საბა


დღეს, საღამოს, გაიმართა ლიტერატურული დაჯილდოება “საბა”…
გამარჯვებულები არიან:
1. წლის საუკეთესო პროზაული კრებული – დავით ქართველიშვილი “4 მოთხრობა”
2. წლის საუკეთესო რომანი – აკა მორჩილაძე “Maid In Tiflis”
3. წლის საუკეთესო პოეტური კრებული – მაია სარიშვილი
4. წლის საუკეთესო თარგმანი – გიორგი ლობჟანიძე (ყურანი)
5. წლის საუკეთესო პიესა – დათო ტურაშვილი ,,კედები”
6. წლის საუკეთესო კრიტიკა, ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა – ეთერ თათარაიძე და ამირან არაბული
7. წლის საუკეთესო დებიუტი – ბაჩო კვირტია “მატერებლის მოსვლამდე”
8. პრემია ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის – ვახუშტი კოტეტიშვილი


რა ბედნიერებაა, ბასა ჯანიკაშვილს კბენა კიარადა სწერვობა რომ შეუძლია…
ვინც კი სცენაზე ავიდა, ყველაზე რაღაც დებილობა თქვა, რადგან ზევით აღნიშნული პირები ვერ აფრინდნენ სცენაზე…
არამედ ნელა და დინჯად მიაბიჯებდნენ სცენისკენ…
რა საჭირო იყო ასეთი ირონიულ-კრიტიკული რეპლიკები, типа “მაია, მგონი შვილებთან ერთად ამოდის სცენაზე”, ” ბაჩოს მგონი გზა აერია”, “მგონი 2 აკა ამოდის”, “დათო საერთოდ ამოდის???” და ა. შ.
ნუ რა საჭიროა მიკროფონში და დაჯილდოების მომენტში ასეთი ფრაზების სროლა…
ნუთუ დიდი პრობლემას წარმოადგენს ზედმეტი 10 წამით ლოდინი, სანამ გამარჯვებული სცენაზე ამოვა…
ძალიან განებივრებულები ვართ ლიტერატურული კიარადა კულტურული ღონისძიებებითა და დაჯილდოებებით???
თუ რა სჭირდა ბასას???
შთაბეჭდილება დამრჩა, რომ:
1) დაბოღმილი იყო, რომ მისი არაფერი იყო წარდგენილი და ეს აღნიშნა კიდეც…
2) მალე უნდოდა დამთავრებულიყო ეს ყველაფერი…
3) ტექსტი არ იცოდა…
ჩემის მოკრძალებული აზრით ბევრად უკეთესი წამყვანის შერჩევა შეიძლებოდა…
სწერვა მაინც არ იქნებოდა…

მაგრამ კარგი…
ეს გავატარეთ….
განვიცადე უდიდესი ბედნიერება…
ვინაიდან და რადგან ჩემმა უსაყვარლესმა მწერალმა ანუ აკა მორჩილაძემ აიღო წლის რომანისთვის ეს ჯილდო…
კივილი დავიწყე სიხარულისგან…
ლამის ტელევიზორში შევძვერი…
აი, ნუ მართლა ვერ გადმოვცემ, რაოდენ დიდი სიხარული ვიგრძენი, როდესაც ეს ამბავი დავინახე…
თან, რომ დავინახე, თავად აკას როგორი “ფეხებზე მკიდია ჯილდოები” დამოკიდებულება აქვს, ორმაგად გამისწორდა, რადგან თავის პონტში წერს და არ აღელვებს ვის მოსწონს მისი ნაწერი და ვის არა…

ძალიან გამიხარდა აგრეთვე ბაჩო კვირტიას წარმატება…
ზუსტად იმავე წიგნმა წიგნის ფესტივალზე I პრემია დაიმსახურა, რაც აგრეთვე სასიხარული იყო…
ნუ, ვახუშტიზე უკვე სიტყვები ზედმეტია მგონი…
ძალიან გამიხარდა ესეც…
გული დამწყდა, რომ ვახუშტის მაგივრად სცენაზე მისი ვაჟი, გუგა ავიდა, რადგან ეს უკანასკნელი საავადმყოფოში იმყოფება…

მოკლედ…
უბედნიერესი ვარ…
სამწუხაროა, რომ წიგნის ფესტივალზე ფული აღარ დამრჩა, რომ “Made In Tiflis” შემეძინა, რაზეც ძალიან გული მწყდება, მაგრამ ამას აუცილებლად ავინაზღაურებ…

ვულოცავ აკას კიდევ ერთხელ…

Advertisements

5 thoughts on “საბა

  1. @dodka – უიმე, ბოროტო არსებავ… :D@მარი – კი, მარ და გავგზავნე უკვე…

  2. კაი ალა, ნუ ბრმავდები სიყვარულით, იდიოტიზმია და როლია ეგ პოხუიზმი, მართლა რომ ეკიდოს, არც შეიწუხებდა მისვლით და საკუთარი ტავის გამარიაჟებით თავს )) მაზგი ვკლიუჩი, მაზ გი!

  3. ნუ მამენტ ხო, მაგრამ მაინც ისეთი პონტია, რაღა ჩვენთვის საბა და რაღა ოსკარი… 😀 😀 😀 😀 პროსტა ისეთი პონტი იყო, რომ იმენა ძაან პოხუისტურად მივიდა, აიღო და ვსო…ამით მისთვის არაფერი შეცვლილა…

  4. კაი რა, ცირკია, როგორ შეგიძლია ამას ასეთმა ბედნიერმა უყურო.ყოველ წელს ერთი და იგივე სასტავია მაგ საბაზე. იმენნა გულისამრევები არიან.მაგ შენს აკას კი თუ მართლა ეგეთი ეფხებზემკიდია დამოკიდებულება აქვს, არც უნდა მისულიყო, და მითუმეტეს – პრიზიც არ უნდა აეღო. სხვა ყველა შემთხვევაში მისი ეგეთი განცხადებები პოზებად და როლებად აღიქმება ჩემთვის.

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s