ანკეტა

მიყვარს ვაკის პარკში ბოდიალი. ბუნების სურნელის შეგრძნება. ცისა და ხეების ყურება. ღამით ვარსკვლავების თვლა. ბევრი წყალი ნებისმიერი სახის. მუსიკის შეგრძნება. ცეკვაზე დამოკიდებულება. ცხელი შოკოლადის სმა და “ცხელი შოკოლადის” კითხვა. შემიყვარდა ლიტერატურა.
ვოცნებობ ძალიან ბევრს. ვოცნებობ იმაზე, რომ ყველაფერი ისე იყოს, როგორც მე მინდა, თუმცა ვიცი, რომ ეს ოცნება მაინც ოცნების დონეზე დარჩება.
ვფიქრობ ღამით, კომპიუტერიდან რომ ვდგები. მეორე ოთახში გავდივარ და ვფიქრობ უზომო რაოდენობით. გუშინ ღამის 5-მდე ვფიქრობდი.
მძულს ერთფეროვნება. ვცდილობ გავექცე მას.
ვნანობ, რომ უფრო ჭკვიანურად არ მოვიქეცი თავის დროზე.
კმაყოფილი ვარ, როდესაც რაღაცას კარგად ვაკეთებ.
მენატრება ის ხალხი, რომლებიც აღარ დაბრუნდებიან.
მსურს უკეთესი მხედველობა. მებრალებიან ჩემი მხედველობის ორგანოები.
მაღიზიანებს “ნახე, მე რა ჭკვიანი ვარ” ხალხი. საბოლოო ჯამში ეგეთი ხალხი არაფერს წარმოადგენს. მათ უბრალოდ აქვთ უკომპლექსობის კომპლექსი.
ვგრძნობ ყველაფერს, რისი გრძნობაც კი შეიძლება.
მეშინია ხალხის დაკარგვის. იმ ხალხის, ვინც რეალურად ძალიან ძვირფასია. იმ ხალხის, რომელიც ძალიან მიყვარს ჩემს ყოველდღიურობაში.
ვიცი 3 უცხო ენა. კიდევ მინდა ვისწავლო პორტუგალიური, იტალიური და ესპანური.
არ ვიცი ვინ სად შეინახა ჩემი ჯინსები. ვეძებ და ვერ მიპოვია. :MO:
შემიძლია ძმაკაცობა. ბიჭს უფრო ვენდობი, ვიდრე გოგოს და იმიტომ. მაგიტომაც მყავს ძმაკაცები.
არ შემიძლია სხვისი გამაღიზიანებელი “წიკების” თმენა. საკუთარიც საკმარისად მაქვს.
ვმეგობრობ ყველა ისეთ ადამიანთან, ვისთანაც ნამდვილი გრძნობები აკავშირებს ჩემთან და ზურგს უკან არ მიღალატებს.
ვაპატიებ სულელურ შეცდომას. ბუზღუნს, წუწუნს.
ვტირი განმარტოებულად. ვტირი ხშირად და ხშირად ბედნიერებისგანაც. ბოლოს გუშინ ქუჩაში ვიტირე, მაგრამ ისე ვერა, როგორც ვაპირებდი და მინდოდა.
ვიცინი ისტერიულად და ცრემლებით. ანუ სიცილის ზღვარი მიისწრაფვის ტირილისკენ.
ვეძებ საკუთარ თავში ძალას, რომ უიმედოობას მოვერიო.
ღირსი ვარ ცოტაოდენი ბედნიერების ალბათ, თუმცა არ ვიცი. შეიძლება არც ვარ მაგის ღირსი.
ვკარგავ კონტროლს, როდესაც ვიღაც ნერვებს მიშლის, როდესაც ვიკარგები სიტუაციაში.
მშურს ყველა იმ ადამიანის, ვინც ბედნიერია.
ვემალები მარტოობას. რაღაც მომენტში ვითომ კარგია, მაგრამ მეორე მხრივ საშინელებაა.
ვემტერები ყველა იმას, ვინც სხვისი აზრის პატივისცემა არ იცის.
მაინტერესებს რა რეაქცია ექნება მას ჩემს მიერ მიწერილ წერილზე.
არ მაინტერესებს რას ფიქრობს “საზოგადოება” ჩემზე. ერთი ყველა მაგათი დედაც. მთავარია საკუთარი პრინციპები.
