Juno


ძალიან მომეწონა იმდენად, რამდენადაც არის:
1) კომედია (თუმცა სასაცილო მომენტზე მეტი სატირალი მომენტია)
2) მელოდრამა (ნუ მე რათქმაუნდა ემოციურად ვუყურე, as always)
3) ახალგაზრდული (დიდი ხანია არ მინახავს)

მცირე ექსკურსი მათ, ვისაც ჯერ არ უნახავს:
ფილმში მოთხრობილია 16 წლის გოგოზე, ჯუნოზე, რომელიც თავის თანაკლასელთან სქესობრივი ურთიერთობის შედეგად შემთხვევით დაფეხმძიმდება.
ვინაიდან და რადგანაც ჯუნოს არ სურს ბავშვის ყოლა ასეთ პატარა ასაკში, ის გადაწყვეტს აბორტის გაკეთებას, თუმცა მალევე გადაიფიქრებს და აქტიურად იწყებს მშობლების ძებნას თავისი შვილისთვის.

ჩემი შეფასება:
ნუ ისეთი მოპედერასტო კიარადა ჩლუნგი ბიჭისგან დაფეხმძიმდება ჯუნო, რომ მგონი ის უფრო არის გოგო და ჯუნო ბიჭი.
ვერ ვიტან ეგეთ ნედარაზვიტი ტიპებს.
ჯუნო კი ძალიან საყვარელი ბავშვია, რომელიც ცდილობს თავად მოერიოს საკუთარ პრობლემებს.
თან რაც ძალიან მიყვარს, როცა ასეთი ინგლისურით საუბრობენ, ეს არის რადიკალურად განსხვავებული The Queen’s Language-სგან. ყოველ ფრაზაში რომ რაღაც ემოციური ტონალობაა. ძალიან, ძალიან, ძალიან მიყვარს. ნუ პრინციპში ორივენაირი ინგლისური მიყვარს, მაგრამ The Queen’s Language რაღაც უფრო ცივია ხოლმე.
ეს ისეთი ფილმია, სადაც კიდევ ერთხელ არის აბორტის წინააღმდეგ გატარებული პროპაგანდა. სანამ ვნახავდი, რაღაც განსაკუთრებული სიუჟეტის ფილმი მეგონა, რადგან ამდენ ნომინაციებზე იყო წარდგენილი. თუმცა ისეთი უცხო და ახალი არაფერი იყო, თითქოს ადრეც უნდა გადაეღოთ მსგავსი შინაარსის ფილმი, მაგრამ ამ მომენტში არაფერი მსგავსი შინაარსის არ მახსენდება. გამიხარდა რომ დიაბლო კოდიმ სცენარისთვის მიიღო ოსკარი.
აგრეთვე ძალიან სასიამოვნო საუნდტრეკები არის, რომლებიც ძალიან უხდებიან ფილმს.

მოკლედ, ვისაც ჯერ არ გინახავთ, ნახეთ, it’s worthy.

Advertisements

2 thoughts on “Juno

  1. რავიცი აბა, ნინ…მე ვაჟკაცური ტიპები მევასება და არა ასეთი ჩლუნგები…ჯუნოს უფრო ჰქონდა კაცური თვისებები, ვიდრე მას…თუმცა სამეგობროდ არვიცი…შეიძლება ესეთი ტიპიც კარგი იყოს.თუმცა მეეჭვება.

  2. მეც მაგრად არ მევასება მასეთი ტიპები, თუმცა სამეგობროდ ძალიან ხშირად ისინი უფრო კარგი ვარიანტები არიან, ვიდრე ზრელიე მალჩიკი 🙂 ფილმი კი რავიცი, დიდად არ აღმაფრთოვანა, ალბათ იმიტომ, რომ მასეთი ჯანრის ფილმები არ მიყვარს

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s