იდეინი

მას მერე, რაც შაბათს პირველად “ცხელი შოკოლადი” შევიძინე, რაღაც სხვანაირი გავხდი თითქოს…
გავიხსენე, რომ კითხვა მიყვარს…
კიარადა არ მიყვარდა ბავშვობაში…
ვერ ვიტანდი ლიტერატურას…
მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ტექნიკურ და ლინგვისტურ საგნებთან გავატარე.
ანუ მათემატიკა, მერე ალგებრა თავისი ტრიგონომეტრიით, გეომეტრია თავისი პლანიმეტრიითა და სტერეომეტრიით, მერე უმაღლესი მათემათიკა, მერე ფინანსური მათემატიკა, ახლა სტატისტიკა…
გრამატიკები: ქართული, რუსული, ინგლისური, გერმანული…
სურვილი იმისა, რომ შევისწავლო იტალიური, ესპანური და პორტუგალიური…
ისტორია–ზოოლოგია–ბიოლოგია და ზოგადად საკითხავი და შემდგომში მოსაყოლი ლიტერატურის ზიზღი… დღემდე თუ მახსოვს რაიმე ცნობილი თარიღი არა იმიტომ, რომ ისტორიის პატივისცემით ვიყავი განმსჭვალული, არამედ იმიტომ, რომ რიცხვები იყო… და რიცხვები ადვილად მამახსოვრდება დღემდე… ტელეფონის ნომრები…დაბადების დღეები… ბევრი ადამიანის მახსოვს…
მახსოვს 8–9 წლის ასაკში მამაჩემის დასმულ კითხვაზე, თუ რაზე გინდა, რომ ჩააბარო, სწრაფად მივუგე: იქ, სადაც მათემატიკა და ინგლისური ისწავლებამეთქი. ე. ი. ეკონომიურზეო მიპასუხა… მართლაც მაგ გზით წავიდა ჩემი ცხოვრება… ანუ ჩემი დისგან განსხვავებით, რომელსაც იურისპრუდენცია უნდოდა, მაგრამ რატომღაც სამედიცინოზე ჩააბარა და 3 წლიანი კოლეჯის დამთავრების შემდეგ სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე გადავიდა… (და სამედიცინოზე ჩაბარებასაც დედაჩემს აბრალებს დღემდე) ხოდა ჩემი დისგან განსხვავებით მე ხომ არ შემშლია და ზუსტად იმ გზას მივყვევი, რაც 12–13 წლის წინ მინდოდა… და დღემდე მიყვარს???
აი ეს კითხვა არ მასვენებს…
ბავშვობაში ხატვაზე დავდიოდი სკოლის მასწავლებელთან სახელოსნოში… მუზეუმებსა და გალერეებს ვსტუმრობდით ბევრს… მხატვართა ცხოვრებით ვინტერესდებოდი…სეროვი, რეპინი, ლევიტანი, რეშეტნიკოვი, ლეონარდო… ძირითადად მიყვარდა გრაფიკაში ხატვა… ზოგადად ფანქარი მიყვარს ძალიან… საერთოდ კი საკანცელარიო ნივთების ჭია ვარ… ბლოკნოტები, საწერკალმები, ფანქრები, რვეულები… ყველგან ჩემთვის რაღაცას ვხატავდი ფანქრით… ჩემი ნახატები მახსოვს სკოლის დერეფნებში გამოკრული… ერთი მათგანი უჯრაში მიდევს… შენახული… ხო, შენახული… სულ ვამბობდი, მერე ჩემი სახლი რომ მექნება, იქ ჩამოვკიდებმეთქი… ოცნება ოცნების დონეს არ გასცილებია… ისევ უჯრაში მიდევს…
ახლა რომ ვუკვირები, ფოტოგრაფია მიყვარს ძალიან… დიდი სიამოვნებით შევისწავლიდი ამ საქმეს… მიყვარს სურათები, ჩემი არა ოღონდ, რადგან არაფოტოგენური ვარ და ცუდ სურათს, მირჩევნია საერთოდ არ ვიყო კადრში… მიყვარს, რაღაცას სურათს რომ უღებენ… მევასება ხალხი, ფოტოაპარატგადაკიდებული რომ დაიარება თბილისის ქუჩებში… განსხვავებული ხალხია… ჩაცმულობით, აზროვნებით, ჩარჩოებში არ ცხოვრობენ… მიყვარს განსხვავებული ხალხი… თუმცა მაგასაც ზღვარი აქვს ხოლმე… ზღვარგადასული ადამიანი კი უკვე აღარ მევასება… თავხედია და იმიტომ… „ჩხაკუნა“ ხალხი ძირითადად მცირედით არის ხოლმე კმაყოფილი… მათ არ სჭირდებათ ბევრი ფული, რომ თავი ბედნიერად იგრძნონ… რაც სჭირდებათ, ის აქვთ: ფოტოაპარატი. ფოტოაპარატი აჭმევს მათ ფულს, თუმცა ესენი უფრო მეტს ხარჯავენ მისთვის…
