All That Trash

ნუ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დაკავებული ვარ და კომპიუტერთანაც იშვიათად ვზივარ, მაინც ვცდილობ კინემატოგრაფიულ სიახლეებს არ ჩამოვრჩე. ძალიან მიყვარს ზოგადად ფილმი… მსახიობი… რეჟისორი… საინტერესოა… მიყვარს როცა რომელიმე უნახავ ფილმში ცნობილი მსახიობი თამაშობს ხოლმე… ამით ფილმი ორმაგად მაინტერესებს ხოლმე… თუმცა ამის გარეშეც დავინტერესებულვარ ფილმებით (თუმცა უფრო ბუზღუნ–წუწუნით: “აუ აქ არავინ “ისეთი” არ თამაშობს და არ მომეწონება”. ასეთი სულელური ფრაზებით ვცდილობ თავი ავარიდო, მაგრამ აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ყოფილა შემთხვევები, რომ საერთოდ უცნობ მსახიობების ექტინგი უფრო მომწონებია, ვიდრე ძალიან “Fოე, Fოე” ხალხისა. ანუ ჩემს ახირებას – /ვუყურებ ფილმებს ცნობილი მსახიობების მონაწილეობით/, მე თვითონვე ვეწინააღმდეგები – /ვუყურებ ფილმს ნებისმიერი მსახიობის მონაწილეობით/, დებულებით. ნუ ეს ჩემი არანორმალური, არაპროგნოზირებადი და უკუღმართი ხასიათიდან გამომდინარე. თუმცა შევეშვათ ჩემს ხასიათების განხილვას!)

ხოდა მიყვარს ძირითადად მელოდრამები, კომედიები და ბოევიკები. ვერ ვიტან ფანტასტიკებს (მაგრამ მიყვარს ბეტმენები, სპაიდერმენები და და რავიცი კიდევ რამე ცხოველმენები as far as they are all ფანტასტიკის ჟანრის ოჯახი.), ტრილერებს (თუმცა ჩემი ბავშვობის ფილმია Interview with the Vampire: The Vampire Chronicles. ფილმი, რომელსაც ვუყურე მართლა ძალიან პატარაობაში, ანუ 8–9 წლის ასაკში. დამეთანხმებით, რომ ასეთი ასაკის ღლაპი არ უნდა უყურებდეს ასეთი ჟანრის ფილმებს. მაგრამ Brad Pitt–ის ხათრით რას აღარ ვუყურებდით მე და ჩემი და . ამას დამატებული ძალიან მინდა Sin City-ის ყურება, მოტივი ამჯერად Josh Hartnett-ია. ) ხოდა თუ ამ პატარ–პატარა გამონაკლისებს არ მივაქცევთ ყურადღებას, ძირითადად ვუყურებ მელოდრამებს, კომედიებსა და ბოევიკებს.
ამასთან ფილმი ჩემთვის უინტერესოა, თუ არ ამატირა, გამაცინა და ა. შ. საერთოდ ძალიან სენტიმენტალური ვარ და გრძნობების გარეშე არათუ ფილმსა და მუსიკასთან, არამედ ხალხთან ურთიერთობა არ ძალმიძს.

ხოდა ახლა გამახსენდა დაახლოებით 1996(ნუ პლუს/მინუს)–ში ჩემმა დამ ჩუმად რომ შეაგდო Once Upon In America . და არიქა! მშობლები სახლში არ არიანო და ჩუმად ვუყურეთ. ახლა კი მეცინება ამ “ჩუმ” სეანსზე, მაგრამ მაშინ მართლა გვეშინოდა, უცებ ვინმე არ მოსულიყო . თან მოგეხსენებათ ამ ფილმში არის არასახარბიელო სცენები და ამას გვარიდებდა ხოლმე მამაჩემი, თორემ ეგ რომ არ ყოფილიყო, ზუსტად ვიცი, რომ მასთან ერთად დაჯდომისა და ფილმის ყურების პრობლემა არ გვექნებოდა. პირიქით he would’ve been very glad !!!

ხოდა ეს მცირეოდენი ექსკურსია ჩემს კინემატოგრაფულ ბავშვობაში… ისე ეს მართლა მცირეოდენია, ბავშვობაში მართლა ბევრი ფილმი მაქვს ნანახი… ნუ ძირითადად მამაჩემი იყო სეანსების პროპაგანდების გამტარებელი.

ხოდა ვისხედით და ვუყურებდით…

ხოდა ახლა რაღაც იშვიათად ვახერხებ, სულ დაკავებული ვარ და კინოსთვის კი არა, ჭამისთვის აღარ მცალია ლამის, მაგრამ ნუ ნელნელა ისევ ვიწყებ ფილმების ყურებას… კიარადა დაწყებული მაქვს (მთლა ეგრეც არ არის საქმე.), მაგრამ თუ შემეძლება, უფრო მეტ დროს გამოვნახავ ხოლმე სინემასთვის.
ძალიან მიყვარს და იმიტომ…
ხშირად მომყავს ხოლმე ციტატები ამა თუ იმ ფილმიდან…
მამახსოვრდება ხოლმე ადვილად…
თუმცა ასე მარტივადაც არ არის საქმე…
ერთი ნახვით ყველაზე მარტივი ფილმიც კი არ მესმის…
ისევე როგორც ერთი ნახვით არც მუსიკა მესმის…
მესაჭიროება რეპეტეები…
ადრე ჩემი და მიხსნიდა შინაარსებს, რაც ძალიან მომწონდა ხოლმე…
ზოგჯერ ახლაც, ერთად ყურებისას, ვეკითხები – „ეს რა პონტში თქვა ამან?“. ჩემი და ვერ იტანს ამას რომ ვუკეთებ, მაგრამ მაინც ტვინს ვუჭამ…

ხოდა…………………..
მგონი სულ ესაა, რისი დაწერაც მინდოდა პროლოგის სახით…
არადა გაცილებით მეტის დაწერა მინდოდა, მაგრამ ჩემი მხედველობის ისედაც საბრალო ორგანოები მებრალებიან…

Advertisements

4 thoughts on “All That Trash

  1. ხო, გეთანხმები, მეც არ მევასება…თუმცა დაღლილობის დროს დებილობისთვისაც მიყურებია, რომ დიდად საფიქრალი არ ყოფილიყო…

  2. მეც მასე ვარ, ანუ თუ ფილმი არ შემეხო ზნაჩიტ საჩემო არააა და სულაც არაა აუცილებელი ამატიროს, აი რაღაცნაირი გრძნობა უნდა დამიტოვოს, კომედიამაც კი …ხო და კიდევ, ვერ ვიტან მხოლოდ კომერციაზე გათვლილ, ძიშოვ რომანტიულ ფილმებს წიპა იფ ოუნლი და ა.შ.

  3. გოგო აი იმენა მევასები რა.ცვეტში მევასები რა.ზუსტად პროლოგის პონტში გავაკეთე ეს პოსტი.ხოდა მართალია ამის შემდეგი უნდა ყოფილიყო (ნუ step by step)იმ ფილმების მცირე განხილვასპონტში, რომლებიც ბოლოს ვნახე. მაგრამ მაგას მერეც ვიზამ. ხოდა შეკვეთა მიღებულია.

  4. აუუ შეიძლება პოსტის შეკვეთა მოგცე?10 must to see ფილმი შენი აზრით : )

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s