მახსოვს ყველა ის საყვარელი დეტალი, რაც ჩემთან და სხვებთან არის დაკავშირებული. ვცდილობ, ეს დეტალები არ დაიკარგოს ჩემი გონებიდან. :MO:
მრცხვენია ყოველთვის, როდესაც ადამიანს ვაწუხებ, ტვინს ვუბურღავ, რაღაცას ვთხოვ და კიდევ მრავალწერტილი…………
უარვყოფ, რომ ვარ “სწერვა”, რადგან ნამდვილად არ ვარ. ის, რასაც სხვა “სწერვობას” ეძახის, არის ან ხუმრობა, ან პირდაპირობა.
ავადვმყოფობ ხმის საშინელი დაბოხებით. საშინელი “კაცური” ხმა მაქვს ხოლმე. ბავშვობაში მქონდა ძალიან ბოხი ხმა, ნუ ახლაც არ ვარ წრიპინა.
ვმალავ ჩემს დღიურს. არ მინდა ვინმემ მიაგნოს.
ვინახავ ბავშვობის ლამაზ წუთებს. ძალიან მნიშვნელოვანია მათი არსებობა ჩემს მეხსიერებაში.
მწამს გრძნობების. არ შემიძლია მათ გარეშე. ვერ წარმომიდგენია ადამიანი გრძნობის გარეშე. გრძნობები უკეთესად გამოხატავენ ადამიანს, ვიდრე თავად ადამიანი გამოხატავს საკუთარ თავს.
მიკვირს სასწაულები რომ ხდება. აი მაგალითად ის სასწაული, რომ დოდიმ აკას წიგნები მაჩუქა. ეს გაკვირვებაზე ბეეეეევრად მეტი იყო.
მიხარია, რომ ზოგჯერ მაინც ხდება კარგი ამბები.
ვჭორაობ, თუმცა ჯერ კიდევ გასარკვევია რა არის ჭორაობა??? ცუდად არავიზე ვჭორაობ. და კარგად ჭორაობას მე “ამბის მბობას” ვუწოდებ და “საუბარს”.
ვდარდობ ახლობელ ხალხზე. მინდა, რომ უკეთესად იყვნენ.
ვამაყობ იმით, რომ შემიძლია ადამიანობა, მეგობრობა. ეს სამწუხაროდ დღეს ძალიან იშვიათობა გახდა და ამიტომაც ვამაყობ.
ვაკეთებ საყვარელ და საძულველ საქმეს პარალელურ რეჟიმში. :bis:
ვეფერები ყველა იმ ადამიანს, ვინც მიყვარს და ვისაც ვიცი, რომ ვუყვარვარ. ოჯახის წევრი, დაქალი, ძმაკაცი, მეგობარი, ბავშვი – ნებისმიერი ადამიანი.
მსიამოვნებს რჩევების სმენა. ვიცი, რომ ერთი თავი კარგია, ორი უკეთესია. თან კარგი ადამიანი რომ იძლევა რჩევას, მაგაზე მაგარი არაფერია. მთავარის ეს ჭკუის დარიგებაში არ გადავიდეს. მაგას უკვე ვერ ვიტან.
მესიზმრება გაურკვეველი და ყოვლად იდიოტური სიზმრები: მომღერლები, მსახიობები. თუმცა ზოგჯერ მესიზმრებიან მეგობრები, ან ის, ვინც ჩემთან აღარ არის.
ვეხმარები საკუთარ თავს გადარჩენაში. და სხვებსაც, თუ ესაჭიროებათ.
ვეწევი ზოგჯერ ძალიან საინტერესო, ზოგჯერ კი ერთფეროვნებით აღსავსე ცხოვრებას. სიგარეტს??? არასოდეს.
მწყინს ყველაფერი, რაც სხვისთვის შეიძლება დეტალი იყოს. მაგრამ მე მწყინს და გულთან ახლოს მიმაქვს.
ვხარჯავ ენერგიას იმისთვის, რომ სხვას სიხარული მივანიჭო. ფულს – ჩემი პატარა ეშმაკუნების საყიდლად. ემოციებს – გრძნობების გამოსახატად.
ვღალატობ საკუთარ წესებს, რადგან საკუთარი წესების დარღვევა ადვილია, ვიდრე სხვისი.
ვკამათობ განსაკუთრებით სამ ფორუმელთან რაღაც სასაცილო სისულელეებზე. 😀
ვუხეშობ ყველა იმ ადამიანთან, ვინც არ მიყვარს. თუმცა ვუხეშობ იმასთანაც, ვინც მიყვარს, მაგრამ ეს ორი უხეშობა განსხვავდება ერთმანეთისგან.
ვუსმენ იმ მუსიკას, რომელიც სიგიჟემდე მიყვარს. მის გარეშე ვერ წარმომიდგენია არსებობა.
ვყოყმანობ გადაწყვეტილების მიღებისას. ვფიქრობ რა იქნება ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც მე სასიკეთოდ წამადგება.
