Getting ready for Berlinale

კონკრეტულად რომელი პოსტის შემდეგ ან რა დროს გადავწყვიტე, პირადი ამბებიდან კინოსა და მუსიკაზე გადავსულიყავი, არ მახსოვს. სამაგიეროდ, ვიცი რამ იქონია ჩემზე გავლენა – კინოზე მეწერა. ეს, რა თქმა უნდა, ფილმების მიმართ ჩემი უდიდესი სიყვარულისა  და  ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალის (BIAFF) აკრედიტაციის წარმატებით გავლის დამსახურებაა. ჩემი პირადი მოუცლელობის გამო, მხოლოდ ორჯერ მოვახერხე მასზე დასწრება, თუმცა ბლოგერების კონკურსში ორივეჯერ საპატიო ადგილები დავიკავე და პრიზებიც დავიმსახურე. ამის შემდეგ იყო თბილისის საერთაშორისო დოკუმენტური ფილმების ფესტივალი (CineDoc). თავის დროზე თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზეც მინდოდა აკრედიტაციის გავლა, მაგრამ სამწუხაროდ, აქ მოსახვედრად ან გოგი გვახარია უნდა იყო ან რომელიმე მედიის წარმომადგენელი კულტურის დარგში. მე კი ერთი უბრალო ბლოგერი ვარ. სამწუხაროდ, არც გოგი ვარ და საბედნიეროდ, არც ჟურნალისტი😀

ფილმების მიმართ ჩემი დამოკიდებულების გამოსახატად არ ვაპირებ ქართველი მომღერლების საყვარელი ფრაზებით დაწერაას :D თქვენც იცით ეს ფრაზები: “მე ბავშვობიდან ვმღერი. აკვნიდან ვღიღინებ” და ა.შ.😀 მაგრამ ჩემეული რეალობა ამ ფრაზებისგან შორს რომ არ დგას, ალბათ უკვე მიმიხვდით. Continue reading

Brooklyn Baby – Lana Del Rey

მაშინ, როდესაც ლიზი ახალ სასცენო სახელს დაირქვამს, ნიუ იორკის ცაზე გამეფებული მზის სხივი მიწის პატარა მონაკვეთს მოზომავს და გააცხელებს. მაშინ, როდესაც ლიზი ტუჩებს გაიდიდებს, მისი თაყვანისმცემლები Youtube-ზე კიდევ ასჯერ მოისმენენ მის რომელიმე სიმღერას. მაშინ, როდესაც ლიზი რომანს გააბამს Guns’N’Roses-ის ვოკალისტ Axl Rose-სთან, ლიზის მამა კიდევ ერთ ზედმეტ მილიონ დოლარს იშოვის. გაიცანით, ეს ლიზია. ამერიკული შოუ-ბიზნესის ყველაზე თუ არა, ერთერთი ყველაზე თავნება გოგონა.

Continue reading

უარი, როგორც სურვილი

ლია ლიქოკელს იცნობთ ხო? თუ ოდნავ მაინც გიყვართ თანამედროვე ლიტერატურა, თვალს ადევნებთ ლიტერატურულ დაჯილდოებებს, მაშინ ლიაც გეცოდინებათ მისი ერთი რომელიმე ლექსით ან ჩანახატით მაინც. თუარადა, ვისაც მე ვყავარ FB-ზე, შეამჩნევს, თუ რამდენად ხშირად ვდებ ხოლმე ჩემს კედელზე მის ნააზრევებს. საკითხი იმდენად ლიას არ ეხება, რამდენადაც იმას, თუ რაც მას რამდენიმე დღის წინ გადახდა: ერთ-ერთ სკოლაში დაპატიჟეს ბავშვებისთვის ლექსების წასაკითხად. ლიამ მისვლაზე უარი განაცხადა, მიზეზად „არ შემიძლია მოსვლა“ თქვა. ამის შემდეგ კი სკოლის დირექტორმა დაურეკა მას და ძალიან უხეში ტონით გამოლანძღა, თავში აგივარდა პოპულარობა, ჯილდოები და მთელი ეს შენი ცნობადობაო. არადა ლია უბრალოდ ცუდად იყო, ლიას უბრალოდ არ უნდოდა მისვლა. ახლა არც ლიას დაცვას ვაპირებ და არც იმ დირექტორის გამოლანძღვას. უბრალოდ მინდა უარის თქმა და ცუდად ყოფნა უფრო დეტალურად და გასაგებად ავხსნა. ოღონდ ავხსნა ისე, რომ არც ჯანმრთელობის პრობლემები, არც ქალების კრიტიკული დღეები ან არც რაიმე სხვა ბიოლოგიური მიზეზები დავასახელო. Continue reading

