მედლის მხარეები

სულ ვამტკიცებ, სიყვარული არ არსებობსმეთქი…
იმასაც ვამტკიცებ, რომ სიყვარული მხოლოდ მუსიკაში, წიგნებსა და ფილმებში არსებობსმეთქი…
ვუსმენ ჩემი საყვარელი ბენდის ანუ Coldplay -ის გიჟურ სიმღერებს…
ვუყურებ მძაფრსიუჟეტიან ფილმებს…
ვკითხულობდი დეტექტივებს…
ვარ ძალიან „ფეხებზემკიდიაროჟულად“ (aka „პოხუისტურად“) განწყობილი ზოგადად სიყვარულის მიმართ…
არ მევასება კიარადა ალმაცერად ვუყურებ ქუჩაში მოსიარულე, ხელიხელჩაკიდებულ წყვილებს…
თითქოს რაღაც დიდი სიყალბე დევს მათში…
კიარადა მათ „ხელიხელჩაკიდებულობაში“…
თითქოს ეს თავის გამოჩენისა და საკუთარ თავზე აქცენტის გაკეთების მორიგი მცდელობაა…
Типа „აი, ნახეთ, ჩვენ ერთად ვართ“, „აი, ერთმანეთი გვიყვარს“, „აი, მე რა მაგარი შეყვარებული მყავს“ and so on and so on…


არადა ეს ზემოთხსენებული წყვილის რომელიმე წარმომადგენელი თუ გახედავს/დაელაპარაკება მოპირდაპირე სქესის სხვა წარმომადგენელს, იქვე მისი ვითომ მოსიყვარულე პარტნიორი ეჭვიანობის მორიგ წარმოდგენებს არ იშურებს…
„თუ ეჭვიანობს, ე. ი. უყვარხარ“ – მოიგონა ვიღაც დეგრადირებული მენტალობის მქონე ადამიანმა და ლამის მთელმა არანაკლებ დეგრადირებულმა „საზოგადოებამ“ აიტაცა და შეისისხლხორცა ეს „ზე–ბრძნული“ გამონათქვამი, არასოდეს დაფიქრებულან რა მის შინაარსზე საფუძვლიანად…
თითქოს სიყვარული მხოლოდ ფიზიკურ სიახლოვეზე არის დაფუძვნებული და დამოკიდებული და არა ნდობაზე და ურთიერთგაგებაზე…
ხოდა, მიდიიიი, იეჭვიანე…
თან როდესაც ეს ეჭვიანობა საფუძველს სრულიად მოკლებულია…
თან გარდა ამისა, შეყვარებული ადამიანი სიშტერისკენ მიდრეკილია…
რაღაც დებილობებს აქცევს და ამახვილებს ყურადღებას…
ნუ, კონკრეტული მაგალითების ჩამოთვლა მეზარება და ახლა დიდად არც მახსენება…
მაგრამ დარწმუნებული ვარ ფრაზა – რა გჭირს, შეყვარებული ხომ არ ხარ? – უცნობი არავისთვისაა…
სულ მიმდინარეობს „უწი პუწი“ საუბრები and so on and so on…
ნუთუ ეს არის ჭეშმარიტი სიყვარული???
ხოდა თუ ეს არის, მაშინ არ მინდა სიყვარული…
იგი ყველაზე მადეგრადირებელი, ბანძი და მადებილებელი გრძნობაა…
ვარ პოხუისტკა და „ყველაფერი ფეხებზე მკიდია“ სქესის წარმომადგენელი…

