BSBF (Black Sea Book Festival)

ძალიან მაგარი ფესტივალი იყო…
ძალიან ბევრი წიგნი შევიძინე…
აგრეთვე ძალიან გამიხარდა Moreira -ისა და humanoidi -ის ნახვა, აგრეთვე the_lizard_king -ის გაცნობა…

რაც შეეხება თავად ფესტივალს, ძალიან მომეწონა “დიოგენე” და “სიესტა”…
აღფრთოვანებული ვარ მათი წიგნებით, ფასდაკლებებით, ბუკლეტებით, მომსახურებით და მოკლედ ყველაფრით…
“პარნას”-ს ჰქონდა ძალიან კარგი რუსული წიგნები, მაგრამ სამწუხაროდ თანხა აღარ მქონდა და მათგან ვერაფერი შევიძინე.
ტვინი გამიბურღა “პროსპერო”-მ და “კოსმოპოლიტან”-მა, განსაკუთრებით პირველმა… 1 წამით მიუახლოვდებოდი თუ არა, ეგრევე ტვინს ბურღავდნენ… წიგნები კარგი ჰქონდათ, მაგრამ ფასები ძვირი…
“სანტა ესპერანსა”-ც არის რა… მე მათი მხოლოდ აკას წიგნები მინდოდა, მეტი არაფერი განსაკუთრებული…
“ცხელი შოკოლადი”-ს სტენდთან მდგომებმა 2 ცალი “ოზონი” მაჩუქეს, არადა ჯერ მათი ჟურნალი უნდა მეყიდა და ამ უკანასკნელს მაჩუქებდნენ, მაგრამ იმდენი სხვა წიგნი შევიძინე, რომ “ცხელი შოკოლადზე” აღარ მიფიქრია…

დავესწარი დაჯილდოებასაც…
ეს ზაზა ბურჭულაძე საერთოდ რა დღეშია…
ჯერ რომ გამოვიდა თავიდან, სიგარეტი ვერ გამოიღო პირიდან, მერე მეორეჯერ რომ გამოვიდა, ერთი საათი ტვინი წაიღო, რაღაცას ლუღლუღებდა, ფული ავიღო თუ არაო?! ვითომ ორიგინალურია, სინამდვილეში კი საერთოდ არ არის.
სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ მისი “მინერალური ჯაზი” ითარგმნა რუსულ ენაზე… და ვისურვებდი ბევრი სხვა მისი და არამარტო მისი წიგნი გავიდეს მსოფლიო არენაზე…
ვიყიდე ეგ კრებული ანუ “15 მოთხრობა”, სადაც ცერემონიაზე წარდგენილი მოთხრობებია შესული და როცა ამ ერთ წიგნს მოვრჩები, მერე ჩავუჯდები…
საბოლოო ჯამში, ყველაფერმა ძალიან ლამაზად ჩაიარა…
ძალიან ბევრი წიგნი შევიძინე და ნელნელა კითხვაც დავიწყე…
როგორც ლიზარდამ მითხრა მთელი ზამთრის მარაგი გაქვს ახლაო.
საერთო ჯამში ფესტივალის ფარგლებში და მის გარეთ ჩემს მიერ შეძენილ წიგნთა რაოდენობა შეადგენს 45-ს, რაც უზომოდ მახარებს…აქედან ჩემი საყვარელი მწერლის 10 წიგნის მფლობელი ვარ…
დანარჩენებსაც შევიძენ… I hope…
იმის გათვალისწინებით, რომ მთელი ზაფხული აქ უნდა ვიყო…
ძალიან მახარებს ეს ამბავი…
კიარადა ჩაფლავებული ზაფხულის კი არა, ბევრი წიგნის შეძენის…
მიხარია, რომ კითხვას ვიწყებ…
დოდი, კიდევ ერთხელ მადლობა ჩემი საყვარელი მწერლის წიგნების ჩუქებისთვის…

Advertisements

7 thoughts on “BSBF (Black Sea Book Festival)

  1. Pingback: წიგნის დღე « Universe

  2. @CheshireCat – მე კი წელს პირველად ვიყავი და ძალიან გამისწორდა…არაუშავს, მომავალ წელსაც იქნება. 🙂

  3. ისევ გავმაზე ეგ ფესტივალი :S არადა ყოველ წელს მინდა წასვლა და სულ მავიწყდება ხოლმე 😀

  4. @ dodka – რაღაც ვითომ რაღაცას აწვება და კაროჩე რა…არ მევასება ეს “ძალით” ქცევები…არაფრის, გაიხარე…@მარი – ხო, მამენტ მეც მინდოდა პროსპეროს წიგნები, მაგრამ ფული აღარ მქონდა, თან ძვირი იყო…@nati kuda – აუ მეც მთელი ჩემი პრეზიდენტის სტიპენდია მაგაზე წავიდა…. იმენა მარაგი მაქვს რა… 😀 😀

  5. მე შარშან ავიხდინე სურვილები და მთელი ბიუჯეტი წიგნებში დავხარჯე.წელს სამწუხაროდ გამოვაკლდი, ფული ნეთუ 😦

  6. მეც ვიყავი მანდ და ”პროსპეროს” და ”კოსმოს” სტენდის გარდა არსად არაფერი შემიძენია… :Dმაინც რა არის რეკლამა :)))და თან ტვინს რომ გიბურღავენ ისეთი რეკლამა 😀

  7. ლოლ ბურჭულაძის ძალით ორიგინალურობა ვონაბი სკანდალურობაზე მაგრად ვკაიფობ )))შენც მადლობა პავიცისთვის, ვკითხულობ )))

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s