Agnes Obel და შორი შორე

shoreeeee

როდესაც აგნეს ობელი თავის თხელ, ლამაზ და ნატიფ თითებს პიანინოს შეახებს და ხალებიან კისერს მოიღერებს, პირობას ვიძლევი – ჩემს უბრალო თითებს ჩემსავე ჩვეულებრივ კისერს მოვხვევ, თვალებს დავხუჭავ, თავს სადღაც უკან გადავაგდებ, მოვდუნდები და მხოლოდ ვისუნთქებ. მისი გარეგნობა იმდენად უხდება პიანინოს, თითქოს თავიდანვე იცი, რომ მისი მუსიკაც ასეთივე მიმზიდველი იქნება. Continue reading

8 Jahre und Verlassen

დღეს მორიგი 27 ოქტომბერია და, რა თქმა უნდა, მე ტრადიციულად ბლოგის იუბილეს ვზეიმობ. 8 წელია ვწერ. 28 წლის ვარ ახლა და 20 წლისას დავიწყე სრული უაზრობებით. მე ისევ ის K8 ვარ, რომელიც ბლოგს ჩემი ცხოვრების ნაწილად აღვიქვამ და ვწერ ყველაფერ იმას, რასაც მინდა და როგორც მინდა.

მე არ გადმოგითარგმნით გერმანულიდან, რა არის verlassen. არც იმას მოგიყვებით, როგორ ავირჩიე აბსოლუტურად დამოუკიდებლად მე-4 კლასელმა 9 წლის მაღალმა მაჭკატმა გერმანული ენა, როგორ მივედი სახლში და ვუთხარი დედაჩემს: “აუ ხო, რა ვიცი, დამრიგებელმა მკითხა, ინგლისური გინდა თუ გერმანულიო და მე გერმანული ავირჩიე, ინგლისურს ხომ უკვე ვსწავლობ?!” და არც იმას დავსძენ, მამაჩემს როგორ ესიამოვნა ეს ამბავი. მე არც იმას მოგიყვებით, 19-20 წლის ასაკში როგორ ვფიქრობდი გერმანიაში მაგისტრატურის გაკეთებას. შესაბამისად, არც იმას გიამბობთ, როგორ ვსწავლობდი 2007-2009 წლებში გერმანულს Goethe-Institut Tbilisi-ში და კერძო მასწავლებელთან. მე არც იმას გადმოგცემთ, სახის როგორი ამყრალებული გამომეტყველებით მითხრა ჩემმა უფროსმა რიგით მეორე სამსახურში გასაუბრებაზე, რა გინდა გერმანიაში, აქაც შეგიძლია მაგისტრატურა გააკეთოო. მე არც იმას გეტყვით, როგორ მივანებე გერმანულის სწავლას თავი მალევე, როგორც კი სიარული დავიწყე ამავე სამსახურში. მე უბრალოდ გეტყვით, რომ ეს იყო verlassen. Continue reading

ახალი Minha Mala და მგზავრობა კინოს ელემენტებით

გახსოვთ ფილმი „A Family Man” ნიკოლას კეიჯისა და თეა ლეონის მონაწილეობით? ჰო, აი ის, რომლის გამოც დევიდ დუხოვნიმ კეიჯზე იეჭვიანა (რეალურ ცხოვრებაში დუხოვნი 2000 წელს თეა ლეონის მეუღლე იყო). და კიდევ ის, სადაც ნიკოლას კეიჯის ცხოვრება 180 გრადუსით იცვლება, როდესაც ის მაღაზიაში შეიარაღებულ დონ ჩიდლს ხვდება. ფილმი ხომ ფილმად მიყვარს და პლუს, ციტატების დამახსოვრება ცალკე ჰობია. არ ვიცი ამას როდის შევწყვეტ, ალბათ არასოდეს. ჰოდა იმას ვამბობდი, რომ ამ ფილმის რამდენიმე ციტატა ისე ძლიერ მაქვს გონებაში ჩარჩენილი, რომ ბარემ რეალურ ცხოვრებაშიც ვიყენებ. თუმცა, არსებობს მილიონობით თუ არა, ათასობით ფილმი მაინც, რომელთა არათუ ციტირება არ შემიძლია, არამედ ნანახიც არ მაქვს. მაგალითად: “მაკულატურა“, „მატრიცა“ და ა.შ. ო ღმერთო, საიდან სად წავედი😀

