ჩემი მეზობლის საყვარელი

***
ვდგავარ ისევ ფანჯარასთან, გიოა ჩემთან ამოსული… მერამდენედ. გავყურებ ფანჯარაზე წებოსავით მოსხმულ წვიმის წვეთებს…ხო, თან ელავს, თან ჭექს, წვიმა ესხმება ფანჯარას 300 მ/წმ სიჩქარით… ნუ კაროჩე, ამინდი დედას იტყნავს რა. არადა ვდგავარ პიჟამოთი, ფეხშიშველი, ტანზეც არაფერი მაცვია, გაუპარსავი, დაუვარცხნელი. რას გავხარ, შეჩემა? კარტოფილს ფრცქვნის გიო. – იდი ნახუი. ბოდიში, ამ დილაუთენია ალენ დელონი რომ არ დაგხვდა ბინაში. კუდამოძუებული გატრიალდა სამზარეულოსკენ, რაღაცას აკეთებს საჭმელს. ევასება კიშკაობა. მე ისევ ფანჯარაში ვიყურები, ხელზე ვარ დაყრდნობილი, ხელი კი – ფანჯრის რაფაზე.
– აი, კიდევ მოვიდა.
– ვინ ე?
– SOS 789
– ეგ ვინაა?
– მანქანის სერიაა, შეჩემა. არა რა, აი ზოგს რა ძაღლის ბედი აქვს რა. მაგის დედაც.
– რა იყო, შეჩემა? სასწრაფოს მანქანას უყურებ?
– ჩემიიიიი კაი!
სამზარეულოდან კარტოფილის შუშხუნის ხმა ისმის. აუ, როგორ მეზიზღება ეს შემწვარი კარტოფილი. მსგავსი საშინელი საჭმელი კაცობრიობას არ მოუგონია. უეჭველი ქალმა მოიგონა, ხო ქალზე უჭკუო ვინ მოიგონებდა?! მაგრამ გიოს ევასება, ხოდა მაინცდამაინც ჩემთან რომ მოდის, მაშინ აკეთებს.
– რა სასწრაფო, ბიჭო? ინფინიტიზე ვამბობ. ჩემი მეზობელი რომაა, რეზიკა, პირველ სართულზე რომ ცხოვრობს, მთელი წლის განმავლობაში ერთხელ რომ მოგესალმება, იმასთანაა. ასე მოდის თითქმის ყოველდღე, თავისი წითელი ინფინიტით. ლიკა ჰქვია.
– შენ საიდან იცი სახელი?
– რავი, ის გამიკვირდებოდა, რომ არ მცოდნოდა. მოდის ხოლმე ასეთ გამოსირებულ რეზიკასთან და რავი. რას აღარ უკეთებს.
– ეგეც დამლაგებელი ტო? ერთი მე ვარ ცოლიანი და არ მჭირდება დამლაგებელი ხო?
– დამლაგებელი? ეს ჩემი დამლაგებელი მოდის დილაუთენია. ისიც დედაჩემის ხვეწნა–მუდარით, თორემ ა ქალი! მოდის ძირითადად ღამით, ათისთვის. და დილით 12–სთვის მიდის.
– შენა და , ფანჯარასთან აბირჟავებ ხოლმე თუ გლაზოკთან?
– ეჰ!
– ამ წვიმაში მაინც რამ მოიყვანა, ინგრევა მგონი დედამიწა. მანქანიდან ვეღარ გადმოსულა. ისე მართლა ქალი ამას ჰქვია! შენ რომ გახრიგინებული ოპელით დვიჟენიობ, ეს ზედაც არ უყურებს ოპელს.
– მინდა!
– ინფინიტი? აუF, კაი კაცო, მართლა?
– ლიკა მინდა! იცი რა ლამაზია. რაღაცნაირად ცხელი ქალია. ერთხელ ჩამიარა და ისეთი ცხელი სურნელი ასდიოდა, რომ გულში შემივიდა.
– ბიჭო, დარჩა მანქანაში და ეგაა.
მართლა რაღაც უცნაურობა იყო. კარგა ხანი მანქანაში იჯდა, ალბათ იმ სირს ვერ გადაურეკა, რომ ქოლგა შემოაშველოს. აი სირიც ამას ჰქვია რა! მე მყავდეს ასეთი ქალი! ღამით ხომ გვერდით მეყოლებოდა და დილით, 12 საათამდე არ გავუშვებდი მკლავებიდან. მაგრამ მე ხომ ბედი არ მაქვს.

