Posts Tagged ‘ბლოგერები’

15 სექტემბერს, შეიძლება ითქვას, რომ სტარტი აიღო ბათუმის საავტორო კინოს მე-7 საერთაშორისო კინოფესტივალმა. საღამოს შევიკრიბეთ ბლოგერთა დაახლოებით 20 კაციანი შემადგენლობა ფესტივალის ორგანიზატორებთან ერთად და გავმართეთ დებატები. საკითხი ეხებოდა სოციალური მედიის როლს ქართულ რეალობაში. ფაქტია, რომ დღევანდელ დღეს უკვე არც ტელევიზიას, არც რადიოს, არც ქუჩაში გამოფენილ ბილბორდებს – ანუ სამივეს ერთად აღებულს წონა არ აქვს და მარკეტინგის მხრივ არაფერი ხეირი არ მოაქვს, თუ რეკლამა არ განთავსდება ვირტუალურ სივრცეში. ხოლო სოციალური მენეჯერთან მიახლოებული “პროფესია” მოგეხსენებათ, რომ არის ბლოგერობა. შეხვედრა დაიწყო იმით, რომ დავიწყეთ სოციალურ სივრცეში ინფორმაციის გავრცელების მეთოდებით. რა თქმა უნდა, ყველაზე აქტუალური არის facebook, შემდეგ საკუთარი ბლოგები (რადგან ამ ბლოგპოსტების გავრცელება ისევ და ისევ facebook-ზე ხორციელდება) და შემდეგ twitter. ამასთანავე ძველი ამბავია ის, რომ შეგვიძლია სამივე ადგილას მარტივი მეთოდით დავდოთ ერთი და იგივე ინფორმაცია. განვიხილეთ, თუ რა სარგებლობას მოუტანს ბლოგერი ბათუმის კინოფესტივალს და ზოგადად მის პოპულარიზაციას ვირტუალურ სივრცეში. აბსოლუტურად ყველა ბლოგერს მიეცა საშუალება თავისი აზრი გამოეთქვა, აგრეთვე დაესვა კითხვები, მიეღო პასუხები, გარკვეულიყო მისთვის საინტერესო საკითხში. პერიოდულად გვქონდა lunch-break-ები და დასვენება-გართობისთვის განკუთვნილი დრო. 16 სექტემბერს დრო დაეთმო ბლოგერთა პრეზენტაციებს. მათგან ყველაზე გამორჩეული იყო ლიტერატორის ქეისი, რომელიც უშუალოდ ვირტუალურ სივრცეში ფილმების pr-ს ეხებოდა.

16-შივე საღამოს 7 საათზე კინოფესტივალის ოფიციალური გახსნა გაიმართა. რა თქმა უნდა 1 საათი მოხმარდა სტუმართა შეგროვებას, სურათების გადაღებასა და ერთმანეთის მოკითხვას. აქ თქვენ ნახავდით რეჟისორებს, მსახიობებს, სცენარისტებს.

ტრადიციულად წელსაც გაიმართება კონკურსები შემდეგი კატეგორიების მიხედვით:
საუკეთესო მხატვრული ფილმი.
ჟიურის თავმჯდომარე: ელდარ შენგელაია
წევრები: რიჩარდ ბრილსკი, გიორგი პალფი, სერგეი ლავრენტიევი, ნიკ ჰოლდსოურთი.
საუკეთესო დოკუმენტური ფილმი.
ჟიურის თავმჯდომარე: რადოსლავ პივოვარსკი
წევრები: სერგეი ბულოვსკი, გულენ გუნერი, ნინო ორჯონიკიძე, ფარდინ ზამანი.
საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი.
ჟიურის თავმჯდომარე: სიტორა ალიევა
წევრები: დათო ჯანელიძე, მიხაილ კლიმკიევიჩი, ქშიშტოფ კოპჩინსკი.

გულითადი მისალმების შემდეგ BIAFF-ის სპეციალური პრიზი კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისთვის გადაეცა ცნობილ ქართველ რეჟისორ – ელდარ შენგელაიას და ნური ბილგე ჩეილანs.

8 საათზე გაიმართა “Battle of Warsaw 1920″-ს ჩვენება. ფილმი არ არის იყო ბიაფფ-ის პროგრამით გათვალისწინებული, მან უბრალოდ ფესტივალი გახსნა და ამით ფაქტიურად პატივი მიაგეს პოლონელ რეჟისორ იერჟი ჰოფმანს. გთავაზობთ ფილმის ტრეილერს.

ფილმის სიუჟეტი 1920 წლის პოლონეთში ვითარდება, როდესაც რუსეთი ცდილობდა მის დაპყრობას. ამის გამო პოლონეთი საშინელ მდგომარეობაში იყო. ფილმს ლეიტმოტივად გასდევს ცოლ-ქმრის არცთუ ისე სიხარულით აღსავსე ქორწინება, თუმცა საბოლოო ჯამში მაინც ბანალური დასასრულით.