მიყვარს კინო და თეატრი… მიყვარს მსახიობის ამპლუა… საინტერესო, გამორჩეული, ესენიც განსხვავებულები, თავისებურები… მაინტერესებს რაზე ფიქრობენ მაშინ, როდესაც ვიღაცის როლში არიან შეჭრილები… ფიქრობენ თუ არა იმაზე, რომ ოჯახში ფული მიიტანონ… თ მთლიანად როლში არიან შესულები…საერთოდ ხელოვანი ხალხი ხომ უცნაური ხალხია… რა დროს რა მოუვლით თავში, კაცი ვერ მიხვდება?!
მაგრამ რაღა დროს ამის შესწავლაა?! უკვე ისე ვარ ჩაფლული ჩემს საქმეში, რომ ნამდვილად არ მცალია ხელოვნების დარგებისთვის… უკვე გააზრებულად თუ გაუაზრებლად მივყვები დინებას… სიახლეები მინდა და მიყვარს, მაგრამ მეშინია… ამიტომაც არ მინდა… საერთოდ სიახლე მუდამ მაშინებს… რაც არ უნდა იყოს ეს სიახლე: სასიამოვნო თუ უსიამოვნო… მაინც ვიტირებ… ან ბედნიერებისგან ან უბედურებისგან… სკოლაში მათემატიკაში ახალი მასალაც კი მაშინებდა და ტანჯული სახის გამომეტყველებით ვუყურებდი ხოლმე მასწავლებელს… მერე აღმოჩნდებოდა, რომ თურმე ძალიან მარტივი რამეა ეს ახალი მასალა და წესი, მაგრამ სანამ ამ დასკვნამდე მივიდოდი, მანამდე მეშინოდა ხოლმე… ახლაც მშიშარა ვარ, მეშინია ექსპერიმენტების… თუმცა მიყვარს გარისკვა…
არც წერა მეხერხებოდა ოდესმე… თავისუფალი თემების წერას ვერ ვიტანდი… ყოველთვის სისულელეებს ვწერდი… ამიტომ ვერ ვიტანდი ქართული ლიტერატურის გაკვეთილებს… კითხვაზე ხომ საერთოდ საუბარი ზედმეტია…სახლში რომ მქონდა რამე სასწავლი, ვაცხადებდი: ამას მე ვერ ვისწავლი! და მერე ჩემების დაჟინებულ მოთხოვნას რომ ვხედავდი, მერე უკვე ტირილს ვიწყებდი და განწირული ხმით ვკითხულობდი ლექსს… არადა უფრო ადრე არ მესმოდა რატომ ტიროდა ჩემი და, როდესაც მამაჩემი მათემატიკის ამოცანებს უხსნიდა… მე მეცინებოდა ხოლმე მის ტირილზე… მერე მივუჯდებოდი და მე ვეხმარებოდი ხოლმე… სამაგიეროდ ის მე თემებს მიწერდა მოგვიანებით… და მეც დიდის ამბით მიმქონდა „ჩემი“ ნამუშევარი…
არც აქ გამომდის წერა… ვიცი, რომ ზოგჯერ დიდი არაფერი ნაწერია ხოლმე… უბრალოდ რაღაც პატარა ჩანახატებს ვაკეთე და ეგაა რა… თუმცა დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ყველა ფრაზას, რაც კი რამ ოდესმე ბლოგში დამიწერია, ჩემი გულის ნადებია, ეს ერთი და მეორე ის, რომ შინაარსი სწორად არის გადმოცემული… ანუ რომ გავაერთიანოთ ეს ორი პუნქტი: ვწერ, იმას რასაც ვგრძნობ… და რაც შეეხება ორიგინალურობასა და ფანტაზიას, არასოდეს მქონია მათზე პრეტენზია… და ძალიან მაგრად მკიდია ეგ ფაქტორი და ალბათ მაგიტომაც არ არის ჩემი ბლოგი ისეთი საინტერესო, როგორიც სხვისებია და მაგიტომაც არ არის ჩემი Comment Box–ები გატენილ–გაძეძგილი… მაგრამ დამიჯერეთ, რომ ძალიან მაგრად მკიდია ეგ ფაქტორი… დაე, let it be…