***
სამსახურში დაეზარა მისვლა ამ ჩემისას და მე მომადგა. ან საათი არ აქვს, ან მორიდება არ იცის ამის დედა ვატირე, დამადგება ხოლმე სადღაც თერთმეტისთვის. დილით. თან, აი ისე კი არ მოდის, რომ გამაფრთხილოს, დარეკოს, იქნება და სალხში არ ვარ, იქნება და დილით მოვკვდი ან წინა ღამით, იქნება და ქალი მყავს, ან დილით რაღაც სასწრაფო საქმეზე გავვარდი. ცვეტში არა რა. მოკვდება და ერთს არ გადმორეკავს. ხო, რავი, მამენტ რა პონტში უნდა დამირეკოს მობილზე??? არ დარეკავს. საუკუნეა მიცნობს, რას დარეკავს. ჩემზე უკეთ იცის ჩემი დღის განრიგი. ასე რომ არც ვინმე მოკვდება და არც სასწრაფო საქმეზე გავიქცევი დილით, ამას მაინც ეცოდინება ყველა პონტში. იგებს ხოლმე. აქვე ცხოვრობს, ფაქტიურად უბნელია, ჩემი ქუჩის პარალელურ ქუჩაზე. ახლაც კარები ჩამოიღო რა. ცვეტში მეგონა დედაჩემმა გამომიგზავნა დამლაგებელიმეთქი და მაგიტომ ავწიე ტორსი. რომ მცოდნოდა ეს გამოსირებული იყო, არ ავდგებოდი. მიგზავნის ხოლმე. იცის, რომ მე არც ცოლის მომყვანი ვარ და არც არაფერი. საქონელი ვარ და ვაგდივარ კიდევაც საქონელივით. ხოდა ეს დამლაგებელი კი არა, უფრო ალბათ ჩემი ბინის ქალია, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ მასთან არ ვჟიმაობ. კვირაში ორჯერ ან მამენტ სამჯერაც მოდის, მილაგებს, მირეცხავს, მიმზადებს, შემომხედავს სტალინივით, „Совсем дебилом стал“ მეტყვის, მაგიდაზე დატოვებულ ფულს აიღებს და წავა.
ხოდა მოდის ხოლმე და ტვინს მიღუნავს ეს ჩემისა. მაგრამ კიდევ კარგი ეს რომ მაინც მოდის, თორემ საბოლოოდ გამოვსირდებოდი. სადღაც პირველზე ან ორის ექვს წუთზე სამსახურში მივეთრევი ხოლმე ჩემი გახრიგინებული ვექტრათი. გლუშიწელი ატრაკებს რაღაც, ბამპერიც ძვრება თითქოს, მაგრამ მახატია. მეზარება არმენასთან მიყვანა, მერე სომხურად ტვინს მიტყნავს ხოლმე „ე, ეს მატორიც ბარემ გამოცვალე რა, ვა.“.
ხოდა მეტი რავი, ვანძრევ და ვარ რა. ცოლი არ მყავს და თუ ბიჭები დაირაზმებიან ნაშობისკენ იქითა უბნებში, ზოგჯერ მეც კიბოსავით ვეკიდები ხოლმე რა. აქეთ მხოლოდ დამლაგებელი მოდის, თორემ სხვა ქალი არა. ისე სახლში დება უფრო მევასება. ტვინს რომ არავინ ხნავს დატვირთული და დაძაბული დღის მერე. მაგიტომაც გადმოვედი ცალკე. აღარ მინდოდა ჩემებთან. აქ ჩემთვის ვარ რა.
***
ძლივს გადმოვიდა. ხელში რაღაცეები ეჭირა, უეჭველი საჭმელი იქნებოდა. ალბათ რა გემრიელს აკეთებს. ეეე! ეს რა ყლეობაა ტო! უკანვე გამოვარდა. სულ სველი ისევ მანქანაში ჩაჯდა… ეტყობა ის სირი სახლში არ ეგდო. ამის დედაც რა. ვის უმართლებს რა!
***
აუ ჩემი! ამ კარტოფილიან ტაფას რა ჯანდაბა ვუყო? როდის მოვა ეს ქალი? ან მე როგორ გავრეცხო?!

Advertisements

2 thoughts on “ჩემი მეზობლის საყვარელი

  1. ესეც ნოველაა? :D"ვდგავარ პიჟამოთი, ფეხშიშველი, ტანზეც არაფერი მაცვია, გაუპარსავი" – ეს შენ აშკარად არ ხარ 😀 😀 😀

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s