That’s It

დღეს უკანასკნელი გამოცდა ჩავაბარე…
აუ რა გახარებული ვარ, რომ იცოდეს ვინმემ…
რა საშინელებაა 8 გამოცდა…
თან გუშინ ღამე რომ ვმეცადინეობდი, გვერდზე პაოლო კოელიოს ახალნაყიდი წიგნი მედო…
და ნუ რაღათქმაუნდა თვალი მისკენ მეპარებოდა…
რაღაც მომენტში დავიწყე კიდევაც კითხვა, მაგრამ ისევ სამეცადინო საგანს დავუბრუნდი…
ისევ გადავეშვი ინვესტიციებსა და იურიდიული პირზე სესხის გაცემის შესწავლაში, რომ ვისღა ახსოვდა პაოლიტო…

ხოდა მოვრჩი… ჩავაბარე…
ამასთანავე ავიღე პრეზიდენტის სტიპენდია…
3 თვის უნდა ამეღო…
ხოდა 1 თვის რომ ავიღე წინაზე, ეგრევე სვირინგზე გავქანდი და დანარჩენით რამდენიმე წიგნი შევიძინე…
ჩემი დეიდაშვილი მეკაიფებოდა კიდევაც, ამ ცოდვის ჩადენისკენ (ცოდვა AKA სვირინგის გაკეთება :გივი:) მიშამ გიბიძგაო…
ხოდა ნუ სვირინგის მიმართ ჩემი დამოკიდებულება იხ. ქვედა პოსტში…
კიარადა იმას ვამბობდი, მე-4 კურსზე გადავედი…
რა მალე გადის ისე ეს დედააფეთქებული დრო…
თან მითუმეტეს მაშინ, თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩემს ჯგუფელებზე 1 წლით უფროსი ვარ…
ეს კი იმის გამო, რომ მე და iverson 1 წლის განმავლობაში ერთად ვხეხავდით ESM-ის კედლებს…
ამიტომაც 21 წლის ასაკში მე-3 კურსზე ვიყავი…
მაგრამ ეგ არაფერი…
ხოდა გადავედი მე-4 კურსზე…
სტუდენტობის ბოლო წელიწადში გადავედი…
და რაღაცნაირად გული მწყდება…
ნუ კი… მერე მაგისტრატურითა და ამბებით რომ შეიძლება სტუდენტობა გამიგრძელდეს, ეგ კი, მაგრამ ეგ უკვე სხვა რაღაც იქნება…
წეღან ჩემს პეკინზე მოვდიოდი და სევდანარევი სიხარულით ვუფიქრდებოდი ამ ამბავს…
ხოდა რავიცი რა…

Advertisements

8 thoughts on “That’s It

  1. @მარი – არაპოლიტკორექტურობაში რა იგულისხმება???

  2. girlzzzrule-ს ბლოგი ვიგულისხმე. და ვთქვი რატომაც გთხოვე.შეძლებით შეიძლება.

  3. au neti ar makvs da inglisurad sxvisgan vcer…didi madloba molocvebistvis…kuda – au, xo, mec ar mkavs magari jgupi da ravi, mec minda male damTavrba, magram tan guli mckdeba…mar – ratom??? ar sheidzleba boldi???dodka – shen an smsze pasuxi, an kurmilis ageba…nu ara ra…ok, magis chukebas vapirebdi, magram raxan ici, sxvas gachukeb rames…

  4. ჰეჰეჰ გუშინ რომ ჩამოვედი ვნახე შენი მესიჯი კოელიოს “11 წუთზე”. მაგაზე გიწერია?კი წაკითხული მაქვს და არ მევასება. ვაბშე კოელიო არ მევასება ზოგადად : )

  5. მეც მინდა სტიპენდია. 7 სემესტრი ფრიადოსანი ვიყავი, წელს 85-ოსანი ვარ : )) ნუ ორი გამოცდის შედეგით და ბოლო ორის არ ვიცი : ))იიცი რა მაგარია რომ მოიხედები და ფაფუ სტუდენტობა? რავი, ჯერ 4 დღეა რაც მოვრჩი და აღფრთოვანებული ვარ. მაინც ჯგუფზეა დამოკიდებული. მე არ მყოლია გულდასაწყვეტი ჯგუფი, ამიტომაც მიხარია. თან მეოთხე კურსი ფაქტიურად ლექციებზე არც მივლია სამსახურის გამო.პოზდრავლიაიუ : )

  6. გილოცავ უმაგრესიააი ნახავ ბოლო სემესტრში ისე ამოგივა ყელში რომ წამებს დაითვლი დამთავრებამდეროგორც მე : )))სტიპენდიას გილოცავ : ))

  7. გილოცავ! :კისს:ერთი რაღაც უნდა გთხოვო…ბოლდით ნუ წერ კომენტარებს ^^არაპოლიტკორექტულია 😀

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s