მენატრება ძალიან…
სულ მასზე მეფიქრება…
ნეტავ ახლა რას აკეთებს…
სიყვარულს ვეძებ ისევ წიგნებში, მუსიკასა და ფილმებში…
ვუსმენ Coldplay –ის რომანტიულ სიმღერებს…
ვუყურებ მელოდრამებს და არ მეზარება 100–ჯერ ნანახის 101–ედ ხილვა…
ვკითხულობ და მუდამ ვეძებ რომანებს წასაკითხად…
მეფიქრება მასზე და მინდება მასთან ყოფნა…
მისი სისულელეების სმენა და მასთან ერთად სიდებილისა და უაზრობის მორევში გადაშვება…
და მითუმეტეს მაშინ, როდესაც ორივე ერთმანეთს აურაცხელი რაოდენობის სისულელეებს ვეუბნებით…
მიმდინარეობს ისეთ უაზრო თემებზეც საუბარი, როგორიცაა ბუზისა და ობობის არსებობა ჩვენს აქაურ სამყაროში…
მერე, ამასობაში ის რაღაც დებილობას წამოროშავს…
მე რე მე ვეტყვი: „იდიოტო, დეგენერატო, კრეტინო, მეზიზღები, ვერ გიტან!“…
მერე ის მაინც ძველებურად, კეთილი გულით გაიცინებს და ერთი წამითაც კი არ გაუელვებს თავში, რომ მე მას მართლა იდიოტად ან დეგენერატად მივიჩნევ და ვერ ვიტან…
მერე მე რაღაც დებილობას წამოვროშავ…
და ის მაინც ძველებურად, კეთილი გულით გაიცინებს და ერთი წამითაც არ გაუელვებს თავში, რომ ამ დებილობის გამო მესწერვოს ან რამე უხეშად მითხრას…
აღსანიშნავია, რომ „იდიოტო, დეგენერატო, კრეტინო, მეზიზღები, ვერ გიტან!“…–ს ის არ მეტყვის, რადგან იცის, რომ მეწყინება…
იცის, რომ გულთან ახლოს მივიტან და გული დამწყდება, მეწყინება…
მიიჩნევს, რომ ეჭვიანობა არის მადეგრადირებელი ცნება, რომელიც ქართულმა საზოგადოებამ შეისისხლხორცა და ის აშკარად შორს არის ამ ცნებისგან…
თვლის, რომ პოხუიზმით ბევრ რამეს ეშველება, მაგრამ გულის სიღრმეში არც ისეთი პოხუისტია, როგორიც „არის“…
არ არის ის ტიპი, რომ შეყვარებულს ხელი ჩაკიდოს და „დედიკოშვილიკო“–სავით იაროს თბილისის მტვრიან ქუჩებში…
მიყვარს მისი მოცინარი თვალების ყურება…
მიყვარს მისი სევდიანი თვალების ყურება…
ნუთუ ეს არის ჭეშმარიტი სიყვარული???
ხოდა თუ ეს არის, მაშინ მინდა სიყვარული…
იგი ყველაზე საოცარი, სასურველი და მაცოცხლებელი გრძნობაა…
ვარ მგრძნობიარე და „ყველაფერი გულთან ახლოს მიმაქვს“ სქესის წარმომადგენელი…

ახლა ეს ყველაფერი რატომ დავწერე იცით???…
რა მინდოდა იცით მეთქვა?!
ის, რომ ეს ყველაფერი ზოგადად არის დაწერილი…
სინამდვილეში მე არ მყავს შეყვარებული…
ამით მხოლოდ იმის თქმა მინდოდა, რომ სიყვარული მხოლოდ მუსიკაში, წიგნებსა და ფილმებში არსებობს…
კიარადა უფრო სწორად ამ ფრაზიდან გამომდინარე იმის თქმა მინდოდა, რომ ჩემი უსაყვარლესი ბენდი არის Coldplay…
ხოდა რავიცი აბა…
კიარადა…
მეტი რა დავამატო…
კიარადა წავედი…

Advertisements

12 thoughts on “მედლის მხარეები

  1. @jaco – შემდეგიც ასეთი მარაზმული იქნება, ასე რომ თავიდანვე ვაფრთხილებ ხალხს, რომ თუ იგივენაირი მარაზმობის ხილვა არ გსურთ, არ შემოხვიდეთ…@utvino – ხო, ალბათ მართალი ხარ, ნინ…კიარადა ზუსტად მანდ ვეძებ ხოლმე სიყვარულს და მაგიტომაც ვიქექები მაგეებში…თორემ რეალობაში ხომ იმენა არ არსებობს სიყვარული…@მელია – მიხარია, ჩემნაირი რამდენიმე %–ით მაინც რომ ხარ…

  2. წავიკითხე …ახლა მომინდა დამეწერა ისეთი გაცვეთილი ფრაზა რომელიც ასე ჟღერს”ზუსტად მეც მასე ვარ”მაგრამ არ დავწერ და მხოლოდ იმას დავწერ, რომ ჩემთვის სიყვარული არ ვიცი რა არის…მეუცხოვებამეხამუშებამეცინებაირონიით ვუდგები მასთუმცა ნამდვილი სიყვარული მეც წიგნებსა, ფილმებსა და მუსიკაში ვიპოვე…ვერაფერი შემიცვლის მათ…ქუჩაში მოსეირნე წყვილებს რაც შეეხებათ არ ვარ წინააღმდეგი და არც მაღიზიანებსგაღიზიანებით არა მაგრამ ჩემს ჰობად იქცა ამ ბოლო დროს ადამიანებზე დაკვირვება :)) ჰოდა ძალიან ვხალისობ მათზე მხოლოდ ვხალისობ :)))) მაგრამ ყველაზე ვერა თუ არა ეგ აღარვიცი :მო:ბოდიშით სიტყვაგამიგრძელდა :უსერ:

