2ათას8-ის 11%

post-ახალი წელი ანუ რამდენიმე სიტყვა 8 იანვარს დაწერილი:

რაღაც ძალიან არ მინდოდა ახალი წელი ასე უცბად რომ მოსულიყო. მაგრამ მოვიდა. რაც კი რამე რეკლამა გავიდა სადმე, სულ ამოხნეშით ვთქვი: ”აუ, ახალი წელი 😦 ”. მართლა არ მინდოდა. მზად არ ვიყავი. მაგრამ მაინც მოვიდა. ახალი წლის შეხვედრა რატომღაც ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი მოვლენა იყო. არ იყო ის აღფრთოვანებული სახის გამომეტყველება, არ იყო თოვლის ბაბუის მოტანილი საჩუქრები, არ იყო ის უკიდურესი სიხარული, სიცილი, მხიარული განწყობა… რაღაც ამ ბოლო დროს სხვანაირი ახალი წელი მოდის ხოლმე ჩემთან და აღარ მიხარია ხოლმე. ვაანალიზებ რა, რომ უკვე დიდად სასიხარულო არაფერია ამ რიცხვის შეცვლის პროცესში, აღარ მიხარია ხოლმე.  არადა პროსტა რა, მაგრა ვაპრიკოლებ რა, ხალხს რა ძლიერად უხარია ეს ამბავი. უხარია ძირითადად ყველას, ნუ თუ ყველას არა, მაშინ მოსახლეობის 89%-ს. მაგრამ მე 11%-ში შევდივარ. თან როგორ არ მიყვარს ძალით გაღიმება. ”კაი რა, გაიღიმე, ახალი წელია.”<<< ეს ფრაზა უკვე ნერვების სიმებს ათამაშებენ და უკვე მიწყდება ხოლმე. არ მიხარია. და არა იმიტომ, რომ არ მინდა მიხაროდეს, არ მიყვარს სიხარული ან რაღაც ამდაგვარი დეპრესიონიზმი, არა, უბრალოდ არ ვარ ამისთვის განწყობილი.

pre-ახალი წელი ანუ რამდენიმე სიტყვა 26 დეკემბერს დაწერილი:

რა მალე გავიდა ეს წელი…
თითქოს ახლა დადგა 2007…
თითქოს ახლა ვიზეიმეთ…
თითქოს ახლა გავხდი 20-ის…
და 72 დღეში ისევ.
ისევ გირლიანდებით არის ჩვენი მთავარი ქალაქი მორთული და აჭრელებული.
ყველა მაღაზიიდან/მარკეტიდან/ბანკიდან/საპარიკმახეროდან დიადი ნაძვის ხე ამაყად უყურებს საკუთარი პრობლემებით დატვირთულ რიგით გამვლელს.
აი თუნდაც ავიღოთ ზე-გამზირი: ოპერა, კინო, თეატრი, კანცელარია, პარლამენტი, მერია, ფოსტა, წმინდანის ძეგლი, ცისფერი გალერეა…
ყველაფერი ამ ერთ გამზირზე როგორ უნდა იყოს???
მაგრამ არის და!
ხოდა რუსთაველის გამზირი!!!
დადგეს რაღაც კონუსი კიარადა მე მაპატიეთ ნაძვის ხე.
გვერდზე საქანელები…
ძირითადად ისევ ციგნებით კიარადა ბოშა ბავშვებით არის დატვირთული.
ალბათ საერთოდ არ იციან რა არის საქანელა.
მაგრამ მოსწონთ: ფერადი, ტრიალებს, ცხოველებიანი, ანათებს.
აგერ ერთს თოჯინასავით შეფუთული თოთო უჭირავს ხელში…
თვითონაც პატარაა, მაგრამ მაინც უჭირავს.
ხოდა კარგია საქანელა.
ახალი წელია და მათაც უნდათ გართობა.
მერე რა, რომ ლუკმა პური არ აქვთ და მიწაზე დაგდებულ ნამცეცს არ თაკილობენ.
მერე რა, რომ ღამის გასათევი არსად აქვთ.
სამაგიეროდ უფასოდ მგზავრობენ მეტროთი ჩემგან განსხვავებით…
სამაგიეროდ მაშინ მღერიან, როცა უნდათ (ესეც ჩემგან განსხვავებით)…
სამაგიეროდ მაშინ გიჟობენ, როცა ეხალისებათ (ესეც ჩემგან განსხვავებით)…
მერე რა, რომ გაღუღუნებულ სახლში ცხელი ჩაი და ხაჭაპური არ ეგულებათ წლის უკანასკნელ ღამეს.
მატერიალიზმი და კუჭი ხომ არ არის მთავარი.
თოვლის ბაბუა იციან საერთოდ???
ჩემთან ბავშვობაში დადიოდა…
მასთან არც ერთხელ არ მისულა…
ანუ ის უფრო რეალურ სამყაროშია გაზრდილი, ვიდრე მე.
ხოდა ახალი წელი დადგა. 
ნუ უფრო სწორად დგება.

Advertisements

2 thoughts on “2ათას8-ის 11%

  1. რამ გადაგრია ნტა?რა ჯანდაბა გეტაკა ამ ახალ წელს :))))))))))))))მართლა რა გჭირს??კაცი გინდა შენ ვგონებ

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s