რაღაცნაირად გულში მაქვს ჩარჩენილი ეს ქვეყანა და როგორც ვინი პუხს არ მიეცა თაფლი, ვერც ღრუბლად გაასაღა თავი და ვერც დათვობით მიაღწია საწადელს, მაგრამ მაინც სკის ირგვლივ ტრიალებს, აი ის შეგრძნება მაქვს მე.

***

პირველ რიგში გეტყვით, ეს ერთ–ერთი საუკეთესო ქვეყანაა, რომელიც შეგიძლიათ მოინახულოთ და თუმც საკმაოდ ძვირია, დახარჯული ფული ღირს ამად. შეუძლებელია არ შეგიყვარდეთ ეს ქვეყანა.

1. წინასწარ კარგად დაგეგმეთ ყველაფერი. ეს ძალიან დაგეხმარებათ იმაში, რომ ბევრი დრო მოიგოთ და კარგად გაანაწილოთ. ინტერნეტში ყველანაირი ინფორმაციაა განსაკუთრებით ბრიტანეთის შესახებ, ფასებით, ადგილმდებარეობით, რჩევებით, დროით.

1

2. ქალაქში მოძრაობისთვის ორიენტაცია აიღეთ აუცილებლად მოსანახულებელი ობიექტების ახლოს მდებარე მეტროსადგურებზე, ასე უფრო ადვილია ქალაქში გზის გაკვლევა. თვითონ ნახეთ გუგლის რუკაზე მოსანახულებელი ობიექტები და მარშრუტი. აუცილებლად ჩაიწერეთ ამ სადგურების დასახელებები. ნუ გექნებათ იმედი, რომ ვინმე ქუჩაში გამვლელი მიგასწავლით, როგორ მიხვიდეთ სასურველ ადგილას. მთელი ჩემი ლონდონში ყოფნის პერიოდში მე ასეთი ადამიანი არ შემხვედრია. არა იმიტომ, რომ ეზარებათ, არა, ძალიან ზრდილობიანი ხალხია და შეეცდებიან ყველანაირად დაგეხმარონ, მაგრამ უბრალოდ არ იციან (თან ლონდონის ქუჩაში ლონდონელის ნახვა საკმაოდ ძნელია). ამოიღებენ მობილურს და ნავიგაციის მეშვეობით რაღაცას მიგასწავლიან, რაც დიდად არ გამოგადგებათ.
ვინც არ იცის google maps-ს აქვს ფუნქცია (get direction), რომელიც გიჩვენებთ რამდენია დაშორება ორ ობიექტს შორის და რა დროში მიხვალთ იქამდე ფეხით, მანქანით, ან ავტობუსით და უახლოეს მისასვლელ მარშრუტსაც გიჩვენებთ.

2

3. ვალუტა (ფუნტი სტერლინგი) უმჯობესია აქ იყიდოთ. ასე უფრო მოგებული დარჩებით. თუმცა გადამცვლელი პუნქტები ლონდონში ბევრია, აეროპორტებშიც და სადგურებშიც არის.

3

Read the rest of this entry »

დღესდღეობით ალბათ ერთი ადამიანიც არ არსებობს, ვისაც call center-ში არ დაურეკავს. იქნება ეს ზოგადი საინფორმაციო ტიპის სატელეფონო მომსახურების ცენტრი ( აქ უნდა ყოფოლიყო ნულრაღაცის რეკლამა, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს კონკრეტულ ნომერს), უცხოური online თუ რიგითი მაღაზიის, ბანკის თუ კიდევ რაიმე სხვა დაწესებულების. მინდა ამჯერად ყურადღება გავამახვილო ბანკის სატელეფონო მომსახურების ცენტრზე.

ალბათ ყველას გაგვიგია და შეგვისისხლხორცებია ფრაზა “კლიენტი ყოვეთვის მართალია”. მინდა გითხრათ, რომ მსგავსი ფრაზა მოგონილია მატერიალისტი ბიზნესმენებისა და PR სპეციალისტების მიერ. ჰმ… კარგი, არ ვიცი, ვინ მოიგონა ეს ფრაზა, მაგრამ ტყულია ეგ. არ არის კლიენტი ყოველთვის მართალი!!!

