საუბარი ჩემს პატარა სიხარულთან, ოდეს გულზე მეწვა…

***
საერთოდ ირაკლის, მიუხედავად იმისა, რომ გიორგი მისი უკვე მესამე შვილია, მაინც რაღაცნაირი შიში აქვს ბავშვის ჭერის…
ამხელა კაცია და მაინც ეშინია მისი დაჭერა…
ნუ ამხელა, ანუ 21 წლისაა…
13 წლიდან ერთად მოვდივართ…
ჩემი ძმაკაცია…მისი მეჯვარე ვარ და მისი პირველი ვაჟიშვილის ნათლია…
დუკას დაჭერისაც ეშინოდა, ზიზუსიც…
ახლა გიორგისიც ეშინია…
“დუკა” რამე ახალი სახელი არ არის…
ვლადიმერი არის სრული სახელი, ანუ ლადო…
მაგრამ 3 წლის ბავშვს “ლადო”-ს არავინ ეძახის…
ეგეც ჩემი ნათლულია და მე სულ რომ “ლადუკა”-ს ვეძახდი, მერე “ლა” ჩამოვაშორე და “დუკა” დარჩა…
ხოდა ახლა ყველა “დუკა”-თი იხსენიებს…
“ზიზუ” კი იგივე “ელისაბედი”-ა…
ანუ “ლიზი”…

ანუ “ზიზი”, როგორც ყველანი მოფერებით ვეძახით….
უფრო ხშირად “ზიზუ”-ს ვეძახით…
მერე დუკა მიადგება ხოლმე თავის წლინახევრის დას და აჯავრებს ხოლმე: “ზიზუ, ზიზუ, მატელაცი გამიკეთე აბა, აუ მიდი ლა ზიზუ, გეხეწები.”
ხოდა ზიზუც დიდი ზიზუს “პრიომ”–ს ატარებს თავის ძმაზე…
მერე ამაზე ყველა ხალისობს ხოლმე…
განსაკუთრებით კი დუკა, რომელსაც დღესაც კი ახსოვს მსოფლიო ჩემპიონატზე მომხდარი მატერაცისა და ზიდანის ინციდენტი…
ნუ მაშინ დუკა იყო ამ მსოფლიოში ირინას ორგანიზმიდან მოვლენილი პატარა ჭანჭიკი…
1 წლის იყო მაშინ…
მაგრამ უკვე რომ რეალური სამყაროს წევრი გახდა, როცა ისევ მე ვიზრუნე მის განვითარებაზე…
ხოდა ანუ ის, რომ მან ფეხბურთი და თუნდაც მსოფლიო ჩემპიონი იცის ვინ გახდა, ჩემგან იცის…
ნუ ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ირაკლის 3 შვილიდან პირველის ნათლია რათქმაუნდა მე გახლავართ…
ანუ დუკასი…
ირაკლი სულ მუშაობს…
ისევე როგორც ირინა…
ხოდა ჩემთან არის სამივე ბავშვი თითქმის სულ…
კიარადა, სულ ჩემთან არიან ხუთივე…
ირაკლი, ირინა, დუკა, ზიზუ და გიო…
მთელი ოჯახი…
ირაკლის ბარნოვის ბინა აგერ უკვე 2 წელია რემონტს არის მიცემული…
ხოდა ჩემთან ცხოვრობენ.


***
გავედი იქით…
დაღლილი დღის მერე მისაღები ოთახის ტახტზე წამოვწექი…
მაგიჟებს ეს სიცხე…
არადა არაფერი არ დამიფარებია…
ასე, პირდაპირ სახლის თხელი თანაცმლით წამოვწექი…
ხან აქეთ გადავბრუნდი, ხან იქით, მაგრამ სიცხემ გამაგიჟა…
უცებ საშინელი ტირილის ხმა გავიგონე…
აი ისეთი, რომ ვიფიქრე უეჭველი ვინმეს ხელიდან გაუვარდამეთქი…
ჯერ ხომ სულ პატარაა.. 4 თვის და რამდენიმე დღის…
ვინაიდან ყველა ოთახის ყველა აივნისა თუ კარი ღიაა დიადი სიცხის გამო, ამის გამო თავად ოთახების კარები მიკეტილია…
რომ ორპირი ქარი არცერთ ოთახში დაფიქსირდეს…
მათ შორის მისაღები ოთახისიც…
არა რა, მეც კარგი ტიპი ვარ რა. რაღა მაინცდამაინც მისაღებ ოთახში მომინდა წამოწოლა და დასვენება?!
ბარემ გავსულიყავი საძინებელში…
მაგრამ რავიცი აბა, აქ წამოვწექი და ბარემ აქ ვეგდო…
არ მინდა გიოს ტირილის სმენა. მინდა, რომ მთლიანად დავასვენო გონება და სხეული.
დაღლილი ვარ საშინელი…
მაგრამ ირინა არ არის სახლში და ამიტომაც ირაკლის, რომელსაც სულ ძლივს უჭირავს თავისი პატარა შვილი, ისევ ჩემსკენ მოემართება…
გააღო პატივცემულმა ძმაკაცმა მისაღების კარი და ბავშვის ჯღავილი უკვე იმდენად ახლო დისტანციიდან ჩამესმის, რომ აზრი აღარ აქვს ზედა და ქვედა წამწამების შეერთებას…
“აუ ქეთ, რამე უქენი რა…
ატირდა მოულოდნელად…
არ ვიცი რა დაემართა…
ხოდა რამე უქენი რა…”
ეხ რა, ძმაკაცობის დედა ვატირე რა…
კიარადა ნათლიობის…
სხვა დროს თუ ნებისმიერი ამ ტროიკის ტირილისას ფრთებს ვისხამდი და ისე ვდგებოდი, ახლა რაღაც ზანტად ავზიდე ტორსი…
ნუ ტორსი რა…
წელამდე…
ისეთი დაღლილი ვიყავი, რომ მთლიანი კორპუსი ვერ ავზიდე…
მე მაპატიეთ, ვერ ვარ მთლად იდეალური ნათლია…
მაგრამ რა ვქნა, დაღლილი ვარ…
“მომიყვანე, ზემოდან დამაწვინე”…
არადა მინდა..
მაქსიმალურად მინდა და ვცდილობ კიდევაც, რომ ირაკლი მივაჩვიო იმას, რომ ბავშვის ჭერა არ არის რაღაც საოცრად ძნელი…
ნუ ვერა რა…
გიოს აყვანა მაინც სულ ეშინია…
დამაწვინა გიორგი ზედ გულზე…
რაღაც საოცარი სიმხურვალე ვიგრძენი…
ისედაც ოხშივარი ამდის ამ გაგანია ივლისში…
“მძიმე ხომ არ არის?!”
“არა, იდოს”…
(წინა სტრიქონში აღსანიშნავი სიტყვა იყო “იდოს”…
იდოს, როგორც სამზარეულოში, დიდ მაგიდაზე დევს გიოს რძით სავსე ბოთლი…
იდოს, როგორც საძინებლებში დევს დუკას “ბეტმენები”, “სპაიდერმენები” და “სუპერმენები”…)
ისევ ჯღავის…