ვკითხულობ მეგობარ და მეზობელ ბლოგებს, რადგან თითოეული მათგანი თავისებურად საინტერესოა. ვკითხულობ მას!!! ვკითხულობ მის მიერ შექმნილ ჩემს ხელთ არსებულ ჩემს პატარა ეშმაკუნებს.
ვამზადებ ღომს და შემწვარ კვერცხს (ოღონდ სხვანაირს). მეტი არცერთი საჭმლის მომზადება არ ვიცი.
ვუყურებ სენტიმენტალურ და ზოგჯერ 100-ჯერ ნანახ ფილმებს. დეტალებს ვპოულობ მათში მე-100 სეანსის დროსაც კი.
ვკლავ ჩემში პატარ-პატარა სურვილებს, როდესაც ვხედავ, რომ მათ ასრულება არ უწერიათ.
ვაფუჭებ იშვიათად, მაგრამ თუ რამე გავაფუჭე, განწყობა მეშხამება.
ვცხოვრობ ერთი ჩვეულებრივი ადამიანის ცხოვრებით, რომელსაც ბევრი ოცნება გააჩნია, თუმცა გზა, როგორ აიხდინოს ეს ბევრი ოცნება, არ იცის.
ვცემ ბოლთას, როდესაც ტელეფონზე ვსაუბრობ.
ვყვირი, ვწუწუნებ, ვტირი მაშინ, როდესაც ვხედავ, რაღაც არ გამომდის. ანუ ამ დროს დახმარებას ვითხოვ სხვისგან.
ვმღერი ჩემს საყვარელ სიმღერებს მუდამ, როცა მარტო ვარ სახლში ჩემს კომპიუტერთან ერთად და არა მარტო. ძირითადად Coldplay, The Beatles, Radiohead, Placebo. თუმცა სხვებსაც ვმღერი. აგრეთვე ვცეკვავ ძალიან ბევრს.
ვასრულებ ოცნებებს, თუ ამის მატერიალური, ფიზიკური და მორალური შესაძლებლობა გამაჩნია. მიყვარს, როცა ადამიანს რაღაც კარგს ვუკეთებ.
დავდივარ ფეხით და ქუჩაში ვაკვირდები ძალიან ბევრ რაღაცას, თუნდაც ძალიან უმნიშვნელოს. მაგ: შეღებილ ფასადს და ა. შ.
ვმკურნალობ სეპტოლეტეთი, რადგან გაციება ყელის ტკივილით მეწყება მუდამ. კიდევ ალოხოლით, როდესაც კუჭი მტკივა.
ვერიდები ორპირ ადამიანს, თუმცა ხშირად შევმცდარვარ არჩევანში.
ვთამაშობ მაშინ, როდესაც მინდა ადამიანის გამხიარულება. ვთამაშობ დებილ პატარა ბავშვს. ვიცინი, დავხტივარ, არადა გულის სიღრმეში შეიძლება საშინლად ვიყო.
ვიტყუები, როცა ვხედავ, რომ ეს გადარჩენის ერთადერთი გამოსავალია.
ვეთაყვანები ყველა კეთილ ადამიანს. ჩემს მიმართ ჩადენილ სიკეთეებს არასოდეს ვუვიწყებ მათ.
ვგიჟდები ყველაფერზე. ჩემი ყოველდღიური თუ არაყოველდღიური ცხოვრება არ არსებობს სიგიჟის გარეშე.
ვაგროვებ სანთებელებს. არადა არ ვეწევი, მაგრამ ვაგროვებ, ანუ ნაჩუქრობას ვიკეთებ ხოლმე. სადღაც 25-მდე მაქვს. არმოწევის პირობაზე შედეგი არც თუ ისე პატარაა.
ვიხდი გოეთეში სწავლის საფასურს ჩემი მცირეოდენი შემოსავლების მიუხედავად. მე-3 კურსია, მე ვიხდი პირადი სახსრებით.
ვეჭვიანობ მეგობრებზე, თან ძალიან. შეყვარებულზე??? არასოდეს! :NO: მეგობრებზე მუდამ. :yes: მეშინია მათი დაკარგვის და იმიტომ.
“ვკაიფობ” ან შეიძლება არ ვკაიფობ, როდესაც ვწერ ფრაზას: “ღმერთო ჩემო :BOLI:”.
ვიზიდავ არვიცი როგორ ხალხს. ეს მათ უნდა ვკითხოთ.
ვალამაზებ ან ვცდილობ გავალამაზო ჩემი ცხოვრება, რომ არ იქცეს ერთფეროვნების ეტალონად.

Advertisements

2 thoughts on “ანკეტა

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s