Archive for the ‘News’ Category

      დაიმახსოვრეთ ეს დღე. ეს არის დღე, როდესაც საქართველო უკვე ოფიციალურად გახდა Paypal სისტემის წევრი ქვეყანა. რა არის Paypal? ეს არის ანგარიშსწორების გამარტივებული და დაცული ფორმა. მისი გამოყენება ნიშნავს, რომ ფინანსური ტრანზაქცია იქნება უსაფრთხო და სანდო. გაადვილდება ურთიერთობა განყიდველსა და მყიდველს შორის.ყველას, ვინც ძალიან ელოდა ამ დღეს, მინდა მოგილოცოთ. ეს დღე დადგა. თქვენი არ ვიცი, მაგრამ ეს დღე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია Online shopping-ის მოდერატორისთვის და პლუს საბანკო საქმის სპეციალისტისთვის. 10-ში დილით ჯერ სებ-ში (საქართველოს ეროვნული ბანკი) დავრეკე და არანაირი ინფო არ ჰქონდათ, იქით ვამცნე. მერე კი შევედი ფორუმზე და ფაქტიურად სულ იქ ვარ. პარალელურად ვცდილობდი ინფორმაციები მომეპოვებინა იმისათვის, რომ ეს ინსტრუქცია დამეწერა. მაშ ასე, ვიწყებ.

      უპირველეს ყოვლისა, მოიმარჯვეთ პლასტიკური ბარათი. არის საუბრები იმაზე, რომ ყველაზე დაბალი კატეგორიის ბარათიც (ანუ Visa Electron (მათ შორის მეტრომანი ანუ სტუდენტური ბარათი) ებმება. თუმცა მე გირჩევთ, რომ ორიენტაცია აიღოთ Visa Classic-ის ან Mastercard Standart-ის ტიპის ბარათებზე, რადგან Visa Electron-ისგან განსხვავებით ეს ბარათები ყველგან გავა. ამიტომაც არის ის Visa Electron-ზე ერთი საფეხურით მაღალი რანგის ბარათი. იქვე ბანკში ოპერატორს ამ ბარათზე მიაბმევინეთ დოლარისა და ევროს ანგარიშები Paypal-ზე რეგისტრაციისას თქვენ ზუსტადაც რომ დოლარის ანგარიშიდან ჩამოგეჭრებათ 1$ და ევროს ანგარიშიდან 1,5 ევრო. თუ მოხდა ისე, რომ მხოლოდ დოლარი გაქვთ, არაუშავს, უბრალოდ დამატებით დაგეკარგებათ კონვერტაციის კურსის თანხა. გინდათ ეს თქვენ? მგონი არა.ამის შემდეგ ეს ორი თანხა შეიტანეთ ამ თქვენს ანგარიშებზე.ყურადღება! ბარათზე ამ თანხების ქონის გარეშე თქვენ ვერ დარეგისტრირდებით Paypal-ზე. ასევე მიაქციეთ ყურადღება, რომ აიღოთ ისეთი ბარათი, რომელსაც ვირტუალურ ტერმინალებზე თანხის განაღდების საკომისიო აქვს 0%. სასურველია (თუმცა არა აუცილებელი) რომ ჩართოთ სმს ბანკინგი და ინტერნეტბანკინგი. ეს ძირითადად დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული, ამიტომაც თავად გადაწყვიტეთ. შემდეგი ეტაპი არის რომელიმე გადამზიდ კომპანიაში დარეგისტრირება. იგი თქვენ მოგანიჭებთ თქვენს უნიკალურ ამერიკულ მისამართს. ასეთი კომპანია არაერთია და აქ თქვენი გემოვნების ამბავია, რომელს აირჩევთ.

აი ახლა კი იწყება ყველაზე მნიშვნელოვანი ანუ Paypal. (more…)

პარასკევს, 22 ინვისს სასტუმრო “Raddisson”-ში გაიმართა მობილური ტელეფონის - Samsung Galaxy S III-ს პრეზენტაცია. დაპატიჟებულები ვიყავით 9 ბლოგერი, მათ შორის გახლდით მეც. Samsung ტელეფონები არასოდეს გამოირჩეოდა ულტრათანამედროვე მიღწევებით, თუმცა ბოლო პერიოდში, ანუ მას შემდეგ, რაც Galaxy-ს სერიის გამოშვება დაიწყო, ერთგვარი ფურორი მოახდინა.
პრეზენტაცია ტრადიციული ქართული დაგვიანებით დაიწყო 4-ის წუთებზე 3-ის ნაცვლად. პრეზენტაცია წარმართეს Samsung-ის წარმომადგენლობამ საქართველოში, მობილური კავშირის წარმომადგენელმა მთელ ამიერკავკასიაში, Samsung Galaxy-ის PR მენეჯერმა და მარკეტინგის მენეჯერმა.

ახალ ტელეფონი დღესდღეობით არის უნიკალური მისი ტექნიკური მახასიათებლებიდან გამომდინარე. მოკლედ ჩამოვთვლი მის რამდენიმე ინოვაციურ უნარს:

  1. უნარი აქვს სენსორულად განსაზღვროს პატრონის ფხიზელიანობა. ანუ, როდესაც თქვენ დაიძინებთ, ისიც ავტომატურად ქვრება.
  2. თუ გვინდა დიდი მოცულობის მქონე ფაილის გაგზავნა, საკმარისია მხოლოდ გასაგზავნი ფაილის მონიშვნა და ამ ტელეფონის მიმღები ტელეფონის გვერდით დადება. მიღება განხორციელდება რამდენიმე წამის განმავლობაში წარმატებით.
  3. მოკლე ტექსტური შეტყობინების წერისას თუ უცბად მოგვინდება ადრესატთან დარეკვა, არ არის საჭირო კონტაქტებში მისი ძებნა. საკმარისია ამ სმს-ის წერის დროს უბრალოდ ტელეფონის ყურთან მიდება და ავტომატურად დაირეკება.
  4. იდეალურად არის სინქრონიზებული ყველა სოციალურ ქსელთან. სურათის დატაგვისას თვითონ ხვდება რომელია ადამიანია მასზე გამოსახული და თვითონვე ტაგავს კონტაქტებში არსებული სიის მიხედვით.

პრეზენტაციიდან ნამდვილად ვერ გამოხვიდოდი აღფრთოვანების გარეშე. ძალიან კარგი ტელეფონია და ვისაც აქვს მისი შეძენის ფინანსური შესაძლებლობა, ვურჩევდი შეძენას. მისი ფასია 1400 ლარი.

პრეზენტაციის ბოლოს პროდუქციის PR მენეჯერმა სამორი ბალდე დააჯილდოვა აღნიშნული ტელეფონით. მიუხედავად იმისა, რომ Samsung-ის პროდუქცია არასოდეს ყოფილა ჩემთვის ეგზომ მიმზიდველი, თამამად ვცვლი ჩემს შეხედულებას ამ ტელეფონთან გაცნობის შემდეგ. მართლაც უნიკალური ტელეფონია.

პრეზენტაციის ბოლოს სასტუმრო “Raddisson”-ის მისაღებში ალა-ფურშეტზე მიგვიწვიეს სასიამოვნო მუსიკის ფონზე. პარალელურად შეგვეძლო ტელეფონებთან მივსულიყავით და დეტალურად დაგვეთვალიერებინა.

დატკბით ვიდეოთი: