ამ პოსტს რატომ დავარქვი ასე, არვიცი… კიარადა, ვიცი. ანუ იმიტომ, რომ გარედან ვინმე თუ მხოლოდ სათაურს შემოხედავს, გული არ გაუსკდეს. ნუ, რეალურად რომ დავფიქრდე, არა მგონია ვინმეს რამეზე გული გაუსკდეს 21–ე საუკუნეში. ხალხი უკვე ძირითადად ყველაფერს მიეჩვია ასეა თუ ისე. ხოლო ვინც ვერ მიეჩვია, ანუ მაგალითად მე, დღემდე გრძნობებით არიან აღსავსენი…
ხო, ასეთი სათაური იმიტომ, რომ როცა არვიცი რა დავარქვა, ძირითადად “…” <<< ასეთ სათაურს ვუკეთებ ხოლმე… ანუ სამი წერტილი… მაგრამ ეს უფრო მეტია, ვიდრე სამი წერტილი და უფრო ნაკლები, ვიდრე ბავშვის გაჩენა…
დავძვრები ბლოგებში…
150 ახალი პოსტი მქონდა წასაკითხი და 81–მდე ჩამოვედი უკვე… ამ 81–საც ჩავუჯდები და მერე დავწერ საკუთარში რამე მორიგ უაზრობას. მაგრამ სხვის ბლოგებს იმდენი დრო მიაქვს ხოლმე, რომ საკუთარისთვის უკვე შუაღამე ვიცლი… ეს შენიშვნა (упрек,замечание)არ არის სხვა ბლოგების მიმართ, უბრალოდ მერე თითქოს ვალად მრჩება. ვალებს კი ვერ ვიტან, თან მიყვარს სხვისი ბლოგები…
ხოდა წეღან გიგასთან და ქეთისთანაც ვიყავი შესული და მათაც დაუწერიათ ბარაკ ობამაზე…
ხოო, დღეს დილით…
კიარადა ანუ გუშინ ღამე საკუთარი თავი მესიზმრა…
სიუჟეტი:
მე, ხან აქ, ხან იქ…
ხან სახლში, ხან სამსახურში, ხან მეგობრებთან ერთად…
ყველგან ნორმალურ განწყობაზე. არც სევდიანი, არც მოწყენილი, მაგრამ არც ზედმეტად გახარებული (სევდიანი და მოწყენილი რომ არ ვიყავი, ის გამიკვირდა გამოფხიზლების შემდეგ, თორემ გახარებას ვინ ჩივის…), ანუ ძალიან ჩვეულებრივსა და ნორმალურ განწყობაზე მყოფი…ეგ კიარადა, ვიღიმოდი კიდეც… ვარ ახალნამშობიარევი… ანუ რამდენიმე დღის გამოწერილი სამშობიაროდან. მაგრამ ყველაზე გასაკვირი ისაა, რომ არსად ჩანს არც ბავშვი, არც ქმარი, არც მშობიარობის მომენტი მახსოვს, მაგრამ ახლა, მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან საუბრისას ვასკვნი, რომ ბავშვი ჯანმრთელია და სადღაც არის, მაგრამ კონკრეტულად სადაა, არვიცი და არც მაინტერესებს… საერთოდ რომ ვიმშობიარე, ვასკვნი ხალხთან საუბრებიდან: “ყველაფერმა კარგად ჩაიარა, პატარა კარგად არის, რაც მთავარია და შენც კარგად ხარ”… მე ამაზე ვიღიმი და მსიამოვნებს. არ მახსოვს მთელი 9 თვე, არ მახსოვს მშობიარობა… მერე კიდევ საუბრებიდან ვასკვნი, რომ თურმე საკეისრო გამიკეთებია… ვარ კარგ ხასიათზე, ყველა მკოცნის და მილოცავს. მესმის ფრაზები: “შენი გოგო როგორ არის?” – “კარგად, მადლობთ”. ღიმილი. “ღმერთმა ჯანმრთელი გოგო გაგიზარდოს”. ღიმილი N2.
დილით რომ გავიღვიძე, ისედაც გეპეიში მივდიოდი და ვერ მოვიცალე სიზმრისთვის. თან ცალკე დედაჩემი და ცალკე Radiohead სასტიკად მაღვიძებდნენ. ვეზიზღები ორთავეს, ვერ მიტანენ.
გაგრძელების ნახვის დრო არ მომცეს.
