observation

დღის ადგილი: სპორტის სასახლისა და მშენებარე სასტუმრო “აჭარ”–ის მიმდებარე ტერიტორია…
დღის მდგომარეობა: სამსახურში ყოფნისას დავუმესიჯე დოდის და ვთხოვე, რომ შეხვედრამდე ცოტათი ადრე მოსულიყო ნიკალაში… და ეს იმიტომ, რომ სახლში წასვლა მეზარებოდა და ვიფიქრე, ბარემ სადმე პეკინზე ვიმოძრავებმეთქი… დოდი, რა ჯიგარი ხარ, რომ მოხვედი..
დღის გარეგნობა: ზევით დაწერილი ფუნქტიდან გამომდინარე, უსაშინლესად გამოვიყურებოდი… ეს ფაქტი სურათებზეც კარგად არის ასახული… კიდევ კარგი არ არსებობს ჩემი ახლო ხედით გადაღებული სურათი…
დღის საჭმელი: მთელი დღე არაფერი მიჭამია… ვიფიქრე, მაკდონალდში მივდივარ და რაღა “იფქლი”–ს ცომით დავნაყრდემეთქი… თითქოს ყოველდღე რამე სხვა ალტერნატივა იყოს… თუმცაღა, სამსახურის დამთავრებას აკლდა შვიდიოდე წუთი, რომ ჩემმა გამჩენმა დამირეკა და მახარა, მაკ–ის პროდუქციაში ჩხირები არისო, ხოდა ხორცეულს არ გაეკაროო…თანამშრომლებიც დამემოწმნენ… ხოდა დოდის ლოდინში ნიკალაში კიევური კატლეტი და პიურე მივირთვი… მართლა დავნაყრდი, მაკ–ში არაფერს მივეკარებიმეთქი, მხოლოდ ნაყინს…ხოდა მაკ–ში მხოლოდ ნაყინი და კოლა…
დღის გესლიანი ღიმილი: მაკ–დან გამოსვლისას დღეს ნანახი კლიენტი შემეფეთა… “ეეე, შენ დღეს არ გნახეო… მაგის შიშით ქუჩაში ვეღარ გავსულვსრ…
დღის ხუმარა ადამიანი: გეგა და დეკა ადნაზნაჩნად… თუმცა მანამდე ოფისში შემოსული მათხოვარი… რომელსაც არ დავეხმარეთ და დირექტორთან ავიდა ეგრევე… იმ დროს, როდესაც დაცვა თავის ოთახში ისვენებდა… ისეთი ისტერიული სიცილი ამიტყდა, რომ მთელ სტაFმა გაიგო, რომ საშინელი ისტერიული კიარადა ცრემლიანი სიცილი ვიცი… “ნახე, როგორ იცინის, ნახე ცრემლები მოსდის…”
დღის ჩაცმულობა: მარის ძალიან ლამაზი კაბა ეცვა… არადა არ მიყვარს ეს ვარდისფერი…
დღის აღმოჩენა: დვორსკი… კიარადა გიგი… რომელიც საერთოდ სხვანაირი მეგონა იქნებოდა… ანუ წარმომედგინა მკაცრი, გაუცნარი, სოლიდური პასუხისმგებლობის კიარადა შესახედაობის…
დღის გაკვირვება: გეგას საერთოდ არ აქვს ბლოგი და რა პონტში მოვიდა??? კიარადა, ცუდ პონტში არ გაიგოთ ახლა, უბრალოდ გამიკვირდა…
დღის ზარი: გეგა ესაუბრებოდა ეთოს, გიჟ გოგო ზეპელინს… ხოდა გეგასგან გადავურეკე: “რა გინდა?” – ყურმილს იქით აგრესიული ტონი… “არაფერი, უბრალოდ, ძალიან საყვარელი ხარ… ხოდა მეც მიყვარხარ”, “რომელი ხარ??? აააა, უიიიი, დიდი მადლობა, მეც ძალიან მიყვარხარ და გამიხარდა შენი ხმა და სიყვარული”…
დღის სახუმარო თემა: დვორსკის მოურავი ადნაზნაჩნად…
დღის განწყობა: არავის დაუწყია (ნუ, ყოველ შემთხვევაში ჩემი მისამართით მაინც), უიი, შენ ასე რომ წერ, ასეთი ხარ”, “აუ, შენ რაღაც ისე წერ, რომ არ მომწონს შენი პოსტები”… ყველას გვიყვარს ერთმანეთის ბლოგები (ყველას ანუ მე) და არავის დაუწყია, “აუ რატომ ხარ ბლოგში სულ ასეთი და ისეთი”…
დღის საყვარელი ადამიანი: პოლსკი… ეს არის ადამიანი, რომელიც მამშვიდებს…რომ მოვიდა, ისე მაგრად ჩავეხუტეთ ერთმანეთს, რომ გამათბო…. ძალიან მიყვარს სალო…
დღის საჩუქარი: დვორსკიმ მგონი სახლი გამოზიდა… “ცხელი შოკოლადები” მაჩუქა… ძალიან ბევრი….ძალიან დიდი მადლობა…თან აკას ბეეეეეევრი სტატია არის მათში…
დღის ღიმილი: შოპენი… ძალიან თბილი ღიმილი აქვს…
დღის ნაზი ადამიანი: მეგუნა… ეს ადამიანი ყოველთვის ასეთი ნაზია ხოლმე…
დღის ტრანსპორტი: მანქანა… ჯერ კლიენტმა მომიყვანა ნიკალამდე, რომელიც ჩემი კოლეგის ძმაკაცი ყოფილა… ვერაზე მიდიოდნენ და პეკინზე მივდივართო, მითხრეს…უხერხულად ვარ ხოლმე ასეთ მომენტებში…. და მერე, დვორსკიმ დაგვარიგა მე და დოდი სახლებში…
დღის ფოტო: დოდი, ძალიან მიყვარხარ!!!

