Ich bin Goethe geprüft

გუშინ, დილით, ჩვეულებრივად სამსახურში 2–მდე ვიყავი…
შემდეგ ეგრევე “გოეთე”-ში წავედი, რადგან რაღაც სანახაობა იყო…
არადა სანახაობა კურსის დამთავრების დღეს არის ხოლმე…
ანუ 6 დეკემბერს იყო, მერე 10 აპრილს იყო, ხოდა ვინაიდან ახლა ეს კურსი 22ივლისს მთავრდება, ამიტომაც წესით და რიგით 22-ში უნდა იყოს…
თუმცა შეიძლება გუშინდელი კონცერტი ზუსტადაც რომ 22-ის მაგივრად ჩატარდა…
არვიცი, აზრზე არ ვარ, თუ რამეა focusgruppe-ს წარმომადგენელი ვარ და იმედია რაიმე სახის ცვლილებას არ გამომაპარებენ…
focusgruppe ანუ ეს არის თითოეული ჯგუფიდან ერთი წარმომადგენელი, რომელიც ჯგუფხელის პონტშია..
ხოდა რამდენი ჯგუფიც არის, იმდენი ასეთი ჯგუფხელია…
ხოდა ყველა ამ ჯგუფხელს ერთად ევალებათ იმ კონცერტებისა თუ სანახაობის ორგანიზება, რომელიც კურსის ბოლოს ტარდება ხოლმე…
მაგრამ გუშინდელი კონცერტი სხვა რაღაც იყო…
აუ ჩვენ მასთან არაფერ შუაში არ ვიყავით…

ხოდა მოკლედ მივედი, ეგრევე მოვძებნე იკა (viking) და ერთად ვუყურებდით ზურაბ ვადაჭკორიას ფოკუსებს…
შიგადაშიგ ირაკლი კომენტარებს აკეთებდა, როგორ აბოლებს ამ ბავშვებსო…
არადა ხშირ შემთხვევაში თვითონაც ვერ მიხვდა ესა თუ ის მაქინაცია როგორ ჩაატარა ზევით აღნიშნულმა…
იქვე იყო რაღაც ლატარეას მაგვარი, რომელზეც უნდა დაგეწერა საკუთარი სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია და ჩაგეგდო ყუთში…
ბევრ პრიზს შორის, რომელიც თამაშდებოდა, ყველაზე მიმზიდველი და სასურველი იყო ტუდა-აბრატნი ბილეთი, 2 ღამიანი Übernachtung-ით მიუნჰენში მთლიანად ინსტიტუტის ხარჯებით, ხოლო მეორე ადგილზე გამსვლელიც ზუსტად იგივეს იგებდა, ოღონდ ბილეთებზე თავად უნდა ეზრუნა….

მოკლედ, ბევრი რაღა გავაგრძელო და იმდენი ვიწუწუნე, მე ხომ არაფერში ბედი არ მაქვსმეთქი, რომ გოეთეს ჩანთა და ბლოკნოტი მოვიგე…
ჩემი სახელი და გვარი რომ ამოიკითხეს, ირაკლიმ შემომხედა, ხო, შენ ხარო…
თავიდან მეგონა ჩანთაში წიგნი იდო, რაც წარმოუდგენლად გამიხარდა…
თუმცა ბლოკნოტი რომ აღმოჩნდა, არანაკლებ სიხარული განვიცადე, რადგან საკანცელარიო ნივთებზე წარმოუდგენელი გართულება მაქვს.
ხოდა აი ჩემი ნადავლი:

პირველად ცხოვრებაში რაღაც მოვიგე…
ძალიან გამიხარდა…

მერე დაახლოებით 6–თვის მე და ირაკლი მისივე მანქანით მუშტაედში წავედით.
ფორუმელები თამაშობდნენ ფეხბურთს.
ამდენი ფორუმელი კარგა ხანია არ მინახავს…
ბევრი საყვარელი ადამიანი ვნახე იქ.
ძალიან გამიხარდა მათი ნახვა…ბევრი ვისაუბრეთ, ბევრი ამბავი შევიტყვე ზოგ–ზოგიერთებზე, შეიდის ვეხვეწებოდი სათვალე მაჩუქემეთქი, რაზეც ლამის ტირილი დაიწყო , მიწაზე ვიჯექი, ტაჩკა დამადგა თავზე , რა იყომეთქი და ისე ზიხარ, ეხა ხურდას ვეძებო… ხოდა 20 თეთერი მომცა … და რავი, ბევრი სხვა სასაცილო მომენტი…
დიდი ხანია, არ მინახას ფორუმელები, ზოგი ახლებიც გავიცანი და ნუ მოკლედ ბევრი რომ არ გააგრძელო კარგი დრო ვატარე…
მერე ისევ ირაკლის ინიციატივით მე, ირაკლი, გვანცა, მარაზმატიკი, ლექსო და ანდრო გოეთეში წამოვედით, კიდევ რაღაც პონტი იყო, მაგრამ ჩვენ ქვევით კაფეში ვიჯექით და ფორუმულ ამბებზე ვკაიფობდით… ბოლოს კიდევ ვაპირებდით სადმე გასვლას, მაგრამ დაგვეზარა და სახლებში წამოვედით…..

ეხა ქვედა პოსტს დავხედე და გამეცინა…
ქვევით კაკრაზ იმას ვამბობდი, ზაფხულში როგორ უნდა გავერთომეთქი…
მაგრამ ხერხდება რაღაცნაირად თურმე…

Advertisements

6 thoughts on “Ich bin Goethe geprüft

  1. აუ მე რაღაც ზეუპონტობა მჭირს (((მეც მინდა წინ და უკან სიარული : (

  2. ხო, აი ცვეტში მაგას ვამბობ მეც…მთლა უპონტობა არ ხდება…უი მართლა???რაღაც მეც გული მიგრძნობს, რომ რაღაც საინტერესო ზაფხული მელის თბილისში…

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s