ART-გენი 2008

ამას წინათ არტგენზე დავდიოდი…
კიარადა, მოიცა, თავიდან დავიწყებ…
შარშან, ანუ ზუსტად ერთი წლის წინ ფორუმულად მოვინათლესპონტში, რადგან ზუსტად რომ შარშანდელ არტგენზე გავიცანი ძალიან ბევრი ფორუმელი.
მართლა ძალიან კარგი დრო ვატარეთ შარშან ყველამ.
თან რაც ყველაზე გასახარებელი და სასიამოვნო იყო, ერთად ვეყარეთ ბალახში..
კიარადა ანუ იმას ვამბობ, რომ ერთად ვიყავით შეჯგუფებულები…
მაშინ მე ჯერ კიდევ ახალი დარეგისრტირებული ვიყავი ფორუმზე და ცოტა არ იყოს და უცხოდ ვიყავი…
თუმცა მარიამებს და კიდევ სხვებს კარგად ვიცნობდი უკვე…
ნუ მარიამებს მე დიდი ხანია ვიცნობ, მაგრამ ეს სხვა თემის საუბარია…
ხოდა მართლა კარგად გავერთეთ ის ერთი კვირა…
და იმ დროიდან მოყოლებული ყველას ძალიან გვენატრებოდა არტგენი…

ხოდა, აჰა, დადგა ეს წელიც…
მთელი ამ ხნის განმავლობაში ბევრი ფორუმელი გავიცანი…
ზოგიც ფეხბურთზე, ზოგიც მელომანთა არაერთ ქეიფზე….
ახლა შეიძლება ითქვას, რომ ბევრ ფორუმელს ვიცნობ…
თუმცა გააჩნია ბევრი რამდენია…
მაგრამ ნუ კარგი, ამაზე არ გამომეკიდოთ…

ხოდა წლევანდელ არტგენზე სულ მგონი სამი–ოთხჯერ ვიყავი…
კიარადა…
მგონი ისიც არა, რადგან ნიაზამ მაგრად ჩააბანძა…
არიქა ვაკის პარკი იჯარით მაქვს აღებულიო და ფულის გაკეთება გადაწყვიტა…
ხოდა ახალი ხალხის კონცერტები ვაკის პარკში გამართა…
კიარადა…
ახალი ხალხი ანუ ის და მისი ასაკისა და მუსიკის…
ხოლო ძველების კი ეთნოგრაფიულში…
ძველების ანუ ფოლკორისტების…
ხოდა გააბანძა რა ყველა პონტში, რადგან ვაკის პარკი კი მართლა ძალიან მიყვარს და აი მართლა ჩემი უსაყვარლესი ადგილია მთელს თბილისში, მაგრამ მივიჩნევ, რომ არტგენი ვაკის პარკში მაგარი სიბანძეა…
კიარადა…
ზოგადად არტგენის ასე 2 ნაწილად დაყოფა იყო მაგარი სიბანძე…
ხო…
კი…
ვიყავით ფორუმელები, მაგრამ ისე კარგად არა, როგორც შარშან…
ყველა სასტავებად იყო დაყოფილი, ყველა თავისთვის…
ხოდა, მოკლედ ბანძობა იყო რა…
მე კი რატომღაც მქონდა იმედი, რომ კარგი იქნებოდა…

შეიძლება ითქვას, რომ 1 რამ, რამაც ძალიან გამახარა, ეს იყო:
ანიამ 2 კარგი სურათი გადამიღო…
კიარადა…
ვიცი, რომ არც გარეგნობით გამოვიჩევი დიდად და პლუს ამას ის მწარე ფაქტი, რომ არაფოტოგენური ვარ, მაგრამ მე მაპატიეთ, თუ სურათების გადაღება მიყვარს ძალიან… ხოდა გადამიღო ბუნებაში… მუღამზე ვარ, რომ შენ ბუნებაში გადაგიღოო, ხოდა she did it!!!