ჰოდა, გახსოვთ „A Family Man”? იქ დონ ჩიდლი ეძახის ნიკოლას კეიჯს „Jack”-ო, რაზეც კეიჯი გაკვირვებული პასუხობს, საიდან იცი ჩემი სახელიო. ჩიდლი კი მიუგებს, ყველა თეთრკანიანს “Jack”-ს ვეძახიო.  ფილმი ათ წელზე მეტია ხანია, რაც გამოსულია და ეს ფრაზა რაღაცნაირად გონებაში მაქვს ჩარჩენილი. ქართულ რეალობასაც ადვილად მოვარგე და დაჟინებით ვამტკიცებ, რომ ადამიანთა ტიპის, ეროვნებისა თუ გარეგნობის მიხედვით მათ სხვადასხვა სახელები ჰქვიათ. აი მაგ. ყველა გვანცა არის ცვანგა და ა.შ. ფჰჰჰჰ, ჩემი სულელური აკვიატებები. ახლა ის ავიკვიატე, რომ ყველა გერმანელი მამაკაცი ლუდოა, უფრო სწორად ლ’უდო. კიდევ ყველა ფრანგი მამაკაცი ფრანსუაა, ყველა ინგლისელი სტივენი, ყველა ამერიკელი ჯეკი ან ჯონი, ყველა რუსი ალექსანდრე ან სერგეი და მოკლედ, პრინციპი საკმაოდ მარტივია. არ ვიცი ლუდოები რა ტიპები არიან და მე ყველა ტილ შვაიგერი მგონია. ვნახოთ მოკლედ :D  Continue reading

Junip Inertial Tunes

jose როდესაც გონსალესების ოჯახი არგენტინიდან 1976 წელს შვედეთში გაემგზავრა საცხოვრებლად, მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ორი წლის შემდეგ დაბადებული José González მუსიკის წერას გადაწყვეტდა. შვედეთის ერთ პატარა ქალაქ – Gothenburg-ს მუსიკოსი ასე იხსენებს: “ეს ძალიან პატარა ქალაქია სულ რაღაც ნახევარი მილიონი მაცხოვრებლით. სამაგიეროდ, ის არის არაჩვეულებრივი მუსიკის ქალაქი ოკეანის პირას. მართალია, ხშირად წვიმს, მაგრამ ზაფხულში იგი ძალიან ლამაზია.”

1998 წელს ხოსე დაეკონტაქტა ბავშვობის ორ მეგობარს – ელიას არაიასა და ტობიას ვინტერკორნს. თავიდან ისინი ჯგუფს ჰობიდ აღიქვამდნენ, თანაც სამივეს ჰქონდა თავისი საქმე: ტობიასი მასწავლებელი იყო, ელიასი ხელოვნებათმცოდნეობის სტუდენტი და თავად გონსალესი კი ბიოქიმიას სწავლობდა. Continue reading

12 years a Blur

პირველი რა გახსენდებათ ამ ორი სიმღერის მოსმენისას?


მაშინ სხვა დრო იყო…

  • უდარდელი ბავშვობა,
  • ფანჯრებში მზის მუდმივად შემომავალი სხივები,
  • ნაყინი N რაოდენობით,
  • აბეზარი, უმისამართოდ მფრინავი ბუზები ყველა ოთახის ჭაღის ქვეშ,
  • მამაჩემი სპორტულ შორტებში და ფარფატა დედაჩემი ყვავილებიან სარაფანში

