11 წუთი


“იყო და არა იყო რა, იყო ერთი მეძავი, სახელად მარია”
ამ სიტყვებით იწყება პაულო კოელიოს რომანი “11 წუთი”.

გამოცდების გამო ცოტათი გამეწელა ამ წიგნის კითხვა, მაგრამ როგორც იქნა ბოლომდე წავიკითხე. ძალიან ბევრი, შეიძლება ითქვას, ულევი რაოდენობით არის ასახული ქალის ცხოვრება, რომელიც არაფერს წარმოადგენს. დაიბადა ბრაზილიის ერთ მიყრუებულ სოფელში, სადაც დედა არის მკერავი, ხოლო მამა – ფარდულში მოვაჭრე. პატარა გოგონა, რომელიც უყურებს ყველაფერ ამას, გადაწყვეტს, რომ არ თქვას უარი იმაზე, რასაც ცხოვრება სთავაზობს მას. არ ამბობს უარს საკუთარ სურვილებისა თუ ფანტაზიების განხორციელებაზე. პარალელურად უფიქრდება იმას აკეთებს რაც მართლა უნდა თუ არა. თუ ეს მხოლოდ პრელუდიაა იმისა, რისი კეთებაც რეალურად უნდა.


“ჩემი მიზანია გავიგო, რა არის სიყვარული და თუმცა, ვიტანჯები იმათ გამო, ვისაც გული ვაჩუქე, ნათლად ვხედავ: ვინც ჩემს სულს ეხება, უძლურია ჩასწვდეს ჩემს სულს…ყველაფერი მკარნახობს, რომ მზად ვარ შეცდომა დავუშვა, მაგრამ არ ცდევა მხოლოდ ის, ვინც არაფერს აკეთებს… და თუკი არაფერი მეკუთვნის, მე ვერ დავხარჯავ დროს იმაზე, რაც ჩემი არ არის; სჯობს ისე იცხოვრო, თითქოს დღევანდელი დღე შენი ცხოვრების პირველი (ან უკანასკნელი) დღეა…
ეს არის წიგნი ადამიანზე, ვინც ვერ მთელი წიგნის განმავლობაში რაღაც ჭეშმარიტების ძიებაშია… სურს გაიგოს სად გადის საზღვარი ბედნიერებასა და უბედურებას შორის… წარმატებასა და წარუმატებლობას შორის…