მე მინდა ჩამოვწერო არაერთი სიტყვისა თუ ფრაზის განმარტება იმისათვის, რომ მზად იყოთ უპასუხოთ ოპერატორის კითხვებს და ტელეფონის დაკიდებისას მან თქვას, აუ რა საყვარელი კლიენტი იყოო. გარდა ამისა, ზედმეტი ინფორმაცია არავის ავნებს. იმის გათვალისწინებით, რომ სხვა დროსა და სიტუაციაშიც გამოგადგებათ.

აგრეთვე ჩამოვწერ იმ ხშირ შემთხვევებს, რომლებსაც კლიენტები უშვებენ ოპერატორთან საუბრისას.

მოკლედ, ბევრი რაღა გავაგრძელო და ამ პოსტში მე ვიქნები არა კლიენტის მხარეს, როგორც ეს უმეტეს შემთხვევაში ხდება ხოლმე ყველას მიერ, არამედ ოპერატორის მხარეს. თუ სხვები ლანძღავენ ბანკებს, მე გავლანძღავ კლიენტს ( ეს ხუმრობით რა თქმა უნდა, არავის გალანძღვას არ ვაპირებ, უბრალოდ სიტუაციას სხვა კუთხით დაგანახებთ). რაც არ უნდა ხდებოდეს, ოპერატორიც ადამიანია და თქვენ თუ ბრაზდებით, ღიზიანდებით, ნერვები გეშლებათ – ანალოგიურ სიტუაციაში და ზოგჯერ უარესშიც ვარდებიან ისინი.

შემთხვევა N 1: ნინო ფიფია გისმენთ, გამარჯობა.
კლიენტი: ალო, გამარჯობა, ABC ბანკია???
ოპერატორი: დიახ, გისმენთ.
შენიშვნა: რა თქმა უნდა ABC ბანკია. აბა მთელი წუთნახევრიანი მელოდიის ფონზე ავტომოპასუხე არ გამცნობდათ, სად რეკავდით? შესაბამისად, ოპერატორთან დაკავშირების შემდეგ კიდევ იმის კითხვა სწორად მოხვდით თუ არა, მაპატიეთ და თქვენს სულელურ საქციელზე მიუთითებს.
Read the rest of this entry »

დღეს ორი იანვარია, ბედობა და მე სამსახურში გაშტერებულად ყოფნა დამებედა. პრინციპში ის მაინც მიხარია, რომ სამსახური დამებედა. ამინდია თბილი. როგორც ჩემი ტელეფონი იტყობინება (და ჩემს ტელეფონს უფრო დაეჯერება, ვიდრე ნებისმიერ ქართულ ტელეარხს) ხოხბის ქალაქში 9 გრადუსი ცელსიუსია და საკმაოდ მზიანი დარია.

ორი დღეა, ახალი წელია. ჯერ თითქოს დაჰიპნოზებული ვარ. არანაირად არ ვიყავი მზად ამ დღესასწაულისა და მხიარულებისთვის. არც ნაძვის ხე მომირთავს 1 კვირით ადრე. არ გადახვიდეთ სხვა ლინკზე და ამ პოსტში თქვენ გაიგებთ:

1) როგორ უნდა შეინარჩუნოთ კარგი განწყობა მიუხედავად იმისა, რომ 31 დეკემბერს შეყვარებულს სტატუსი ეცვლება და ხდება “ყოფილი შეყვარებული”
2) რას ვაკეთებდი 31-დან 2-მდე (ანუ დღევანდელ დილამდე, სამსახურში წამოსვლამდე)
3) როგორ შევხვდი ახალ წელს.
4) და ორი დიდი მოლოდინი, რომელიც იმედი მაქვს, ამისრულდება.