მე პირადად ფილმი არ მომეწონა. თავი დავანებოთ იმას, რომ საშინლად არ მიყვარს საომარ-ისტორიული ფილმები და არ ძალმიძს ჩავწვდე იმ შინაარსს, რასაც ომი ეწოდება. ამის გამო ბევრი საომარი ფილმი უბრალოდ დავაიგნორე. თუმცა ჩემს მიერ ნანახ ფილმებს რომ გადავხედო, მაინც შედის რამდენიმე მსგავსი ფილმი და ახლა შედარება რომ გავაკეთო, მათთან შედარებით “Battle of Warsaw 1920″-მა საერთოდ არ გამოიწვია ჩემგან მოწონება.

საღამო სასიამოვნოდ გაგრძელდა სასტუმრო “World Palace”-ში. უგემრიელესი ალა-ფურშეტითა და Susanna Berivan-ის სასიამოვნო სიმღერებით.  განვიხილეთ გახსნის ცერემონიალი და ყველანი ნასიამოვნები დავრჩით.

პარასკევს, 22 ინვისს სასტუმრო “Raddisson”-ში გაიმართა მობილური ტელეფონის - Samsung Galaxy S III-ს პრეზენტაცია. დაპატიჟებულები ვიყავით 9 ბლოგერი, მათ შორის გახლდით მეც. Samsung ტელეფონები არასოდეს გამოირჩეოდა ულტრათანამედროვე მიღწევებით, თუმცა ბოლო პერიოდში, ანუ მას შემდეგ, რაც Galaxy-ს სერიის გამოშვება დაიწყო, ერთგვარი ფურორი მოახდინა.
პრეზენტაცია ტრადიციული ქართული დაგვიანებით დაიწყო 4-ის წუთებზე 3-ის ნაცვლად. პრეზენტაცია წარმართეს Samsung-ის წარმომადგენლობამ საქართველოში, მობილური კავშირის წარმომადგენელმა მთელ ამიერკავკასიაში, Samsung Galaxy-ის PR მენეჯერმა და მარკეტინგის მენეჯერმა.

ახალ ტელეფონი დღესდღეობით არის უნიკალური მისი ტექნიკური მახასიათებლებიდან გამომდინარე. მოკლედ ჩამოვთვლი მის რამდენიმე ინოვაციურ უნარს:

  1. უნარი აქვს სენსორულად განსაზღვროს პატრონის ფხიზელიანობა. ანუ, როდესაც თქვენ დაიძინებთ, ისიც ავტომატურად ქვრება.
  2. თუ გვინდა დიდი მოცულობის მქონე ფაილის გაგზავნა, საკმარისია მხოლოდ გასაგზავნი ფაილის მონიშვნა და ამ ტელეფონის მიმღები ტელეფონის გვერდით დადება. მიღება განხორციელდება რამდენიმე წამის განმავლობაში წარმატებით.
  3. მოკლე ტექსტური შეტყობინების წერისას თუ უცბად მოგვინდება ადრესატთან დარეკვა, არ არის საჭირო კონტაქტებში მისი ძებნა. საკმარისია ამ სმს-ის წერის დროს უბრალოდ ტელეფონის ყურთან მიდება და ავტომატურად დაირეკება.
  4. იდეალურად არის სინქრონიზებული ყველა სოციალურ ქსელთან. სურათის დატაგვისას თვითონ ხვდება რომელია ადამიანია მასზე გამოსახული და თვითონვე ტაგავს კონტაქტებში არსებული სიის მიხედვით.

პრეზენტაციიდან ნამდვილად ვერ გამოხვიდოდი აღფრთოვანების გარეშე. ძალიან კარგი ტელეფონია და ვისაც აქვს მისი შეძენის ფინანსური შესაძლებლობა, ვურჩევდი შეძენას. მისი ფასია 1400 ლარი.

პრეზენტაციის ბოლოს პროდუქციის PR მენეჯერმა სამორი ბალდე დააჯილდოვა აღნიშნული ტელეფონით. მიუხედავად იმისა, რომ Samsung-ის პროდუქცია არასოდეს ყოფილა ჩემთვის ეგზომ მიმზიდველი, თამამად ვცვლი ჩემს შეხედულებას ამ ტელეფონთან გაცნობის შემდეგ. მართლაც უნიკალური ტელეფონია.

პრეზენტაციის ბოლოს სასტუმრო “Raddisson”-ის მისაღებში ალა-ფურშეტზე მიგვიწვიეს სასიამოვნო მუსიკის ფონზე. პარალელურად შეგვეძლო ტელეფონებთან მივსულიყავით და დეტალურად დაგვეთვალიერებინა.

დატკბით ვიდეოთი: