Summer In TB

არანაირი არდადეგები…
კიარადა არდადეგები კი კი, მაგრამ არანაირი შვებულება…
ცხოვრებაში პირველად ვატარებ მთელ ზაფხულს თბილისში…
კიარადა…
არც კი ვიცი მთელი ზაფხული აქ რა უნდა ვაკეთო…
როგორ გავერთო…
ზაფხულში ხომ თბილისში გლობალური ბეზპონტობაა…

და ცვეტში ცარიელი თბილისი მაგრად გატეხავს ალბათ…
თან გარდა იმისა, რომ თბილისში ვარ, ნუ კარგი…
მაგრამ ყოველ დილით 8–ის 15 წუთზე რომ უნდა ავდგე ხოლმე, ისევე, როგორც ახლა ვდგები, მაგას როგორ შევეგუო???
აუ, ძალიან ტეხავს…

მეორეს მხრივ…
მალე არტ–გენი იწყება და მანდ ვივლი ხოლმე…
გოეთეშიც რაღაც საინტერესო პონტები გაეძრობა მალე…
კონცერტები და ამბები….
და გარდა მაგისა…
საღამოობით ქუჩაში ვისეირნებ ხოლმე…
მომენატრა სეირნობა…
ოღონდ აი ზუსტად ის, რასაც “სეირნობა” ეწოდება და არა გიჟივით სირბილი ამა თუ იმ საქმეზე…
კიარადა ეს იმიტომ ვახსენე, რომ ძირითადად ყველგან ჩქარა მივდივარ ხოლმე..
სულ სადღაც მეჩქარება…
თუმცა ამ ბოლო დროს, არვიცი რისი ბრალია, მგონი სიბერის :D…..
კიარადა დაღლილობის ალბათ…
ანუ ის, რომ ახლა პირიქით, სურვილი გამიჩნდა, რომ ნელა ვიარო ხოლმე…
არ მეჩქარებოდეს ხოლმე…
ამიტომაც არის, რომ დილის 9–ის ნახევარზე გაჩერებაზე ერთი ტრანსპორტით ქვევით ჩავდივარ, მერე მეორეში ვჯდები და სამსახურში მივდივარ…….
საბოლოო ჯამში ისე ხდება, რომ 9–ს რომ 15 აკლია, უკვე ოფისის წინ ვდგავარ ხოლმე……
არც კი ვდილობ კარის შეღებას…
მაინც არ აქვს მაგ ქმედებას აზრი….
მაინც ჩაკეტილია….
ანუ მთელი 45 წუთით ადრე ვდგავარ კარებთან…
10–ის ნახევარზე ვიხსნებით…
ხოდა, მერე 9–ზე მოდის დაცვის რომელიმე ბიჭი და იწყებს შენიშვნების მოცემას………
რა არის, სახლიდან გაგდებენ ხოლმე ყოველ დილით სულ ასე ადრე რომ მოდიხარ…..
არ გეზარება მაინც ქუჩაში ყურყუტი……
ეგ კი არა და იმასაც მეკაიფებიან……
ჩვენ რომ წავალთ შვებულებაში, გასაღებს შენ დაგიტოვებთო…..
მაინც ყველაზე ადრე მოდიხარო…..
დაცვის სამსახურის საკაიფო რომ გახდები….
ხოდა ახლა უკვე მთელ staff–ში გაბაზრებულია, რომ ძალიან ადრე მოვდივარ……..
მაგრამ რა ვქნა? მეშინია, რომ არ დამაგვიანდეს და ერთგვარად თავს ვიზღვევ დაგვიანებისგან……
მერე ვიცი, რომ ძალიან მომერიდება უფროსების….
თან ამ ტრანსპორტების იმედად ხომ ვერასდროს იქნები?!
ხოდა, ამიტომაც ადრე მივდივარ ხოლმე…..
ეგ კიარადა…
გუშინ გვიან დავწექი…
3–ის ნახევარი იყო დაახლოებით…
და მაღვიძარას დაყენება დამვიწყნია…
ზუსტად ნახევარ საათში, ანუ სამზე, გამეღვიძა, არ დამიყენებია მაღვიძარამეთქი და დავაყენე…
თორემ დღეს გამიჭირდებოდა ალბათ ადგომა…
კიარადა…
ეს ყველაფერი იმიტომ დავწერე, რომ მეთქვა ის, რომ….
არ ვჩქარობ ხოლმე რა….
ნელა, ნელა, ნელა, ნელა მივდივარ….
პოსტალიონივით მაქვს მძიმე ჩანთა გადაკიდებული და მივდივარ……
კიარადა საიდან სად გადავხტი???…..
იმას ვამბობდი, რომ მომენატრა სეირნობა….
კიარადა…
მიყვარს სეირნობა….
და თუ ვინმე ჩემნაირი volunteer ვიპოვე, ძალიან გამიხარდება…
ხოდა ვცდილობ, რომ სამსახურში მისვლის “ყოველდილური” პროცედურა სეირნობას დავამსგავსო……
ანუ ამით მაინც არ ვიფიქრო და მწყდებოდეს გული იმაზე, რომ მთელი ზაფხული აქ ვარ…