1) ხო, შეყვარებულს დავშორდი და როგორც ადრე სხვებს ვეუბნებოდი, ახლა ჩემს თავს შემოვუძახებ ხოლმე: welcome to the club (of lonely souls/hearts etc)! მე ეჭვი მაქვს, რომ ბოლო წლებია რეკორდებს ვამყარებ მოკლევადიან ურთიერთობების ქონაში. 2 თვიანი ურთიერთობის შემდეგ მივხვდი, რომ ასე აჯობებდა. დაშორებაც ჩემი ინიციატივით მოხდა.  ამას ვხვდებოდი უკვე დიდი ხნის მანძილზე, მაგრამ მაინც მინდოდა მეცადა ურთიერთობა, საკუთარი თავი გამომეცადა, ყველაფერს დავკვირვებოდი, მაგრამ საბოლოოდ ასეთი გადაწყვეტილება მივიღე. არ ვნანობ. და ვიცი, რომ მომავალშიც არ ვინანებ. ეს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე კარგი გადაწყვეტილებაა, რაც კი ცხოვრებაში მიმიღია. დავშორდით იმაზე უფრო ლამაზად, ვიდრე ოდესმე ვინმეს დავშორებივარ. პრინციპში, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ერთმანეთის კარგად გვესმის (ნუ ყველაფერში არა რა თქმა უნდა. ყველაფერში რომ გაგვეგო, არც დავშორდებოდით) და ერთმანეთის დიდი გულშემატკივრები ვართ. მე ზუსტად ვიცი, რომ ნიკას ჩემი ცუდი ეწყინება და კარგი – გაუხარდება (აი ამ ფრაზას ორგანულად ვერ ვიტან, მაგრამ სხვანაირად ვერ გამოვხატე). დაშორების შემდეგ მაქო და მადიდა: “შენ ძალიან კარგი გოგო ხარ. ზედმეტად კარგიც, რითიც სხვები ბოროტად სარგებლობენ კიდევაც. თავს მიხედე, აბა შენ იცი” და ა.შ. მე დაშორება აქამდეც მინდოდა, მაგრამ ნუ ჰა და ჰა. მოკლედ, კარგია. თავს თითქოს მსუბუქად ვგრძნობ. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მასთან ყოფნისას მძიმედ ვგრძნობდი. ერთ-ერთი ყველაზე გამგები ადამიანია, მზრუნველი, კეთილი, მაგრამ ნუ მოკლედ. ზოგჯერ მინდება ხოლმე, რომ ჩავეხუტო და ვუთხრა, რომ ჩემთვის ძვირფასი ადამიანია. ცუდად არ ვარ, არ მიტირია. მეც გამიკვირდა და უცებ ის გამახსენდა კამერონ დიაზის პერსონაჟი ედუარდ ბერნსის პერსონაჟს რომ შორდება და ვერ ტირის. ღმერთს რომ ევედრება, ერთი კურცხალი ცრემლი მაინც გამომიგზავნეო :) )) Read the rest of this entry »

The WordPress.com stats helper monkeys prepared a 2012 annual report for this blog.

Here’s an excerpt:

600 people reached the top of Mt. Everest in 2012. This blog got about 6,000 views in 2012. If every person who reached the top of Mt. Everest viewed this blog, it would have taken 10 years to get that many views.

Click here to see the complete report.

ასეთი მონაცემებია ამ ერთი წლის მანძილზე.
25 პოსტი ძალიან ცოტაა, ვგონებ. უფრო მეტი დამიწერია წინა წლებში და ახლა ისეთი წარბშეკრული ვუყურებ ამ მონაცემებს. რას ჰგავს ეს. :(

 

რა სულელია ეს Google-ის თარგმნა. орёл и решка ჩავწერე (ინგლისურად როგორ არის, არ ვიცი) და Heads and Tails გამოვიდა. ასეა მართლა??? შემდეგ ისევ орёл и решка ჩავწერე და ქართულად თურმე თავები და Tails არის. ანუ ახლა უკვე ვიცი, რომ რუსულიდან ქართულში რამე სიტყვის მნიშვნელობა თუ მომინდა, ჯერ ინგლისურში გადაიყვანს და მერე ინგლისურიდან ქართულში. ახლა შემოვა დვორსკი და დამიწერს ინგლისურ ვერსიას. მაგან ხომ ყველაფერი იცის :love:
კარგი, გავატარეთ.