  3. mTeli cxovreba Seyvarebuli ar vyofilvar, magram veTancmebi gogoebsxo dasiyvaruli rom ar arsebobdesmas verc filmisTvis mogonebdnen,verc musikisTvis da verc wignebisTvis, filmis,musika da cigni xom imitom gviyvardeba, rom masshi dzalian bevria chventvis nacnobi, sasurveli an xelshesaxebi …anu iq bevri ram nacnobi realuri samyarodan aris aRebuli …bodiSi araqarTuli shriftisTvis, aq sxvanairi ar aqvT

  4. @CheshireCat – :user:@nati kuda – საქმეც იმაშია, რომ შორიდან არ ვუვლი, მაგრამ მაინც ის მაინც შორს იწევს ჩემგან… თუმცა ამას ისე აკეთებს, თითქოს არაფერიო… მეგობრულად, მაგრამ მაინც შორს გადის ჩემგან…კიარადა, დაიკიდეთ… რაღაცას ვმარაზმობ მე ეხა…

  5. ამაზე დიდი სისულელე არ წამიკითხავს.არ გეწყინოს, ქეთ, მაგრამ ყველაზე დიდი მარაზმი სწორედ ეგაა, როცა გიყვარს და შორიდან უვლი. ერთ დღესაც ვერც მიხვდები როგორ ჩაკიდებ ხელს და აღარასდროს მოგინდება გაშვება.იმედია მალე მოხდება ეს შენსკენ : )

  6. 🙂 კ8, და საიდან დაასკვენი, რომ ის წყვილები, ვინც ქუჩაში ხელჩაკიდებულები დადიან, ყალბი გრძნობები აქვთ? :)”ნე პრავილ’ნო ტი ძიაძია ფიოდორ, ბუტერბროდი ს კოლბასოი კუშაეშ”.

  7. @dodka@მარი@CheshireCat@jacoმე ის ვიგულისხმე, რომ როცა ყალბი გრძნობების ფონზე ხელიხელჩაკიდება რაღაც ნიტოამეთქი, თორემ როცა მართლა გიყვარს და უყვარხარ, მაშინ ცუდი არ არის ეს ხელიხელჩაკიდება…1 მეტრში არა, მაგრამ just გვერდიგვერდ რომ იარონ, მგონი არაფერი მოხდება.

  8. “ხოდა კიდე ჭეშმარიტი სიყვარული ის კი არაა, ქუჩაში ხელიხელჩაკიდებულები რომ მიდიხართ, არამედ ერთ მშვენიერი ზაფხულის დილას, ჩაის სმის დროს, ქმარი ტრაკზე რომ გიჩქმეტს… :)”მარი დაგლიჯა!:)ქეით: კარგი რაა, კარგი რაა!:))

  9. ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილის განმავლობაში შეყვარებული ვიყავიდა ჩემს შეყვარებულებთან ერთად “ხელიხელჩაკიდებულები დავდიოდით ქუჩაშიახლაც – როცა გავდივართ მე დ აუჩა.და ხო, წიპა კიარა, ლამისაა ბედნიერებისგან ვიყვირო, შემოგვხედეთ! გვიყვარს ერთმანეთი! და ბედნიერები ვართ!- ეს ცუდია?მემგონი პირიქით, დაბღვერილ სიფათებს ისევ ეს სჯობს )))”+2ქეთ, და შეყვარებულთან ერთად ქუჩაში 2 მეტრის დაშორებით უნდა იარო თუ? 🙂

  10. and so on and so on…და ა.შ. და ა.შ.:D”ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილის განმავლობაში შეყვარებული ვიყავიდა ჩემს შეყვარებულებთან ერთად ხელიხელჩაკიდებულები დავდიოდით ქუჩაშიახლაც – როცა გავდივართ მე დ აუჩა.და ხო, წიპა კიარა, ლამისაა ბედნიერებისგან ვიყვირო, შემოგვხედეთ! გვიყვარს ერთმანეთი! და ბედნიერები ვართ!”+1 :Dხოდა კიდე ჭეშმარიტი სიყვარული ის კი არაა, ქუჩაში ხელიხელჩაკიდებულები რომ მიდიხართ, არამედ ერთ მშვენიერი ზაფხულის დილას, ჩაის სმის დროს, ქმარი ტრაკზე რომ გიჩქმეტს… 🙂

  11. ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილის განმავლობაში შეყვარებული ვიყავიდა ჩემს შეყვარებულებთან ერთად ხელიხელჩაკიდებულები დავდიოდით ქუჩაშიახლაც – როცა გავდივართ მე დ აუჩა.და ხო, წიპა კიარა, ლამისაა ბედნიერებისგან ვიყვირო, შემოგვხედეთ! გვიყვარს ერთმანეთი! და ბედნიერები ვართ! – ეს ცუდია?მემგონი პირიქით, დაბღვერილ სიფათებს ისევ ეს სჯობს )))

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s