იყავი საინტერესო!!!

Kissie–მ ანუ იგივე დოდიმ დააარსა ახალი ბლოგი.მისამართი :  ჩვენი შემოქმედებითი საღამოები. ახლა ბევრნი ვართ ჩართულები. ეს არის საერთო სახლი, საერთო საცხოვრებელი ყველა ნორმალურისა და ყველა არანორმალურისა, ყველა მხიარულისა და ყველა დეპრესიულისა, ყველა ამისა და ყველა იმისა… ყველა ისეთები ვცხოვრობთ, რომლებსაც გვევასება ბლოგი და წერა. ვაპირებთ, რომ ვწეროთ ბევრი და აქტიურად. იქ ისეთი სიტუაციაა, რომ არავინ არავის არაფერზე უტრაკებს, just მეგობრულად და ყველა ერთად ახლები ვართ ერთმანეთისთვის და ძალიან ჯიგრულად ვართ. ნუ იასნად, ძირითადად ფორუმელები ვართ, თუმცა ჩვენი სახლის კარი ყველასთვის ღიაა. ისე გამიხარდა ამ ბლოგის დაარსება, რომ რამდენიმე დღეა სულ ამ ახალ ბლოგზე მეფიქრება… აი როგორც პატარა ბავშვს უნდა სათამაშო და იცის, რომ ეს სათამაშო შეცვლის, გაახალისებს, გაალამაზებს მის ცხოვრებას, მაგრამ არ იცის როგორ აისრულოს ეს ოცნება, არადა ამ სათამაშოს გარეშე ცუდად არის… კი აქვს თავისი თითქმის იგივენაირი, მაგრამ ახლა ახალი უნდა რადგან ეს ერთი არ არის საკმარისი. ორივე უნდა… რომ უფრო გახარებული იყოს… რაღაც იდეები მომდის თავში, მერე ისევ მიმდის, მერე სხვა ახალი მომდის, მერე იმაზე ვფიქრობ… მართლა მთელი გულით მიხარია… რაღაც საკაიფოდ ვიქნებით რა… ფორუმის გარეშე და ამასთან ერთად ფორუმით… ჩვენთვის მყუდროდ… საყვარლად… მისამართიც დავამატე ჩემს ადრესლისტში. ხოდა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მიბრძანდეთ და დაათვალიეროთ, წაიკითხოთ…
მომენატრა წერა, მომენატრა აზროვნება და მომენატრა ფიქრი.
ხოოოოდა

Advertisements

2 thoughts on “იყავი საინტერესო!!!

  1. აუ გენაცვალე, რა ენთუზიაზმია, ჩემს თავს ვცნობ : ))))))))დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის, ამას ძალიან ვაფასებ : ))

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s