Advertisements

12 thoughts on “observation

  1. რამდენიმე დღეა სართოდ არ ვმჯდარვარ კომპიუტერთან, რადგან ძალიან დაღლილი ვიყავი…თუმცა მარტო დაღლილობა არ ყოფილა მიზეზი…მიზეზი ისიც იყო, რომ ძალიან ბევრი ვიქეიფე ამ დღეებში და სახლში გვიან მოვდიოდი…@jaco – ცხელი შოკოლადის ახალი სტატისავით??? ვაიმე,ძალიან დიდი მადლობა, ასეთი კომპლიმენტი ჩემს ბლოგს პირველად უთხრეს….აი დღეს კვირაა და პირობას ვდებ, რომ ავანაზღაურებ გაცდენილ დღეებს…

  2. და ვაბშე შენს ახალ პოსტს იცი როგორ ველოდებით ხოლმე? აი რამე საკაიფო ჟურნალის (თუნდაც ცხელი შოკოლადის) ახალი ნომერი რო გამოდის და როდის გამოვა რა გააწყალა საქმეო რო ვბრაზობთ:)))არა, ნამუსი არ გაქვს? ბლოგერების შეხვედრა რო იყო იმ დღის მერე არაფერი დაგიწერია და ასე მგონია საუკუნის წინ იყო ის დღე:(((

  3. jako ეხავე ანუ 1-2-3-4 კვირაში ეხავე :))ქეთ არ იჩქარო :2კისს: :გივი:

  4. :მო: ხო, ვიცი…დავწერ ეხავე..გუშინაც ვაპირებდი, მაგრამ ნეტმა აურია უცებ…

  5. ქეთ ცოტა იშვიათად წერე ხოლმე რაა :((ხალხი დაკომენტებას ვერ ასწრებს:მო:

  6. @Dv0rsky – უკაცრავად, შევასწორებ…რა ხდება??რომელ დანარჩენზე???ღმერთო ჩემო…@ჩორვენი¹³ – იმედია, მომავალშ წამოხვალ.@მარი – :ლოლ:

  7. “მარის ძალიან ლამაზი კაბა ეცვა… არადა არ მიყვარს ეს ვარდისფერი…”~ :bis:_______________ეს შოპენი მე რატომ ვერ დავაფიქსეირე… ნეტა რას ვაკეთებდი?ეტყობა ჩემს კაბაზე ვიყავი კონცენტრირებულილოლარა მართლა გული მწყდება ^^

  8. აუ ძალიან გავხალისდი 🙂 აი ახლა მორიგეობით დავუარე ყველა ბლ;ოგს და ვკითხულიობ სხიოდკის ამბებს და დავვოსდი იმდენი ვიცინე : )))

  9. პირებზე, ცხვირებზე…ჯერ ერთი, გიგა და არა გიგი.დანარჩენზე მერე ვისაუბროთ.

  10. გოგო, ხო, პირებზე მაგრა ვიცინე…ხო, მოჯამაგირე!!!ხო, მაგარი ტიპია…

  11. რა სტრანნი ფოტოა ისე, პირებზე რა გვჭირს??? :დ მპუაჰმოურავი კიარა, მოჯამაგირე! შოპენის სიყვარულში მეც გიერთდები : )))

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s