Advertisements

12 thoughts on “Summer In TB

  1. ეჰ… ჩემი უფროსი კაკრაზ გუშინ წავიდა დასასვენებლად თურქეთში…ხოდა მე კი ვარ აგერ და მთელი ზაფხული კი ვიქნები …

  2. ეგ დაახლოებით ეგრეა, მაგრამ საერთოდ ყველა უფროსი არაოფიციალურად უშვებს ხოლმე ზაფხულში ახალდანიშნულ თანამშრომლებს 1 კვირით დასასვენებლად. უფროსიც ადამიანია:)

  3. მე კი რატომღაც ასე ვიცი, რომ პირველი 11 თვე თუ დაჟე 12–იც არ ეკუთვნის ადამიანს შვებულება…

  4. I hate my job–ს აზრი არ აქვს რადგან ყველა სამსახურში ეგრეა…Kate და კიდევ დანარჩენო დამკონტებლებო! უმეტეს სამსახურში ისეა, რომ მიუხედავად იმისა, რომ შვებულება არ გეკუთვნის, 1 კვირა მაინც გიშვებენ დასასვენებლად. ასე რომ, ეგ არაფერ, არ მგონია თქვენი სამსახურები იყოს გამონაკლისი:)

  5. ხოო???იცი ადრე ვიგვიანებდი ხოლმე და აქედან გამომდინარე, რაღაც უხერხულად ვგრძნობდი თავს…ახლა კი 2მაგად უხერხულად ვიქნები, რომ დამაგვიანდეს, რადგან ძალიან კარგ ხალხში ვმუშაობ.

  6. რა მაგარია რომ ადრე მისვლას ახერხებ დილით სამსახურში 🙂 მშურს

  7. აუ აბა…არ უნდა არსებობდეს უფროსობის ცნება…მაგრამ სადაა?!I hate my job–ს აზრი არ აქვს რადგან ყველა სამსახურში ეგრეა…ხო, იმედი მაქვს, არ მოვიწყენთ… 😀

  8. tfuuuuuuuuuuuuuuuumec aq unda vegdooarada axla iseti gavshlegdebodi da gavichrebodi mtashiiau bliad!!!ai hate my job ki arada zogadad job ra und agqindes sheni samqe da ar gyavdes ufrososba me magati :Dmagram damijere bevria tiflisshi chvennairi tak shto ar movicyent 😀

  9. “ხელის ჩამორთმევის სმაილიმეც აქ ვარ მთელი ზაფხული”ხოო??? ე. ი. მთლად მარტო არ ვარ …ხო იცი რა ხდება…თავი უნდა დაარწმუნო, რომ ან ხალისი არ გაქვს, ან რაღაც კიდევ სხვა თუნდაც უაზრო მიზეზი არსებობს…დღეს, ოფისში საუბრობდა ერთი თანამშრომელი, აუ როგორ მინდა ზღვაზეო და მე ისეთი რეაქცია მქონდა, თითქოს საერთოდ არ ვიცოდი რა იყო “ზღვა”…არადა რასაც ჰქვია, სეზონი არ ჩამიგდია…მაგრამ ახლა რომ ვიცი, რომ ვერ მივდივარ, ამიტომაც სხვა რაღაცეებზე ვარ 2ენტირებული…მაგალითად: “რა დასვენება, რის ზღვა, მთავარია კარგად ვიმუშავო…:bis: ” და ა. შ.

  10. ხელის ჩამორთმევის სმაილიმეც აქ ვარ მთელი ზაფხულიმაგისტრატურის გამოცდებია წინდაპრინციპში არსად წასვლის ხალისი არ მაქვსნუ აი ეხლა ივლისში წავიდოდი 5 დღით გონიოში დიდი სიამოვნებითან მთაშიმოკლედ მოვიტყუეყველგან წასვლის ხალისი მაქვს, შესაძლებლობა კი ნაკლებიტაკ შტო თავს ვიტყუებ, რომ ხალისი არ მაქვს:))))

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s