***
რა გატირებს, გიო???
კარგი რა, ასე შეიძლება???
რა გაქვს სატირალი???
რატომ მემსგავსები ???
ერთი წამით დაფიქრდი…
მე ხომ არაფერი კარგი თვისება არ მაქვს და რატომ მაინცდამაინც მე???
ჯერ შენ ძალიან პატარა ხარ ტირილისთვის…
ჯერ შენ ვერ გაგიცნობიერებია, რომ ცხოვრება საზიზღრობაა და მერე უფრო მეტი გექნება სატირალი…

ნელ-ნელა ტირილის ხმა და მონდომება კლებულობს…

არა, მე, ბაზარი არაა…
სულ მტირალა ვიყავი…
10 წლის ასაკშიც, 12, 14, 19…
და დღესაც, როდესაც 21 წლის ვარ, ახლაც ვტირი…
მაგრამ მე რატომ მემსგავსებით შენ და დუკა ასე აქტიურად?!
ირინა ტყუილად არის დედა?
ირაკლი ტყუილად არის მამა?
მე ხომ ნათლია ვარ უბრალოდ?
ირაკლი სულ მაგაზე მიტრაკებს. რამდენს ტირიო.
მე კი ეს არ მომწონს…
მე უფრო ვგრძნობ შენს გულის ფეთქვას, თუ შენ – ჩემსას, არვიცი…
ფაქტია, რომ ისევ ტირი…
ვგრძნობ, შენი პაწია ხელი ჩემს მკერდს როგორ ეხება…
რა სულელი ხარ!!!
მანდ არ არის რძე…
მანდ სიცარიელეა…
არა, მაინც რა არის ნეტავ სატირალი 4 თვის ასაკში???
მე რომ ვიყო 4 თვის, უბედნიერესი ვიქნებოდი..
მაგრამ რავიცი აბა…
არ მინდა, რომ ტიროდე…
გი, ნახე მამიკო როგორ გვიყურებს, ნორმალურები არ ვგონივართ…
აუ, შენ ისევ ჩემს მკერდს ეხები ამჯერად უკვე პირით…
კიარადა ენით…
არა რა, ამ მამაკაცებს ან სექსი გინდათ, ან საჭმელი…
მეტი არაფერი…

– ირაკლიიიიიი, სამზარეულოში მაგიდაზე ბოთლით რძე დევს…
– სად???
– სამზარეულოში, მაგიდაზე…

ამ შენმა დებილმა მამამ თუ ქნა სასწაული და ბოთლს მიაგნო, იმედს ვიტოვებ, რომ ჩემს მკერდს ახლა მაინც შეეშვები….
წავალ…
კიარადა მე თვითონ გაჭმევ…
მე ვიპოვი ბოთლს…

(რეალურად არც ირაკლი, ირინა, დუკა, ზიზუ, გიო არ არსებობენ…
მეც გამოგონილი ვარ…
ძმაკაცი, სახელად “ირაკლი” არ მყავს…
და მოკლედ ეს ყველა ჩემი ილუზია იყო…
კიარადა არის…)

Advertisements

11 thoughts on “საუბარი ჩემს პატარა სიხარულთან, ოდეს გულზე მეწვა…

    • ვაი… სალომენკა. დიდი მადლობა ❤ ❤
      ალბათ ალუკარდისგან მომაგენი ხო?

  1. ხო, ზოგჯერ იმდენად შევდივარ ხოლმე როლებში, მეც ნამდვილი მგონია ხოლმე.. 😀

  2. მე კი მეგონა, ნამდვილ ამბავს ყვებოდი, იმდენად რეალური იყო 🙂

  3. მამაკაცს აბა სხვა რა უნდოდეს ქალის ძუძუსგან, გარნათუ ზელვა ან ჭამა?

  4. თიკოს გარდა ვერცერთის პოსტი ვერ გავიგე, მაგრამ ეგ არაფერი… 😀

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s