სხვა მნიშვნელობა აქვს შეძენილი.პროდუქცია ან მომსახურება მაშინაა ემიტენტისთვის უნივერსალური, როდესაც ნახსენებ პროდუქტს მოაქვს მოგება. ხოლო მომხმარებელს ეს სიტყვა ესმის, როგორც ხარისხიანს+იაფი. ამ სიტყვის ასეთი, 2 სხვადასხვანაირი დეფინაციის შემდეგ მომხმარებელიც და ემიტენტიც ფიქრობს. ამ ფიქრის შემდეგ კი ღებულობს გადაწყვეტილებას.ორივე მხარე მაშინაა კმაყოფილი, როდესაც მოთხოვნისა და მიწოდების წირები ერთმანეთს კვეთენ. და ზუსტად ეგ გადაკვეთის წერტილია ის ფასი, რაც უნდა ღირდეს პროდუქცია, რომ ის მომხმარებელმა შეიძინოს.
კარგით.
შევეშვათ იმას, რომ მე ახლა ვცდილობ ჩემი პროფესიული ცოდნის დემონსტრირებას. თუმცა მაინც მინდოდა შესავალი ასეთი ყოფილიყო პოსტის, რომელიც მინდა მივუძღნა unicard-ს. რამდენიმე დღეა ფორუმზე სპეციალურ თემაში ვმსჯელობთ ამ ბარათის რაობაზე (ლოლ).
ბარათის აღება შესაძლებელია შემდეგ მისამართებზე:
გუდვილი დიღომი მის:ფ. მეფის გამზ N 1
გუდვილი ვაკე. მის: ი. ჭავჭავაძის გამზ N 34
სავაჭრო ცენტრი “მეგალაინი”. მის: კერესელიძის 1-ლი შესახ. N 12
კ/თ “რუსთაველი”. მის: შ. რუსთაველის გამზ. N 5
კ/თ “ამირანი”. მის. მ. კოსტავას ქ. N 36
აგრეთვე:
“მობი”-ს, “იოლი”-ს, “ვულე ვუ’-ს, “ლუტეცია”-ს, “რონიკო”-ს, “კენარი”-სა და “ელიტ ელექტრონიქსი”-ს ნებისმიერ ს/ც-ში.
ბარათი არის უფასო!!! მის ასაღებად საჭიროა მხოლოდ პირადობის მოწმობა.
რამდენიმე დღის წინ ავიღე კ/თ “ამირანში” და შემდეგ “რუსთაველში” ბილეთები შეიძინე. უნიკარდით. ვინაიდან შევიძინე 2 ბილეთი, დამერიცხა 7.4 ქულა.
ზოგი ამ ბარათს გაკოტრებას უწინასწარმეტყველებს. თავიდან მეც ვერ მივხვდი რა მოგება ჰქონდა მას. მაგრამ ბოლოს მივედით იმ აზრამდე, რომ თითოეული ის კომპანია, რომელიც ურთიერთობს ამ ბარათთან, თანხას უხდის “Universal Card Corporation”-ს.
ძალიან ბევრი ორგანიზაცია თანამშრომლობს უნიკარდთან. ბუკლეტს სურათები გადავუღე და აგერ თქვენც გადაავლეთ თვალი.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ქ. თბილისი, თ. მეფის გამზ.N 8, დარეკეთ 555222-ზე ან ეწვიეთ unicard.ge
ყოველთვის განსაკუთრებულად ველოდები ხოლმე. ვნერვიულობ გამუდმებით. ნეტავ ყველაფერი წესრიგშია თუ არა. არადა რა არის სანერვიულო მაშინ, როდესაც ყველაფერზე სხვა ზრუნავს და ფიქრობს. მაგრამ მაინც. და ეს იმიტომ, რომ ჩემი საყვარელი დღესასწაულია. გუშინ დედაჩემი მეუბნებოდა, ღია ვარდისფერი მინდა კვერცხები იყოსო. არადა იცის, რომ მე ძალიან მუქი წითელი მიყვარს. ქვაბიდან რომ ამოვიგეთ, ისეთი მუქები იყო, ლამის შავებია. ისე გამიხარდა, ისე. მერე მითხრა, გეხუმრეო
)))))))))))
ფორუმზე არის ერთი ადამიანი – გურამი, იგივე GURAMI19. ამწამს შევედი და თემა გაუხსნია სააღდგომო ძალიან ლამაზი. რაც კი რამეა ხოლმე მოსალოცი, ყველაფრის თემას გურამი ხსნის ხოლმე ძირითადად. მიყვარს მისი გახსნილი თემები. აგერ შეგიძლიათ იხილოთ კიდევაც და ამ დროს ვიღაც შემოდის და უწერს:მერე???