Advertisements

8 thoughts on “იდეინი

  1. ხო, აი ისეთი მომენტია, ვითომ კარგად იცი რა გინდა და რას აკეტებ.მაგრამ სულ გაქვს იმის მომენტი, რომ იქნებ სხვა რაღაც გირჩევნია.

  2. დვორსკი, აუცილებლად მოგიძებნი ტემპლეითს გათხოვების ბრალი არაა, ხასიატი უნდა შესაბამისი მაგას ;)ქეთო, მეც ხშირად ვყოფილვარ ეგეთ დღეში და ახლაც ვარ. რა გზას დავადგე არ ვიცი…

  3. არ მჭირდება და გადმოგცემ.შაბათ-კვირას.ჩემს ბლოგზე შეგიძლია მეილის მისამართი ნახო, და მომწერე, სად და როდის გაწყობს.

  4. ხო რა, რავიცი.თუმცა არჩეულ გზას არ მგონია, რომ გადავუხვიო, თუმცა წინასწარ ვერ იტყვი ვერაფერს.ხოდა მეც დიდად არ მომწონს ფერი, მაგრამ ვერ მოვიფიქრე რომელი ფერი შევურჩიო.არ მინდა, რომ მუდამ ერთ ფერში ვწერო. 😦

  5. ეჰ ნეტა შემეძლოს დარწმუნებით ვთქვა – აი ამის კეთება მინდა ცხოვრებაში თქო : ) ტყუილად გეშინია – ბევრი რამე რომ გაინტერესებს. ესე იგი – ადგილზე გაყინული არ ხარ : )პ.ს: ამ პოსტში ისე ყვითელი ასოებია და ცუდად იკითხება ; (შანსი არაა, რომ არ ჰქონდეს დეფოლტ ფერის შესაცვლელი, შანსი არაა.

  6. ხო, მეც ძალიან მომწონს, ფერებიც და აურაც დადებითია.ხო, გათხოვებამ ცოტა არ იყოს, დროის ნაკლებობა იცის ხოლმე,მაგრამ შეახსენე.აუცილებლად დაგეხმარება.ვაიმეეეეეეეე!!!! თუ შენ არ გჭირდება!! :shy: ძალიან, ძალიან გამიხარდება!!!

  7. მინდა გითხრა, რომ ძალიან მაგარი თემფლეითი გაქვს.მარუშკინა მეც დამპირდა დახმარებას მაგ მხრივ, მაგრამ გათხოვდა და აღარ ცალია…რაც შეეხება ცხელ შოკოლადს – ორი წელი გამოწერილი მქონდა, და მიყრია სახლში ძალიან ბევრი ძველი ნომერი, თუ გინდა – შემიძლია გადმოგცე ყველა.

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s