იდეაში სხვა რაღაცასაც დავაწერდი პოსტს, მაგრამ მეზარება. ყოველთვის ხომ არ იქნება სათაური შინაარსის ადეკვატური. ან მეც ხომ არ ვარ ვალდებული, ყოველთვის ადეკვატური ვიყო?! (მიყვარს ეს სიტყვა “ადეკვატური”, მაგრამ ვერ ვიტან შეცდომით “ადექვატურს” რომ წერენ.)

აი ზოგჯერ ხომ არის, კამათის, რეგვენიზმის და სიტუაციების მობეზრების დღეები რომ დგება? ნერვები რომ უმიზეზოდ გეშლება და ერთადერთი რაც გინდა, ესაა წუწუნი და “აუ აბა რა არის რა, უჰ”-ის ძახილი წარბშეკრული, პატარა ბავშვის გამომეტყველებით. ხო, აი ეგაა რა. ბევრი წერა მეზარება. უბრალოდ აი ეს გაუგებარი დღეები მღლის და არ მიყვარს. ერთფეროვანი და ზაზუნას დღეები. დავიღალე უბრალოდ. მერე ვფიქრობ, რომ ალბათ ეს დაღლაც არ არის შემთხვევითი და ღმერთი უბრალოდ მაკვირდება.

177962622745225691_OS8CQJej_c (1)

:D

Posted: 22/12/2012 in just...

206364_10151177265122074_2083139241_n

 

კარგი ხო, არაფერი :S

ა ნუ სახლში რომ ვცეკვავ, ეგ საერთოდ ბოლო წერტილია. რა მოხდა, ვა. რამე ცუდს ხომ არ ვაკეთებ?! :D

 

 

მახსოვს სიტყვა spice-ის მნიშვნელობას ვითხოვდი ჩემი უფროსი დისგან. “წიწაკიანი”-ო. მაგრამ მე ვერაფრით ვაკავშირებდი გოგოებთან ამ სიტყვას. ბოლოს შევჯერდით იმაზე, რომ ცხარე გოგოები იყვნენ.

რამდენიმე დღის წინ ჩემი ძველი, პატარა ყუთი გამოვიღე შემთხვევით. ჟურნალ-გაზეთებიდან ამოჭრილი მათი სურათებით არის სავსე. მათნაირობას რომ ვოცნებობდი და David Beckham-ი რომ შემიყვარდა. მერე მამაჩემთან რომ მივედით, რომელია ეს ბიჭი-მეთქი. ისე კი გაუკვირდა 8-13 წლის გოგოებს რა ესაქმებათ ფეხბურთთანო, მაგრამ თურმე გვესაქმებოდა. იმ სურათებში ისეთები არიან, როგორებიც იმ ძველ კლიპებში. (პ.ს. რაღაცნაირი გრძნობა მეუფლება ხოლმე, როდესაც მახსენდება, რომ In November 1996, Beckham was abroad on his first trip with the England squad, in Tbilisi, Georgia. There, he saw the video that would change his life. It was “Say You’ll Be There” by the Spice Girls. Beckham pointed at the screen and said to his best friend Gary Neville that the girl dressed in a black PVC catsuit (Victoria) was the woman he wanted and if she wanted him, they would be together for ever. A few months later, they began dating.)

ყველაზე მეტად ეს ორი სიმღერა მიყვარს მათი შემოქმედებიდან. მშვიდი სიმღერებია და მელოდიური.

ამას წინათ ვიქტორიას ფბ გვერდს ვათვალიერებდი და ახალი სურათები დადეს. მანამდე იყო ლონდონის ოლიმპიადა, სადაც ერთად გამოვიდნენ და ძველი დრო გაიხსენეს. ამჯერად კი, რომელიღაც გადაცემაში მიიწვიეს, რომელსაც სიმბოლურად viva forever დაარქვეს.

არა, არაფერი… უბრალოდ ბავშვობამ გადამირბინა თვალწინ. აი ასე random. თავიცი up-ებითა და down-ებით. ეჰ, რა დრო გასულა.

(გადიდებისთვის დააჭირეთ)