” აი იცით რას ვერ ვგებულობ??? მესმის, რომ არსებობენ ურწმუნონი, არსებობენ სხვა რელიგიის მიმდევრები, არსებობენ ათეისტები და მე ამაზე არანაირად არ მაქვს გართულება. როგორც იტყვიან, ყველას გაუმარჯოს თავის ცხოვრებასა და არჩევანში. მაგრამ როდესაც მე არ ვეხები შენს რელიგიას, არ დავცინი, არ ვაქილიკებ, შენ რატომ აკეთებ ამას??? თუ არ მოგწონს ეს რელიგია, უბრალოდ არ შეხვიდე ამ თემაში, გვერდი აუარე და მორჩება. რა საჭიროა ან თუნდაც რა წესია, რომ იმას დასცინი, რაც ჩემთვის ესოდენ ძვირფასია??? მართლა ვერ ვგებულობ მსგავს რამეებს.
მიშელი ზუგდიდში წავიდა სააღდგომოდ და მთელმა მისმა სამეგობრომაც, მანამდე თუ მის მერე, ერთიანად იგივე ჰქნა. ბაბისამ დაწერა, მიყვარს, როდესაც თბილისი იცლებაო და ყველა რაიონში მიდის თავისთანო. მეც 100%-ით ვეთანხმები და ვიზიარებ ამ ამბავს.
დედაჩემი სვეტიცხოველშია ღამისთევაზე და არვიცი რამდენ ხანში მოვა. გუშინ დილის 5-დან 9-მდე ცისკარი იყო და მას დაესწრო. და სანამ ამ წუთში 5-ის 17 წუთია, ისევ მარტო ვარ. უფრო სწორად ორნი: მე და აღდგომა.
ეს უკვე მეორე აღდგომა და მთლიანობაში კი მესამე დღესასწაულია, რაც სახლში მარტო ვარ. შარშანდელი აღდგომა, წლევანდელი შობა და დღეს. უკვე თითქოს მივეჩვიე კიდევაც და ვცდილობ ამ დღეებს არაჩვეულებრივად შევხვდე ხოლმე. მიყვარს ეკლესიის ზარების რეკვების ხმა რომ შემოდის ჩემს ბინაში.
ეს წვიმაში კაცი ეზოში დაახლოებით 10-სთვის შევიდა. ჯერ კიდევ ეკლესიაში არავინ რომ არ იყო. ვუღებდი სურათებს და სულ “საყვარელი”-ს გავიძახდი ჩემთვის ჩუმად მასზე. ჯერ ეკლესიის გარეთ იჯდა, შემდეგ ეზოში შევიდა და თავისი პატარა სკამზე და ჯოხით ხელში ჩამოჯდა და დაუწყო ლოდინი. არადა მოვიდა დაახლოებით 9 საათზე.
მას შემდეგ სხვებიც შეუერთდნენ. დანარჩენი “საყვარლები”. ისხდნენ და ელოდნენ.
მე კომპიუტერში ფილმის ყურება შევწყვიტე, დიდ მაგიდაზე დავაწყვე მხოლოდ ის, რაც აუცილებელი იყო და საქმეს შევუდექი. დანის დადებაც კი დამავიწყდა. სახლში მაინც არ ვხმარობ და თუ სტუმარი მოდის ან 1-ზე მეტი ადამიანი აღნიშნავს, კი ბატონო. მაგრამ რადგან მე ვიყავი ეული, ამიტომაც ეგეც არ გამოვიღე.