ის მიემგზავრება შვეიცარიაში, კერძოდ კი ჟენევაში… ქალაქსა და ქვეყანაში, სადაც ყველაფერი უცხოა მისთვის… ფრანგული ენით დაწყებული ხალხით დამთავრებული…ერთადერთი, რაც მისთვის ნაცნობია, ეს არის სიტყვა “კოპაკაბანა”, რადგან ეს სიტყვა ბრაზილიის, კერძოდ კი რიო დე ჟანეიროს ულამაზეს სანაპიროს აგონებს… იწყებს კიდევაც ამ სახელწოდების დაწესებულებაში მეძავად მუშაობას…
“მეჩვენება, რომ მთელი საუკუნე გავიდა. ერთი სიტყვაც არ მესმის , რას ლაპარაკობენ ჩემს გარშემო, ამიტომაც საათობით ვუსმენ მუსიკას, რომელსაც რადიოთი გადმოსცემენ, ვათვალიერებ ჩემს ნომერს, ვიხსენებ ბრაზილიას და მოუთმენლად ველი იმ წუთს, როცა სამსახურში უნდა წავიდე, ხოლო როცა ვმუშაობ, მოუთმენლად ველი იმ წუთს, როცა სახლში უნდა დავბრუნდე. სხვა სიტუვებით რომ ვთქვა,აწმყოთი კი არა, მომავლით ვცხოვრობ. ოდესმე, სწორად ამ მომავალში, შევძლებ თვითმფრინავის ბილეთის ყიდვას და ბრაზილიაში დაბრუნებას”.
თუმცა მარია იმ კატეგორიაში შედის, ვინც რისკავს იმისთვის, რომ წარმატებას მიაღწიოს… თუმცა გარისკვას ყოველთვის წარმატება არ მოაქვს… და ყველა ეს წვრილმანი იმედგაცრუება ქმნის ერთ “სქელმან” იმედგაცრუებას,რომელიც სულ ახსოვს მარიას და ცდილობს მიუხედავად ყველაფრისა, მიაღწიოს სულიერ და ფიზიკურ ტკბობას…
ის ყიდის საკუთარ სხეულს, თუმცა ამისგან არანაირ სიამოვნებას არ ღებულობს… ის მთელი მისი მეძავეობის განმავლობაში არც ერთხელ არ განიცდის ორგაზმს… და იმ კონკრეტულ შემთხვევებში, როცა განიცდის, ის არ გრძნობს თავს მეძავად, არამედ ქალად, რომელიც მიილტვის იმისაკენ, რომ მისმა ხორცმა და სულმა ერთობლივად მიიღონ სიამოვნება…
ზოგადად ის ყიდის საკუთარ სხეულს… სულს… გრძნობებს… იტანჯება ამ ყველაფრის გამო… სხეულს იმიტომ, რომ იშოვოს ფული… ჩავიდეს მშობლიურ სოფელში და მშობლების ცხოვრება ერთი-ორად გააუმჯობესოს (თუმცა ჩემის მოკრძალებული აზრით, ის რომ ცოტათი მეტად განათლებული და ჭკვიანი ყოფილიყო, ალბათ ნაკლებ სასირცხვილო სამსახურს იშოვიდა), ხოლო სულსა და გრძნობებს იმიტომ, რომ სამსახურიდან არ გააგდონ (რადგან “კოპაკაბანა”-ს მეპატრონე მილანის ერთერთი მოთხოვნაა, რომ არ შეიყვაროს კლიენტი) და იმის გათვალისწინებით, რომ რალფ ჰარტი მისი კლიენტი ხდება, ის ცდილობს შორს იყოს მისგან…

მოდიოდნენ მამაკაცები, სრულიად ყოვლისშემძლენი და ქედმაღალნი თავიანთ კაბინეტებში, და 350 ფრანკს არ იშურებდნენ იმისთვის, რომ 1 ღამის გარიდებოდნენ საკუთარ თავს…
1 ღამით???
ნუ აზვიადებ მარია. სინამდვილეში სეანსი 45 წუთს გრძელდება. და თუ ამას გამოვაკლებთ დროს, რომელიც მიდის გახდა-ჩაცმაზე, ყალბ ალერსსა და ბანალურ ფრაზებზე, სუფთა სექსზე მხოლოდ 11 წუთი რჩება…
………………………………………………………….

(ეს მრავალწერტილი მათთვის, ვინ აპირებს წაიკითხოს ეს რომანი….
კიარადა ხო…
მაგრამ თუ არ აპირებთ, ეგეც არაფერი…
კიარადა თუ წაკითხული გაქვთ, ეგეც არაფერი…
უბრალოდ მინდოდა მეთქვა, რომ დამაფიქრა ამ წიგნმა იმაზე, რისკენაც ისედაც მივდიოდი ნელნელა…
როგორც დოდიმ მითხრა რამდენიმე დღის წინ, ჩვენ ყველანი მეძავები ვართო, განურჩევლად სქესისა და ყველაფერ იმისა, რასაც ვითვალისწინებთ ხოლმე…
ეს იმისთვის გავიხსენე, რომ დღეს მუშაობა დავიწყე…
კიარადა სტაჟირება…
და უცებ მარიას მდგომარეობაში შევედი თითქოს…
ის სხეულს ყიდის, მე – მომსახურებას…
ორივენი საბოლოო ჯამში ვაკეთებთ იმას, რაც არ გვინდა, მაგრამ ვაკეთებთ შესაბამისად იმისთვის, რომ რაღაც მიზანს მივაღწიოთ… მარიამ ფული დააგროვოს, მე კი საკუთარ Curriculum Vitae-ზე ვზრუნავ ესე იგი მინდა ვაღიარო, თორემ ჩემი სურვილები შორს არის იმისგან, რასაც ვაკეთებ.)

Advertisements

2 thoughts on “11 წუთი

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s