მერე გეპეი, მერე ლექცია. საბანკო საქმის ტექნოლოგიები თუ რაღაც ჯანდაბა. მარაზმი რა… ამის გამო შევწყვიტე “ფეხმძიმობა”? მე მართლა ლექცია მეგონა, თურმე ეს რა ყოფილა… კიარადა ესეც ლექციაა, მაგრამ ეს ყოფილა საბანკო ინფორმატიკა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი B2000. ნუ, ვისაც ბანკში არ უმუშავია და არ მუშაობს, ეს ჩინურის ტოლფასი არა, მაგრამ ესპანურის ტოლფასი მაინც არის როგორც მინიმუმი. მაგრამ ჩემთვის, ადამიანისთვის, რომელიც ახლაც ბანკში მუშაობს და 2 წლის წინაც, 19-20 წლის ასაკშიც, ეს ყველაფერი ანბანის ტოლფასია. მარტო ორი ადამიანი ვიყავით ლექციაზე უსაზიზღრესად, რადგან ისიც თიბისიში მუშაობს და ერთმანეთს ვეკაიფებოდით, აბა ნათია ეს თუ იცი?, აბა, ქეთ, ეს მითხარი…. კაროჩე, მარაზმი გაბოლდილი ასო “მ”–თი!!!
ხოო, გარეთ ისე ციოდა, რომ ვინანე საერთოდ მოსვლა. ისე ამ სემესტრში სულ მეორეჯერ ვიყავი გეპეიში და შთაბეჭდილება შემექმნა, რომ ჩემი ჯგუფელებისთვის დრო შეჩერებულია. სტაგნაციის პერიოდი უდგათ. ასეთი გრძნობა ამას წინათ მაშინ დამეუფლა, როდესაც სკოლა დავამთავრე და უბრალოდ მასწავლებლების მონახულების მიზმით ავედი უკვე ყოფილ სკოლაში. ხოდა, ახლაც ასე ვარ… თითქოს ესენი ნიშნების ხამობისა და ექსკურსიებზე გაუთავებლად სიარულის სივრცეში არიან ჩარჩენილები. იმას კი არ ვამბობ, რომ კარგი ნიშნები ცუდია?! ასე რომ ვფიქრობდე, პრეზიდენტის სტიპენდიანტი არ ვიქნებოდი. და არც იმას ვამბობ, რომ გართობაა ცუდი. ასე რომ ვთვლიდე, მაშინ არც გავერთობოდი. მაგრამ, უბრალოდ, მაინც რაღაც სტაგნაციაში სხედან. ან შეიძლება სკამები არ არის და დგანან.
რომ მოვედი, მალევე სალონში გავედი. თმები შევიჭერი. ავიჩეხე სიუზისთან. მაგარი ტიპშაა. უკვე მესამედ მივდივარ და ახლოს არის უკვე ჩემთან. ეგ კიარადა, “შოლკა”–ც შევიჭერი და მანამდე ვფიქრობდი, მომიხდება ნეტავმეთქი?!. – ნუ სულელობ, მე კარგად შეგჭრი… “სულელობ” უკვე მიღებული სიტყვა გახადა, მაგრამ დავიკიდე რა. უცბად ფილმი How To Deal გამახსენდა მენდი მურის პერსონაჟი რომ თხოვს დაქალს მკაცრი ტონით: “Cut it!!!!” დაახლოებით იგივე ტონით ვუთხარი სიუზის შემიჭერიმეთქი, “Mango”–ს ჟურნალში ერთი გოგოს ვარცხნილობა მომეწონა, ხოდა ზუსტად ისე შევაჭრევინე. მერე მანიკური გავიკეთე და სახლში მოვედი. ხოდა ძალიან ლამაზი ვარცხნილობა მაქვს, მომწონს.
ხოდა აი რომ მოვედი, მაშინ დავიწყე სიზმარზე ფიქრი. ბავშვი გავაჩინე და ისიც საკეისროთი!!! სადაა სამართალი??? თან სიზმარში არც ბავშვი, არც ქმარი, პამპერსიც კი არსად მინახავს, უბრალოდ ხალხმა იცოდა და მეც ვიცოდი, რომ ვიმშობიარე და გოგო დავბადე. რა უნდა ვთქვა, ან როგორ უნდა ვთქვა საერთოდ რამე??? –5 მაქვს მხედველობა და არაერთმა ადამიანმა არაერთხელ უდიდესი ოვაციით მახარა: 
– უი, იცი შენ ბავშვს ვერ გააჩენ – (სახის ასეთი გამომეტყველებით
)
– ვიცი
სინამდვილეში “ბავშვს ვერ გავაჩენ” კი არა, უბრალოდ ბუნებრივად ვერ გავაჩენ. ანუ საკეისროს გაკეთება მომიწევს. და ეს ალბათ არ უნდა იყოს დიდი ტრაგედია, რადგან გაშარჟებული ფრაზა გვაუწყებს: “მთავარია ბავშვი იყოს ჯანმრთელი”, მაგრამ მე ხომ მინდოდა ჩემი შვილის ტირილის გაგონება. თურმე სასტიკად აკრძალულია ამხელა მინუსის პირობებში, რადგან კიდევ გამიუარესდება მხედველობა
სიზმარშიც კი საკეისრო!!!! ღმერთო, აღარ მინდა მეტი ასეთი სიზმარი!!! თითქოს დედობას ვგრძნობდი, მაგრამ სადაა ჩემი დედობის მთავარი ობიექტი?!