Continue reading

სილამაზე Viaderm-ისგან

ამასწინათ ვიდექი სარკესთან და საკუთარ სახეს გავყურებდი. ფაქტიურად, არ არსებობს მომენტი, რომ სარკესთან დგომის დროს ამას არ ვაკეთებდე. ერთ წუნს მეორე ემატება და მეც ვღიზიანდები. არადა, კაცმა რომ თქვას, არაფერი ჩემს კანს არაფერი ისეთი განსაკუთრებული წუნი არ აქვს და თუ გავითვალისწინებ ჩემს ასაკს, ფრიად მშვენიერ მდგომარეობაშია.
მიუხედავად ამისა, მაინც ხომ არსებობს რაიმე დანამატი, რაც გინდა რომ მიიღო ასაკის მატებასთან ერთად რადგან, გინდა – არ გინდა, წლებს თავისი მიაქვს. ამასწინათ ერთი კომპანიის პრეზენტაციაზე მოვხვდი, რომელზეც დამაბალანსებელ საკვებ დანამატზე იყო საუბარი. რომ მოვისმინე რა ინგრედიენტებს შეიცავს ეს პროდუქტი, გულში მეღიმებოდა და ჩანიშვნასავით ვაკეთებდი: ეს ხომ საჩემოა, ეს ხომ დამჭირდება, ეს ხომ აუცილებელია. ჰოდა, ბევრი რომ არ გავაგრძელო, წარმოგიდგენთ კომპანია “Viaderm”-ის პროდუქტს.

Continue reading

DB40

მე არ ვიცი როგორ წყვეტენ ხოლმე ადამიანები ბავშვობაში მოწონებული თუ შეყვარებული ცნობილი ადამიანების მოწონებასა თუ სიყვარულს, მაგრამ ეს ამბავი მე არ მეხება. და თუ მე ის ვარ, ვინც 1999 წლის 26 მაისს 12 წლის ასაკში საკუთარ ბინაში ვკიოდი ბედნიერებისგან, თუ მე ის ვარ, ვისაც მან ფეხბურთი არანორმალურად შეაყვარა და თუ მე ის ვარ, ვინც ერთი ინგლისელ გოგონათა ჯგუფის სიმღერებზე ვცეკვავდი, კასეტებს ვუსმენდი და სურათებს ვაგროვებდი, მაშინ დაე ისიც ვიქნები, ვისთვისაც მისი იუბილე განსაკუთრებულია.

დღეს ანუ 2015 წლის 2 მაისს David Beckham-ს 40 წელი შეუსრულდა. ამასთანავე, დევიდმა დღეს ინსტაგრამის ოფიციალური ანგარიში გახსნა, რითიც მინიმუმ მე გამახარა. შესაბამისად, მისი თვალყურის დევნება შესაძლებელი იქნება არა მხოლოდ facebook-სა და google plus-ზე, არამედ instagram-ზეც. Continue reading

Sex and The City

ზუსტად არ მახსოვს, რა ასაკში დავიწყე ამ სერიალის ყურება. დაახლოებით 12-13 წლის ვიქნებოდი, რადგან 2000 წელს ვიყავი ამდენის. სამაგიეროდ, ზუსტად მახსოვს, რომ ჩემი დის მიმბაძველობით დავიწყე ამის კეთება. წარმოიდგინეთ, 12 და 17 წლის ორი თინეიჯერი და ზის და უყურებს სერიალს სექსის შესახებ😀 თანაც, სექსი ყოველ სერიაში😀

carrie-bradshaw Continue reading

თაიგული ბიანკასთვის or Bianca for Italy

589საუბრები იმის შესახებ, რომ ბიანკა ბალტი დღევანდელი იტალიის სახეა, სულაც არ არის გადაჭარბებული. მის გარეგნობაში შერწყმულია სოფია ლორენი და მონიკა ბელუჩი. მთელი 10 წელი კი ღირსეულად წარმოადგენს ისეთ ლამაზ იტალიურ ბრენდს, როგორიცაა Dolce & Gabbana. თამამად შეიძლება ითქვას, რომ Bianca Balti არის ამ კომპანიის მუზა. იშვიათად შეხვდებით მათ სარეკლამო კამპანიას ბიანკას გარეშე.
bianca-balti-coco-ro-213455967 Continue reading

ლავიწები

– მე ლავიწს მივირთმევ, მომიტანეთ თუ შეიძლება!
– აღარ არის, გათავდა.

 

არც არაფერი, მთელი ეს პერიოდი მე მის ლავიწს ვღრღნიდი, ის ჩემს სისხლს სვამდა და გარნირად ჩემსავე ენერგიას აყოლებდა. პერიოდი? პერიოდი არც ისე პატარა და არც ისე დიდი. ახლა ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ I was definitely wasting my young years. ახლა დადგა სიმშვიდის პერიოდი.