მერე ერთ ხელში ერთი კვერცხი დავიჭირე და დავიძახე: “ქრისტე აღსდგა”. მეორეში – მეორე მეჭირა, “ჭეშმარიტად” ვუპასუხე და დავარტყი. პასკაც რათქმაუნდა ტრადიციულად უგემრიელესია. გამოვიღე ჩემი უსაყვარლესი ლიქიორი და თითქმის გამოვცალე. უსაყვარლესი რა… ლიქიორზე ვგიჟდები და ყველანაირ ლიქიორს “უსაყვარლეს”-ს ვეძახი.რომ მიმიშვა, ლიმიტისა და გაჩერების გარეშე დავლევ. თუმცა ეს მართლა უგემრიელესია. მიშელის ბაბუამ გვაჩუქა თავისი გაკეთებული. კვერცხს რაც შეეხება, სხვათაშორის, მიუხედავად იმისა, რომ ღამით კვერცხის ჭამა არასახარბიელოა, სააღდგომო კვერცხი რამდენიც არ უნდა ჭამოთ, არაფერს გავნებთ. გარედან ეკლესიის ხმები მომდიოდა. როგორ მიყვარს მათი სმენა. ამასობაში უკვე საკმაო რაოდენობის ხალხი მოგროვდა რათქმაუნდა.
აქ უკვე აღარ იყო იმდენი, რადგან იმ დროს პასკას მივირთმევდი და ის მომენტი ვერ დავაფიქსირე, როდესაც ეზო სულ სავსე იყო. მერე გავედი ჭურჭელი გავრეცხე და დავუბრუნდი კომპიუტერს.
მახსენდება ის დრო, როდესაც მამაჩემს მე და ჩემი და სიონში დავყავდით აღდგომასა და შობის ღამეებზე. მახსენდება და მენატრება. ღმერთო, რა კარგი იყო ბავშვობა, რა მალე გავიზარდე. აქვე მინდა საკუთარ თავს შევძახო: “10 წლის ქეთუნა! 13 წელიწადში შენ სახლში შეხვდები შობასა და აღდგომას.მეტიც. ოჯახის არცერთი წევრი შენთან არ იქნება. ვიღაც გარდაცვლილი იქნება, ვიღაც უკვე სხვას რომ მიიჩნევს ოჯახად, იმასთან, ვიღაც კი მარტო წავა ეკლესიაში და არავინ დაგახვედრებს ცხელ, გემრიელ ხაჭაპურს ეკლესიიდან სახლში მოსულს და არავინ მოგეფერება. ასე რომ, უფრო დააფასე ის, ვინც და რაც 10 წლის ასაკში გყავს და გაქვს.”
მიყვარს ეს დღესასწაული და მინდა, მართლა მთელი გულით მინდა, რომ ყველა ვინც ჩემს ირგვლივ არის, კარგად იყოს. არ აქვს მნიშვნელობა ახლა ვინ კითხულობს ამ ნაწერს. შეიძლება ეს იყოს სრულიად უცხო ადამიანი, რომელმაც უბრალოდ სიტყვა “აღდგომა” ჩაწერა google-ის საძიებო სისტემაში და ჩემი ბლოგის ზღურბლზე დააყენა. არ აქვს მნიშვნელობა, ჩემს მიმართ სიმპატიები აქვს თუ არა. არ აქვს მნიშვნელობა, ვირტუალური არის თუ რეალური. ყველას გილოცავთ. ღმერთმა ბედნიერი გამყოფოთ. სწორი გზით გატაროთ და ყოველთვის მისი მადლი გფარავდეთ.
ქრისტე აღსდგა!
უბრალოდ გუშინ guest post-ი დავწერე კიკიტოსთან.
კომენტარები გინდათ აქ, გინდათ იქ, გინდა არც აქ და არც იქ.
არაფერი განსაკუთრებული…
ძალიან ჩუმად, ძალიან მშვიდად და ძალიან წყნარად…
ეს მაისური დღეს მე