საერთოდ არ ჩანს…
არადა გეპეიში რომ არ წავსულიყავი, ხომ ვნახ;;ავდი შვილს???
საშინელი დილა მქონდა, უსაშინლესი…
Mourning morning ერქვა ამას…
აგერ ტექსტიც…
Morning lights don’t scratch my eyes
Just let me wash up on the shore
I used to have the strangest dreams
But they don’t come here anymore
My duvet’s laid out like an atlas with stains to mark the borderlines
Indentations in my pillow I hope won’t fade with time….
აგერ სიმღერაც…
მერე მოვედი სახლში,
ამოვიღე თვალებიდან ლინზები,
ვიგრძენი ცოტაოდენი თავბრუსხვევა,
გავიკეთე სათვალე,
დავჯექი კომპიუტერთან…
მერე უცებ დაიწყო Coldplay – Green Eyes…
ჩემი მწვანე თვალები…
ნუ, კარგი, თქვენთვის ყავისფერი, რადგან თქვენ მაინც შემომედავებით იბრალებ სიმწვანესო.
ხოდა თქვენთვის ანუ უცხო თვალისთვის ყავისფერი.
არც არასდროს ვამბობ მწვანე მაქვსმეთქი.
მაგრამ მე რომ ვიყურები სარკეში, ხომ ვხედავ, რომ მწვანე ფერისაა?!
უბრალოდ ყავისფერი ფორებით არის დაფარული და ამიტომაც მასას ყავისფერი ჰგონია.
დაე ეგონოს, მკიდია!
არ დავწვრილმანდები მაგაზე.
მერე ჩამესმის Oasis – Little By Little
აგერ ტექსტიც…
We the people fight for our existence….
But my God woke up on the wrong side of His bed…
თითებს ვაქცევ თვალებსა და სათვალეს შორის. იდეში ვიღაც უნდა მიყურებდეს, მაგრამ ოთახში მარტო ვარ…
წამოვიდა, წამოვიდა, წამოვიდა, წამოვიდა, წამოვიდა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, და ასე შემდეგ, და ასე შემდეგ….
არ მესმის რატომ რატომ წვეთი როგორ ხვდება სათვალის მინაზე, მე ხომ ხელები ავიფარე, მე რომ თითები მოვაქციე სათვალესა და თვალებს შორის…
დავიღალე!!!
მართლა დავიღალე…
აგვისტოში 4 წელი შესრულდა, რაც ლინზები მიკეთია…
და მანამდე სკოლაში, სადღაც მე–10 კლასში სათვალით მივედი ერთხელაც გაკვეთილზე, აღმოვაჩინე რა, რომ დაფაზე ქიმიისა სა ალგებრა/გეომეტრიის ფორმულები ცეკვავდნენ…
მახსოვს ჩორვენმა რომ მითხრა, გაიკეთე სათვალე, თორემ უარესი იქნებაო.
ხოდა მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში ვიკეთებდი, რადგან მიტყდებოდა…
ეჰ,მაშინ –2,რაღაც მქონდა… ახლა –5,22 მაქვს ზუსტად.
სათვალეც და ლინზებიც –5ზეა გამოწერილი.
ამას წინათ ახალი ლინზა გამეჩხაპნა.
და სამსახურში მაწუხებდა. “რონიკო”–ში მისვლას ვეღარ ვასწრებდი და მეორე დღეს უეჭველი სათვალე უნდა გამეკეთებინა.
გამიტყდა
სამსახურში როგორ წავიდე სათვალითმეთქი და ისე ის გაფუჭებული ლინზა ჩავისვი…
ვიტირე ისევ დღეს…
ხომ შეიძლებოდა ნორმალური მხედველობა მქონოდა…
ტირილსაც არ მაცლიან ლინზები და სათვალე…
ერთი მოძრაობს…
მეორე სველდება…
ელოლიავე ახლა ორივეს…
დავიღალე რა…
ნორმალური მხედველობა მინდა…
მეტი არაფერი…
არც სათვალე, არც ლინზა…
უბრალოდ ნორმალური მხედველობა…
Like this:
Like Loading...