12

უბრალოდ ცოტა ტკივილის შეგრძნება მაწუხებს მუცელში. ასე მგონია, რომ რაც კი რამე ნაწლავი მაქვს, ყველა ერთმანეთში არის გადახლართული. კიდევ ისიც ვიცი, რომ ლავიწები მაწვება და მტკივა. თითქოს ცარიელი ძვლები მადევს და იმის შიგნით სიცარიელეა, ამიტომაც მძიმეა ეს ჩემი ლავიწები. ახლა ყელიც მტკივა და მგონი ვცივდები.


ცნობა მოვიდა, თურმე საკუთარი ლავიწები მიღრღნია ყველაზე მეტად. მერე რა. მაინც მიყვარს მარტი. დედაჩემი მეუბნება ხოლმე, როგორი არანორმალური თვეც არის, ისეთი ადამიანი იბადება მარტშიო. ალუზია ჩემზე. ხვალ სამსახურში მივდივარ და ყველაზე მეტად არ მინდა გაციება ახლა.

 

12345

 

 

The Ads of 2014

ცნობილმა სარეკლამო online ჟურნალმა “Adweek”-მა 2015 წლის დასაწყისში გამოაქვეყნა წინა 2014 წლის 10 საუკეთესო სარეკლამო ვიდეო-რგოლი. ათეულში შედის როგორც სპორტული ან კომედიური, ისე სოციალური სიუჟეტის მქონე ვიდეოები.

10) მსოფლიოს ყველაზე რთული სამუშაო
სიუჟეტის მიხედვით კომპანიამ გამოაცხადა ვაკანსია, რითიც დაინტერესდნენ სამსახურით დაინტერესებული ადამიანები. ერთის მხრივ, კომპანიას ჰქონდა ისეთი აუტანელი მოთხოვნები, რომ შეუძლებელი იყო, ვინმე დათანხმებულიყო, თუმცა…
პირადად ვიტირე ამ ვიდეოს ნახვისას.


Continue reading

some likes it old

აი ზუსტად მაშინ, როდესაც თავზე მილიონი საქმე მაყრია და ზუსტად მაშინ, როდესაც რაც არ მაყრია, ისიც უნდა დამეყაროს, მე ასაკი მემატება. აი ასე მარტივად და კანონზომიერად დგება 6 მარტი და მე ვხდები 28 წლის. დაბადების დღის მარტში ქონას აქვს  ერთი სულელური პლუსი: ეგრევე გემატება ასაკი და შემდეგ მთელი წელი არ გაიძახი: “აუ ამდენის ვარ და ამდენის უნდა გავხდე.” მარტი ხომ მესამე თვეა, მე კი დღეების ათვლას იანვრიდან ვიწყებ ხოლმე.

აი ასე გამოიყურება 28 წლის ნასვამი გოგო ღამის 10-11 საათზე პაბში😀

აი ასე გამოიყურება 28 წლის მთვრალი გოგო ღამის 3-4 საათზე კლუბში😀

1234 Continue reading

Imitation Game

სულ რაღაც ხუთიოდე წლის წინ ლონდონელმა მსახიობმა ბენედიქტ კუმბერბაჩმა (Benedict Cumberbatch) მასზე ბევრად ცნობილი ინგლისელი დეტექტივის – შერლოკ ჰოლმსის როლი მოირგო და მთელ მსოფლიოს თუ არა, მესამედს მაინც შეაყვარა თავი. მიუხედავად იმისა, რომ ბენედიქტის მიერ განსახიერებული შერლოკი ფრიად თანამედროვეა, მოკლე ტექსტური შეტყობინებებითაც სარგებლობს, კომპიუტერსაც იყენებს და ბლოგსაც არ იუკადრისობს, ბრიტანული სული ალბათ მაინც კონსერვატორ, დახვეწილ, არისტოკრატ და ინტელიგენტ ადამიანად აჩენს მას.