კარგი ის იყო, რომ მეგუნა იყო ჩემთან…
ძალიან კარგ განწყობაზე მაყენებს მუდამ. საკმაოდ გვიანამდე ვიყავით, მერე რომ ჩამოვედით ქვევით, კოზმანასთან დავარეკინე იქნებ ჩამოვიდესმეთქი…
ხოდა მოხდა სასწაული, კოზმანამ 5 წუთში ვაკის პარკთან ვიქნებიო, ხოდა ისე გამიხარდა, რომ სანამ ვაკის პარკან მივედით, მეგუნას სულ სანზე ველაპარაკებოდი… ფრაზები ასეთი შინაარსისა – “რა ბედნიერებაა, სანდროს რომ ვნახავ, სანდრო ჩემი პატარა სიხარულია!აი იცი როგორ მიყვარს, ის ჩემს გულში ზის” მეგუნა კი ამ დროს კი ღიმილიანი სახით მიყურებდა და რა მოსიყვარულე და საყვარელი ხარო, მაგრამ ესეც სხვა საუბრის თემაა. საერთოდ მეგუნა იმიტომ მიყვარს, რომ არ ცდილობს საკუთარი უარყოფითი აზრი მოგახვიოს თავს, არ მახსოვს ეთქვას ცუდი ადამიანი არისო, ვინმეზე…
კიარადა სიტყვა “უარყოფით”-ში იგულისხმება არა მხოლოდ ის, რაც თქვენ გაიგეთ, არამედ “საწინააღმდეგო აზრი”-ც…
კიარადა… ანუ ჩემი აზრისგან განსხვავებული აზრი!
ხოდა მეგუნა მიძლებს რა…
მის გარდა ჰერმიონეც მიძლებს…
არ მიტრაკებენ, რატომ ხარ ასეთი და ისეთიო…
მიღებული ვყავარ ისეთი არანორმალური, როგორიც რეალურად ვარ…
ხოდა მე მეორე ჩემნაირს ძნელად თუ ავიტანდი, ვინმეს რომ ესაუბრა ძმაკაცზე მთელი 20 წუთის განმავლობაში, ალბათ ტვინში სისხლი ჩამექცეოდა. ნუ მე საშინელი მოუთმენელი ვარ და ეს მგონი ყველამ იცის.
ესეც ანიას თვალით დანახული მე…

ესეც არტგენის განწყობით…
მაინც ვუსმენ ნიაზს, რადგან …..

Advertisements

8 thoughts on “ART-გენი 2008

  1. @მარი – არა, ეგ მე მითხრა…@nati kuda – ხო შენც, დეკაც, მაკულატურაც და კიდე ბევრი სხვა ზუსტად რომ შარშანდელ არტგენზე გავიცანი…ხო, წელს ისეთი ცვეტში არ იყო, როგორიც შარშან…ვნახოთ მომავალ წელს რა იქნება.

  2. უი, მეც შარშან გაგიცანი არტ-გენზე და რამდენიმე დღის მერე გავიგე, რომ ფორუმელი იყავი :)))წელს პირველ დღეს ავედი მარტო ეთნოგრაფიულშჳ და მეტის სურვილიც არ მიყვარდა..არადა არტ-გენს ჩემთვის სხვა დატვირთვა ჰქონდა… ბუუუ

  3. Jaco|არ ვეთანხმები, რომ უკეთეს ფოტოს ვერ გადაიღებ|ვის არ ეთანხმები, მე ეგ არ მითქვამს…

  4. @მარი – დიდი მადლობა, ანიამ სასწაული მიქნა მგონი…@jaco – ხო, მაგრად გააბანძეს…ძალიან დიდი მადლობა, გაიხარე, თუმცა ფოტოგრაფი ალბათ გაგიჯდება ჩემი გადაღების პროცესში.

  5. არტგენის ჩაბანძებაზე გეთანხმები:( ეთნოგრაფიულში მართლა კარგი იყო ყოვლეთვის:(ფოტო გადასარევია, მაგრამ არ ვეთანხმები, რომ უკეთეს ფოტოს ვერ გადაიღებ, მე რომ გნახე ვიცი, რომ უკეთესად შეიძლება შენი დანახვა და საერთოდ – ლამაზი გოგო ხარ (არ გაბავ და რამე:D)

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s