We R All 2gether

მოკლედ დოდის ამ პოსტის შემდეგ (რომელიც ფაქტიურად ჩემთვის დაწერა ავტორმა) ხოდა დავაყენე google reader ჩავამატე ბევრი ბლოგი დაუკითხავად, რადგან ისედაც ბევრს ვკითხულობ და ბარემ ახალი და ჩემთვის საინტერესო ხალხის ნააზრევი ვიკითხო…
ეს ის მომენტია, როცა არ დამეზარება…
შეიძლება კომენტარი თითოეულ მათგანს არ დავუწერო, მაგრამ წაკითხვას მაინც განვახორციელებ…
ხოდა თუ ვინმემ აღმოაჩინეთ საკუთარი სახლის მისამართი, არ გაგიკვირდეთ…
just ჩემი კარი ყველასთვის ღიაა…


მაინტერესებს რას ფიქრობთ..
რა ემოციებს განიცდით ამ პოსტების წერისას…
მიყვარხართ ყველა თითოეული თქვენი ნააზრევისთვის…
და მკიდია ერთმანეთს ვეთანხმებით თუ არა იმაში, რაც გვიწერია…
just მიყვარხართ..
და ეს გაცრეცილი სიტყვები არ არის…
ოღონდ მართლა…

არ გაგიკვირდეთ, თუ რომელიმე თქვენთაგანის პოსტი იმდენად მომეწონა, რომ ჩემთანაც დავაკოპირო…
ქოფირაითს აუცილებლად მივაწერ…
ასე რომ საავტორო უფლებებს არ წაგართმევთ…
უბრალოდ ეს იმას მაუწყებელი იქნება, რომ ამ პოსტის დამწერს განსაკუთრებით ვეთანხმები რაღაც მოსაზრებაში…
ხოდა let’s blog 2gether………

Advertisements

5 thoughts on “We R All 2gether

  1. კიდევ ის მომწონს შენი: “კიარადა”:)))სხვა კომენტარს აღარ გავაკეთებ შენს საპასუხო კომენტარზე, ისედაც გავუგეთ ერთმანეთს და მოხარული ვარ ამის;)…შენც მადლობა…

  2. @jaco – ძალიან დიდი მადლობა ასეთი სტყვებისთვის…არც არასოდეს მიფიქრია, რომ ჩემი ბლოგის გაქაჩვაზე მეჩალიჩა…არც არასოდეს მქონია იმის პრეტენზია თუ ილუზია, რომ ჩემი ნაწერები მარკესის ან დიკენსის ნააზრევს უტოლდება… ძალიან ხშირად ძალიან დიდი უაზრობებსა და სისულელეებს ვწერ… შეიძლება მერე, რამდენიმე დღის ან თუნდაც კვირის მერე ვკითხულობდე და ვთქვა,ფუ, ეს რამ დამაწერინამეთქი, მაგრამ მაინც არაფერს ვცვლი, რადგან იმ მომენტში რასაც ვფიქრობ,იმას ვწერ და კომერციაზე გამთვლელი მუსიკოსივით არ ვიქცევი, ანუ ხალხზე არ ვფიქრობ,ვაიმე ნეტავ თუ მოეწონებათ ჩემი პოსტიმეთქი… ეს ბლოგი არის ერთადერთი 100%–ით ჩემი და აქ სრულიად თავისუფალი ვარ… და არანაირი შეზღუდვები არ მაქვს…შეზღუდვები კი მკრავს და მბოჭავს..მერე საერთოდ ვეღარ ვამბობ საკუთარ ნააზრევს..ხოდა მირჩევნია, ხალხს არ მოვწონდე მათგან განსხვავებული აზრები ქონის გამო, ვიდრე მე თვითონ არ მომწონდეს საკუთარი თავი საკუთარი აზრის ქონისა და სხვაზე დამოკიდებულების გამო…დიდი მადლობა, რომ დოდის მსგავსად მეც “HUG ადამიანი”, სასიამოვნო კომპლიმენტია ჩემთვის… თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არ ვარ ის ტიპი, რომ ხელი გავანძრიო იმისთვის, რომ HUG ადამიანად ჩამთვალოს ვინმემ. კი, შემოვა… დოდი ყველგან არის…:D

  3. მეც მომწონს შენი გულახდილი ნაწერები და სხვებისგან იმით გამოვარჩევ (თუმცა შენს გარდა კიდევ რამდენიმე ბლოგია ჩემი Fეივორიტი:)), რომ წერ რაც იფიქრე და არა ფიქრის მერე გადამუშავებულ აზრს, ანუ თითქოს არ ფიქრობ იმას რამდენად წაკითხვადი და „მხატვრული“ კუთხით გამართული წინადაბებია. ყოველ შემთხვევაში მე ძალიან მომწონს შენი ბლაბლაბლა ნაწერები (ნუუუ ეს კარგი გაგებით) და თუ ყოველთვის არ დავაკომენტებ ხოლმე ეს არ ნიშნავს, რომ არ ვკითხულობ. იგივე მინდა ვუთხრა იმ რამდენიმე ბლოგის ავტორს, რომელიც მე ბლოგროლში მყავს:)))და კიდევ, დოდკას ვეტყვი აქ. თავის ბლოგზე რომ ვუთხრა მერე ძალიან ხმამაღალი ნათქვამი არ გამომივიდეს: დოდ, პირველ რიგში თენქიუ, რომ ამ ბლოგის ავტორის არ იყოს ძალიან HUG ადამიანი ხარ (რაც ამ პოსტის კომენტარშიც იგრძნობა) და მეორე რიგში მინდა იცოდე, რომ შენი ბლოგი ჩემთვის კანFეტკაა, ანუ დესერტი, ანუ დილით ჯერ სხვების ბლოგებზე დავძვრები და სულ ბოლოს შენთან შემოვდივარ და იმედი ჯერ არ გამცრუებია (სწორად ვთქვი?:D)P.შ. (ვითომ ეხლა აქ რომ დავწერე აქ ვერ მოაგნებს ამ ნაწერს დოდკა? I don’t think so:p)

  4. აუ შენ იმენა გუგლის ქალი ხარ რა…:Dრა შუსტრი ხარ რა…იმენა ვერავინ დაგასწრებს დაპოსტვას…კიარადა დაკომენტარებას…:D 😀

  5. ო ჩემს გუგლ-რიდერშI მყოფი ხალხი ჩემი ცხოვრების ნაწილები არიან იმენნა :დ

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s