აუ რა საშინელება ხდება…
ვერ ვწყნარდები,…
უკვე ძალიან მეშინია…
ცხინვალი, გორი, მარნეული, ქარელი, ვაზიანი…….
რომელი იქნება შემდეგი???
და როგორ უნდა შეგეძლოს ეს ყველაფერი მეორე პლანზე გადაწიო და ჩვეულებრივად იმუშაო???
ძალიან ძნელია…
მთელი დღეა ტელევიზორს ვუყურებთ მთელი ოფისი…
ვეღარაფერზე ვეღარ ვაზროვნებ…
ვფიქრობ იმ უდანაშაულო ადამიანებზე, რომლებსაც ასე უმოწყალოდ ბომბებს უშენენ…
და იცით, კიდევ რა არ მესმის?!
აი ინდიფერენტული ხალხის…
როგორ შეუძლიათ ასე პოხუისტურად იყვნენ განწყობილები ამ ყველაფრის მიმართ?
“ეს ყველაფერი სპექტაკლია” და მსგავსი სლეური ფრაზებით რომ გამოდიან…
პიზძეეეეც, არ მესმის და მომკალი…
ვნერვიულობ ყველა იმ ახლობელ თუ არაახლობელ, ნაცნობ თუ უცნობ ჯარისკაცზე…
უდანაშაულო მოსახლეობაზე…
თბილისზეც, აჭარაზეც…
ზოგადად ყველზე…
განსაკუთრებით კი ჩემს პატარა ვიკინგაზე…
თურმე მეგუნას დაურეკავს და კარგად ვარო…
მთელი საღამო ვურეკავდი დღეს და ტელეფონი გათიშული აქვს…
კედლებზე დავდივარ ლამის…
ხვალ ზურა, მიკი, ჯონი და რავიცი მილიონი ახლობელი ადამიანი მიდის…
მოკლედ რა…
გავალ, გამოვალ, ისევ ამ ომზე ვფიქრობ…
ღმერთმა ქნას, ყველაფერი კარგად დასრულდეს…
უი, შევასწორე, მადლობა 🙂
ვაზიანი