The-Imitation-Game-Final-Poster

ისე, დაკვირვებული ვარ და ბრიტანელი მსახიობები უფრო რთულად ხდებიან პოპულარულები ჰოლივუდში, ვიდრე ამერიკელები. აგერ ბენიც (როგორც მას შემოკლებით ეძახიან) არ არის გამონაკლისი და ვინ იცის, რომ არა კონან დოილის პერსონაჟი, კიდევ რამდენ ხანს იქნებოდა ამერიკული კინემატოგრაფიის ჩრდილქვეშ. Continue reading

Jupiter Ascending

6

ამდენი საოსკარე ფილმის გადამკიდე სრულებით გადამავიწყდა ფილმი, რომელსაც შეიძლება ამერიკის კინოაკადემია დიდად არ სწყალობს, თუმცა მაყურებელი ეკრანებზე მის გამოსვლას არანაკლები ინტერესით ელის. ეს არის ფილმი, რომელიც განკუთვნილია ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც უყვარს სამეცნიერო Continue reading

From Batman to Birdman

მაიკლ დუგლასი ვერც კი იფიქრებდა, რომ გვარის შეცვლა მოუწევდა იმის გამო, რომ სხვა მასზე ბევრად პოპულარულ მსახიობში არ შეშლოდა ხალხს. ასეც მოიქცა, დუგლასი კიტონად გადააკეტა და კარიერულ წინსვლას მიჰყო ხელი. ჩემთვის მაიკლ კიტონი (Michael Keaton) ერთ-ერთი იმ იდეალურ ბეტმენთაგანია, რომელმაც მაყურებელი მონუსხა და აღაფრთოვანა 90-იანების პირველ ნახევარში და დღესაც კი, იმ ძველი დროის პატივისცემით ამ მსახიობის მიმართ განსაკუთრებულად ნოსტალგიური დამოკიდებულება აქვთ.

la_ca_1006_birdman

სხვისი არ ვიცი და მე პირადად განსაკუთრებულად მახარებს ხოლმე მივიწყებული მსახიობების დაბრუნება. აქ მე მახსენდება გაი პირსის დაბრუნებები “Memento”-ს შემდეგ ან თუნდაც პირს ბროსნანის დაბრუნებები “James Bond”-ების სერიების შემდეგ. თითქოს სხვა ენერგიით არიან სავსე და სხვა მუხტი მოაქვთ ხოლმე ეკრანებიდან. მაიკლ კიტონიც არაა ამ მხრივ გამონაკლისი.
Continue reading

Victoria’s Secret 2014

ang

თუ თქვენ 2 დეკემბერს არ იმყოფებოდით ლონდონში და ვერ დაესწარით Victoria’s Secret Fashion Show-ს, არ იდარდოთ – 9 დეკემბრიდან ეს აღმაფრთოვანებელი სანახაობა მთელი მსოფლიოსთვის თვალმისაწვდომი გახდა. მანამდე კი მოდით თვალი გადავავლოთ Victoria’s Secret-ის 8 ანგელოზს, რომლებმაც სხვა დანარჩენ მოდელებთან ერთად წარმოადგინეს ამ ბრენდის პროდუქცია.

ang

ადრიანა ლიმა (Adriana Lima)
ეროვნება: ბრაზილიელი
დაბადების თარიღი: 12.11.1981 (ამჟამად 33 წლის)
ყოფილი მეუღლე: სერბი კალათბურთელი – მარკო იარიჩი
შვილი: 2
VS: 14 გამოსვლა პოდიუმზე (ყველაზე მეტი).

ads

 

Alessandra

ალესანდრა ამბროზიო (Alessandra Ambrosio)
ეროვნება: ბრაზილიელი
დაბადების თარიღი: 11.04.1981 (ამჟამად 33 წლის)
პარტნიორი: ბიზნესმენი – ჯეიმი მაზური
შვილი: 2
VS: 14 გამოსვლა პოდიუმზე (ყველაზე მეტი).

ale

Continue reading

Kate’s Lucky Number: 7even

დღეს, 27 ოქტომბერს ჩემი ბლოგი არც მეტი, არც ნაკლები – 7 წლის შესრულდა. რომ მახსენდება რამდენი რამე დაემთხვა შვიდიანს, მეცინება😀

7 წელი არ არის ცოტა. ამ 7 წელში 27 წლის გავხდი😀 ვაიმე! ამდენი 7-იანი ბექჰემსაც კი შეშურდება😀
1) 7 წლის ბლოგი
2) მისი პატრონი 27 წლის “გიჟი ქალაქს მიდიოდა, რა მიჰქონდა, რა მოჰქონდა” ადამიანი,
3) რომელიც დაიბადა 1987 წელს
4) რომლის საყვარელ ფეხბურთელს მაისურზე ეწერა ციფრი 7,
5) რომელიც შეუყვარდა 1997 წელს.

გავედი მოკლედ😀
Continue reading